ბაბნიკს შეუყვარდა (თავი 22)
მეორე დილით,ტელეფონის გაბმულმა,შემაწუხებელმა ზარმა გააღვიძა,ალბათ კედელზე ააკრავდა რომ არ დაენახა ვინ ურეკავდა,ეკრანზე დენიელის სახელი გამოჩნდა თუ არა წამოჯდა და უპასუხა. -რახდება. - თქვენთან მოვდივარ,სკაის შევთავაზებ კლუბის თაობაზე რაღაცას,იმედი მაქვს დამთანხმდება. -კარგი და მე რა მიზეზით ვიქნები იქ? -ერთი გოგოს დაბადების დღეა და შენც დაპატიჟებული ხარ.ბიჭები ოფტომ იქნებიან. -ეს უკვე მომწონს. -შენ კი მოგწონს მაგრამ ეცადე ძალიან არ დათვრე.თავი აკონტროლე,მეტი არ მინდა იქ გათიშული გნახო და შენი თრევა მომიწიოს. გაეცინა. -კარგი კარგი. -შესაბამისად ჩაიცვი. გათიშა,ტელეფონი გვერდზე მიაგდო და ზურგზე გადაწვა, ღრმად ამოისუნთქა. -ახლა ჩემი დროა,დიიიდხანს ველოდიიიი. წაიმღერა რაღაც უსაშინლეს ხმაზე და თვითონვე გაიცინა. -რაარი ეს,სიმღერას კი არა ვირის ყროყინს გავდა. მოესმა ხმა კარიდან. ისევ წამოჯდა და ახალგაღვიძებული ანდრე დაინახა. -ვითომ არ გამიგია. -შენ რა გინდა მარტო ის გესმის. -აბა აბაა ნუ იკითხავ. ბედნიერებისგან გაიბადრა რომ გაახსენდა წინ რა ელოდა. -რაარი რატომ იღიმი,ისე მოგენატრე რომ უკვე ჩემი ყურებაც გსიამოვნებს? -ჰო აბა მთლად შენი ყურებისგან ვარ გაბრწყინებული.დღეს... და უცებ გაჩერდა,აპირებდა ეთქვა გეგმის შესახებ თუმცა მალევე გადაიფიქრა. ანდრე მომლოდინე მზრერით შეჰყურებდა. -დღეს...მეგობრის დაბადების დღეა და კლუბში მივდივარ... იფიქრა არ დაიჯერებს ასე რომ ავბლუკუნდიო. -ვა მართლა?რა ქვია? არ გამაცნობ? -ამმ...რა ქვია დაა... თითქოს ამ რამოდენიმე წამში თავიდან გოგოების ყველა სახელი ამოუფრინდა. -მიაა! მიას სასიხარულოდ გაისმა ნაცნობი ხმა. -მეძახიან,ახლავე დავბრუნდები. ქვევით ელვის სისწრაფით ჩაირბინა,თვალები დააცეცა და დაინახა სახლში ახალშემოსული დენიელი,რომელიც მას ეძებდა. დაინახა თუ არა მისკენ წამოვიდა,მიაც შეეგება,კიბის ძირში იდგნენ. -ჰეი.გამარჯობა. -გამარჯობა. -ხომ არ იცი სკაი სად არის?რაღაც საქმე მაქვს. განგებ ცოტა ხმამაღლა ლაპარაკობდა რომ ეჭვი არავის შეჰპარვოდა. -ვინმე მეძახის? მოისმა ხმა კიბის თავიდან,ორივემ იქითკენ გაიხედა.მიას ლამის დორბლები წამოუვიდა.შავი ჯინსის ცოტა დახეული შარვალი,თეთრი მოდგმული მოკლემკლავებიანი მაისური,თითოეულ კუნთს უხატავდა,სახე განსხვავებულად უბრწყინავდა. მიამ როცა გაიაზრა რომ სკაის სახე კმაყოფილებისგან უღიმოდა მზერა სწრაფად მოაშორა. -ხოო...ისა...მგონი დენის რაღაც საქმე აქვს შენთან,დაგტოვებთ მე. დენიელის მინიშნებით იქაურობას გაეცალა და თავისი ოთახისკენ აირბინა,მიას ადგილი მაშინვე სკაიმ დაიკავა. ოთახში მიმოდიოდა და ბოლთას სცემდა,თან ფრჩხილებს იჭამდა. მიას საწოლზე ჩამომჯდარ ანდრეს მისი შემყურე ლამის თავბრუ დაეხვა. -შეგიძლია დაჯდე?ან ასე რას დაბოდიალობ ვერ გამაგებინებ? უეცარმა კითხვამ დააბნია და რაც პირველი მოაფიქრდა ის წამოაყრანტალა. -მე...ვფიქრობ ამ საღამოს რა ჩავიცვა...წვეულებზე,ხომ ხვდები... ეს,,გოგოშკური,,წიკები. ,,გოგოშკური,,საჩვენებელი და შუა თითების მოხრა გაშლით აჩვენა. ბიჭმა წარბები წამიერად აზიდა და,,აა,,მზერა ესროლა. -თუ გინდა არჩევაში დაგეხმარები, მეხერხება ასეთი რაღაცები. შესთავაზა. იფიქრა ზედმეტი ხელი არ მაწყენდაო და დათანხმდა. -რატომაც არა. მხრები აიჩეჩა. -ბიჭები ალბათ იქნებიან.არა? -კი. -მათ გაგიჟებას აპირებ? ჩაეღიმა. ,,მათ,,არა,,მის,, -თან როგორ. ეშმაკური მზერა მიაპყრო. -მაშინ რამე ისეთი შეგირჩიო, თვალები რომ გადმოკარკლონ. -არანაირი პრობლემა არ მაქვს. რაც გინდა ის აარჩიე,მთლიანად შენი ვარ. ამის თქმა იყო და მიამ დაინახა როგორ გაშეშდა თავის ოთახთან მისული სკაი,ხელი კარის სახეულირზე მიეყინა,მხრები ერთი მაღლა აიწია-ჩამოიწია,კარი გამოაღო და ძალიან,,მშვიდი,, გამომეტყველებით მოიხურა. მიას მისი ამ რეაქციის დანახვისას გეგმის ასრულების წყურვილმა ლამის იქვე დაახრჩო. მთელი დღე ტანსაცმელს არჩევდნენ.ხან რა ჩაიცვა ხან რა. მოშივდებოდათ ჩავიდოდნენ და ისევ ამოვიდოდნენ,ხან რა იგიჟეს,ხან რა იხორხოცეს. შემოაღამდათ.მოვიდა წასვლის დრო.ბოლოს ის კაბა აარჩიეს მიას ლეიას დაბადების დღეზე რომ უნდა ჩაეცვა და ერთმა ცხოველმა კინაღამ შემოაგლიჯა.ძალიან კომფორტული,ატლასის მატერია, ფეხზე მაღალყელიანი ჩექმა, რომელსაც ტერფიდან ბარძაყამდე თასმები ამოუყვებოდა.წელის ქამრის შეკვრის დრო რომ მოვიდა ისევ გაჭედა. -ანდრე,ანდრე დამეხმარე ერთი წუთი ვერ ვიკრავ. ბიჭი შემობრუნდა და უკან ამოუდგა.დაბანტვის დროს მის ხერხემალს შეხედა,რომელიც მთლიანად იყო მოშიშვლებული. -შენ რა,ხერხემლის გამრუდება გაქვს?აქამდე რატომ არ ვიცოდი? ან რატომ არ მომმართე. მია საკუთარ თავს სარკეში ათვალიერებდა. -არვიცი,ეგ მეც არ ვიცოდი.თან შენ ტრავმატოლოგი ხარ.მგონი არ გეხება.თან აქეთ არც იყავი. ბიჭმა ხერხემლის გაყოლებაზე ხელი პროფესიულად ჩამოუსვა. ზუსტად ამ დროს,გაიღო სკაის ოთახის კარი და ადგილზე მიეყინა, მია კინაღამ იქვე ჩაწვა სიცილით, მაგრამ როგორღაც თავი შეიკავა, უნდა გენახათ მისი ცეცხლაკიდებული თვალები, ანდრეს მოკვლას რომ იუწყებოდნენ.მარჯვენა ხელში ფოტოაპარატი მოექცია,ისე უჭერდა გეგონება მის ნაფლეთებად ქცევას ლამობსო. სახელურზე ჩამოდებული ხელი დაეჭიმა,მიას თავში ეჭვმა გაუელვა რომ სადაცაა ან კარს ჩამოიღებდა,ან მინიმუმ სახელურს მაინც მოგლიჯავდა. ამასობაში დიდი ძალისხმევით, მაგრამ მაინც გაეცალა იქაურობას და კიბეს დაბინდული მზერით ჩაუყვა.კარები გამოგლიჯა და მოიჯახუნა.ცხელ გულზე,მიასთვის არც კი უკითხავს სად მიდიოდა ასე გამოწყობილი.არა წინ მშვენიერი სიურპრიზი ელოდება. მანქანაში ზის და მძღოლს ელოდება.ფეხებს ნერვიულად აბაკუნებს. წამდაუწუმ ტელეფონს ამოწმებს. მძღოლის კარი გაიღო და კუთვნილი ადგილი ანდრემ დაიკავა. -აბა?სად მივდივართ? ამ უტვინოს,დაავიწყდა ეკითხა მისამართი,ახლა მცირედი თამაში მოუწევდა. -კითხვა დამავიწყდა.მოიცა დავურეკო. კონტაქტებში სწრაფად მოძებნა ,,დაქალის,, ნომერი. პირველივე ზარზე უპასუხა. -ჰეეეი, დამავიწყდა მეკითხა, რომელ კლუბში იხდი დაბადების დღეს? -მოგწერ. -კარგი. გათიშა და მესიჯის მოსვლას დაელოდა. ეკრანი განათდა, ანდრესკენ მიაბრუნა. -აააჰამ გასაგებია. მანქანა დაქოქა და გზას გაუდგა. აღმოჩნდა, რომ კლუბი სახლიდან არც ისე შორს იყო.სანამ გადავიდოდა ორ სართულიან, შიგნიდან სიგარეტის კვამლ გამომავალ, აგუგუნებულ შენობას მისჩერებოდა. -რა ხდება პუწკი? რატომ არ ჩადიხარ? გამოფხიზლდა. -ჩავფიქრდი რაღაცაზე. კარი გაუბედავდ გამოაღო და გადავიდა. -კარგად გაერთე. მოაძახეს. გზაში ათასი ვარიანტი მოხაზა როგორი რეაქცია ექნებოდა სკაის მის დანახვაზე. ხელში ფოტოაპარატი ეჭირა. თავზე შავი კეპი ქონდა ჩამოფხატული. -ვივიენი? ხელი გოგონებისკენ გაიშვირა. ვივი წამოდგა. -დიახ,ვივიენი მე ვარ,ვინმე დენიელის სახელით ხართ მოსული? -დიახ.მითხრეს რომ ფოტოგრაფი დაგჭირდებათ. მია ამ ყველაფერს მიყუჟული ადევნებდა თვალყურს.თითქოს შეიცვალაო.ვერ ხვდება კონკრეტულად რა,მაგრამ მასში აშკარად რაღაც შეიცვალა. ერთი ყლუპი მოსვა და ეგრევე გახურდა.აბა ტყუილად კი არ შეუკვეთა ალკოჰოლიანი სასმელი, უნდა რომ ამ გეგმაში უფრო კომფორტულად მოთავსდეს. ადრიანს მიეწება და უფრო ქვევით ჩაძვრა. -რას აკეთებ? მოესმა სიცილნარევი ხმა.რაც უნდა გასაკვირი იყოს ძალიან სასიამოვნო ეჩვენა.ბიჭი მისკენ დახრილიყო და ღიმილით შეჰყურებდა. -ჩუმად!მეტი არ მინდა უკვე დამინახოს. უთხრა ისე თითქოს საიდუმლო მისიაზე იყო წამოსული. ბიჭმაც ტუჩებზე ხელის წამიერი აფარებით უპასუხა და გატრიალდა. -უბრალოდ აქვე დაჯექით,როცა დაგვჭირდებით დაგიძახებთ, საჭმელი თქვენთვის უფასოა, ბევრი არაფერი შეგვიკვეთავს, მაინც ვიწრო წრეში ვიხდი. ფოტოების რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს რამდენიც საჭიროა იმდენს გადავიხდით. ვივიმ ხელით რბილ პუფზე ანიშნა, რომელიც გოგოების ადგილის გვერდით იყო მოთავსებული. სკაი თავის დაქნევით შემოიფარგლა და თავისი ადგილი დაიკავა.პუფი იმდენად დაბლა ჩავიდა,რომ რაღა იატაკზე დამჯდარხარ და რაღა მასზე. გრძელი ფეხები მოეკეცა, ფოტოაპარატი მუცელზე დაიდო, თავი ოდნავ დახარა და საზურგეზე მიწვა.როცა განათება სკაიმდე აღწევდა,ქუდის ჩრდილს მაინც ვერაფერს უხერხებდა.გეგონება შავი ფურცელი აქვს თვალებზე აფარებულიო.ეს მას თითქოს უფრო იდუმალს ხდიდა. მიას ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ იმ კეპის ქვემოდან,შავი ფოსოები სწორედ მას უმზერდნენ და აფორიაქდა,თუმცა დიდი იმედი ჰქონდა,რომ გამეფებული წყვდიადი მას არ გასცემდა. სასმელი ბოლომდე გადაკრა და ყელი აუწვა,თუმცა ესიამოვნა. გონება სასიამოვნოდ აერია და მაშინვე იგრძნო სხვაობა გრადუსში,სხეული უხურდა, კარგ ხასიათზე იყო,ცეკვის სურვილი უჯრედებამდე აღწევდა და სხეულს ერთ ადგილას ვერ აჩერებდა. ადგილზე მოძრაობდა. ადრიანმა ისევ გადმოხედა. -რაიყო ტუალეტში გინდა და ვერ ითმენ? ამის გაგონება და მიას სიცილის წასკდომა ერთი იყო.საღ გონებაზე სიცილს არც კი გაიფიქრებდა, მაგრამ ახლა ისე იყო, ნებისიერი სულელური ფრაზა წლის ხუმრობად ეჩვენებოდა. სკაიმ თავი ოდნავ მოატრიალა, ახლა აშკარად მისი მიმართულებით იყურებოდა, თუმცა სიბნელეში ვერ არჩევდა, ვინ ხორხოცებდა.კიდევ კარგი მუსიკაც ხელს უწყობდა და მის სიცილის ხმას ფარავდა. დასალევი მოუნდა,წამოდგა და ბარმენისკენ გაემართა, იგრძნო როგორ გამოაყოლეს მზერა უკნიდან. ბარმენთან მივიდა,ჭიქა ბარზე შემოდგა და უთხრა. -გაიმეორე. ბამენმა ჭურჭელი ხელმეორედ გაუვსო სითხით. გოგონა მიტრიალდა და თავისი ადგილისკენ წავიდა. ლაზერები თვალებში ანათებდა, თუმცა ამისდა მიუხედავად მზერას არ აშორებდა. თავის ადგილას დაჯდა. ვივიენმა პირველი ფოტოს გადაღება მოინდომა. -აბა ადექით,პირველი ფოტოს დროა. ყველა წამოყარა. -სასმელი წამოიღეთ. ყველამ თავის ჭიქას მოკიდა ხელი. ერთ-ერთ მოხატულ კედელთან მივიდნენ, ერთად მოიყარნენ. სკაიც წამოდგა, ფოტოაპარატი მოიმარჯვა, მათ წინ ჩაიმუხლა, ფოკუსი გაასწორა, სიბნელის გამო ალბათ გარტყმაზე იყო დამოკიდებული. ყველამ სასმელები ერთად შეატყუპეს და სიცილი დაიწყეს. ჩხაკ! მკვეთრად განათდა,მიას ეშმაკურად ჩაეღიმა, სკაიმ ეკრანს ჩახედა და შემდეგი ფოტოს გადასაღებად მოემზადა, როცა უცებ გაშეშდა და დააკვირდა, სახესთან უფრო ახლოს მიიტანა, შემდეგ (სავარაუდოდ) გაფართოებული თვალებით ამოხედა და მიამაც ბუნებრივად დაიწყო მოქცევა,თითქოს ვერც ამჩნევდა. -შეამჩნია. ხელი გაჰკრა ვივიმ დანარჩენებს, მასთან მდგომებს. კიდევ რამდენიმე ფოტო გადაიღეს, სკაის თავი ისე ეჭირა თითქოს არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარიყოს. ბავშვები ადგილზე დაბრუნდნენ, მია ისევ ბარს მიუჯდა, ბარმენმა ხმის ამოღებაც არ აცადა რომ ჭიქაში მორიგი ულუფა ესხა. მიას გაეღიმა, რამაც ბარმენის ღიმილიც გამოიწვია. -რა გაცინებს.შენც გრადუსსში ხარ? უთხრა არეულად. ამაზე უფრო გაეცინა. -არა,უბრალოდ შენ რომ გაიღიმე მეც ჩემდა უნებურად გამეღიმა. -ვაა ასეთი მომხიბვლელი ღიმილი თუ მქონდა არ ვიცოდი. -აი მე კი მეგონა რომ იცოდი. მოესმა ნაცნობი ხმა ზურგს უკან. გულმა ორმაგდ დაიწყო ძგერა. დაიძაბა. გვერდითა სკამზე მოკალათდა. -სისხლიანი მერი. უთხრა ბარმენს. რომელიც წამში შეტრიალდა და კოქტეილის მზადებას შეუდგა. -არ მეტყვი აქ რას აკეთებ? -ვერ ხედავ?მეგობრის დაბადების დღეა და მგონი ნორმალურია რომ აქ ვარ. არც შეუხედავს ისე უთხრა. ბარმენს უყურებდა, რომელიც ხანდახან ცერად გამოხედავდა და ტუჩის კუთხეში ეღიმებოდა. -როგორ მოხდა რომ ასე დაემთხვა? -მეც ეგ მიკვირს,იქნებ ჩააწყვე? გოგონამ ისე გახედა,მის ნათქვამში ეჭვს ვერ შეიტანდი. სკაიმ წარბები აზიდა. -აჰა ესეიგი მე ჩავაწყვე.არვიცოდი. მადლობა რომ გამაგებინე. ახლახანს დადებულ ჭიქას დაავლო ხელი და გადაკრა. ბევრი იგიჟეს,ფოტოებიც იღეს,ბოლო დონემდე დათვრნენ. მიას ასეთი უცნაურობა სჭირს, როცა ერთდროულად ხმაურში და გრადუსშია , ძლიან ითენთება და რაღაცნაირად ძილი უნდება, მდივანზე მიწვა და დაღლილი გაითიშა.ყველაფერი ესმოდა,ისიც გაიგო წყალი როგორ შეასხეს. -მიაა!!მია!!გეყოს ეხლა გაიღვიძე, ნუ გვაშინებ. -გამოდი გამოდი,გადაუღე და გამოდი. იცინოდა ერთ-ერთი და ანიშნებდა ვიკის რომ ვიდეოს გადაღება დაემთავრებინა. სახეში ულაწუნებდნენ.მაგრამ ეს ისე იყო მოთიშული თავის აწევის თავი არ ქონდა.ბოლოს როგორღაც გაახილა თვალები. გვერდში ორი ბიჭი ამოუდგა და გარეთ გაიყვანეს, გზასთან დადგნენ და ჟუჟუნა წვიმაში სულს ითქვამდნენ.ორივეს ხელკავი გამოედო გოგონასთვის. -მანქანა რო გამოივლის მითხარი რა ჯიშისაა. ჩაიარა პირველმა მანქანამ. -ნისანი. -კიბატონო. ესენიც არანაკლებ შეზარხოშებუკი იყვნენ.ყოყმანით ეთანხმებოდნენ მიას და ემჩნეოდათ რომ გარჩევა მათ უფრო უჭირდათ. -ტოიოტა. -საღოლ ჩემი, ეს ჩვენზე კარგადაა. ატეხეს სიცილი და იცინოდნენ ასე უაზროდ.მიაც აყვა. ბოლოს იმდენი ქნეს ვივის ძმა დაკარგეს,მთელი კლუბი გადაჩხრიკეს და ბოლოს გოგოების ტუალეტში ჩაკეტილი ნახეს,კედელს ელაპარაკებოდა და მუშტებს უმისამართოდ იქნევდა. *** კლუბიდან გამოდიოდნენ.სკაის მია ეჭირა რომელიც ბოლო ხმაზე მღეროდა. -კაი გეხვეწები ნუ მარცხვენ. უთხრა სერიოზული ხმით. -ააა ანუ მე შენ გესირცხვილები ხოო??? კაცმა გკითხოს გიყვარვარ. გაგაფრთხობიო ახლა სული არ ხარ ღირსი? -ზედმეტს ლაპარაკობ.გაჩუმდი. მანქანამდე ძლივს მივიდნენ.სკაიმ მია ჩატენა,კარი მიუხურა და შემოუარა რომ თავის ადგილას დამჯდარიყო.უცებ სკაიმ ბნელ ჰორიზონტს მოავლო თვალი. თითქოს რაღაცის გამოხტომას ელოდებაო. -ვიცი რომ აქ ხარ.უფლებას არ მოგცემ რამე დაუშავო, სანამ მე აქ ვარ,ახლოსაც კი ვერ მიეკარები . გამოსცრა კბილებში,კარი გამოაღო ჩაჯდა და მანქანა ადგილს მოსწყვიტა. -რაარი,რა დამჟავებული სახე გაქვს. უთხრა არეულად. სკაიმ არ უპასუხა. მია ჯიქურ მიაშტერდა და ახლაღა გაახსენდა რატომაა ასეთი მთვრალი. -რა ხდება. უთხრა უფრო მშვიდად და დამტკბარი ხმით. მოთმინებით ელოდებოდა როდის გასცემდა ხმას, მის დაჩქარებას არც აპირებდა. სკაიმ თავი მოუსვენრად გადააქნია. -არაფერი არ ხდება,ბევრი დალიე და მაგაზე მეშლება ნერვები, სულ ასეთი ლოთი ხარ? -არა კაცო,განსაკუთრებულ შემთხვევებში,ანუ სულ. უთხრა და ბიჭის გაკვირვებაც გამოიწვია. -ხოო, მძიმე შემთხვევა ხარ. თქვა და მოსახვევში მოუხვია. *** ოთახამდე სანამ მივიდა რამდენიმე ადამიანის ხითხითი გამოყვა უკან. -შენი გაფუჭებულია ეგ გოგო. -ვერ მიხედე რაარი. პრინციპში მაგას ვინ მიხედავს. დაიკიდე. -ლოთი. ოთახში შევიდნენ,მიძინებული გოგონა საწოლზე ფრთხილად დააწვია, თხელი ზეწარი გადააფარა და გვერდით მიუწვა. თმაზე ეფერებოდა და მის უშფოთველ ფშვინვას აკვირდებოდა, ყოველ მის ამოსუნთქვას ითვლიდა და მისი სუნთქვის რიტმში სუნთქავდა. გრძელი წამწამები, ხორბლისფერი კანი, პატარა, საყვარელი ცხვირი და მადისაღმძვრელი ტუჩები. -ასე ვერ დავიძინებ. მოესმა ნამძინარევი ხმა. -რაიყო ლამაზო, ცუდად წევხარ? უთხრა და შუბლზე აკოცა. -არს, ტანსაცმელი მაცვია. ხო, ეგ მართალია,სულ არ გახსენებია. ადგა,გარდერობში შეიჭყიტა,ბევრი ეძება მაგრამ პიჟამას მაგვარს ვერაფერს მიაგნო. -საწოლის კიდესთანაა უჯრა. ნთქვამი გაიგო. უჯრა გამოაღო და ჩაეღიმა. მიასთან მიბრუნდა, ერთი ღრმად ჩაისუნთქა და ჩექმებს მოკიდა ხელი,თასმები შეუხსნა და გააძრო. ჯერ ერთი, მერე მეორე. დადგა კომბინიზონის ჯერი. ძალიან ფრთხილად, ისე რომ არ შეხებოდა მის კანს, მხრიდან გადაუწია შემდეგ გაჩერდა და მიხვდა რომ ასე ვერაფერს მოახერხებდა. -მიაკო, შეგიძლია გადაბრუნდე პატარავ? მიამ ბრძანება შეასრულა და კი არ გადაბრუნდა გადაგორდა. სკაიმ მოშიშვლებულ ზურგზე დახედა და საშინლად მოუნდა რომ თითი მის ხერხემალზე ჩამოეყოლებინა. თავი მოიფხიზლა და წელზე შეკრულ ქამარს ნოკიდა ხელი, შეუხსნა. -ახლა აქეთ ლამაზო, აქეთ გადმობრუნდი. ისევ გადმოგორდა და სკაიმაც მაშინვე შეამჩნია, რომ როცა ქამარი გახსნა, ტანსაცმლის ზედა ნაწილი ჩამოცურდა და ახლა მიას თითქმის მთელი მოღეღილი მკერდი მოუჩანდა.სკაი გაფართოებული თვალებით დააჩერდა. თითქოს პირველად ხედავსო. -ღმერთო ახლა გული წამივა. ნელ-ნელა მიიწევდა სამიზნისკენ. -თუ არ შევეხები გული ნამდვილად წამივა. თვალები დახუჭა,უცებ მიტრიალდა,ელვის სისწრაფით მოძებნა რაღაცები, ხელში მოიგროვა და მიასკენ დაიხარა. -გამოფხიზლდი, აბაზანაში უნდა შეხვიდე და გამოფხიზლდე სანამ მე დამიკარგავს ჭკუა უნდა გამეცალო. მიასგან მარტო ზმუილი მოისმა. აშკარად უარზე იყო. ბიჭმა უკმაყოფილოდ გააქნია თავი, გოგო მხრებზე გადაიგდო და აბაზანისკენ წავიდა.შხაპი ნელ-თბილზე მოუშვა და მია კარებთან დააყენა. -აჰა,ესენი შენი ნივთებია. საკიდზე მისი საცვალი,ლიფი პენუარი და პირსახოცი ჩამოკიდა. -გესმის?იბანავე, ჩაიცვი და გამოდი. კარი არ ჩაკეტო. შეანჯღრია,კარები მოხურა და ზურგით აეკრო.ღრმად ამოისუნთქა. -ამას მგონი მართლა ჩემი გაგიჟება უნდა და ვერ ვუცნივარ. ხომ არ გონია რომ ყოველთვის ასე შევიკავებ თავს?! თავზე ხელს ნერვიულად ისმევდა და თვალებს აცეცებდა.ცალი ყურით მიასკენ იყო,რამე რომ დამართნოდა უცებ შევარდებოდა. მიას საწოლზე ჩამოჯდა და პირდაპირ აბაზანის კარს მიაჩერდა.ელოდებოდა როდის გამოვიდოდა გოგონა. შხაპის დაკეტვის ხმაზე მიხვდა, რომ გოგონამ მისი თხოვნა შეასრულა.ფეხზე წამოდგა და კარს მიუახლოვდა. კარი გაიღო და იქედან ნახევრად შიშველი,დანამულ სხეულიანი ლამაზმანი გამოვიდა. სკაის სუნთქვა შეეკრა.თვალები დაექაჩა.აქამდეც მშვენივრად იცოდა რომ მია არნახული სილამაზის პატრონი იყო, თუმცა წარმოდგენაც არ ჰქონდა რომ შხაპიდან გამოსული უფრო სექსუალურად გამოიყურებოდა. გამჭირვალე პენუარს გრძელი,უკან გადაყრილი თმა უსველებდა და წვეთები ქვევითკენ მიემართებოდა, მისი საჯდომის ნაკვთები კი უფრო და უფრო თვალსაჩინო ხდებოდა. -სველი ხარ.რატომ ხარ სველი?.. ბლუკუნებდა. მია გაკვირვებული,უკვე გამოფხიზლებული მზერით მოუტრიალდა. -მთვრალი მე ვარ თუ შენ?ახლახანს აბაზანაში ვიყავი სკაი. სკაი დაბინდული მზერით მისჩერებოდა და თვალს არ აშორებდა მის სხეულზე მოთარეშე წვეთებს. -აბაზანაში იყავი, ხო... ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და მიასკენ დაიძრა. მიას,ყოველ მოახლოებულ ნაბიჯზე შინაგანი ტემპერატურა ემატებოდა და მაქსიმუმს აღწევდა. მართალია შხაპმა აზრზე მოიყვანა მაგრამ არა ბოლომდე. მის თავში გრადუსი ჯერ კიდევ მაღალი იყო, თანაც როცა ისეთ ბიჭს უყურებ, როგორიცაა სკაი, თავის შეკავება მეტად რთულია. სხეული აუთრთოლდა როცა გაკვრით დაინახა როგორ უელავდა თვალები ბიჭს, როგორ იწვოდა მისი დაუფლების სურვილით, მაგრამ თავს ძალას ატანდა როგორც შეეძლო,რომ მისთვის თითი არ დაეკარებინა. ამას მია კარგად ამჩნევდა, მაგრამ წესების დარღვევის სურვილი ისევე კლავდა მას,როგორც სკაის. მისგან წამოსული სურნელი ფილტვებს უვსებდა და გულს უარესად უჩქარებდა, თითქოს ადრენალინის გადამეტებული დოზა მიიღო. სკაიმ თვალები მიას თითქმის ბოლომდე მოშიშვლებულ მკერდისკენ გააპარა და სუნთქვა შეიკავა,თვალები დააკვესა და დააშტერდა. -ეს...ეს რაარი... მიამ,თითქოს ვერ მიუხვდა ისე დაიხედა გულზე და ეშმაკური ღიმილით ამოხედა. -ეს არის მკერდი სკაი. დაუჯერებელია რომ აქამდე არ იცოდი. ალკოჰოლის გაძლიერებულმა რაოდენობამ სირცხვილის და რიდის გრძნობა სულ დააკარგვინა და მისგან ახალი,სითამამე შეიძინა.სკაის,გამჭირვალე პენუარიდან ორი, მადისაღმძვრელი ბურთი უმზერდა, ბიჭი ერთიანად ახურდა, ცეცხლი მოეკიდა. -ვიცი რომ მკერდია! ხმას აუწია და თვალებში ჩააშტერდა, თუმცა გოგო რათქმაუნდა მას არ უყურებდა. -ასე სპეციალურად აკეთებ არა?! -რატომ?უბრალოდ მცხელა და ზედმეტი ნაჭრები არ მჭირდება. უთხრა უდარდელად, თმა გადაიწია და საწოლისკენ დაიძრა. -ჯერ არ დამიმთავრებია.შენ ზღვარს გადააჭარბე და ამისთვის როგორც წესი ისჯებიან. თვალები დააწვრილა და ტუჩის კუთხე ჩატეხა.მია საწოლში შეწოლას აპირებდა ცალი ფეხი რომ გაუშეშდა ჰაერში და სწორედ მაგ დროს ინანა, რომ ეს გეგმა ამოიჩემა.თუმცა მისი რაღაც ნაწილი კმაყოფილიც კი იყო. წესები ხომ იმისთვისაა რომ დაარღვიო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.