ოქროს შუალედი / ნაწილი პირველი /
*** ადრე უთქვამთ, თუ ვინმე გიყვარს ადამიანი ხარ, თუ ვინმეს უყვარხარ - ღმერთიო. სწორედაც რომ ასეა მოწყობილი სიყვარულის ოქროს წესი. ღმერთი არა ხარ მისთვის, ვისაც უყვარხარ?! აბა რა, ღმერთიც ხარ და უფრო მეტიც. ჰოდა, არ უნდა გაუტყდე ადამიანს იმედად, შენი რწმენა რომ აქვს და სიყვარულის რომ იწამა, კეთილი ინებე, სისხლი ხერხემალში გადაიმტვტრიე და ისევ ღმერთად დარჩი პარტნიორისთვის. თუ კი იმხელა პასუხის მგებლობა დააკისრე შენს თავს, რომ სამყაროს აგებინებ შენი გრძნობების შესახებ და ხმას იმაღლებ სიყვარულზე, იბრძოლე, არ გატყდე და არ დაიკარგო პასუხისმგებლობაში. მართალია ამბობენ სიყვარულს წესები არ გააჩნიაო, რაც ნაწილობრივ მართალიცაა, თუმცა შუალედებისა და დაუწერელი კანონების არსებობას ეს ყოველივე სრულებითაც არ გამორიცხავს. მე ასე ვფიქრობ,მაგრამ თუ კი თქენ სადმე შეგიმჩნევიათ ურთერთობები გარკვეული შეზღუდვებისა და მოვალეობების გარეშე მე გეტყვით, რომ რაღაც ისე არ არის, როგორც უნდა იყოს.. ეს ყველაფერი, კარგი. აღარ მინდა ფილოსოფიური ნააზრებებით თქვენთვის თავის მობეზრება, ბევრი გექნებათ განაგონი და მონასმენი ისედაც.. სამაგიეროდ კი თქვენთვის ისეთი ამბავი მაქვს, ტკბილი პოპკორნით და მწარე არყით ხელში რომ უნდა ჩაუჯდეთ, რადგან შესაძლოა ამბის ნახევარმა ცუდად იმოქმედოს თქვენს გუნებაზე და ამ დროს საუკეთესო საშუალება ნეიტრალიზაციისთვის სწორედაც რომ არაყია, ხოლო ტკბილ წუთებს პოპკორნის საშუალებით გაუმკლავდით ;). *** ახლა წავალ და ცოტა ხანში ისევ დავბრუნდები, არ მინდა გაურკვეველი დაგვრჩეს რამე, ამიტომ ყველაფერს ორი მხრიდან დაგანახებთ, ასე მირჩევნია და ვიცი, რომ თქვენთვისაც უკეთესია. *** ტოლბუხინის ვიწრო ქუჩის ჩასახვევი უბნის ყველაზე ლამაზი და გამორჩეული ადგილი იყო. განაპირას სამად სამი კორპუსი იდგა, ზუსტად ერთი მოწყობითა და აგებულებით, საერთო დერეფნებითა და სადარბაზოებით. შუა კორპუსის წინ დიდი ყვითელი ფოთლებიანი ხე იყო, ვარდისფერი ყვავილებით, სამოთხიდან გადმოვარდნილს გავდა ამაყად და ყელმოღერებულად მდგარი. სწორედ ეს იყო სხვაობა, რომელიც დანარჩენი ორი დუბლიკატი შენობისგან გამოჰყოფთა შუას. ლამაზი იყო ხე - უსახელო. ჰო ასე დაარქვა სამეზობლომ, ასე გადაწყვიტეს. მოუხდა ედემის ბაღის ნაყოფს ეს სახელი, განსხვავებული იყო ყველასგან. არაფერს აღნიშნავდა და მაინც რაღაცის მთქმელი იყო ყველასთვის. პირველ სართულის მკვიდრმა ნელიმ ერთი ამბავი აწია ხის დარგვისას, რა ჯანდაბად უნდა დარგოთ, გაიზრდება სულ დაფარავს მზის სხვივებსო, გაჰკიოდა და ფანჯრიდან იქნევდა ხელებს.. იმავ სართულზე მცხოვრებმა კაცმა, აკაკიმ ერთი შეხედა და ღიმლს ამოაყოლა სიტყვები : რომ გაიზრდება ლამაზი და ხის უნახავს გაგხდის, რტოებს რომ მოიბამს ლამაზად და ჩრდილს მოგიყენებს გაგანია ზაფხულში, მაშინ მიკარებული არ გნახო ხის ძირს, თორე მოვთხრი მთლიანად და სახლის შუა გულში დაგირგავო. აკაკიმ კი გაეხუმრა, მაგრამ შეშინებულმა ნელიმ ცხვირი აიბზუა და ხმაურით მიუხურა ეზოში მდგარ მეზობლებლებს ფანჯარა. დიდად გაახალისა აკაკის პასუხმა სამეზობლო.. ამ ხის დარგვაც ისე ლამაზ დღეს დაამთხვიეს, როგორ შეიძლებოდა ამხელა ამბის ატეხა, გიჟდებოდა ბინის მეორე ნაწილში მდგომი მზია, ბავშვი დაიბადა, მის სახელზე ხეს ვრგავთ და რასაა რომ ბედავს ეს უცხვირპირო ქალიო.. ჰო, იმ დღეს ზაფხულის მწველი დღეების დასასრულს და ბარხატის სეზონის დასაწყისს დაიბადა ლოყებწითელი, სამეზობლოს თვალი ანიკა.. მეორე ბავშვი იყო ბინაში, დანარჩენები ან ასაკიანები იყვნენ ანდაც ჯერ კიდევ სკოლის ან უნივერსიტეტის მოსწავლეები. თავს ევლებოდა ორ ბავშვს ყველა. ტოლბუხინის შუა ბინა ერთი დიდი ოჯახი იყო, ერთი დიდი ო ჯ ა ხ ი ! ანიკას დაბადებას შუშხუნებიც მოჰყვა, ბევრი დახეთქილი შამპანურები და დარგული ხეც. მეორე ბავშვის მამა - კახა, სიცილით ამბობდა ანიკას თუ ხე დაურგეთ ჩემმა გიორგიმ რა დააშავა კაკტუსი მაინც დაგერგოთო, რაზეც აგერ - ეგერ აივანზე მიმოფანტული სამეზობლო ერთხმად და გულიანად იცინოდა. ჩიტივით მიფრინავდა დრო.. ანიკა და გიორგიც იზრდებოდა თანდათან. ანიკას დედამ ნინიამ და გიორგის დედამ მარინამ, მოილაპარაკეს და ერთად შეიყვანეს ბავშვები ბაღში.. გიორგის დააცდევინეს, რაც მომავალში მუდმივ წამოსაყვედრებელ მიზეზად ექცათ პატარებს. ბაღის დასრულებისას გიორგიმ ფეხები გააფშიკინა სკოლაში არ მინდა წასვლაო, გადარია მარინა, მაგრამ როგორც კი ნინიამ უთხრა, აბა ანიკას მარტო ხომ არ გაუშვებო მაშინვე დათანხმდა. ბინიდან ბაღში, ბაღიდან სკოლაში ერთ მერხზე, ერთ რეპეტიტორთან, ერთ სპორტში, ერთ წრეზე ცეკვაში, ერთი დუეტები.. ყველაფერი ერთი ჰქონდათ . ისე ბედნიერები იყვნენ ერთმანეთის ყოლით, რას უნდა შეექმნა მათთვის პრობლემა?! რა უნდა ყოფილიყო იმდენად ღირებული რომ ეს ბედნიერება მასზე გაეცვალათ? მაგრამ მოგეხსენებათ დედამიწის უთავბოლო ტრიალი რას ამსგავსებს აყვავებულ ურთიერთობებს, აწყობილ და აშენებულ გეგმებს.. ვინ გადაარჩენს უხვად მოვარდნილ ნალექისგან მზიან ცხოვრებას.. ერთად ეძინათ და ერთად ეღვიძათ, სანამ ვიტალის, ანიკას მამას მოწვევა არ ჩამოუვიდა ამერიკის სასაზღვრო სამსახურიდან და არ დაეთანხმა. ვერ აჩერებდნენ ანიკას, უფრო მეტად ვერ აჩერებდნენ გიორგის, რას მიმაჩვიეთ თუ უნდა წაგერთმიათო სლუკუნებდა რვა წლის ბიჭი.. ვერც ანიკას ცრემლებმა გაჭრა რამე და ვერც გიორგის ვედრებამ, მეზობლებმაც ვერ გააწყეს რამე.. ოჯახივით სამეზობლომ. პრინციპული კაცი იყო ვიტალი, დიდი ფიქრის შემდეგ იღებდა გადაწყვეტილებებს, რაც იმას ნიშნავდა რომ გამგზავრების შესახებ გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარებოდა.. მალულად ღვრიდა ცრემლებს ნინიაც, განა არ იცოდა რომ საუეკთესო მეგობრებს ერთმანეთს აშორებდა, საუკეთესო ბავშვობის წლებს ართმევდა ერთმანეთისგან შორს ყოფნით.. მაგრამ არ შეეძლო არაფრის შეცვლა. ალბათ, არც იმ შემთხვევაში შეცვლიდა რომ შეძლებოდა. თვითონაც ძალიან უჭირდა ოჯახური კერის და სამეზობლოს მიტოვება. ყველაფერი ყველაფერი, მაგრამ არც თვითონ უნდოდა იმ უღმერთო ქვეყანაში მისი ერთადერთი შვილის ცხოვრება, ქვეყანაში, სადაც კარგი ამბავი და დენის მოსვლა ყველაზე იშვიათი ამბავი იყო. დანელიების ოჯახს კარგი შანსი მიეცათ შვილის უკეთესი მომავლისთვის და არაფრის დიდებით არ გაუშვებდნენ ხელიდან.. 2007 წლის 18 აგვისტო იყო, ბევრი ცრემლი დაიღვარა სამომავლო მონატრების. გიორგი იმ დღეს სულ არ გამოჩნდა. მშობლებს უთხრა ანიკასთან დამშვიდობებას ვერ შევძლებო და ბიძამისს წინა ღამით წააყვანინა თავი სოფელში გაცილების დღეს, ესკალატორზე მდგომი თვალებით ეძებდა პატარა ანიკა მთელი მისი ცხოვრების ნაწილს და უკიდურესი წერტილიდან მოკრა რაღაცას, მოჩვენებასავით თვალი. იქნებ ის იყო, ან იქნებ არა. ან საერთოდაც მოეჩვენებოდა... გაფრინდნენ და მის მერე არაფერი ყოფილა ისე. თითქოს უსახელომაც მოიწყინაო, თან შემოდგომაც მოადგა კართან, დაცემინებას გავდა მისი ფოთოლ ცვენა. ერთიანად ჩაირეკა ყველა ფოთოლი. ყვავილებიც ზედ დააყოლა. კენწეროს მაღლა, ოდნავ მარჯვენა მხარეს, განაპირა რტოზე იჯდა თეთრი ფითქინა ჩიტი და რაღაცას თავისენაზე ჭიკჭიკებდა გაუჩერებლად. დალი ბებო მეოთხე სართულის აივანზე იყო ხის კენწეროსთან გადამდგარი და განაბული უსმენდა ჩიტის ჭიკჭიკს. ცოტა დაუგვიანდა ფერზე დაკვირვება, ერთი ამოიოხრა, რა სასწაულს გვიმზადებ ღმერთოო და მობრუნებულმა სახლის კარი შეაღო. ******** დანელიების ოჯახი მალევე მოეწყო ამერიკაში. გაუჭირდათ თუმცა შეძლეს და ფეხი აუწყვეს იქაური დროის დინებას. ასე ზოგადად, გინდა არ გინდა დროება შენ რას შეგეკითხება. ვინ ხარ ერთი ციდა ადამიანი ბუნების დაუწერელ კანონებს და უფლის ნებას წინ აღუდგე. ერთადერთი რაც შეგიძლია ისე იარო შენი ცხოვრების გზაზე, რომ მოსაძახებელი არ გაუხადრო ზურგსუკან ვინმეს რამე და პატიოსნებით ზიდო მონიჭბული ჯვარი ცხოვრების გოლგოთაზე. ყველაფერი კარგად იყო. მანამ სანამ საათი უკუღმა არ დატრიალდა და დედამიწამ ამოყირავება არ დაიწყო საქართველოსთვის. დაიწყო ყველაზე საზარელი. გამანადგურებელი და დამანგრეველი აგვისტოს ომი. რა თქმა უნდა, გამოიძახეს ვიტალი დანელია, თუმცა გამოძახებამდე უკვე საქართველოში იყო და სარეზერვო ჯართან ერთად ქვეყნის დასაცავად ემზადებოდა. წასვლამდე ნინიას მთელი სახე დაუკოცნა. მოესიყვარულა და თან წაიღო მთელი მისი გული. პირობა დაადებინა, თუ უკან ვერ დავბრუნდი ანიკას სრულწლოვანებამდე არ დაბრუნდეთ საქართველოშიო, იქ ვერაფერს შეძლებ და ბავშვს მომავალს ნუ დაუღუპავო.. ლამის ისტერიკა დაემართა ნინიას, ეს როგორ მითხარი, რას ქვია თუ ვერ დავბრუნდები, ასე გიყვარვარ და ასე ასრულებ შენ პირობას შენთან ვიქნები ყოველთვისო.. ტიროდა და მჯიღებს ისვამდა კულმკერდზე. შეშინებული ანიკა სავარძელთან იყო ჩაკეცილი და ცრემლები ღაპაღუპით ცვიოდა გიშრისფერი თვალებიდან. ვიტალი მასთან მივიდა, ნაწნავებზე დაუსვა ხელი. მთელი სახე დაუკოცნა შვილს. ეხუტებოდა და ვერ ძღებოდა მისი სურნელით. დამშვიდდა ანიკა მამის ხელებში და ტირილისგან დაღლილს მიეძინა. ფრთხილად წამოდგა და თავის ოთახში გაიყვანა შვილი. მძიმე ნაბიჯებით გამობრუნდა უკან. ნინია ფანჯრის რაფასთან იდგა და ცარიელი მზერით უყურებდა ტელევიზორს. - მაგვიანდება მე უნდა წავიდე ამოიხრიალა მამაკაცმა და თვალები აღარ იცოდა სად წაეღო.. ვერ უყურებდა ასეთ ცოლს, განადგურებულს უფრო ანადგურებდა.. - შენ არ გაქვს უფლება გესმის? არ გაქვს უფლება მარტო დამტოვო.. მე უშენოდ ვერ ვიცოცხლებ ვიტალი.. ვიტალის გარეშე ნინია ვერ იცოცხლებს, მოკვდება.. წვრილ ხელებს მხრებზე ხვევდა ქმარს. - მიყვარხარ ნინია! ჩვენს ანიკას გაუფრთხილდი. უფრო მძიმე იყო მამაკაცის ხმა ფრთხილად დაცილდნენ ერთმანეთს და კოცნით, თვალცრემლიანმა გააცილა ქმარი სამშობლოში.. ეს იყო და ეს. მაშინ როცა ყველა ჩინოვნიკი და ყველა საჭირო ადამიანი ქვეყნიდან გარბოდა ვიტალი დანელია ქვეყნის დასაცავად, ხალხის დასაცავად და მშვიდობის დასაცავად საკუთარ სამშობლოში სიკვდილის ფასად ბრუნდებოდა. შემდეგ იყო ყველაზე მძიმე რამდენიმე კვირა. ყველაზე რთულად ნათქვამი და აღსაქმელი ,, იმედი არ დაკარგოთ " ყველაზე უბედური წუთები და ყველაზე ბნელი ლაბირინთი. სექტემბრის თორმეტში ამბავი მოვიდა საქარველოდან.. სექტემბრის თორმეტში ვიღაცისთვის მზე დაბნელდა, ვიღაცისთვის კი სულ არ ამოვიდა.. გამარჯობა! ეს ჩემი პირველი ისტორიაა ამ საიტზე. სულ 4-5 ნაწილი იქნება.. ძალიან მინდა თქვენი ყურადღება დავიმსახურო, გამიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები.. ჩემთვის სასიხარულო იქნება ნებისმიერი სახის შენიშვნა.. გელოდებით.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.