შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნუ მაპატიებ !


18-12-2016, 14:17
ავტორი anka anuka
ნანახია 1 966

ნუ მაპატიებ შეშლილ ოცნებებს,
ნურც ჩემს თვალებში გაფანტულ მზის სხივს,
ნუ მაპატიებ ჩემს სიჯიუტეს,
და ნურც ამ სტრიქონს შენ, რომ გულს გიხსნის.
არ მაპატიო ის, რომ მიყვარხარ,
რომ შენზე ფიქრით ვაპარებ ღიმილს,
ბაგეს, რომელსაც მონატრებიხარ
და საკოცნელად სიზმარში გიცდის.
ვერ მაპატიებ მე ერთგულებას,
შენთვის უსიტყვოდ ნათქვამი ფიცის,
ვერ მაპატიებ შენ ჩემს სიგიჟეს,
გისოსებს მიღმა სასჯელს, რომ იხდის,
რადგან მე მაინც მოვალ შენამდე,
გულზე დაგაბნევ მაისის მზის სხივს,
სიზმრებს დავტოვებ და ცხადში მოვალ,
მოვალ ქარივით შენთვის, რომ იბრძვის,
მერე ბაგეზე დაგეკონები
და დაგიკოცნი დაბნეულ ღიმილს.
ბედნიერებას პეშვით მოგიტან,
იმ გულთან ერთად სამოსს, რომ იცვლის.
მე შენ ვერაფერს ვერ მაპატიებ,
დრო არ დაგრჩება ამაზე ფიქრის.
ეს სიახლოვე შენც გაგაგიჟებს
და შენი ბაგე ჩემს სათქმელს იტყვის.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent