ზიზღნარევი სიყვარული (დასასრული)
პალატის კართან, იატაკზე, იჯდა და ტიროდა მარიამი ცრემლები თავისთავად გადმოედინებოდა ჩამქრალი თვალებიდან, უკვე მერამდენე დღეა მოთმინებით იცდის და თავს აიძულებს იმედი არ დაკარგოს, უკვე მერამდენე დღეა მის წინ ზის ისიც და იცდის, რატომ არის აქ? სინდისი ქენჯნის? თუ იმიტომ არის რომ უნდა დარწმუნდეს რომ ნამდვილად გადარჩება...და მერე წავა, მშვიდად წავა... ისე თითქოს არც არაფერი მომხდარა... ტირის მაგრამ მაინც ცრემლები ახრჩობს... სული გაეყინა მაგრამ მაიც სტკივა, გული გაუქვავეს მაგრამ მაინც შიშით ფეთქავს, რომ ის წავა, და უფრო მეტად სძულს ალექსანდრე, რადგან არუნდა რომ წავიდეს... სძულს რადგან ვერ ერევა მისდამი სიყვარულს, სძულს რადგან ვერ შეიზიზღა,რადგან ამ გრძნობას ვერ გადააბიჯა, რადგან ძალა არ ყოფნის დასაჯოს,ისევე ატკინოს როგორც მან ატკინა...ნიკას გამოც სძულს, რომელმაც მისი ძმა უმოწყალოდ აკუწა, მერე ანა გაიტსცა... ფიქრებიდან თორნიკეს ხმას გსმოყავს -მარიამ ანამ თითები აამოძრავა- მარიამი მას აყურებს გაშტერებული და არ ჯერა რომ ეს სიმართლეა,ჰგონია რომ ეჩვენება ის რაც ასე ძალიან უნდა, ჰგონია რომ თუ ოდნავ მაინც გატოკდება გაქრება ეს ნანატრი წამები, ეს ბედნიერი წუთები -მარიამ, კარგად ხარ? -ეს სიმართლეა? -ხო სიმართლეა. რამდენი რამ შეიძლება აპატიო ადამიანს? სად გადის ზღვარი? რამდენი შეგუძლია მოითმინო და აიტანო? რამდენ რამეზე შეგიძლია დახუჭო თვალი? ალბათ არიან ადამიანები ვისაც ზღვარი არ აქვთ, რადგან წასასვლელი არსად აქვთ,ამიტომ იტანენ უსიტყვოდ ყველადერს და ყვრლა ზღვარს შლიან, უჭირთ და სტკივათ მაგრამ მაიც უძლებენ, და მარიამი? რამდენს გაუძლო? რამდენი აიტანა,რადგან მყარად ვერ იდგა... რამდენი ხანი ძმის მკვლელს უყურებდა თვალებში, რამდენი ხანი იცოდა რომ ნიკა იყო მკვლელი, მაგრამ ჩუმად იყო, რადგან მტკიცებულებების გარეშე არაფრის გაკეთება შეეძლო და თან ამ დროს ძმის მკვლელის ძმა შეუყვარდა, ალექსანდრე ბარათაშვილი...როგორ შეიძლება გიყვარდეს ის, ვისი ძმაც, შენი ძმის სისხლში ხელებგათხვრილი! ეს აზრი უწამლავდა სულს და ტანჯავდა ობოლ გოგონას, რომელსაც ცხოვრების ტველა ტკივილი და სიმწარე აგემა ბედისწერამ. -ალექსანდრე-თორნიმემ მხარზე ხელი დაარტყა მეგობარს და მის გვერდით კიბეზე ჩამოჯდა -რაა?-არაფრისმთქმელი თვალებით შეხედა და მზერა ისევ დამავალი მზისკენ მიმართა -რას აპირებ? -უნდა წავიდე -შეძლებ?-ეჭვით კითხა მეგობარს -უნდა შევძლო -მგონია რომ სწორი გადაწყვეტილებაა -ვიცი მაგრამ ძალიან მიყვარს-ალექსანდრეს ცრემლები მოაწვა-და ისიც ვიცი რომ ჩვენ ერთად ვერ ვიქნებით -ნელნელა განელდება ეს სიყვარული, დრო გაახუნებს მის ფერებს -ეს არ მოხდება, ეს სიყვარული ჩემთან ერთად დაიმარხება, ისეთივე გადარეული და გიჟური როგორც ახლაა, გულში შევინახავ ჩემთვის ჩუმად... -არ ნახავ? -არა...მერე უფრო გამიჭირდება,სათქმელიც არაფერია -მომენატრები -შენ ჩემი ძმა ხარ-ალექსანდრე გადაეხვია თორნიკეს. ერთი წლის შემდეგ. თეთრი კაბა, ოცნების კაბა, საქორწინო კაბა... მხოლოდ ამაზე ფიქრი შეუძლია ახლა ანას, და უკვე მეათასეჯერ იცმევს და ტრიალებს სარკის წინ -ანა რა პატარა ხარ...ისევ ბავშვი, ისევ ისეთი თბილი და გულუბრყვილო -მარიამ ეხლა ისევ არ ამატირო -თორნიკესი მჯერა, ვიცი საიმედო ხელში იქნები,თორემ ჩემო პატარა შენს თავს ჯერ არავის გავატანდი-ორივეს ეცინებათ...ქორწილის დღეც გათენდა, ერთნაირად ნერვიულობენ დები, ერთნაირად უხარიათ თან გული ტკივათ რომ ერთმანეთს უნდა დაშორდნენ. ქორწილი ვიწროწრეში და მოკრძალებულია, მარიამი რაღაცნაირად აფორიაქწბულია, ერთ ადგილზე ვერ ჩერდება, არუნდა რომ მოვიდეს! ნატრობს რომ არ მოვიდეს! რადგან ვეღარ გაუძლებს ამდენ ემოციებს და ტკივილს. შეხვედრა ერთი წლის შემდეგ...მტკივნეული აღმოჩნდა იმაზე, მეტად ვიდრე ეგონათ... ალექსანდრე მარიამს დაყურებს და მის მაჯას უფრო ძლიერად უჭერს, გოგონა აშტერდება ცდილობს დარწმუნდეს რომ ნამდვილად ის არის -არ მომესალმები? -ხელი გამიშვი -რომ არ გაგიშვა რა მოხდება? -ვიყვირებ -მიდი გელოდები-ალექსი მეორე ხელსაც უჭერს და თავისკენ იზიდავს სიფრიფანა სხეულს -გაგიჟდი? ხელი გამიშვი -აქ შენ მომიყვანე -რას ბოდავ -შენმა ორმა სიტყვამ გადამაწყვეტინა კანადიდან აქ ჩამოვსულიყავი -რას ბოდავ ვერ გავიგე, მთელი წელი არ მომიკითხიხარ, თორნიკესთვისაც არ მიკითხია სად იყავი და რა ჯანდაბას აკეთებდი მთელი ეს დრო-ალექსმა ტუჩებზე თითი მიადო -არც მე მიკითხია შენი ამბავი, ვიცი რომ ნიკა მუდამ ჩვენ შორის იქნება, და მედა შენ არ არსებობს მაგრამ იმ ავარიისმერე როცა ანა გაიტაცა და დაიღუპა მე ის ამოვშალე ცხოვრებიდან, მან ცხოვრება მარტო თქვენ კიარა მეც დამიმახინჯა და ახლა უფლებას არ მივცემ რომ მკვდარმაც იგივე გააკეთოს! -ალექსანდრე არუნდა ჩამოსულიყავი -შენ მაიძულე -რას აიჩემე ეს შენ შენ -შენ თორნიკეს უთხარი რომ არასოდეს დამივიწყებდი რადგან არგინდა რომ დამივიწყო, მან მითხრა ეს სიტყვები ეს საკმარისია იმისთვის რომ დაველოდო შენი იარების მოშუშწბას და ვიბრძოლო შენი სიყვარულისთვის |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.