თუ გაზაფხული მოვა...(ეპილოგი)
არაფერია, რაც წარსულს არ შეუქმნია და არც კესოს დაუტოვებია გასული თვეები... გავიდა ერთი თვე და ქალმა თქვა ის, რასაც თავადაც გაურბოდა. გავიდა ცხრა თვე... და ნენესა და გაბოს პატარა დამიანეს გვერდით კესოს გოგონაც მიუწვინეს. კესო გახდა დედა პატარა ანტონინასი, რომელსაც არაფერი აკლდა. არავინ და არაფერი... -თორო!-ყვირის კესო და თავისი კაბინეტიდან ჩქარი ნაბიჯით გამოდის. -რა ხდება?!-გულაჩქარებული თორნიკე მაშინვე კესოსთან ჩნდება,-კარგად ხარ? -გაბოს ვერ გამოჰყავს ბავშვები ბაღიდან,-უკვე დამშვიდებულმა ქალმა სიცილის შეკავება ძლივს შეძლო. -მერე, ამის გამო მიხეთქავ გულს?-ძლივს ამოისუნთქა თორნიკემ. ქალმა თავი დაუქნია და მამაკაცმაც სიცილით თქვა,-წამოდი და სამივეს დაგტოვებთ გაბოსთან. კესოც ბედნიერი დაეთანხმა. სწრაფად აიღო ჩანთა და თორნიკეს გაჰვა. ბედნიერები იყვნენ და ცდილობდნენ ეს ბედნიერება დიდხანს გაეწელათ. თუმცა კესო ყოველ წუთს ფიქრობდა ბეჭედზე, ლუკას ნაჩუქარ ბეჭედზე, რომელსაც საძინებელ ოთახში ინახავდა. ყოველთვის, როცა ტონის უყურებდა, ხედავდა მამისგან გამოყოლილ ოქროსფერ თმასა და მომწვანო-მოთაფლისფერო თვალებს... ვერ გაურბოდა იმას, რაც მას ეკუთვნოდა. დამიანე და ტონი ერთმანეთს ასწრებდნენ. კესომდე ჯერ დამიანე მივიდა და პატარა გოგონა ლამის ცრემლებად დაიღვარა. სანამ დედას მამიდაშვილი ართმევდა, მამის ჩახუტებით გაიყვანა დრო. სახლში წავიდნენ. სახლში, სადაც ყველა ერთად იყო... თეო და ბექა, ნენე და გაბო, თორნიკე და კესო... ყველასთვის წარმოუდგენელი და ყველაზე ლამაზი წყვილები... ერეკლე უფროსი ძმასავით ჰყავდა დამიანესა და ანტონინას. თუ ვინმე მათ აწყენინებს, ჩემთან ექნება საქმეო, მტკიცედ იტყოდა ხოლმე, ის კი არ აინტერესებდა, რომ ჯერ მხოლოდ ექვსი წლის იყო. დრო გადიოდა და არაფერი იცვლებოდა. დრო გადიოდა და ყველა ბედნიერი ჩანდა. იქნებ მხოლოდ იმიტომ, რომ თავად ცდილობდნენ ყველაფერი ცუდი, რთული და გაუგებარი დაემალათ. დაემალათ ვისგან? ოჯახისგან! იქნებ, ეს იყო მათი ყველაზე დიდი შეცდომა?!. ბავშვებმა დაიძინეს და უფროსებიც ტელევიზორის წინ მოკალათდნენ. სვამდნენ, ლაპარაკობდნენ, იხსენებდნენ ძველ დროს... და ეს იყო იმ იშვიათთაგან ერთ-ერთი შემთხვევა, როცა ყველა ისტორია ერთმანეთს ემთხვეოდა... ექვსი წარსული თითქოს ერთ წიგნში იწერებოდა სხვადასხვა ავტორის ხელით და მკითხველი აუცილებლად ყველას შეიყვარებდა... ყველაზე რთული იყო თორნიკეზე წაეკითხა ვინმეს. ამ შემთხვევაში, მკითხველი გაიგებდა თორნიკეს დარდს, რომელიც არასდროს იმალებოდა და რომელსაც ვერავინ ამჩნევდა. აუცილებლად წაიკითხავდა, რომ თორნიკეს უყვარდა ის, ვინც ვერასდროს შეიყვარებდა; მამას ეძახდა ბავშვი, რომელიც მისი შვილი ვერასდროს გახდებოდა... ალბათ, ამ დარდმა გადაადგმევინა ნაბიჯი მაშინ, მირიანის მკვლელობის დღეს. ალბათ, ამ დარდმა შეანახინა პირობა, რომელიც ლუკას წინ დადო. და ამ პირობის გამო, საყვარელი ქალის ბედნიერებისთვის, შვილის ბედნიერებისთვის, თორნიკემ მარტის დადგომისთანავე ჩასვა კესო მანქანაში პატარა ანტონინასთან ერთად. კოჯორში იყვნენ. იმ ადგილას, სადაც ერთმანეთს შეხვდნენ. იმ ადგილას, სადაც ლუკას დაშორდნენ. თითქოს ჯერ კიდევ ხედავდა კესო მირიანის სისხლიან სხეულს. თითქოს ჯერ კიდევ ესმოდა ლუკას ცრემლიანი ხმა. შეამჩნია თორნიკემ, ქალი რომ ანერვიულდა და წამით ინანა კიდეც მისი იქ წაყვანა, თუმცა აუცილებელი იყო, რომ დარწმუნებულიყო იმ ნაბიჯის სისწორეში, რომლის გადადგმასაც აპირებდა.. ტონი ხელში აიყვანა და წინ წავიდა. დიდხანს არც კესო დარჩენილა. ის დღე იქ გაატარეს. იყვნენ დედ-მამა, იყვნენ მშობლები, რომლებსაც ჰქონდათ ის, რაც ბევრს აკლდა-სიყვარული. როცა სახლში დასაბრუნებლად მოემზადნენ, თორნიკე თითქოს უკვე დარწმუნებული იყო საკუთარ გადაწყვეტილებაში. -სად მიდიხარ?-დაღლილი ხმით ჰკითხა კესომ, როცა გზიდან გადაუხვია კაცმა. არაფერი უპასუხია თორნიკეს. უბრალოდ გაიღიმა. თბილად, გულახდილად გაიღიმა და, რომ დაჰკვირვებოდა, კესო აუცილებლად დაინახავდა ამ ღიმილში სიმართლეს... თვალები მიელულა ტონის და მალევე ჩაეძინა კესოსაც. როცა გაიღვიძა მინდვრის ყვავილებს შორის იყო, შუადღის მზე ათბობდა. მანქანიდან გადმოსულმა მომცინარი თორნიკე დაინახა, რომელიც ანტონინას ეთამაშებოდა. ლურჯ ყვავილებს აეჭრელებინა მწვანე, ჯერაც თოვლით დაფარული მინდორი. მთაში გვიან მოდის გაზაფხული. ამით ჰგავდა ის კესოს. კესოსთანაც აგვიანებდა სიცოცხლისმომტანი სეზონი.. აგვიანებდა წლობით... -გაიღვიძე?-ბავშვი ძირს დასვა თორნიკემ და კესოს მიუახლოვდა. დიდი მკლავები მოხვია ქალს. იცოდა, მოენატრებოდა ეს ჩახუტება... -აქ რა გვინდა?-ქალის ჩუმი, მშვიდი ხმა გაიგო. გარშემო მიმოიხედა. კესანებით მორთულ მინდორში წამით შორიდან შეხედა საკუთარ თავს და უცნაურად გაეღიმა, თითქოს საკუთარ თავს დასცინოდა. -აქ რა გვინდა..?-სიცილისას ჩაილაპარაკა, ქალი მოიშორა და თვალებში ჩახედა. დაბნეულობას კითხულობდა მათში,-მეც ეს მაინტერესებს... -რა გჭირს? ცუდი სიზმარი ნახე? არაუშავს...-ქალს ეცინებოდა, თან თხელი თითებით თორნიკეს უხეშ ხელებს ებღაუჭებოდა. -არა, კესო,-თორნიკეს თვალები აუწყლიანდა,-უბრალოდ, არასწორად შემიყვარდა. -ახლა ამის დრო არაა, თორო... დასრულდა ეგ დრო... -არა! არა... არ დასრულებულა. შენც იცი, არასდროს დასრულებულა,-თავი დახარა თორნიკემ. ჯიბეში ჩაიცურა თითები და იქიდან ოქროსფერი, მბრწყინავი ნივთი ამოიღო,-ეს ლუკას უნდა გაეკეთებინა შენთვის. მე არ უნდა შევხებოდი. თუმცა ჩემთან ერთად არასდროს ეკარებოდი და სხვა გზა არ მქონდა,-ჩუმად თქვა, კესოს ხელი გააშლევინა და ბეჭედი მის გაყინულ ხელისგულზე დადო. იგრძნო, როგორ კანკალებდა ქალი და საკუთარი თავი შესძულდა. კესოს ახსენდებოდა წარსული. ახსენდებოდა, როგორ უთხრა ლუკამ, რომ სვანეთი გაზაფხულზე განსაკუთრებით ლამაზი იყო. ახლა ხვდებოდა, რომ ლამაზი არაფერი იყო ლუკას გარეშე და მეტიც-სილამაზე არ არსებობდა მაშინ, როცა თორნიკესაც კარგავდა... -იცი, ყოველთვის ვთვლიდი, რომ ისე არ უნდა მეცხოვრა, რომ სინანული ვეღარ შემძლებოდა. ახლა ვხვდები, ეს უკანასკნელი ნაბიჯია... კიდევ ერთიც და... მერე ვეღარ მოვახერხებ, ვეღარ ვინანებ. მერე ვეღარ ვიცხოვრებ...-ლაპარაკობდა თორნიკე და კესო ხვდებოდა, ყველაფერი სრულდებოდა. -რას აკეთებ?-ხმაჩამწყდარს ყელი ეწვოდა, გული სტკიოდა და რაღაც ძალა, თითქოს, შიგნეულს აცლიდა. -გიშვებ,-მტკიცე ღიმილით თქვა თორნიკემ. დიახ, ღიმილით და, ალბათ, ეს ღიმილი სამუდამოდ დარჩებოდა კესოს მეხსიერებაში. -სად მიშვებ, თორნიკე!-სიმკაცრე გაერია ქალის ხმაში. -ჩემგან გიშვებ. ჩემთან ვერ იქნები, კესო. თავს ვერ შეგაძულებ... ვხედავ, როგორ მიყურებ და როგორ ჩანს შენს თვალებში სხვა... ვხედავ, როგორ იტანჯები...-თორნიკე გაჩუმდა. თავი გააქნია, თითქოს გონებიდან ფანტავდა უაზრო აზრებს, თითქოს თავი სუსტად ჩათვალა და საკუთარი თავის შერცხვა. ერთი ნაბიჯით უკან დაიხია. თავი დახარა. ღრმად ჩაისუნთქა ცივი ჰაერი, ყველაზე სუფთა, თუმცა მაინც საშინლად მძიმე... მერე ისევ კესოს შეხედა და ქალმა პირველად დაინახა მის სახეზე ცრემლი, მის გამჭირვალე, მწვანე თვალებში კი სიშავე შეპარულიყო. -ბედნიერი უნდა იყო, კესანე. და ჩემთან ეს ვერ მოხდება...-გაიღიმა. ცრემლიან თვალებში თეთრი ნაპერწკალი გაუჩნდა. უკვე ვეღარ გაიგო კესომ თორნიკეს ნათქვამი 'მშვიდობით, კესანე'. არც უნდოდა, რომ გაეგო. ეს იქნებოდა მათი დასასრული. თორნიკესა და კესოს დასასრული... თორნიკემ ზურგი აქცია ქალს, რომელიც მისი სამყარო იყო. ღიმილით შეხედა უკანასკნელად და ზურგი აქცია. მერე კი წავიდა. უკანმოუხედავად წავიდა. არ დაელოდა კესოს. არ დაელოდა, თუმცა გრძნობდა, როგორ ტიროდა ქალი. შორიდან ესმოდა ტონის ხმა, მამა რატომ ტიროდაო. შორიდან ესმოდა კესოს გულისცემაც, რომელიც საბოლოოდ დათმო... პირობა შეასრულა. დაიცვა, თავის მკლავებს შორის მოიქცია კესო... ახლა კი დასრულდა. დასრულდა, რადგან ყველაფერს აქვს დასასრული. კესო იდგა და უყურებდა თორნიკეს, რომელიც მიდიოდა. მიდიოდა და თითქოს აღარასდროს გაქრებოდა. თითქოს სამუდამოდ აპირებდა გაეგრძელებიმა გზა, სამუდამოდ აპირებდა თვალის არიდებას ქალისთვის. მხრებათრთოლებულს ჰაერის ჩასუნთქვა უჭირდა. სამყაროში შვილის ხმამ დააბრუნა. შვილის, რომელიც მას ეკუთვნოდა. მას და თორნიკეს... -შენ რა გქვია?-ბავშვური, წკრიალა ხმით იკითხა ტონიმ. კესოც მისკენ შებრუნდა. და დაინახა ის, რასაც სამი წელი ელოდა... დაინახა ოქროსფერი თმა და თაფლისფერი, მომწვანო თვალები, რომელიც ყოველ წამს ელანდებოდა... თითქოს სამყარო ამოტრიალდა. თითქოს ჯოჯოხეთმა დედამიწაზე გადმოინაცვლა და კესოს წამება დაიწყო. ხმა ჩაუწყდა. ხედავდა, როგორ მიდიოდა თორნიკე და ხედავდა მას... ლუკას... ლუკა დევდარიანი სამი წლის შემდეგ გამოჩნდა. დაბრუნდა და ეგოისტმა გადაწყვიტა, კესო დაებრუნებინა. ან იქნებ სულ არ უთხოვია? იქნებ მხოლოდ შორიდან უნდოდა მისი ნახვა და თორნიკემ გაუგო არასწორად? ყველა გრძნობა ერთმანეთში აერია ქალს. ვეღარ ხვდებოდა უყვარდა თუ არა ლუკა. ამდენი ხნის შემდეგ, თითქოს შეეჩვია და ის უდიდესი სიყვარული, რითაც მის სამყაროში ლუკას აცოცხლებდა, სადღაც გაქრა. უნდოდა მისი სახელი ეთქვა. უნდოდა თორნიკესთვის დაძახება. უნდოდა ანტონინას ჩახუტება. არაფერი გამოსდიოდა. კესომ თავი საბოლოოდ დაკარგა. ამდენი ხნის შემდეგ პირველად იგრძნო სისუსტე... ჩაეცინა საკუთარ თავზე. ნერვიულად ჩაეცინა, ჯერ ლუკას გახედა და მის ტკივილიან თვალებში დაინახა საკუთარი თავი, მერე თორნიკეს და მისი გრძნობები დაეხვია თავს... ერთადერთი, რაც სიცოცხლის ბედნიერებას ასხივებდა, იყო ანტონინა. ბავშვი უცხო კაცს მოშორდა, ზურგი აქცია მას და თორნიკესკენ გაიქცა. გაისმა მისი აკანკალებული ხმა. -მამიკო! მამა!-ყვიროდა ბავშვი. შორიდან ჩანდა ლუკას სევდიანად მომღიმარი თვალები. თორნიკე შემობრუნდა და მისკენ გაქცეული ანტონინა ხელში აიტაცა. ახლა კესოს უნდა გადაეწყვიტა. უნდა აერჩია დათასთან დაბრუნება უნდოდა თუ თორნიკესთან ცხოვრების გაგრძელება. კესოს უნდა გაეკეთებინა არჩევანი დაკარგულ გაზაფხულსა და საუკუნო ზამთარს შორის. დასასრული. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.