შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძმები (თავი 2)


1-07-2019, 21:18
ავტორი naattii
ნანახია 2 616

რკინიგზის სადგურთან მდებარე სავარჯიშო დარბაზში უამრავი ადამიანი ირეოდა, ზოგი ნამდვილად სავარჯიშოდ მოსულიყო, ზოგი სექსუალური გოგონების შესათვალიერებლად, ზოგს ეტყობოდათ კიდევაც მოსვლის მიზეზი დასათვლელად გამზადებულ კუბიკებზე. მათ შორის წითელ ომბრეიანი თმით დასრიალებდა ახალგაზრდა გოგო და მოკლე ტოპსა და ელასტიკში გამოწყობილი ნარნარად დაარხევდა ზედმეტად სექსუალურ ტანს.
-ხომ არ დაგეხმაროთ?_თავაზიანად გაუღიმა ველოსიპედზე ჩამოკიდებულ გოგონას, რომელსაც თვალი შემოსასვლელ კარებზე გაშტერებოდა და ამ ქვეყნიდან გამოთიშულის შთაბეჭდილებას ტოვებდა.
-წყალს თუ შემასხამთ კი_ხელით დაინიავა კისერი და გოგოს კარებისკენ მიუთითა.
ერთდროულად, თითქმის ზუსტი ნაბიჯებით მოდიოდა ორი მაღალი ფიგურა, გაზაფხულის შესაბამისად ტყავის ქურთუკებით შემოსილები ერთნაირად ამოძრავებდნენ მაღალ, გამხდარ, აწოწიალებულ სხეულებს. შავი რეიბანებიც ლამის სინქრონში მოიხსნეს და შემოსასვლელში განთავსებულ მისაღებთან გაჩერდნენ. თავი გადააქნია სიცილით ხელოვნურად წითურმა და შესახვედრად გაეშურა.
-სერიოზულად, ეს ჰოლივუდური შემოსვლა დადგმული და დამუღამებული გაქვთ თუ ბუნებრივად გამოგდით?_ძლივს იკავებდა სიცილს
-შენსასაც არაუშავდა_თვალი ჩაუკრა ერთ-ერთმა და ხელი ჯიბისკენ წაიღო.
-არ მითქვამს კარგი იყოთქო_მაინც გაეპარა ღიმილი გოგოს
-არც მე_თვალი ჩაუკრა გაბრიელმა და ჯიბიდან მოწმობა ამოიღო.
-ოჰოჰ, გისმენთ ბატონო გამომძიებელო_ეშმაკური ღიმილით შემოსკუპდა გოგო მაღალ სკამზე და დაწვრილებული თვალებით პირდაპირ მიაშტერდა ყიფიანს.
-არ მოგერიდოთ, მე გავალ_სიცილით აწია ხელები იოანემ და კამერების თვალიერებით მიმოიხედა დარბაზში.
-მენეჯერთან მირჩევნია გასაუბრება_წამში მოასწრო გოგოს სხეულის შეთვალიერება გაბრიელმა და მოწმობა შეინახა.
-ლილუ ნემსიწვერიძე_ღიმილით გამოუწოდა ხსენებულმა ხელი და წარბებ აწეული ისევ თვალებში შეაჩერდა გამომძიებელს -როგორც უკვე გითხარით, გისმენთ.

რამდენიმე დღით ადრე:

-გაირკვა რამე?_ცნობისმოყვარე მზერით გახედა იმ წამს კაბინეტში შემოსულ ძმას იოანემ.
-დნმ აღებულია, ბოტასით არაფერი გაირკვა ჩვეულებრივი ბაზრობაზე ნაყიდი ფეხსაცმელია, წაშლილი ტატუს აღდგენას კი რამდენიმე საათი მაინც დაჭირდება დღე თუ არა._უკმაყოფილო ხმით დაენარცხა სკამს გაბრიელი. -შენ რა გაქვს?
-მოკლედ, ნუ ფეხი აშკარად მამაკაცისაა, ექსპერტიზამ დაახლოებით 27-30 წლის იქნებოდაო და საკმაოდ აქტიურ მდგომარეობაში აქვს კუნთებიო რაც რეგულარულ ვარჯიშზე მიუთითებსო, სისხლის გამოკვლევა დიდად ვერ მოახერხეს რადგანაც ფეხი მინიმუმ ორი დღის მკვდარ ადამიანს ეკუთვნის და იმაზეც მადლობა თქვით ფეხის ანაბეჭდი რომ ავიღეო_ხმაურით დახურა საქაღალდე იოანემ და უფრო მეტად დაბღვერილ ძმას ახედა.
-ანუ არაფერი გვაქვს.
-დნმ გვაქვს და ახლა ბაზას ამოწმებენ, იქნებ გაგვიმართლოს_მხრები აიჩეჩა ტყუპმა და ხმამაღალი მთქნარებით გადაწვა სკამის საზურგეზე.
-რაღაც იპოვეს_გასწორებაც არ აცადა გაბრიელმა ისე შესძახა და იოანეც წამში წამოხტა ფეხზე.
ღამის ოთხი საათის მიუხედავად, იმდენად უცხო იყო ქუთაისისთვის მოგლეჯილი ფეხის პოვნა მთელი განყოფილება აზუზუნებულ სკას მოგაგონებდათ. ყველა სასწრაფოდ გამოეძახებინათ და მაგიდებს მიჯდომოდნენ.
-ბიჭებო, საქმე ოფიციალურად მოგაწერეთ, იმედი მაქვს არ დამაღალატებთ_არც კი შესულა დაჩი კაბინეტში ისე გამოსძახა ძმებს. -წესები იცით, როცა რაიმე გაირკვევა პირდაპირ ჩემთან_კაბინეტისკენ მიათითა თავით და კარებისკენ წავიდა.
-როგორც ყოველთვის ბოს_რევერანსით გამოემშვიდობა იოანე და მიიღო კიდევაც ძმისგან მორტყმა.
-წესიერად, ადამიანია მკვდარი.
-ხალხი ყოველ წამს კვდება გაბრიელ, მერე შავები ისედაც მაცვია ჩემო ძმაო და თუ ღმერთი გწამს ქვითინსაც ნუ მომთხოვ, ჯერ გავარკვიოთ რამოხდა და იქნებ ისეთ ადამიანთან გვაქვს საქმე მიფურთხებასაც რომ არ იმსახურებს_თვალის ჩაკვრით შეაღო მამუკას კაბინეტი და პირველმა შეაბიჯა.
-არ მჯერა, რომ ჩვენ შორის განსხვავება მხოლოდ ორი წუთია_შუბლი დაიზილა გაბრიელმა და აცანცარებულ ძმას შეყვა.
-მამუკა გაგვახარე_სკამთან ახლოს მიუჯდა იოანე და ეკრანს მიაშტერდა თვითონაც.
-რას იკისრებ?_სათვალიდან გადმოხედა მამის ტოლმა კაცმა
-ლუდს.
-მაშინ აჰა შენ აღდგენილი ტატუს ფოტო და ხვალ საღამოს ლუდი.
-აუ ძმა ხარ რაა_ამობეჭდილ ფოტოს ჩააშტერდა იოანე და მეორე ძმას გაუწოდა.
-გიორგი...
-ხო, უკვე დავურეკე_თავის ქნევით დაუდასტურა გაბრიელმა და სურათი ჯიბეში ჩაიცურა.
-ვერ ვიტან ასე რომ იქცევით, ლამის ვიფიქრო ტვინიც ტყუპი გაქვთ_მალევე გამოაგდო კაცმა ბიჭები ოთახიდან და დნმის დამუშავებას მიუბრუნდა.

გიორგი ბიჭების ახლო მეგობარი და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტატუს სალონის მფლობელი იყო ქუთაისში. ბიჭებს ხშირად არა, მაგრამ არც ისე იშვიათად უწევდათ მისთვის დახმარების თხოვნა და ბიჭიც უარს არასდროს ამბობდა. უკვე შუადღის მზე აცხუნებდა სალონის კარი რომ შეაღეს.
-თუ ვინმე არ მოკლეს ისე არუნდა მნახოთ?_ ძმებს გადაეხვია მათი ასაკის ბიჭი.
-აბა შენ იცი, გაგვანათლე_სხვადასხვა რაკურსით გადაღებული ფოტოები დაუყარეს წინ ბიჭებმა და მოსასმენად მოემზადნენ.
-ოჰოჰ, ნახევარ სახიანი ლომი, მენდეთ მისი ზოდიაქო იქნება_ჩაეცინა გიორგის და სურათს მიუბრუნდა -არც ისე რთული შესასრულებელია, მაგრამ ფერადი საღებავებით ჯერ არც ისე ბევრი მუშაობს, ვერ ბედავენ, ოთხი-ხუთი მეგულება, თუ საღებავის ტონალობასაც გავითვალისწინებთ გამოწერილი უნდა იყოს, ამიტომ ხუთიდან სამზე ჩამოვედით, გადავურეკავ და ვკითხავ როდის გნახავენ_ტელეფონი მოიმარჯვა და ნომრები სწრაფად აკრიფა.
ორ საათში უკვე სამივე განყოფილებაში ეჯდათ სასაუბროთ და დეტალურ ინფორმაციას იღებდნენ ტატუზე.
-მოკლედ ბატონო დაჩი, ჯერ მხოლოდ სახელი ვიცით, მსხვერპლი ვიღაც ბაჩოა, რომელიც ერთ-ერთმა ტატუს მხატვარმა გვითხრა და ისიც დაამატა, რომ ბიჭი სპორტულ დარბაზში გაიცნო, ექსპერტიზამ უკვე გვითხრა რომ კუნთების მუშაობის მიხედვით რეგულარულად ვარჯიშობდა, ამიტომ ჯერ-ჯერობით ხელთ სადგურთან არსებული დარბაზი გვაქვს სადაც ახლა მივდივართ.
-კარგი ბიჭებო, ფეხის პოვნიდან ორი დღე გავიდა, ტემპის აჩქარება არ გვაწყენდა, მომახსენეთ რას გაიგებთ დარბაზში_თავი დაუქნია უფროსმა გამომძიებელმა და ძმები გააცილა.

-ესეიგი ვინმე ბაჩოს არ იცნობდით? ასე დეტალური დახასიათების შემდეგაც? დავიჯერო ტატუც არ შეგიმჩნევიათ?_თვალები დააწვრილა გაბრიელმა და ნახევრადწითურს დააკვირდა.
-არა_ტუჩები დაპრუწკა ლილუმ და ფრჩხილების დათვალიერება განაგრძო, -აქ ბევრი ხალხი დადის, ყველას ვერ დავიმახსოვრებ, ახლა კი მაპატიეთ, კლიენტებს დიდი ხნით ვერ მივატოვებ_ღიმილით ჩამოხტა მაღალი სკამიდან და ტანის ნაზი რხევით გოგონების ჯგუფს მიუახლოვდა.
-გემოვნებას არცერთი ვუჩივით_ჩუმად მიპარულმა იოანემ სიცილით გაკრა ძმას მხარი.
-ბევრს ნუ ლაპარაკობ, აიღე მითითებული დღის ჩანაწერები?
-რა თქმა უნდა_დისკი შეათამაშა ხელში ბიჭმა.
-დაიმახსოვრე თუ ამ ქალბატონის დაბარება არ მოგვიწევს განყოფილებაში_კიდევ ერთხელ აათვალიერა ცბიერი ღიმილით უკან მოხედილი ქალი და დარბაზი მოხითხითე ძმასთან ერთად დატოვა.



№1 სტუმარი სტუმარი მაკო

ძალიან გამახარე ჯერ რომ არ მოგატყუო ბევრი ცერაფერი გავიგე მაგრამ თუ წინა ისტორიებიდან ვიმსჯელებთ ესეც გადასარევი იქნება წარმატებებიი

 


ჰოლივუდის შემოსვლა ❤ მეც მჭირდება წყალი, მაპკურეთ ვინმემ :დ
სხეულის დანარჩენი ნაწილები სად ჯანდაბაშია? არადა მეგონა მთლიანი გვამი თუ იყო. ეს წითური ვითომ რამეს მალავს?
აზრზე არ ვარ აქ რა მოხდება, მაგრამ კარგი არაფერი ეგ ზუსტად ვიცი. თან საქმეში ჩემი დაჩიც არის და ყველეფერი ფრიადზე დასრულდება❤
შემდეგს ველოდები❤

 


№3  offline მოდერი naattii

სტუმარი მაკო
ძალიან გამახარე ჯერ რომ არ მოგატყუო ბევრი ცერაფერი გავიგე მაგრამ თუ წინა ისტორიებიდან ვიმსჯელებთ ესეც გადასარევი იქნება წარმატებებიი

მადლობა, იმედია გაუგებარი აღარ იქნება ❤️

რუსკიმარუსია
ჰოლივუდის შემოსვლა ❤ მეც მჭირდება წყალი, მაპკურეთ ვინმემ :დ
სხეულის დანარჩენი ნაწილები სად ჯანდაბაშია? არადა მეგონა მთლიანი გვამი თუ იყო. ეს წითური ვითომ რამეს მალავს?
აზრზე არ ვარ აქ რა მოხდება, მაგრამ კარგი არაფერი ეგ ზუსტად ვიცი. თან საქმეში ჩემი დაჩიც არის და ყველეფერი ფრიადზე დასრულდება❤
შემდეგს ველოდები❤

მე როგორ ველოდები ხოლმე შენს კომენტარებს ❤️

 


№4 სტუმარი სტუმარი ნანა

მომწონს თქვენი წერის სტილი. მიკვირს ცოტა ნახვები რო აქვს. ბევრს ჯობიხართ. ერთერთი საუკეთესო ხართ საიტზე. ხშირად გაგვახარეთ. სანამ არ დასრულდება ვერ წავიკითხავ სამწუხაროდ.

 


№5  offline მოდერი naattii

სტუმარი ნანა
მომწონს თქვენი წერის სტილი. მიკვირს ცოტა ნახვები რო აქვს. ბევრს ჯობიხართ. ერთერთი საუკეთესო ხართ საიტზე. ხშირად გაგვახარეთ. სანამ არ დასრულდება ვერ წავიკითხავ სამწუხაროდ.

ძალიან დიდი მადლობა, ვერ წარმოიდგენთ რამდენს ნიშნავს ეს სიტყვები ჩემთვის ❤️ მესმის არც მე მიყვარს თავებად წაკითხვა ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent