მავნე ჩვევები (სრულად)
სუსტად განათებულ პატარა,მყუდრო ბინაში ორ სხეულს ოთახის კუთხეები დაეკავებინათ და ერთმანეთს თითქმის არ უყურებდნენ. გარემო ნეგატივისგან დამუხტულიყო და სუნთქვა ჭირდა. ყველაფერს თამბაქოს მძიმე კვამლი ემატებოდა,ორივე კუთხიდან უწყვეტად რომ ედინებოდა. გული აცრუებული ჰქონდათ და საერთოდ არენანებოდათ ერთმანეთი ნახრირორჟანგისთვის. ისე გაციებულიყვნენ, ზაფხულის ცხელ ღამესაც კი მორეოდა სუსხი. -რა აზრი აქვს ასე გაგრძელებას?!-სიჩუმეს მარჯვენა კუთხე არღვევს. თამბაქოს უკიდებს და რგოლებად უშვებს რძისფერ კვამლს. თავი კედლისთვის მიეყუდებინა და უსასრულობაში იყურებოდა.-ძალდატანებით ვაკეთებთ უკვე ყველაფერს. ასე გაგრძელება უკვე შეუძლებელია.სული მეხუთება!-ხმაში ყინვა გამჯდარიყო. უემოციოდ,დაუნანებლად ამოჰქონდა გულიდან დაგროვილი სიტყვები. -შენც გაზიანებ უკვე და საკუთარ თავსაც.. -მგონი,შენს თავზე უფრო ფიქტობ ვიდრე ჩემზე.-მარცხნიდან ნაწყვეტნაწყვეტ ამოისროლეს გამტყდარი ბგერები. მარჯვენისგან განსხვავებით, გოგოს ოდნავი სინანული გაკრთომოდა სახეზე თუმცა ოსტატურად მალავდა მას. სიცივეს სიცივითვე პასუხობდა. -საკუთარი თავები ამოვწურეთ..არ გამოგვივიდა..არ მეთანხმები?-ხმაში ეჭვი გაერია,თითქოს,ბრალის მისთვის გადანაწილებას ცდილობდა.. -ჰო,რა თქმა უნდა!-ზეპირად ამოიძახა მეორემ. შვებით გაანთავისუფლა ფილტვები მარჯვნივ მჯდომმა. სახეზე კმაყოფილება გამოესახა.. რო რამე,მხოლოდ მისი სურვილი არიყო, გოგოც ეთანხმებოდა და გააკეთეს. დაამთავრეს! -უნდა წავიდე.-თამბაქო მინის საფერფლეში ჩასრისა მარცხენამ და სუსტ განათებაში ზეპირად გაიკვალა გზა. რკინის მასიური კარები უხმაუროდ გაიკეტა და უცნაურად მოტეხილმა დატოვა ერთ დროს საყვარელი ბინა.. ___ -რა დაამთავრეთ?არ მჯერა,ხუმრობაა ხო?!-მცხუნვარე მზისგან გასიცხულ ორ სხეულს სახე სიგრილესთვის მიეშვირათ. -თქვენ როგორ დაამთავრეთ?! ბავშვობიდან მოდიხართ,ხვდები რომ აფსურდს ლაარაკობ?! არავინ დაგიჯერებთ, სიგიჟემდე იყავით შეყვარებულები.-გაოცებისგან აღარ იცოდა რა ექნა,დივანზე ჩამოჯდა და ფეხზე მდგარ გოგოს პირდაღებული უყურებდა. -ყველაფერს,მაგრამ,აი შენ თუ სანდრო აღარ გიყვარს,მაგას მთელი დედამიწის ღმერთები და წარმართები ვერ დამარწმუნებს.-დასკვნა გააკეთა და წარბები შეკრა. -აღარ მინდა ნატ ამაზე ლაპარაკი, რაც მორჩა მორჩა,ჭირსაც წაუღია!-ზედმეტად არხეინად გამოუვიდა,იგრძნო ნატამ მასში სიყალბე,თუმცა,აღარ გაუგრძელებია.. თამბაქო მომარჯვებულ მეგობარს სანთებელა მიაწოდა და თავადაც მოუკიდა. -სხვა თუ არაფერი,მავნე ჩვევები მაინც დამრჩა მისგან.-ღიმილით მიუჯდა გვერდით და ვედრებით გახედა. -ცივ ყავას გამიკეთებ? ___ -თინ,სანდროც აქ იქნება.. -გიო,შენი დაბადების დღეა!როგორ ფიქრობ,რაიმეს მივცემ საშუალებას დღე გაგიფუჭოს?შენ მაგაზე არინერვიული,დავშორდით,მტრად კიარ მოვეკიდეთ ერთმანეთს!- ღიმილით დაამშვიდა იუბილარი მეგობარი და ტელეფონი გათიშა. დამთავრებიდან კვირა იყო გასული და, ეს მათი პირველი- პირდაპირი შეხვედრა იქნებოდა. არიყო მზად.. არც ის იცოდა,როგორ აერიდებინა თავი ან, ნაცნობ გარემოში როგორ მოქცეოდა უცხოდ.. -ხომარ ნერვიულობ?-გაფითრებული მეგობრის წინ ნატა ასვეტებულიყო და თვალებს არ აშორებდა.-თუგინდა,დავრჩეთ.-ეჭვით შესთავაზა,თუმცა,იცოდა,წამოვიდოდა. არც შემცდარა, საღამოს უკვე გიოსთან იყვნენ და ემზადებოდნენ. ნელნელა იკრიბებოდნენ. ოჯახური,მშვიდი გარემო იქმნებოდა და, ყველაფერი ისე იყო, როგორც ყოველთვის. უბრალოდ, თინის უყურებდნენ წამდაუწუმ, ყურადღებას აქცევდნენ, მარტო არ ტოვებდნენ.. სანდრო რომ მოვიდა, უკვე ყველანი შეკრებილი იყვნენ და მას ელოდნენ. -დააგვიანა,როგორც ყოველთვის..-მტკივნეულად გაკრა გულში თინის მისი მავნე ჩვევა. შემოსვლისთანავე ისეთი დაძაბულობა ჩამოწვა, სუნთქვა გაჭირდა. არ შეუმჩნევია სანდროს ყველას ყურადღება და, ისე როგორც სხვა, თინიც ჩვეულებრივად გადაკოცნა. -ვიწყებთ?-ხელები ფართოდ გაშალა და მხიარულად გაიცინა.-დღეს იმდენი უნდა დავლიო,ფეხზევერ ვდგებოდე.-უდარდელად მოკალათდა დივანზე და პირველი ჭიქაც მანვე შეავსო. ნელა სვამდა, ერთად რომ ყოფილიყვნენ, ალბათ,სანდრო სთხოვდა არ დაელია, მაგრამ, ახლა, ენერგეტიკულში გაზავებულ არაყს ნებანება სვამდა. თვალს არიდებდნენ ერთმანეთს, თუ შემთხვევით მათი მზერა ერთმანეთს გადაეყრებოდა, უხერხულად გაიღიმებდნენ და ამით მთავრდებოდა. შუაღამისკენ, ყველას ლიბრი ეკრა თვალებზე. თინიც შეზარხოშებული იყო. სანდრო დათქმულს ასრულებდა, სვამდა და ვერ ჩერდებოდა. კისერში ჰქონდა ამოსული ნატას თინის სიჩუმე და სადროს ზედმეტი აქტიურობა. არცერთს არ შეშვენოდა ეს და,რადიკალური ცვლილება აფსოლუტურად ყველამ შეამჩნია. -მორჩა რა!-მოულოდნელად,მუსიკა გათიშა ნატამ და ცალცალკე,ღრმად ჩახედა თვალებში დაშორებულ წყვილს.-სამყაროში ყველაზე დიდ სისულელეს ჩადიხართ და თან ისე უდარდელად,გეგონება,არც გყვარებოდათ ერთმანეთი. უსამართლოები ხართ, ლაჩრები. ძალა არ შეგრჩათ და,გაანადგურეთ ყველაფერი. ერთმანეთი გაასწორეთ მიწასთან.. ჩვენც გვანადგურებთ ახლა, ისე იქცევით ვითომც არაფერი და, გულს გვიკლავთ ყველას. რა,ვისარჰქონია რთული მომენტები? რა,თქვენ განა არ გადაგიტანიათ ბევრი?! რა დაგემართად?! რის გამო დაიშალეთ?! აღარ გიყვართ ერთმანეთი?! კარგით რა, სანი და თინი ხართ! სანი და თინი და აქ მთავრდება ყველაფერი. თქვენც თუ მართლა დაიშალეთ და ამ სამყაროს დედაც,სიყვარული თურმე მართლა არ არსებობს.-გულს ამოაყოლა სათქმელი და გარინდულებს ცალცალკე გადახედა. ყველას სათქმელი თქვა. ის,რაც მთელი კვირა ყველას უგროვდენოდა,ნატამ ამოთქვა და, თავჩახრილ წყვილს მზერა აარიდა. -უსამართლობაა!ყველას იმედები გაგვიცრუეთ! -მათიმისამართით წარმოთქვა და ,ოთახიდან არეული ნაბიჯით გავიდა. ყველა გარინდულიყო. მალულად აპარებდნენ თვალს დადუმებულ სანდროსა და, მზერაგაყინულ თინისკენ. ნელა წამოდგა ბიჭი, მზერაც,ნაბიჯიც,სულიც,გრძნოებიც არეოდა. სახეში ნასროლმა სიმართლემ მთელი კვირის დაწყობილი ფიქრები ერთიანად აუშალა და კიდევ უფრო არია. ნელა გავიდა ოთახიდან, ზურგს მთელი სამეგობროს გამკიცხველი მზერა უწვავდა... ____ -იმდღეს ზედმეტი მომივიდა,ცუდად ჩავერიე,მაგრამ,ვეღარ გავჩერდი.-თავსიმართლებდა თინის წინაშე ნატა. სიმართლე იყო თუ არა, იქ და მაშინ, თინი არუნდა გაეკიცხა. -ერთი თვე გავიდაუკვე და,სულ რომ არ დამელაპარაკო,სულ რომ ვიცოდე ,იქ ისე არუნდა მეთქვა, მაინც მგონია,რო მართალი ვარ..-თვალებში ჩახედა და,აწყლიანებულ სფეროებში ხავსებს ეძებდა რომ მოსჭიდებოდა, მაგრამ, ცივი მზერის იქით,ვერაფერს ხედავდა. -თუ სიმართლის გამო ჩვენც დავიშალეთ და,უკვე არ ვიცი, მაშინ,სულ ტყუილად გვიცხოვრია და, ეს ყველაფერი ფარსი ყოფილა.-ხმაგამტყდარმა ამოთქვა და უკანმოუხედავად დატოვა ოთახში უძრავად მდგომი თინი. უკვე ბზარი უჩნდებოდა ყველას და ყველაფერს.. ამას ყველა და ყველგან ამჩნევდა და, უღმერთოდ ენანებოდათ ერთმანეთი.. __ აგვისტოს უსაშველო სიცხისგან ყელგამშრალი ჩქარი ნაბიჯით ადიოდა სახლში. ისე ჩაუარა სადარბაზოსთან მდგომ მის მეგობრებს,მხოლოდ მშრალი მისალმებით შემოიფარგლა. სანდროს,როგორც სჩვეოდა,თეთრი ტილოს პერანგი ორ ღილზე შეეხსნა და, თამბაქოს ეწეოდა. წამით შეასწრო მზერა, არც სანის გამოპარვია მისი თვალები. იმ სამ წამში თვალიც ჩაუკრა,როგორც ყოველთვის და, ნაღვლიანი მზერაც გააყოლა. აღელვებისგან გული ამოუვარდა. პირდაპირ ოთახში შევიდა და საწოლზე სახით დაემხო. ისე ცხარედ ატირდა, მთელი ორგანიზმი ასტკივდა. ორი თვის მერე მთელ სულზე მოედო მათი დაშორება და, მხოლოდ ახლა ამოხეთქა ემოციებმა. აკანკალებდა, ზღვად წამოსულ ცრემლებს ვერ იჩერებდა, ვერ წყნარდებოდა. გული ამოუვარდა ტკივილისგან, სული აეწვა. მისი ბოლო ჟესტი ისეთი ახლობლური იყო, ისეთი ნაცნობი და, ყოველდღიური, წინათ,რომ ვეღარ დაუთმინა გულმა.. სულ მთლად გატყდა. ნამსხვრევებად გაიშალა იატაკზე. თვეების ნაკოწიწები ფიქრები,რომ ყველაფერი ისე მოხდა,როგორც უნდა მომხდარიყო, რომ ყველაფერი მათი ერთობლივი გადაწყვეტილება იყო, რომ სწორად მოიქცნენ.. ერთიანად ჩამოექცა. იქნებ,რომ ებრძოლათ სხვანაირად ყოფილიყო? რატომ ჩამოიშალნენ ასე?! რატომ გამოფიტა ერთფერივნებამ მათი სიყვარული? ასე უბრძოლველად, ასე უთქმელად, ასე აყოლილად რატომ? რატომ დაიშალნენ?? სუნთქვა ვეღარ შეძლო, საწოლიდან ვეღარ წამოდგა, ნაწყვეტნაწყვეტ ატანდა ჰაერს სულის ტკივილებს. გული ოდნავ რომ დაუმშვიდდა, ფრთხილად წამოდგა, აივანზე გავიდა, აკანკალებულმა ძლივს ამოაძრო კოლოფიდან თამბაქოს ღერი, მოუკიდა და ღრმად ჩაისუნთქა ნიკოტინი. ქვევით რომ ჩაიხედა, სანდროს მისი აივნისკენ დაესვა მზერა. მეორეზე ცხოვრობდა და სულ ადვილად შეეძლო მისი ტკივილის დანახვა. დამნაშავესავით ჩახარა თავი ბიჭმა, გატრიალდა და, ჩქარი ნაბიჯით დატოვა ტერიტორია.. ___ -დიდ შერიგებას გაუმარჯოს.რაღამც გამოდი კონტაქტზე,თუგინდა ახლა მოვკვდე.-მისი ენერგეტიკა თინისაც გადაედო და, ნატას მოწოდებული ცივი ყავა გემრიელად მოსვა. -რომ იცოდე,ორ დღეში ბათუმს ვგეგმავთ,შენ სოროში იყავი გამოკეტილი,თორემ საქმის კურსში იქნებოდი.-ერთიანად მიაყარა კვირის ამბები და , თინის ამღვრეულ მზერას განზრახ არიდებდა თვალს. უნდოდა,თვითონ დაეწყო. -ყველა ვიქნებით,შენც უნდა იყო. ნუ გადააყოლებ დაშლას ჩვენ მეგობრობას და ნუღა გამოგვაკლდებირა,გთხოვ.-ხმაში ვედრება გაურია. ბევრი ფიქრი დასჭირდა,რომ დათანხმებულიყო.. ძალიან გაუჭირდებოდა ახლოს ყოფნა.. ისე მოიჭრეს ერთმანეთისკენ სავალი გზები, ვეღარც ააშენებდნენ ახალს,სულ რომ მათი ერთობლივი გადაწყვეტილება ყოფილიყო. იმ დღეს უღმერთო შეცდომა რომდაუშვეს, ამას თინი უკვე მთელი არსებით იაზრებდა.. მხოლოდ ის ტკიოდა, სანის ფიქრები რომარესმოდა... ___ -მანქანებში გადავნაწილდეთ და გავეშვით.-გიო აღფრთოვანებული არიგებდა ბარგს საბარგულებში და ანაწილებდა ყველას. ისე მოახერხა,სანისთან მარტო თინი რომ დარჩენილიყო და ეს ისე ბუნებრივად გააკეთა,ეჭვი არცერთს შეპარვია. წინ რამდენიმე გაწელილი საათი იყო და,პატარა სივრცეში,მის გვერდით ყოფნა თინის უკვე ესიკვდილებოდა. გზას ისე დაადგნენ,სანდროს ხმა არ დაუძრავს. ის პანამაეხურა,თინის ყველაზე მეტად რომ უყვარდა და , ამან კიდევ უფრო აშალა. თამბაქო რომ მოიძია ჩანთაში და ვერ ნახა, გაბრაზდა. ახლა ისე უნდოდა მოწევა,როგორც არასდროს. სანის არ გამოპარვია მისი ბორგვა. მანქანის უჯრიდან კოლოფი გამოიღო, მოუკიდა, ნიკოტინის და სანთებელას სუნი რომ იგრძნო, მთელი ორგანიზმი აუფორიაქდა. ვერც რამეს ეუბნებოდა და, გულიც ნიკოტინს სთხოვდა. ისე ჩაამთავრა მოწევა, მისკენ არ გაუხედავს. არადა,ვერისვენებდა თინი.. სანის ტუჩებზე გადარბენილა წამიერმა ღიმილმა გოგოს ჟრუანტელი მოგვარა. მზერა აარიდა და ფანჯარაში გაიხედა. წუთები ისე გადიოდა,მისი ღიმილი არ ამოსვლია გონებიდან. ხედებს თვალმოუცილებლად ათვალიერებდა, თან,მის მზერას გრძნობდა. გზას გაფანტული უყურებდა სანი, მონატრებულ სხეულს თვალებით ეფერებოდა, გული ეწურებოდა. მისი მოუსვენრობაც ახალისებდა, ღიმილს ვერ ფარავდა. კარგადიცოდა, მოთმინება არ ყოფნიდა რომ ცდუნებას გაეძლო და არ მოეწია.. ელოდა,როდის აიღებდა კოლოფს,თუმცა, ისე გავიდა საათის ნახევარი, მისგან არამც თუ თხოვნა, ელემენტარული მზერა და,ინტერრსიც არ წამოსულა. მოთმინება თვალსა და ხელშუა გაელია სანდროს, სიბრაზე მოაწვა სახეზე და, მანქანა ისე წრაფად გადაიყვანა სავალი გზიდან, თინის შიშისგან კივილი წასკდა. -გაგიჟდი?ჩემი სიკვდილი გინდა?!-აფეთქებული გადავიდა მანქანიდან და წინდაუკან მოარულ სანდროს გააკვირვებული,თან გააფთრებული მზერა მიაბყრო. -ისე ნუ იქცევი,თითქოს არ ვარსებობდე!-ხმაში სიბრაზე გარეოდა სანდროს.-დამელაპარაკე მაინც,ნივთი არ ვარ,ვსუნთქავ და მგონი,იმდენი წარსული გვაკავშირებს ერთმანეთთან,რომ არარაობასავით არ მომექცე! -უკაცრავად?! მეჩვენება თუ რაიმე პრეტენზიები გაწუხებს?!-გაოცებისგან ყბა ჩამოუვარდა თინის-შენარიყავი?!ერთმანეთი ამოვწურეთ და გავიშალოთ,აღარ მიყვარხარ და აზრი არ აქვსო?-გული ლამის ამოუვარდა,თვალებიდან ცეცხლებს ყრიდა. -რაღაც არასწორად მოგჩვენებია-ირინიულად გახედა აფოფრილ გოგოს-მე შენთვის არ მითქვამს აღარ მიყვარხართქო,ნუ მაწერ სისულელეებს. -რაც თქვი,ისიც საკმარისია იმისთვის,რომ შენთვის ხმის გაცემა არ მომინდეს სანდრო!-მკაცრად შეაწყვეტინა და მანქანისკენ წავიდა, თუმცა, ძლიერმა ხელმა მარტივად შეაჩერადა მის მკერდს ააკრა! მომენტალურად ჩადგა ქარიშხალი. ღრმად ამოისუნთქა. მკლავებში მოქცეულ გოგოს დაჭიმული სხეული მოუდუნდა და, შუბლით ძლიერ მკერდს მიეყრდნო. მისდაუნებურად აუცახცახდა მხრები და, ჩუმად ამოაყოლა ცრემლებს გმინვა. ისევ გატყდა,ამჯერად, მასთან ერთად.. -ახლაც თინი?! ახლაც ფიქრობ,რომ იმ დღეს,რაც ვთქვით,გულიდან მოდიოდა?-ხმა ჩახლეჩოდა, მზერა არეოდა, გულზე აკრულ მონატრებულ სხეულს მძლავრად მოეჭიდა. -სულ ჩემი ბრალია ყველაფერი.. -ხმადაბლა ეჩურჩულებოდა და,ქარისგან არეულ თმებზე ფრთხილად ეფერებოდა.. -მე ავირიე და, შენც აგრიე.. თინ,მაპატიე რა! დამნაშავე ვარ და,ვერ წარმოიდგენ,როგორ ვნანობ.. -თბილად ეხებოდა და,გულს იმშვიდებდა. სუსტად შემოეხვია მკლავები თინის სანისთვის. სულ რომ არაფერი, მისი სუნი ისე ენატრებოდა, ვერც შორდებოდა. -ორივემ დავაშავეთ სან.. ორივემ..-გამტყდარი ხმით,ჩუმად ამოილაპარაკა.. -ისე დავამთავრეთ,არც კი დავფიქრებულვართ,გვიღირდა თუარა.. -მენატრებოდი..-სანატრელი ოდნავ მოიშორა და ამღვრეულ,წყლიან თვალებში თბილად ჩახედა.-თუ ეს სიშორე ამ დღედ უნდა ქცეულიყო,მაშინ მიღირდა! ვერ წარმოიდგენ,თუ რამდენად გაიზარდა შენდამი სიყვარული,როცა გხედავდი და ვერ გეხებოდი..-ფრთხილად ეფერებოდა სახეზე და , დანამულ სახეს თბილი კოცნით უშრობდა.. -თუ დღეის მერე,კიდევ რამე წამოვროშე,კიაღარ დამეთანხმო,პირდაპირ შუბლში დამაჭედე,რა!-გულღიად გაიცინა და,მონატრებულ,თბილ,ტკბილ ტუჩებს ნაზად შეეხო. ჟრუანტელმა მთლიანად დაფარა, არც სიგნალებითა და შეძახილებით ჩავლილ მეგობრებს მიაქციეს ყურადღება. მის მონატრებასა და სიყვარულს კოცნაში კლავდა. -აი თურმე რა მაკლდა მთელი ეს დრო!-მოსწყდა თუარა ბაგებს,მხიარუად შესცინა და თამბაქოს კოლოფი გაუწოდა.. -იცოდე,ბოლოა.. დღეის მერე ყველა მავნე ჩვევებს უნდა შევეშვათ.-თვალი ჩაუკრა და მანქანისაკენ ხელჩაკიდებული გაუძღვა... _____ სულ მთლად მივიწყებული, ფაილებში გაბნეული ძველი ისტორია ვიპოვე და, გაჩვენეთ .. თქვენმა სიტყვებმა წინა ისტორიაზე ისე დამმუხტა, დიდი ხნის ჩაფიქრებული სიუჟეტის გაცოცხლევა დავიწყე და, დასრულებისთანავე, ახალიისტორიით დაგიბრუნდებით. მანამდე,იმედია,ეს მოგეწონებათ. მე თქვენ მართლა, ძალიან ძალიან გაფასებთ და მიყვარხართ! თქვენი:ანასტასია |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.