შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კადრი წარსულიდან (სრულად)


17-07-2019, 12:15
ავტორი ტურაგო
ნანახია 3 591

√იმ შემოდგომის ჩვეულ საღამოს ადამიანებმა ქალაქის ბაღი მიივიწყეს, მხოლოდ ერთ ხელჯოხიანი, ჭაღარა მამაკაცი იკავებდა ადგილს ჭადრის ხის ტოტებ ქვეშ.
....
-შეიძლება ჩამოვჯდე? ახალგაზრდა ბიჭის ხმამ დაურღვია სიმყუდროვე ხელჯოხიანს. მამაკაცს არაფერი უპასუხნია, სავარძლის ერთ მხარეს მიჩოჩდა და ამ ფორმით ანიშნა თანხმობა. ტავდაპირველ სიმყუდროვეს არცერთი მათგანი არ არღვევდა, სანამ მამაკაცმა თავის მიუტრიალებლად ჰკითხა მოსულს:
-აფორიაქებული ჩანხარ?
-დაბნეული, არეული ვარ...
-თუ სურვილი გაქვს მიამბე, მოგისმენ.
-... იცით, ცხოვრებაში პირველად მგონია, რომ ვიპოვე ადამიანი რომლის გარდა სხვა არავინ არ მჭირდება. ის სწავლობს საზღვარგარეთ უშვებენ ოთხი წლით, შეიძლება უფრო ხანგრძლივადაც, მთხოვს გავყვე, მაგრამ არ ვიცი... აქ როგორ დავტოვო ყველაფერი...
ხელჯოხიანს სახეზე ნოსტალგიურმა ელფერმა გადაურბინა, ახლაღა მიუბრუნდა ახალგაზრდას და მიმართა:
-აკი ამბობ მის გარდა არავინ მჭირდებაო?... მაგრამ, მე მესმის შენი, მოგიყვები ჩემს ამბავს შორეული წარსულიდან და იქნებ დაგეხმაროს გადაწყვეტილების მიღებაში.
-მე მაშინ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, სულ რაღაც თვრამეტის, დამოუკიდებლობას მიუჩვეველი, გართობის მოყვარული ვიყავი, ცხოვრების საუკეთესო დროს ისე ვფლანგავდი, მეგონა წინ კიდევ ბევრი დრო მქონდა რაიმეს საკეთებლად... თავი რომ არ მოგაბეზრო მოკლედ მოგიყვები... ჩემს წინ ერთი ოჯახი ცხოვრობდა, ზაფხულობით ჩამოდიოდნენ დედაქალაქში დანარჩენ დროს საზღვარგარეთ ატარებდნენ, ერთ დღეს ახალგაზრდების უფრო დასაახლოვებლად მცირე წვეულება მოაწყვეს, მეც მათ შორის ვიყავი, ჩვეულებრივი საღამო იყო იქ მყოფთა შორის ყველა ნაცნობი სახე იყო გარდა ერთისა, ოთახის კუთხეში ძალიან ჩვეულებრივ გოგოს მოვკარი თვალი, ხელში ეზოში დაკრეფილი მინდვრის ყვავილები ეჭირა და მომეჩვენა, რომ მათ ელაპარაკებოდა, მე მის მოპირდაპირე კუთხეში დავიკავე ადგილი და შორიდან ვუმზერდი, ვხედავდი მის წყლიან შავ თვალებს, თხელ სახესადა ამ სახეზე საოცრად მოხდენილ ნამგლისებრ პატარა შრამს რომელიც ჩემი აზრით ძალიან უხდებოდა, ვუყურებდი და იცი რა მიკვირდა? არაფერი არ იყო მის გარეგნობაში განსაკუთრებული და მაინც მე მის გარდა ვერავის ვამჩნევდი, მის ფონზე სხვა დანარჩენი უფერული მეჩვენა, მივხვდი რომ ჩემმა სულმა უხილავი ძაფები გააბა მასთან და ძლიერ მექაჩებოდა მისკენ, რამდენჯერმე მისი მზერაც დავიჭირე ჩემკენ და ვხედავდი როგორ ჯიუტად იწევდა თმას სახის იმ მხარეზე რომელზედაც შრამი ჰქონდა. .. ერთი საათი გავჩერდი იქ, სახლში მისული იატაკზე დავწექი და სულელივით ვიღიმოდი, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ აქამდე არსებული სიცარიელე შემევსო, მახსენდებოდა მისი წყლიანი თვალების რაღაცნაირი თბილი მზერა და ეს კადრი იმდენად ახლო იყო მეგონა ახლაც, ამ წამსაც ჩემს გვერდით ზისთქო.
მეორე დღეს სულელური მიზეზი მოვიფიქრე, რომ ისევ მივსულიყავი და მენახა... გავიცანი, ჩვენ ტოლები აღმოვჩნდით იმ დღეს დავახლოვდით და შემდეგ მე მთელი ზაფხული გვერდიდან არ მომიცილებია, ამ ბაღში გვიყვარდა ყოფნა, დავიჭერდი ხოლმე მის თხელ, გაფითრებულ ხელს ჩემს ხელებს შორის და მის ცივ ხელებს ჩემს სითბოს ვუნაწილებდი, პირველად კანკალით გავწიე ხელი მისი სახისაკენ, ფრთხილად გადავუწიე თმა და ვუთზარი რომ ტყუილად მალავდა შრამს რომელიც ასე უხდებოდა, ძალიან ლამაზად იღიმოდა ამ სიტყვებზე და ტუჩის გასწვრიმ არსებული პატარა შავი ხალი ღიმილის ნაკეცში ემალებიდა...იციი მეგობრები მეუბნებოდნენ არ შეგეფერებაო, მაგრამ მე მათი აზრი რაში მაინტერესებდა მე ის მიყვარდა, მათ ხომ არ შეეძლოთ ჩემი თვალით დაენახათ ის ხოდა ვერც გამიგებდნენ ჩემს გრძნობას... ცუდი იცი რა არის? მე ყველას აზრი მოვიცილე, არ მივეცი უფლება გონება აერიათ, მაგრამ საკუთარ მცდარ ფიქრებთან დავმარცდდი... ახლა სინანულისთვის კი გვიანია... გვიანი.
-შემდეგ, შემდეგ რა მოხდა?
-ის დედის ერთა იყო, მარტოხელა დედას მის გარდა სხვა არავინ ჰყავდა, არ მითქვამს რომ ფშავიდან იყო? ის მთის შვილი იყო, თავისუფლების მოყვარული, ქალაქი სულს უხუთავდა... ზაფხული დამთავრდა და უნდა დაბრუნებულიყო, მე კი... მე კი შემეშინდა, აქამდე ისე ვცხოვრობდი არ ვიცოდი რა იყო პასუხისმგებლობა იქ როგორ უნდა მეცხოვრა, ჩვენ ცხოვრების გამოუცდელები ვიყავით, ეჰ ჩემო ბიჭო ცხოვრება ფილმი არ არის, რეალობა ბევრ შემაბრკოლებელ ფაქტებს გვახვედრებს წინ. ის წავიდა მე დავრჩი, როცა მიდიოდა მითხრა, რომ "ჩემთვის დრო ამ წერტილში ჩერდებაო, და რომ ჩვენი ერთად გატარებული დროით იცხოვრებდა"... მას შემდეგ ვერ/არ მომძებნა, მას შემდეგ არ/ვერ მოვძებნე... ახლა სამოცი წლის ვარ, ცხოვრების ნახევარი გავლიე, ხშირად მოვდივარ ამ ბაღში და ვრწმუნდები რომ დრო ჩემთვისაც იქ იმ წერტილში გაჩერდა... გაგიკვირდება და ოჯახი შევქმენი, არ იფიქრო მეუღლეს პატივს არ ვცემდე მაგრამ ის გრძნობა რაც მაშინ იმ ერთი საათის განმავლობაში დამეუფლა აგერ უკვე ოცწლიან თანაცხოვრებამაც კი ვერ გააღვივა, ჩემი გრძნომა ცოლისადმი ხანგრძლივი ურთიერთობის, შეჩვევისგან გამოწვეულია უფრო, სიყვარულია მაგრამ ამავ დროს ძალიან შორსაა ამ შეგრძნებისგან.
- რატომ არასდროს სცადე მოგეძებნა?
-ის ოჯახის ნათესავი არ ყოფილა, ამ ხალხს ფშავში სახლი ჰქონდათ, იქ იშვიათად ჩადიოდნენ, მაგრამ ბავშვებმა ძალიან შეიყვარეს სესილი, მათ შორის ორი-სამი წელი იყო სხვაობა, იმ ზაფხულს დედაქალაქის სანახავად წამოიყვანეს სულ იქ რომ იყო შებრალებიათ. სესილის წასვლიდან სამი თვის შემდეგ ისინი საბოლოოდ საზღვარგარეთ წავიდნენ და დიდი ხნის მანძილზე აქ აღარც ჩამოსულან... მე ხელჩასაჭიდი არაფერი მქონდა რომ მეძებნა... თან ვერ ვბედავდი... არ ვიცოდი მაშინდელ გაშვებას თუ მაპატიებდა... იცი ყველაზე მეტად რა მაწუხებს? როცა ვფიქრომ რომ მას ალბათ გონია არ მიყვარდა საკმარისად და დავთმე მარტივად, ჩემთვის კი იცი ყველაზე რთული რა არის ვცხოვრობ ფიქრით"რამოხდებოდა სხვაგვარად რომ გამეკეთებინა ყველაფერი" უამრავი ვერსიებია, უამრავი, და კიდევ უფრო უწყობს ხელს დროში გაწელოს მტკივნეული წარსული...
ხელჯოხიანი ამ სიტყვებით გაეცალა ახალგაზრდას, მიაბიჯებდა მძიმე, ნაბიჯებით და ფეხქვეშ ფშვნიდა შემოდგომის გამომშრად ფოთლებს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent