შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

„რა ჩავიცვათ?“ მუდმივი დილემა ქალებისთვის - ასტროლოგის რჩევები


1-09-2016, 11:34
ავტორი EMI LI
ნანახია 4 685

ალბათ ბევრი ქალის ყოველდღიურ ცხოვრებაში დგას ერთობ საჭირბოროტო საკითხი - როგორი ფერის, ფორმის და ფაქტურის სამოსი ატაროს. დამეთახმებით, მოდა ერთია და ის თუ რამდენად იხდენთ მოდურად ჩათვლილ სამოსსა თუ აქსესუარს ეს უკვე მეორე საკითხია. ამიტომ მანამ სანამ კონკრეტული შენაძენით გაინებივრებდეთ თავს, ასტროლოგიურ რჩევებსაც გადახედეთ იმის თაობაზე თუ რომელი ნიშნის წარმომადგენელს რა სახის სამოსი, ფერი და ფაქტურა შეესაბამება.


მიწის სტიქია - კურო, ქალწული, თხის რქა


ამ სტიქიის ქალბატონებს ყველაზე მეტად ბუნებრივი ტონალობები უხდებათ ჩაცმულობაში. სილუეტი კლასიკური, ფაქტურა რბილი, ელასტიური, ნახევრადგამჭვირვალე. სასურველია ერთი ტონის სამოსის ტარება, რომელსაც ფერადი აქსესუარებით გაამდიდრებთ. აქსესუარებში ბუნებრივი მასალებისგან დამზადებულ სამკაულებსა და ნახევრადძვირფას ქვებს მიანიჭეთ უპირატესობა.

კუროს - ყავისფერი, ბაცი ნაცრისფერი, ჭაობისფერი, მომწვანო-მონაცრისფრო ფერები უხდება.

ქალწულს - კრემისფერი, მოცისფრო-ნაცრისფერი, ქვიშისფერი და მუქი ყვითელი.

თხის რქას - ნაცრისფერი, მუქი ლურჯი, ყავისფერი, შავი.

წყლის სტიქია - კირჩხიბი, მორიელი, თევზები

ამ სტიქიის ქალბატონებს ყველაზე მეტად გარდამავალი ტონალობის სამოსი ამშვენებს. სილუეტი უნდა იყოს ტანზე კარგად მომდგარი, გამოკვეთილი. ფაქტურა ფაფუკი, სრიალა, პლასტიური, წელვადი. კარგია ტრიკოტაჟს, ატლასის, თხელი ბეწვის, ხავერდის სამოსის ტარება. სასურველია ტანისამოსი რომელშიც გაერთიანებულია ორი ან სამი სხვადასხვა ფაქტურა (მაგ. შიფონი და ტრიკოტაჟი). ნაქარგი და არშიებით გაწყობილი კაბები. შარვლები მაღალ წელზე.


კირჩხიბს მწვანე ფერის ყველა ტონალობა, ჭაობისფერი, მოყავისფრო-იასამნისფერი, სპილოსძვლისფერი სამოსი უხდება.

მორიელს - მუქი იასამნისფერი, მეწამული, ლურჯი, ალუბლისფერი, მუქი მწვანე და მკვეთრი ალისფერი.

თევზებს ვარდისფერი, აქვამარინი ლურჯი, ტალღისფერი, მომწოვანო-მოლურჯო და მარჯნისფერი.

ჰაერის სტიქია - ტყუპი, სასწორი, მერწყული


ზემოთხსენებული სტიქიის ქალებს განსაკუთრებულად უხდებათ ფერადი, დაპრინტული ან მოჩითული ფაქტურის მქონე სამოსი. სილუეტი ასიმეტრიული, მსუბუქი. ფაქტურა მდგრადი, ხაოიანი, ნაქარგებით დამუშავებული. სასურველია ბატისტის, აბრეშუმის, ბამბის ქსოვილით დამზადებული სამოსის ტარება. მაისურები, ბამბის ქსოვილის ჯემპრები. დაპლისული ან ასიმეტრიული ფორმის მქონე ქვედაბოლოები. შორტები. ჟილეტები.

ტყუპებს ყველაზე მეტად ყვითელი, ჟოლოსფერი, ელექტრო-მწვანე, მკვეთრი ნარინჯისფერი ან ჭრელი მოჩითვის მქონე სამოსი უხდება.


სასწორს ცისფერი, ვარდისფერი, ბაცი ყვითელი და ნებისმიერი პასტელური ტონალობა დაამშვენებს.

ხოლო მერწყული განსაკუთრებულად იხდენს ფირუზისფერის ყველა ელფერს, მოთეთრო-ცისფერს, ვერცხლისფერს და მწვანეს.

ცეცხლის სტიქია - ვერძი, ლომი, მშვილდოსანი


ამ სტიქიის ქალბატონებს ყველაზე მეტად მკვეთრი ტონალობის მქონე სამოსი უხდება. სილუეტი უნდა იყოს მარტივი, მოხერხებული და კომფორტული. ფაქტურა ბისერით, პრიალა ან მოელვარე ელემენტებით გაწყობილი, მდიდრული. ცეცხლოვანი ქალები ოსტატურად ატარებენ საკუთარ გარდერობზე ექსპერიმენტებს. მათთვის მარტივია ულტრათანამედროვე, არაორდინალური სამოსის ტარება. ხშირად ისინი თავად არიან ამა თუ იმ კონკრეტული სტილის ფუძემდებლები.

ვერძს - წითლის ნებისმიერი ელფერი, ნარინჯისფერი, თეთრი, ჟოლოსფერი და მეწამული ტონები უხდება.

ლომს - ოქროსფერი, ჩალისფერი, თეთრი, მტრედისფერი, სპილოსძვლისფერი ან ბაცი ყვითელი.

მშვილდოსანი ყველაზე უკეთ მუქ ლურჯ, ბორდოსფერ, იასამნისფერ და შვინდისფერ ტონალობებს იხდენს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent