შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

M.I(თავი მეექვსე)


20-07-2016, 02:14
ავტორი სატი
ნანახია 2 440

მარი გაშეშებული იდგა კარებში. თვალებს ვერ უჯერებდა, სრულიად არ ელოდა ირაკლის გამოჩენას, ცოტათი ეშინოდა კიდეც ეგონა რომ ის გაბრაზებული იყო. არ შემცდარა, ირაკლის თვალები ანთებული ჰქონდა სიბრაზისგან უბრალოდ ხალხთან თავს იკავებდა და სახეზე უემოციო გამომეტყველების მიღებას ცდილობდა.
-უნდა ვილაპარაკოთ.(ირაკლი)
-ხო...(მარი)
კარი გამოიხურა. ირაკლიმ შეატყო რომ კანკალებდა ხელი მოკიდა და მანქანაში ჩასვა. თვითონაც ჩაჯდა.
-ვინ ბიჭზე მეუბნებოდი(ირაკლი)
-ამხელა გზაზე მაგისთვის წამოხვედი?(მარი)
-მარი, ნუ ცდი ჩემ მოთმინებას.-ყველანაირად ცდილობდა მშვიდად ელაპარაკა.
-ჩემი მეგობარია ბავშვობის, ერთად გავიზარდეთ.
-და აქ რა უნდა
-უბრალოდ, გასართობად ამოვიდა.
ირაკლიმ შვებით ამოისუნთქა, მიხვდა რომ მათ შორის არაფერი ხდებოდა.
-ამაღამ სად რჩები
-უკან წავალ
-აუ არა რა, დარჩი. ზემოთ აგიყვან, ვიტყვი რო ჩემკ დაქალის შეყვარებული ხარ
-არ მინდა ჩემ გამო...
-შშ! შევედით(მარი)
მარი შევიდა ირაკლისთან ერთას გული სწრაფად უფეთქავდა დიდი იმედი არ ჰქონდა რომ ნუცა მივდებოდა ჩანაფიქრს.
-ნუცააა, ნახე შენი ირაკლი მოგიყვანეე!(მარი)
ნუცა წამოხტა და ირაკლის ჩაეხუტა.
-იკააა, მოხვედი, ვიცოდი რომ იმედს არ გამიცრუებდი.(ნუცა)
-დაჩი ეს ნიცას შეყვარებულია, ეს ჩემი ძმაა-დაჩიზე მიუთითა-სანდრო, ლუკა და საშა.
ირაკლიმ საშას ხელი ჩამოართვა და მაგრად მოუჭირა.
-სასიამოვნოა(ირაკლი)
მარიმ ორიცე ზევით აიყვანა, კარი მიხურა. დაიჩოქა, საწოლის ლეიბი აწია და სიგარეტის კოლოფიდან ერთი ღერი გამოიღო. წამოდგა, მოუკიდა და ის იყო პირში უნდა ჩაედო რომ ირაკლიმ გამოაცალა.
-მადლობა.(იკა)
მარიმ სიბრაზით ანთებული თვალებით გადახედა ირაკლის, მაგრამ იცოდა რომ მასთან სიგარეტის თემაზე ჩხუბს აზრი არ ქონდა.
-მე ნუცა ვარ
-ირაკლი.
-ნუცა შენ არ იცი როგორ მიყვარხარ, დიდი იმედი მაქვს დაიჯერეს.
-მარ, შენ ძმას რო არ დაეჯერებინა პირველი დაჭრიდა იკას.
ირაკლიმ ჩაახველა და ნუცას შეხედა, ის მაშინვე ჩავიდა.
-ესე იგი საშა ქვია
-ხო
-ადრე ერთად იყავით?
-არა
-არც გყვარებია?
-არასოდეს
ირაკლი დადუმდა.
-რაზე ფიქრობ
ირაკლის არაფერი უთქვამს, მარის ხელი მოკიდა და აივანზე გაიყვანა. წელზე ხელი შემოხვია და მის თმებში ჩარგო თავი. მარიმ ქვემოდან ამოხედა, მის ნაცრისფერ სევდიან თვალებში იყურებოდა. ხვდებოდა რომ რაღაც აწუხებდა.
-ირაკლი, რა გჭირს
-ზოგჯერ მგონია რომ მისი პოვნის შანსი აღარ არის, რომ მას ვეღარასდროს ვიპოვი, მეც და ნინისაც გვიჭირს იმის აღიარება რომ გვენატრება.
-იმედი უნდა იქონიო.(მარი)
არცერთს არაფერი უთქვამს, უბრალოდ ვერანდით ტკბებოდნენ. ირაკლის სევდა გაუქრა თვალებიდან.
ამ დროს დაჩი შემოვიდა, კარის ხმაზე მარიმ მაშინვე მოიცილა ირაკლის ხელები თავიდან.
-დაჩი აქ ვარ.(მარი)
-ირაკლი ღამე აქ დარჩები?(დაჩი)
-არა(ირაკლი)
-გთხოვ ნუცას გაეხარდება(მარი)
-დარჩი გავერთობით(დაჩი)
-კარგი(ირაკლი)
დილას ირაკლის ადრე გაეღვიძა, მარის გვერდით წამოწოლილს ჩაეძინა ღამით. მარის მის გულმკერდზე ედო თავი.
-მიყვარხარ
ჩუმად თქვა ისე რომ მარი არ გაეღვიძებინა. ნელა ააწევინა თავი და ბალიშზე დაადებინა, კარგად გადააფარა საბანი, შუბლზე აკოცა და ფეხზე ჩაიცვა. ქვევით ჩავიდა და იქ ნუცა დახვდა.
-ნუცა, მივდივარ.
-მარიმ იცის?
-ეძინა და ღარ გავაღვიძე 4 დღეში მაინც ვნახავ.
ირაკლიმ ნუცა გადაკოცნა და წავიდა. მანქანის ხმაზე მარის გაეღვიძა, ფეხზე ჩაუცმელად ჩაირბინა კიბეები, კარს გიჟივით მივარდა და მანქანას გაეკიდა. ირაკლიმ მანქანა დაატორმუზა, გადმოვიდა და მარი ხელში აიტაცა. ისევ სახლში შებრუნდა.
-შენ ცუდად ხო არ ხარ(იკა)
-რატო დამტოვე
-გეძინა, არ მინდოდა გამეღვიძებინე
-არ დამემშვიდობე
-არ მიყვარს ტყუილად დამშვიდობება
მარიმ თითქოს ვერ გაიგო მისი სიტყვები, ირაკლის სახე ხელებში მოიქცია და აკოცა.
-გაცივდები, სახლში შედი
ირაკლიმ დასვა მარი, ის იყო უნდა წასულიყო რომ მარის ტელეფონი დაუვარდა, ორივე ასაღებად დაიხარა როცა ალექსანდრემ დარეკა.
-ალო?(ირაკლი)
-პრივეტ ცუნცულ(ალექსანდრე)
-რააა?(ირაკლი)



№1  offline წევრი isterichka123

კარგია გააგრდზელე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent