ცხოვრებავ, მეხუმრები ხო? (თავი 3)
ის მიახლოვდება მოელვარე შავი თვალებით და მკლავზე ხელს მაგრად მიჭერს. -იცოდე, თუ არ გინდა რომ მთელი ცხოვრება ჯოჯოხეთად გიქციო, იყავი დამჯერი გოგონა და ენას კბილი დააჭირე. შენ ჩემი ცოლი გახდები, სხვა გზა არ არსებობს.- ხელს კი ნელნელა უფრო და უფრო მიჭერდა. -გამიშვი მტკენ მუტანტო- აწ უკვე აცრემლებული თვალებით ვეუბნები მას -ჯერ მითხარი რომ გასაგებია რაც გითხარი, და თანახმა ხარ ჩემს ცოლობაზე, თუ არა და , ეს ტკივილი მოსაგონი იქნება . - პასუხი როდესაც ვერ მიიღო, უფრო მომიჭირა ხელი. აღარ შემეძლო ამდენის ატანა, ცოტაც და დავთანხმდებოდი თუმცა -ძმაო სად ხარ ამდენ ხანს.- ჩემი გმირი შემოვიდა ოთახში და მუტანტმაც შემიშვა ხელი და თითი დამიქნია. -იცოდე სხვა დროს ვეღარ გადამირჩები.- დააყოლა და მომცილდა. -ხო წავედით.- უთხრა ქალაქელს და გავიდნენ ოთახიდან. მე კი დამტოვეს სრულ სიბნელეში მარტოდ მარტო. -რა დავაშავე ასეთი, ყოჩაღ ნია რაა, სულ შენ როგორ უნდა ეხვეოდე შარში. მე მაინც არ მეშინია იმ მუტანტის ასე რომ არც ქორწილი არ იქნება და არც ამ კაბას არ ჩავიცმევ . - გავიფიქრე და უცებ მოვავლე ოთახს თვალი. -აი ზუსტად ამას ვეძებდი. - წარმოვთვი ხმამაღლა და ბოროტულად ჩავიცინე. * ოთახიდან გავედი და სუფრას მივუჯექი. -ნია რას აკეთებ? კაბა რატომ არ ჩაიცვი.- რატომ აქვს დედაჩემს კაბის არ ჩაცმასთან გართულება ვერ ვხვდები. -რამოხდა, ,,ნიშნობაზე" ჯინსის კომბინიზონით მინდა ყოფნა რამე პრობლემაა?თან კაბა ცოტათი პატარა მქონდა გადავაკეთე მაგრამ მაინც არ მომერგო ასერომ ამის ჩაცმა ვარჩიე. და კიდევ, ჩვენ ბევრი რამ გვაქვს გასარკვევი. - დავაიგნორე დედაჩემის სახის გამომეტყველება და მაგიდას გადავხედე. ერთადერთი ადგილი იყო დარჩენილი , ეგეც მაინცდამაინც მუტანტის გვერდით. - მოიცადე, რა ქენი? - თქვა და იმავე ოთახში შევიდა. მიახლოებით 5 წუთის მერე გაფითრებული დედაჩემი გამოდის ოთახიდან და თავის ადგილს იკავებს. - კაბა რაატომ დაფლითე?- დავიჯერო დედაჩემმა ჩემი ნათქვამიდან მარტო კაბაზე გაიგო? ნუთუ ვერ ხვდება რომ ეს ჩემი პროტესტია? -კარგით , რადგან უკვე ყველაფერი გადაწყვეტილია, მოდით ქორწილის თარიღი დავთქვათ.- ხო რათქმაუნდა ამ თემას აუცილებლად უნდა შეხებოდნენ. -რათქმაუნდა, მოდით ახალგაზრდა წყვილს ვკითხოთ, როდისთვის ენდომებათ.- თქვა უცნობმა მამაკაცმა და ჩვენსკენ ღიმილით გადმოიხედა. ეს კაცი ვაფშე რაშუაშია და რატო მიღიმის სევდიანი თვალებით ასე ხშირად? ძაან საკვირველია. -რაც უფრო მალე იქნება , მით უკეთესი- თქვა ჩემმა ,,საქმრომ" და მე გადმომხედა , მზერა კი პირდაპირ მაგრძნობინებდა რომ ნიშნობას თუ ჩაშლი ვერ გადამირჩებიო, თუმცა მე ხმა არ ამომიღია. ძალით ღიმილი ავიკარი და ასე გადავხედე ყველას და ყველაფერს. -ხოდა მაშინ ძალიანაც კარგი, ქორწილი 2 კვირაში გაიმართება. - სიტყვა აშკარად მამამისმა დაამთავრა. სუფრას თვალი მოვავლე. სანამ აქ მოვიდოდი ვფიქრობდი, რომ ყველა ნაცნობი დამხვდებოდა, თუმცა ძალზედ შევცდი. აქ იყვნენ დედა , მამა , მუტანტი, მამამისი , ქალაქელი, და კიდევ 4 უცნობი . თუმცა მოიცა, ერთი ვიცი. აი ის იყო, რო ახტა და გაიკვანძა, მომიყვანეთ ნიაო. ახლაღა შევამცნიე რომ თურმე მთელი ამდროის მანძილზე თვალებით მბურღავდა. ნეტა ამას აქ რაღაუნდა? უიი რა სულელი ვარ მაგის სახლში ვართ და აბა სად იქნება. ესე იგი , იქ მჯომი ქალი მისი დედაა, და ერთ ერთი მამაკაცი მამა, მაგრამ ის საერთოდ უცხო ვინაა როგორ მაინტერესებს. თან რატომღაც... აუ მეც ვერ ვარ რაში მაინტერესებს ვაფშე აქ მჯდომები. კინაღამ ამათმა ამოცნობამ დღეს ჩემი ნიშნობა რომაა დამავიწყა. - ჩემივე აზრებზე გამეცინა , ანდა რა გაცინებს ნია , რა გიხარია მაინც შენ გათხოვებენ ისე რო არაფერს ამბობ. და საერთოდ მართლა რატომ არაფერს ვამბობ? იმისმა მუქარამ გაჭრა თუ რახდება. -ბეჭდების გაკეთების დროა.- თქვა ნიკას მამამ და ფეხზე წამოიმართა. ვსო, დროა რაღაც მოვიფიქრო. -იცით,- წამოვდექი ფეხზე და ყველას ერთად მოვავლე თვალი. რათქმაუნდა მუტანტი თვალებით მკლავდა რამე ისეთი არ წამოგცდესო. - მე არ ვარ თანახმა - ზედმეტად სერიოზული სახით განვაცხადე დაუმთავრებელი ფრაზა და ყველა ერთად გამოვაშტერე , საქმრო კი ადგილს ვეღარ პოულობდა. - რომ ქორწილი 2 კვირაში იყოს. ვფიქრობ 1 თვე დასჭირდება ქორწილის სამზადისს. - წინადადებაც დავამთავრე. 1 წუთი ხმას არავინ იღებდა. აშკარად ყველას გული გავუხეთქე, განსაკუთრებით კი მუტანტს. ეს რათქმაუნდა ჩემი არაჩვეულებრივი გეგმის დამსახურებაა. ჯერ ყველაფერს გავარკვევ მშობლებთან, შემდეგ კი ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. - ცუდი აზრია თუ ასეთები რატო მიყურებთ. - თან გავიღიმე და შედეგად დაბნეული ხალხიც გავამხიარულე. ,,ჯერ სად ხართ" გავიფიქრე და იდეაში ბოროტულად ჩავიცინე ისე რო ვერავინ დამინახა. დღე დამთავრა. ბრილიანტის ულამაზესი თეთრი ოქროს ბეჭედი მიმშვენებდა ხელს. ერთი სული მქონდა რომ უბრალოდ ჩემს მეგობრებთან წავსულიყავი და მათთვის მეთქვა ეს ,,არაჩვეულებრივი'' ახალი ამბავი. საათს დავხედე. თერთმეტი საათია. ახლა ალბათ ლაშასთან იქნებიან და რომელიმე კინოს უყურებენ. ყველანაირი თხოვნის მიუხედავად მე მაინც მარტო გადავწყვიტე წამოსვლა. მინდოდა რომ მეგობრებთან წავსულიყავი და მათი რჩევები მომესმინა. * ნიტა და ლაშა მისაღებ ოთახში ისხდნენ და კინოს უყურებდნენ, და თან , ნიას ელოდნენ. იცოდნენ რომ ის ამ სეანსს არ გამოტოვებდა. -მაინც და მაინც ამ შუაღამისას უნდა დაწყებულიყო ეს ჯანდაბა წვიმა. რათქმაუნდა სასწაული ბედი მაქვს.- ყვირილით წარმოვთქვი შუა გზაში. ამასობაში სახლის კარიც შევაღე. -ეს რაარის გოგო რას გავხარ.- ნიტა შეშფოთებული წამოვიდა ჩემსკენ. რადგან მთლიანად ტალახიანი ვიყავი. -ისეთი რაღაც გადამხდა რო უარესის მოლოდინში უნდა ყოფილიყავით.- ერთი ჩავისუნთქე-ამოვისუნთქე და დავიწყე ჩემი ამბის მოყოლა. ბოლოს კი - ხოდა ასე და ამგვარად, მათხოვებენ. - დავამთავრე და დაველოდე რეაქციებს. -მოიცა ხოარ უნდა იმ შენი თქმით მუტანტს სახე ავახიო?- ლაშა უკვე ლამისაა კარებიდან გასულიყო. -მუტანტი შენი აზრით ტყუილად შევარქვი? ისეთი აყლაყი და დაკუნთულია რო არამგონია იმას რამე დამართო. -და არ გაგჩენია შეკითხვა, საიდან გაჩნდა შენი ფოტო იმათი სარძლოების სიაში?- ცოტახნით ჩაფიქრებულმა ნიტამაც ხმა ამოიღო. -ვერ გაიგე რა გითხარი? იმ მუტანტმა თქვა რო მამაჩემი მაგათი კომპანიის მეწილეა. აქედან გამომდინარე მეც მაგათ წარმომავლობაში ვითვლები. და რაღაც მაინტერესებს.- ვთქვი და ინტერესიანი მზერა მოვავლე იქ მყოფთ.- 18 წლამდე ჩვენ ვმეგობრობდით? ნიტამ და ლაშამ ერთმანეთს გადახედეს. ამ საქციელმა ძალიან დამაფიქრა. - დროა ხო ვუთხრათ უკვე. - თქვა ნიტამ და ლაშას თანხმობას დაელოდა. - მოიცა რას გულისხმობთ? აბაა, კიდევ ერთი ინტრიგა . როგორ ფიქრობთ, რა მოხდება? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.