შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აბსურდია


1-03-2017, 00:09
ავტორი ლ უ კ ა
ნანახია 1 737

ჩემი წარსულიდან სახსოვარი,
დამრჩა ერთადერთი-დაღლილობა.
გავხდი უსახლკარო მათხოვარი
დრომ და ათასგვარმა თაღლითობამ
ისე გამომფიტეს, როგორ გითხრა,
(ალბათ გავახარებ მოშურნეებს).
ძველი იარები საფლავს მითხრის
უკვე აღარც ვცდილობ მოშუშებას.
ჰოდა, ჩემი ძველი დოსიედან
ყველა ქარტეხილი ამოვშალე.
ბედთან ბრძოლა რაღა დროსია და
ტყვიაც ხომ პირშია გამოვშალო
ლამის. ერქვას ბოლო გაბრძოლება
და ან დაღლილობის რაფსოდია.
სადაც უაზრობებს გაძალებენ,
სადაც ყველაფერი აბსურდია...



№1  offline აქტიური მკითხველი terooo

სადაც ყველაფერი აბსურდია

 


№2  offline წევრი annabelle

ლექსები არ მიყვარს მაგრამ ეს მომეწონა <3

 


№3  offline მოდერი bla.ell

ჰოდა, ჩემი ძველი დოსიედან
ყველა ქარტეხილი ამოვშალე.
ეს განსაკუთრებით მომეწონა❤❤❤

 


№4  offline აქტიური მკითხველი terooo

ჩემი წარსულიდან სახსოვარი,
დამრჩა ერთადერთი-დაღლილობა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent