შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრებავ, მეხუმრები ხო? (თავი 4)


19-07-2019, 23:54
ავტორი Yavista
ნანახია 1 212

-ნია, 18 წლის რომ იყავი, თავადაც იცი რომ ავარიის გამო მეხსიერება დაკარგე. - გაჩერდა და თავი დახარა. - შენ აქ მანამდე საერთოდ არ ცხოვრობდი. მამაშენმა შენი თავი მაშინ გაგვაცნო როცა უკვე მეხსიერება დაკარგული გქონდა.
- აქ სულ 2 დღის გადმოსული იყავი - გააგრძელა ნიტამ - მამაშენი ჩვენთან მოვიდა და გვთხოვა რომ შენთვის გვეთქვა ჩვენ შენი მეგობრები ვიყავით. ჩვენც დავთანხმდით, მიუხედავად იმისა რომ მე და ლაშაც არ ვიცნონდით წესივრად ერთმანეთს.
- თანაც დიდად მეგობრების სიმრავლით არ გამოვირჩეოდით. რომ დაგინახეთ საშინლად გამოიყურებოდი. ჩალურჯებები გქონდა მთელს სხეულზე. ამბათ შენც გემახსივრება.
- ამას აქამდე იმიტომ არ გეუბნებოდით რომ გვეშინოდა შენი დაკარგვის. გთხოვ გაგვიგე. - დაამთავრა ნიტამ.
ესღა მაკლდა. მეგობრებიც მატყუებდნენ. კი მაგრამ ვინ ვარ სინამდვილეში?
- არაფერს იტყვი?- დიდხნიანი სიჩუმის დედოფლის თამაშის შემდეგ ამოღერღა ლაშამ .
გადავწყვიტე სახლშუ წავსულიყავი ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე. ავდექი და კარი გავიხურე. ნელ ნელა მივუყვებოდი სახლის გზას და ვცდილობდი რამე მაინც გამეხსენებინა წარსულიდან . მაგრამ არაფერი გამომდიოდა. სახლში მივედი და დავიძინე, რადგან არავისთან ლაპარაკის სურვილი არ მქონია.

შუა ღამით სასტუმრო ოთახიდან გამოსულმა ლაპარაკმა გამაღვიძა. ავდექი და როდესაც კიბეზე ჩასვლას ვაპირებდი ჩუმი ლაპარაკი მომესმა.
-აი თურმე რატომ ვერ მიცნო, თქვენ რა არაფერი უამბეთ?- უცხო ადამიანის ხმა გაისმა ოთახიდან.
-გვაპატიეთ, ვაპირებდით თქმას მაგრამ
- მაგრამ მე არ მივეცი ამის ნება. - სიტყვა გააწყვეტინა მამაჩემმა დედაჩემს.
- რატომ? - შეშფოთებული ხმით წარმოტქვა უცხომ.
- აბა წარმოიდგინეთ, თქვენთან რომ მოსულიყვნენ მამათქვენი და დედათქვენი და ეთქვათ რომ მისი ნამდვილი მშობლები ისინი არ იყვნენ და ბოდიში მოეხადათ ამ ტყუილისთვის, როგორი რეაქცია გექნებოდათ?- თქვა მამაჩემმა.
- მაგრამ მაინც, მისთვის არ უნდა დაგემალათ რომ მე...
- ჯანდაბა ჯანდაბაა, მაინცდამაინც ახლა უნდა დავბერტყებოდი ძირს რაა. - გავიფიქრე და სანამ ადგომა მოვასწარი სამივე თავზე მედგა უკვე.
- ნია კარგად ხარ შვილო? რა დაგემართა? - დედა მომვარდა და მოფერება-შემოწმება დამიწყო.
- უბრალოდ... მე... - არ ვიცოდი რამრთქვა- წყალი მინდოდა და კიბეზე ფეხი ამისრიალდა. - ვერ მივხვდი რატომ ვიცრუე, მაგრამ ალბათ ასე იყო საჭირო ამ მომენტში. იმ უცხო კაცს დავაკვირდი, არა, ვერაფრით ვერ ვიხსენებ.
- ეს კაცი აქ რას აკეთებს ასე გვიან? ვიკითხე და ყველას რეაქციას დავაკვირდი. დედაჩემი გაფითრდა, მამაჩემმა თავი ჩახარა. მხოლოდ უცხო იდგა ამაყად ხელში ჯოხ მომარჯვებული და თვალებში მიყურებდა . მეც ავხედე და დავინახე... რაღაცნაირი სითბო.
- ნია, ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ. - მომმართა უცხო მამაკაცმა.
- იქნებ დღეს არ...- დედაჩემმა დაიწყო და უცბად გაჩერდა.
- რა ხდება? - ვითომ ვერაფერი გავიგე რაც იქ ილაპარაკეს, ნუ პრინციპში ჯერ ვერც გავიაზრე რაზე საუბრობდნენ.
- ჩამოვსხდეთ.
მაგიდასთან ვისხედით 4 ადამიანი. ხმის ამოღებას არავინ ცდილობდა.
- აბაა, რა ხდება? - გადავდგი პირველი ნაბიჯი.
- როდესაც...- დაიწყო უცხომ. - როდესაც შენ პირველად გაჩნდი, შენ იყავი პირველი და ერთადერთი სიყვარულის და სიხარულის შემომტანი ჩვენს ოჯახში. - რეებს ბაზრობს- გავიფიქრე უცბათ და ლამის ჩვაიხითხითე. - შენმა დაბადებამ ყველაზე დიდი საჩუქარი შეგვძინა ოჯახში. ძალიან გვიყვარდი მე და დედაშენს. 18 წელი ვცდილობდით ცივი ნიავი არ მოგკარებოდა, თუმცა მოხდა ისეთი რამ, რის გამოც...- გაჩერდა და შემომხედა. - რის გამოც ალბათ სიცოცხლის გაგრძელება აღარ გინდოდა და ს ცდილობდი. თუმცა, ბედმა გაგვიღიმა. შენ გადარჩი. არანაირი ავარია არ ყოფილა. შენ, შენ მდინარეში გიპოვეს, დალურჯებული სხეულით და განადგურებული სახით. დღესაც არ ვიცით, რა დაგემართა იმ წყეულ 1 კვირის განმავლობაში, თუმცა შენ ჩვენზე უარი თქვი. თქვი რომ გეზიზღებოდით. - ტკივილით იხსენებდა იმ ყველაფერს, რაც ალბათ საკუთარი თვალით ნახა. - 1 კვირის შემდეგ კი შენ სიკვდილს ძლივს გადარჩენილი გიპოვეთ. შენ ის ნია აღარ იყავი, ვისაც ჩვენ ვიცნობდით. მეხსიერებაც დაკარგული გქონდა. 1 კვირა კომაში იყავი. ამას ვეღარ ვუძლებდით. ამდენი ვეღარ ავიტანეთ ამიტომ, ჩემს ნაცნობებს ვთხოვე, რომ ეზრუნათ შენზე, საკმაისი თანხაც გადავუხადე ამისთვის. მინდოდა, რომ ახალი ცხოვრებით გეცხოვრა. თუმცა, ახლა მივხვდი რომ შევცდი. - ეს თქვა და ჩემს ,,მშობლებს" გადახედა. - ამიტომ გთავაზობ რომ დაბრუნდე ჩვენთან, ქალაქში. - რაუდებურებაა, დღეს უკვე რამდენი შეთავაზება მივიღე, ბანკის კლიენტი ვარ თუ რაარის?
- ერთი წუთით დაგვტოვეთ. - უხეშად მივმართე მას. - თუ შეიძლება.
გაუკვირდა, ძალიან გაუკვირდა, მაგრამ რას გახდებოდა. გავიდა თუ არა სახლში საშინელი სიჩუმე ჩამოვარდა.
- სიმართლეა? - ვიკითხე სასხვათაშორისოდ.
- ნია ჩვენ...
- კითხვაზე გამეცით პასუხი.
- სიმართლეა. - მამამ თავდახრილმა მიპასუხა.
- და რატომ მიმალავდით? - ახლა უკვე ვედრების ხმა გაისმა გარშემო.
- შვილი გვინდოდა რომ გვყოლოდა, მაგრამ რადგან არ გვყავდა, ვიფიქრეთ რომ შენ საჩუქარი იყავი. ამიტომ შვილივით გზრდიდით. - მიპასუხა დედამ.
- და კიდევ რა საიდუმლო გაქვთ აბა? - ხმა ვეღარ გავაკონტროლე. - მითხარით ბარემ და მოვრჩეთ ყველაფერს.
- ნია გთხოვ გვაპატიე. - დედამ ვედრება დამიწყო.
- ეს არ მოხდება. - ვუთხარი მტკიცედ. ვიცი რომ ეგოისტი და ცუდი ადამიანივარ, მაგრამ არ შემიძლია... ეს უბრალოდ, უსამართლობა იქნებოდა ჩემი თავისადმი.
- ახლა კი, იმედი მაქვს მიიღებთ თქვენს წილ ფულს და აღარასოდეს გნახავთ . - აწ უკვე ამდგარი და კართან მისული ვიყავი, როდესაც ეს მივაძახე.
არ შევბრუნდი...
რადგან ვიცოდი რა სცენის მომსწრეც გავხდებოდი...
გარეთ გავედი, როდესაც ის უცხო დავლანდე. არ ვიცი მან რა იფიქრა, მაგრამ არ ვაპირებ მასთან წასვლას, ყოველ შემთხვევაში ჯერ ჯერობით.
ერთადერთი, სახლიდან რისი წამოღებაც მოვახერხე არის დღიური.
,,გარეთ თქეშია. მე კი გავრბივარ. რომ მკითხოთ სად, ვერ გიპასუხებთ. აი ეს არის ზუსტად ის დაწყევლილი ცვლილება, რასაც მოველოდი ახლო მომავალში, მაგრამ ახლა ამაზე საუბარი სულაც არ მსურს. სახლში არ დავბრუნდები, და არც ჩემს მეგობრებთან მივალ. არც იმ უცხოს გავყვები და არც მუტანტთან მივალ."
- სერიოზულად? - გავიფიქრე ჩემთვის და ნერვები ამეშალა კიდევ უფრო. სად ვარ ახლა? სად და იმ ქოხში, სადაც ადრე მე და ნიტა ვიპარებოდით, რადგამ აქვე ძალიან კარგი ვენახია და გემრიელ რაღაცეებს ვჭამდით. ჯანდაბა, სხვაგან წასასვლელი მართლაც რომ არ მაქვს. კიდევ კარგი, ჭერი მაინც მყარია. გავიფიქრე თუ არა, იმ წამსვე რამდენიმე ნახვრეტიდან წყალი ჩამოვიდა, რომელიც პირდაპირ ჩემს კისერს ედებოდნენ.



№1  offline წევრი Rania

Oho sainteresoaa. Amas ar velodiiiiii.bimedia male dadeb axals
--------------------
Q.qimucadze

 


№2 სტუმარი სტუმარი იაკო

გაგრძელებას ველი მოუთმენლად

 


№3 სტუმარი Salo

Dade ra shemdegi tavebi

 


№4 სტუმარი სტუმარი იაკო

როდის დადებ გაგრძელებას?????

 


№5  offline წევრი Yavista

ბოდიშით მეგობრებო, კომპიუტერთან წვდომის საშუალება არ მომეცა, ამიტომ ხვალ აუცილებლად დავდებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent