შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არეულები , ჩხლართულები (4)


1-07-2019, 09:45
ავტორი Tuco
ნანახია 1 135

ჩამობნელებულ ოთახს თვალი მოვავლე და ჩახურებულ ლოგინში ხმით ამოვიზმორე. ხელის ცაცუნით ტელეფონს მივედე და მოვიქციე მტევანში. 21:56 უჩვენებდა .. ჯანდაბა! გავმაზე ცხოვრება? არაუშავს, ვაიფაის თითი მივარტყი და ფეისბუქცე სქროლვა დავიწყე, ჩექინებით და ფოტოებით თუ ვიმსჯელებდით, მართლაც ყველაფერი გამიმაზია.
სმს-ის ველი ჩამოიშალა
- ჩამოდი!
მოიწყინა და მოუნდა ექშენები, გამეცინა ტელეფონი მივაგდე და წამოვხტი ლოგინიდან. ენდდორფინები ისე მძლავრობდნენ და გული ისე მიფეთქავდა, რომ მიმეშვა გაიქცეოდა.
რა ჩავიცვა? ეს საოცარი შეკითხვა ისე დავსვი თითქოს ლიზასავით 2 ჩემოდნით წამოვსულიყავი. შავი მაღალწელიანი მუხლზე შეხეული შარვალი ამოვაძვრინე ტასოს ჩანთიდა, მარტენსები ამოვიცვი , ჩემი ნაქსოვი მხარმოდღელიზი ზედა გადავიცვი თმა ავიწიე და „ბრალეტტეს“ ზორტიც გამოვაჩინე. მაძლევდა სვიტერი ამის საშუალებას, რატო დამეკლო? .. ტელეფონს დავწვდი და სმს-ი დავარეფლეიე „მოგენატრე!“
შარვლის უკანა ჯიბეში ჩავიდე და ოთახიდან გავედი.
პირველ სართულზე ჩასასვლელ კიბეებს მივუახლოვდი და ნაცნობი მწარე სუნუმა ყნოსვა წამართვა, სადღაც ეწევიან და ისევ ჩამტეხეს, ეს ფიქრი კარგად გამტკიცდა უკვე მისაღებში, რომ აღმოვჩნდი და ვერც ლიზი და ტასო , რომ ვერ დავინახე. მარიამმაც თავით მანიშნა ოთახისკენ და ეგრევე იქით წავედი. ვერ ვიტყოდი რო გიჟივით მწეველი ვიყავი ან სულ ვეწეოდი ს, უბრალოდ ზედმეტად მსიამოვნებდა ნაფასების შემდეგ ჩემი მდგომარეობა, არასდროს ვმაზავდი თუ სადმე ვიკრიბებოდდით მეგობრები , მოკლედ პირს არ ვაცილებდი. კარი შევაღე
- იწვიმებს მალე, რა ამბავია ეს ღრუბლები
- ვიიის გაუღვიძიიიიიააააააა!!! აღფრთოვანებით გადამკივლა ტასომ მოირბინა ხელი მომხვია და იქაურობაში უფრო ღრმად შემათრია. ნიკუშამ ბოთლი გადმომაწოდა, და
„ჰე ჰე , მიდი სანამ ცხელიაო მომიყოლა.
გამოვართვი და სანამ ტუჩებამდე მივიტანე ბოთლი ნატიფმა თითებმა ამართვეს
სახე მომეჯღანა და ვიგრძენი რა ტკივილნარევი თვალებით ავაყოლე თავი ბოთლის ტრაექტორიას, ტუჩებში მოექცია ნაკაშიძეს ბოთლი და ხარბად იწოვდა მწარე ბოლს.
-უკაცრავად?
-მიპატიებია.
- შენ პაწია ხო არ ჩამოცხე სადმე.?
-კაი რა სანდრექს მიაწოდე ხოხედავ ავი ძაღლივითაა- მოაძახა გიგამ
სანდრომაც მომცა ბოთლი და ალბათ გაღუნვამდე შევისუნთქე. . . „კაია კკეთი“
დავმშვიდდით, მოვდუნდით და მისაღებში გოგოებთან გავედით თითქმის ყველა, გასასვლელში ის შხვართალა მივალანდე გიგას , რომ წელზე ქონდა ხელი შემოხვეული. აქ რაღაცა ამბავი ვერ იყო მილაგებულად, ან მე იმდენი მეძინა გავმაზე.. რაღაცა ჩამეწვა ძალიან..
გიგააა და ვიღაც გოგო? არა! მის სიყვარულში ვერავინ შემეწილებოდა. ზლოზვნა ზლოზვნით როგორციქნა გავედით, ბუხართან ჩამოვდექი , უკნიდან გრძელმა ხელმა ლუდის ბაკალი მომაწოდა და მხარზეც ვითომდა შემთხვევით გამედო.
- იგრძენი?
-რა
-ჩემი ნერწყვის გემო
-ცოტა ავადმყოფი ხო არა ხარ? გამეცინა და სახით შევბრუნდი მისკენ
ოპაააა... ოოოპააააა აქ ახალი „Love storebi” იწყება ხააააალხოოოოო!!! ჩვენს მოპირდაპირედ მდგარი ნიკუშა სიცილით ხმამაღლა ამბობდა და ყველა ჩვენ გვიყურებდა
- კომპლექსდები? - მკითხა
- არა , სანი
-კარგად ჟღერს..
-ვიცი, მაგრამ ეს არაფერს ცვლის
-რა უნდა შეცვალოს ნია
- შენი კრეტინიზმი . ისევ გავუცინე ბაკალი მივაწოდე და გარეთ გავედი. რა თქმა უნდა გამომყვებოდა. ზოგადად ეგეთები არიან , ნადირობენ და მეტ სიმძაფრეს ელიან.
- შეგცივდება
-გამათბე . ზედმეტად გააზრებულად ვუთხარი, ისიც მომეხუტა
-სიგარეტი გააქ?
-მე უნდა გარჩინო გოგო?
-მომაწევინე, ვუთხარი და მისკენ შევტრიალდი შავი მარლბორო.
-გემოვნება გქონია.
- ძალიან მომწონხარ იცი?
-ვიცი. მეც
მის სახეზე თვითკმაყოფილება ჩემ სახეზე კმაყოფილებას აჭარბებდა.
იმ მომენტში სუფთა ჰაერს ნიკოტინი ერეოდა
მის თვალებს კი ჩემი თვალები... თვალები რომლებიც სხეულის არევას ითხოვდნენ!
- შევიდეთ?
-გაგიცივდები?
-ხო, არ მინდა ცუდად იყო...
ნაღველი და სევდა...
შევედით და მოვთავსდით ბუხრის წინ ბავშვებთან ერთად ჩავეტენეთ ტყავის სავარძელში ორივე
-ისე, მეტი კომფორტი იქნება , კალთაში თუ ჩამიჯდები, მოშიშვლებულ მხარზე ტუჩები დამაწეპა. გავხედე ცალი გვერდი ოდნავ მასზე ჩამოვდე და ფეხი ჩემი მხრიდან მის ფეხებზე გადავალაგე,
-ასე ჯობია.
თითქოს არაფერი განსაკუთრებული არ ხდებოდა, ვისხედით ყველა, ვათვალიერებდით ერთმანეთს, ფილმებსა და ანეგდოტებში იძირებოდა მისაღები ოთახი, რომელიც მოსვლის დროს ომის ველ წააგავდა.. მშვიდად ვიყავი.. ჩემი და მისი გულის ფეთქვა მესმოდა.. ერთი რასაც ვერ ვიგებდი, ყველა ასე მარტივად რატომ შეხვდა ამ ამბავს, მე, გიგას, ნიკას, დავითას , ტატოს , ერეკლეს წინ ვიღაც კერესელიძეს ვეჯექი ლამისს თავზე, მაგრამ ისინი მაინც ბედნიერად მიციცინებდნენ თვალებში. არც ტასოს გაუფშეკია ფეხები და ლიზაც მშვიდი იყო, მარი თავის გონკებში , თაისიას ვინ რას ეკითხებოდა. ის შხვართალა ისევ გიგას ყავდა მიკრული.
რა ჯანდაბაა!!!!
ღამის უკვე 3 ან 4 იქნებოდა, ყველას გვეძინებოდა 31 დეკემბერი თენდებოდა.
- ეხლა გავალთ და აქ იყავი არ წახვიდე..
- კაი, მარა საით? გულში გამკრა „წავალთ“ სიტყვამ
- კაი რა ინტერესებით ხარ, არ გღალატობ
- ვინ ხარ რო შენ მე მიღალატო. რეგვენი
- მიდი, აწი გამატარე
-თავხადი. ავდექი და ტასოს და მარისთან ჩავჯექი , დათუნაც გავიდა და გიგაც. ბიჭებიც გაყვნენ. მხოლოდ გოგოები დავრჩით.
- ალბათ ისევ დაბოლდებიან - შხვართალამ ხრინწიანი ხმა ამოუშვა
- დაააა შეეეენ..?
- მე კატო ვარ , ნია
- სასიამოვნოა კატო. გიგას რას ეტმასნები?
- ეე, ნია
- არაუშავს ტასო, მესმის
- ანუუუ?
- მიყვარს ნია.
- რას იძახი. გიგა ყველას გვიყვარს, მაგრამ ზედ არ ვახტებით
- ნია , დამშვიდდი მართლა რა თავს იგლეჯავ
-მარიამ, მარტივი კითხვა დავსვი და ზოგად საკაცობრიო გრძნობაზე მელაპარაკება
- კატო , უთხარი... ტასომ კატოს შეხედა
- თქვენ შიგ ხო არა გაქვთ. ტასო რა ხდება.
- ორსულად ვარ
- ვისგან გოგო
- გიგასგან ნია.
- დილით კერესელიძეს ეტმასნებოდი და საღამოს გიგასგან რატო ხარ ორსულად
- სანდრო ჩემი დეიდაშვილია, ნია. და შენი სიქაჯე უკვე ზღავრს სცილდება. მე არ მინდოდა ამის თქმა ვიცი, გიგასთვის დასავით ხარ , შეიძლება მეტიც, გოგოებსაც გიგამ უთხრა
- დაიცა, დაიცა... გიგამ იცის? რა? ვაფშე როდის. როდიდან
- უკვე ერთ წელზე მეტია.
- ჩემთვის უძვირფასესი ყველაზე მნიშვნელოვანს მიმალავს. ტასო ეს იცოდი , მარიამ, ლიზა. სერიოზულად?
გოგოებს გადავხედე სივრცეში იყურებოდნენ , მე კი მათი თვალები მინდოდა, მათი თავები მინდოდა, მინდოდა ყველასთვის ისე მეტკინა გული, როგორც ახლა მე . ყველა ძარღვი მეგონა დამასკდებოდა, ტვინში სისხლი ჩამექცეოდა.
შუქი ჩაქრა.
ფანჯრებთან მივედით..
ფიალებით ხელში ბიჭები იდგნენ, ნამდვილები.. ქართულები.. „შენ დაგეძებ დილაა თუ ბინდია“
წინ დათო იდგა.. მარიამი კარებში გავიდა.. უკან ლიზა და ტასო მიყვნე გაოგნებულები, მეც და კატოც გავედით ... დავითის უკან ნიკა, გიგა, ნაკაშიძე, მისი ორი ძმაკაცი , ტატო და ერეკლე დავინახე. გაყინული სახით გიგას ვუყურებდი და გვერდიდან კატოს არათანაბარი სუნთქვა მესმოდა..
-შედი არ გაცივდე, ხელს თხოვს, არაფერი განსაკუთრებული არ მოხდება. კატო ოთახში შევიდა, რამოდენიმე წამში გამობრუნდა პლედმოხვეული.
- განსაკუთრებულია ყველა მომენტი, რომელიც შენს ოჯახში ხდება
- 5 წუთის წინანდელზე განსაკუთრებული აღარაფერი მოხდება . ჩავტეხე ტუჩის კუთხე და უკვე ფოიერვერკებმა იფეთქეს სახლთან დათო მუხლზე იდგა და მარიამი ხტუნაოდა,
- თითი არ შეგეშალოს ბიჭოო, უკნიდან რეპლიკები და სიცილი ისმოდა.. მარტო ნაკაშიძე იყო ჩუმად. მარტო მე და ნაკაშიძე ვიყავით ჩუმად. ის მე მიყურებდა... მე გიგას... გიგა კატოს...

პ.ს იმედი მაქვს, მორფოლოგიურ-ორთოგრაფიულ შეცდომებს მომიტევბეთ, თუ არის <3



№1 სტუმარი კესანეე

მალე დადე შემდეგი მაგრია ძაან <3

 


№2  offline წევრი Tuco

კესანეე
მალე დადე შემდეგი მაგრია ძაან <3

ყოველ დილით იდება. შაბათ-კვირის გარდა :D

power
აუუუუუ ვგიჟდები ამ ისტორიაზე
თან ამას ვკითხულობდი და თან ბინდის საგას ვუყურებდი
ახალს ველოდებიიიი
მალეეე heart_eyes heart_eyes

იქნება <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent