გულში შემოჭრილი(ნაწილი2)
ნაწილი 2 თავი 1 ოცნებები,ოცნებები და ისევ ოცნებები.რატომ?რატომ უნდა იოცნებო იმაზე რაც არასოდეს მოხდება?აი მე მაგალითად არასოდეს მიოცნებია ძალიან დიდ ქორწილზე,პირიქით ყოველთვის პატარა ქორწილების მომხრე ვიყავი,მაგალითად ზღვის ნაპირას,ან მთაში.მოკლედ ამას არ აქვს მნიშვნელობა,უბრალოდ მომწონდა პატარა და ლამაზი ქორწილები,ყოველგვარი გადამლაშებული სადღეგრძელოებისა და მილიონი ტრადიციული ცეკვის გარეშე.ვერ ვიტყვი რომ ამაზე ვოცნებობდი,არა,უბრალოდ ძალიან იშვიათად მეც მეფიქებოდა ასეთ რაღაცებზე.ვერც იმას ვიტყვი რომ ასეთ „პატარას“ მინდოდა გათხოვება.მაგრამ რა ვქნათ?მე ერთი ადამიანის გარდა ამაში ვერავის ვერ დავადანაშაულება და ეს ერთიც ბურდულია,ჩემზე აკიდებული მანიაკი.აი დემეტრე დადიანს კი ხელები უნდა დავუკოცნო რომ ამ ტირანისგან მიხნა,მართალია ესეც ძალიან მიშლის ნერვებს,მაგრამ რას დავეძებ,მთავარია არაფერს დამიშავებს.ვერ ვიტყვი რომ უბედური ვარ,პირიქით,სადღაც გულის სიღრმეში რაღაც მიხარია,რაღაც მახარებს,მაგრამ არ ვიცი რა. სარკის წინ ვდგავარ.გვერდით კატო მიდგას და თავზე ფატას მამაგრებს.საკმაოდ მოუხერხებელი,მაგრამ ამავდროულად ულამაზესი კაბა მაცვია.გაშლილი,გრძელი და თვლებით შევსებული.ჩემი თავი მართლა ძალიან მომწონს.მგონი პირველი შემთხვევაა როცა საკუთარ თავში სილამაზის სხივი შევნიშნე.კატოს თვალები უბრწყინავს.ჩემი მეჯვარეც საოცრად ლამაზია.გრძელი ცისფერი კაბა და ამავე ფერის ფეხსაცმერელი აცვაი,შავი თმები მხრებზე აქვს ჩამოყრილ.მართლაც რომ საოცრად გამოიყურება.ოთახში დედა შემოდის. -ევა დე,მოვიდნენ. -ეჰ წავედით კატო,წავედით.-ანერვიულებულმა გადავუჩურჩულე ჩემს მეჯვარეს.მისაღებში ჩასულს,ჩემი და დემეტრეს ოჯახი დამხდა,ასევე შაკო,ჩემი მომავალი ქმრის მეჯვარე გახლდათ ვაჟბატონი.დემეტრესკენ გავაპარე თვალი და დავინახე ჩემი „იდიოტი“,ჩემდა გასაკვირად თვალები უბრწყინავდა.საოცრად გამოიყურებოდა,მართლაც რომ ისიმპატიურესი იყო ჩემი მომავალი მეუღლე.ჯვრისწერამ წარმატებით ჩაიარა,ხელიც მოვაწერეთ და დარბაზში წავედით.თვალი უამრავი უცნობი თუ ნაცნობი ადამიანით გატენილ დარბაზს მოვავლე.სახეზე ღიმილი გადავიკარი და ჩემს „ქმარს“ ხელი ჩავკიდე.რათქმაუნდა ჩვენი ცეკვით გაიხსნა ქორწილი.ვერ ვიტან ცეკვას,მაგრამ კარგად გამომდის.6 წელი ტყუილად არ ვიცეკვე.დემეტრეც საოცარი მოცეკვავე გამოდგა.ძლივს მოვრჩით და დაღლილები დავუბრუნდით ჩვენს ადგილს.ქორწილმა ძალიან ჩვეულებრივად ჩაიარა.ეს არ იყო ისეთი ქორწილი როგორიც მე მსურად,არც ეს დღე არ იყო ისეთი რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე კარგად მემახსოვრებოდა.ძლივს შევაღწიეთ დემეტრეს სახლში,სადაც მხოლოდ ჩვენ ორნი ვიცხოვრებდით.საკმაოდ დიდი,ნათელი,თანამედროვედ მოწყობილი დიდი ეზოს მქონე სახლის კარი შევაღეთ. -მეძინება.-დაღლილი ხმით ვთქვი და საყვარლად მოვბრიცე ტუჩები.არ გამომრჩენია როგორ ჩატეხა დემეტრემ ტუჩის კუთხე. -წამო დავიძინოთ. -მოიცა შენთან ერთად უნდა დავიძნო? -ჰო,იმიტომ რომ ჩეი ცოლი ხარ და ღმერთმა იცის როდის დაგვადგებიან თავზე. -აუუუ. -ნუ წუწუნებ არ შეგჭამ. ოთახში შევედი.ეს საშინელი კაბა ძლივს მოვიშორე და პიჟამოები ჩავიცვი.მოწყვეტით ჩავესვენე საოცრად რბილ და კომფორტულ საწოლში.დემეტრეს არ დავლოდებივარ ისე დავიძინე.დილას ადრე გამეღვიძა.დღეს სწავლა ახლდებოდა და ადრიანად უნდა ავმდგარიყავი.ძლივს მოვიშორე დემეტრეს ძლიერი მკლავი.ნელა ავდექი და წყალი გადავივლე.გამოვიცვალე და საუზმის კეთებას შევუდექი.დემეტრე ისევ არ ამდგარა.გადავწყვიტე მე გამეღვიძებია.ოთახში ნელი ნაბიჯებით შევედი.დემეტრეს მივუახლოვდი და ფრთხილად შევანჯღიე. -მმმმ....-ამოიზმუვლა და ძლივს გაახილა თვალები. - სწავლაა დღეს დემეტრე და დროზე თუ არ ადგები ვერ მოვასწრაბთ.ძლივს წამოდგა და სააბაზანოსკენ გაეშურა.მის გამოსვლემდე ქვემოთ ჩავედი და ტელევიზორში საკმაოდ ხმამაღლა ჩავრთე ჩემი საყვარელი სიმღერა -“There’s Nothing Holdin Me Back” შემეძლო მთელი დღე მესმინა და არ დავღლილიყავი.მომღიმარი სახით ვიჯექი და საყვარელ სიმღერას განაბული ვუსმენდი.დემეტრე კიბეებზე გაკვირვებული სახით ჩამოვუდა.შეხედა რასაც ვუყურებდი და ჩემდა გასაკვირად ჩაიღიმა. -ჰეე წამო,თორე მართლა დაგვაგვიანდება. ტელევიზორი გამოვრთე და გარეთ გავედი.დემეტრეს გვერდით მივუჯექი და ტელეფონი ამოვიღე. -დღეს სახლში გვიან მოვალ.-მითხრა დემეტრემ და მანქანა დაძრა. -კაი. -თუ გინდა კატოს უთხარი და მოვიდეს. -კაი. -სხვა სიტყვაც რომ გაიმეტო არ გინდა? -კაი.-ისევ ისე ვუთხარი და გავიცინე.ისიც ამყვა.ნურც მთლად უჟმური ნუ გეგონებათ ჩემი „ქმარი“.მანქანიდან გადმოვედი და თვალი ანდრიას მოვკარი.ისე გავექანე მისკენ თითქოს 2 წლის უნახავი მყავდა. -ჩემი გოგოო.-ხელები გაშალა და ჩამეხუტა.-გოგო გუშინ არ მნახეე ასე რანაირად მოგენატრე? -რა ვიცი მე.-ახლა ქვედა ტუჩუ გადმოვაგდე და განვაგრძე.-აარ ხარ ჩემი მონატრების ღირსი შენ. ორივე ახარხარდა. -ბავშვი მომიყვანია ცოლად და არ მცოდინია.-ძლივს წარმოთქვა მომცინარმა დემეტრემ. -ოჰოო პედოფილი ქმარი მყოლია.-არც მე დავაკელი და ენა გამოვიყავი.კიდევ უფრო საყვარლად ჩატეხა ტუჩის კუთხე.ახლა ძალიან მომინდა მისი თუჩები დამეკოცნა.ვაიმეე ევაა მოაშრე ეს მანიაკური ფიქრებიი.ჩემს თავზე საშინლად გავბრაზდი.პირველმა ლექციამ მშვენივრად ჩაიარა.ქიმიდან გამოსულ კატოს მოვკარი თვალი და ჩემკენ მოვიხმე. -აბაა რას შვება შენი პრინცი.-ეშმაკურად გავხედა და ჩავიღიმე. -აუ კაი რა ევაა.რას შვება და უნივერსიტეტშია.ძმაკაცი შენია და კითხე რაც გინდა. -გამირბიხარ გოგონი?-ისევ გავიღიმე და გავხედე. -აუ გიჟი ხარ. ახლა ენახა ამას ჩემი გაგიჟება.ამ სწერვა თიკას დემეტრესთან რა ჯანდაბა უნდოდა.სახეზე წითელმა გადამკრა.კინაღამ ავფეთქდი. -იმას გახედე. -კ**პა.-ზიზღით წამოიძახა კატომ და გამომხედა. -ახლა იცი რა უნდა ქანა თუ ჩემი საბოლოო გაგიჟება არ გინდა? -ააბა ჰე,გელი. -ახლა ჩემთან ერთად დდემეტრესთან წამოხვალ და სიძეს დაუძახებ.რაღაც წინადადებაში ეს სიტვა უნდა ჩააკვხო.უნდა მივახვედრო ქალბატონი თიკა რომ სხვის ქმრებს არ უნდა ეკურკუროს. კატომ თავი დამიქნია.ნაბიჯს ვუჩქარეთ და დემეტრემდეც მივედით. -ვააჰ,ჩემი საყვარელი სიძე.როგორ ხარ დემე?-ჩემი ჭკვინი.ამის თქმა და თიკას სახეზე ღიმილის შეყინვა ერთი იყო.მე კი ღიმილიანი სახით დავდექი.სიმწრის ღიმილი მქონდა მე საცოდავს. -კატუშ მე კარგად,შენ?-დაბნეულმა დემეტრემ შეუბრუნა კითხვა ჩემს ჭკვიან დაქალს. -მშვენივრად. -დემეტრე ერთი წუთით შეგიძლია გამომყვე?-საუბარში მე ჩავერთე.არც კი ვიცი რას ვაკეთებდი. -კი რათქმაუნდა.-უკან გამომყვა.როგორც კი თვალს მივეფარეთ მაშინვე დაიწყო საუბარი.სახეზე ფერი არ მედო,ვერ გამეგო რა მჭირდა.რატომ მაბრაზებდა მის გვერდით სხისი დანახვა.მხოლოდ იმიტომ რომ უკვე ჩემი ქმარი იყო? -დემეტრე მისმინე,არ მაინტერესებს ჩვენი ქორწიინება ყალბია თუ ნამდვილი,სიყვარულიტ შემირთე თუ ისიყვარულოდ.მთავარი ის არის რომ შენ ჩემი ქმარი ხარ და არა სხვისი.ამიტომაც ვერ ავიტან შენს გვერდით ვიღაც სხვა დავინახო.გასაგებია?ძალიან კარგად იცი რომ თაყვანისმცემლები არც მე მაკლია და არც არასდროს დამაკლდება,მიუხედავად იმის გათხოვილი ვარ თუ არა,მაგრამ მე შენგან განსხვავებით თვალებს არავის ვუკურკურებ.არ დავლოდებივარ დემეტრეს პასუხს.საოცარი სისწრაფით გამოვედი,მაგრამ მისი თვითკმაყოფილი ღიმილი მაინც არ გამორჩა ჩემს თვალთახედვას.სახლში გაბრაზებილი შეევარიდი.ვიმეცადინე,მაცივრიდან შოკოლაები გამოვიღე და ისევ სიმღერის მოსმენა დავიწყე.ის იყო დავჯექი რომ დემეტრე შემოვიდა შაკოსთან ერთად. -ევუშ როგორ ხარ? -არამიშავს შაკო,შენ? -აუუ მე დამშეული ვარ და რამე გამიკეთე რა. -კაი რა შაკო სულ როგორ უნდა გშიოდეს.-სწრაფად წამოვდექი და კარტოფილის შეწვას შევუდექი. -მზად არის. -აუუ ევა ასე გემრილიელად როგორ წვავ.-დემეტრესსგან ამ სიტყვების მოსმენა მართლაც რომ სასიამოვნო და ამავე დროს საკვირველი იყო.მხრები ავუწურე და სამზარეულო დავტოვე.რადგან გვიანი იყო დაძინება გადავწყვიტე.მარამ ვერაფრიტ ვერ დავიძინე.იმაზე დავფიქრდი რომ არ მინდოდა დემეტრეს კმაყოფაზე ცხოვრება.ამიტომ გადავწყვიტე როგორღაც სამსახური მეშვნა.დილა ისევ ისე დაიწყო.უნივერსიტეტში კვლავ დემეტრემ წამიყვანა.იქედან გამოსულმა გადავწყვტე სამსახურის საძიებლად წავუსიყავი.ჩემთვის ზედგამოჭრილი იყო ის სამსახური რასაც შემთხვევით წავაწყდი.ხვალიდან მუშაობას საბავშვო ბაღში მეორე სმენის მასწავლებლად ვიწყებდი.დროშიც ზუსტად ვჯდებოდი.მართალია ბავშვებთან კონტაქტი ძალიან კარგად გამომდის,მაგალითად ჩემი დაც ჩემს ხელშია გაზრდილი მაგრამ ცოტათი მაინც მაშნებდა ახლაი სამსახური.სახლში გახარებული შევედი.არ ველოდი თუ ვინმე დამხვდებოდა,მაგრამ მისაღებიდან ბიჭების ხმა შემომესმა. -ევა რა გახარებული ხარ რა მოხდა?-ანდრია მომიბრუნდა და კითხვა დამისვა. -მუშაობა დავიწყე. -ბატონო?-აშკარად გავაბრაზე დადიანი -ჰომ...რა იყო?არ შეიძლება?შენც ხომ მუშაობ არა.დიდი ამბავი მეც თუ ვიმუშავე.-უი მგონი არ მითქვამს რომ ეს ვაჟბატონი ერთ-ერთ საავადმყოფოში დამხმარე ექიმი იყო ხო?ან საიდან ვიტყოდი,ვითომ მე დიდი ხნის გაგებული მქონდეს. -კაი რა ევა არ გეზარება?-საუბარში შაკო ჩაერთო. -რომ მეზარებოდეს ამას არ გავაეკეთებდი. ოთახში შევედი და მეცადინეობა დავიწყე.საკმაოდ გვიან მოვრჩი ყველაფერს.წყალი გადავივლე,გამოვიცვალე და დამშვიდებული დავწექი.ამასობაში დემეტრეც შემოვიდა ოთახშ.ნივტები აიღო და სააბაზანოში ხმისამოუღებლად შევიდა.იქიდან სპორტული შარვლის ამარა წელზევით შიშველი გამოვიდა.საოცარი ნავარჯიშები სხეული ქონდა.გვერდით მომიწვა და საუბარი დაიწყო. -ევა რა საჭროა ეს ყვეაფერი? -რა?-დაბნეულმა ვუპასუხე. -რატომ უნა დაიტვირთო ზედმეტად თავი? -დემეტრე,მე მინდა მივეჩვიო შრომას.მომავალი ექიმი ვარ და ეს ყველაფერი საჭიროა ჩემთვის.თანაც ეს არ არის რთული სამუშაო.უბრალოდ ბავშვებს,მოვუვლი და ვასწავლი.მეტი არაფერი. -აუ რატო ხარ ასეთი ჯიუტი? -I don’t know,baby.ინგლისურად ვუპასუხე და გავუღიმე.მანაც მომხიბვლელად გამიღიმა და გადაბრუნდა. ჩევეულებრივ დაიწყო დილა.უნივერსიტეტიდან პირდაპირ ახალ სამსახუში წავედი.უსაყვარლესი ბავშვები და საკმაოდ კარგი კოლეგებიც გავიცანი.ძალიან კარგდა შევეწყვე ჩემს სამუშაოს.სამსახურში დემეტრემ მომაკითხა. -ევა ჩემს მშობებთან უნდა წავიდეთ. -ახლა? -ჰო? -მე რომ წამოვიდე აუცილებელია. -კი თანაც ძალიან. -რამე ხდება დემეტრე? -მივალთ და გაიგებ. მალევე მივედით დემეტრეს მშობლებთან.ორივე ძალიან გაახარა ჩვენმა მისვლამ. -მოკლედ დღეს შემოტავაზება მივიღე.ამერიკავშ მომიწევს 1 წლით წასვლ სასწავლებლას.ვინაიდან ბოლო კურსზე ვარ ეს საკმაოდ დიდი შანსია.-სიჩუმე კვლავ დემეტრე დააღღვია.არც კი ვიც რა რეაქცია აუნდა მქონოდა.გავხევდი.. -შვილო გაგიჟდი ამ ახალ მოყვანილ ცოლს მარტო ტოვებ.-ახლა ნანამ დაიწყო საუბარი. -კარგი რა ნანა დეიდა.რა პრობლემაა,წავა და ჩამოვა.დიდი ამბავი.მეც ძალიან კარგად ვიც ეს რამხელა შანსია.ვიცი მეც ძალიან ამიჭირდება მისგან შორს ყოფნა და დემესაც.(პირველად დავუძახე ეს სახელი).დავინახე როგორ ჩაიღიამა.რატო იღიმის?ჩემი სიკვდილი უნდა?-მოკლედ,მე არანაირ პრობლემას არ ვქმნი.-საკმაოდ გამიჭირდა ამის თქმა მაგრამ რა მექნა? მოკლედ გადაწყდა რომ 2 თვეში დემერე მიდიოდა.20 მარტს გავაცილეთ ქვეყნიდან. თავი 2 ძლივს მივლასლასდი სახლში.კიდევ კარგი უნივერსიტეტიც და ბაღიც დამთავრდა თორემ ამ წინა საქორწილო მზადებაში ჭკუდან გადავიდოდი.ჰო ხვალ ჩემი ორი ბავშვობის მეგობრის ქორწილია,ჩემი შაკო და კატოტ ქორწინდებიან.ძლივს შევარჩიე კაბა და ფეხასაცმელი.დილას სალონში ჩავეწერე.უთენია წამოვხტი.გავემზადე და სალონისკენ გავემართე.მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე და თმები ტალღებად ჩამოვიყარე მხარზე.მუქი წითელი,ზურგამოღებული,ოდნევ გაშვებული მოკლე კაბა და იმავე ფერის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები ჩავიცვი.რაც შეეხება დემეტრეს,ის მხოოლოდ 2 თვეა რაც წავიდა.ჰო ამ 2 თვის განმავლობაში ყოველდღე მირეკავს პატივცემული ქმარი და რამდენიმე წუთიანი საუბრით შემოვიფარგლებით.არ ვიცი რატომ მაგრამ საშინელ მონატრებას ვგრძნობ. სახლში ანდრიამ მომიყვანა და აქედან კატოსთან წამიყვანა.ჩემი გოგო ულამაზესი იყო,აუ შაკოც რა სიმპატიური იყო იცით.თვის თვაის ფერს საოცრად შეუხამა ლურჯი პიჯაკი,ამავე ფერის შარვალი და თეთრი პერენგი.საოცარი წყვილი იყო,საოცარი. ეკლესიისაკენ ფეხით მივდიოდით.საკმაოდ რთულად გასავლელი გზა იყო.ეს საშინლად მაღალი ფეხასაცმელიც უარესად მიშლიდა ხელს.ერთი ნაბიჯის გადადგმაზე ფეხი გადამმიბრუნდა,და ვიღაცის ძლიერ მკლავებში ჩავვარდი.ცხვირზე ნაცნობმა და მონატრებულმა სურნელმა მომიღიტინა.ისე ვიკივლე და ჩავეკარი დემეტრეს ნატკენი ფეხი სულ დამავიწყდა.მგონი იმდენი ხანი ვიყავით ერთმანეთზე მიკრულები რომ წყვილმა ჯვარიც კი დაიწერა.ძლივს მოვეგე გონს და ოდნავ ჩამოვშორდი. -აქ რა გინდა? -ძმაკაცის ქორწილზე ჩამოვედი გოგონი. -აჰ.ისევ მიდიხარ? -არ ვიცი. -როგორ თუ არ იცი. -აი ასე,არ ვიცი,ყველაფერს დრო გვიჩვენებს.ჰე წავიდეთ ახლა.-ხელი გამომიწოდა და დამელოდა. -ბავშვი ვარ ხელი რომ ჩაგკიდო. -სწორედაც რომ.პრინცინციპში ბავშვებიც კი შენზე უკეთ დადიან.-ირონიული ღიმილით გამიღიმა და კიდევ ერთხელ გამომიწოდა ხელი,რომელსახ ჩემი თლილი თითები შევაგები.ჩემი ნითები მის თხელ თითებში ავხლარტე და ისევ ის უცნაური შეგრძენა შემოიჭრა ჩემს სხეულში.არავის არ უკვირდა ჩემი გამოწკიპული ქმრის აქ ყოფნა ჩემს გარდა.ისევ ისეთი ტრადდიციული ქორწილი გაიმართა როგორიც ჩემი იყო.ფეხი ფეხზე გადადებული ვიჯექი ჩემი ძმის გვერდით,როცა ბოხი ბარიტონი მომესმა. -მეცეკვებით ლამაზო? -თორნიკე? -გაგახსენდა ჩემო კარგო მივიწყებული მეგობარი.ჰე ახლა მეცეკვე თორე არ გაპატიებ ჩემს დავიწყებას.-სწრაფად წამოვდექი და ცეკვაში ავყევი.თან მის ამბებზე ვსაუბრობდით.თორნიკე ჩემი ბავშვობის მეგობარია,რომელიც წლებია არ მინახავს.ძალიან კარგად ვგრძნობდი დადიანის მწველ მზერას.აი დარდი რა.რამდენიც უნდა იმდენი მჭამოს თვალებით.თვითონ რომ უჟუჟუნებდა თვალებს იმ კა*პას კარგი იყო?ჩავიცინე და ცეკვა განვაგრძე.მალევე დამტავრდა მუსიკა.დდემეტრე მომიახლოვდა და დაიწყო. -გოგონი,მგონითქვენ ჩემი ცოლი ბრძანდებით ხომ ასეა?-ასკარად ძალიან გაბრაზებული იყო-იცი რა ევა,საერთოდ არ ვაპირებ რაიმეს მოსმენას.უბრალოდ გაფრთხილებ რომ თუ შენს სიახლოვეს კიდევ დავინახავ ვინმეს ჩემს ტავზე პასუხს არ ვაგებ. -ჯერ ეს ერთი თორნიკე და თიკა რომ განსხვავდებიან ამაზე საუბარიც აარ ღირს,მერე მეორეც დავიჯერო შენ არავის არ მიკარებიხარ მთელი ორი თვის განმავლობაში? -კარგი რა ევა,არ მიცნობდე მაინც.-აშკარად ეწყინა ჩემი ნათქვამი. -რომ გიცნობ მაიტომ გეკითხები. -რათქმაუნდა არა ევა,არა.რეებს ბოდიალობ,კარგი რა.-არა ასეთი ნაწყენი დადიანი მე ჯერ არ მინახავს. შინ რათქმაუნდა ძალიან გვიან დავბრუნდით.დავიბანე,პენუარი გადავიცვი და საწოლშ შევწიქი.დემეტრეც მალევე მომიწვა.მგონი ეძინა მაგრამ ცდა მაინც ღირდა? -დემეტრე. -გისმენ,ევა. -მიდიხარ. -ჰო მივდივარ. -როოდის? -ზეგ. -კარგი.-გვერდი ვიბრუნე,ცოტაც და ვიტირებდი.რატომ?ჰმმ...მგონი შემიყვარდა ეს იდიოტი და იმიტომ.ჰო,აი ასე ერთწლიანი ურთიერთობის თავზე გამოვუტყდი თავს რომ მიყვარდა ეს მანიაკი. დილას დემეტრეზე ჩახუტებულს გამეღვიძა.არც კი მიცდია ადგომა,პირიქით თვალი დავხუჭე და მისი სურნელით გაჟღენთილი ჰაერი ღრმად შევისუნთქე,ფილტვებამდე მივუშვი და ჩემს სხეულშ შემოჭრის შაშუალება მივეცი.ახლა უკვე ძალიან ტკბილად შემეძლო ძილის შებრუნება და ასეც მოვიქეცი.ახლა უკვე საბოლოოდ გავიღვიძე.დემეტრეს სუნთქვა ვეღარ ვიგრძენი ჩემს კისერზე.ჰო გული დამწყდა.ჯანდაბას ჩემი სიამაყე,ჯანდაბას. მთელი დღე სადღაც გაქრა ჩემი ქმარი.საკმაოდ გვიანი იყო ღამე რომ მომიწვა გვერდით.ალბათ ეგონა მეძინა.დილით ისევ ისე გავიღვიძეთ როგორც გუშინ.მაგრამ ამჯერად დემეტრე შევანჯღიე და გავაღვიძე. -ადექი დაგაგვიანდება.სულ მე რატომ უნდა გახსენებდე რომ გაგვიანდება.-ბუზღუნით წამოვდექი და აბაბანაში შევვარდი.აეროპორტშიც მივაცილეთ ბატონი ქმარი.აი ასე გავაცილე,ყოველგვარი ღიმილის და თბილი სიტყვების გარეშე. ^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^ -ევააა.-ტელეფონში ჩამძახა კატომ. -რა იყო კატო მშვიდობა გაქ? -ღმერთმა შენც მალე მოგცეს ასეთი მშვიდობა.-სიცილი შეერია მის ხმას. -აუ რა მოხდა?-მეც გამეღიმა. -ორსულად ვარ ევა. -რა?რა მითხარი?ვაიმეეე-ბოლო ხმაზე დავიწყე კივილი და ხტუნვას მოვყევი.-ვაიმე დეიდა ვხდებიიი.თუ მამიმიდა?-აი ამან მართლა დამაფიქრა. -დეიდა-მამიდას დავაძახებინებ თუ გინდა.-ისევ სიცილი აუტყდა კატოს. -აუუ იცი როგორ მიხარია?იმ ვაჟბატონმა გაიგო? -კიი.ვაიმე კინაღამ გაგიჟდა.-ისევ იცინოდა ჩემი გოგო. -უნამუსო.ჩემი და ხარო მეძახის და 2 კვირა არ მინახავს. -რა დროს ეგაა ევუშ.-შაკოს ხმა მომესმა. -სპიკერზე გქონა ჩართული? -ჰო. -ანუ გაიგე ხო? -კი. -მერე არ გრცხვენია? -რა ვქნა როგორ შემოგირიგო დაია,ჰა?-ქუტაისურად დამიწყო ლაპარაკი. -სამსახურში წამიყვანე და შავი სოკოლადიც წამომიღე. -დედაა ახლა მართლა დავრწმუნდი რომ ცოდოა დემეტრე შენს ხელში. -ცოდო-გამოვაჯავრე და დავიჭყანე.-რა ენაღვლება მაგას,ცოლად არ ვყავდი მოყვაინილი ამერიკაში რომ გაიქცა და რა იცი შენ რა დღეშია.ჰე ახლა მოხვალ თუ არაა? -მოვდივარ უკვე. -კაი,დროებით. ^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^ საოცრად ნელა და მტანჯველად გადიოდა ეს დღეები.იმდენან ვიყავი გადართული სწავლაზე და სამსახურზე ჩემს „იდიოტ“ ქმარს საერთოდ ვეღარ ველაპარაკებოდი.მას გამოცდები დაეწყო და ასე რომ ძლიან დავშორდით ერთმანეთს.ამ ყველაფერს ნამდვილად შეეძლო ჩემი გაგიჟება.გიჭი ექიმი კი მერწმუნეთ არავის უნდა.ამიტომაც გადავწყვიტე ჩემი ძველი ჰობი ისევ თავის ადგილას დდამებრუნებია და ახალი ისტორიის წერას შევუდექი.ნელ-ნელა იქმნებოდა ახალი რომანი,რომელის წერაც საოცარ სიამოვნებას მაინიჭებდა.აი ისეთს როგორიც დიდი ხანია აღარ გამიცნია.რომანს „დროში დაკარგული“ დავარქვი.ჯერ იყო სათაური და შემდეგ ისტორია.ესეც ჩემი უკუღმართობა.არ მეტყობა რომ უკუღმა დავიბადე?ჰო აი ასე.ყოველგარი სიძულვილი და ცუდი გრძნობა რაც დემეტრეს უკავშირდებოდა დროში ჩავკარგე და გზა უცნობ,თუ ნაცნობ გრძნობას-სიყვარულს დავუთმე.დიდი შრომისა და წვალების შემდეგ დაიწერა „დროში ჩაკარგული“.არ მინდოდა ჩემი სამთვიანი შრომა წყალში დაკაგულიყო.ამიტომაც ჩემი ერთი წამოვლის წყალობით პირადიპ რედაქციაში აღმოვჩნდი.წინ სანდომიანი,ძალიან საყვარელი,მართლაც რომ ლამაზი ქალი მეჯდა.გამომკითხა ყველფერი და ჩემი წიგნის კითხვა დაიწყო.საკმაოდ დიდი ხანი ვუცდე.ვაკვირდებოდი მის სახეზე გადაკრულ ყველა იმ ემოციას რაც ამ წიგნში ჩავდე. -საუკეთესოა.დრესვე შევუდგებით საქმეს ქალბატონო ევა.-აღფრთოვანებული სახით გამომხედა და ძალიან თბილად გამიღიმა. სახლში ფრენა-ფრენით დავბრუნდი.ჩემი პატარა საიდუმლო არც არავინ არ იცოდა.რამდენიმე კვერაში ჩემი წიგნის პრეზენტაცია იყო.აი ასე მოულოდნელად მივაღწიე წარმატებას.სანაცნობი წრეს მხოლოდ მისამართი მივწერე.არანაირი მიზეზი არ დამისახელებია.მუხლზე კაბა და მაღლები ჩავიცვი.თმები კოსად შევიკარი.კულულები ჩამოვყარე და მსუბუქი მაკიაჟიც გავიკეთე.მივედი ადგილას რომელიც საოცრად მიყვარდა.იმ ადგილას რომელმაც მთელი ჩემი ცხოვრება შეცვალა.ჰო,არც მეტი არც ნაკლები წიგნის პრეზენტაციას ჩემი ქმრის კაფეში ვმართავდი,აი იქ სადაც ჩემს იდიოტს პირველად შევხვდი. პრეზენტაციის დროს სახეზე ამაყი ღიმილი დამთამაშებდა.დამთავრდა „დროში დაკარგულის“ განხილვა. -ვაიმე ევაა,საოცრება ხარ.-გულში ჩამიკრა ანდრიამ და ლოყაზე მაგრად მიჩქმიტა.პირველად ვიყავი ასეთი ამაყი ჩემი თავით,ალბათ იმიტომ რომ ჩემით გახარებულ ოჯახს და მეგობრებს ვხედავდი.მაგრამ მაკლდა ვიღაც.აი ის ვინც ამ ყველაფრის საშუალება მომცა.ის იყო ჩემმი მუზა.მან დაიმონა ჩემი ფიქრები.კარისკენ წავედი იმდენად მინდოდა ტირილი გარეთ გასვლა გადავწყვიტე.თავდახრილი მივდიოდი და აი ასე შევეჯახე საყვარელი მამაკაცის სხეულს. -დემეტრე.-ძლივს წარმოვთქვი ჩემი დემონის სახელი და ტუჩებზე ძალიან მაგრად ვაკოცე.დემეტრეც ამყვა ამ კოცნაში.რას ვიფიქრებდი თუპირველად მე ვაკოცებდი ვინმეს,მითუმედეს დემეტრე დადიაან. -მიყვარხარ ევა.-სითბოთი და სიყვარულუთ გაჟღენთილი ფრაზა მოხვდა ჩემს ყურებს. -ბატონოო?-ისე გავიკვირვე რომ პირი დავაფჩინე. -აი ამ პასუხს ნამდვილად არ მოველოდი შენგან.-გადაიხარხარა დადიანმა. -აუუ მეც ძან მიყვარხარ იდიოტო.-ისევ გულში ჩვიკარი. -ევა.-ჩუმად დაიწყო საუბარი. -ჰო. -ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც უნდა გითხრა. -გიმენ. -მოკლედ.მე რომ გითხარი ბურდული ითხოვს რომ ცოლად გამომყვე მეთქი მოგატყუე.ეს მე მინდოდა და გამოვიყენე მისი საქციელი.ის ისედაც ციხეში ჩავსვით თავისი საქციელის გამო. -მოიცა რა?-ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს მიწა ფეხქვეშ გამომეცალა.-მათაც იცოდნენ?კატომაც? -არა კატომ აარა. კაფეში გიჟივით შევვარდი -არა ეს რანაირად გამიკეთეთ?თქვენ საერთოდ სინდისი გაქვთ?შენ დას მეძახდი და ამხელა რაღაც როგორ მომატყუეთ?-ანდრიას გავხედე,მერე მზერა შაკოს ცისფერ თვალებს გავუსწორე და კითხვა დავუსვი.-ეს არის შაკო და-ძმობა?ეს?-სახეზე ირონიული ღიმილი გადავიკარი. -ხალხო რა ხდება აქ?-გაკვირვეული სახით გამომხედა კატომ კითხვა დამისვა. -რა ხდება?აი რა ხდება შენმა ძვირფასმა დემეტრემ მოტყუებით მომიყვანა ცოლად.თავსი საყვარელი მეგობარებიც ჩართო ამ ტყუილში.-ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი. -თქვენ სულ გამოშტერდით ბოჭო?რა გააკეთეთ?შაკო მომისმინე ამით მეც დამკარგე და საუკეთესო მეგობარიც.-გაცეცხლებულმა მიახალა შაკოს და გაეცალა. -ესეიგი დადიანო გინდოდა თავი შეგეყვარებინა ჰო?ყოჩაღ შეძელი ეს,მომილოცავს.ამას არ გაპატიებ დემეტრე,არც შენ და არც ამ ჩემს ძვირფას მეგობარს.არა რა,სრულიად ვეთანხმები იმ აზრს რომ „ერთხელ შეყვარება ათასჯერ სიკვდილს ნიშნავს“.ისე მადლობაც კი მაქვს შენთვის სათქმელი დადიანო.ო სენი ამ საქციელით დამანახე რომსაყვარე ადამიანებსაც არ უნდა ვენდო.ორივეს დდიდ მადლობას გიხდით.მე მივდივარ და თვალით აღარ ამენახოთ არცერთი გასაგებია? ჩანთას ხელი მოვკიდე და კარისკენ დავიძარი. -მოიცადე ევა მეც მოვდივარ.-კატომ შემაჩერა და ჩემკენ დაიძრა.-ამასტან გაჩერებას აღარ ვაპირებ. მხოლოდ ჩემი ერთგული მეგობარი დამრჩა მხოლოდ კატო. ^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^ თავი 4 „სიყვარული ძლიერია როგორც სიკვდილი,მაგრამ მსხვრევადია როგორც მინა“ ................................. შენობიდან გამოვედით,ტაქსი გავაჩერეთ და წყნეთისაკენ გავეშურეთ.ორივენი უკან დავსხედით.მთელი გზა ჩუმად ვიყავით.ჩემში ერთდროულად დაისადგურა ბრაზმა,იმედგაცრუებამ,გულისტკენამ.აი რა ყოფილა სიყვარული.გრძნობა რომელიც რაც არ უნდა მყარი იყოს გარკვეულ წილად მაინც გვანადგურებს. ტელეფონი გამოვრთე.კატოც ზუსტად ისე მოიქცა როგორც მე.ვინაიდან საახალწლოდ ვისვენებდით თბილისში დასაბრუნებლად არაფერი არ გვაჩქარებდა.გადავერთეთ საახალწლო სამზადისსზე.მგონი ჭკუიდან შევიშალე.ორი დღეა აქ ვართ და ამ ორი დღის განმალობაში შვიდნაირი კერძი გავაკეთე.მთელი დღე სიმღერებს ვუსმენდი.მთელი ორსართულიანი სახლი „დავაუბორკე“. მგონი დეპრესია დამეწყო და ვერ ვხვდები.რასაც ვაკეთებ ყველაფერს წუთში ვჭამთ.კაი კატო ფეხმძმეა დე მე რაღა ჯადნაბა მჭირს.სერთოდა არ ვფიქრობ ჩემს ერთ დროს ძვირფას ადამიანებზე.გადავწყვიტე აღარც ვიფირო მომავალი 2 კვირის მანძილზე.თითქმის ერთი წელია რაც ბატონ დადიანის მეუღლე ვარ.ჰმ ერთი ტყუილში გატარებული წელი. -აბა კატუშა ჩაიცვი წავიდეთ.-ისევ მოჩვენებითი ღიმილი და ასეთივე ხალისისანი ტონი. -სად? -ნაძვის ხე არ გვინდა გოგო? -უი ხო წამოდი. -გოგო ჰონორარი ავიღე.აუ იცი რა მაგრად იყიდება ეს ჩემი წიგნი?-აი ახლა მართლა წრფელი სიხარული იგრძნობოდა ჩემს ხმაში. -მერე არ აპირებ რამის ყიდვას? -კი ბატონო.-ისევ ღიმილი.-დავღალე ამ ტაქსებით სიარულით ჰოდა გადავწყვიტე მანქანა ვიყიდო. -რაო?-გაიკვირვა კატომ.-აუუ რამაგარია.დღესვე? -დღესვე.-მტკიცედ ვთქვი და ოთახისკენ გავემართეთ. შუადღის ორ საათზე მანქანების არჩევაში ვიყავი გართუი.ვიღაცამ ჩემი სახელი დაიძახა.მაშნვე მივბრუნდი და თორნიკეს მოვკარი თვალი. -ვაა თოკა.აქ რას აკეთებ? -გოგო არ უნდა იცოდე მანქანის საყიდლად სად მიდიხარ.-გამიღიმა და კატოს ტვალი ჩცაუკრა. -ვაიმე არ თქვა ჩემია ეს სლონიო. -კი ჩემო კარგა სწორად მიხვდი.-ისევ გამიღიმა. -ჰოდა მაშინ ამარჩემიე კარგი მანქანა. აი მართლა საოცარი მანქანა ავარჩიეთ.წითელი.პატარა მაგრამ კომფორტული.აი ასე სახლში ჩემი მანქანიტ დავბრუნდით. -ვაიმეე რა მაგიარია.-ჩემი არჩევანით აღტაცებული კატო სიხარულით შეფრინდა სახლშ.ნაძვისხე და მოსართავებიც შევიძინეთ.სახლი საოცრად მოვრთეთ.აი ასე ვცხოვრობდით მე და ჩემი დაქალი მარტო.საკმაოდ ძლიერები გამოვდექით. 31 დეკემბერიც დადგა.სუფრას ვაწყობდით.ჩემს ლამაზ დაქალს მუცელიც წამოზრდოდა.სეორედ ახლა დავაპირე ჩემთვის საკმაოდ მძიმე და „ხელშეუხებელ“ თემას დავბრუნებოდი. -კატ. -გისმენ ევა.-გამიღიმა და საქმე განაგრძო. -არ აპირებ შეურიგდე? -ვის?შაკოს?გაგიჟდი გოგო?-მგონი გავაბრაზე.-გამორიცხული ევა.სანამ არ დამიჩოქებს მანამ არ შევურიგები.საერთოდ თუ დარდობს ნეტა?ვერ მობრძანდნენ და ვერ მოგვიკითხეს.ორი პატარა გოგო მარტო რომ გამოგვიშვეს რა გონიათ რო არაფერი გვიჭირს,ფსიქოლოგიურად მაინც?ორსულად მაინც არ ვიყო.და შენ?შენ არ აპირებ აპატიო? -არავიტარ შემთხვევაში.-გადაჭრით ვთქვი და გოზინაყის კეთებას შევუდექი. სუფრა გავაწყვეთ და ჩამოვსხედით. -დავიღალე.-ძლივს ამოვთქვი და წყალი მოვსვი. -აუუ ზარია.ვინ ჯანდაბაა?-აშკარად ანერვიულდა კატო. -გააღებ? -ვაღებ. გავიგონე როგორ გაიღო კარი და ამ კარის გარებას მოჰყვა კატოს კივილი. -აი რა ჯანდაბას აკეთებთ აქ?ხომ თქვა ევამ არ მოხვიდეთო?აღე გეყოტ?კიდევ ტყუილები უნდა დაიწყოთ?ნუ მიყურებ ეგრე შაკო. კარებისკენ სწრაფად გავიქეცი დაა მზერა მის შავ თვაელზე შევაჩერე. -რა გინდათ აქ?-ამჯერად მე დავიწყე კითხვების დასმა. -ცივიიზებურად საუბარი. -ოჰ,ანდრია ცივილიზებურად საუბარი შეგიძლიათ თქვენ?-ისევ ირონია. -ევა შეიძლება ვისაუბროთ?-აქამდე ჩუმად მყოფი დადიანი ალაპარაკდა.ვერ ვუძლებდი მის ტვალებში ჩამდგარ სევდასა და წრფელ სინანულს.ჩემზე კარგად ამას ვერავინ დაინახავს,ვერავინ იგრძნობს იმას რასაც დემეტრე განიცდის,მხოლოდ მე შემიძლია ამოვიცნო ის. -შემოდი.-ცოტათი დავწყნარდი და გზა განვათავისიფლე. -კატო შენც კარგს იზამ თუ დაელაპარაკები.-ანერვიულებულ კატოს გადავუჩურჩულე და დემეტრეს ჩემი ოტახისკენ გავუძეხი. ოტახში შევედიდ ა ტახტზე დავჯექი. -გისმენ დემეტრე. -ევა ვიც ჩემი ბოდიში არაფერშ გიჭრება.ვიცი რომ დამნაშავე ვარ.ამერიკაშიც იმიტომ წავედი რომ არ მინდოდა შენი იმედგაცრუებული თვალების ყურება.აი იმ თვალების როემლშიც ნაპერწკალი ჩავაქვრე ჩემი საშინელი ტყუილის წყაობით.მქონდა იმედი იმის რომ შემიყვარებდი.რა გავაკეთო?არც კი ვიცი ვარ თუ არა შენი ღისი.მეშინია იმის რომ დაგკარგავ მაგრამ სიყვარული ხომ შიშზე ძლიერია?სწორედ ამ ძალა მომიყვანა შენამდე. ვხედავდი მის სიყვარულით,უსაზღვრო სითბოთი და სინანულით სავსე თვალებს,რომელმაც ჩემი გაყინული გული გაალღვო და ამდენი ხნის შემდეგ ამატირა.ცრემლბმა კვალ იპოვეს ტავიანთი გზა.ძლივს შევძელი საუბრის დაწყება. -რა გინდა დემეტრე?რატომ გამოჩნდი?რატომ შემშალე?რატომ შემიყვარდი?რატომ გაათბე ჩემი გული?რატომ?რა ვქნა რომ შენი შეძულება არ შეიძლია?ვერც კი წარმოიდგენ რამხელა სიყვარულსა და სიძულვილს განვიცდი შენს მიმართს.“ერთი წუთი არის საჭირო ვირაცის სესამჩნევად,საათი მოსაწონებლად,1 დღე-შესაყვარებლად და მთელი ცხოვრება-დასავიწყებლად“ ხომ ასეა?ჩვენ ყველა ეს ეტაპი განვლეთ მაგრამ მოლოს ვერასოდეს გადავლახავთ.არ მინდა მტელი ცხოვრება შენს დასავიწყებლად ვიბრძოლო.რაც არ უნდა მოხდეს ვერ დაგივიწყებ დადიანო.არ მინდა შენი დავიწყება.რაც არ უნდა იყოს მაინც მიყვარხარ დემეტრე და ესც შენი მრალია.შენ ჩემს გულში ხარ შემოჭრილი და ვიცი რომ მარტივად ვერ გაგაძევებ.არც ვაპირებ ამას.გინდა თუ არა მტელი ცხოვრება გეყვარები გასაგებია?სწორედ ამით გამოისყიდი შენს საქციელს. -ასე ცოტას ითხოვ ევა?-შემომხედა და გამიღიმა.აი იმ ღიმილით მე რომ მიყვარდა. -შენ ადვილი გგონია ჩემი სიყვარული.-ახხლა მე დავიწყე ბოლო ხმაზე სიცილი.-წამოვდექი და მის ტუჩებს დავეწაფე.აი ასე უკვე მეორედ განვიცადე ეს საოცარი გრძნობა. -მიყვარხარ ჩემო ქაჯო. -მეც ჩემო თვითმარვიავ.-აი ახლა ნამდვილად მე ვიღიმოდი.-რომელი საათია? -თითქმის 12. -წამო ჩავიდეთ. დემეტრეს ხელი ჩავკიდე და ქვემოთ ჩავიყვანე.კიბეებზე გავშეშდი და მასაც ვანიშნე გაჩერებულიყო. -კატ,გთხოვ მაპატიე რა.-შაკოს მუდარა მომესმა. -არა. -კაი გოგო აპატიე თორე წა***ა ტვინი ამ ჩემ*სამ.-ახლა ანდრიას ბუზღუნი გავიგონე.-ებიჭო დაუჩოქე და ისე თხოვე.-ახლა ნამდვილად ვეღარ შევიკავე თავი და ხმამაღალი სიცილი დავიწყე.ასე გავეცი საკუთარი თავი.აანდრია ჩემკენ დაიძრა.აშკარად უჭირდა უჩემობა. -ეე შერიგდით? -კი ბატონო. -აუ მეც შემირიგდი რა.-აი ისე დამიწყო ვედრება როგორც ბავშვობაში,რამეს რომ დააშავებდა და მე დედასთან საჩივლელად მივრბოდი.-შენ თავს გეფიცები ძლივს დამითანხმეს ამმ ***ბმა.აუ მაპატიე კაი? -გაპატიე კაი.-სიტყვა გავწელე და კისერზე ჩამოვეკიდე. -ქალო შენ ამას ასე ადვილად რანაირად შეურიგდი ჰა?მეც შევურიგდე?-კატო ჩაერთო საუბარში. -შეურიგდი ხო მაგ დამპალს. -კაი ხო შეგირიგდი.-ტუჩები გაბუსხა და ხელები გაშალა ჩასახუტებლად მომზადებულმა კატომ. -ვაიმეე მიყვარხარ პუსკუუ.-გახარებულმა შაკომ ცოლუკა გულში ჩაიკრა და ლოყაზე მაგრად აკოცა. -რაო?პუსკუო? -ხო რა იყო? -რატო ვარ პუსკუნა? -გოგონი 4 თვის ორსუი ხარ.სამედიცინოზე მაინც არ სწავლობდე რა.-ახლა დემეტრემ დაიწყო სიცილი. -მე არ გიყვარვარ შე გველო?მე შეგარიგეთ ბოლოსდაბოლოს.-შაკოს გავხედე და წარბები შევკარი. -ჩემი ჯიგარი გოგო ხარ შენე.-ისევ წაუქუთაისურა და ლოყაზე მიჩქმიტა. აი ასე მარტივად შევურიგდით ქმარუკებს და ანდრიას. ^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^ აპრილიც დადგა.ჩემი ქმარუკა რომ უკვე ექიმია ეგ არ მითქვამს ხო?ჩემი წარმატებული ბიჭია ეგ.მარტო ჩემი. სამსახურიდან დაღლილი მოვედი.გამოვიცვალე.კატოს ნაჩუქარი მაისური და ღია ფერის,მუხლებზე გადახეული შარვალი ჩავიცვი.ტელევიზორს მივუჯექი და მუსიკები ჩავრთე.ჩემი დაჯდომა და დემეტრეს შემოსვლა ერთი იყო. -ადე მივდვართ. -აუ მეზარება დემეეე. -წამოდიიი. -აუ რა ჩავიცვა,კაი რა.მეზარება გამოცვლა. -არ გამოიცვალო მერე ეგ ტანსმაცმელი შენც გიხდება და სიტოაციასაც. -გადაირიე?ამით როგორ წამოვიდე? ჩემი წუწუნის მოსმენა არარ გაუგრძელებია.ხელი თეთრ ბოდასებს მოკიდა,ფეხები გამიკავა და ჩამაცვა. -აუუ არ წამოვალთქოო. -ან ნებით შენიტ ან ძალითა ჩემით დაო.-ხელი ფეხებში ჩამავლო და მხარზე შემომიდო. -გეთქვა ეგრე თუ მიგყავდი და აღარ დავიწყებდი ბუზღუნს.-სიცილი დავიწყე და ზურზე მაგრად დავარტყი. -აუ გიჟი ხარ გოგო შენ.-თვითონაც გაიცინა და მანქანში „ჩამდო“.საჭეს მიუჯდა.ჩემს წინ მდებარე უჯრა გამოაღო და ბენდენაა აიღო. -თვალებზე წიკარი. -ბატონოო? -რა ვერ გაიგე. -აუ დემეტრეე.-ბენდენა გამოვართვი და თვალებზე მოვიხვიე. ჩუმათ მივდიოდით.მანქანა მაევე გაჩერდა.დემეტრემ ჩემი კარები გააღო,ღვედი შემხსნა დაგადმომიყვანა.ხელი ჩამკიდა და გზას გაუდგა.შორიდან მესმოდა საოცარი ჰანგები.ნელ-ნელა ხმა იმატებდა.ბოლოს მშვენივრად გავიგონე საყვარელი სომრერის ხმა.თვალებიდან ნელა მომაშორა ბენდენა და გაისმა ჩემი დამაყრუებელი კივილი. -ვაიმე დემეტრეე.-ფეხებში ძალა დავკარგე,რომ არა მისი ხელები აუცილებად წავიქცეოდი. -აბაა.მოგეწონა.-აშკარად გაახარა ჩემმა რეაქციამ. -რ...რას ქვია მომეწონა.ვამე როგორ მიყვარხარ დემეტრე.საიდან მოახერხე ეს? -გოგო ტყუილად კი არ ვიყავი იმდენი ხანი ამერიკაში.-ისევ გამიღიმა და ლოყაზე მაგრად მაკოცა.გაზა გავიკვალეთ.მალევე აღმოვჩნდი საყვარელი მომღელის წინ.სიმრერა დამტვრადა.ბიჭი გაიწია.დემეტრემ ხელი დამავლლო და სცენაზე ამიყვანა.მრავალჯერ იცვალა ჩემმა სახემ ფერი.კინაღამ გული წამივიდა როცა დაიჩოქა და ჯიბიდან თეთრი ყუთი ამიღო. -ქალბატონო ევაა,ჩემო ცხოვრების სიყვარულო მინდა კიდევ ერთხელ გთხოვო ხელი,კიდევ ერთხელ შეგირთო ცოლად,ყოველგვარი ტყუილების გარეშე.მინდა შენთან ცხოვრება ახალი ფურცლიდან დავიწყო და ბედნიერებისგენ გამავალი კარი გაგიღო.აბა თანახმა ხარ მიყვარდე მთელი ცხოვრება? გაოცებისგან ენაჩავარდილმა ძლივს დავაქნიე თავი და ცრემლები მოვიწმიდე.თითზე კიდევ ერთხელ წამომაცვა ულამაზესი თეთრი ოქრო ბზინვარე ბრილიანტის თვლით.შემდეგ წამოდგა და გულში ჩამიკრა.აი ასე მთხოვა ხელი მეორედ.კიდევ ერთხელ შემოიჭრა ჩემს გულში და სამარადისო ადგილი დაიკავა. ^^^^^^^^^^^^^^^^^^ 5 თვიის შემდეგ კიდევ ერთხელ ვთხოვდებოდი მაგრამ ამჯერად ისეთი კაბა მეცვა როგორიც მინდოდა,მომდგარი,გრძელი და შედარებით კომფორტული.ჩემი მეჯვარე ბევრად ლამაზი იყო კარგად წამოზრდილი მუცლის წყალობით.ქორწილი მთაში მქონდა.სვანეთში.ულმაზეს ადგილას გამყარდებოდა ჩვენი გრძნობა. -ევაა,ჩემო ანგელოზოო.-ოთახში ანდრია შემოვიდა მარიამთან ერთად.თვალი შემავლო და გამიღიმა.-ძალიან მიყვარხარ დაო. -ჩემზე მეტად.-მარიამი ჩაერთო საუბარში. -ნწ.ორივე ძლიან მიყვარხართ.-თქვა და პატარა თს ცხვირზე ჩამოკრა თითი. ძლივს მივაღწიეთ დანიშნულების ადგიილას.ახლა უკვე ჩემი გემოვნებით შერჩეულ ტანსაცმელში გამოწყობილ უუუუსიმპატიურეს დემეტრეს ვუყურებდი.რაც შემეძლო სწრაფად მივედი მასთან.აი ასე ყოველგვარი ჯვრისწერის,ხელისმოწერის,სადღეგრძელოების და უამრავი ცეკვის გარეშე ჩაიარა ჩემმა ქორწილმა.რათქმაუნდა ყველაზე ადრე ჩვენ წამოვედით.აწ უკვე ნამდვილმა ქმარმა ხელში ამიყვანა და სასტუმროში შემიყვანა.ფრთხილად დამსვა და ხელი მოშიშვლებულ წელზე ჩამომისვა.კაბა ნელა დაეცა იატაკზე.კაბას დემეტრეს პიჯაკი,ღილებდაწყვეტილი პერანგი და შარვალი მიყვა. თავი 5 „სიყვარულს შეიძლება ეწოდოს სამგზის ქურდი:არ ეძინება,გამბედავია და ადამიანს აშიშვლებს.“ ..................................... მეორე დღეს საკმაოდ გვიან გავიღვიძე.დემეტრე ჩემს გვერდით აღარ იწვა.ნივთები ავკრიბე და სააბაზანოში შევედი.წყალი გადავივლე და ყვავილებიანი კაბა ჩავიწვი.ქვემოთ ჩასულმა თვალი სამზარეულოში მოფუსფუსე ქმარუკას მოვავლე.წელზე მოკხვიე ხელი და ლოყაზე ვაკოცე.შემობრუნდა და შუბლზე მაგრად მაკოცა.ტელეფონის ზარი შემომესმა.ხელი დავავლე მობილურს და ზარს ვუპასუხე. -ვაიმე ევა მიშველი.-ანერვიულებული შაკოს ხმა გავიგონე. -რა....რა ხდება შაკო? -ევა შენ ქმარს უთხარი დროზე დაიძძრას თბილისისკენ.-ისინი გუშინ ღამე წავიდნენ თბილისში კატოს გამო. -რა ხდება აღარ იტყვი. -ტკივილები დაეწყო. -ვაიმე დემეტრე ჩაიცვი დროზე კატოს ტკივილები დაეწყო. საოცარი სისწრაფით ჩავედით თბილისში.პირდაპირ საავადმყოფოში მივედით.დემეტრე მოსამზადებლად გავიდა,მე კი კატოს პალატისკენ გავეშურე.თვალი მოტანჯულ დაქალს შევავლე. -რაო დაგტანჯა ქალბატონმა?-შეძლებისდაგვარად გავუღიმე დაქალს და ხელზე მოვეფერე. -აბა დაო მოტანჯა აბა რა ქნა.ამხელა ექიმი კაციც გამაგიჟა ამის კივილმა.-საუბარში მართლაც რომ გაოცებული ანდრია ჩაერთო.ჩემი ექიმი ბიჭი.ჰო მართლა 2 თვის წინ გახსნეს კლინიკა მან და დემეტრემ.ორივემ ერთად დაამთავრეს სწავლა და გადაწყვიტეს საყვარელ სფეროში ერთად ემუშავათ.დამხმარე ექიმება რომ მუშაობდნენ ამანაც შეუწყოთ ხელი და მალევე გაიკვალეს გზა. კატოს წ....ბი უკვე დაეღვარა.მალევე გადაიყვანა დდემეტრემ სამშობიარო ბლოკში.შაკოც მის გვერდით იყო.ჰმ..გაგიკვირდებათ და ქალბატონმა 3 საათი აწვალა დედიკო.დაიბადა დეიდას სიხარული,ჩემი მია,ჩემი ანგელოზი.თვალები შაკოსი ჰქონდა,თვალ წარბი კი კატოსი.ორი ლამაზი ადამიანის ნაზავი გახლდათ ჩემი მიაკო.ყველანი ერთად ვირებდუთ მის აღზრდაში მონაწილეობას. რამდენიმე თვეში ჩვენი ქალბატონიკონტროლზე დაიბარეს.ჰო მართლა ჩვენც დავამთვრეთ სწავლა.სამსახურს თავი დავანებე და ახლა დამხმარე ექიმად ვმუშაობ,მეც და კატოც მომავალი პედიატრები ვართ.რამდენიმე თვეში ექიმებადაც ვიქცევით.ბოლო დროს ყველანაირ საჭმელი შემძულდა და თვბრუსხვევაც დამჩემდა.ეჭვი მქონდა რომ ფეხმძიმედ ვიყავი,ამიტომაც კატოს კონტროლზე წავყევი და მეც გავესინჯე ნაცნობ ექიმს.მომლოდინე თვალებით მივაშტერდით მე და ჩემი დაქალი. -რა ხდება დიმა აღარ იტყვი?-ანერვიულებულმა გავხედე ჩემს მეგობარს და კითხვა დავუსვი. -ბიჭო არის თუ არა?-ახლა ჩემი დაქალი გადავიდა იერიშზე. -არის,არის.-გიცინა და ახალი ამბავი გვახარა. -არისო გოგო გაინძერი?ვერ ზრობ თუ რა გჭირს?-კითხვები დამაყარა დაქალმა და სამყაროში დამაბრუნა. -ვაიმე კატო დედა გავხდები,გჯერა?-სიცილ-ტირილი ამიტყდა. -რა არის გოგო დაუჯერებელი?-მანაც დაიწყო სიცილი. მხიარულ ნოტაზე დაავტოვეთ საავადმყოფო და ჩემს მანქანაში ჩავსხედით. -აბა როდის ეუბნები საყვარელ მეუღლეს ამ ამბავს? -შენ როგორ უთხარი? -ეგ ტესტს რომ ვიკეთებდი ლამის საპირფარეშოში შემომყვა,რად უნდოდა ჩემი თქმა?-აკისკისდა კატო. -აუუ რა ვქნა? -გოგო იმხელა წიგნი დაწერე,იმდენი რაღაც მოიფიიქრე და მაგის მოფიქრებას რაღა უნდა? მანქანა სწრაფად მოვატრიალე და საავადმყოფოში დავბრუნდი.მანქანიდან სწრაფად გადავედი და დიმას კაბინეტში შევედი. -დიმუშ სურათი მინდა. -კაი მოგცემმ ახლავე,რანაირად დაგავიწყდა მაგის წაღება?-სიცილიდ გამომიწოდა ჩემი პაწაწუნას სურათი. ისევ მანქანასთან დავბრუნდი. -კატოო ჩვენი ქორწილის სურათები მომე რა. -გოგო ასე სირბილით მოგეშლება მუცელი.-კონვერტი გამომიწოდა და წარბები შეკრა. -კაი რა კატო.-გავუცინე და ადგილს მოვწყდი. მალევე გავჩერდი,კონვერტი გავხსენი,სურათები ამოვიღე და რამდენიმე სურათის შემდეგ ჩემი პაწაწუკას ფოტო დავდე. დემეტრეს კაბინეტამდე ძლივს მივედი.კარზე ფრთხილად დავაკუნე და შესვლაზე თანხმობილ შემდეგ შევედი. -დემეე. -ვაა ევაა.რამ მოგიცდინა ფეხი.-გამიღიმა და კალთაში ჩამისვა. -ქორწილის სურათები მოვიტანე და ნახე რა.-ბავშვივით ვცქმუტავდი. -კაი მომე.-კონვერტი გავუწოდე,მისი კალთიდან ჩამოვედი და მომლოდინე სახით დავაკვირდი.პირველი ოთხი სურათი გადადო და გაშეშდა. -ჰეეე.-სიჭიმე დავარღვიე და გავიღინე.ფეხზე წამოდგა და გულში ჩამიკრა. -საოცრება ხარ ევა,საოცრება.-ჩემს სიცილს მისი სიცილი შეერია. -გაგიხარდა? -რას ქვია გამიხარდა ევა?ამაზე ბედნიერი ცხოვრებაში არ ვყოფილვარ.-ისევ გამიღიმა და შუბლზე მაკოცა. -კაი წავედი მანქანაშ კატო მიცდის. სიხარულით ჩავირბინე კიბეები და კატოს მოვუყევი ყველაფერი. -დედაა რა ჭკვიანი ხარ.-გადაიკისკისა. მანქანა დავძარი.ტელეფონის ხმა შემომესმა.ტელეფონს კატომ უპასუხა და ხმამაღალზე ჩართო. -ევა როგორ ხარ? -აი ძაან მაგრად ანდრია,თავად? -რა ხდებაა? -რა ხდება და 9 თვეში ორგზის ბიძა გახდები.-პასუხის გაცემა კატომ დამასწრო. -რაო?მეღადავება ეს ეშმაკი ხო? -არაფერიც.-გამოვეპასუხე და სიცილი დავიწყე.-ამასობაშ სახლშიც შაკოსთანაც მივედით.მანქანა გავაჩერე და შაკოს დავუძახე.წამში გააღო მანქანის კარი და გვერდით მომიჯდა.ამ დროს მიდიოდა კატოს მიერ ანდრიას ჩემს ორსულობაში დარწმუნება. -აუუ ანდრია ასე ძნელია დაიჯერო რომ ფეხმძიმედ ვარ? -ღადაობ?ჩემი ნათლული დაიბადება ხო?-ახლა შაკო ჩაგვერთო? -რასქვია შენი?მე ვარ ევას მეჯვარე. -აუჰ დაიწყეს.-შეიცხადა ანდრიამ. -ეგრე მე დემეტრესი ვარ. -ოჰ კაი ახლა რა ერთი ამბავი შექმენით.შაკო იქნება პირველი ბავშვის მეჯვარე,მეორესი კატო.გასაჩივრებას არ ექვემდებარება.-განაჩენი გამოვიტანე და მანქანიდან გადავედი.დავინახე როგორ დაეჭყანა შაკო კატოს და ბავშვი გამოართვა.საღამოს დემეტრე და ანდრიაც შემოგვიერთდნენ. ^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^ ძალიან ჩქარა გაიარა მომდვნო ცხრა თვემ.მიუხედავად იმისა რომ რთული ფეხმძიმობა არ მქონია დადიანს მაინც ჩემს ჭკუაზე ვატრიალებდი.გავაწამეთ მამიკო.დღეს ჩემი მიაკოს ნათლობა.ჩემი მდგომარეობის მიუხედავად მაინც წავედი ნათლობაში.ჩემი გოგო ანდრიამ და თეამ მონათლეს.აი ძაან რაღაცნაირად რომ უყურებდა ეს ჩემი მუტრუკი ძმა ამ ნაზ წითურს როგორ ავღნიშნო? -დემეეტრეეე იწყებააა.-დავიკივლე და დდადიანს ხელი მაგრად მოვიჭირე.ყველა მხრიდან მაწყნარებდნენ.აი ასეთ პანიკაში ჩავვარდი ამხელა ექიმი ქალი.მმალევე საავადმყოფიში ამოვყავი თავი.ჩემი დიდხნინმა ვედრებამ შედეგი გამოიღო და დადიანმა მამშობიარა.ბავშვის სქესი შეგნებულად არ გავიდეთ.კარგახანს აწვალა ჩემმა პატარემ დედიკო და მამიკო.ოთხი საათი ვმშობირებდი.ოთხ სააათში გავიგონე ჩემი პატარას ტირილი.აი ასე დაიბადა ალექსანდრა დადიანი.ჩემი პატარა სანდრა. დასასრული ..................................... 5 წელი გავიდა დემეტრეს გაცნობიდან.4 წელი პირველი ქორწინებიდან.3 მეორედან,2 ჩემი ანგელოზის დაბადებიდან და 7 თვე ჩემი მეორე პატარას ჩასახვიდან.ამჯერას სქესი წინასწარ გავიგეთ,აღმოჩნდა რომ ბიჭიგვეყოლება.სახელიც შევარჩიეთ.ყოველთვის მინდოდა ჩემს ბიჭისთვის დამიანე დამერქვა.დამიანე დადიანი.საოცრად ჟღერს არა?მე და კატომ ბავშვთა საავადმყოფო გავხსენით.შაკოწაარმატებული ადვიკატია.დემეტრეს ამბავი ისედაც იცით.აი ანდრიამ კი თეა მოიყვანა ცოლად და რამდენიმე თვეში პატარაც ეყოლებათ.შაკოს და კატოს მეორე პატარაც შეეძინათ.გიო.აი ასე ტკბილად ვცხოვრობთ.ასეთია ჩემი ისტორია.ჩემი და ჩემი სიყვარულის. საბოლოოდ დამარწმუნა ჩემი და დემეტრეს სიყვარულმა ამ ფრაზის სისწორეში.-„ორი სული-ერთი ფიქრი,ორი გული-ერთი ფეთქვა“. ესეეც დასასრულიი ^_^ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.