შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უხილავი გრძნობები (2)


13-07-2019, 12:13
ავტორი Mæra
ნანახია 1 458

- დღეს რა ვქნათ, ტო? - სიგარეტს გაუკიდა ლუკამ და მანიკას ხელი გადახვია.
- პარკში ავიდეთ , გავისეირნოთ. თან იქნებ ერთი-ორი გოგო შევაბათ, - გააბოლა რომამ და ყავა მოსვა.
- რომა, ფრთხილად იყავი, ვისაც ნელნელა აბავ ისიც არ გაგექცეს, თორე დარჩები მამაკაცის ფუნქცია მოშლილი, - გაიცინა სოფომ და თემუკას კალთაში ჩაუხტა.
- სალიო, ამათ არ უსმინო შენ, - მანიკამ აკოცა დაქალს და სავარძელში კარგად მოკალათდა,- დღეს მე მინდა მარტო ყოფნა, ამიტომ, რამე მოიფიქრეთ და მიმატოვეთ ყველამ!
-კარგი რა მანიკა, აქ მაგისთვის არ ჩამოვსულვართ, - შეიცხადა სალომემ.
- ამოისუნთქეთ ახლა, თუ უნდა იყოს მარტო, მე აქ ერთი ორი გოგო მყავს შენახული, იმათ მოვინახულებ, სოფოს და თემუკას 1 ოთახიც ეყოფათ ბავშვზე საჩალიჩოთ, რომამ პაემანზე დაპატიჟოს სალიო შენ კი რაც გინდა ის გააკეთე.
- გაგაპაემნებ მე, -მუშტი მოუღერა სალომემ ლუკას და მოლოდინით სავსე მზერა მოაპყრო რომას.
-მე და სალიო პარკში ავალთ და საბაგიროთი სეირნობას გავიხსენებთ , არა სალიო? მანდ არ მომპარე პირველი კოცნა? - უჯანალზე ხელი წამოარტყა გოგოს.
-რომა ფრთხილად იყავი! - შეუბღვირა და ფეხზე წამოდგა, - როგორც გნებავთ. წავალ, მანამდე გამოვიცვლი და აუზში ჩავალ.
- სალიო, გინდა შენი სექსუალური სხეულით დამატყვევო და მერე გამიბრაზდე რატო ცდილობ ჩემს ლოგინში შეგდებასო?- თავი მოიქექა რომამ.
- რომა დაწყნარდი, დაფიქრდი, იქნებ გირჩევნია ლუკას გაყვე გოგოებთან?- თავი მოატრიალა სალომემ და უკანალის ქნევით შევიდა სახლში.
საღამომდე ყველაფერი მხიარულად იყო, სალომეს კბენდა ყველა და მისი რეაქციებით ხალისობდნენ. რომა სახეგაბადრული უცქერდა საყვარელ გოგონას და ერთი სული ქონდა მასთან მარტო დარჩენიყო. ივახშმეს და ყველა თავის გზას დაადგა.
ლუკა მართლაც დაუკავშირდა გოგოებს, სოფომ და თომამ გადაწყვიტეს მანქანით გაესეირნათ ტყეში და იქ ემუშავათ ბავშვზე. რომამ სალომე აიძულა ლამაზად გამოწყობილიყო და რესტორანში წაიყვანა. მანიკა დიდხანს იჯდა სახლში და ფიქრობდა. ბოლო დროს მის თავში ხშრად ჩნდებოდა უამრავი ფიქრები და არ იცოდა რა მოეხერხებინა, სწორედ ამიტომ სურდა მარტოობა. მწუხარედ მოავლო თვალი სახლს, ტელეფონი და ყურსასმენები აიღო, კარი გადაკეტა და გზას გაუყვა.
ზეპირად იცოდა აქაური ქუჩები, ნებისმეირი კუთხე კუნჭული. ძალიან უყვარდა აქაურობა. მაგრამ უფრო მეტად ენატრებოდა მშობლებთან გატარებული დრო. მტკვრის ნაპირს მიუყვებოდა, როცა იგრძნო ვიღაც მოყვებოდა, დაიძაბა მაგრამ ყურსასმენები არ მოუხსნია. წყნარი მუსიკა იღვრებოდა მის სხეულში და აფორიაქებულ სულსაც უმშვიდებდა. ბოლოს სკამზე ჩამოჯდა და წყალში არეკლილ მთვარესა და ღამის განათებებს დაუწყო ყურება.
- ძალიან რომანტიკულია,- აშკარად გაიგონა ვიღაცის ყელისმიერი ხმა და უცბად შეცბა. სიმღერის გამო ხმა თითქოს შორიდან მოდიოდა. გვერდით მიიხედა და ცალი ყურსასმენი მოიხსნა.
- უკაცრავად, ვიცნობთ?
- არა, მაგრამ გავიცნობთ ეჭვი არ მეპარება. გუშინდელიდან გადევნებ თვალს.
- მითვალთვალებ?- გაკეკლუცება ცადა მანიკამ და ეუცხოვა, საუკუნე იყო გასული, რაც ბოლოს ფლირტი ქონდა.
- უფრო სწორად გიყურებ. შენი სახლის მოპირდაპირედ ვცხოვრობ და მადლობა ჩემს გვერდითა მეზობელს, თითქმის ყველაფერი გავიგე შენზე.
- მანიაკიც ყოფილხარ, - გაეცინა და მუსიკა გამორთო.
- ხო მაგრამ , ჩემი ნაკლებად უნდა გეშინოდეს.
- მართალია, ნაკლებად გამოიყურები საშიშად.
- დიდი ხნით რჩები აქ?
- არ ვიცი, 2 კვირით სავარაუდოდ.
- ესეიგი, შენს გაცნობას კარგად მოვასწრებ, - თვალი ჩაუკრა. მანიკა დაიძაბა. თითქოს რაღაც უხამსი დაიჭირა ბიჭის გამოხედვაშიო და მაშინვე თავის გაძვრენა ცადა.
- იცი, არ ვიცი რამდენად გამოვა, მე და ჩემი შე....
- ახლა არ მითხრა შეყვარებულთან ერთად ვარო, - ჩაიცინა, - ლუკაზე და შენ დანარჩენ მეგობრებზე ყველაფერი ვიცი ,- ირონიულად ჟღერდა მისი ხმა.
- იცი უნდა წავიდე, - შეეშინდა მანიკას და ადგომა სცადა.
- ჯერ არა პატარა,- ხელი დაუჭირა და თავისკენ დაქაჩა, - ჯერ ისეთ რამეს გაჩუქებ, რაც ჩემზე ფიქრს ერთი ორად გაგიმძაფრებს. პირდაღებულ და თვალებ გაფართოებულ გოგონას ტუჩებზე დააკვდა და იმდენხანს კოცნიდა, სანამ გაშეშებული მანიკა გონს არ მოეგებოდა.
- შენ... შენ...
- ხო მე, იმედია არასდროს დაგავიწყდება შენი პირველი კოცნა. ბიჭი ისე უცებ გაუჩინარდა როგორც გაჩნდა. მანიკა თითქოს შეშინებული მაგრამ საოცრად გაოგნებული დიდხანს იდგა და არ იცოდა რა გაეკეთებინა. სახელი მაინც გეკითხა მანიკა, გაიფიქრა გულში და სახლამდე ისე მიაღწია ბიჭის მწვანე თვალები ვერ ამოიგდო თავიდან.

-რა გჭირს მანო?- სოფო შეეგება ეზოში, - რა ძალიან ჩაფიქრებული ხარ, მოხდა რამე?
- არა, სიყვარულო. უბრალოდ დავიღალე, ბევრი სიარული მომივიდა.
- ახლა ისევ ისე ატკივდება კუნთები და 2 დღე ლოგინში იწვება, გახსოვს სოფო , სირბილი უნდა დავიწყოო და სტადიონზე რომ წავიდა სარბენლად დილით სადაც სპირცმენები ვარჯიშბდნენ.
- აუ, თემო, კაი რა, ნუ მმახსენებ, რაც მაშინ იმათ დამცინეს, კიდეკაი ბავშვი ვიყავი და ჭკუა არ მომეკითხებოდა, - უცებ გახალისდა მანიკა, შემდეგ წინ გაიხედა და სწრაფად მიმავალ შავ მანქანას მიაქცია ყურადღება, რომელიც გიჟივით შევარდა მოსახვევში. მის წინ ახლად აშენებული სახლი იყო, სადაც აქამდე არავინ დაუნახავს, ამიტომ არ გაუკვირდა, როცა მეზობელი ვერ იცნო.
- სალიო და რომა სად არიან?- იკითხა მანიკამ და სახლს მზერა მოარიდა.
- არ ვიცით, იმედია ბოლოსდაბოლოს სალიომაც იგემა კაცია გემო,- თვალები აატრიალა სოფომ და შეყვარებულს მოწყვეტით აკოცა.

- სალიო, რატო ხარ მოწყენილი, დავიჯერო ასეთი ცუდი კომპანიონი ვარ?- ხელი ხელზე მოკიდა რომამ და ღვინო მოსვა.
- არა, ცოტა მომეკიდა სასმელი და ალბათ მაგის ბრალია, - თვალები ჩახარა სალომემ, რადგან ხელის შეხებისას რაღაც მუხტი იგრძნო და მოერიდა.
- წამოდი, მანქანით გავისეირნოთ, ბორჯომს ზემოდან გადავხედოთ, სალიო.- გოგონას ხელი მოკიდა და რესტორნიდან გაიყვანა. დიდხანს უყურებდნენ მწვანეში ჩაფლულ ღამის ნათებით განათებულ ბორჯომს, მანამ სანამ სალომემ პირველი ნაბიჯი გადადგა და რომას აკოცა. შემდეგ ორივემ იგრძნო ჰორმონების მიზღვავება, სალომემ ვერც კი გაიაზრა, როგორ აღმოჩნდა უკანა სავარძელზე ტრუსის ამარა, როგორ ეხებოდა რომას ტუჩები და ხელები ყველგან, ერთადერთი ცდილობდა კვნესა შეეკავებინა და მოზღვავებული ემოცია დაემალა.
- სალიო, დარწმუნებული ხარ?- თვალებში ჩახედა რომამ საყვარელ ქალს, რომელიც იმ წამში ისეთი ნაზი და დაუცვლელი იყო, ერთი ორად შეუყვარდა და როცა თანხმობა მიიღო, დიდი ხნის ოცნება აისრულა. სალომე იმდენად იყი ნასიამოვნები, დიდხანს ვერ მოვოდა აზრზე, ბედნიერებით გაბრწყინებული თვალები შეანათა რომას და აკოცა.
- თითქოს ახლიდან დავიბადე, - გაიზმორა და ტრუსი ამოიცვა.
- ძალიან მიყვარხარ სალიო, - კვლავ დაეძგერა გოგონას აწითლებულ ბაგეებს და ძლივს ჩაცმული ტრუსი ერთი ხელის მოსმით მოაშორა სხეულიდან.
სახლში ისე შეიპარნენ ვერავინ გაიგო. ერთად მიიღეს შხაპი და საწოლშიც ჩახუტებულებმა დაიძინეს. სალომე მიხვდა რომ რომას სურნელის გარეშე ვეღარასდროს შეძლებდა დაძინებას. მშვიდად და ბედნიერად ეძინათ, რომა დიდხანს უყურებდა ძილში მყოფი სალომეს გაღიმებულ სახეს.

დილით მანიკა აუზში იწვა და ცივ ყავას მიირთმევდა,როცა ტელეფონზე შეტყობინება მოუვიდა.
,, პატარა, ჩემი ფანჯრებიდან ძალიან სექსუალურად გამოიყურები."
დაიძაბა, შეეცადა მალულად დაეზვერა წინ მდგომი სახლის ფანჯრები, მაგრამ ამაოდ. ვერავინ შენიშნა. არანაირი მოძრაობა ფანჯრებში.
ვერ გადაწყვიტა ეთქვა თუ არა ბიჭებისთვის. ცოტა აშინებდა ეს სიტუაცია, მაგრამ მაინც არავის გაუმხილა მომხდარი. არ უნდოდა წინასწარ გაემძაფრებინა სიტუაცია.
საღამო ისევ ერთად გაატარეს, კვლავ ეზოში ისხდნენ და რაღაცებს თამაშობდნენ. მანიკას გადაავიწყდა კიდეც მოხმდარი, იმდენად გაუხარდა მეგობრების ამბის გაგება. უზომოდ ბედნიერი იყო , ბოლოსდაბოლოს ერთად რომ იყვნენ სალომე და რომა, რამდენი ხანი წინასწარმეტყველებდა ამ დასასრულს.
- სიგარეტზე გავალ რა, - ბოლო ღერი ჩააქრო და წამოდგა.
- არ გინდა გაგყვეთ? თუ მელანქოლიკს კვლავ განმარტოვება სურს და სიგარეტს მიზეზად იყენებს. - თვალი ჩაუკრა სოფიომ.
- დარჩით თქვენ. რაზე უნდა მიატოვოთ წყვილები, - მარტოკად მჯდომ ლუკას , რომელიც მესიჯობდა ლოყაზე აკოცა და სახლში შევიდა საფულის ასაღებად.
ნელა მიუყვებოდა ქუჩას და კვლავ აღეძრა ფიქრები უცნობზე. შეიძლება მოიხიბლა კიდეც მისით და მარტო გამოსეირნება საბაბი იყო გადაემოწმებინა კვლავ გამოჩნდებოდა თუ არა ის. ბიჭებთან ურთიიერთობას რატომღაც ყოველთვის გაურბოდა. ზოგჯერ ამას ზედმეტ წონასაც აბრალებდა, ზოგჯერ მორიდებულობასაც. ხანდახან ფოქრობდა რომ იმ ერთს და განსაკუთრებულს ელოდა, რომელსაც პირველ კოცნას და პირველ სექსს აჩუქებდა, მაგრამ გულის სიღრმეში გრძნობდა რომ ეს აბსურდი იყო.
უცბობის კოცნამ მასში რაღაც ამოუცნობი გრძნობებო გააჩინა. მისი ტუჩები ძალიან მწველი იყო თვალები კი.. ო, მისი თვალები, დიდი სიამოვნებით ჩაიკარგებოდა მის თვალებში. თავი აქეთ- იქით გააქნია უცნაური ფიქრების გასაფანტად და საკუთარ თავზე გაეცინა. მის ისედაც გადაჭედილ გონებას ახალი, უფრო ფართო და მგრძნობიარე საფიქრალი გაუჩნდა და იცოდა, მთელი არსებუთ გრძნობდა რომ რაღაც ძალიან დიდ თავგადასავალს უმზადებდა ცხოვრება.
ფიქრებიდან მანქანის მკვეთრმა დამუხრუჭებამ გამოიყვანა. შეეშინდა, გაშეშდა. ჩაწეული ფანჯრიდან ირონიულად იღიმოდა მწვანეთვალება.
- წამოდი გაგიყვან, ამ ღამე მარტო რატო დაეხეტები.
სულელივით დაემორჩილა. მის ხმაში გრძნობდა რაღაც ისეთს, რის გამოც ენდო და მანქანაში ჩაუჯდა.
- იმედია ყოველ მეორეს ასე არ უხტები მანქანაში, - მეტი ირონია გაერია ხმას.
- იმედია, ყოველ მეორეს ასე არ კოცნი ტუჩებში.- ირონიულადვე მიუგო და თვალი გაუსწორა მის მწვანეებს.
- ფრთხილად პატარავ, ჩემთან თამაში არ შეიძლება, - საჩვენებელი თითი დაუქნია პატარა ბავშვივით და ღიმილით დაქოქა მანქანა.
- სახელს მეტყვი თუ რამე საგამოძიებო ოპერაცია უნდა ჩავატარო მის გადაგებად.
- გუშინ კოცნა რომ მოგპარე, ისე გამოშტერდი არ გიფიქრია ჩემი სახელის გაგებაზე.
- ხო, სამწუხაროდ, არც პირველი იყავი და არც უკანასკნელი,- წარბები ზემოთ აწია და ძალიან მოუნდა სიგარეტი გაებოლებინა მღელვარების დასაფარავად.
- რამდენი ლაპარაკი გცოდნია, ჩიტო,- ჩაიცინა და წამით შეხედა, - ჩათვალე პირველი და უკანასკნელი ხარ, ვისაც ამდენს ვალაპარაკებ.
- დანარჩებებს რითი აჩუმებ, კლავ? - ისევ ირონია იგრძნობიდა მანიკსს ხმაში.
- არა პატარა, შენ ძალიან ციცქნა ხარ იმისთვის რითაც მე სხვებს ვაჩუმებ.
- საერთოდ არ ჟღერს დამაჯერებლად, - ცეცხლს ეთამაშებოდა მანიკა.
- პატარა, მოთმინებას ნუ დამაკარგვინებ.
- ეს ზედმეტსახელები რა ქაჯობაა?- ცხვირი აიბზუა.
- არ მოგწონს? მანო დაგიძახო თუ მანიკა?
- აქ სადმე გააჩერე , - ბრძანრბასავით ჟღერდა გოგონას სიტყვები.
- ბეწვის ხიდით დაიდხარ მანიკა, იცოდე ჩენთან თამაშს არ გირჩევ.
- არც ვთამაშობ! - მანქანიდან ამაყად გადავიდა, ბიჭის მხარეს ფანჯარასთან მივიდა და ჯიქურ გაუსწორა თვალებში მზერა, - სიგარეტს ვიყიდი და სახლში გამიყვანე.
უკანალის ქნევით სექსუალურად შეაბიჯა მაღაზიაში. ძალიან მოწონდა სიკეკლუცის ეს ფაზა, თვითონაც ვერ ხვდებოდა რა უნდოდა შუაღამით უცხო ადამიანის მანქანაში, რომელიც ზოგჯერ ზედმეტად საშიშად ჟღერდა და უფრო ეჭვნეულად მოქმედებდა. მაგრამ მოწონდა. ალბათ სიყვარული პირველი შეხედვიდანო, გაიფიქრა მანიკამ და შავი სობრანიე ჯიბეში ჩაიდო.
- გმადლობთ რომ დამელოდეთ,- მანქანაში შეხტა, - სალონში ეწევი? -კითხა და პასუხის დაულოდებლად მოუკიდა ღერს.
- კი ვეწევით, მადლობა რომ პასუხს დაელოდე,-გაიცინა ბიჭმა და მანქანა დაქოქა.
- ასე არ გამოვა, საყვარელო..- ბიჭის პროფილს უყურებდა.
- ასე როგორ?- გაიცინა და წამით გახედა გოგონას.
- შენ ჩემზე საკმაოდ ბევრ ინფორმაციას ფლობ, მე კი სახელიც კი არ ვიცი.- საყვარლად დაიჭყანა და ფანჯარაში გადააფერფლა.
- ალექსანდრე , მანიკა, ალექსანდრე არღვლიანი. მეტს აღარაფერს გეტყვი, ეს ინფორმაციაც საკმარისია.
-სიტყვაძუნწი ხარ ბატონე ალექსანდრე, რას წარმოადგენთ იმასა არ ეტყვით თქვენით დაინტერესებულ ერთ გოგონას?- თვალები ააფახულა.
- ეს მიმიკები არ გიხდება. შენს ბუნებრიობას ფარავს და ასე მგონია ყველას სახე იზილება შენს ლამაზ ნუშისებს თვალებში, -ცხვირის წვერზე თითი ჩამოკრა. მანიკა გაიბუსხა, უფრო საკუთარ თავზე ვიდრე ბიჭის კომენტარზე, ისიც კი არ იცოდა, როგორ მოეხიბლა ბიჭი, რომელმაც პირველი ნაბიჯი უკვე გადადგა.
-გინდა გავისეირნოთ?- უცბათ შესთავაზა ალექსანდრემ გოგონას, - უბრალოდ გავისეირნებთ, ნუ გეშინია არ შეგჭამ, -მანიკას დაბნეულ მზერაზე ჩაეცინა. რაღაც აქამდე არარსებულ გრძნობებს იწვევდა მასში ეს პატარა გოგონა. ძალიან მოწონდა მისი ბუნებრიობა, რომ არ გავდა ყველა გოგოს რომლებიც ყოველთვის ზედმეტი მაკიაჟით და გამოპრანჭული ტანსაცმლით დადიოდნენ ყველგან, მათ შორის სახლშიც. ჩამოსვლის წამიდან თვალში მოხვდა თმაგაბურძგნული სპორტულებში გამოწყობილი გოგონა, რომელიც სიცხის მიუხედავად გრძელმკლავიანში იყო ჩაფუთნული და ეზოს ალაგებდა. ძალიან გაუკვირდა და ამასთან ესიამივნა რომ ვერ იცნო, რომ არ იცოდა ვინ იყო. ახლა ფიქრობდა რომ მანიკას გაცნობის ინტერესი წვავდა ბიჭთან ყოფნისას და არა ფული, დიდება, წარმატება. ესიამოვნა თანხმობის მიღება. ჩაეცინა და გულში გაიფიქრა რომ ნდობა უნდა გაემართლებინა. ბაკურიანისკენ წავიდნენ. სასიამოვნოდ დამღლელი გზა გამოდგა. უკვე ძალიან გვიანი იყო, ზოგჯერ შიშსაც გრძნობდა მანიკა, შიშს მაგრამ ინტერესს ამ მისტიკური კაცის მიმართ, რომელიც რომელიღაცა ბერძნულ ღმერთს გავდა და ხო, კიდე საშინლად მაგარი კოცნა იცოდა.
- რაზე ფიქრობ მანიკა?- მანქანა დაატრიალა ალექსანდრემ და კვლავ ბორჯომის მიმართულებით წავიდნენ.
- იცი , ახლა აი ძალიან მომეშალა ჩემს თავზე ნერვები- მცირედი გაბრაზება კრთოდა მის ხმაში.
- გამიმხელ რატო? გსურდა ეს გასეირნება უფრო ნაყოფიერი ყოფილიყო ხო? უი ტუტუცო,- თითი დაუქნია, - ჯერ ძალიან ადრეა მაგეებისთვის.
- ალექსანდრე! - მკაცრად წამორთვა ბიჭის სახელი და ისეთი მკაცრი გამომეტყველებით შეხედა, ბიჭის გულმა ბიძგი გამოტოვა, იმიტომ კივარა რომ შეეშინდა, არა , ძალიან, ძალიან მოეწონა ეს პატარა ქალბატონი. მანქანა მოწყვეტით დაატორმუზა, გვერდით გადაიხარა და ძალიან, ძალიან მაგრად დაუკოცნა ტუჩები, ესიამოვნა მანიკას აყოლა, იგრძნო როგორ გააჟრჟოლა გოგონას და ჩაეღიმა.
- ხოდა, რას ამბობდი, პატარა ქალბატონოო, რაზე გეშლება ნერვები?- უცებ მოშორდა და კვლავ გააგრძელა გზა.
- აი ზუსტად ამაზე,-წამოიყვირა გაოგნებულმა გოგონამ,- არ ვიცი ვინ ხარ, გუშინ 1 კოცნა გაგიტარე, დღეს მანქანაში ჩაგიხტი და შუაღამისას სასირნოდ გამოგყევი, მეორე კოცნა ... ჯანდაბას, ძალიან მაგრად კოცნი! - თვალები აატრიალა და საზურგეს მიეყრდნო.
- გინდა ისევ გავიმეორო?- წარბები აათამაშა.
ტელეფონზე დაურეკეს. მანიკა გაფაციცებით უსმენდა, იქნებ ასე მაინც გაეგო ალექსანდრეზე მეტი ინფორმაცია.
- რა გინდა, ? - აუ , დავაი რა, დედაც ხო არ დაგიძახო, როდის იყო თქვენ გაბარებდით სად , როდის და ვისთან ერთად ვარ. -კაი მალე მოვალ, ნუ გაატ***ეთ.
- პატარა სიჩქარის ხომ არ გეშინია, - ბოლომდე დააწვა გაზის პედალს და ბორჯომ-ბაკურიანის მოხვეულ გზაზე ისე პროფესიონალურად ატარებდა, მანიკას ერთხელ არ შეშინებია.
მალე მივიდნენ სახლში. ალექსანდრემ მაინც არაფერი მოუყვა, ზომიერად აიტყვაძუნწი იყო, ან საკუთარ თავზე ლაპარაკი არ უყვარდა. ალექსმა ზედ ჭიშკრის წინ გააჩერა მანქანა და სანამ გოგონა გადასვლას მოასწრებდა, ისევ შეეხო მის ტუჩებს.
-ძილინებისა პატარავ, იმედია სიზმარში მე დაგესიზმრები!- თვალი ჩაუკრა და როგორც კი დაშტერებულმა მანიკამ კარი მიხურა, მანქანა ადგილს მოწვიტა.
ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან და გაანათა. 12 გამოტოვებული ზარი ლუკასგან და უამრავი შეტყობინება ყველასგან. გაბრაზდა საკუთარ თავზე, ალბათ როგორ ანერვიულა ამ ინტერესებსა და ჰორმონებს აყოლილმა ქალმა მეგობრები. სახლში არ შესულა, ეზოს სავარძელში კომფორტულად მოთავსა, სიგარეტს გაუკიდა და ფიქრების სამყაროში გადაეშვა. აუცილებლად გაარკვევდა როგორი კაცი იყო ალექსანდრე, ჯერ მხოლოდ ის იცოდა რომ მისი ნდობა შეეძლო და გრძნობდა რომ ის სხვებს არაფრით არ გავდა..



№1  offline წევრი BleckHeartMIA

კარგია მომეწონა <3

 


№2 სტუმარი Mari

Dzaan kargiaa momewonaa❤❤
Shemdegs rodis dadeb??

 


№3  offline წევრი Mæra

შემდეგი თავი აიტვირთება ხვალ ❤❤

 


№4 სტუმარი Mari

აბა ხვალე ავტვირთავო?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent