"გაელვება"
ამბავი 1თვის წინ, ვენაში გადამხდა. ისტორია რეალურია, მაგრამ ცოტა "შელამაზებული". მინდოდა თქვენთვის გამეზიარებინა, გამეგო თქვენი აზრი და დამოკიდებულება ზოგადად, ამ თემასთან დაკავშირებით და მაინტერესებს გაქვთ თუ არა ამ მხრივ გამოცდილება:-) ------------- მივეჩვიე, რომ ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი უჩვეულო და სპონტანურია. მომწონს კიდეც, რადგან ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეულ და უღიმღამო დღეებს თავისებურ ხიბლს სძენს. სახლისკენ, აღმართს ნელა მივუყვები. იქვე კუთხეში არაორდინალური გარეგნობისა და სტილის მქონე, დაახლოებით 40-45 წლის ქალბატონს ვამჩნევ. წინ პატარა მაგიდა დაუდგამს და როგორც მივხვდი, მკითხაობს. არასოდეს არ დავინტერესებულვარ და ზოგადად, არც მჯერა წინასწარმეტყველების, იქნებ მეშინია კიდეც. გვერდის ავლას ვაპირებდი, როდესაც მისმა ხმამ გაიჟღერა: - ლურჯი აურის მქონე ხარ - უკაცრავად?! - ლურჯი აურის მქონე ხარ. შენი დადებითი ენერგია ანათებს. მიდიხარ და ირგვლივ სითბოს ღვრი - იქნებ სხვასთან სცადოთ, მე არ გამოგადგებით, არ მჯერა მსგავსი რაღაცების - შენი გამოჭერა არც მიფიქრია, უბრალოდ იმდენად იშვიათი ხარ, რომ კილომეტრების იქით გიგრძენი. შენი არაფერი არ მინდა, უბრალოდ გთხოვ, რამდენიმე კარტი ამოიღე, მინდა რაღაცაში დავრწმუნდე. შენ არაფერს არ გეტყვი - იქნებ არ ღირს - მენდე არ ვიცი რა ძალამ მაიძულა გაჩერება, უნდობლად, მაგრამ მაინც ღიმილით ჩამოვუჯექი, გამოწვდილ კარტთაგან ოთხი ამოვიღე და მივაწოდე. სახეზე კმაყოფილება გამოესახა. რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ კი თავდაჯერებულმა წამოიძახა: - ასეც ვიცოდი თვალებში დიდი კითხვის ნიშნები გამომესახა. მან მრავლისმნიშვნელოვნად გამიღიმა და მითხრა: - თავისუფალი ხარ ცნობისმოყვარეობამ სხეული ისე დამიმძიმა, ძლივს ავითრიე, არაფერი არ მითქვამს. უკანმოუხედავად წამოვედი. გზაში დაუკმაყოფილებლობისა და ინტერესის შეგრძნებამ არ მომასვენა, ზედმეტი ყოყმანის გარეშე უკან მივბრუნდი და თავქუდმოგლეჯილი იმ ადგილისაკენ გავიქეცი, სადაც მკითხავი მეგულებოდა. იქ მისულს, სიცარიელე დამხვდა. გაოგნებული აქეთ-იქით ვიყურებოდი, თუმცა ჩემ წინ სიცარიელეს უზარმაზარი გალავანი აღემართა. ფორიაქი დიდხანს გამყვა. მერე "არარაობას" შევეგუე და როცა, "გამოღვიძება" და ყველაფრის დავიწყება გადავწყვიტე, ისე, თითქოს არც არაფერი არ ყოფილა, სრულიად სხვა ქუჩის კუთხეში შევნიშნე. მანაც დამინახა, გამიღიმა და ზურგი მაქცია. ტრანსპორტიდან გიჟივით ჩამოვედი და მისკენ გავიქეცი. ბრბოში ჩაიკარგა, თვალი ვერ მოვკარი, თუმცა ძირს ტაროს ერთადერთი კარტი ვიპოვე, ლურჯი ციური ნათელი, ქვევით წარწერით: იარე წინ, უსმინე გულს, გასაღები შენშია... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.