შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვერ დამემალები (თავი 1)


17-07-2019, 19:07
ავტორი Strangergirl
ნანახია 1 425

ნოემბრის თვისთვის შეუფერებელი, მზიანი დღე იდგა თბილისში. ამინდმა თავისებურად იმოქმედა ლილე არაბულზე და მისდა გასაოცრად, 15 წუთით ადრე შეაბიჯა უნივერსიტეტში. მისთვის დღის მშვენიერი დასაწყისისთვის ამინდი სრულიად საკმარისი იყო, თუმცა რა იცოდა რა მოვლენები დატრიალდებოდა მის თავს? მეგობრებს თვალი რომ ვერსად მოჰკრა აუდიტორიისკენ დაიძრა. უნივერსიტეტი თითქოს უჩვეულოდ იყო ახმაურებული
- ჩამოვიდა, გაიგეთ?
- მართლა ჩამოვიდა? რატომ ჩამოვიდა?
- ეგ არავინ იცის მაგრამ როგორც გავიგე ჩვენს უნივერსიტეტში ისწავლის.
მსგავსი დიალოგები ისმოდა დერეფანში.... ლილეს ჩაეცინა მათ აფირიაქებაზე, განა ასეთი ვინ უნდა ჩამოსულიყო? აუდიტორიაში შეაბიჯა თუმცა 2 საათიანი ლექციიდან ორი სიტყვაც ვერ გაიგო. უცნაურია, ეს მას არ ახასიათებდა, რაღაც თითქოს შინაგანად ჭამდა....
ლექციის დასრულებისთანავე კაფეტერიაში ჩავიდა, შორიდანვე მოჰკრა თვალი ანას და ბექას. ჰამბურგერი და წყალი აიღო და მათი მაგიდისაკენ წავიდა.
- დავიღალე უკვე, რამხელა ჩოჩქოლია - ჩაილაპარაკა გოგონამ - საერთოდაც რა ხდება?
- ვიღაც რომ ჩამოვიდა მარტო ეგ გავიგე მე, გოგოები გადარეულები არიან, მე რა ვიცი საერთოდ რამ გადარიათ - ჩაიცინა ბექამ და ლილეც აჰყვა.
- საერთოდაც რა გესმით თქვენ - ჩაიფრუტუნა ანამ.
- რაო რაო, ვინ ჩამოვიდა? - სასხვათაშორისოდ იკითხა ლილემ და ჰამბურგერი მადიანად ჩაკბიჩა.
- ვინ და დემეტრე, დადეშქელიანი - გაიკრიჭა ანა.
ამ სახელის გაგონება და ლილეს ლუკმის გადაცდენა ერთი იყო. ბექა შეშინდა და გოგონას წყალი გაუწოდა.
- რა მოგივიდა? კარგად ხარ? - შეშფოთებულმა გადახედა ანამ ლილეს, რომელსაც უკვე ტელეფონი მოემარჯვებინა და სადღაც რეკავდა.
რამდენიმე ზარის შემდეგ ტელეფონში ნამძინარევი ხმა გაისმა:
- ალოოო - გაღიზიანებული ხმით ჩაიბურდღუნა გოგონამ
- მარიამ დადეშქელიანო, ამ ამბავს ყველაზე ბოლოს მე რატომ უნდა ვიგებდე? - იმედგაცრუებულმა ჩასძახა დაქალს ტელეფონში და მეგობრების გაოცებული მზერა დააიგნორა.
- აუ ლიილ ბოდიში რაა, მართლა გთხოვ მაპატიე ვერ გაგაგებინე ისე მოულოდნელად ჩამოვიდა გუშინ.... - მაშინვე შეეცვალა ხმა გოგონას და დაქალის შემორიგებას ეცადა - დღეს მოდი ჩემთან და აგიხსნი ყველაფერს გპირდები
- კარგი, დროებით - სწრაფად გათიშა მობილური და ჩანთაში ჩააგდო.
კაფეტერიას ისე გაეცალა არავისთვის მოუსმენია, ემოციები ერთიანად მოაწვა და მის ლოყაზე ობოლი ცრემლი ჩამოგორდა.... დემეტრე დადეშქელიანი.... ადამიანი რომელთანაც უამრავი მოგონება აკავშირებდა და თითოეული მათგანი მისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელი იყო. უნივერსიტეტის უკანა ეზოში დაჯდა და ცრემლებს გასაქანი მისცა. ამასობაში ვერც კი მიხვდა როგორ გააცდინა ერთი ლექცია. შენობაში დაბრუნდა და აუდიტორიაში შევიდა, რომელიც ჯერჯერობით ცარიელი იყო. თავისთვის იჯდა და აუდიტორიის გავსებას ელოდა, თუმცა ამაოდ. ამ მოლოდინში ოთახში თავი ნატა ჯიქურმა, უნის “ანგელოზმა” შემოყო, გოგონა დაინახა და მისკენ გასწია.
- აქ რა გინდა ძვირფასო? უნის ყველაზე უშნო გოგოებიც კი დადეშქელიანს ეგებებიან შენ კი აქ ზიხარ. მასეთი დაბალი თვითშეფასება გაქვს? - დადეშქელიანის გაგონებაზე გოგონას გულისცემა გაორმაგდა, თუმცა არაფერი შეიმჩნია.
- საკმაოდ მაღალი თვითშეფასება რომ მაქვს სწორედ მაგიტომ ვზივარ აქ.
- საბრალოვ, ბევრს კარგავ - ვითომ დანანებით ჩაილაპარაკა ჯიქურმა და ოთახი დატოვა.
ღმერთო ნეტა არ შემხვდეს, ღმერთო.... ბურტყუნებდა აუდიტორიიდან გამოსული, ცარიელ დერეფანში მიმივალი არაბული
- რა დაგემართა ლილე წეღან? ლექციაც გააცდინე თან - დაბნეულ ლილეს ბექა წამოეწია და მოულოდნელობისგან გოგონას წიგნები სულ ძირს დაუცვივდა.
ბიჭი გოგონას წიგნების აკრეფაში დაეხმარა და გამჭოლი მზერა მიაპყრო. გოგონა საუბრის დაწყებას აპირებდა როდესაც დერეფნის ბოლოდან მისთვის ნაცნობი, ხავერდოვანი ხმა მოესმა.
- არაბული, მანდ გაჩერდი - ბიჭის ორი სიტყვა და გოგონა ადგილს მიეყინა, მისი მზერა მთელს ზურგს უწვავდა
რამდენიმე წამი თითქოს საუკუნედ გაიწელა, გოგონა ბიჭისკენ შეტრიალებას ვერ ბედავდა. დემეტრემ გოგონა სხეულზე ზურგით აიკრო და მისი სურნელი ხარბად შეისუნთქა, ამ წამს მხოლოდ მის ტორებში მოქცეული, მონატრებული გოგონა ადარდებდა
- გეგონა ჩემთვის თავის არიდებას შეძლებდი ლილ? - ლილეს ყურთან დაიჩურჩულა დემეტრემ, ღმერთო როგორ სიამოვნებდა და ენატრებოდა გოგონას ბიჭის დაძახებული “ლილ” - ბიჭმა გოგონა შემოატრიალა, თვალებში ჩახედა, ლოყაზე უხმაუროდ აკოცა, შეხვედრამდეო მიაძახა და კიბეები თვალის დახამხამებაში ჩაირბინა.
დადეშქელიანს ასეთი ქცევა ახასიათებდა, შეეძლო წამში აერია გოგონას ფიქრები და შემდეგ ასე უბრალოდ გასცლოდა. ხშირად გოგონაც არ ტოვებდა ვალში თუმცა საბოლოოდ მაინც ბიჭი რჩებოდა “მოგებულში”. გაშტერებული ლილე ბექამ გამოაფხიზლა, შენობიდან ერთად გავიდნენ და პარკში დასხდნენ. ლილე ჩუმად იჯდა, 10 წუთის შემდეგ ბექამ ვეღარ მოითმინა და საუბარი დაიწყო
- ლილე, საიდან იცნობ დემეტრე დადეშქელიანს? - ლილეს ახლა არაფრის ახსნა არ უნდოდა, თუმცა მეგობარი სიტუაციაში მაინც უნდა გაერკვია და საუბარი დაიწყო
- ჩემი ძმა ორი წლის იყო მაშინ. დემეტრეც მისი ასაკის. დედამისი და დედაჩემი მშობიარობის შემდეგ ერთ პალატაში მოხვდნენ და ასე გაიცნეს ერთმანეთი. დროთა განმავლობაში საუკეთესო მეგობრები გახდნენ. მე და მარიამი დაბადებიდან ერთად მოვდიოდით და დღემდე ჩემი საუკეთესო მეგობარია. ის და დემეტრე ჩვენს სახლში დიდ დროს ატარებდნენ ხოლო მე და ვაჩე მათ სახლში. მოკლედ, დემეს დაბადებიდან ვიცნობ და დღემდე ჩემი ძმის უახლოესი ძმაკაცია.
- კი მაგრამ მონატრებული მეგობრის სანახავად წესით პირველი უნდა გაქცეულიყავი შენ კი გარეთაც არ გამოხვედი.... - უპასუხა ბიჭმა.
- ეგ სხვა საკითხია - გაცხარდა ლილე - ხვალ გნახავ - ბიჭს დაემშვიდობა გოგონა და დადეშქელიანების სახლისაკენ გასწია.

ლილემ უზარმაზარ კარზე ფრთხილად დააკაკუნა. კარი მოსამსახურემ გაუღო, მაშინვე იცნო არაბული და სახლში შეატარა. როგორც აღმოჩნდა გიგა და ეკატერინე სახლში არ იყვნენ, დემეტრე ალბათ ძმაკაცებთან ერთად იყო ამიტომ გოგონამ მშვიდად მიაშურა მარიამის საძინებელს, შიგნით შევიდა და საწოლზე ჩამოჯდა. აბაზანიდან წყლის ხმა გამოდიოდა და ლილეც კაი ხანი ელოდებოდა როდის დაასრულებდა მისი დაქალი ცხელი წყლის ქვეშ ნებივრობას. აღმოაჩინა რომ მობილური დასატენი ქონდა, წამოხტა და მარიამის სატენზე შეაერთა. სარკეში ათვალიერებდა საკუთარ თავს და ამ დროს მის უკან, სარკეში სილუეტი დალანდა. მისკენ შეტრიალდა და კივილი დააპირა როდესაც მის წინ მდგომი სრულიად შიშველი დემე დაინახა. ბიჭმა პირზე სასწრაფოდ ააფარა ხელი და კედელს მიაკრა გოგონა. ორი წუთის შემდეგ მისი პირიდან ხელი ფრთხილად ჩამოიღო თუმცა მის სხეულს მილიმეტრითაც არ შორდებოდა
- დამშვიდდი?
- სანამ ჩემს წინ მასე იდგები ვერ დავმშვიდდები
- როგორ ასე? რამე ჭირს ჩემს დგომას? - წამში გამხიარულდა ბიჭი
- შიშველი ხარ დემეტრე და თან ზედმეტად მეკრობი - მკრთალად გაუღიმა გოგონამ და ეცადა მისი მთელი ემოციები ამ ერთი ღიმილის მიღმა დაეტოვებინა.
- უი, აღგაგზნებ ჩიტო?
- კიი დემ, მზად ვარ აქ და ახლავე დაგნებდე - თამაშში აჰყვა ლილეც და თვალები მილულა - ისე მეც არ ვფიქრობდი ეს გოგოები ასე რამ გადარიათქო? - ჩაიკისკისა გოგონამ
- ჩემს ნერვებზე და ჰორმონებზე თამაშობ უკვე - გოგონას ყელისკენ ხელი ფრთხილად ჩასწია, ხვეული თმა ხელის მსუბუქი მოძრაობით ზურგს უკან გადაუწია, ტუჩებით ნაზად შეეხო მის კანს და სველი კოცნა დაუტოვა, ლილეს გულისცემა ამ დროს პიკს აღწევდა. რამდენიმე წუთის შემდეგ დემე დიდი ძალისხმევის შედეგად მოშორდა გოგონას, ძირს დავარდნილი პირსახოცი აიღო და ვითომც არაფერიო, მის წინაშე დაიწყო ჩაცმა.
- შენ შენი აბანო არ გაქვს აქ რომ არ იპარპაშო? - საწოლზე წამოწვა გონებაარეული ლილე და ჭერში დაიწყო ყურება.
- დუშია გაფუჭებული და შეცვლიან მალე - შარვალი ამოიცვა ბიჭმა და ამ დროს მარიამმაც შემოაღო კარი
ჯერ დემეტრეს შეხედა, შემდეგ ლილეს, შემდეგ ისევ დემეტრეს, ხოლო როცა მიხვდა არ მეჩვენებაო ხელი ჩაიქნია და ლილეს გვერდით მიუწვა.
- თქვენ ახლა ორივე აქ ხართ, მშვიდად, ერთმანეთის გვერდით და ერთმანეთს არ ჭამთ? ვაუ - ხელები ზევით აღაპყრო მარიამმა.
- ხშირად ყველაფერი ისე არ არის როგორც ერთი შეხედვით ჩანს ძვირფასო მარიამ - თვალი ჩაუკრა დემეტრემ დას და ოთახიდან გავიდა.
ლილემ მარიამს “ეს ვერაა თავის მატორზე” მზერით გადახედა.
- შენი არაამქვეყნიური სიფათით თუ ვიმსჯელებ საინტერესო რამ გამომიტოვებია - ჩაიფხუკუნა მარიამმა.
- ნურც კი იკითხავ რაა - საწოლზე წამოჯდა ლილე
- აუ ბოდიში რა რომ ვერ გაგაფრთხილე, გუშინ ისე მოულოდნელად დაგვადგა თავზე დავბრუნდიო ჯერ კიდევ შოკში ვიყავი....
- ვაჩემაც იცის?
- დღეს გაიგო მაგანაც
- ვაიმე გეფიცები დილიდან ყველა დემეტრეს ჩამოსვლაზე საუბრობს, იმან ხო საერთოდ გადარიათ ჯავახიშვილში რომ ისწავლის - ასე საღამომდე ისაუბრეს, ყველაფერი განიხილეს და 10 საათი იყო ლილე სახლში რომ დაბრუნდა.
ვაჩე მისაღებში იჯდა, ტელევიზორს უყურებდა, ლილეც მივიდა და გვერძე მიუკუპდა ძმას. ნახევარი საათი უყურა ტელევიზორს შემდეგ კი ოთახში შევიდა და თემის წერას შეუდგა. 2 საათზე მორჩა წერას და აღარაფრის თავი აღარ ჰქონდა, თავი საწოლზე დადო თუ არა მაშინვე მორფეოსის სამყაროში გადაეშვა.
დილით უჩვეულო სიცივემ გააღვიძა. საბანი ძირს დავარდნოდა, საათს დახედა და წამში წამოხტა როდესაც გააანალიზა რომ აგვიანებდა. 10 წუთში გაემზადა და კიბეები ჩაირბინა.
- ვაჩეე - სამზარეულოში შევარდა და ძმას ორივე ლოყაზე ხმაურიანად აკოცა - დილამშვიდობისა დედიი, რას ამზადებ?
- შოკოლადიან ბლინებს, აი შენ რომ გიყვარს ისეთს - გაუღიმა ნენემ და ლოყაზე ხელი მსუბუქად მოუჭირა
- აუუუ როგორ მიყვაარს მაგრამ ძალიან მაგვიანდება. ვაჩ ხომ წამიყვან?
- წამო მაშინ მალე გავიდეთ მარიამსაც უნდა გავუარო
- კაი წავიდეთ - ჩანთა აიღო, მისაღებში მჯდომ მამას დილამშვიდობისა უსურვა და კარი გამოაღო.
15 წუთში ვაჩემ დადეშქელიანების სახლთან გააჩერა მანქანა. ლილესთვის სრული მოულოდნელობა იყო როდესაც ძმამ თხოვა დემეტრესთან ერთად წადი თორემ შენც დაგაგვიანდება და ჩვეენცო, ვაჩე და მარიამი ასათიანში სწავლობდნენ. ძმას “ანუ ამიერიდან ასე უნდა მომიღოთ ბოლო?” სიფათით გახედა და დემეს მანქანაში წინა სავარძელზე დაიკავა ადგილი.



№2  offline წევრი Strangergirl

ელენე ქობელაშვილი
Au rogor dzalian momwons ❤
დიდი მადლობა <3 სტიმული შემმატე^^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent