'სიყვარულის ორმოცი წესი'-რჩეული ფრაზები(1)
▪ სიყვარული სიცოცხლის არსი და მიზანია და ყველას შეახებს თავის ფრთას, მათაც კი, ვინც თავს არიდებს სიყვარულს; მათაც კი, ვინც სიტყვა რომანტიკას მხოლოდ მაშინ ამბობს, როცა ვიღაცას უწყრება და საყვედურობს. ▪ ყველა მკვლელში სუნთქავს მისი მსხვერპლი. ეს ასეა. ასეა იმ დღიდან , რაც კაენმა აბელი მოკლა. ▪ განა სიკვდილის მთავარანგელოზს , აზრაილს თვითონ გამჩენი არ გზავნის დედამიწაზე ჩვენი მზის დასაბნელებლად ? ადამიანებს ჭირივით სძულთ ეს ანგელოზი, წყევლიან, ეშინიათ მისი, არადა, ანგელოზი ანგელოზია, ხელებიც სუფთა აქვს და სახელიც. ეს უსამართლობაა მის მიმართ. მაგრამ სამართალი,აბა, სად გეგულებათ ამ ქვეყნად? ▪ მიწა- ყოველი რაც მყარია, თავის თავში ჩაფლულია და უძრავია. ▪ როცა ღმერთი აქ, მიწაზე მყოფთ, გვივიწყებს, სამართალი ჩვენ, უბრალოდ ხალხმა უნდა გავაჩინოთ. ჰოდა, თუ კიდეც ერთხელ შეხვდები უფალს, ასე გადაეცი: შენი კრავები კი დაყარე უპატრონოდ , მაგრამ ყელს გამოსაღადრად არავის მიუშვერენ, უმალ მგლებად გადაიქცევიან-თქო. ▪ ყოველთვის ასე იყო - როგორც კი სიმართლეს ეტყოდი, მაშინვე შეგიძულებდნენ. რაც მეტს ელაპარაკებოდი სიყვარულზე, უფრო სძულდი. ▪ რა გულუბრყვილობაა. რატომ ფიქრობენ , რომ სიყვარული ყველა სიძნელეს გადაალახვინებთ, რომ ის ჯადოსნური ჯოხია, რომლის ერთი მოქნევით ყველაფერი მოგვარდება. ▪ -ჯერ ძალიან ახალგაზრდა ხარ. წარმოიდგინე მთელი ცხოვრება წინ გაქვს. ვინ იცის, იქნებ ხვალ სხვა შეგიყვარდეს. - მისის რუბინშტეინ, უზრდელობაში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ არ გეჩვენებათ ,რომ ეს ყველას ეხება, მათ შორის თქვენც? მართლაც, ვინ იცის? იქნებ ხვალ თქვენც შეგიყვარდეთ ვინმე...'' და რაღა თქმა უნდა ერთ-ერთი წესი ''სიყვარულის ორმოცი წესი''-დან '' ღმერთის შენეული აღქმა შენი ზუსტი ანარეკლია. თუ ღმერთი მხოლოდ საყვედურის სურვილსა და შიშს აღგიძრავს, ეს იმას ნიშნავს, რომ სული შიშითა და ღვარძლით გაქვს სავსე. ხოლო თუ ღმერთში სიყვარულისა და თანალმობის წყაროს ხედავ, მაშინ შენც ასეთივე ხარ'' |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.