ქრონიკულად ჩემში (ნაწილი მესამე)
პირველი კურსი წარმატებით დავამთავრე.. ეს იყო ყველაზე რთული წელიწადი ჩემს ცხოვრებაში, ფიზიკურადაც და ემოციურადაც.. სტუდენტურ ცხოვრებას და იმედგაცრუებას გემო პირველად გავუსინჯე, მე რომ მეგონა ყველაფერი კარგად იქნებოდა და მარტივად, თურმე ვცდებოდი. ბევრი შრომა მომიწია, მაქსიმალურად ვცდილობდი კონცენტრაცია სწავლაზე მომეხდინა. მინდოდა მაქსიმალური ქულებით დამესრულებინა პირველი კურსი, რომ შემდგომში წარმატების გარანტია ყოფილიყო. კოსტა აღარ იყო. პირველად ცხოვრებაში, კოსტა ჩემს გვერდით აღარ იყო. წავიდა და ყველანაირი კომუნიკაცია შევწყვიტეთ. მე მშვიდად ვიყავი გარეგნულად, თუმცა შინაგანად ყველაფერი ბეწვის ხიდზე გასვლას ჰგავდა. არ ვიმჩნევდი და არც მინდოდა რომ მე თვითონ ბევრი მეფიქრა ზოგადად ამ ამბებზე. ვიცოდი ეს ყველაფერი კარგს არაფერს მომიტანდა. ალბათ თავიდანვე ყველაფერი არასწორად დავიწყეთ, ხომ გაგიგიათ ყველაფერს მაშინ ვაფასებთ, როცა ვკარგავთ. ერთი დადებითი ამ ამბიდან იყო ის, რომ სამეგობრო ისევ შეიკრა. მეორე სემესტრიდან ცოტა შემიმსუბუქდა სიტუაცია, ამიტომ ხშირად ვახერხებდი ლადოს, ლაშას და ელენეს ნახვას. ყველაზე სასიხარულო ის იყო, რომ ლადომ და ელენემ აღიარეს ერთმანეთის სიყვარული და ახლა ერთანეთის ჭამით კი არა სიყვარულით იყვნენ დაკავებულები. მე და ბექა... მე და ბექა რაღაც ამოუცნობი ფენომენივით ვიყავით. მე მასთან თავს კარგად ვგრძნობდი, უფროსწორედ ის იყო ასეთი ხალისიანი, ცდილობდა მუდამ ეფიქრა ჩემს განწყობაზე, თვითონ სულ კარგ ხასიათზე იყო და მისი პოზიტივი უმალ გადმომედებოდა ხოლმე. ბექა იყო ადამიანი, რომელიც მიმსუბუქებდა ყოფას. კოსტას ადგილი ბექამ ჩაანაცვლა. კოსტას მოკითხვები ბექამ ჩაანაცვლა. კოსტას ჩახუტება და ყველაფერი, ბექამ ჩაანაცვლა. სამეგობროშიც, ჩემს გვერდით კოსტას ადგილი, ბექამ ჩაანაცვლა. სასაცილოა მაგრამ ბექას მიმართ პატივისცემას ვგრძნობდი და არასდროს მითქვამს მისთვის რომ მიყვარდა, ალბათ ჩემი ქცევებით ხვდებოდა, რომ გულგრილი არ ვიყავი, თუმცა ეს გულგრილობაზე არ იყო, ეს უფრო სიცარიელის ამოვსება იყო. - გეხმიანებათ ხოლმე? - ვკითხე ერთ საღამოსაც ელენეს, რომელიც ჩემთან ერთად აივანზე იჯდა და მანამდე სულ სხვა თემაზე ვსაუბრობდით როცა უცბად კოსტა ახსენდა და უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. აქამდე არასდროს მიკითხავს არაფერი კოსტაზე და არც ისინი ცდილობდნენ ჩემთვის რამე ეთქვათ. - ველოდებოდი როდის მკითხავდი - თავი გვერდზე გადააგდო და საწრუპი თითებში დაატრიალა - როგორ არის? -ვეღარ დავმალე ემოციები - მართლა გინდა იცოდე? - მთელი ტანით შემობრუნდა ჩემსკენ და მოწყენილი სახით მკითხა - მითხარი, რაც არ გითქვამს ყველაფერი მითხარი - რამდენიმე წუთიანი პაუზის შემდეგ ვუპასუხე, აღარ შემეძლო ჩემ თავთან ამ თემაზე საუბარი და გამოცნობანას თამაში - ყოველდღე რეკავს და შენს ამბებს კითხულობს, ყოველ დღე ერთსა და იმავე დროს - ღრმად ამოისუნთქა და თავი სკამის საზურგეზე გადააგდო. ემოციურად გამანადგურა ამ წინადადებამ, თავში მხოლოდ ის აზრები მიტრიალებდა, რომ ის ჩემზე ფიქრობდა.. როგორ მინდოდა ახლა მოსულიყო და ისევ ისე ჩამხუტებოდა როგორც იცოდა ხოლმე, მერე თმას ჩამომიშლიდა და თამაშს დაუწყებდა.. - მერე ლადომ უთხრა რომ ბექასთან ერთად ხარ, გაგიჟდა - ლადომ როდისღა წაიგრძელა ენა ასე? - ნუცა, დაანებე ლადოს თავი, სწორიც ქნა რომ უთხრა. მართლა გვეცოდება უკვე ასეთს რომ ვხედავთ - და მე? მე რატომ არავის გეცოდებით? მითუმეტეს მაგან დაიწყო ეს სიყვარულობანები და უაზრო საქციელები, იმ დონის ეგოისტია რომ არასდროს არ უთქვამს თუ რამეს გრძნობდა ჩემს მიმართ და იმაზე გაჭედა, ბექამ რომ მომიყვანა. თვითონ არ იცის რა უნდა - და რა თქმა გინდოდა? არ იცოდი რომ უყვარდი? - ვაიმე ელენე მასე შენც ძალიან კარგად იცოდი რომ ლადოს უყვარდი და ისიც იცოდი რომ შენც გიყვარდა მაგრამ სანამ არ მოგახალა ჩხუბის დროს მასთან იყავი? ურთიერთობები ასე უთქმელად ხდება? არაფერიც არ ვიცოდი და ზუსტადაც მჭირდებოდა ახსნა, ახლა რომ კითხულობს ჩემს ამბებს თავის დროზე ჩემთვის ეკითხა და არ ვიქნებოდით ასე. რა შუაში იყო ირინკა? რომ ვყვარებოდი ირინკას არ მოიყვანდა მითუმეტეს მილიარდი პროცენტით დარწმუნებული ვარ მე მამწარებდა მაშინ და ახლაც ჩემს გამწარებას ცდილობს იმით რომ საერთოდ სუნთქავს - ცოფებს ვყრიდი და მზად ვიყავი ყველა დამეცოფა - აუ აი ძალიან საყვარლები ხართ და რა ვქნა რომ ვერ ვეგუები თქვენს ამ ბავშვურ ახირებებს? გიყვართ ერთმანეთი და რა ტყუილად იტანჯავთ თავს - თავს აქნევდა და იცინოდა - მე კონსტანტინე არ მიყვარს - თავდაჯერებულად ჩავილაპარაკე - ყოველშემთხვევაში ახლა ნამდვილად ვიცი რომ აღარ მიყვარს - კარტებს არ ვშლიდი ბოლომდე - ვაიმე აბა ვინ გიყვარს ფრთაშესხმული ბექა? ლამის არის მაგის ფრთების შრიალი მთელმა თბილისმა გაიგონოს - მობეზრებულად ჩაილაპარაკა და ცოტა არ იყოს მეწყინა - ბექას რას ერჩი ელენე? - აი არ მევასება, რაღაცნაირია - რაღაცნაირი როგორი? - არ ვეშვებოდი მე - აუ როგორ გითხრა, რაღაცნაირია ვითომ კარგი არადა დარწმუნებული ვარ ეგეთი არ არის. აი სადღაც თავის სახეს გამოაჩენს მაინც და მიხვდები, უბრალოდ მაგ ტიპისთვის არ მემეტები - ელენე რაღაცებს ნუ ბოდავ რა, ბექა ძალიან კარგი ადამიანია და როცა მჭირდება ყოველთვის გვერდში მიდგას და მასზე ასე ნუ ლაპარაკობ - გავღიზიანდი ელენეს ლაპარაკით - და შენი აზრით ვერ ხვდება რომ არ გიყვარს? შენი აზრით რომელიმე კაცი ან ქალი მოითმენს ამ ქცევას? ნუცა აზრზე მოდი, მას უყვარხარ მაგრამ შენ არ გიყვარს, ერთხელაც ყელში ამოუვა და რაღაც სულელურს ჩაიდენს. აი მაგიტომ არ მევასება რომ უთავმოყვარეო ტიპია იცის არ გიყვარს და მაინც არ გშორდება - ვაიმე ელენე, ძალიან გთხოვ ეგრე ნუ ლაპარაკობ და პატივი ეცი, ზუსტადაც რომ მიყვარს - ხო კაი კაი გიყვარს და ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროს, უბრალოდ მერე არ თქვა რომ არ გაგაფრთხილე. თან იცი რომ ბავშვობიდან მაქვს ადამიანის ხასიათის გამოცნობის ნიჭი - თითი დამიქნია და გაეცინა. გადავწყვიტე სამსახური დამეწყო, ერთი ტურისტული კომპანია ავარჩიე, უნდა შემეთავაზებინა ტურები ხალხისთვის, უნივერსიტეტმა კარგი რეკომენდაცია გამიწია ამიტომ ჩავთვალე, რომ ჩემთვის კარგი გამოცდილება იქნებოდა. ივლისის შუა რიცხვები იყო, მე და ბექა სანაყინეში ვისხედით და პირველი კურსის დასრულებას აღვნიშნავდით, მერე ფეხით დავუყევით ჩემი სახლისკენ და თან საზაფხულო გეგმებზე ვსაუბრობდით. - გინდა საფრანგეთში წამოხვიდე? მთელი აგვისტო იქ ვიქნები თან ჩემთან ერთად იქნებოდი - შემომთავაზა ბექამ, თუმცა მე უკვე დაგეგმილი მქონდა ყველაფერი - ვნახოთ, თუ სამსახურში ამიყვანენ ვაპირებ აქ დავრჩე - მთელი ზაფხული ამ დახუთულ თბილისში? არ გეზარება? - მეზარება მაგრამ გამოცდილება მჭირდება და საკუთარი ფულიც - რა გითხრეს როდის დაგირეკავთო? - ყოველდღე ველოდები, ის ქალი ისეთი აღფრთოვანებული იყო ჩემით, მგონია რომ დამირეკავენ, თან თავად დეკანმა გამიწია რეკომენდაცია და დიდი იმედები მაქვს - შენი მშობლები რას ამბობენ? - ოჰ რას იტყვიან, არ უნდათ რომ სწავლაში ხელი შემეშალოს და თან უნდათ განვიტვირთო, მთელი წელი გადავიწვი, ვერ ხვდებიან რომ დიდი ვარ და მშობლებზე არ უნდა ვიყო ფინანსურად დამოკიდებული - ხო, მშობლებს სულ პატარები ვგონივართ - გაეცინა ბექასაც - შენ რას გააკეთებ იქ? - ჩავალ და მამაჩემს დავეხმარები, თან დავისვენებ - იცოდე რომელიმე გრძელფეხება ლამაზმა ფრანგმა არ შეგაცდინოს - თითი გამაფრთხილებლად დავუქნიე და თან გამეცინა - მაგაზე ნუ დარდობ, ჩემ შეცდენას მარტო შენ ახერხებ შენი გრძელი ფეხებით - მასაც გაეცინა. - გეყოფა ნუ მაწითლებ - თავი გვერდზე გადავხარე - შეყვარებულისგან კომპლიმენტმა არ უნდა გაგაწითლოს - შეყვარებულისგან? - უცნაურად მეჩვენა ეს სტატუსი - ჰო რა გაგიკვირდა? - ჩემს წინ დადგა და შემომხედა, დავიბენი, არ ვიცი რა უნდა მეთქვა. - უბრალოდ აქამდე არასდროს გითქვამს - ნუცა, გითხარი რომ მიყვარხარ, თან დიდი ხნის წინ გითხარი, მთელი წელია ერთად ვართ, ერთად დავდივართ, ერთად ვაკეთებთ ყველაფერს. ოღონდ არ მითხრა რომ ვინც გეუბნება უყვარხარ, ყველასთან ამ დამოკიდებულებაში ხარ - მე.. არა.. არა რა თქმა უნდა - აბა დროა მგონი ჩვენს ურთიერთობას რაღაც დავარქვათ არა? - არ ვიცი ბექა.. - შენს თავში არ ხარ დარწმუნებული? - ხელები გადაიჯვარედინა და გამომცდელად დამაკვირდა - დარწმუნებული რომ არ ვიყო, არც შენთან ერთად ვიქნებოდი - გავუღიმე და ჩემს თავსა და სურვილებს გადავაბიჯე - მე მინდა რომ დარწმუნებული იყო და მერე არ ინანო, ვიცი რომ დატვირთული წელი გქონდა და ზედმეტად გადაიღალე, ისიც ვიცი რომ არც ჩემი სიყვარულით გაქვს ზღვაში შეტოპილი მაგრამ ვხვდები, რომ არც გულგრილი ხარ, მითხარი ასეა თუ ვცდები? - ყველაფერს მიხვდა ბექა. - ჰო ასეა.. - ამიტომ მინდა რომ ვცადოთ, მინდა რომ ეს შენც გინდოდეს და იყო დარწმუნებული იმაში რასაც აკეთებ.. ნუცა, შემომხედე და მითხარი რომ ფეხებზე არ გკიდია ყველაფერი რასაც გეუბნებოდი - შეშფოთება და ჩემი სიჩუმით გამოწვეული გაღიზიანება ეტყობოდა ხმაში. - არ , მაგაზე ნუ ფიქრობ, მიზეზი ეგ არ არის, შენ ძალიან კარგი ადამიანი ხარ და თავს კარგად ვგრძნობ შენთან მაგრამ ვიცი რომ დანაშაული იქნება ჩემი მხრიდან შენი მოტყუება, ის გრძნობა არ მაქვს შენს მიმართ რაც შეყვარებულებს უნდა ჰქონდეთ. კი მომწონხარ, მიყვარს შენი იუმორიც, შენი სილაღეც, პოზიტიურობაც, ისიც მიყვარს როგორ ცდილობ ხოლმე ჩემი ხასიათის გამოკეთებას... მაგრამ.. - თავი ჩავხარე - მაგრამ შენ მე არ გიყვარვარ, მოწონება კი არ მიგაჩნია საკმარისად იმისთვის, რომ ურთიერთობა ავაწყოთ, ასეა? - თავი ამაწევინა და თვალებში დამაშტერდა - ჰო ბექა, შეიძლება კი არა დარწმუნებული ვარ ჩემი ბრალია, მთელი წელი მაქსიმალურად მხოლოდ სწავლაზე ვფიქრობდი და სიყვარულისთვის დრო არ დამრჩა... არ ვიმსახურებ მე შენნაირ ადამიანს, არ მინდა ცრუ იმედები მოგცე - ბექამ ღრმად ამოიხვნეშა და მერე მხრებზე ხელი ჩამკიდა, ოდნავ უკან დაიხია რომ უკეთ შესძლებოდა ჩემი სახის დანახვა - მოდი ასე ვქნათ, მე შენი დაკარგვა არ მინდა. ვიცი რომ სისულელე იქნება ახლა ჩემი მხრიდან დაძალება და ამიტომ რაღაცას გთავაზობ. პასუხზე დღეს და ხვალ ნუ იდარდებ, ვეცდები შენს ცხოვრებაში ამ დოზით აღარ გამოვჩნდე, როცა ჩამოვალ მაშინ მითხარი პასუხი. - ჩემს პასუხს აღარ დალოდებია, დაიხარა და ტუჩის კუთხეში ნაზად შემეხო. შემდეგ მხარი ამიარა და წავიდა, დიდხანს ვუყურებდი მიმავალს, მას არ გამოუხედავს ჩემსკენ. მიუხედავად იმისა, რომ ბექას მიმართ მქონდა პატივისცემა და მადლიერების გრძნობა, გადაჭრით ვიცოდი, რომ ჩემი საბოლოო პასუხი არა იქნებოდა. ბექა მართლაც აღარ გამოჩენილა რამდენიმე დღე, სამაგიეროდ სამსახურიდან დამირეკეს და მაცნობეს, რომ ამიყვანეს. ელენემაც დამირეკა და მითხრა რომ კოსტა ჩამოვიდა. ის დაბრუნდა.. იმ წამიდანვე მივხვდი, რომ ჟანგბადი სხვანაირად მიეწოდებოდა ტვინს და სისხლმაც სხვანაირად დაიწყო მოძრაობა მთელს სხეულში. ის დაბრუნდა და სამყარო სხვანაირ ფერებში გამოჩნდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ მომაკითხავდა. ერთ დღეს აუცილებლად მომიწევდა მის პირისპირ დადგომა და ყველაფრის გადაწყვეტა. სამსახურით აღფრთოვანებული ვიყავი. თითქმის მთელი დღე კომპიუტერთან ვიჯექი და მომხმარებლებს ვთავაზობდი სხვადასხვა ტურებს. რაღაცები კიდევ გასარკვევი მქონდა ამიტომ ერთ-ერთმა მდივანმა სამსახურის შემდეგ დამტოვა და ყველაფერი ზედმიწევნით ამიხსნა, მეც მონდომებული ისე ვისრუტავდი ყველაფერს, როგორც პატარა ბავში, რომელიც სამყაროს ახლა ეცნობა. იმ დღეს სამსახურიდან გვიან გამოვედი, მზე დიდი ხნის ჩასული იყო და მთელს ქუჩაზე მხოლოდ ლამპიონები ბჟუტავდნენ. უახლოეს გაჩერებამდე მისასვლელად რამდენიმე ჩაბნელებული ჩიხის გავლა მომიწია, უშიშრად მივდიოდი წინ როცა ფეხებთან მანქანა გაჩერდა, მომენტალურად შემეკრა სუნთქვა, გავჩერდი და უკან დავიხიე. ფანჯარა ნელა ჩაიწია, ოდნავ დავაპატარავე თვალები, რომ მძღოლის სახე აღმექვა. - დაჯექი - კარები გამიღო და ჭექა-ქუხილივით გაისმა მისი ხმა. აღარ იყო თბილი და ჩემი თუმცა მაინც ნაცნობი, მონატრებული და სასიამოვნო. რამდენიმე წამი ვიყოყმანე, შემდეგ ჩავჯექი. ერთი წამით შევავლე თვალი მის სახეს, მე არ მიყურებდა, ჯიქურად წინ იყურებოდა. 7 თვის განმავლობაში გჯერათ რომ ადამიანი შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს? აღარ იყო ისეთი მხიარული შეხედულების, სახეზე ოდნავ ჰქონდა წვერს ბინა დადებული, თმები შედარებით შეთხელებული და დაბალზე ჰქონდა, ახლა კიდევ უფრო სიმპატიურად მეჩვენებოდა, მინდოდა მივვარდნოდი და მთელი სახე დამეკოცნა. მინდოდა ჩავხუტებოდი და ხელებზე მეგრძნო მისი სხეულიდან წამოსული თბილი ტემპერატურა. ის ჩემსკენ არ იყურებოდა და უხერხულობისგან არც მე ვუყურებდი. არც ლაპარაკობდა და არც მე ვამბობდი რამეს, მისი სუნამოს და სიგარეტის სუნით გაჯერებული სურნელი გონებას მიბინდავდა. ღმერთო რა უკიდეგანოდ და უზომოდ მენატრებოდა. თვალები ერთმანეთს მაგრად დავაჭირე, მანქანაში დაბალ ხმაზე იყო ჩართული Bedford Falls - Thrill is Gone. თვალებს კიდევ უფრო ვაჭერდი ერთმანეთს, ის სიჩქარეს უმატებდა, მე კი ისე მეხვეოდა თავბრუ, როგორც მთვრალს თვალების დახუჭვის დროს. - ყოველთვის ამ დრომდე მუშაობ? - გონს მისმა ხმამ მომიყვანა, ჩემსკენ არ იყურებოდა, მე გავხედე და რამდენიმე წამი გონებაში დავაპაუზე - არა, დღეს მომიწია მხოლოდ - ჩემი ხმის ჟღერადობის მიხედვით მივხვდი, რომ გარეგნულად არ მეტყობოდა ჩემი შინაგანი მდგომარეობა. რამდენიმე წუთი კიდევ არაფერი უთქვამს, შემდეგ მანქანა მკვეთრად დაამუხრუჭა და თავი საზურგეს მიადო, შემდეგ გადავიდა, მომიახლოვდა და კარი გამიღო. მეც გადავედი. ქალაქიდან საკმაოდ შორს ვიყავით, ეს აშკარა იყო, რადგან მთელი ქუჩა ცარიელი იყო და არც ადგილი მეცნობოდა. მანქანას ზურგით მიეყრდნო, სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა. თავი ზეცაში ჰქონდა აღმართული, ცალი ხელი მეორის ქვეშ ამოედო. მე კი ვიდექი გაუნძრევლად. თავი გვერდზე გადახარა და შემომხედა, რამდენიმე წუთი მიყურა. სიგარეტის ნამწვავი გვერდით გადააგდო. ხმას არ იღებდა, იგივე პოზაში იდგა. მერე გაეღიმა, ცალი ხელი გამოსწია - მოდი ჩემთან - საოცრად თბილი ხმით ჩაილაპარაკა. ახლოს მივედი და წინ დავუდექი, ხელი მაჯაზე ოდნავ მომკიდა და კიდევ უფრო ახლოს მიმწია. თითის ბალიშებით თითქმის შეუმჩნევლად სახეზე მომეფერა, შემდეგ ცერა თითით ყბიდან ყელამდე ჩავიდა. თავი ჩემს კისერში ჩარგო და რამდენიმე წუთი ასე იდგა გაუნძრევლად. მთელი სხეულით დაძაბული ვიდექი, შინაგანად მაფეთქებდა ჩემი ემოციური მდგომარეობა. - ახლა რამდენიც გინდა მთხოვე, რომ შენთან არ მოვიდე, რამდენიც გინდა ილაპარაკე, რომ ყველაფერი დასრულდა და შენი აღარ ვარ. რაც გინდა თქვი, თუ გინდა იყვირე და ემოციებისგან დაიცალე, სულერთია, შენი ბავშვური ამხედრებების ატანას აღარ ვაპირებ, დრო საკმარისად გქონდა - თავი არ აუწევია ისე მეჩურჩულებოდა, ხელი წელზე ჰქონდა მოხვეული და ტუჩებით ჩემს ყელს სწავლობდა. აღარაფრის თქმა აღარ მინდოდა, აღარაფერი და აღარავინ არ მადარდებდა. მთავარია ის ჩემთან იყო, გადადგა პირველი ნაბიჯი. მაგრძნობინა ის, რაც მთელი ამ დროის მანძილზე მაკლდა. - უზომოდ მომენატრე, ლამის ჭკუიდან შევიშალე, ყოველდღე მინდოდა უკან გამოვქცეულიყავი, მოვსულიყავი და მენახე, ჩაგხუტებოდი, შეგხებოდი, მეგრძნო რომ ჩემთან ხარ, მეგრძნო რომ მელოდებოდი, დამენახე გამთენიისას აივანზე მჯდომი როგორ მელოდებოდი. მაგრამ ვიცოდი ჩემი მხრიდან არასწორი იქნებოდა, პატივი ვეცი შენს სურვილს, ისიც გაპატიე რომ არ მომეცი უფლება იმ საღამოს მოვსულიყავი და მენუგეშებინე. იმ წუთასვე მინდოდა მეთქვა ყველაფერი და თვალები დამეკოცნა, ვერ ავიტანე შენი ტირილი, ვერ ავიტანე ის, რომ ჩემს გამო იყავი ასე. ვერც ჩემი დანახვით გამოწვეული სიმწარე და ჭრილობა ვერ ავიტანე, მეზიზღებოდა ჩემი თავი, რომ ჩემს გამო ასე იყავი და მე არ შემეძლო შენთან მოსვლა. მაგრამ ეს უნდა გამეკეთებინა და იმედია მაპატიებ, უნდა მიმხვდარიყავი რა გინდოდა, ვინ გინდოდა და რა გჭირდებოდა. მარტო უნდა დამეტოვებინე რომ მოგნატრებოდი და ეს გეღიარებინა. - სიმწრის, ბედნიერების, მონატრების და სიხარულის ცრემლებით მენაბოდა სახე. მეგონა სიზმარში ვიყავი და არასდროს, არასდროს მსურდა გაღვიძება. დაუჯერებლად მეჩვენებოდა ის ფაქტი, რომ კოსტა ჩემს წინ იდგა და ამ ყველაფერს მეუბნებოდა. ნუთუ შეიძლება იმაზე სასიხარულო იყოს რამე, ვიდრე საყვარელი და მონატრებული ადამიანისგან მსგავსი აღიარების მოსმენა? ან მე რაღა უნდა მეთქვა? სათქმელი მქონდა, თუმცა მაშინ არაფერს აღარ ჰქონდა მნიშვნელობა. არც თავის მართლებას და არც ჩხუბს. მე ვერაფერს ვეღარ ვიტყოდი ისეთს, რაც კოსტას ნათქვამს გაუთანაბრდებოდა ან გადაუსწრებდა. ერთადერთი სურვილი რაც შიგნიდან მჭამდა, მისი კოცნა იყო. აღარაფერი მითქვამს. ჩამოყრილი ხელებით ოდნავ შევეხე გულზე, ნელა ავასრიალე კისრიდან სახემდე. კარგად შევისწავლე მისი ნაკვთები, იმდენად ნაზად ვეხებოდი, მეგონა გაქრებოდა და ისევ მარტო დავრჩებოდი. მე ისევ არაფერს ვამბობდი, ბედნიერების სულ მცირედმა ღიმილმა ოდნავ გამიპო ბაგე, თითქმის შეუმჩნევლად ავიწიე თითის წვერებზე და სურვილს გასაქანი მივეცი, ჩემი ტუჩები მისას შეერწყა. ეს კოცნა იყო პასუხი ყველაფერზე და ბედნიერების საწყისი. აღარ მინდოდა თვალის გახელა. აღარ მინდოდა მისი მკლავებიდან სადმე გაქცევა. აღარ ვიყავი ჩხუბის ხასიათზე. ზუსტად ვიცოდი რა მინდოდა. ზუსტად ვიცოდი ვინ მინდოდა. ამჯერად, სრულიად გააზრებული მქონდა საკუთარი სურვილები. კოსტა იყო ჩემი სიმშვიდის ნავსაყუდელი. კოსტა იყო საწყისი ჩემში არსებული მშვიდი ქარიშხლის. ________________________________________ <3 მეგობრებო <3 ვიცი, რომ ზოგადად ლოდინი ძალიან გამაღიზიანებელია.. ისიც ვიცი, რომ რთულია თავებად ისტორიის წაკითხვა და შეიძლება დაგავიწყდეთ წინა თავში რა მოხდა, მითუმეტეს როცა აგვიანებ.. თუმცა... დამიჯერეთ თქვენზე მეტად მე მსურს, რომ მალე დავდო და მკითხველს გავუზიარო ჩემი მუზა <3 ოღონდ ცოტა გული მწყდება, რომ ისტორიას არ აფასებთ. ვისურვებდი, რომ შეაფასოთ სიუჟეტი, შემაფასოთ მე, დაწეროთ თქვენი მოლოდინები და ზოგადად გამიზიაროთ შთაბეჭდილება ისტორიასთან დაკავშირებით <3 ცოტა გული მწყდება ხოლმე ისტორიის შეფასების ნაცვლად, ''როდის დადებ?'' კომენტარი, თუმცა ამითაც ვგრძნობ თქვენს მოლოდინს..<3 ამიტომ ძალიან გთხოვთ მხოლოდ ''როდის დადებ'' - ით ნუ შემოიფარგლებით, მართლა მაინტერესებს მე შთაბეჭდილებები, შენიშვნები და ყველაფერი <3 მაქსიმალურად ვცდილობ მალე დავწერო და დავდო, იდეაში სრულად ატვირთვა მინდოდა მაგრამ ვერ ვითმენ ხოლმე :დ <3 ამიტომ როგორც კი საშუალება მეძლევა მაშინვე ვდებ, ახლაც ღამის ორი საათია თითქმის და ახლა ვდებ :დ არც პატარა ვარ ბევრი თავისუფალი დრო რომ მქონდეს <3 თქვენიც მესმის და ჩემიც :დ მოკლედ, დიდი მადლობა ვინც კითხულობთ და ველოდები რეალურ შეფასებებს <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.