ძმები (თავი 4)
-რას მივაწერო თქვენი საქციელი ბატონო გამომძიებელო?_გაღიმებული მიუბრუნდა ლილუ დაუსახლებელ გზაზე წასულ გაბრიელს. -უბრალოდ წინდახედული გამომძიებელი ვარ მეტი არაფერი_თვალი ჩაუკრა საპასუხოდ ბიჭმაც -ფლირტიც გამოძიების ინტერესებში შედის? -და საიდან დაასკვენი რომ გეფლირტავები?_თითქოს და გაუკვირდა ბიჭს -დავიჯერო ყველა ეჭვმიტანილს ასე ექცევი? -კარგი, რადგან საქმეს შევეხეთ ასეც განვაგრძოთ, ლილუ ვხვდები რომ გეშინია, მაგრამ მე .... -არ მითხრა რომ დამიცავ, სისულელეა_ჩაეცინა გოგოს და ფანჯარაში გაიხედა, არც იცოდნენ სად იყვნენ, ფანჯრიდან მხოლოდ ხეები მოჩანდა. -რატომ? -ნუ მთხოვ ამის თქმას გაბრიელს, ვერც დამიცავ, შენ წარმოდგენაც არ გაქვს, არ იცი რა ხდება, დაგავიწყდა ბაჩოს გვამი როგორ მდგომარეობაში იპოვეს?ეს სასჯელია და მეტი არაფერი, ფეხები დააგლიჯეს ბიჭს წარმოგიდგენია მაინც?_ხმაში ცრემლების ნოტები გაეპარა ლილუს. -ესეიგი მათ იცნობ. -შენ მხოლოდ ეს გაიგე?_უხეშად მოიცილა ლოყაზე მალულად ჩამოგორებული ბურთულა გოგომ -ჩემგან ვერაფერს გაიგებ და ვიცი არც დამაძალებ. -ასე რატომ გგონია ლილუ? შენ ეჭვმიტანილი ხარ, ახლა უკვე დავრწმუნდი რომ არც თუ ისე უსაფუძვლოდ და მათ იცავ. მეტიც, ერთ-ერთი მათგანი ხარ_გულდაწყვეტილმა ამოთქვა გაბრიელმა და გოგოს დააკვირდა. -როგორც გინდა იფიქრე, მხოლოდ ერთს გეტყვი, ვიცი სხვა ცივსისხლიანებს არ გავხარ მხოლოდ საქმის გახსნა რომ აინტერესებთ და ადამიანები *იდიათ, ჩვენ, გარეშ პირებმა, ყველამ ცალცალკ ინფორმაცია ვიცით, რაც გაჟონავს მარტივად ამოსაცნობია ვისგან გავა, ხვალ ან ზეგ მე რომ მიპოვონ ბაჩოსავით აჩეხილი რას იგრძნობ? არ ინანებ რომ ახალგაზრდა გოგო საკუთარი ხელით გაიმეტე სიკვდილისთვის? შენ ხომ გამომძიებელი ხარ? თუ მართლაც ისეთი მაგრები ხართ როგორსაც წარმოაჩენთ თავს როგორმე ჩემი ორი წინადადების გარეშე გამოიძიე._მთელი ტანით ფანჯრისკენ შებრუნდა გოგო და ამითი აგრძნობინა საუბარი დასრულებულია. უხმოდ დაქოქა გაბრიელმა მანქანა, გოგოს სიტყვებმა მისთვის იმხელა შთაბეჭდილება იქონია თავადაც რომ ვერ იფიქრებდა, თუმცა ის მართალი იყო, გამომძიებელი იმიტომ გახდა, რომ ხალხი დაეცვა და დამნაშავეები განერიდებინა მათგან, რას იგრძნობდა ლილუც ისე ჩაფლული რომ ეპოვა? აშკარა იყო ვერასდროს მოინელებდა და ეს ამბავი მასაც შეიწირავდა, მერე რა რომ ეს გოგოც გარეული იყო ბანდაში? აშკარა იყო იქ თავისი სურვილით დიდად რომ არ ჩერდებოდა. უხმოდ მივიდნენ გოგოს ბინის პარალელულ ქუჩამდე და იქვე გაუჩერა მაქანა ბიჭმაც. -ბინასთან არ დაგტოვებ, ათასი თვალი და ყური არსებობს_ჩუმად ჩაილაპარაკა გაბრიელმა და კარის საკეტიც გაჩხაკუნდა. -მადლობა_იგივე ინტონაციით წაილუღლუღა გოგომაც და მანქანიდან გადავიდა. კარები რომ მოიკეტა შეყოყმანდა და არეული სახით მოუბრუნდა ფანჯარაში ბიჭს. -მხოლოდ ერთის რჩევა შემიძლია გაბრიელ, ისე ფრთხილად იყავი როგორც არასდროს. უკუნით სიბნელეში გადაჭრა გზა ლილუმ და თავისი ბინისკენ წავიდა, თითქოს მთელ სხეულზე გრძნობდა ვიღაცის გამჭოლ მზერას, მაგრამ აკვიატებულ მოლანდებად ჩათვალადა, თითქმის სადარბაზოსთან იყო მისული მშვიდდ ამოსუნთქვა რომ გადაწყვიტა. სულ ტყუილად. -ნაგაზმა მოკითხვა შემოგითვალა_სიგარეტი გადააგდო სადარბაზოსთან აჩრდილივით მდგომმა გამხდარმა სხეულმა და ლამის გული გაუხეთქა ქალს. -ჩემგანაც მოიკითხე_არც კი შეჩერებულა ისე სწრაფად დაუბრუნა პასუხი ლილუმ და გულგახეთქილი ეცა იქვე პირველ სართულზე მდებარე ბინის კარს. ვერაფრით დაივიწყა გაბრიელმა ლილუს სიტყვები. მთელი საღამო ყურში მეორდებოდა ზარივით ნათქვამი ფრაზები და ბიჭს მოსვენებას უკარგავდა, სამუშოს გული ვერ დაუდო, სახლში მისული კი ორმაგად აღმოჩნდა ჩაბეჭდილი სიტყვების ტყვეობაში. როგორც ჩანდა იოანეს კლუბში წასვლა გადაეწყვიტა, ზოგჯერ ასეც იქცეოდნენ, როცა საქმე ჩიხში შეუვიდოდათ გონების სხვა თემაზე გადართვა აუცილებელი იყო. იმდენად მობეზრდა ყურში ნაცნობი სიტყვების განუწყვეტელი შრიალი ნახევარ საათში თვითონაც შეაღო კლუბის კარები და ძმა თვალებით მოძებნა. მალევე მიაგნო, იოანე ნენეს მიჯდომოდა ბართან და გაცინებული უკრავდა ტაშს გოგოს ახალი ილეთების შესრულებაზე. -გაბრიელ_გაკვირვება აშკარა იყო ბიჭის ხმაში. -ყურადღების გადატანა არც მე მაწყენდა_ნენეს გახედა ბიჭმა და სასმელი თხოვა. -ვინმესგან თუ რამესგან_თითქოს უგულოდ კითხა ძმას და არც შეუხედავს ისე მოსვა თავისი სასმელი. -შენს საქმეს მიხედე_უჩვეულოდ მკაცრად შეუბღვირა ძმას და მოცეკვავეებს შეერია, ოღონდ ეს თავში მოკაკუნე ხმა გაეჩუმებინა და დინამიკების წინაც კი იცეკვებდა. -კარგადაა?_გაკვირვებული ადევნებდა ნენე თვალს უცნობ გოგონასთან მოცეკვავე გაბრიელს. -ფაქტია არა, მაგრამ მოცეკვავე ძმას ვხედავ ხალხოოო_მთელი ძალით შეყვირა სკამიდან წამომხტარმა იოანემ და სასმელი გაცინებულმა გადაკრა ბოლომდე. -არ ხარ ნორმალური_ნენესაც გაეცინა მის შეხედვაზე. -მე რომ ვეჭვობ ის თუ გამართლდა აი მერე ნახე შენ ჩემი გაფრენა_თვალის ჩაკვრით მიეფერა იოანე გოგოს ლოყაზე და იმ წუთას შემოსული გიორგისკენ გაემართა. -ამიტომაც მინდოდა თქვენც გცოდნოდათ ყველაფერი ბატონო დაჩი_დაღლილი თვალებით ახედა გაბრიელმა უფროს. -გასაგებია გაბრიელ_ფანქარი გვერდით გადადო უფროსმა გამომძიებელმა და ბიჭს დააკვირდა, -მაგრამ ჩემთან რატომ მოხვედი? ასეთი ინფორმაციით აქამდე არ მოსულხარ, რისი დამატება გინდა? რას აპირებ? -ბატონო დაჩი, აქ მუშაობა იმისთვის არ დამიწყია რომ ჩემი მიზეზით ვინმე მოკვდეს, მითუმეტეს ახალგაზრდა ქალი, მაგრამ არც რისკის გარეშე ხდება საქმის გახსნა. იმასაც ვფიქრობ ვინ შეიძლება იყოს ისეთი, რომ ასეთ შიშის ზარს სცემს ხალხს? ვფიქრობ ქალაქში მომუშავე არავინ, ამიტომ მოვედი, სხვის საქმეებს არ ვიცნობ, იქნებ ვინმე იძიებს ჩემთვის სასარგებლო საქმეს, იქნებ ვინმე გავლითაა ჩვენთან და ელები ვერ დაიმოკლა? -მაგას გაგირკვევ, ვნახავ რომელ ქალაქს ვინ აკლია და ნაცნობებს შევაწუხებ, ახლა ის მითხარი რას აპირებ, იქნებ ის გოგო თვალთვალზე ავიყვანოთ?_დაკვირვებული თვალი შეავლო კაცმა. -ვიფიქრეთ ბატონო დაჩი, მაგრამ იოანეც დამეთანხმა, რომ ეგ უფრო საშიში იქნება. ჩემს შეთავაზებულ დაცვაზე გაეცინა, ანუ ხალხი სერიოზულია, აქედან გასულს ვაკვირდებოდა, ყველა გამვლელზე კრთებოდა, ესეიგი მათ ელოდა და გამოდის ისინიც უთვალთვალებენ, ასეთ ხალხს კი არც ჩვენი ბიჭები გამორჩებიან, მაგას მირჩევნია ცოტა დრო მივცე და ზოგჯერ მე გამოვჩნდე ხოლმე, იქნებ როგორმე გადმოვიბირო. -ყოჩაღ_კმაყოფილმა შეძახა დაჩიმ -მაინტერესებდა მაგ აზრამდე თუ მიხვიდოდი. კარგი გაბრიელ, შენც და იოანეც ფრთხილად იყავით, იმ გოგოს დღეს ისევ დაენახეთ, ამ დროში კი ვეცდები რამე გაგირკვიო და სამმართველოებში სანდო ხალხს დავუკავშირდე. -მადლობა_თავის დაკვრით დატოვა ბიჭმა კაბინეტი და კიდევ უფრო დამძიმებული გაუყვა დერეფანში. თავში მოზუზუნე ხმასთან კიდევ ერთი შეხვედრა ელოდა. ------------------------- ვერც კი წარმოიდგენთ როგორ მახარებთ და მაბედნიერებთ თქვენი ასეთი დადებითი და გვერდში მდგომი შეფასებებით <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.