შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სასიყვარულო თამაშები ( თავი 2)


4-07-2019, 17:46
ავტორი sabah alkhyr
ნანახია 3 657

(წარსული)
ნახევრად ჩაბნელებულ კლუბში, ერთფეროვან მუსიკას გუგუნი გაჰქონდა და თავს ატკიებდა. უკვე მერამდენედ გადაწყვიტა გონებაში, რომ ამდგარიყო და წასულიყო, მაგრამ რატომღაც ფეხს ითრევდა, თითქოს რაღაცას ელოდებოდაო. ბარის მაგიდასთან მაღალ სკამზე იჯდა, ვისკის წრუპავდა და სტრიპტიზის მოცეკვავე გაფიჩხინებულ გოგოებს უყურებდა, კლიენტები საცვლებში ფულს რომ უტენიდნენ. ერთი შეიკურთხა და ზიზღნარევი სახით დახლისკენ შემობრუნდა, გულს ურევდა ყველა ის ქალი, ვინც თავის ღირსებას ფულზე ყიდდა.
ბარმენს ჭიქა კიდევ ერთხელ შეავსებინა, სულმოუთქმელად მოიყუდა, ფული დახლზე დაუტოვა და ის იყო წასვლას აპირებდა, რომ ზურგზე ვიღაც აეკრა. მოულოდნელობისგან შეცბა და ადგილზე შეხტა, გაშეშდა. წელზე ვიღაცის პატარა ხელები ეხვეოდა და მის პერანგს მთელი ძალით უჭერდა კლანჭებიან თითებს. წელიდან მისი თხელი ხელები მოიშორა, მოულოდნელი სტუმრისკენ შებრუნდა და მისი სილამაზის დამნახავს სახე მოულოდნელად გაებადრა. გოგონაც უღიმოდა და თითისწვერებზე იწეოდა მამაკაცის სიმაღლეს რომ გათანაბრებოდა. მისმა ხელებმა წელიდან კისერზე გადაინაცვლეს და პატრონი მამაკაცის მკერდზე ააკრეს. მამაკაციც დაჰყვა მის ნებას, წელზე ხელები ძლიერად შემოხვია და გულში ჩაიკრა.
-მისმინე, უბრალოდ ამყევი კარგი? თამაშში ამყევი, გთხოვ, - მუდარანარევი ხმით ჩასჩურჩულა ყურში და ოდნავ მოშორდა მამაკაცისთვის თვალებში რომ ჩაეხედა, - დამეხმარე,-მამაკაცმა გაუღიმა, ისევ გულში ჩაიკრა და იქაურობას თვალი მოავლო, უკვე მიხვდა რა გაჭირვებაც ჰქონდა გოგონას.
-სად არიან?
-შენს უკან, დახლთან დგანან და გვიყურებენ.
-ვინ გინდა ვიყო, შენი ძმა თუ მამა, - ბარის სკამზე მიუთითა დაჯექიო, - დალევ რამეს?
-კი თუ შეიძლება. არც ძმა მაწყობს და არც მამა, ჩემი შეყვარებული უნდა იყო, - მორიდება ნარევი ხმით უთხრა მამაკაცს და ვისკიანი ჭიქა გამოართვა.
-როგორი მაცდუნებელი შემოთავაზებაა.
-სხვა გზა მართლა არ მაქვს. ერთი საათია მოვედი და აქ შემოსვლისთანავე ციგნის ბავშვებივით დამდევენ.
-და სახლში რატომ არ წახვალ?
-მეშინია.
-ჩემი რატომ არ გეშინია, რა იცი, რომ მეც მათნაირი არ ვარ?
-არ ვიცი, მაგრამ ერთის მოშორება უფრო ადვილი იქნება ვიდრე სამის,-ჩაიცინა და მამაკაცის ღიმილიან სახეს რომ ჰკიდა თვალი ცოტა მოეშვა.
-კარგი, მაშინ რახან მენდობი, იმედი მაქვს რომ შენს სახელს მეტყვი. რადგან შენი შეყვარბული ვარ შენს შესახებ მცირეოდენ ინფორმაციას უნდა ვფლობდე,-გაუღიმა ისევ და შუბლზე ჩამოშლილი გრძელი, შავი თმა ყურს უკან გადაუწია.
-მე ანა.
-გაბრიელი.

---
(აწმყო)
-გაბრიელ შენ გელაპარაკები, არ გესმის? - წარსული მოგონებებიდან ანას ხმამ გამოაფხიზლა. მანქანას აშკარად ინსტიქტურად მართავდა, - გაბრიეელ, კონტაქტზე ხარ?-კიდევ ერთხელ ჩაუძახა ყურში და როგორც იქნა მოიყვანა გონებაზე.
-ჰა,ჰოო მესმის, მესმიე. რა გინდოდა? - ფიქრებიდან გამოერკვა და სკამზე ოდნავ წამოიწია, გზას თითქმის ვერ ხედავდა ისე ძლიერად წვიმდა.
-მე ისევ იქ ვცხოვრობ თქო, ამას გეუბნებოდი.
-ხოო ვიცი.
-გავცდით.
მოსახვევში მკვეთრად მოუხვია და იმ ქუჩაზე შეუხვია, სადაც ანას სახლი იყო. ეს სახლი გაბრიელის საკუთრებასაც წარმოადგენდა, რადგან მაშინ, როცა ანა ბინის ყიდვას აპირებდა, საკმარისი ფული არ ჰქონდა და მამაკაცმა დაუმატა. აქ ერთად ცხოვრობდნენ, ერთ ოთახში ეძინათ და ერთ სამზარეულოში ტრიალებდნენ. ერთი შეხედვით ეს ძალიან პატარა ბინა არავის მოეწონებოდა, მაგრამ მათთვის ბედნიერების,, ბუდეს" წარმოადგენდა.
მანქანა სადარბაზოს წინ გააჩერა და საქარე მინაზე ჩამომავალ წვიმის წვეთებს თვალი გაუშტერა. არ იცოდა რა ექნა, დამშვიდობებოდა თუ მასთან ერთად წასულიყო, იჯდა და ანას ხმის ამოღებას ელოდებოდა.
-აბაა,-დაიწყო ანამ, - მე უნდა წავიდე, - გაუღიმა და ღვედი შეიხსნა.
-მოიცადე, - დასისხლიანებული ხელი ჩასჭიდა მაჯაში და თავისკენ მიიზიდა,-ცოტახანი იყავი, ტაქსისტის როლს ნუ შემასრულებინებ.
-ტაქსისტობა რა შუაშია? - განაწყენდა ანა და კარის სახელურს ხელი უშვა.
-კარგი ვიხუმრე, უბრალოდ მინდა, რომდარჩე, - ტკივილისგან წარბები შეკრა, როცა ანამ დასისხლკანებულ ხელზე თითი გადაუსვა.
-გტკივა?
-ცოტა.
-სახლში მოგხედავენ?
-მარტო ვცხოვრობ, ანნა.
-მანქანა ფარდულში შეაყენე, - მოულოდნელად წარმოთქვა და ჩანთაში ავტოსადგომის გასაღები მოძებნა. მამაკაცი მის ნებას ბედნიერი დაჰყვა და შიგნით შესულმა მანქანა თავისუფალ სადგომზე გააჩერა.
ლიფტი ნელა მიიწევდა ზევით. მაშინ არ დაფიქრებულა, მაგრამ ახლა მიხვდა, რომ ეს ლიფტი მეექვსე სართულზე ასასვლელად საუკუნეს გადიოდა. უყურებდა მის წინ მდგარი ლამაზი ქალის სახეს და ვერც კი იჯერებდა, რომ ამდენი ხნის შემდეგაც შეიძლებოდა იმ გრძნობების აღდგენა, რომელიც (შენი აზრით) უკვე დახშობილი და ამოშლილი გქონდა გონებიდან.
ანამ ბინის კარი უჩუმრად გააღო და მამაკაცს შიგნით შეუძღვა. ნაცნობი კედლები, ნაცნობი ავეჯი, ისევ ის სურნელი სახლში, სიამოვნებისგან გააცახცახა და ანას ოთახში(მაშინდელ ანასა და გაბრიელის) შეაბიჯა. ისევ ის კედლები, ავეჯი, სურათები. სურათები, ეომელმაც გაბრიელში სიხარული და სევდა ერთნაირად გამოიწვია.ანას ჯერ კიდევ ჯქონდა ჩარჩოში ჩასმული მათი ფოტოები, ყოველდღე რომ იღებდნენ და ჩარჩოში სვამდნენ.
-ვერ შევძელი ფოტოების გადაყრა, - ზურგს უკან მოესმა მისი ხმა და ლოყაზე ჩამოგორებული მარტოსული ცრემლი მოიწმინდა, - ვცადე, მაგრამ ვერ შევძელი. დიდი ხნის განმავლობაში მეგონა, რომ ეს ყოველივე სიზმარი იყო, შენ ერთ დღესაც დაბრუნდებოდი და ამათ რომ ვერ ნახავდი გეწყინებოდა,-ხელიდან გამოართვა ვარდისფერი ჩარჩო, - გახსოვს ეს დღე?
-რა დამავიწყებს, მაშინ იმ დონემდე დავთვერით შენ მე ხელი მთხოვე და მეც დაგთანხმდი, - ჩაეცინა მამაკაცს და ანას ყვრიმალზე ბერა თითი გადაუსვა, - ახლა მე ეომ გთხოვო ცოლობა, დამთანხმდები?-გოგონამ გაოგნებულმა ახედა, ეგონა ლაზღანდარაობდა, მაგრამ მის თვალებში სრული სერიოზულობა იკითხებოდა.
-გაბრიელ, იმას ნუ მეტყვი რასაც მერე ინანებ. წამოდი ხელს შეგიხვევ.
-შენთან გატარებული დრო არასოდეს მინანია და არც ამ წამს ვინანებ, - შეუბღვირა და წინ მიმავალს გაჰყვა.
ქალისთვის თვალმოუშორებლად იტანდა ტკივილს, მაგრამ ახლა მისთვის ეს ტკივილიც კი საამო იყო. სპირტიანი ბამბის ყოველ დადებაზე სახეს ტკივილიანად მანჭავდა, მაგრამ წარბებს უმალვე ხსნიდა ქალი სულს რომ უბერავდა სიმწარის ჩასაქრობად. მისი ოდნავ გახსნილი ბაგეები, რომლებიც მამაკაცის ნატკენ ხელს სულს უბერავდა, იწვევდა და საკოცნელად იზიდავდა მას.
-გტკივა? - ბინტის გადახვევა დაამთავრა ანამ და იმდროის განმავლობაში პირველად შეხედა თვალებში,-წამალს დაგალრვინებ და ტკივილი გაგივლის.
-აღარ მტკივა შენი წყალობით. მადლობა, - გაუღიმა და მის წინ პატარა მაგიდაზე მჯდარი ანა ახლოს მიიზიდა. ვერ მოასწრო გაწევა ისე მოულოდნელად დაეწაფა მის მწველ ბაგეს მამაკაცი და მუხლებზე გადაისვა. მამაკაცის ძველ მაისურში გამოწყობილს ხელი თეძოზე აუსრიალა და წელის გავლით მკერდამდე მიაღწია, ანას ხელი რომ იგრძნო და ადგილზე გაიყინა.
-გაბრიელ არ გინდა. გთხოვ,-მუდარანარევი ხმა ამოუშვა და ჯერკიდევ თვალგაუხელელმა მამაკაცის მხარში ჩარგო თავი, მისთვის ცრემლები შეუმჩნეველი რომ გამხდარიყო,-უნდა წახვიდე,აქ ვერ დარჩები.
-შენ ასე გინდა? - სევდიანად გაუღიმა ანას და სოფაზე მის გვერდით გადასვა.
-მინდა.
-მაშინ წავალ, - გაუღიმა ისევ და ყელში, მფეთქა არტერიაზე თბილი კოცნა დაუტოვა, - შენი ნების საწინააღმდეგოდ არასოდეს წავალ და არც არასდროს არაფერს დაგაძალებ,- ფეხზე წამოდგა, ქურთუკი აიღო და კარისკენ გაემართა.
-ისე, კარგი იქნება ამ დღეს უბრალოდ სიმთვრალეს თუ მივაწერთ და დავივიწყებთ, - ისე უთხრა თვალი მისთვის არ გაუსწორებია, ტერფებს უყურებდა და ადგილზე ცქმუტავდა. ხელი კარის სახელურზე მიეყინა, შუბლი რკინის, ცივ კარებს მიაყრდნო და მაინც იმედიანად ჩაეკითხა.
-ანუ გინდა დღევანდელი მომხდარი დავივიწყოთ და ხვალ ურთიერთობა თავიდან დავიწყოთ? გინდა ერთმანეთი თავიდან გავიცნოთ?
-არა გაბრიელ. მინდა წახვიდე და უკან აღარ დაბრუნდე.
-ანნა…
-გაბრიელ, ვერ დავივიწყებ მომხდარს. ვერ მოვიქცევი ისე, თითქოს არაფერი მომხდარა, ვერ ვიტყვი, რომ ცუდი სიზმარი ვნახე, ვერ გავაგრძელებ ცხოვრებას ისე, როგორც ოთხი წლის წინ ვცხოვრობდი. შენს ყოველ დანახვაზე მუდამ ის ამბავი გამახსენდება, არ მინდა დაგტანჯო და ამით საკუთარი თავიც დავიტანჯო გაბრიელ. უბრალოდ მშვიდად ცხოვრება მსურს, ვერ მოხვალ და ვეღარ ამირევ ისედაც სიმწრით ნაშენებ, თითქმის მშვიდ ცხოვრებას. არ გაქვს უფლება. და ახლა გთხოვ, რომ წახვიდე და აქ აღარასდროს დაბრუნდე.
-და თუ გეტყვი, რომ ცხოვრებას აღარ აგირევ? - ზურგით მიეყრდნო კარს და თვალებში მიაშტერდა.
-არა გაბრიელ, როგორც არ უნდა დამპირდე, ჩემი ცხოვრების ყოველი წამი აირევა შენს დანახვაზე. გამიგე გთხოვ.
-ანნა…
-გაბრიელ წადი, წადი და უკან აღარ მოხვიდე. ჩათვალე, რომ მე შენს ცხოვრებაში არასოდეს მიარსებია და დამივიწყე.
-სულაც არ მინდა, რომ ჩემი მეხსიერებიდან ამოგშალო და დაგივიწყო. მაგრამ… თუ გინდა, რომ წავიდე, წავალ, მაგრამ არა იმიტომ, რომ შენ გინდა ასე, არამედ იმიტომ, რომ მე მინდა დასაფიქრებელი დრო მოგცე. დროებით, - კარი გამოაღო და სახე ცივ ჰაერს შეუშვირა. უცბად ჩაეღიმა, თავი შემოაბრუნა, ჩემი მაისური გიხდებაო უთხრა და კარი გამოიხურა. კაპიუშონ ჩამოფარებული მანქანაში ჩაჯდა, ავტოსადგომიდან გავიდა და პირველი შეხვედრის დანარჩენი მომენტებიც გაიხსენა:
"-მე ანა. - გაბრიელი…"



№1 სტუმარი Mari

ძაან კაიიყო გააგრძელეე❤და მალედადე შემდეგი თავი????

 


№2  offline მოდერი sabah alkhyr

Mari
ძაან კაიიყო გააგრძელეე❤და მალედადე შემდეგი თავი????

მადლობა ძალიან დიდი❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent