შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სასიყვარულო თამაშები ( თავი 3 )


6-07-2019, 22:53
ავტორი sabah alkhyr
ნანახია 3 288

სარეკლამო კომპანიის წინ შევროლეტ კამარო SS გაჩერდა. მანქანიდან სიმპათიური, წითური მამაკაცი გადმოვიდა და მზის სათვალე გაისწორა. მთელი ღამე თეთრად გაათენდა და ერთი გრანდიოზული გეგმა მოაფიქრდა. იმდენად გრანდიოზული, რომ ეშმაკური ღიმილი სახიდან არ შორდებოდა. სიგარეტის ბოლო ნაფაზი დაარტყა და შესასვლელში მდგარ ალუმინის, ვერცხლისფერ ნაგვის ყუთში ჩააგდო. ანასთან შეხვედრის შემდეგ მტკიცედ გადაწყვიტა, რომ ს აღარ გაეკარებოდა და ანას თავს თავიდან შეაყვარებდა, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც სჯეროდა, რომ ქალს მისდამი გრძნობები არც გაჰქრობია, უბრალოდ ეშინოდა, რომ გაბრიელი ისევ გაუცრუებდა იმედს.
-დილამშვიდობის ბატონო გაბრიელ, - მიესალმა დაცვა, როცა კომპანიის ვიტრაჟული კარი შეაღო, - დიდი ხანია არ გამოჩენილხართ. როგორ გიკითხოთ?
-მადლობა დაჩი, მე კარგად ვარ, შენ როგორ ხარ? გიორგი აქ არის?
-დიახ აქ არის, თავის კაბინეტში იქნება, შეხვედრა წესით უნდა დაესრულებინათ. გნებავთ გადავამოწმო? - ტელეფონისკენ დაიხარა დაჩი და ნომრის ასაკრეფად მოემზადა.
- არა მადლობა, მე თვითონ ვნახავ, - მეგობრულად ხელი დაჰკრა მხარზე და კიბეებს აუყვა.
გიორგის კაბინეტი მესამე სართულზე იყო, შეეძლო ლიფტით ასულიყო, მაგრამ ძველი ჩვევა არ უშვებდა ხოლმე. ჰოლში მიმავალმა ჯერ გიორგის ძმის კაბინეტს გახედა, რომლის გვერდით კაბინეტშიც წესით ანა უნდა მჯდარიყო, მაგრამ იქ არ დახვდა. ღიღინით გაუყვა მეგობრის ოთახისკენ მიმავალ გზას და დროდადრო ძველ თანამშრომლებს მოიკითხავდა ხოლმე. გოგოებს, რომლებიც დიდი ხანი იყო რაც ამ კომპანიაში მუშაობდნენ და ამავდროულად გაბრიელსაც იცნობდნენ, მის დანახვაზე ისევ ვნებიანმა ფიქრებმა გაუელვეს თავში და ტუჩზე კბენით ჯერ კიდევ სათცალემოუხსნელ გაბრიელს შორიდან დაუქნიეს ხელი. უკვე გიორგის კაბინეტთან იყო თითქმის მისული ზურგსუკნიდან ქალის ნაცნობი ხმა რომ მოესმა. სახეზე ზიზღიანი ღიმილით გახედა მოსაუბრეს.
-გამარჯობა გაბრიელ.
-მეგი?! - ხელები გაშალა ვითომ გაოცებისგან, - შენ აქ რა გინდა, მეგონა გიორგის უკვე გაგდებული ყავდი სამსახურიდან.
-ზედმეტი მოგდის ჩემთან მიმართებაში,-ჩაისისინა ქალმა და მოჩვენებითი სიყვარულით ლოყაზე ტუჩები შეახო, - როგორ ხარ საყვარელო?
-უკეთესად ვიყავი ვიდრე შენ დაგინახავდი, - ჩაიღიმა ზიზღიანად, - კარგი აბა მე წავედი, კარგად.
-მოიცადე საყვარელო, სად მიდიხარ ესე უცბათ? წამოდი ყავა დავლიოთ და წარსული გავიხსენოთ.
-შენთან გატარებული წარსული დროის გახსენებას სიკვდილი მირჩევნია მეგი. შემეშვი და შენს საქმეს მიხედე, სანამ არ გავბრაზებულვარ, - მხრებში გაიმართა გაბრიელი და ქალის თვალში თითქოს რამდენიმე სანტიმეტრით გაიზარდა კიდეც. ქალის თითებიდან ხელი გამოგლიჯა და გიორგის ოთახისკენ გაემართა.
-შენს გოგოს ჩემთან რომ ღალატობდი მაშინ სიკვდილზე არ ფიქრობდი? - გველური სისინით მიაძახა ზურგს უკნიდან და მისკენ მიმავალ გაბრიელში მრისხანე დემონი დაინახა. ქალს ყელში წვდა და კედელზე მიახეთქა, თვალებში სიწითლე ჩაუდგა, ლუციფერი ჩაესახა სხეულში და მზად იყო მის ხელებში მოქცეული გველისთვის თავი გაესრისა. მოულოდნელად ხელში ვიღაც წვდა და გაფითრებული ქალი ძლივს გამოჰგლიჯა, განრისხებული გაბრიელი გიორგიმ გააკავა და მეგი თავის ცოლს წააყვანინა.
-მისმინე შე , - შეშინებულმა მეგიმ თავი მისკენ შეაბრუნა, - ნუ შეეცდები ჩემი მოთმინების გამოცდას, ისე მოგკლავ თვალსაც არ დავახამხამებ.
-კარგი, დამშვიდდი გაბრიელ, ჩემს კაბინეტში შევიდეთ. თქვენს საქმეს დაუბრუნდით მეგობრებო, - გასძახა სეირის მაყურებლებს და გაბრიელი კაბინეტში წაიყვანა.
-გა*ახსირებული ქალი.
-კარგი, მშვიდად, დაჯექი და მოეშვი, წყალს დალევ, - სცადა მეგობრის დაწყნარება და გრაფინიდან ლიმონიანი წყლის დასხმა დაიწყო.
-რა წყალი ბიჭო, ნუ გამაგიჟებ. კარადა გამოაღე,- შეკრული შუბლი ძლივს გახსნა გაბრიელმა და გიორგის სავარძელში მოწყვეტით ჩაეშვა,-მომნატრებია.
-რა?
-სავარძელი.
-მერე დაბრუნდი, - შესთავაზა სახეგაბადრულმა და კარადიდან 1980 წლის დაძველების ირლანდიური ვისკი გამოიღო. გაბრიელს ნერწყვი მოადგა ბოთლის დანახვაზე, - შენთვის ადგილი ყოველთვის მოიძებნება.
-ვაპირებ, - გაუღიმა მეგობარს და სავსე ჭიქა გამოართვა, - ერთი ყლუპიც კი წამლად გერგება რაა.
-ხოო მართალია, თან ისეთ წამლად ყველაფერს რომ შველის. მეგისაც უშველის, - ეშმაკური ღიმილით გახედა მეგობარს, რომლის სახესაც ნელ-ნელა მრისხანება ეხატებოდა, - მისმინე გაბრიელ, ვიცი, რომ როცა ერთ კონკრეტულზე ხარ გაბრაზებული იმ კონკრეტულზე არაფერი უნდა გკითხო, მაგრამ მაინტერესებს ამ გოგომ, კონკრეტულად შენ, რა დაგიშავა?
-ბევრი რამ.
-მაინც? - ჩაეკითხა ისევ და თვალებში ჯიუტად ჩახედა.
-გიორგი რამდენი ხანია მეგობრები ვართ? - ჭიქისთვის თვალმოუშორებლად ჰკითხა მეგობარს.
-დაახლოებით სამი წელი ალბათ, რატომ მეკითხები?
-მთელი ამდროის განმავლობაში გინახავს ოდესმე, რომ მე ქალზე მეძალადოს?
-არა არასოდეს.
-წარმოიდგინე ამ ქალმა, - ხელი გაიშვირა შუშის კარისკენ, - როგორ გამომიყვანა წყობილებიდან, რომ რამის ადგილზე მოვკალი.
-და ამისთანა რა გითხრა?
-არ მინდა ამაზე საუბარი, - დაცლილი ჭიქა გადააწოდა გასავსებად, - უბრალოდ მიკვირს ერთხელ გაგდებული მეორედ სამსახურში რატომ აღადგინეთ?
-სამსახურში არ აღგვიდგენია. მოწილე გახდა, - ნაძალადევი ღიმილი აესახა სახეზე, - მაშინ, როცა შენ წახვედი კომპანიას ძალიან გაუჭირდა და მედა ჩემმა ძმამ გადავწყვიტეთ, რომ დედაჩემის 15 % გაგვეყიდა, ხოდა ვინ გახდა მყიდველი შენც კარგად ხედავ.
-ვხედავ, ვხედავ. მე რატომ არ დამირეკე გიორგი? ან მამაჩემისთვის მაინც შეგეტყობინებინა.
-და რა მეთქვა, გაბრიელ იცი რაა, ჩვენი სარეკლამო კომპანია ყელამდე ნე*ვშია და არ გინდა დედაჩემის წილი იყიდო? თუ ბატონო დავით წილის ყიდვაზე ხომ არ დაფიქრდებოდით? კარგი რაა გაბრიელ, ეგრე მიცნობ?
-ხოდა ამიტომ ხარ ახლა ასეთ მდგომარეობაში, - წარბი შეკრა გაბრიელმა, - არ გახსოვს რა გააკეთა? არ გეშინია იგივე რომ ჩაიდინოს?
-რა დამავიწყებს, რეკლამა, რომელიც მილიონამდე დოლარს შემოგვიტანდა, მოწინააღმდეგე კომპანიას მისცა. მეშინია, როგორ არა, მაგრამ ვერაფერს ვიზამ,- დანანებით წარმოთქვა და ვისკი ბოლომდე გამოცალა.
-მე ვიზამ.
-კარგი გაბრიელ, თავი დაანებე. თან შენ ვერ გახდები მოწილე.. . ჯერ, - მორიდებით დაამატა.
-ხოო ვიცი ჩემი ცუდი საქციელები. მამაჩემიც ვერ შეიძენს ამ ჯერზე, ამერიკაში წავიდა და კაცმა არ იცის ისევ იქ არის თუ არა,-დანანებით გააქნია თავი და ნიშნის მოგებით გახედა მეგობარს, - მაგრამ ფული მაქვს.
-ფული რას გვიშველის გაბრიელ, წილის ყიდვა არ შეგიძლია თქო.
-მერედა ვინ გითხრა, რომ მე ვიყიდი?
-რას გულისხმობ? ვინ გყავს იდეაში, - გაკვირვებული სახით შეხედა და მაგიდას მიუახლოვდა.
-ანა გაგუა.
-ანა გაგუა? ჩემი ძმის მდივანი?, - სახეგაბრწყინებულმა გაბრიელმა თავი დაუქნია, - ანუ იდეაში გააქვს, რომ შენ… არა რაა, გამაგიჟო გაბრიელ, იმ გოგოსთვის კომპანიის წილის ჩუქებას აპირებ?-გაბრიელმა ისევ თავი დაუქნია, - კარგი აზრია, მაგრამ დაგვთანხმდება?
-დავითანხმებ.
-ისე იმ გოგოს რას გადაეკიდე? უი მართლა, გუშინ რა მოხდა თქვენს შორის?
-არაფერი მომხდარა. ანა ჩემი ყოფილი შეყვარებულია.
-რაო? - გაკვირვებისგან წამოიყვირა გიორგიმ და ლამის მაგიდის კიდეზე ჩამომჯდარმა ძირს გაადინა ზღართანი, - კაი რაა რას მეღადავები.
-სერიოზულად გეუბნები. მე და ანა შეყვარებულები ვიყავით იქამდე სანამ შენ გაგიცნობდი, მერე რაღაც მოხდა და დავშორდით. გრძელი ამბავია, ნუ მომაყოლებ ახლა. ხოო მართლა ვიყურებოდი და ვერც თორნიკე და ვერც ანა ვერ დავინახე, თათბირი ააქვთ?
-გიორგი საზღვარგარეთაა საქმეებზე და ანა შვებულებაში. მეგიც გარეულია თქვენს დაშორებაში?
-მეტწილად კი.
-გასაგებია და ახლა გინდა იმ გოგოსთან ურთიერთობა დაალაგო?
-შეცდომის გამოსწორება მინდა.
-ძალიან კარგი. მაშინ მოდი იქიდან დავიწყოთ, რომ შენი სამუშაო კაბინეტი მის გვერდით იქნება,-ეშმაკურად ჩაუკრა თვალი და ხელი გაუწოდა ჩამოსართმელად, - გილოცავთ ბატონო გაბრიელ სამსახურში დაბრუნებას.
-მადლობა უფროსო, - მხიარულად ჩაიცინა და გამოწვდილ ხელს ხელი შეაგება,-როდის ბრუნდება ანა სამსახურში?
-ეგ ჩემს ძმაზეა დამოკიდებული როდის ჩამოვა, წესით 10 დღეში აქ უნდა იყოს. თორნიკე რომ მიდის საზღვარგარეთ ანას შვებულებაში უშვებს ხოლმე.
-გასაგებია, ე. ი სრული 10 დღე მაქვს თამაშებისთვი.
-სასიყვარულო თამაშებისთვის?
-სასიყვარულო თამაშებისთვის.
შეთანხმდნენ, რომ მუშაობას მაშინ დაიწყებდა ანა რომცა გამოვიდოდა სამსახურში და ერთქმანეთს დაემშვიდობნენ. გაბრიელი იმდენად ბედნიერი იყო, რომ კიბეების ბოლოში მდგარი მეგის გველური სახეც არ შეუმჩნევია. გასასვლელისკენ დაიძრა, დაჩის დაემშვიდობა და სახლში წავიდა ჩანთის ჩასალაგებლად. დღე ახლიდან უნდა დაეწყო.
მეგი ისევ კიბესთან იდგა და ბორბლების ღრჭიალით მიმავალ კამაროს ლანდს თვალმოუშორებლად უყურებდა. ახლა მის თავში შურისძიების გეგმები იწერებოდა.


----

ბოდიშს ვიხდი დაგვიანებისთვის <3 <3

პ.ს. იმედია ცუდად არ გამომივა, რომ ჩემი მეორე მოთხრობა გავაპიარო.
,, აიდა " რომელიც აკრძალულ სიყვარულს აქვს მიძღვნილი სრულად დევს ( პირველი ნაწილი) <3 <3 <3




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent