უხილავი გრძნობები (1)
-სინამდვილეში რა გინდა მანიკა? -შენ, სექსი და სიგარეტი. რეალურად ყველაფერი უფრო ადრე დაიწყო, ჯერ კიდევ მაშინ სკოლაში რომ სწავლობდა და ფრიადოსანი ერქვა. შემდეგ სკოლაც დაამთავრა და უნივერსიტეტშიც წარმატებით ჩააბარა. ძალიან უნდოდა შემდგარი ქალი ყოფილიყო მომავალში, ამიტომ ძალას არ იშურებდა მიზნის მისაღწევად, მაგრამ ზოგჯერ ყველაფერი იცვლება. მანიკა და სალომე ბავშვობის მეგობრები იყვნენ, იმის მიუხედავად რომ სულ ჩხუბში ატარებდნენ დღესა და ღამეს, ერთმანეთს მაინც ვერაფერი აშორებდათ. ალბათ იმ ნაწილაკებივით იყვნენ საწინააღმდეგო მხარეებით რომ იზიდავდნენ ერთმანეთს. მანიკა კარგად სწავლის მიუხედავად ბობოქარი იყო, სალომე მშვიდი, წყნარი და გაწონასწორებული. მანიკას ყოველთვის უყვარდა წესების დარღვევა, სალომე კი აკურატულად იცავდა ყველა წესს. თუმცა მაინც შესაშური მეგობრობა ქონდათ. ყველაზე კარგად მაშინ გამოჩნდა მათი ეს განსაკუთრებით მჭიდრო კავშირი, როცა მანიკამ ერთდროულად ტყუპი და-ძმა და მშობლები დაკარგა ავტოავარიის დროს და სრულიად მარტო დარჩა სამყაროში, სრულიად მარტო, სალომეს ამარა. მაშინ ჯერ მხოლოდ მე-2 კურსზე იყო და 18 წლის გოგონას ვერც წარმოედგინა, როგორ უნდა ეცხოვრა სრულიად მარტოს ამ ტანჯვისთვის შექმნილ სამყაროში. თუმცა სალომე ისე ამოუდგა მხარში და ისე დაეხმარა ყველაფრის გადაგორებაში, ვერასდროს გადაიხდიდა მის ვალს. მაშინ როცა საყვარელი ადამიანების დაკარგვისგან გამოწვეულ დეპრესიასთან ბრძოლის თავიც არ ქონდა, საწოლიდან არ დგებოდა, არ ჭამდა არ სვავდა და თითქმის არც სუნთავდა, სალომე ყოველ ღამე მის საწოლზე ათენებდა და აღამებდა, რათა მისთვის 1 ყლუპი წყალი და 1 ლუკმა შეეჭმია. დაუძლურებულ მეგობარს ისე უვლიდა, როგორც დედა უვლის სიცხიან ახალშობილს. ამიტომ, მანიკა თვლიდა რომ სალომესთან ვალში იყო, ვალში, რომლის გადახდას საუკუნეები დასჭირდებოდა და როცა უკვე ფეხზე დადგა , ყველანაირად ცდილობდა მეგობრისთვის გული არ ეტკინა და ყოველთვის მხარში დგომოდა. მომავალში ინტერიერისა და ლანდშაპტის დიზაინერს მშობლებისგან პატარა ანგარიში ბანკში და რამდენიმე სახლი დარჩა საქართველოს ტერიტორიაზე. ამიტომ, არ უფიქრია მუშაობის დაწყებაზე. რამდენიმე სახლი გააქირავა, ხოლო ანგარიშს ხელი არ ახლო და ასე განაგრძო თავისთვის ცხოვრება. მშობლიურ სახლში ვერ დარჩა, რადგან აქ ყველაფერი ოჯახს ახსენებდა, ოჯახს, რომელიც ძალიან უყვარდა და ეიმედებოდა, პატარა და-ძმის ცისფერი თვალები, რომლებიც ყოველთვის უღრუბლო ცას ახსენებდა, დედას და მამას საოცარი სიყვარულით სავსე თვალები და დედის სუნი, რომელიც ჯერ კიდე ვერ გამქრალიყო გოგონას ყნოსვის რეცეპტორებისდან. ძალიან გაუჭირდა ბინის მიტოვება და მითუმეტეს სხვა ოჯახზე გაქირავება, თუმცა დარჩენა უფრო გაუჭირდებოდა, ამიტომ სევდიანად მოავლო თვალი სახლს და სალომეს დახმარებით ბარგი უფრო მომცრო ზომის ბინაში გადაიტანა, რამდენიმე კვარტალის მახლობლად, ბინაში, რომელიც მშობლებმა უყიდეს მე -18 დაბადებისდღეზე. ამ სახლში მოგონებები არ გააჩნდა, გარდა იმ ერთისა, როგორ გადაუფორმეს დედამ და მამას სახლი უბედნიერეს გოგონას და როგორ დაპირდნენ, უინვერსიტეტსის დამთავრების შემდეგ სრულ თავისუფლებას მიანიჭებდნენ მას. მაშინ ძალიან გაუხარდა მანიკას, წარმოიდგინა ,როგორ იცხოვრებდა მარტო და ბოლოს და ბოლოს გააკეთებდა იმას რასაც სახლში ვერასდროს თავიფულად ვერ აკეთებდა, თუმცა ბოლო დროს ხვდებოდა რამდენად სულელი იყო, ძალიან უნდოდა ძველი დრო დაებრუნებინა და მშობლებისთვის ეთქვა რომ არ სურდა მარტო ცხოვრება, რომ მთელი ცხოვრება უნდოდა მათი სახეებისთვის ეყურებინა, მაგრამ ახლა ძალიან გვიანი იყო. ბინა ძალიან თბილი და კომფორტული იყო, ბოლომდე მოწყობილი და აღჭურვილი. მანიკას მარტო ძირითადი დეკორების გადმოტანა მოუხდა ძველი სახლიდან. მისაღებში თაროზე ლამაზად განათავსა ოჯახური პორტრეტი , სადაც ყველანი იყვნენ, ტყუპები, ის, დედა და მამა. მამას მხრებზე ანცად შემოსკუპებულიყო ნატალი, ნიკო იბღვირებოდა და უფროსი დაიკოს ფეხს იყო ჩაბღაუჭებული, დედიკოს კი მეუღლეზე ცალი ხელი გადაეხვია მეორე კი ანიკას ხელისთვის ჩაებღუჯა. ეს სურათი ტრაგედიამდე რამდენიმე თვით ადრე იყო გადაღებული და მანიკასთვის მთელი სიცოცხლის მატარებელი იყო. სანამ სალომე ახლად ნაყიდ საკვებს ალაგებდა მაცივარში, მანიკა სამზარეულოს კარადაზე შემოჯდა და სიგარეტს მოუკიდა. - პატარა, დღეს ხომ დარჩები? - თხოვნით მიპყრო თვალები დაქალს. - თუ მთელი ღამე სიგარეტის სუნად არ ამაყროლებ, ვიფიქრებ მაგ შემოთავაზებაზე, - მიუახლოვდა და ლოყაზე აკოცა,- მთელი ზაფხული აქ უნდა გავატაროთ ამ სიცხეში? -რატო? წასასვლელი ცოტა გვაქვს? თუ გინდა მარტო დავეშვათ შეკვეთილში, ან ბავშვებს ვუთხრათ და ბორჯომში წავიდეთ ჩემთან. რამდენი ხანია ერთად არსად დაგვისვენია. -ლუკას ეგ არ გააგებინო, თორე ამწამსვე ბარგით მოგადგება, ხო იცი როგორ უყვარს ბორჯომი,- გაეცინა სალომეს და ჩაიდანი გაზზე დადგა. -დავურეკოთ, ამოვიდნენ ახალი ბინა დავასველოთ,- ნიჟარაში ჩააქრო სიგარეტი და საფერფლეში მოისროლა. ალბათ ისინიც მორჩებოდნენ გამოცდებს. -ისე ენატრები ყველას გამოცდას გააცდენენ და შენს სანახავად მაინც ყველა მოვა. -თქვენ რომ არ მყავდეთ, განსაკუთრებით შენ, რა მეშველებოდა, ყველამ დაიკიდეთ თქვენი საქმეები და ჩემთვის გადადეთ თავი. -მანო, ისე ნუ ლაპარაკობ, თითქოს შენ სხვას გააკეთებდი ჩვენთვის. -ლუკას მივწერე და სხვებსაც ვეტყვი და ამოვალთო. იმედია რომა ამოვა და საჭმელს ის გააკეთებს,- ჩაიცინა გოგონამ და სალომეს გახედა, რომელის უკანასკნელი სახელის გაგონებაზე ოდნავ დაიბნა და წამოწითლდა. -რატომ, კარგად რომ დაგვწამლოს? -წარბები მაღლა აწია და ჩაიდანი გაზიდან გადადგა. -სხვათაშორის , შენ ის გოგო ხარ, რომასთან სურვილი რომ გაქვს წაგებული, შენი დამწვარი საჭმელის გამო. - ნუ მახსენებ, ბიჭს ვეპრანჭებოდი, ჭკუაზე არ ვიყავი, საჭმლის კეთებით მაინც მოვაწონებ თავს-მეთქი და საერთოდ არ ჩავფლავდი?- გაეცინა სალომეს. -კიდეკაი აღიარებ, მაგრამ დიდად არ გჭირდება თავის მოწონება, ხომ იცი რომ ისედაც მზე და მთვარე ამოდის იმ ბიჭს შენზე. -ხო როგორ არა, ერთი მაგას ამოდის ჩემზე მზე და მთვარე და მეორე ... -რა მეორე სალომე, ბიჭმა სიყვარული აგიხსნა. -ხო, მას მერე რაც ლამის ძალიც ცადა ჩემი ლოგინში ჩათრევა. -რას ამბობ, მთვრალი რომ ყოფილიყავი კი არ გადაუშლიდი ფეხებს. -მაგრამ არ ვიყავი და ღმერთის მადლობელი ვარ, რომ ეს არ მოხდა. არ მინდა რომასნაირმა მექალთანა კაზანოვებმა კარგად გამომიყენონ და მერე მიმატოვონ. საუბარი კარებზე ზარის ხმამ გააწყვეტინათ. მანიკა სასწრაფოდ გავარდა მისაღებში და კერები გააღო. -ალელუია,- ეგრევე გადაეხვია ლუკა ცალი ხელით და მეორეში არსებული პარკი შესასვლელში არსებულ კამოდზე დადო,- ღმერთებო, შენ რა იღიმი? მიდი ერთი დატრიალდი, მინდა უკეთ შეგათვალიერო, როგორ გამოიყურება ჩემი თითქმის 20 კილო დაკლებული დაქალი. -კარგი რა ლუკა, - ბიჭი სახლში ნორმალურად შემოატარა. -მანიკა, ჭამა დაიწყე, სად წავიდა შენი დიდი უკანალი, ყველა წერტილიდან რომ ჩანდა და ყურადღებას იქცევდა. -გცემ იცოდე, - ყურებამდე გაეკრიჭა,- შენ ის ბიჭი არ იყავი, რომ მეუბნებოდა გოგო რა ლამაზი ხარ, ცოტა დაიკელი რომ მარტოსულმა კატების გარემოცვაში არ დალიო სულიო? -ხო მარა, ახლა, არც ის მითქვამს ადექი და ისეთი სექსუალური გახდი ყველა ბიჭმა ყბა რომ დააღოს შენი დანახვისასთქო. ისე რას იტყვი, ხელი რომ გთხოვო ცოლად არ გამომყვები?- წარბები აათამაშა. -შენი შავი თვალების ჭირიმე, პატივს მცემ და ცოლობს იმიტომ მთხოვ, თორე ისე ალბათ ლოგინში გინდივარ მარტო, - უკანალზე ხელი მიცხო სანამ დაჯდებოდა. -გოგო, ისე ნუ მირტყავ, გეგონება მე შენი ნაშა ვიყო, შენ კიდე მელოტი, ღიპიანი ბიძია,- ქალივით შეიცხადა ლუკამ. -რა გეშველება ლუკა, მგონია მე და შენ ბოლოს მართლა მოგვიწევს კატების ერთად გაზრდა. -რომ დაბერდები დამახინჯდები, მე კიდე რაც უფრო ასაკი მომემატება, ნორჩი სხეულები მით უფრო მიმიზიდავს, ასე რომ ისევ შენ გახდი ზოოფილი, მე შევეცდები მრავალფეროვან ქალებს არასდროს მოვწყდე. სალიო, შენ დაქალს ხშირად არ უსმინო, თორემ ლესბოსელს გაგხდის, კატებს გაგაზრდებინებს და კაცის ალერსი არც შენ გეღირსება ოდესმე. -ჩემი თავხედი ბიჭი,- წვერიან ლოყაზე ხელი მოუთათუნა სალომემ, - შენ ისეთი გზა გიჩანს, კაცის ალერსს ყველა შენი დაქალის მაგივრად შენ მიიღებ. -სალიო, - ლუკას ყალბი გაოცებისგან თვალები გადმოუარდა,- შენ არ იცოდი ენის შემობრუნება, რომამ გაგწრთვნა? -რომა ახსენეო და კარზე ზარია, მიდი იქნებ ისაა, გაუღე სალიო,- ენა გამოუყო დაქალს და ლუკას კალთაში ჩაუხტა,- პატარა, თუ არავისთან არაფერი გამომივიდა, გახსოვდეს რომ ჩემი 20 კილო დაკებული სექსუალური სხეული ნებისმიერ წამს დაგელოდება. -მოუკრეფავში ნუ გადახვალ შვილო, - კეფაზე მსუბუქად წამოარტყა ხელი, - არც მასეთი სექსუალური ხარ ჩემნაირი ღვთაებრივი მამაკაცი მიიზიდო. -ლუკა, არ გაგიგია ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახეო?- დაბარებულივით შემოვიდა სამზარეულოში რომა. ზუსტად შენზე ვლაპარაკობდით ცოტა ხნის წინ, სალომემ მომენატრა, სად დაიკარგაო?- არხეინად თქვა ლუკამ და მანიკას ხელები მჭიდროდ შემოხვია. სალომე წამოწილდა და რომას თვალი აარიდა, რომა კიდე გაკრეჭილი უყურებდა. -მართლა სალიო?- კითხა და მხარზე ხელი გადახვია,- ნახე, რა ლამაზი წყვილი ვართ, ჩვენი შვილები რაღაც სასწაულები იქნებიან, შენი ცისფერი თვალები და ჩემი შავი თმა,- გაიცინა და დაბნეულ გოგონას ლოყაზე მსუბუქად აკოცა. სალომე გაშეშდა და ნერწყვი ისე გადაცდა ლამის დაიხრჩო. -ძალიან გთხოვ, ისე ნუ ლაპარაკობ ჩვენ მომავალზე, თითქოს უკვე ბავშებს ველოდებოდე შენგან,- მალევე გამოფხიზლდა სალომე. -უკვე არა, მარა მალე დაელოდები, ერთხელ როგორ ვერ გამოგათრობ და დაგიპყრობ, - თვალი ჩაუკრა რომამ და ლუკას გამოწვდილ ხელს ხელი ჩაარტყა. -დაქალს ნუ მიჩაგრავთ ამ უხერხული საუბრებით, სალიოს თუ მოუნდება აქეთ გამოგათრობს და აქეთ დაგიპყრობს, არა სალ?- გახედა მთლიანად გაწითლებულ დაქალს და გაიცინა,- რა იყო გოგო, როგორც მე და ლუკა ვალაგებთ ჩვენი მომავალი თანაცხოვერბის გეგმებს, ისე ალაგებს რომა თქვენსას, მაგრამ თქვენი პრიორიტეტულია, ჩვენი კი ეგრედწოდებული გეგმა ბე. -იცით რას გეტყვით? - დაიჭყანა სალომე, - მე წავალ კარებს გავაღებ, თქვენ კი თქვენი ახურებული სხეულები ერთმანეთში დაიმშვიდეთ, გამიგია ჯგუფური ასწორებსო. -მარტო გაგება არ კმარა, თუ გინდა ერთად გამოვცადოთ,- კალიდორში მიაწია სიტყვები რომამ და სამივეს ისეთი სიცილი აუვარდათ სალომეს გამწარებულ გამომეყველებაზე, ლამის დაიხრჩნენ. -მომატაცებინეთ ეს გოგო, აქამდე არავის გვეცალა ჩემი საქმისთვის,- უცბათ დაასერიზულა რომამ და წყვილს გახედა. -შენ ხო არ ღადაობ,- გაიცინა მანიკამ, -შანსია ნოლი, ისეა შენზე ნაწყენი, არ ვიცი რისი გაკეთება მოგიწევს რომ რამე სერიოზული დაიწყოთ. -აუ, რა იყო, ერთხელ ავყევი ცდუნებას, ეგეც მთვარლი ვიყავი და ვერ ვაზროვნებდი და ამას უნდა შეეწიროს ჩემი მომავლის გეგმები?- მოისაწყლა თავი რომამ. -რა დროს შენი მომავალია, - წარბები ზემოთ აწკიპა ლუკამ, -ჯერ უნივერსიტეტი დაამთავრე და მუშაობა დაიწყწ. -აუ , ნუ ახურებ, ისე ნუ ლაპარაკობ თითქოს ცოლად რომ მოვიყვანო რამე მოაკლდება, პირიქით მოემატება, ხო იცით როგორი საოცარი ვარ ლოგინში,- წარბები აათამაშა. -არა რომა, არ ვიცი და არც მაინტერესებს, ჩემი მეგობარი და ჩემი დაქალის პოტენციური ქმარი როგორია ლოგინში,- სახე დაჭყანა მანიკამ,- სალომე ხო არ გაგიტაცეს, რა იყო? -მოვდივართ ხო, იქნებ რისი თქმა მინოდა სოფოსთვის?-სოფოსთან ერთად შემოფრუტუნდა სალომე. -სასტავს გაუმარჯოს, როგორ ხარ დაია?- გადაკოცნა მანიკა და ცარიელ სკამზე მოთავსდა,- ჩემი ქრაში სადაა?- თვალი მოავლო ოთახს. -მალე მოვა თემუკაც, არ იდარდო შენ, - თვალი ჩაიკრა ლუკამ,- მოკლედ რამდენი პოტენციური წყვილი გვყავს სამეგობროში, მე და შენ კი არაფერი გვეშველა, ჩემი მანო. -შენ კიდე მანოს კერავ ბიჭო?- დაიჭყანა სოფო და სიგარეტი ამოაძრო კოლოფიდან,- სალიო ყავა გამიკეთე , სანამ ამ შავთვალა ბიჭს არ მივლანძღავ. -ამჯერად რას მერჩის თქვენი უქერავესობა,- მანაც გაუკიდა სიგარეტს და სანთებელა რომას მიაწოდა. -რას გერჩი კი არა, ლამის მოკვდა ის ჩემი კურსელი, 2 კვირაა წამლებზეა, ლუკამ მიმატოვაო, სხვაში გამცვალაო, კვდება მანოზე ეჭვიანობით, ამ გოგოს მაინც ნუ იყენებ სხვებთან დასაშორებლად,- ბოლოს მაინც ვერ შეიკავა სიცილი და სხვებიც აიყოლია. -ოხ, ლუკაჩო, ლუკაჩო, თავი ისევ მე-3 კლასში ხო არ გგონია, მე რომ გიგვარებდი გოგოებთან ატეხილ აყალ-მაყალს, გავიზარდეთ უკვე,- ცხვირზე თითი ჩამოკრა მანიკამ. -არა, უყურეთ ერთი, ისე მექცევა გეგონება მე ვიყო გოგო და ეს ქართველი მუჟიკი ბიჭი,- შეიცხადა ლუკა, - რა ვქნა ვა, მითხრა დავასერიოზულოდ ურთიერთობა, მინდა ჩემები გაგაცნოო და მეც სხვა ვერაფერი მოვიფიქრე და ვუთხარი ცოლი მყავს და არაფერი გამოგვივათქო. -ამჯერად ცოლიც გავხდი ბიჭო?- წამოარტყა თავში ხელი,- ან მასეთ დებილ გოგოებს როგორ შოულობ ან შენ როდემდე უნდა ტანჯო ეს გოგოები. მასეთი შარმიანიც არ ხარ, რანაირად კერავ ყველას? -გენაცვალე, მე და თემუკას ჩამოგვირიგა ქალები და თვითონ მარტო დატასაობს და ბევრი ხვდება,- კვლავ სალომეს გადაეფსკვნა რომა. -მოიცა, ახლა არ ამტეხოთ, თემოს ვინმე ყავს?- თვალები გაუფართოვდა სოფოს. -არა ბიჭოს, შენ დაგელოდებოდი სულ,- ირონიული მზერით შემოვიდა თემო. -გული გამისკდა, მეთქი მართლ ვინმე გაიჩინა ჩემ გარდათქო- გულზე ხელი მიიდო სოფომ და ახლად შემოსულ ბიჭს ტუჩებში აკოცა. -ძალიან გთხოვთ სექსუალური გამოხტომები არ გვინდა აქ, - რომას შეხედა სალომემ, - ისედაც, ზოგ-ზოგიერთი ძალიან აღზნებული დადის და დამატება არ სჭირდება. -ჩემო სალიო,- ლუკას მუხლებიდან წამოდგომა იკადრა მანიკამ და სალომეს მიეხუტა, - ყველაფერი კარგად იქნება, აი რომას უთხარი და ახლავე დაგიცხრობს ათუხთუხებლ ჰორომნებს, - აფერისტულად შეაპარა დაქალს და ზურგს უკან რომას გამოწვდილ ხელზე ხელი დაარტყა . - აჰამ, ანუ შენც ჩემ წინააღმდეგ ხარ? - იწყინა სალომემ, თავი გაითავისუფლა და ყველას ყავა ჩამოუსხა. ყველამ ერთდროულად დაიწყო სიცილი. -მოკლედ ბავშვებო, მაინტერესებს ვინ როდისთვის მოიცლით, რომ ერთი-ორი კვირით ბორჯომში ვესტუმროთ ჩემს სახლს, ტრადიციულად,- განაცხადი გააკეთა მანიკამ და ახორხოცებული სამეგობრო დაამშვიდა. -აუუ, ბორჯომი, ჩემი კაი, როგორ მომენატრა,- განაცხადა ლუკამ და ყავა ნეტარებით მოწრუპა. -აჰა, ხო გეუბნებოდი, ეგ სახლი მიყიდე ლუკას, ჩვენც დავისვენებთ და ეგეც. -უიმე, სულ მაგისი იყოს, გადაცხოვრდეს თუ უნდა, ვერავის შეაგდებს ლოგინში და მობეზრდება 1 თვის მერე,- ხელი ჩაიქნია მანიკამ,- ჰა, როდის წავიდეთ. საღამო ძალიან თბილი და მხიარული გამოვიდა როგორც ყოველთვის. მანიკა და მისი კომპანია, ყოველთვის ნახავდა ყველა სიტუაციაში გასართობს , სწორედ ამან გადაატანინა მძიმე ტრაგედია გოგონას. თითოეული მათგანი განსხვავებულად და განსაკუთრებულად უყვარდა. ლუკას დაბადებიდან იცნობდა, რამდენიმე თვით უფროსი იყო ლუკაზე, მათი მშობლები სტუდენტობის მეგობრები იყვნენ, თითქმის ერთად გაზარდეს ბავშვები, ერთ ბაღში დაყავდათ, შემდეგ ერთ სკოლაში, ერთად ატარებდნენ უქმეებს, ერთად დადიოდნენ დასასვენებლად. სალომე სკოლაში გაიცნო, ის, სალიო და ლუკა განუყოფელი სამეული იყო 1-ლი კლასიდან. შემდეგ მე-5 სკლასში თითქმის ერთდროულად გადმოვიდნენ თემუკა და რომა და მაშნვე დაუმეგობრდნენ სამეულს. წლების განმავლობაში ეს მეგობრობა უფრო და უფრო მყარდებოდა. ხუთეულს მე-9 კლასში პარალელურ კლასელი სოფო შემოუერთდა, ჯერ როგორც თემუკას შეყვარებული და შემდეგ უკვე ყველასთან დაახლოვდა და დამეგობრდა. ლუკას ყოველთვის ყველა გოგო მოწონდა, პატარაობიდანვე ცდილობდა კლასელი გოგოების მოხიბვლას და ყოველ კვირას ახალი შეყვარებული ჰყავდა, რა თქმა უნდა ბავშვურად, თუმცა ზოგჯერ ლუკაზე შეყვარებულ პატაარა გოგოებს დიდი ჩხუბებიც მოდიოდათ, აქ კი ყოველთვის მანიკა ერეოდა და გოგოებს უხსნიდა ბიჭის გამო ჩხუბი არ შეიძლებაო. სალომე ყლველთვის სწავლაზე იყო კონცენტრირებული, ვერასროს ამჩნევდა საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს და ისიც ვერ შეამჩნია, როდის შემოიჭრა რომა მის გულსა და გონებაში, თუმცა რასაც გრძნობდა რეალური იყო და ამას უკვე რამოდენიმე წელი თავისთვის მშვიდად განიცდიდა, მხოლოდ მანიკამ და მან იცოდნენ, სანამ მასზე მე-5 კლასიდან შეყვარებულ რომას ყელში არ ამოუვიდა სალიოსთან მეგობრობა და ერთ საღამოს ,,შებმა'' დაუწყო. სალომე ისე გაბრაზდა და ეწყინა კარგა ხანს არ ელაპარაკებოდა, მანამ სანამ ბიჭმა სიყვარული არ აუხსნა. თუმცა სალომე აქაც კონსერვატორი აღმოჩნდა და უთხრა რომ მათ შორის მეგობრობსი გარდა არაფერი არ შეიძლებოდა ყოფილიყო, ამიტომ ამასაც ნუ დაანგრევდა. თუმცა ამ უხერხულობის მერე, მათი ურთიერთობა არამც თუ გაცივდა პირიქით, რომა ყოველთვის ახსენებდა მისდამი გრძნობას, სალომეს აწითლებული სახე და საბნეული მზერა კი უთქმელად მეტყველებდა მის გრძნობებზე, ამიტომ რომა ფიქრობდა რომ თავი ქუთში ქონდა და შეეძლო გოგონაზე ნელი ზემოქმედება განეგრძო. თემუკას კი სოფიო ძალიან უყვარდა, იმდენად უყვარდა მათმა ურთიერთობამ ყველაფერს გაუძლო, დაშორებებს, ჩხუბებს, უაზრო, ბავშვურ კამათებს და ფიზიკური ურთიერთობის არ ქონასაც. სოფოზე ამოსდიოდა მზე და მთვარე, მისით იღვიძებდა და იძინებდა, შემდეგ აბიტურიენტობისას ყველაფერი დალაგდა, ყველაფერი თავისით დაეწყო, ამდენი ტანჯვისა და აფოფრებული ჰორმონების ვერ დამშვიდების შემდეგ, სოფო საბოლოოს მიდი გახდა, თუმცა არაფერს არ ჩქარობდნენ. დიდი გეგმები ქონდა წყვილს და ჯერ ერთად ცხოვრებას არ აპირებდნენ. თავად მანიკას არასდროს არ ყლია შეყვარებული. ყოველთვის ცუდი ბიჭები იზიდავდა, რაზეც მეგობრები ყოველთვის უწყრებოდნენ. თუმცა არც აინტერესებდა არავინ, ისინი არასდროს მოსწონდა ვინც გრძნობაში უტყდებოდნენ, ისინი კი ვინც თავად მოეწონებოდა ზედმეტად მიუწვდომლები იყვნენ მისთვის. ივლისის ბოლო კვირაში გადაწყვიტეს ბორჯომში წასვლა, მანამდე თიტთმის არავის ეცალა, ყველა საქმეებს აგვარებდა, ამიტომ ერთად ვერ იკრიბებოდნენ, ცალცალკე თუ ნახავდნენ ერთმანეთს, ეგეც ცოტა ხნით და ეგ იყო და ეგ . ბოლოს ლუკამ რომ გამოუარა მანქანით და ბარგის ჩატანაშ მიეხმარა, არ სჯეროდა რომ როგორც იქნბა ერთად ყოფნა ეღირსებოდათ. -ჩემი სალიო სადაა?- მანქანას თვალი მოავლო მანიკამ და წინა სავარძელი დაიკავა, - ჯერ მისთვის არ უნდა გაგევლო? - ნუ ღელავ სანდო ხელშია, რომა წამოიყვანს, თემო და სოფო ერთად წამოვლენ საღამოს. ჩვენ ყველას ჩავასწრებთ. -ძალიან კარგი, სანამ მოვლენ დალაგებას მოვასწრებთ. -კარგია განტვირთვა რომ გადაწყვიტე, ნაღდად არ გაწყენდა, - სევდიანი მზერა გაუსწორა ლუკამ მანიკას და ლოყაზე ნაზად აკოცა. -მადლობა ლუკა, ყველაფრისთვის მადლობა, შენ და შენები რომ არა, რა მეშველოებოდა საერთოდ, ყველაფერი თქვენს თავზე აიღეთ,- მადლიერი თვალები მიაპყრო და გულში საშინლად ეტკინა ოჯახისთვის განკუთვნილი ადგილი. -მანო, ხომ იცი რომ ჩემი არდაბადებული და ხარ და ჩემებისთვის მეორე შვილი. მადლობები არ არის საჭირო. შენ რომ მიყვარხარ მასე არავინ არასდროს არ მეყვარება და უზომოდ მიხარია ცხოვრების გაგრძელებას რომ ცდილობ. -ჩემებს ენდომებოდათ რომ ცხოვრების ხალისი არ დამეკარგა, ხომ იცი როგორი სიცოცხლით სავსეები იყვნენ. -კი ჩემო პატარა, შენ დედიკოს ასლი ხარ ხასიათებით და მამიკოს ასლი გარეგნობით, სანამ შენ კარგად იქნები, მათ სიყვარულით და ბედნიერებით სავსე ისტორიებს გაგრძელებები ყოველთვის ექნება. -ხომ შეიძლებოდა ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო? -მაგრამ წარსულს ვერ შევცვლით და უნდა შევეცადოთ მომავალი ისეთი იყოს, როგორიც ჩვენ გვინდა. 2 საათში ბორჯომში იყვნენ, 1 წელი გავიდა მას შემდეგ რაც ეს სახლი ინახულა. ყველაფერი ისეთი მონატრებული იყო. ბედნიერი შაბათ-კვირა ბორჯომში, მამასთან დედასთან ლუკასთან და მის მშობლებთან ერთად. ზაფხულის 1- 2 კვირა იგივე კამპანიით და არამარტო. ყველაფერ ბედნიერებასთან ასოცირდებოდა ეს სახლიც, ეს ეზოც და ყველაფერი რაც ამ სახლში იყო. ბარგი გადაზიდეს და დამტვერილ სახლში შევიდნენ. ლუკა, როგორც ყოველთვის დაეხმარა სახლის მტვრებისგან და აბლაბუდების გაწმენდაში. ცოტახანში რომა და სალომე ჩამოვიდნენ. რომა კვლავ ბედნიერი იყო, სალომე აწითლებული. მანიკამ ჩუმად გადაუჩურჩულა ლუკას, იმედია გზაში ისეთი არაფერი მოხდა, რასაც ამდენი ხანი ელიანთქო და ორივემ ცადა მალულად გაეგრძელებინა სიცილი. სახლი მოაწესრიგეს, ოთახები გაამზადეს და საჭმელის კეთება დაიწყეს. როგორც ყოველთვის სამზარეულოში სალომე და რომა დარჩნენ. ეს ერთი საერთო ჯერ კიდევ სკოლაში აღმოაჩინეს და მას შემდეგ ყოველთვის ერთად ამზადებდნენ მეგობრებისთვის საკვებს. ლუკა და მარიამი ეზოში გავიდნენ და სარდაფიდან ეზოს მაგიდა და სკამები ამოათრიეს. -ხვალ ბიჭება აუზი გაწმინდეთ და წყალი გავუშვათ რა, - აუზში ჩაიხედა მანიკამ, - აქაც ძაან ცხელა, ცოტა გაგრილება არ გვაწყენს ხოლმე. -როგორც იტყვით ქალბატონო დიასახლისო. აი ჩვენი გვრიტებიც მოვიდნენ. როგორც ყოველთვის ერთმანეთზე გადაბსკვნილები გადმოვიდნენ მანქანიდან სოფო და თემუკა. - ნეტა რით არ მოგბეზრდათ ერთმანეთ, მთელი საუკუნეა ერთად ხართ, -ხელი ჩაიქნია ლუკამ და სახლში შევიდა. საღამოს გოგოებმა ეზოში გაშალეს სუფრა და მუსიკის ფონზე ყველამ ერთად ივახშმა. დიდხანს ისხდნენ ეზოში და ძველ დროს იხსენებდნენ. იცინოდნენ, მხიარულობდნენ. ამ ეზოში ყველას ქონდა საკუთარი კარგი მოგონება, ყველას რაღაცას ახსენებდა აქაური კედლები, ამიტომ აქ რაღაცნაირად მოზღვავებულ ბედნიერებას გრძნობდა სამეგობრო. მანიკა მშობლების ოთახში შევიდა და იქ განთავსდა, თემომ და სოფომ, რა თქმა უნდა ერთ ოთახში მოიწყეს ბუდე, ლუკა და რომა ერთად დაწვნენ, სალომე კი მანიკას ოთახში დაიდებდა ბინას. ყველას მშვიდად ეძინა. ძალიან სასიამოვნო ღამე იყო, ამიტომ მთელი 2 კვირის მოლოდინებიც ასეთივე ქონდა ექვსივეს. თუმცა ამ ზაფხულს, რაღაც ისეთი უნდა მომხდარიყო რაც კიდევ უფრო მეტად შეცვლიდა ყველაფერს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.