კლდის პირას
იქ სადაც ოდესღაც ყველაზე ბედნიერი იყო, ახლა ყველაზე უმწეოდ გრძნობდა თავს. იმ მთის წვერზე სადაც ერთ დროს მისი ახალი ცხოვრება დაიწყო, დღეს იქვე დასრულდა. იდგა კლდის პირას დაგაჰყურებდა ერთ დროს მათთვის უსაყვარლეს ხედს, ახლა კი მისთვის ერთ დიდ შავ უფსკრულად ქცეულს. ფიქრობდა... ფიქრობდა ყველასა და ყველაფერზე, თან ფილტვებს ღრმად ივსებდა ჰაერით თითქოს უკანასკნელ წამებს ითვლისო. იდგა და გაჰყურებდა ერთ დროს სსაყვარელ, ახლა კი ყველაზე მტკივნეული მოგონებების გამხსენებელ ორ ერთმანეთში ჩახლართულ,ჩაზრდილ ხეს, იმს სანუკვარ დროს მათ ნიშნად რომ აერჩიათ. სწორედ, ხეების მსგავსად ერთმანეთში ახლართულები გაჰყურებდნენ ხოლმე ულამაზესს ხედს. ყოველთვის ერთად მოდიოდნენ. ამ დღესაც ასე მოხდა, თუმცა ახლა სრულიად მართო იდგა კლდის პირას და გონებაში მოგონებებთან ერთად გაფუჭებული ფირივით უტრიალებდა იმ ერთადერთის ბოლო სიტყვები: -"ყველაფერი არ დაიწყო ისე, რომ ვერც გავიგეთ. გულახდილმა საუბრებმა და ჩვევად გამხდარმა,უბრალო ჩახუტებებმა გვაიძულა ერთად ყოფნა"- ყველაზე მეტად ამ სიტყვამ ატკინა გული იმ წამს. -"ჰო გვაიძულა! რადგან გვეგონა რომ, სწორედ ეს იყო ცხოვრების მთავარი აზრი თუმცა ასე არ ყოფილა, ჰომ მეთანხმები?!აბა რაა"- მისი ეს სიტყვები იმ დროს თავის დამშვიდებას უფრო ჰგავდა, მაშინ როცა მე მდუმარედ, გაყინული სახით მზერა ორ ახლართულ ხეზე მქონდა გაშეშებული, ის კი კვლავ აგრძელებდა მისთვის დალაგებულ საუბარს, ჩემთვის კი უბრალო სიტყვების რახა-რუხს. მაგრამ რა მნიშვნელობა ჰქონდა? ორივეს ბოლო ხომ მაინც ერთი იყო... -"ბელს"- ისე მომმართა რო,როგორც სჩვეოდა თუმცა ამ წამს უფრო ცივი მომეჩვენა მის მიერ წარმოთქმული ჩემი სახელი -"ყველაფერი შემთხვევით დაიწყო და დროა გამიზნულად დასრულდეს ბელს!"-განაჩენივით გაისმა მისი ეს წინადადება ჩემთვის. -"დასრულდეს იქ სადაც დაიწყო! მაპატიე არ შემიძლია... ბედნიერებას გისურვებ."- და წავიდა. -"ანაბელ! ჩემი აღმოჩენილი საოცრება იყავი,ხარ დაიქნები სამუდამოდ!"- წამის შემობრუნების შემდეგ მომაყარა უკანასკნელი სიტყვები და დამტოვა კლდის პირას. იმ კლდის პირას რომელმაც 'გვაიძულა' დაგვეწყო ეს ყველაფერი... ერთი საათი მაინც იდგა გაშეშებული, სრულიად მარტო და მხოლოდ თვალებს ახამხამებდა. მერე კი თითქოს გააზრების უნარი დაუბრუნდაო ისეთი ხმით იღრიალა თვითონვე შეკრთა, აკანკალდა... მუხლებზე დაეცა, ცრემლდბსაც მისცა გასაქანი და მათაც დაიწყეს მთის მდინარესავით ჩქარა ჩქეფა ამ წამს ყველაზე ტკივილიან სახეზე... ტიროდა, მთელი ხმით ღრიალებდა და ასე ცდილობდა უზარმაზარი ტკივილის ჩაქრობას, თუმცა ამაოდ... უცნაური შეგრძნებები ეუფლებოდა, თითქოს მის გულს ვიღაც ეხებოდა, ჩხვლეტდა და ბოლოს ისე უჭერდა ხელს, რომ სუნთქვასაც კი უკრავდა... ხმაც ჩაუხჩა... ცრემლებიც კი დაუშრაა, თუმცა ვერაფრით პოულობდა ძალას რომ აქედან წასულიყო. ამ სამყაროს ერთადერთი საყრდენი ისე გამოეცალა ვერც კი გაიაზრა. ერთადერთი რაც ახლა გონებაში უტრიალებდა და რისი ძალაც ეყო გაფრენა იყო... ჰო გაფრინდა... იმ კლდიდან გაფრინდა სადაც ერთ დროს ცხოვრების ახალი სტიმული იპოვა და ახლა სამუდამოს დაკარგა და თვითონაც სამუდამოდ გაქრა. ღმერთთან გაფრინდა, თავისი განუყრელი,ცისფერი, ფრიალა კაბით და საბოლოოდ გაშორდა ამ ტკივილიან და უსამართლო ცხოვრებას. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.