შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიზმრების მცველი(4)


5-07-2019, 19:06
ავტორი dara
ნანახია 2 722

რამდენიმე დღე სახლში გაატარეს,ანასტასიას ფეხი ისევ ტკიოდა ამიტომ ალექსანდრე არ აძლევდა სახლიდან გასვლის უფლებას.
-კარგად ვარ!შმიძლია ავდგე!
-არა იწვები ჯერ კიდევ არ გამოიყურება კარგად!
-როდის მერე ხარ ექიმი?მე ბიზნესმენი მეგონე!
-კარგი მაშინ ახლა წავიდეთ და ნამდვილ ექიმს ვკითხოთ!-ხმას აუწია ალექსანდრემ.
-არა არა ექიმი არ გვინდა!მართლა გამიარა რა საჭიროა?!
-დარწმუნებული ხარ?!მგონი თუ ადგომა გინდა ჯობს ექიმს ვკითხოთ?!-ეშმაკური ღიმილი აიკრა.
-არა გადავიფიქრე არ მინდა ადგომა!ვიწვები!-სწრაფად მიიღო საცოდავი სახე და ალექსანდრემაც ატეხა სიცილი.-ცუდი ბიჭი ხაარ!-სწრაფად აიღო ბალიში და ესროლა.
-ძაან ხო არ გამითამამდი შენ?-უცებ დაისერიოზულა სახე.ოთახში ლეკვი შემოვიდა ალექსანდრემ გარეთ არ გავაგდებო და დაიტოვა.-მობრძანდი თქვენო უდიდებულესობავ!მოკლედ რა ამ სახლში მემგონი მსახური ვარ!-თავისთვის ამოიბუტბუტა მაგრამ ტაისამ გაიგო.
-ალექსანდრე შეგიძლია მე წვენი და ძაღლს რძე მოგვიტანო?!-ლეკვი აიყვანა და საწოლში ჩააწვინა.
-რა თქმა უნდა აქ დროებით თქვენ ხართ დედოფლები!-თავისთვის ჩაიბუტბუტა და კარში გაუჩინარდა,მალევე გამოჩნდა წვენითა და რძით ხელში ანასტასიას მიაწოდა ხოლო ძაღლს იატაკზე დაუდგა.-აბა თქვენო უდიდებულესობავ ჩამობრძანდით და მიირთვით!-ძაღლი მართლაც დაემორჩილა.-ჭკვიანი გოგო ხარ!
-რას არქმევ?
-რა ვიცი ჩემ დას მაგონებს და ლიზას დავარქმევ!-გაიცინა და ლეკვს მოეფერა.
-აუფ ლეკვს დის სახელს არქმევ?
-ხო რა იყო რო ჩამოვა მომკლავს!-კიდევ უფრო ხმამაღლა გაიცინა.
-აუ მომწყინდა რა ასე ჯდომა!უფრო სწორად წოლაა!
-ნუ წუწუნებ!
-არა ვიცოდი რომ სიკეთით დიდად არ გამოირჩევი მაგრამ....
-შენ რა იცი?
-ის რაც შენ გააკეთე....
-ხო რაც მე გავაკეთე....ამას კარგი ადამიანი არ გააკეთებდა მართალი ხარ!-ფეხზე წამოდგა და კარისკენ წავიდა,მხოლოდ მის მიხურვამდე უთხრა რამდენიმე სიტყვა:-დასვენება გჭირდება!დაიძინე!-კარი დახურა და სიმძიმე იგრძნო,იგრძნო როგორ მოაწვა სისხლი.უნდოდა საკუთარი თავი ეცემა,უნდოდა დატანჯულიყო და ამას ვერ ახერხებდა,ებრალებოდა ალექსანდრე რომელ;იც იმასაც ვერ ახერხებდა თავი მოეთოკა.ესმოდა ანასტასიას ტკივილი და თავს ვერ პატიობდა მის ტანჯვას,არ უნდოდა ასე მომხდარიყო...ამაზე არც კი უფიქრია...უნდოდა დრო დაებრუნებინა და ისევ ისე გაეგრძელებინა როგორც იყო...მაგრამ ამას ვერ შეძლებდა ამიტომ თავს აიძულებდა ძალა მოეკრიბა და ტაისასთან ისე მოქცეულიყო თითქოს მისთვის ეს ქორწინება არ იყო ტკივილი.ახლა ლიზა მაინც რომ ყოფილიყო მასთან....მაგრამ არა ლიზას ვერ ეტყოდა,ის ისეთი ფეთქებადი იყო შესაძლოა ტაისასთვის მოეყოლა,როგორ უნდოდა ამ კოშმარში თავად არ ყოფილიყო მთავარი გმირი ტავად არ შეექმნა ეს სიტუაცია და სხვისი გრძნობებით არ ეთამაშა მაგრამ ასე ხომ ყველაფერი ცუდად იქნებოდა...იმაზე ცუდად ვიდრე ახლაა.-მოკეტე ტვინო გთხოვ!-თავზე ხელები მიიჭირა...უნდოდა აზრებს გაქცეოდა...იმ მომწამვლელ აზრებს რომლებიც ასე ტანჯავდნენ,ტვინს უღრღნიდნენ.-შენი დედა*****-დივანზე იჯდა და ფიქრობდა...შემდეგ ხმამაღლა წამოაყვირა და შეამჩნია როგორი გაოცებული უყურებდა ლეკვი.-მოდი აქ პატარა!შენც გეშინია ჩემი?თუ შენც გძულვარ!იცი არ მინდა გძულდე ან ჩემი გეშინოდეს!შენ მაინც გიყვარდე რა მოხდება!იმიტომ რომ მე შენ ძალიან მიყვარხარ!-თავზე ეფერებოდა და თან ბუტბუტებდა.ლიზაც მიეხუტა თითქოს იგრძნო რასაც განიცდიდა და მანაც იგრძნო გაჭირვება.-კარგი თქვენო უდიდებულესობავ ნუ მოიწყენთ!წამოდი რამე ვიყიდოთ თორემ შიმშილით მოვკვდებით!კარგი საყვარელო?კარგი?რა კარგი ხარ?!რატომ ხარ ასეთი კარგი?!-ისევ ჩაიცინა და სახლიდან გავიდა.-კარგი რა ლიზაა სად გარბიხარ მოიცადე!დამელოდეთ თქვენო უდიდებულესობავ დაიკარგებით!-სწრაფად გაეკიდა მერე უცებ დაიჭირა.-დაიკარგები და შენი მოძებნა გამიჭირდება პატარა ასე რომ შევეცადოთ არ დაიკარგო!-ელაპარაკებოდა როცა ისევ დაუსხლტა თამაში უნდოდა და კუდისქიცინით გაიქცა.-თქვენო უდიდებულესობავ გავბრაზდები!
-აბაა!ვის გამოექეცი ლამაზო?!-ლიზა პირდაპირ ვიღაც გოგონას ხელში აღმოჩნდა.
-სად წახვედი ლიზაა!კარგი რაა!
-შენ ხარ ლიზა?მოდი ვიკითხავ!....უკაცრავად ამ პატარა ლეკვს ხომ არ ეძებთ?
-დიახ!გმადლობთ!მოდი ჩემთან თქვენო უდიდებულესობავ!
-ძალიან საყვარელი ძაღლია!
-გმადლობთ!
-ელენა!
-ალექსანდრე!სასიამოვნოა თქვენი გაცნობა!
-ჩემთვისაც!....-დიდხანს უყურენდა ბიჭს მერე უცებ გონს მოეგო და უკან სვლა დაიწყო.-ნახვამდის!
-კარგად!-გაეცინა გოგონას დაბნეულობაზე და ისევ გზა განაგრძო.
სახლში მისულს ანასტასია ოთახში არ დახვდა ამიტომ მთელს სახლში დაუწყო ძებნა,უეცრად კაბინეტში იპოვა და ძალიან გაბრაზდა.
-რას აკეთებ აქ?!-ზედმეტად მკაცრი იყო ნაკანი.
-მე უბრალოდ...-ლუღლუღებდა გოგონა.
-რა შენ უბრალოდ რააა?!არ გაგაფრთხილე რომ ჩემს არც ერთ კაბინეტში არ უნდა შეხვიდე>-დაიღრიალა და ანასტასია უეცრად შეხტა.-საერთოდ რატომ ადექი ხომ გითხარი დაისვენე მეთქი!რატომ გინდა გამაგგიჟო?!იმდენად გინდა წინააღმდეგობა გამიწიო საკუთარ თავსაც არ ინდობ არა?!როგორც გინდა ისე მოიქეცი ყველაფერი ზედმეტია!გადი და აქ აღარასდროს შემოხვიდე!-ანასტასია სასწრაფოდ გავარდა,ალექსანდრე მაგიდას ხელებით დაეყრდნო და მძიმედ დაიწყო სუნთქვა.შემდეგ უეცრად დაიწყო რაღაცის ძებნა,რაღაც საბუთები აიღო და სწრაფად შეამოწმა.-გადავრჩი არ უნახავს!გადავრჩი!იდიოტი ხარ ალექსანდრე სადმე ადგილი უნდა მოუძენო ამ საბუთებს მან არ უნდა იპოვოს არ უნდა იპოვოს!
........................................................................................................
ანასტასია ტირილით გამოვარდა ოთახიდან.
-ვერ გიტან! ვერ გიტან!ვერ გიტაან!-ჭიქა აიღო და პირდაპირ კედელს ესროლა.-თითქოს ძალიან გადარდებდეს ჩემი ჯანმრთელობა!ღმერთო რატომ მსჯი!რა დავაშავე?ამდენს ვეღარ ავიტან!მეზიზღებააა!მძულს!-დაიღალა ვეღარ უძლებდა.
....................................................................................
სანაპიროსთან იჯდა და ზღვას უყურებდა.თითქოს გრძნობები ეშლებოდა,როგორ უნდოდა ყველა გრძნობა ქარს ან ზღვის ტალღებს წაეღო.ამნეზია დამართნოდა ან რაიმე ისეთი რაც ყველაფერს დაავიწყებდა.
-რა ჯანდაბაა!-უეცრად თავზე ვიღაც დაეცა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.-მაპატიეთ გთხოვთ!
-პატარა გოგო იქნებ დაუკვირდე სად მიდიხარ?!-უხეშად ახედა ბიჭმა.
-იქნებ შედარებით ზრდილობიანად გესაუბრა უცხოებთან!-გოგომაც ირონიული ღიმილი მიაგება.
-წადი!
-ვერ მიბრძანებ რა გავაკეთო!
-უბრალოდ წადი მარტო მინდოდა ყოფნა!
-მოიცა ეს რა ცრემლია?-ლოყაზე ხელი მიადო და ცრემლი მოწმინდა.-კარგად ხარ?
-არ არის ცრემლი მომშორდი!
-ცუდად ხარ!
-ასეც რომ იყოს შენ რა?!მითხარი!
-მე...შემიძლია მოგისმინო თუ ეს გინდა!
-სრულიად უცხო ადამიანს მოვუყვე ის რაც მაწუხებს?
-ზოგჯერ ასე უფრო ადვილია!-მის გვერდით კომფორტულად მოკალათდა.
-ხო შეიძლება ეგრეც სჯობდეს მაგრამ მე უკვე ახლობელსაც ვეღარ ვენდობი!ასე რომ არ ღირს!
-როგორ არა!მისმინე არც კი გიცნობ ასე რომ ვერ შევძლებ შენი პრობლემა შენსვე წინააღმდეგ გამოვიყენო ასე რომ გაგიადვილდება თუ მიამბობ!მე კი აუცლილებლად მოგისმენ!
-დიდხანს არ მოგიწევს აქ ყოფნა შემიძლია ერთი წინადადებით გითხრა:საყვარელმა ქალმა ასე რომ ვთქვათ მიღალატა და ცოლად სხვას გაყვა!-გოგონას ხმა არ ამოუღია პირველად იყო როცა თავს გაჩუმება აიძულა.
-ხედავ ხმას ვერ იღებ!არ მჭირდებოდა შეცოდება!
-არა არა არ მეცოდები მე უფრო...თანაგიგრძნობ!უბრალოდ ვთვლი რომ ასეთ ამბავში მესამეს არავინ თხოვს აზრი გამოთქვას მან უბრალოდ უნდა მოისმინოს გესმის?!
-გასაგებია მაგრამ მაინც იქნებ მითხრა რაიმე!
-არ ვიცი იქნებ მასაც ჰქონდეს თავის გასამართლებელი მიზეზი!
-ბევრჯერ ვთხოვე აეხსნა მაგრამ უბრალოდ ამბობს რომ შეუყვარდა...დაშორებიდან ერთ კვირაში გათხოვდა!
-სიყვარული ის მიზეზია რომელსაც დამატებითი ახსნესბი არ სჭირდება!ამ გრძნობაზე დიდი და დიადი არაფერი არსებობს გესმიის?სიყვარულს მიზეზები არ სჭირდება!
-ხო მაგრამ როცა გიყვარს ბედნიერი უნდა იყო ხომ ასეა!
-არ არის აუცილებელი სიყვარულს ხომ ტკივილიც მოაქვს და სიმართლეს თუვიტყვით ყველაზე ბევრი მაინც ტკივილი მოაქვს!
-როგორც ჩანს გამოცდილი ხარ ამ საკითხში პატარა გოგო!
-არა მაგრამ დამინაახავს შეყვარებული ადამიანი და ის ჩემთვის სამაგალითო კაცია!
-მამაშენი თუ შენი რომელიმე ნათესავი?!
-არა მე მას არ ვიცნობ უბრალოდ შემთხვევით მოვისმინე მისი საიდუმლო რომელსაც არავის ვეტყვი!მხოლოდ ერთი ვიცი ის კაცი გმირია ჩემს თვალში!
-საინტერესოა ვინ არის ასეთი!
-ხომ გითხარი არც მე ვიცი!
-კარგი პატარა გოგო მე წავალ თორემ მალე გამომაკითხავს ჩემი ძმაკაცი და ყურით წამათრევს!-ფეხზე წამოდგა და შებრუნდა თუმცა ისევ გამოხედა.-ხო მართლა მე ანდრია ვარ!
-ეს ხომ არ უნდა გეთქვა!-გაეღიმა გოგოს.
-გენდობი!
-ელენა!
-ნახვამდის პატარა გოგო!
-სახელი გითხარი!-არ გამოუხედავს თითქოს ვერც გაიგო მისი ხმა.
..........................................
ერთ დღეს ალექსანდრე სახლში გვიან დაბრუნდა.ოთახში შესულს ანასტასია უკვე დაწოლილი დახვდა თავადაც მოწესრიგდა და გვერდით მიუწვა ხელი მოხვია და თავისკენ მიიზიდა.
-რას აკეთებ!
-გთხოვ უბრალოდ ჩამეხუტე!
-ახლავე გამიშვი!მე შენ არასდროს...
-გემუდარები ტაისა ახლა ძალიან ცუდად ვარ უბრალოდ ჩამეხუტე ძნელს ხომ არაფერს ვითხოვ!-თვალები დახუჭული ჰქონდა.ანასტასიამ გვერდი იბრუნა და შეხედა.ალექსანდრემ თვალები გაახილა მისი შავები კიდევ უფრო მუქი გამხდარიყო...თითქოს მზერაც უფრო ღრმა იყო.ანასტასია ჩაითრია ამ ბნელმა სფეროებმა ალექსანდრესკენ მიიწია და ჩაეხუტა თითქოს იგრძნო როგორ სჭირდებოდა ეს მას.პირველად ამ ხნის განმავლობაში პირველს ალექსანდრეს ჩაეძინა ანასტასია კი უყურებდა მას თითქოს რაღაც აწუხენდა ძილშიც კი გრძნობდა მის დაძაბულობას და თითქოს ეს მის ძილზეც მოქმედებდა მაგრამ იბადებოდა კითხვა რა აწუხებდა მას?რა მნიშვნელობა ჰქონდა იმ ადამიანის ძილს რომელიც ასე ეზიზღებოდა?თუმცა ალბათ ესეც ადამიანური ფაქტორი იყო!
-საინტერესოა რამ მოახერხა შენი აფორიაქება ალექსანდრე ნაკანო!რამ გაალღო შენში არსებული ყინული!
დილით ადრე გაიღვიძა ალექსანდრეს ჯერ კიდევ ეძინა.ქვევით ჩავიდა და ყავის მზადება დაიწყო.მშვიდად მიირთმევდა და თან ლეკვს ეთამაშებოდა,ოთახში თმააბურძგნული აშკარად ახლაგაღვიძებული ალექსანდრე რომ შემოვიდა ჯერ კიდევ პიჟამა ეცვა,თვალები ნახევრად დახუჭვოდა და ისე მოდიოდა.ძაღლმა როგორც კი დაინახა მისკენ გაიქცა და შეახტა.
-ოჰ თქვენო უდიდებულესობავ...ლიზა გეყოფა გთხოვ ნუ მლოკავ!-იცინოდა და თან ეფერებოდა.-მგონი შენსავით ამ ქვეყნად არავის ვუყვარვარ პატარა!-ტაისა ამ ყველაფერს უყურებდა და სიცილს ვერ იკავებდა.-რა გაცინეებს?-გაკვირვებულმა გადმოხედა ალექსანდრემ.უცებ დასერიოზულდა.
-არაფერი გინდა რამეს გაგიკეთებ!
-თავად თქვეენ?!ღმერთო ეს რა პატივია!-თეატრალურად შეიცხადა.-არა გმადლობთ არ მშია და ასეც რომ იყოს თქვენ როგორ შეაწუხებთ!
-მორჩი დადგმაას?კარგია!...ლიზა მოდი ჩემთან გაჭმევ!-ლეკვი აიყანა თუმცა ის დაუსხლტა და ისევ ნაკანთან გაიქცა.-არ მესმის მე რა დავუშავე!
-რა ვქნათ ძვირფასო მე ვერავინ მიძლებს!
-ხო როგორ არა!...გუშინ...რა გჭირდა?
-შენ არ გეხება!
-ხო...არ უმდა მეკითხა!
-არა....კარგია რომ მკითხე უბრალოდ სამსახურის ამბებია და არ ღირს შენთვის მოსაყოლად!
...............................
დავბრუნდი!იმედი მაქვს მოგწონთ,მინდა გავამართლო ყველა თქვენი იმედი,მაბედნიერებს თქვენი კომენტარები და რაც მთავარია ისინი მე სტიმულს მმატებს.



№1 სტუმარი ლიზა აბაშიძე

ველი შემდეგს სულმოუთქმელად❤❤????

 


№2  offline წევრი izabella

მგონი უკეთესია ალექსანდრე და ანასტასია დასხდნენ და ილაპარაკონ მანამ, სანამ ურთიერთობა უფრო დაეძაბებათ.

 


№3  offline წევრი dara

ლიზა აბაშიძე
ველი შემდეგს სულმოუთქმელად❤❤????

დღეს აუცილებლად იქნებაა

izabella
მგონი უკეთესია ალექსანდრე და ანასტასია დასხდნენ და ილაპარაკონ მანამ, სანამ ურთიერთობა უფრო დაეძაბებათ.

მადლობა რომ კითხილობ და რჩევებს მაძლეევ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent