მსხვერპლი 1
მთელ სხეულზე საშინელი სიცივის შეგრძნებამ მომიყვანა გონს,თავი საშინლად მტკიოდა,ისე საშინლად რომ თვალების გახელა მიჭირდა,ხელებს ძალა დავატანე და წამოდგომა ვცადე,მაგრამ უშედეგოდ,ისევ იმ საშინელ სიცივეზე დავემხე.ესე მეგონა მთლიან სხეულზე ტონიანი გირები მეკიდა ისე ძალიან რომ მაკრავდა ძირს,ალბათ ბეტონს.ისევ ვცაე წამოდგომა მაგრამ ახლა უკვე სახით დავენარცხე,ტკივილმა ყველაფერი ამიწვა და ისეთი შეგრძნება დამიტოვა თავში ვიღაც ჩაქუჩს მირტყამდა და თითოეული მისი მოქნევა მთელ სხეულში დენის დარტყმასავით ვრცელდებოდა,ტუჩებთან თბილმა სითხემ გამოჟონა,მარტო იმიტომ შევამჩნიე რომ სიცივეში ანთებული ღუმელივით მომედო.ტკივილით კი ყველაფერი ერთიანად მანგრევდა.ხელები შუბლზე მივიჭირე და თვალების გახელა ვცადე,მაგრამ თავის მთელ ტკივილს მათზე მოეყარა თავი,როგორც იქნა ძალდატანებით გავახილე მაგრამ არაფერი შეიცვალ,ისევ უკუნითი სიბნელე იყო.რამდენჯერმე თავიდან გავიმეორე იგივე სულ ტყუილად.ხელით შევამოწმე კიდეც მართლა შემეძლო თუ არა დახუჭვა და გახელა.ნუთუ დავბრმავდი,წამიერად გავიფიქრე და თავმოჭრილი ქათამივით აქეთ-იქით ფართხალი დავიწყე.საძაგელი ზუილი ჩამესმოდა ყურებში,ვერ ვხვდებოდი რა მჭირდა,რა ჯანდაბა ხდებოდა ჩემს თავს,რატომ ვიყავი ასე ცუდად.ბოლო ხმაზე ღრიალი და ქვითინი დავიწყე უკანასკნელ გაბრძოლებამდე.ძირა მოწყვეტით დავენარცხე,თავის დარტყმასთან ერთად დავინახე როგორ გაიღო კარი და თან შემოჰყვა სილუეტი,რომელიც ჩემი თვალის კუთხეში სადღაც მიილია და ისევ სიბნელეში გაუჩინარდა.არვიცი კიდევ რამდენი ხანი ვიყავი გათიშული წყლის შესხმამ და მოქნეულმა ხელმა ერთიანად გამომაფხიზლა -შესვენება დამთავრებულია.გავიგონე მოგუდული ხმა,რომელიც ირგვლივ გავრცელდა. -ვინ ხარ?სად ვარ.ადგომა ვცადე მაგრამ ხელ-ფეხი ისე მაგრად მქონდა მოჭიმული ტკივილისგან საშინელი კვნესა აღმომხდა. -რატომ მექცევით ასე,რა დავაშავე? -ყველაფერი,გაცილებით მეტი ვიდრე შეგეძლო.გაისმა ისევ ის გამყინავი ხმა.ადამიანები ქარს ვატანთ დანაშაულის გრძნობას რომ ბედნიერები ვიყოთ. -ალბათ ვიღაცაში გეშლები,გამიშვი გთხოვ. -საქმეც მაგაშია რომ არავისში არ მეშლები.დიდი ხანი დამჭირდა დასარწმუნებლად რომ შენ ნამდვილად შენ იყავი. -მომძებნიან,იცოდე გარეთ მელოდებიან,პასუხს გაგებინებენ ამისთვის -ეხლა ნამდვილად არ ხარ იმ მდგომარეობაში რომ მემუქრებოდე.დალოდებას რაც შეეხება ელოდებიან მას ვინც უყვართ,ჩემი აზრით კი შენ ამას არ იმსახურებ.გირჩევ შეეგუო შენი ახალი ცხოვრების მიმდინარეობას.თითოეული დღე შენთვის ისეთი ბნელი და ტკივილით სავსე იქნება როგორიც ერთ დროს ჩემი. -გეშლები,გამიშვი გთხოვ.ტირილისგან უკვე სიტყვებს ვანაწევრებდი და მათი მნიშვნელობა მეც აღარ მესმოდა. -ტყუილად ნუ დაიღლები,მითხრა და კარებიდან გავიდა,ოთახში ნათელი ფერებიც თან გაიყოლა. ვეცადე გამეხსენებინა აქ როგორ აღმოვჩნდი.ბოლო ოპერაციის შემდეგ კაბინეტში შევედი.ცოტა ხანში ნიკაც შემოვიდა. -ელო უკვე მორჩი? -ხო ბოლო იყო,წავიდეთ სახლში? -არა მე ერთი ოპერაცია მაქვს კიდე,ალბათ გვიან მოვალ,შენ წადი და დაისვენე,ხვალისთვის ნუციკოც მოსამზადებელია,პირველ კლასში მიდის უკვე ქალბატონი. -ხო უკვე რამხელაა,რა მალე გადის დრო,თითქოს გუშინ იყო საწოვარათი რომ დაგვსდევდა ახალი ფეხადგმული და უკვე სკოლაში უნდა გავაცილოთ. -უი ხო ელო დილით ახალი კაბა მოვუტანედა ის ჩააცვი,ისეე მომეწონა გული დამწყდებიდა რომ არ მეყიდა. -კარგი ნიკუშ ჩავაცმევ,შენ თუ ასე გინდა -იმედია გემოვნების საკითხში მენდობი -რაღათქმაუნდა რომ კი ნიკას დავემშვიდობე და საავადმყოფოდან მანქანით გამოვედი.უკვე კარგად ბნელოდა. -მანქანა გადააყენე და გააჩერე!გამახსენდა აქამდე უკვე ნაცნობი და გამყინავი ხმა,რრო.ელიც თურმე მთელი ის დრო შიგნით იჯდა,გადავაყენე და აღარაფერი მახსოვს,გარდა იმისა თუ როგორ მოვედი გონს ამ ჯურღმულში.ისიც კი არ ვიცოდი რა დრო იყო გასული ან ნუციკო თუ წავიდა უკვე სკოლაში,გული ჩამეწვა ასეთ მნიშვნელოვან დღეს ჩემი შვილის გვერდით როკ არ ვიქნებოდი.ალბათ როგორ მეძებდა და ვაკლდი.ბოლო ხმაზე ავყვირდი რომ როგორმე შემეწუხებინა და შემოსულიყო.ალბათ მსგავს სიტუაციაში თავის დასახსნელად რა მიზეზიც მოადით ხოლმე თავში საპირფარეშოში გასვლაა.მეც ეს ჩავთვალე რატომღაც გამოსავლად. -ტუალეტში მინდა -კარგი ადექი,მომიახლოვდა ,თვალები ამიხვია და კარისკენ წამიყვანა.მისი აურა საშინლად ცივი იყო,მაგრამ რატომღაც მეგონა რომ ადრეც ვიყავი მასთან შეხვედრილი.ისეთი შეგრძნება დამიტობა რომ ვიცნობდი,თან ძალიან კარგად. -ნაძირალა ხარ ვინც არ უნდა იყო,უხეშად ვუთხარი და ხელის განთავისუფლება ვცადე -ხოდა რა პრობლემაა,რადგან ნაძირალა ვარ ვერც ტუალეტამდე მიხვალ.ხელი უფრო მომიჭირა და ძირს მიმაგდო სადაც აქამდე ვიჯექი.საშინელ ისტერიკაში ჩავვარდი,მხეცივით ვგმინავდი და ათასგვარ საზიზღრობას ვეუბნებოდი,ჩემი თავის მეთვითონ მიკვირდა საიდან მქონდა ამხელა ძალა და გამბედაობა. -გაჩუმდი! უკვე დავიღალე,მორჩი ისტერიკას!-იმძვინვარა ოთახში მისმა ღრიალმაც.მე რომ მივვდი რომ მისი ნერვები ზენიტში მოექცა უფრო ვუმატე ყვირილს. -მორჩი მეთქი!იყვირა ჩემ წინ მუხლებზე დაემხო და შემაჯანჯღარა. -არაადამიანი ხარ,ამაზრზენი არსება.ქალს აჯობე ხო?უკვე ვხრიალებდი და ისე ვიწევდი მისკენ გეგონება შუაზე გავგლეჯდი. -გაჩუმდი,დაწყნარდი.ვიგრძენი როგორ გაებზარა ხმა და ხელები ჩამოყარა.მეც ძალაგამოცლილი მის წინ მოვეშვი და თავით მკერდზე მივეყუდე. -არ შემიძლია,ჩაიჩურჩულა და მუჭები შეკრა.მე გავშრი თავში ათასგვარი ემოცია მერეოდა.საკუთარი ტვინი,საკუთარი ფიქრები გონებას მიბინდავდა გულის გავლით რომ სხეულის ყველა უჯრედი ამიმღვრია და ამიმხედრა . -ვინ ხარ? ჩურჩულით ვკითხე და პასუხის მოლოდინში შეშინებული ვეკითხებოდი ჩემს თავს,ნუთუ ის არის?! ადგა და სწრაფი ნაბიჯით გამეცალა.კარი მაგრად გაიჯახუნა და დამტოვა ისევ სიბნელეში,რომელიც დროის შეგრძნებას მიკარგავდა.საკუთარ თავზე გამეცინა,ალბათ პარანოია დაგეწყო ელენე,რანაირად შეიძლება ამ კაცს იცნობდე,რომელსაც ესე ცხოველივით ყავხარ გამოკეტილი,თან რამდენი დღე შენცრომ არ იცი,მაგრამ სუნი?სუნი ელენე?როგორ შეიძლება სხვისი სუნი ნაცნობად გეგრძნო,ეს ხომ ღალატი გამოდის.გამორიცხულია,უბრალოდ იმ დროს ისე იყავი ნერვებისგან შეშლილი რომ მოგეჩვენა.განწირული ადამიანია აულისკვეთება ხომ თვითგადარჩენაზე გადის.მინდოდა ვინმე ახლობელი ყოფილიყო,რომ საკუთარი თავი უკიდურესი ტანჯვისგან გადამერჩინა. ნეტავ როგორ არის ახლა ნუციკო,სკოლაში თუ წავიდა,ნიკა ალბათ გვერდიდან არ შორდება უჩემობა რომ არ იგრძნოს,ხომ არ ფიქრობენ რომ ისინი მივატოვე,ამ უკანასკნელმა გაფიქრებამ გულში ყველაფერი ჩამწყვიტა,არა მეძებენ და იმედი მაქვს მალე გავალ ამ ჯოჯოხეთიდან და მათ ჩავიკრავ გულში,ესეთი ადვილი ხომ არაა ჩვენს დროში ადამიანი ესე უკვალოდ გააქრო.კარის ხმამ გამომიყვანა ფიქრებიდან და ჩემს წინ კარის ჩარჩოში მოქცეულმა სინათლემ იმატა.ნაბიჯებით მივხვდი რომ ახლოს უნდა ყოფილიყო ჩემთან. -საჭმელი მოგიტანე.მის ხმას სიცივე მოშორებოდა ,მაგრამ სიუხეშე არა. -არ შევჭამ,ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს შიმშილით მოვკვდები თუ შენი ხელით -და ვინ გითხრა რომ უნდა მოგკლა? -აბა აქ რატომ ვარ?რა გინდა,რა დაგიშავე აღარ იტყვი? -გაიგებ,მაგრამ მაშინ შენი თავი თავადვე შეგძულდება. -ვინ ხარ გიჟი ხარ? -შეიძლება ვარ კი. -გიცნობ?აქამდე შევხვედრილვართ?გავგულადდი რადგან გავიგე რომ მოკვლას არ მიპირებდა. -შეიძლება კი,შეიძლება არა. -დარწმუნებული ხარ რომ არავისში გეშლები?რა დაგიშავე? -ტუალეტში აღარ გინდა? -მინდა.რადგან შეცოდების გრძნობა ჰქონდა,ესეიგი არ ჰგავდა იმ უსისხლო კრიმინალებს და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს მე.მისი აურა სულაც აღარ მაშინებდა.ხომ არსებობენ ადამიანები,რომლებსაც სხეულის ირგვლივ დადებითი მუხტი აქვთ შექმნილი,ისიც ასეთი იყო. -ადექი,მითხრა და ხელი ჩემი შეკრული ხელებისკენ წაიღო. -მტკივა,არ მომკიდო -რატომ? -ცხოველივით რომ გყავარ დაბმული იმიტომ. -ბოდიში -რაა?მომიტაცე,მომიყვანე ამ ჯურღმულში,ცხოველივით მექცევი და თან ბოდიშს მიხდი,შენ მართლა ავადმყოფი ხომ არ ხარ? -შეიძლება ვარ,მისმა ამ მანთქვამმა გული ამიჩქარა,არ მინდოდა რეალობის აღქმა სულ დამეკარგა. გიჟს გავხარ,შუქი მაინც აანთე,სახეზე ისედაც ნიღაბი გიკეთია. -არა. -რა არა?იქნებ გეშინია რომ გიცნო? -შენ არ გეშინია? -რისი? -რომ მიცნო. ჩემს წინ ჩაიმუხლა და ფეხები გამინთავისუფლა,ისევ ის სუნი,ერთ დროს ჭკუას რომ მაკარგვინებდა.ადგომისას მისი სუნთქვა ტუჩემზე მომედო.ის არის გავიფიქრე და ვერ მივხვდი მიხაროდა თუ მწყინდა.აქ ვერ იქნება,ძალიან შორსაა ჩემგან წლებითაც და ადგილმდებარეობითაც.კარისკენ წავედით,ჯოჯოხეთში განწირული ადამიანი რომ სამოთხეს გაჰყურებს იმედით და რწმენით,ძუსტად იგივე გრძნობა მეუფლებოდა როცა ეს კარი იღებოდა და უკუნით ოთხში სინათლე აღწევდა.ვგრძნობდი იქ სულ სხვა სითბო იყო,დადებითი და თბილი აურა მოდიოდა კარს იქიდან,ან იქნებ ნაცნობიც კი. -იარე და უკან არ მოიხედო,თორემ ესეთი რბილი აღარ ვიქნები შენს მიმართ. -რას დავინახავ თვალები ისედაც ახვეული მაქვს. არ შევმცდარვარ,როგორც კი ოთახიდან ,უფრო სწორად სარდაფიდან გავედით მთელ სხეულზე სასიამოვნო ეკლებმა დამაყარა ,სითბო მომედო,ჩემს სხეულს დიდი ხანია არ შეხებია მზის სხივები,რომლებიც ოთახს სიმყუდროვეს სძენდა.ვგრძნობდი რომ ეს სიმყუდროვე კიდე უფრო სხვა რაღაცას წარმოადგენდა ჩემთვის,მაგრამ რას ელენე? ამოვისუნთქე,სხეული მომიდუნდა,რომელიც ამდენი თმენისგან ერთიანად მქონდა დაჭიმული.ის კართან მელოდებოდასააბაზანოს შეთვალიერება მოვინდომე,იქნებ გავქცეულიყავი,მაგრამ როგორც კი თვალებიდან სახვევის მოხსნა ვცადე კარები ფართოდ გააღო და ხელებში მწვდა.არ გამომივიდა,ჯანდაბა ვერ მოვახერხე,ისევ პანიკური შეტევა დამეწყო.ვყვიროდი,ვღრიალებდი და მუშტებს ვუშენდი,მეტი აღარაფერი მახსოვს.გამეღვიძა,რბილ ქსოვილზე ვიწექი,ცოტა მეუცნაურა ამდენი ხანია ბეტონზე ვწევარ,პლედიც მაფარია.წამით ისიც კი ვიფიქრე ეს კოშმარული სიზმარი ხომ არ იყო და ახლა სახლში საკუთარ საწოლში მძინავს იმის მოლოდინშო,რომ დილით ნუციკოს წკრიალა ხმა გამაღვიძებს. ხმამ გამომაფხიზლა,ოღონდ ნუციკოსამ არა. -ოდესმე ვინმე გყვარებია სიცოცხლეზე მეტად? ცივი ხმა ჩამესმა ყურებში,ალბათ ზუსტად ჩემს პირდაპირ იჯდა ოდნავ მოშორებით. -მყვარებია არა ეხლაც მიყვარს და ყოველთვის მეყვარება. -ნიკოლოზ ბექაური ხომ? ამის მოსმენისას შევკრთი,ყურებში საშინელი შუილი ჩამიგუბდა -ვინ ხარ,ვინ მოგცა ამდენის უფლება.ვუღრიალე ბოლო ხმაზე. -იცი მეც მყვარებია,თან ისე მყვარებია რომ მთელი ჩემი ცხოვრება და ადამიანიბა მხოლოდ მის თვალებში იკითხებოდა.იმის გარეთ მე ნულის ტოლფასი ვიყავი.მის გარეთ მე ვიკარგებოდი როგორც ერთი უბრალო ვარსკვლავი მთელს კოსმოსში და გალაქტიკაში,რომელსაც ჩაქრობის და გაქრობის დრო მოუვიდა. -თუ ამბობ მიყვარდაო,არც არასდროს გყვარებია,ანუ შენთვის ეგ სიყვარულის ისტორია ტრაგიკული აღმოჩნდა? -ტრაგიკული?კარგი ნათქვამია.ადამიანი ადამიანს რომ გაიღმერთებს და კერპივით ეთაყვანება მას,ზუსთად ეს კერპი და კერპთაყვანისმცემლობაა მისთვის მთავარი მომაკვდინებელი იარაღი.მტკივან გულზე გონება ბატონობს და სიყვარულს თითოეული სარქველის გაღებით ახშობს.ამის მერე სიყვარულზე მეტი სინანული ხდება,რომ ოდესღაც იყო რაღაც სიყვარულის მსგავსი. ნელ-ნელა ვგრძნობდი როფორ მომიახლოვდა და ჩემს გვერდით დაჯდა.არ შემშინებია,მის გულისცემას ვგრძნობდი და იმიტომ.ტირილის სურვილი ცხვირს მიწვავდა,ცოტაც და ემოციებისგან მოვკვდებოდი.ღმერთო დამეხმარე გთხოვ,მხოლოდ ამ სიტყვებს ვიმეორებდი გულში.უფრო ახლოს მოვიდა და ტუჩები მისმა სიმხურვაალემ ამიწვა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.