შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

always and forever (ნაწილი 1)


7-07-2019, 18:27
ავტორი nina1998
ნანახია 1 606

დედა ყოველთვის მეუბნებოდა რომ ცხოვრება რთული და უსამართლოა. პრობლემები ჩნდება და ყველაფერი რთულდება. პრობლემების მოგვარებაში გადის დრო და ბოლოს როცა აცნობიერებ, რომ ყველაფერი მორჩა და შეგიძლია ამოისუნთქო, სარკეში ჩაიხედავ და აღმოაჩენ რომ სახე დაგინაოჭდა, მზერაშიც კი აღარ იგრძნობა ის სხივი რომელსაც ადრე ყველას მონუსხვა შეეძლო, თითქოს ყველაფერი უკვალოდ გაქრა და ბოლოს გაფურჩქნული ყვავილიდან მხოლოდ გამხმარი ფურცლებიღა დარჩა. მთელი განვლილი ცხოვრება ნაცარტუტად იქცევა და მოსაგონარიც არაფერი გრჩება, დაჯდები სავარძელში და დაელოდები როდის მოახლოვდება დრო როცა შენც იმ საყვარელ ხალხს შეუერთდე ვინამაც დაგტოვა სრულიად მარტო.
ელოდები თუმცა ის არსად ჩანს, თითქოს ამას შენს გასამწარებლად აკეთებს, თითქოს უნდა, რომ ყველა ტაჯვა შეისისხლხორცო და ამ გრძნობით იქამდე იტანჯო სანამ ბოლო ძალაც არ გამოგეცლება. ჯდები და ცდილობ გაიხსენო ის მომენტები რომლებიც ყველაზე მნიშვნელოვანია, ის ძვირფასი მოგონებები რომელიც გულს აგიჩქარებს და თვალებს ცრემლებით აგივსებს. თითქოს მოსაგონარი ბევრი არაფერი, ცხოვრება ხომ ტკივილიში გავიდა თუმცა ცდილობ იმ კარგ მოგონებეს ჩაებღაუჭო რომლებიც საყვარელი ადამიანებისგან დაგრჩა. ფიქრობ ყველაფერზე როგორ შეიცვალა ყველაფერი ყველაზე მეტად კი ადამიანები. თუმცა ადამიანები არ იცვლებიან ისინ ისეთები ხდებიან ვინც სინამდვილეში არიან ამის მიუხედავად კი თავს ვარწმუნებთ რომ ისე ისეთივე კარგები არიან, მხოლოდ იმას ვამჩნევთ რისი დანახვაც გვსურს, თავს კი ისე დამაჯერებლად ვიტყუებთ რომ ბოლოს სიმართლე დამაჯერებლად გვეჩვენება. ყველა ადამიანი თავის ნიღაბს ატარებს. რთულია ასეთ ადამიანს ენდო ვინც თავის ნამდვილ სახეს არ გაჩვენებს, ზოგჯერ ნდობა ფუჭი აღმოჩნდება ხოლმე და ისეთ დროს წაგიჭერს ყელში როცა სრულყოფილად გრძნობ თავს იმ გარემოში, იმ ადამიანთან ვისთანაც ხარ. შემდეგ აანალიზებ,რომ ყველაფერი ტყუილი ყოფილა და დარდობ იმაზე თუ რატომ იქცევიან ასე სასტიკად. რაადამიანი უნდა იყო როცა მთელი გულით ნდობას გამოუცხადებ ისინი კი ამას მხოლოდ გართობისთვის გამოიყენებენ.
ამ დროს ემოციური ვხდები, მეუბნებიან ასეთი ემოციები გადამტებეულია თუმცა აცნობიერებ რომ რაც გვაქვს მხოლოდ ემოციებია. ხშირად მიფიქრია რომ სიცოცხლე უნდა შემეწყვიტა მაგრამ მივხვდი რომ სიცოცხლე უნიკალურია რაცარუნდა გამანადგურებელი იყოს ცხოვრება სიცოცხლე არასდროს უნდა შეიზიზღო,სიცოცხლისთვის მეორე შანსი არ მოგეცემა.თუ ყველაფერს სიყვარულით შეხედავ მასში მის შეუფასებელ სილამაზეს დაინახავ. მე ეს ყველაფერი გვიან გავაცნობიერე და ახლა ამ ყველაფერს შენ გეუბნები რომ იგივე შეცდომები არ დაუშვა. ცხოვრება ისეთი უნდა მიიღო როგორიც არის, ყველაფერს თავიზი მიზეზი აქვს თუარმოგწონს ცხოვრება ეცადე რომ ის უკეთესობისკენ შეცვალო.
ლილი დიდი ყურადღებით მისმენდა და ჩემს ნათვქამს იმახსოვრებდა ,ვხედავდი მის დაბნეულ სახეს და მასში იმ ადამიანს ვხედავდი ვინამაც ნაადრევად მიმატოვა, მასში ჩემს მეუღლეს ვხედავდი. ლილის ნოასავით ზღვისფერი ,უმანკო თვალები ჰქონდა, დინჯი მზერა , აპრეხილი ცხვირი და სავსე ტუჩები. ხასიათებით მე დამემსგავსა ჯიუტი და მებრძოლი იყო.როცა იღიმოდა ლოყაზე ჩაღრმავება ჩნდებოდა. ლამაზი იყო თუმცა სილამაზე წარმავალია, სულის სილამაზე კი არასდროს ქრება.

- ის შენ ძალიან გგავს ნოა - სახედან ცრემლი მოიწმინდა და შვილს მიუბრუნდა. უყურებდა მას და სახეზე ეფერებოდა მის ღრმა თვალებში იხედებოდა და თითქოს რაღაცას ეძებდა
- დედა, შენ და მამამ როგორ გაიცანით ერთმანეთი? ამაზე ხშირად არ საუბრობ, მხოლოდ იმას მეუბნები რომ მამას ვგავარ - ოდნავ ნაწყენი ტონი გაჰკრავდა მის ნათქვამს
- გინდა რომ ჩვენი ისტორია მოგიყვე?
- მინდა მამას შესახებ მეტი რამ გავიგო
- თუასე გინდა მოგიყვები და სამაგიეროდ დამპირდები რომ მამაშენთან ხშირად მიხვალ და მას შენზე მოუყვები. შევთანხმდით?
- შევთნახმდით - ლილის თვალები გაუბრწყინდა, სკამი ახლოს მოწია და გულისყურით მისმენდა....


მე და მამაშენი მეზობლები ვიყავით , იმ დროს სიყვარულით რამოდენიმე ოჯახი თუ ქორწინდებოდა. დედა მარტოხელა იყო, მამამ მიგვატოვა და სხვა ქალთან ახალი ოჯახი შექმნა. ღამღამობით მესმოდა დედა როგორ ტიროდა ისე რომ ვერ გამეგო, არუნდოდა მისი ტკივილი სხვას დაენახა, ყველასთან ბედნიერი გამოიყურებოდა თითქოს არაფერი მომხდარიყო.მხოლოდ მე ვიცოდი თუ რას განიცდიდა ის. ყოველთვის თბილად მექცეოდა თავისუფლებასაც მაძლევდა თუმცა ამით ბოროტად არასდროს მისარგებლია, ვცდილობდი დედასთან მეტი დრო გამეტარებინა ამის გამო კი უარს ვამბობდი თანატოლებთან ერთად გართობაზე. დედა 2 ადგილას მუშაობდა იმისთვის, რომ ვერჩინე და არაფერი მოეკლო. მამაზე ცუდს არაფერს ამბობდა პირიქით მეუბნებოდა რომ ის კარგი კაცი იყო და მე ის უნდა მყვარებოდა, სიყვარული კი ყველაფერს გვაკეთებინებს,ამას მამაჩემის მაგალითზე მივხვდი.მაშინ 17 წლის ვიყავი ვცდილობდი დედას როგორმე დავხმარებოდი და მეც დავიწყე სამსახურის ძებნა. ჯენა ამის წინააღმდეგი იყო მაგრამ რამით უნდა დავხმარებოდი.სამსახურის ძებნა დავიწყე, სკოლა დამთავრებული მქონდა, ამიტომ დროც მქონდა სამუშაოდ. სწავლის გაგრძელება ვეღარ შევძელი, დედა ამის გამო ყოველდღე მებოდიშებოდა.
- არმინდოდა ასეთი ცხოვრება გქონოდა - ამოიოხრა ჯენამ და მის თვალზე ცრემლი შევნიშნე
- შენ ჩემთვის ძალიან ბევრს აკეთებ ესეც საკმარისია, სამსახურს მოვნახავ და მეც დაგეხმარები.ყველაფრისდამიუხედავად მჯერა, რომ კარგად ვიქნებით
- ყველაზე კარგი შვილი ხარ - თავზე მომეფერა
- დედასგან ვსწავლობ - მას მივეხუტე და შუბლზე ვაკოცე
კარზე ზარის ხმა გაისმა მეც მაშინვე გავიქეცი და კარები გავაღე. ეს ჩვევა პატარაობიდან გამომყვა, როცა მამა წავიდა მუდამ მის მოსვლას ველოდი და როცა ვინმე კარზე დააკაკუნებდა მაშინვე მივრბოდი რომ მამას შევგებებოდი, თუმცა მამა არ მოდიოდა, 10 წელია ის არ მინახავს, ალბათ ბედნიერია და ავაპირებდი მისთვის ეს ბედნიერება წამერთმია. გული მეკუმშებოდა როცა ვხედავდი ჩემ ტოლ ბავშვებს მამებთან ერთად პარკში, რომ დადიოდნენ. მაშინ თავს მარტოსულად ვგრძნობდი ხოლმე, მაგრამ სახლში მისვლისას დედა მაგრად მეხუტებოდა და ჩემი გულიც სიყვარულით ივსებოდა. ჯენას შეეძლო ჩემი გულის შევსება, ის დედაზე მეტი იყო, საუკეთესო მეგობარი და ჩემი სული. ყველაფერი კარგად გვქონდა მაგრამ ერთ დღეს ყველაფერი შეიცვალა... დედა ავადმყოფობდა, სიარულიც კი არ შეეძლო, არვიცოდი რითი დავხმარებოდი ფულიც არ გვქონდა წამლების ყიდვასაც ძლივს ვახერხებდი, მის სუნთქვას ყურს ვუგდები მეშინოდა, მეშინოდა რომ სუნთქვა არ შეეწყვიტა, რაც კი დანაზოგი გვქონდა ყველა წამლებში და საკვებში დავხარჯე, გული მეკუმშებოდა როცა ჯენას ასეთ მდგომარეობაში ვუყურებდი.ნათესავებიც არ ჰყავდა დახმარება რომ მეთხოვა, ღმერთის იმედად დავრჩით, მამასთანაც ვაპირებდი მისვლას მაგრამ ჯენამ დაიჯინა ამას თუ გააკეთებ არც წამლებს დავლევ და არც შევჭამო პროტესტი გამომიცხადა, ვიცოდი მისი სიჯიუტის ამბავი და დავნებდი, თუმცა ჩვენდა საბედნიეროდ ჩვენს უბანში საკმაოდ შეძლებული ოჯახი გადმოვიდა, დედა მეუბნებოდა უხერხულია ფულის გამორთმევა ახლა გადმოვიდნენო მაგრამ იმ მომენტში ნამდვილად არ ვფიქრობდი უხერხულობაზე,დედაჩემი უნდა გადამერჩინა ეშმაკისთვისაც რომ დამჭირვებოდა სულის მიყიდვა. ჯონსონების სახლთან მივედი და კარზე დავაკაკუნე, კარი საყვარელმა ქალმა გამიღო , გამიღიმა. სანამ რაიმეს მეტყოდა მე დავიწყე საუბარი
- გამარჯობა მე თქვენი მეზობელივარ თქვენს პირდაოირ ვცხოვრობ ვიცი რომ ძალიან უხერხულია რასაც ახლა გთხოვთ მაგრამ შეგიძლიათ ცოტაოდენი ფული მასესხოთ? გპირდებით დაგიბრუნებთ,დედაჩემი ავადაა და წამლებისთვის ფული მჭირდება.
ქალი გაკვირვებული მიყურებდა შემდეგ კი კვლავ გაიღმა
- რათქმაუნდა, შემობრძანდით და ფულს ახლავე მოგცემთ
- სულ ცოტა მჭირდება -უხერხულად შევიშმუშნე
- დამელოდე ახლავე მოვალ - გავიდა და სანამ მოვიდოდა სახლი გადავათვალიერე. ზედმეტი ცნობისმოყვარეობის გამო. კლასიკურ სტილში მოწყობილი სახლი, ოთახები თბილ ფერებში იყო შეღებილი არანაირი სიჭრელე, უკვე მომწონს ეს ხალხი. ჩემი ყურადღება პორტრეტმა მიიქცია სადაც ის გამოსახული იყო ქალი რომელიც ორი წუტის უკან ვნახე მის გვერდით მამაკაცი, ჩავთვალე რომ მისი მეუღლეა და 2 ბიჭი. 1 ბიჭი დაახლოებით ჩემი ტოლი იქნებოდა ან ოდნავ უფროსი, მეორე კი 10-11 წლის თუიქნებოდა. ბიჭის სახეს ვუმზერდი და რაღაც შეუცნობელს ვხედავდი,მისი თვალები კი ულამაზესი იყო.
- შენ ახალი მოახლე ხარ?
უცებ ფიქრებიდან გამოვერკვი და ჩემს წინ ზუსტას ის ბიჭი იდგა ვის სახესაც ვუმზერდი, შევტრიალდი და ადგილშე გავშეშდი, მისი თვალებ უფრო ლამაზი იყო, ზღვისფერი.
- მოშტერებას კიდე გააგრძელებ თუ კითხვაზე გამცემ პასუხს
ცოტა არიყოს გაღიზიანებული იყო
- რაა? არა მე თქვენი მოახლე არ ვარ. საიდან მოიტანეთ რომ მოახლე ვარ - დავაწვრილე თვალები
- ასე ვიფიქრე - თვალები ჩამაყოლა
- არასწორად გიფიქრია - წარბი ავუწიე და გვერდი ავუარე
- ასე სწრაფად არა - ხელი ჩამავლო და მისკენ მიმწია
- შენ რა მანიაკი ხარ ! ხელი გამიშვი - სიბრაზისგან სახე ამიწითლდა
- ჩემს სახლში ვიღაც უცხო გოგო ჩემს პორტრეტს მიშტერებია და კიდე მე ვარ მანიაკი ? -ტუჩის კუთხე შეერხა
- ჯერ ერთი მანიაკი არ ვარ თქვენი მეზობელი ვარ მერე მეორე თქვენს პორტრეტს არ მივშტერებოდი და მერე მესამე მე დედათქვენს ველოდები ასე რომ თუ შეიძლება ხელი გამიშვით - თავს ვიკავებდი რომ სახეში არ მეთხლიშა
- დედაჩემს?
- ნოა უკვე დაბრუნდი? - კიბეებიდან ქალის ხმა გაისმა. ნოამ ხელი გამიშვა და შეტრიალდა
- ჩვენ სახლში უცხოები ასე თავისუფლად რატომ დადიან
- ეს გოგონა ჩვენი მეზობელია და ცოტა ფული მთხოვა დედამისისთვის - ნოამ ჩაიღიმა და სისხლი თავში ამაწვა
- თავი ვინ ჰგონია ამ იდიოტს - ჩავილაპარაკე ჩემთვის
- რამე თქვი? - ირონიულად იკითხა ბიჭმა
- არაფერი! - არაფრის მთქმელი სახით გავხედე
- აი ესეც იმედია გეყოფა თუარადა აქ ვარ მოდი და კიდევ დაგიმატებ - ქალმა ფული გამომიწოდა.ვაუ ასეთ გულუხვობასაც არ ველოდი
- დიდი მადლობა ქალბატონო...
- ელაიზა დამიძახე
- მადლობა და აუცილებლად დაგიბრუნებთ - გავუღიმე ქალს
- არაა აუცილებელი
- არის - ვუმთხარი მტკიცედ - კარგი ახლა მე წავალ დედას ვერ დავტოვებ დიდი ხანი, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა
- არაფრის ძვირფასო
- კარგით მაშინ შეხვედრამდე
- შეხვედრამდე - ქალს გავუღიმე ბიჭს კი ამრეზით ავხედე - მშვიდობით !
- ნახვამდის, იმედია მალე შევხვდებით - კვლავ მისი ირონია
- იმედია - იმედია არასდროს შევხვდებით იდიოტო გავიფიქრე კვლავ და სახლიდან გამოვედი



№1  offline წევრი izabella

დასაწყისი კარგია. ველოდები შემდეგ თავს, ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები.

 


№2  offline წევრი nina1998

izabella
დასაწყისი კარგია. ველოდები შემდეგ თავს, ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები.

ხვალ დავამატებ და მადლობა heart_eyes

 


№3  offline წევრი nina1998

ლიზელი
მომეწონა პირველი თავი. წარმატებები შენ❤

მადლობა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent