შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთებშია თავისუფლება (1) ვერ გამექცევი!


29-06-2019, 16:54
ავტორი truelove
ნანახია 5 770

ხშირად მიფიქრია გათხოვებაზე,წარმოვიდგენდი როგორ მეცვა თეთრი ლამაზი კაბა,როგორ შეეხებოდა ფატა ჩემს მხრებს და როგორ მივაბიჯებდი ნელი ნაბიჯებით ეკლესიაში იმ იმედით,რომ გათხოვების შემდეგ ოჯახი მეყოლებოდა,ოჯახი,რომელსაც ვეყვარებოდი,ოჯახი,სადაც ურთიერთსიყვარული და პატივისცემა იქნებოდა,მაგრამ იმდენად არარაობა ვარ იმდენად მტანჯავს ეს ცხოვრება,რომ ამის საშუალებაც არ მომცა,ოცნებაც კი არ მაცადა ისე შემოიჭრა ჩემს სულში და ყველაფერი ღირებული გადამითელა,ისედაც ღირსება შელახულს დამანგრევლად შელახა ჩემი თავმოყვარეობა და აქ დაისადგურა ჩემს სულში იმისთვს,რომ ბედნიერება აღარასდროს მეგრძნო,სული ამტკივდა ნეტავ საერთოდ რატომ მაქვს გული? ან როგორ შევინარჩუე აქამდე?


ჩემი ცხოვრება არასდროს მანებივრებდა ბედნიერებით,მე არ
ვიყავი ყველასგან გამორჩეული,რადგან არც ლამაზი ვიყავი და არც გამოყვანილი წელით და ფეხებით გამოვირჩეოდი არც ტუჩები მქონდა დიდი და გამობუსხული და არც სწორი და თხელი ცხვირი მქონია. მე უბრალოდ გოგო ვიყავი ნორმალურისიმაღლით და დაუმორჩილებელი ხვეული თმით მე სხვა არაფერი გამომარჩევდა სხვებისგან. დავიბადე ოჯახში,სადაც არავისთვის არ ვიყავი სასურველი,დავიბადე ოჯახში,სადაც მუდამ წივილ–კივილი იყო,თუმცა რამდენიმე წელში ესეც მიწყდა და ახლა უბრალოდ ფეხებზე ეკიდათ ერთმანეთი..მახსოვს ერთხელ ჩემი და საავადმყოფოში,რომ მოხვდა მის კართან ვერც დედა ვნახე და ვერც მამა,მხოლოდ მისი საქმრო,რომეიც კარს საცოდავად ატუზვოდა და თვალებსი საყვარელი ადამიანის დაკარგვის შიში ედგა. ჩემს დანახვაზე თვალები მოჭუტა ცოტახანს დამაკვირდა და შემდეგ მომეხვია ისე ძლიერ,რომ ვხვდებოდი კარგი ამბავი არუნდა ყოფილიყო. პალატაში შესვლისას ჩემი და დავინახე,რომელიც აპარატით სუთქავდა და უამრავი შნური ჰქონდა სხეულზე ერთიანად ავცახცახდი მის საწოლთან მივედი და ხელი მოვკიდე მაშინ ღმერთს ერთადერთი რამ ვთხოვე. გადაერჩინა ჩემი და მე მის გვერდით ვიქნებოდი მთელი ცხოვრება. როგორც ყველა ოჯახის წევრს არც მასთან მქონია კარგი ურთიერთობა მეტიც ერთმანეთს თითქოს ვერვიტანდით,თუმცა იმ დღს შემდეგ ფეხზე,რომ დადგა პირობა დავდეთ,რომ ერთმანეთს არ დავკარგავდით პირობა დავდეთ,რომ ჩვენი მტრობა მორჩებოდა,რომელიც სრულიად უმიზეზო იყო და გავხდებოდით დები,ჩვეულებრივი დები.
ქალაქგარეთ მიყვარდა გასვლა ახლაც წყნეთში ვიყავი სუფთა
ჰაერზე ღრმად ვსუნთქავდი და ვფიქრობდი ცხოვრებაზე,აი მაგალითად რა აზრი ჰქონდა ჩემს სიცოცხლეს? მე ხომ არაფერს ვაკეთებდი ასე უბრალოდ დავაბიჯებდი აჩრდილივით და რესურს ვხარჯავდი,რომელიც სხვას უფრო სჭირდებოდა. ჩემი მობილურის ხმა,რომ გავიგე თვალები დავაჭყიტე გაოცებისგან არასდროს დაურეკავთ ჩემთვის,მხოლოდ ანის ჩემს დას არადა ახლა მობილური არ ჰქონდა. უცხო ნომერს ვუპასუხე და გული გამიჩერდა თითქოს.
–გამარჯობა ელენეეე–ვიღაც გოგო გაკიოდა მეორე მხრიდან–რას შვრები როგორ ხარ?
ელენე?! რათქმაუნდა აბა რა მეგონა.
–უკაცრავად სხვაგან მოხვდით–მობილური გავთიშე და ჩანთაში გაბრაზებულმა ჩავიგდე.
ავტობუსის გაჩერებისკენ წავედი,თუმცა 48 წუთი,რომ ეწერა ლამის გულმა დამარტყა..ფეხით გავუყევი გზას მიყვარდა სიარული,თუმცა სირბილი უფრო მიყვარდა თავს თავისუფლად ვგრძნობდი,როდესაც დავბროდი. ოდნავ ჩამეღიმა და გზას სირბილით გავუყევი ძალიან,რომ დავიღალე იქვე ქვაზე ჩამოვჯექი და წყალი დავლიე. მანქანები აქეთ–იქით დადიოდნენ და ერტს არ მოსვლია აზრად გავუჩერო ამ გოგოს იქნებ რამე სჭირდებაო,რა დასანანია..რა არსებებად გვაქცია ამ „განვითარებამ“ ადამიანები,ერთმანეთი დაგვაკარგვინა.თბილისს უკვე მივუახლოვდი და სწორედ მაშინ წამომეწია ავტობუსიც. ავტობუსში ავედი და ადგილი დავიკავე.
სახლი კარი გასაღეით გავაღე მიუხედავად იმისა,რომ მშობლები სახლში იყვნენ იმხელა ხმაზე უყვიროდნენ ერთმანეთს ჩემთვის კარის გასაღებად ვინ მოიცლიდა? სახლში შესულმა ისე ჩავუარე თითქოს მოჩვენება ვყოფილიყავი,კვლავ მამაჩემის საყვარელზე ჩხუბობდნენ,დედა ამტკიცებდა ვიცი,რომ საყვარელი გყავს სახელად დიანაო,მამაჩემი კი უმტკიცებდა საყვარელი არაა უბრალოდ თანამშრომელიაო. მაცივრიდან წვენი გამოვიღე ჭიქაში დავისხი და უნდა დამელიე,როდესაც დედა სამზარეულოში შემოვარდა და კარი მიიჯახუნა. შევხტი და ჭიქა ხელიდან გამივარდა ნამსხვრევებად იქცა.
–შენ კიდე რა დაგემართა? რა ყველაფერი ხელიდან გიცვივდება!–დამიყვირა და სიგარეტს მოუკიდა.
აუღელვებლად დავიხარე და ნამსხვრევების კრეფა დავიწყე ხელი გამეჭრა ფეხზე წამოვდექი და წყალს შევუშვირე. დედაჩემს ნერვიც არ შეტოკებია იდგა და ეწეოდა.
სანტავიკი ვერ ვიპოვე ამიტომ ნაჭრით შევიხვიე. ცოცხი მოვიტანე და ნამსხვრევები მოვგავე,შემდეგ წვენი მოვწმინდე და ოთახში გავედი.
საწოლზე გავიშხლართე და ჭერს მივაშტერდი,ჩემს ცხოვრებაზე უკვე მეცინებოდა,არა მართლა იმდენად უმნიშვნელო და არარაობა ვიყავი,რომ მეცინებოდა. ფოტოაპარატი ავიღე და ოთახიდან გავედი..მშობლები ერთ ოთახში ისხდნენ და იცინოდნენ..მაგარია უკვე შერიგდნენ,ამოვიხვნეშე და სახლიდან გავედი. ძველ თბილისში გავიარე და ფოტოები გადავიღე.შეყვარებულ წყვილებს ვუყურებდი და მეც ბედნიერად ვგრძნობდი თავს რა მშვენიერია,როდესაც გიყვარს და უყვარხარ,როდესაც ერთმანეთი გადარდებთ და ერთმანეთზე ზრუნავთ ვინატრე,რომ მეც გამომეცადა ასეთი სიყვარული..სახლის გზას,რომ გავუყევი შავმა ჯიპმა ნელა ჩამიარა და გააჩერა შუშები დაბურული ჰქონდა,ცოტა შემეშინდა,მაგრამ ნაბიჯს ავუჩქარე და სახლთან ჩავუხვიე იქ არშემომყოლია..მაგარია ყველაფერთან ერთად პარანოიაც დამეწყო.
იმ ღამეს კარგად ვერ დავიძინე,რაღაც მაწუხებდა სიცხესთან ერთად კოღოებიც თავს მაბეზრებდნენ თითქოს ფხიზლად ვიყავი,მაგრამ უცბად მოვითენთე და ჩამეძინა ღრმად და მშვიდად მეძინა..დილით მზის სხივმა გამაღვიძა,თვალი ნელა გავახიე და ვიგრძენი,რომ საწოლში არვიყავი მეტიც მანქანაში ვიჯექი,რომელიც გაუჩერებლად მიქროდა. წინ ორი კაცი იჯდა ჩემს გვერდითაც იჯდა ვიღაც კაცი,რომელიც შავ ნაბადში იყო გახვეული.
შეშინებული წამოვწიე სხეული.
–რახდება? ვინ ხართ? რაგინდათ ჩემგან?–კითხვებს ვაყრიდი და ვცდილობდი გამერკვია სიზმარში ვიყავი თუ ეს საშინელება რეალურად ხდებოდა ჩემს თავს.
–ივანე იცი რაც უნდა გააკეთო–მძღოლის გვერძე მჯდომმა მამაკაცმა უთხრა და ნემსი მიაწოდა.
–ეს რაარის? რას მიპირებთ?–ვიყვირე,მაგრამ როგორც კი ნემსი ჩემს კანს შეეხო მაშინვე მოვითენთე და ძილი განვაგრძე.
ახლა უკვე თავის ტკივილით გამეღვიძა ამჯერად თვალში დიდი მთები და მდინარე მომხვდა,კვლავ მანქანაში ვიყავი თავს ძალიან მძიმედ ვგრძნობდი.
მანქანა დიდი სახლის წინ გაჩერდა იმისთავიც არმქონდა,რომ მეყვირა თითქოს სუნთქვა აღარ შემეძლო. ნაბადიანი მანქანიდან გადავიდა და კარი გამომიღო ერთადერთი რაზეც ახლა ფიქრი შემეძლო ეს იყო გაქცევა..არაქვს მნიშვნელობა ამ ტიპებს რაუნდოდათ ჩემგან სულ,რომ მილიარდის მოსაცემად მოვეყვანე აქ იმდენად მძაფრი იყო ჩემთვის ეს სიტუაცია,რომ უნდა გავქცეულიყავი..მამაკაცს მკაცრი მზერა და ურყევი სახე ეჭირა ხელი წელზე შემომხვია და მანქანიდან გადმომიყვანა.
ორიენტაციის უნარი დაქვეითებული მქონდა ფეხებს ძვლივს ვაწევდი ერთმანეთს ეზოში წვალებით შემიყვანა ვერ ვეწინააღმდეგებოდი ჯერ კიდევ წამლის მოქმედების ქვეშ ვიყავი ძალიან ბევრი ხალხი იყო შეკრებილი ჩვენს გარშემო. მათი საუბარი მესმოდა. ჩემზე იყო მომართული მათი ინტერესით გაღვივებული თვალები. ეს ყველაფერი სიზმარი მეგონა და ვცდილობდი ჩემი თავი გამეღვიძებინა აბა რანაირად იქნებოდა ეს რეალობა? დავიძინე ოთახში და ახლა სადღაც მთაში ვარ?

–ბატონო ჩემო,გოგონა მოვიყვანეთ–ნაბადიანმა ხანში შესულ კაცს მიმართა და ხელი გამიშვა.
–გმადლობთ ივანე,შეგიძლიათ საკუთარ კერებს დაუბრუნდეთ.
ნაბადიანმა ანუ ივანემ თავი დაუკრა და ეზო დატოვა.
–მომიახლოვდი შვილო–მე მომმართა და ხელით მიხმო.
–რაგინდათ ჩემგან? აქ რატომ ვარ ან თქვენ ვინხართ?–ურყევად ვიდექი მიწაზე ნაბიჯიც არ გადამიდგავს.
გარშემო ხალხი აღშფოთდა და განმკიცხველი სახე მიიღო.
–თუ გოგონა არმოდის ჩემთან მაშინ მე მივალ მასთან–ჩემსკენ დაიძრა და მომიახლოვდა.–მართლაც ისეთი მშვენიერი ხარ,როგორიც მსმენია.
–რახდება ვინმე ამიხსნით?–ტონს ავუწიე და მუხლებზე დავეცი–სახლში წამიყვანეთ უკან დამაბრუნეთ აქ ჩემი ადგილი არარის ვიღაცაში აგერიეთ.
–რახდება აქ?!–ბრბო ახალგაზრდა ბიჭმა გამოიკვლია და თავზე წამომადგა.
–ბათუ შვილო,სადარის ნერსე?
–მალე მოვა თევდორე ბაბუ. ეს გოგო ვინარის?
–ისევ შარშია ხო გახვეული?–ჩაიცინა მოხუცმა–ეს გოგონა კოკას შვილი ანასტასია.
კოკა? მამაჩემი რაშუაშია ამ ყველაფერთან?
–მამაჩემი რაშუაშია? ძალიან გთხოვთ ამიხსენით რახდება და სახლში გამიშვით..ეს ადამიანის გატაცებაა,რომელიც კანონით ისჯება თქვნ არ გაქვთ უფლება,რომ ასე მომე....
–აქ ჩვენი კანონები გვაქვს! სხვისი კი ნაკლებად გვაინტერესებს.
უკან მივიხედე და შავგვრემანი ბიჭი იდგა თეთრი ჩოხა ეცვა ჩოხა,რომელიც სულ სისხლით იყო დაფარული.
–ნერსე,დიდიხანია უკვე გიცდით.
–ეს არის?–ბიჭმა ჩემზე ანიშნა და დაკვირვებით შემომხედა.
–კი შვილო ეს არის.
თავი გასაყიდი საქონელი მეგონა.
ნერსეა თუ ვინცარის ჩემსკენ დაიძრა მკლავში მწვდა და ფეხზე ამაყენა უკან დავიხიე...რაც უფრო მიახლოვდებოდა უფრო უკან ვიხევდი ბოლოს წელზე ხელი მომხვია და შავ ცხენზე დამსვა..ლამის ვიკივლე მეშინია ცხენების ბავშვობაში დეიდაჩემმა სურამში წამიყვანა,იქ ცხენე დავჯექი და ჩამოვვარდი რის შედეგადაც ხელი მოვიტეხე იმის მერე საშინელი შიში მაქვს.
–არაა ოღონდ ცხენი არა გთხოვ ჩემთვის ვბურტყუნებდი და ხელებს თვალებზე ვიფარებდი უკან დამიჯდა და ცალი ხელი წელზე შემომხვია.
მათრახი,რომ ამოიღო თვალები შიშისგან გადმომიცვივდა. ცხენს გადაჰკრა და არც ცხენმა დააყოვნა ორ ფეხზე დადგა და მთელი სისწრაფით გაიჭრა წინ.
ჩემი კივილი ალბათ ცას წვდებოდა.
–ძალიან გთხოვ გაჩერდი,გთხოვ–შიშისგან ვჩურჩულებდი. ალბათ ყველას აქვს ცხოვრებაში რამდენიმე შიში,რომლისგანაც პანიკაში ვარდება ზუსტად ასე მემართებოდა დახურულ სივრცეზე და ცხენზე.
ცხენი არ ჩერდებოდა გარშემო არც ვიყურებოდი თვალები დახუჭული მქონდა და თავი ჩახრილი.
–გააჩერე!–ბოლოს დავიყვირე,მაგრამ მხოლოდ პასუხი მივიღე მოქმედების ნაცვლად.
–რატომ?–იმდენად მშვიდი ხმა ჰქონდა თითქოს მისთვის არაფერს ნიშნავდა ადამიანს,რომ იტაცებდა და ასეთ დღეში აგდებდა.
–უბრალოდ გააჩერე ეს რაღაც!!!–მთელი ხმით ვიყვირე და ცხენიც მაშინვე გააჩერა.
თვალები ნელა გავახილე მთელი სხეული მიკანკალებდა თვალებში მისი სისხლიანი ჩოხა მომხვდა.
–ჩამომსვი.–ვუთხარი და ჩამოსვლა ვცადე,მაგრამ ხელი,რომელიც წელზე მომხვია, კვლავ მაკავებდა.
–არა.–ისევ მშვიდად მითხრა.
–მაშინ მე თვითონ ჩავალ!–ფეხი გადმოვწიე და ქვემოთ ჩავიხედე.–მიდი ტასო ან ახლა ან არასდროს–მიწაზე ფეხი,რომ შევახე ერთიანად ვიგრძენი სისუსტე და მუხლებზე დავეცი. ნერსე არც განძრეულა ზემოდან მიყურებდა.
უნდა ავდგე ახლავე,უნდა ავდგე და გავიქცე მიდი ადექი,ჩემსტავს ვეჩხუბებოდი და ძვლვს დავდექი ფეხზე. ჯერ ერთი ნაბიჯი გადავადგი,მერე მეორე,მესამე და ფეხებში ძალა მომემატა. ნერსე ისევ იქ იდგა არც გამომკიდებია იდგა და მშვიდად მიყურებდა. წინ სულ ტყე იყო იქით მივდიოდი ნაბიჯებს ავუჩქარე და გავიქეცი გავრბოდი ისე თითქოს სიკვდილს უნდა გავქცეოდი.
–ვერსად გამექცევი ნასია!!!–ყვირილი მომესმა.
–მე ნასია არვარ ანასტასია ვარ! ვბურდღუნებდი ჩემთვის და გავრბოდი.

არვიცი რამდენი ხანი მივრბოდი არც ის ვიცოდი სად მივრბოდი საშინლად წვიმდა სულ სველი ვიყავი ტყე არ სრულდებოდა. ძალა გამომეცალა მუხლებზე დავეცი და ტირილი ამიტყდა.
–რატომ? ყოველთვის მე რატომ მჩაგრავ?–ცაში ავიხედე და ღმერთს ვეკითხებოდი.–ხო ხედავ დავიღალე,ხო ხედავ,რომ ამდენი რაღაცის ასატანად ძალა აღარმაქვს გთხოვ მომკალი,ოღონდ ეს დაასრულე ძალიან გთხოვ–ხელები გადაჯვარედინებული მქონდა და ბოლო ხმაზე მოვთქვავდი. ემოციებისგან დაღლილი,მშიერი და ძალა გამოცლილი ვიყავი,ბოლოს რაც დავინახე ამაღლებულ ადგილზე მდგომი შავი ცხენი იყო.


პ.ს ასეთი სტილისას პირველად ვწერ ამიტომ რჩევებს და შეფასებებს ველოდები <3 <3



№1  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ძალიან მომეწონა...
არაფერი არ შეცვალო საერთოდ..
მიყევი ისე როგორც ჩაიფიქრებ...
მართლა ძალიან კარგია...
იმედია ასეც გაგრძელდება...
თავები არ დააგვიანო.. მე გელი ^-^
პ.ს შავი ცხენები ჩემი სისუსტეა ^-^ ♡♡♡

 


№2 სტუმარი სტუმარი ციკო

ოპაააა აი ეს იყო შოკკკკიიიიი,რომ ვკითხულობდი მგონი არ ვსუნთქავდიიიი,მთელი სულით და გულით ველოდები ახალ თავსს p.s არ დააგვიანოოო

 


№3 სტუმარი Mako

istoria ki zalian saintereso chans magram imedia bolomde miiyvan da zveli istoriebivit dausrulebels ar datoveb,velodebit axal tavs,warmatebebi

 


№4 სტუმარი Qetti

მალედადერა

 


№5 სტუმარი ანე

როდის დადებ,??

 


№6  offline წევრი truelove

ანე
როდის დადებ,??

დღეს,24 საათიანი ვადა როგორც კი გავა

 


№7  offline წევრი anako

ვაიმეეე ისე მინდა ცხენზე დაჯდომა ხოლმე რომ დედაჩემს ტვინს ვუჭამ,მეც მაქვს დახურული სივრცის შიში,ძალიან მომეწონა და ახალს ველოდები მალე რააა,მომწონს ძალიაააააან

 


№8 სტუმარი სტუმარი მარი

ძალიან კარგია,მაგრამ წინაც რომ დაასრულოთ უფრო კარგი იქნება....ვკიტხულობდი..არ აპირებტ??

 


№9  offline წევრი truelove

სტუმარი მარი
ძალიან კარგია,მაგრამ წინაც რომ დაასრულოთ უფრო კარგი იქნება....ვკიტხულობდი..არ აპირებტ??


სამწუხაროდ არა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent