შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიკვდილი იღიმის-1


29-06-2019, 20:54
ავტორი მირეი
ნანახია 1 290

მაისის პირველი, არც ისე ბედნიერი დღე გათენდა. ეს გოგონას გარშემო მყოფი ადამიანებისთვის, ვინც “სამწუხარო” ამბავს მალე შეიტყობდნენ, მიუხედავად იმისა, რომ თავად მას ეს არ სურდა, თორემ დანარჩენი სამყაროსათვის ეს მორიგი უბრალო დღე იქნებოდა, დროებისაგან გაფერმკრთალებული.
გუშინდელი მისი სკოლაში არ ყოფნის მიზეზი მთელ სკოლას მოედო. მიუხედავად იმისა, რომ სხვა დროს ეს არც ისე ეტყობოდათ, ახლა ასე თუ ისე აფორიაქების ტალღა უვლიდა სკოლას: დიაგნოზზე არაფერი იცოდნენ,მხოლოდ ექიმთან მისი ვიზიტის ამბავი გაეგოთ.
მეორე დღეს, როცა არც მისი დედა და არც თავად გამოჩნდნენ, სკოლაში აღელვებამა და რაიმეს გაგების მცდელობამ იმატა.
თუმცა გოგონას თხოვნით, დედამ არავის არაფერი უთხრა და მისცა მას უფლება თავად გადაეწყვიტა როდის და როგორ ეთქვა ეს ამბავი მეგობრებისთვის.
-მირეი,-გოგონა დილით დედის ხმამ გააღვიძა, რომელსაც მცდელობის მიუხედავად აშკარა ტკივილის ნოტები ეტყობოდა.-ადექი, სკოლაში დაგაგვიანდება. მანაც მორჩილად გაახილა თვალები და ფანჯრიდან შემომავალ მზის სხივს მიაშტერდა, იქნებ ის მალე ვეღარც ეხილა.
ექიმის დასკვნა ზუსტი და მკაცრი იყო: გამოსავალი არ არსებობდა, მხოლოდ შეგუება და ბედნიერების პოვნა იმ დროში, რაც დარჩა. მთელი ღამე ფიქრობდა ეს ამბავი როგორ ეთქვა მეგობრებისთვის, როგორ ეთქვა სესილისთვის, კეტრინისთვის, ნიკისთვის… როგორ დაემშვიდებინა ისინი, როცა გაიაზრებდნენ სიტუაციის ტრაგიკულობასა და შეიძულებდნენ იმისთვის, რომ მალე მათთან აღარ იქნებოდა.
***

სკოლის კარებთან მდგარი გოგონა ძალებს, გამბედაობას იკრებდა, ახლა იყო მომენტი, როდესაც გული უნდა ეტკინა იმ ადამიანებისათვის, ვინც ყველაზე მეტად უყვარდა. სკოლაში შესულს ყველა ხარბად აყოლებდა მზერას, თითქოს იცოდნენ რა ხდებოდა, თითქოს იცოდნენ, რამოდენიმე კვირაც და მას ვეღარასდროს დაინახავდნენ. მირეი დერეფანს შეუჩერებლად გაუყვა და კლასის წინ რამოდენიმე წამით გაჩერდა, კლასში იყო ყველა, ვისთანაც სკოლაში კარგი ურთიერთობა ჰქონდა.კარები გააღო და შიგნით შევიდა, ყველას ღიმილით მიესალმა, ჩანთა დადო და სესილისა და მარიასაკენ გასწია. მათ ჩაეხუტა, გადაკოცნა. გოგონებს სახეზე ინტერესის უსაზღვრო ნიღაბი გადაჰკროდათ. მირეი მიხვდა, რომ გაჭიანურება აღარ შეიძლებოდა. ყველას ვერ ეტყოდა, თუმცა ახლა პრიორიტეტს სესილი წარმოადგენდა, ამიტომ მას გარეთ გაყოლა სთხოვა.
ბავშვებს აშკარად ეტყობოდათ რომ მასზე ღელავდნენ, თუმცა ჯერი მათზეც დადგებოდა, ბოლო-ბოლო სესილის რეაქცია ამის უზადო გარანტს წარმოადგენდა.
დიდ ხანს იზეპირა ღამით ტექსტი, რომელსაც მას ეტყოდა, ამიტომ თხოვნის შემდეგ მისთვის არ გაეწყვეტინებინდა საუბარი, როგორც იქნა მონოლოგის კითხვა დაიწყო. აკვირდებოდა გოგონას ნაკვთებს რომელიც, ყოველ წამიერად, ემოციების უდიდეს პალიტრას ჰქმნიდა მის სახეზე. თავიდან არ სჯეროდა, იმიტომ კიარა, რომ მირეის არ ენდობოდა, არა, ფაქტს ვერ უშვებდა, რომ შეიძლებოდა ის დაეკარგა. როდესაც გოგონა საუბარს მორჩა, რამდენიმე წუთიანი შოკის შემდეგ სესილიმ დაიყვირა ისე, როგორც ყველაზე ძვირფასის დაკარგვისასაც ვერ შეძლებდა ვერავინ.
მირეი არ იყო ემოციური, არ შეეძლო ხალხთან გრძნობების გამოხატვა, მაგრამ ახლა, როცა მის წინ მუხლებზე ჩაჩოქილ გოგონას ხედავდა და გრძნობდა იმ ტკივილს, რასაც ის განიცდიდა, დამუნჯდა, გაშეშდა. კლასიდან ბავშვები გამოვარდნენ და თვალი შეავლეს სიტუაციას, რომელიც აშკარა ცუდზე მოუთითებდა.
ბეილი ძირს დავარდნილ გოგონას მივარდა და მისი წამოყენება სცადა. ჯორჯიმ მირეის დაადო მხარზე ხელი და შეშფოთებულმა ჰკითხა რა ხდებაო.
ის ხმას ვერ იღებდა, გაშეშებული იდგა და სიტუაციისაგან თავზარდაცემული ცდილობდა რაიმე მაინც გაეაზრებინა.
ყველა ხვდებოდა, რომ რაღაც საშინელი ხდებოდა, მაგრამ ვერავინ ბედავდა რაიმე ეკითხა, ამიტომ გონზე მოსულმა მირეიმ უემოციო, ცივი ღიმილით წარმოსთქვა:
-ვკვდები, რამდენიმე კვირაც და სამუდამოდ შეგეშვებით, სულ ესაა.
ჯორჯიმ ცალყბად გაიცინა, როგორც სჩვეოდა, თუმცა თვალებში შიშის მცირედი ნაპერწკლები შეერია. დანარჩენები გაშეშებულები იდგნენ და ვერ ხვდებოდნენ რა ხდებოდა. ხედავდნენ სესილის, მუხლებზე დაცემულს, რომელიც ასეთი არასდროს ენახათ. ხედავდნენ მირეის, სრულებით დაცლილი, უემოციო სახით, რომელსაც თვალის უპეები საგრძნობლად ჩაშავებოდა და ხვდებოდნენ, რაღაც საშინელი ხდებოდა.
-რას ბოდავ?-სერიოზული, გაოცებული ხმით თქვა ბეილმა და მირეის ახედა.
-ვკვდები-მეთქი,-ნელა გაიმეორა გოგონამ.

***
იცოდა მირეიმ, რომ რეაქციები განსხვავებული იქნებოდა. ელოდა, რომ ზოგიერთები არ დაიჯერებდნენ, გაიცინებდნენ, როცა ყველაფერს გაიაზრებდნენ დაღონდებოდნენ…
მაგრამ ეს არ იყო მხოლოდ დაღონება, ეს არ იყო სევდა და არ იყო ტკივილი. ეს ბევრად მეტი იყო. ხედავდა თვალებში წამიერად გამკრთალ ცრემლების კვალს, რომელიც მიანიშნებდა: ბიჭები შეძრწუნებულები იყვნენ. კი, მათთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ ეს არ იყო რეაქცია, რომელიც ექნებოდა ადამიანს ნაცნობის შესახებ მსგავსი ინფორმაციის გაგებისას. ამბობენ, რომ ყველაფერს გაჭირვებისას იგებ, მაშინ ხვდება ვინაა რელაურად შენთან და ვინ მხოლოდ დროებისა და სარგებლის გამო. ახლა კი ცხადი იყო რამდენად ადარდებდათ გოგონა მის სკოლელ მეგობრებს. არ იცოდა რა ექნა, ამიტომ უბრალოდ შეტრიალდა და სკოლიდან გამოსული გზას გაუყვა, ისინი კი გაოცებულები და ადგილს მიჯაჭვულები დატოვა. არ იცოდა სად მიდიოდა, თუმცა ხვდებოდა, რომ გონება და გული იქ წაიყვანდა, სადაც ახლა ყველაზე მეტად სურდა. ოც წუთიანი სიარულის შემდეგ იგი სკოლასთან აღმოჩნდა. ამ სკოლაში ბოლოს რამოდენიმე წლის წინ შევიდა, როცა სემესტრის მანძლზე იარა. ახლა ის ეუცხოებოდა, თითქოს მას არუნდოდა ეს შორეული წარსულიდან გამოდმოვარდნილი მოსწავლე მიეღო, თუმცა მირეიმ მაინც გაღო შესასვლელი კარი, კიბეს აუყვა და მესამე სართულზე უმისამართოდ, თითქოს უმიზნოდ გაუყვა გზას. მერე ტელეფონი აიღო და ნიკთან დარეკვა სცადა, რამოდენიმე გაშვებული ზარი, თუმცა პასუხი ვერ მიიღო.
არ იცოდა რა ექნა, მაგრამ იცოდა რა
უნდოდა. ის ახლოს იყო, სულ რამოდენიმე ნაბიჯზე მისგან, მაგრამ ვერ ბედავდა დაერეკა, ან თუნდაც მიეწერა.
ასე არასდროს არავისგამო დამართნია და ბევრად უარესად გრძნობდა თავს.
ამ ფიქრებშ იყო, როცა მის წინ მდებარე კარი გაიღო და იქიდან გამოსულ ადამიანს გოგონა შიშნარევი, გაოცებული და თვალებში სიხარულ გამკრთალი მიაჩერდა.
-მირეი?-გაოცება ვერ დამალა ბიჭმა.
-ჰეი,-მორცხვად მიესალმა გოგონაც და ხელი დაუქნია.
აშკარა იყო მას კიდევ უნდოდა რაღაცის კითხვა, თუმცა ტავი შეიკავა, გაიღიმა და კიბეებისაკენ წავიდა.
-იან,-ვერ მოითმინა მირეიმ და ბიჭს დაუძახა,
-გისმენ,-მშვიდად უპასუხა მანაც.
-ცოტა ხანს ვერ დავითმობ?.. ბიჭმა კითხვისნიშნიტ სავსე მზერით გამოხედა-იქნებ ცოტა გვესაუბრა ან გაგვესეირნა. მოულოდნელად თავბრუ დაეხვა და იძლებული გახდა კედელს მიყრდნობოდა. ყველაფერი დატრიალდა, ჩამობნელდა და უფერული გახდა, ისე თითქოს ვიღაცამ შუქი ერთბაშად ჩააქროვო. იანი სწრაფად გამოიქცა მისკენ და ხელი ძლიერად ჩასჭიდა.
-რა გჭირს?-შეშფოთებულმა იკითხა მან.
-შენმა მომხიბლავობამ თავბრუ დამახვია,-სუსტი ხმით თქვა გოგონამ და გაიღიმა.
ხო, მათ შორის დიდი უფსკრული იყო. იმდენად დიდი, რომ ალბათ წარმოდგენაც კი ზედმეტად რთულია. გოგონას ბიჭთან უსაზღვრო, ამოუცნობი გრძნობა აკავშირებდა. გრძნობა, რომელიც იანის გარეშე ნორმალურად სუნთქვის საშუალებასაც არ აძლევდა, მაგრამ ამასთან ერთად გული ნაწილებად ჰქონდა დაფლეთილი სწორედ ამ ბიჭის გამო, რომელმაც ის გამოიყენა და ისევე დატოვა, როგორც გაფუჭებული სათამაშო. მაგრამ ახლა, როცა ბიჭი მის წინ იდგა ამდენ თვიანი უნახავობის შემდეგ, თითქოს ყველაფერი ერთბაშად გაქრაო. წინ მხოლოდ მისი სახის ლამაზი მაკვთები, ღიმილი და ღრმა თვალები ედგა. იცოდა, რომ ბიჭი მის მიამრთ იგივეს არ გრძნობდა, მაგრამ ჯანდაბას! ის კვდებოდა და ეს არ აინტერესებდა, უნდოდა სიცოცხლის თუნდაც უკანასკნელი რამოდენიმე წუთი მის გვერდით, თუნდაც მხოლოდ მის ყურებაში გაეტარებინა.
-მირეი…-შეშინებულმა დაიჩურჩულა ბიჭმა, როდესაც გოგონას კიდევ ერთმა სისუსტის ტალღამ შემოუტია და ლამის წაიქცა. ასეც მოხდებოდა იანის ძლიერი მკლავები რომ არა, რომლებიც გარს ეხვეოდნენ და დაცემის საშუალებას არ აძლევდნენ. -გინდა გარეთ გავიდეთ?-კვლავ დაიჩურჩულა მან და გოგონას სახეს შეშფოთებული მიაჩერდა, მანაც უღონოდ დაუკრა თავი და ბიჭს გასასვლელისაკენ გაჰყვა.
არ იცოდა რამდენ წუთს, თუ საათს იარეს, თუმცა იანმა ის რბილ ტახზტე დასვა და თავადაც გვერდით მიუჯდა.
-რა გჭირს, მირეი?- დასერიოზულებული ტონით ჰკითხა ბიჭმა სწორედ მაშინ, როდესაც ტელეფონის წრიპინის ხმა გაისმა, მესიჯი მოუვიდა. მობილური ჯიბიდან ამოიღო და შეტყობინებას დახედა. მისი წაკითხვა და შიშში შერეული გაოგნების მის სახეზე გამოსახვა ერთი იყო. მაშინვე მირეის მიუბრუნდა და ხელებ აკანკალებულმა ბეჭებზე ნაზად დაუსვა ხელი.- შანსი არაა..-იმეორებდა თავისთვის, ჩურჩულით.- გამორიცხულია. არაფერი არ გჭირს. უაზრო ხუმრობაა ხო? უბრალოდ ხუმრობა.
მირეიმ, როგორც იქნა, გონს მოსულმა მიმოიხედა და შეამჩნია, რომ ვიღაცის, სავარაუდოდ იანის სახლში, საძინებელ ოთახში იყო.
-სად ვართ?- გაოგნებულმა უთხრა ბიჭს. ვერ იჯერებდა. ჯერ კიდევ რამდენიმე საათის წინ ბიჭის დანახვაც კი წარმოუდგენლად მიაჩნდა, ახლა კი მის სახლში, მის ტახტზე, სწორედ მის გვერდით იჯდა.
-ჯანდაბა, მირეი. მითხარი რა გჭირს? ხუმრობენ ხო? რაღაც სიკვდილიო, ექიმიო, თქვი რომ რაღაც სისულელე და მონაბოდია და უბრალოდ მეხუმრებიან.- გოგონა ბიჭის ყოველ ნაკვთს აკვირდებოდა, რომელიც ახლა შეშფოთებას და კიდევ რაღაცას… ტკივილს ასხივებდნენ. ნუთუ იანს მართლა ასე ადარდებდა მირეი? ასე, რომ მის გამო სტკიოდა.. განიცდიდა. უნდოდა ეთქვა, რომ ხუმრობა იყო, მართლა უნდოდა, მაგრამ არ შეეძლო. არ შეეძლო ფაქტი შეეცვალა. ამიტომ დადუმებულმა თავი დახარა და სახე ხელებში ჩარგო.
-ჯანდაბა!-დაიძახა ბიჭმა და მუშტი კედელს მთელი ძალით მიარტყა, რაზეც გოგონა მოულოდნელობისაგან შეხტა.
-მისმინე, მე.. უბრალოდ წავალ.
-სად წახვალ?
-სახლში.
-მარტო?-კიდევ უფრო გაოგნდა ბიჭი
-კი.
-რამე რომ მოხდეს, ან ცუდად გახდე? დაიცადე ცოტახანს და ერთად წავიდეთ.
-და რატომ გადარდებს?- თავში მუდმივად მოტრიალე კითხვა ამოთქვა გოგონამ?- ხომ თქვი არაფერს ვგრძნობო, ახლა ასე რატომ განიცდი?
ბიჭი, როგორც ჩანს არ ელოდა ამ კითხვას, ამიტომ ახლა, ერთ ადგილას გაშეშებული, გოგონას ემოციებით სავსე სახით შეჰყურებდა. იცოდა, რომ ამით გოგოს ატკინა. სწორედ ეს ჰქონდა მიზნად მაშინ, როცა უთხრა არ მიყვარხარო. არაფერს ვგრძნობო. უნდოდა ეტკინა. ეტკინა იმდენად, რომ ეს სიყვარული, რაც გოგოს მის მიმართ გააჩნდა გამქრალიყო, რადგან ბიჭი ამას არ იმსახურებდა. არ იყო მირეისა და ამხელა გრძნობების ღირსი, მაგრამ ახლა, როცა საბოლოოდ გაიაზრა რა გააკეთა, რამდენი დრო დაკარგა, რაც შეეძლო მასთან ერთად ბედნიერს გაეტარებინა და რამხელა კატასტროფა ელოდა წინ, მისი კოცნის გარდა ვერაფერზე ფიქრობდა. გონებაში მხოლოდ მირეის უიმედო, ტკივილით სავსე მზერა უტრიალებდა, რაც ზუსტად იცოდა, რომ მისი ბრალი იყო, მან მიიყვანა მუდამ მოღიმარი გოგო ასეთ მდგომარეობამდე, მაგრამ ახლა, ამ წამს, ზუსტად იცოდა, რომ ის მთელი არსებოთ სურდა. ახლა, აქ, იაზრებდა თუ რამდენი აკლდა, როცა გოგონა გვერდით არ ჰყავდა, ამიტომ დიდხანს აღარ უფიქრია, მიუახლოვდა, მისი სახე ნაზად მოიქცა ხელებში და აკოცა. აკოცა ისე, რომ ეგრძნო ყველა გრძნობა და ემოცია, რაც ამ დროის განმავლობაში დაუგროვდა. ეს მოლოდინი, საკუთარი თავის ზიზღი, სიყვარული, სიხარული, მისი დანახვით გამოწვეული და საბოლოოდ დარდი, ტკივილი, რომელიც საშინელი მომავლის მოახლოებას იუწყებოდა.
-იმიტომ მადარდებს, მირეი, რომ მიყვარხარ.-რთულად, მაგრამ მაინც მთელი გრძნობით უთხრა გოგონას და აკოცა. იგრძნო მისი რბილი, სავსე ტუჩები, შიშისა და ტკივილისაგან რომ თრთოდნენ და იგრძნო თუ რამდენად სურდა ეს გოგონასაც, რომელმაც კოცნას თავადაც უპასუხა. იანმა ხელი წელზე მოხვია და უფრო ახლოს მიიზიდა, რისი წინააღმდეგიც არც გოგონა ყოფილა. მან თმებში შეუცურა ხელი და რამდენიმე, უკვე გაუსაძლისად ტკბილი წამის შემდეგ ბიჭის ბაგეებს მოსწყდა.
-ეს არასწორი საქციელია, ამას არ უნდა ვაკეთებდეთ! -თქვა მან, თუმცა ბიჭისაგან მხოლოდ სურვილით სავსე მზერა მიიღო, რომელსაც ვეღარ გაუძლო და კვლავ აკოცა. იანმა გოგონას პერანგის ღილების შეხსნა დაუწყო და მალევე გახადა, რომლის მიღმაც შავი, ელეგანტური ბიუსჰალტერი მოჩანდა. ბიჭმა ის საწოლზე ნაზად წამოაწვინა და ზემოდან კმაყოფილი მზერით დახედა, რომელშიც აშკარა, დიდი ხნის სურვილი იგრძნობოდა. შემდეგ მიუახლოვდა და მის ყელს , ლავიწებს ფრთხილად შეეხო: იცოდა, რამდენად არ უყვარდა გოგოს ეს, თუმცა მირეის ამაზე რეაქცია არ ჰქონია, მხოლოდ ბიჭის მზერას აჰყურებდა. მანაც არ აცადა და კვლავ გოგონას ბაგეებისაკენ დაიხარა. მირეიმ მის ტანისამოსს მოჰკიდა ხელი მის შიგნით მკვრივი სხეული შეიგრძნო, მაისური ზემოთ აწია და ბიჭს თავსზემოთ გადააძრო.
-სიცოცხლის ბოლომდე ვინანებდი ახლა შენთან რომ არ ვყოფილიყავი, იცი?- თქვა ბიჭმა და მირეის შარვლის ღილს მოკიდა ხელი, თან გოგონას ტუჩებს არ წყდებოდა. მაგრამ მირეიმ მოულოდნელად გააჩერა და უკან გაწია.
-რა ხდება? რამე არასწორი გავაკეთე, ან ვთქვი?- შეშინებულმა იკითხა ბიჭმა და უკან დაიხია.
-არ გიყვარვარ.- მტკიცედ თქვა გოგონამ და გვერდზე დაგდებული პერანგიდაკენ გასწია, აიღო და მალევე გადაიცვა. -ეს მხოლოდ შეცოდებაა იმის გამო, რომ ვკვდები, იმის გამო, რომ ერთი სულელი, პატარა გოგო ვარ, რომელსაც ის ბიჭი შეუყვარდა, რომელსაც ფეხებზე კიდია.- დაასრულა სიტყვა და კარებისაკენ წავიდა. ბიჭი დაედევნა, თუმცა მან შეაჩერა.- არა, გთხოვ. უბრალოდ დარჩი სადაც ხარ, არ მინდა სიკვდილის წინ ისევ უაზრო გულისტკენა განვიცადო შენ გამო, როცა აღმოვაჩენ, რომ მხოლოდ გეცოდებოდი და ამას ამის გამო აკეთებდი.- მან კარები გაიხურა და გზას მარტოდმარტო გაუყვა. მიუხედავად იმისა, რომ ბიჭს უთხრა არ გაყოლოდა, იმედი ჰქონდა, რომ დაედევნებოდა და ეტყოდა, რომ უყვარს! დიახ, ნამდვილად უყვარს და ამასთან ეს დრამატული დიაგნოზი არაფერ შუაშია, თუმცა მირეი გზას ეულად მიუყვებოდა და საკუთარ თავს ლანძღავდა იმის გამო, რომ წამით მაინც დაიჯერა ბიჭის გრძნობები.


(ეს პირველი მცდელობაა ამ საიტზე გამოქვეყნებისა და ხალხის აზრის გაგებისა.. იმედია მოგეწონებათ...)




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent