შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პიცა გამოძახებით - თავი 6


26-03-2018, 22:52
ავტორი mimimimo
ნანახია 1 984

კესო არ გამოჩენილა ერთ კვირა. ტელეფონზე გაგიჟებული მირეკავდა ხოლმე. დემნაც იშვიათად გამოანათებდა კესოს ბინიდან.
-მოვკლავ. ეს რა გამიკეთა.
-შენ ბრალია. რას მიაბი?!
-მე რა ვიცოდი ესეთი რეაქცია, რომ ექნებოდა?
-არ იცელქოთ იცოდე.
-რაო?
-თუ უკვე არ გიცელქიათ.
-გამოვიდე აქედან, თორნიკესთან გაცელქებ მე შენ! - დაიმუქრა კესო.
-დღეს უნდა შევხვდე.
-მართლა? რატომ?
-ჰო, ისე.
-თქვენ მართლა არ იცელქოთ. - სერიოზული ხმით ჩამყვირა კესომ.
-ვის რას ეუბნები? შენ არ იყავი, დემნას, რომ აუპტიურებდი? - სიცილით ვუპასუხე.
-ეგ მცდელობა იყო. - კისკისით ჩამყვირა კესომ. - კარგი, წავედი, მშია.
-მიდი, არ დაიწამლოთ ოღონდ.
-სულ მწვანილი უნდა ვაჭამო და ვახსენო ნათია! - მუქარანარევი ხმით მითხრა და სიცილით გათიშა.

ორ საათში თორნიკეს უნდა შევხვდე. ერეკლემ არ იცის. მისი ოთახის კარზე დავაკაკუნე.
-მოდი. - გამომძახა ოთახიდან.
-ერეკლე. - თითების მტვრევით შევედი.
-მოხდა რამე?
-შეიძლება ვილაპარაკოთ?
-მაშინებ, ალექსანდრა! - მკაცრი სახით უთხრა. - მოხდა რამე?
-თორნიკე... ის... - დაბნეული სიტყვებს ვერ ვუყრიდი თავს. ღრმად ჩავისუნთქე და გავაგრძელე. - დღეს თორნიკეს უნდა შევხვდე.
-მერე? - უდარდელი სახით მითხრა. გაკვირვებულმა გავხედე.
-არაფერი, ისე, მინდოდა გცოდნოდა.
-ჰო, გიშვებ. - ღიმილით დამიქნია თავი. - კიდევ, რამის თქმა ხო არ გინდოდა? - დაწვრილებული თვალებით გამომხედა.
-არა. - თავი უარყოფის ნიშნად გავაქნიე და კარისკენ წავედი. გავჩერდი და შემოვბრუნდი. - ჰო, მინდა. მგონი, თორნიკე მომწონს. - მორცხვად ვთქვი. სარკისკენ გავიხედე და დავინახე, როგორ ამწითლებოდა ლოყები.
-სანდრა, - მომიახლოვდა ერეკლე. - მე შენ გენდობი. ვენდობი თორნიკესაც. არ დაგიწყებ, ძმის ძმაკაცი და ძმაკაცის დის შეყვარება და თემებს, შენც ხო გესმის, რა ვიგულისხმე? მე ვერ დაგიშლი. ამიტომ, ჩემგან გზა ხსნილი გაქვს. - გამიღიმა და ჩამეხუტა. - მაგრამ ძმის ინსტინქტებს არ დავკარგავ იცოდე! - თითი გამაფრთხილებლად დამიქნია და გაიცინა.
-მიყვარხარ მე შენ! - ლოყაზე ვაკოცე და ოთახი დავტოვე.

*

კესო და დემნას ერთად ყოფნა მესამე მსოფლიო ომის მოახლოებას ნიშნავდა.
4 დღე ერთად, ერთ ჭერქვეშ იყვნენ.
-3 დღეც და გაგათავისუფლებ. - სამზარეულოში შევიდა დემნა.
-რატომ არ დამუნჯდები?!
-რა კეთილი ხარ.
-ნეტავ, გაქრე ჩემი თვალთახედვიდან, ჩემზე ბედნიერი არავინ იქნება. - ირონიულად უთხრა, დემნამ მაცივარში შეიხედა.
-უი, საჭმელი არ ყოფილა. გავალ სუპერმარკეტში, 1 საათში მოვალ.
-წადი, წადი. გასაღები დატოვე და არ დაბრუნდე თუ გინდა. - ხელი დაუქნია.
-არა, ჩაგკეტავ. "დამაშნი არესტი" გაქვს. - მანქანის გასაღები აიღო, სახლის კარი დაკეტა, დაბლა ჩავიდა და მანქანაში ჩაჯდა.
-შემიწირავს ეს გოგო! - თქვა და მანქანა დაძრა.
მუსიკა დაბალ ხმაზე ჰქონდა ჩართული, ნორმალური სიჩქარით მიდიოდა. მოულოდნელად, მოსახვევიდან მანქანა რომ გამოვარდა და შეასკდა დემნას მანქანას.
პოლიცია, სასწრაფო - ყველა იქ იყო, ვინც საჭირო იყო.
-ხო, დემნა. - გაისმა ერეკლეს ხმა.
-გამარჯობა, დემნა ხიმშიაშვილის ვინ ბრძანდებით?
-ძმაკაცი ვარ.
-დოლიძის ქუჩაზე მოხდა ავარია, ერთ-ერთი დაზარალებულია დემნა ხიმშიაშვილი, რომლის მდგომარეობაც მძიმეა და გადაჰყავთ რესპუბლიკურ საავადმყოფოში. - ამცნო საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა.
-მოვდივარ. - გაისმა ერეკლეს ხმა და ზარიც შეწყდა.

*

ალექსანდრა გაემზადა და თორნიკეს ზარს ელოდებოდა.
-მოვედი. - გაისმა თორნიკეს ხმა.
-ჩამოვდივარ. - ღიმილით უპასუხა. ჩასულს თორნიკე მანქანაზე მიყრდნობილი დახვდა და თითებს შორის სიგარეტის ღერი მოექცია. კარი გაუღო და ალექსანდრამაც დაიკავა ადგილი.
-ლამაზად გამოიყურები. - გაუღიმა თორნიკემ და თვალებში შეხედა.
-მადლობა. - ლოყები აუწითლდა და წინ გაიხედა. კაფეში ისხდნენ. საუბრობდნენ, იცინოდნენ, როდესაც მოულოდნელად. თორნიკეს ტელეფონი ამღერდა.
-თორნიკე, დემნა რესპუბლიკურში ჰყავთ. - მიახალა ერეკლემ.
-რა მოხდა?
-ავარიაში მოყვა.
-გამოვდივართ. - უთხრა და ალექსანდრას გახედა.
-რა ხდება? - დაბნეულმა იკითხა.
-დემნა ავარიაში მოყვა და რესპუბლიკურშია. - მანქანაში ჩასხდნენ და წავიდნენ.
-კესო... კესო მარტოა სახლში.
-დემნა ჩაკეტავდა.
-ჯანდაბა. - ტელეფონი აიღო და კესოსთან დარეკა.
-ხო, სანდრა.
-როგორ ხარ?
-კარგად, შენ? დემნა გასულია და ფილმს ვუყურებ.
-კესო, არ ინერვიულო, რა.
-რაზე, გოგო? - ნერვიულად წამოხტა დივნიდან.
-უკვე ნერვიულობ! - წარბები შეკრა.
-რა მოხდა?
-დემნა ავარიაში მოყვა.
-ჯანდაბა! ჯანდაბა! - უცებ აუნერვიულდა ხმა.
-ჩვენ ახლა მივდივართ საავადმყოფოში და გოგას ვეტყვით მოვა.
-მალე მოვიდეს, რა. - აღელვებულმა, ტირილის პირას მისულმა უთხრა.
-დავურეკავ. - გოგას დაურეკა და კესოსთან გაგზავნა.

*

საავადმყოფოში ნერვიულად დააბოტებდნენ და ელოდნენ ექიმის გამოსვლას, თუმცა არა და არ ჩანდა ექიმი.
კესო და გოგაც მალევე მოვიდნენ. კესო მშვიდი გამომეტყველებით იყო, თუმცა შინაგადან ყველაზე მეტად ეშინოდა, დემნას გამო. ხელები უკანკალებდა, მაგრამ ცდილობდა როგორმე დაემორჩილებინა, რის გამოც ხელებს ერთმანეთზე ძლიერად უჭერდა, რაც ფრჩხილების ნაკვალევსაც უტოვებდა.
-ექიმო, როგორ არის? - ახლად გამოსულ ექიმს, ანერვიულებულებმა ჰკითხეს.
-მდგომარეობა მძიმე, მაგრამ სტაბილურია.
-როდის შეგვიძლია ვნახოთ?
-დღეს ვერ შეძლებთ, ხვალ მობრძანდით. - იმედიანი მზერით გადახედა ბავშვებს და ერთ-ერთი პალატის უკან გაუჩინარდა. უკვე გვიანი იყო. საათი 12-ს უახლოვდებოდა.
-თქვენ წადით, მე დავრჩები. - გადახედა ერეკლემ ყველას.
-მეც დავრჩები. - ამოჩურჩულა კესომ და თავჩახრილმა მჯდომმა, ოდნავ ასწია თავი. თვალები ჩაწითლებოდა, თუმცა ამ თემასთან დაკავშირებით, კომენტარი არავის გაუკეთებია.
-ერეკლე... - ჩახლეჩილი ხმით დაუძახა ბიჭს.
-ჰო, პატარავ. - გადახედა კესოს.
-შემიშვან, რა. - აცრემლიანებული თვალებით თხოვა. - 2 წუთით მაინც.
-არ იტირო, რა. შენ გამო საავადმოფოს ავწევ თუ გინდა, ოღონდ არ იტირო. - ჩაეხუტა ერეკლე. - მოვალ ახლავე. - უთხრა და სადღაც გავიდა.
-სულ 5 წუთი, მეტი ვერა. რომ გაიგონ, შეიძლება გამაგდონ. - ერეკლესთან ერთად მოდის ქალი.
-მადლობა. - გაუღიმა ერკლემ, ქალმაც თვალების ჟუჟუნით უპასუხა.
ნელა შევიდა კესო და დემნა დაინახა, რომელსაც ათასი რაღაც ჰქონდა შეერთებულ-მიწებებული.
-ღმერთო ჩემო, - აკანკალებული ხელები პირზე აიფარა და ტირილიი აუტყდა. - ჩემი დემნა, რა დღეში ხარ... - ცრემლებს იწმენნდა, ადგილიდან ვერ იძროდა. - ბოდიში, ბოდიში... - ბუტბუტებდა სასოწარკვეთილი. - მაპატიე, რა. - ვერ ჩერდებოდა.
-გასვლის დროა.
-ახლავე. - დემნას ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა. ხელზე ხელი მოკიდა, ოდნავ დაიხარა და ნაზად შეახო ტუჩები. გასული ერეკლეს ჩაეხუტა ტირილით.
-ჩუ, დაწყნარდი. - ამშვიდებდა ერეკლე. - არ იტირო, გთხოვ. - თმაზე ხელს ნაზად უსვამდა. - კარგად იქნება, შენც ხო იცი.
-მიყვარს... - სლუკუნით ამოთქვა.
-მასაც უყვარხარ! - ჩურჩულით უთხრა.

კესო ცოცხალი თავით არ ტოვებდა საავადმყოფოს. როგორ არ ეცადნენ ბავშვები, თუმცა ამაოდ. დემნას გვერიდად არ შორდებოდა.
ბიჭი მესამე დღე გონს ვერ მოდიოდა. ექიმები სასიამოვნოდ გაკვირვებულები უყურებდნენ კესოსა და დემნას და ღიმლი ეფინებოდათ სახეზე. პალატაში, ერთი თავისუფალი საწოლი კესოს დაუთმეს, რომელიც დემნასთან ახლოს მისწია.
მდგომარეობა ნელ-ნელა უმჯობესდებოდა. შედარებით უკეთ ხდებოდა დემნა, მაგრამ გონზე მოსვლას არც კი ცდილობდა.
-როგორ მომენატრა შენი ხმა. - ხელზე ეფერებოდა კესო. - როგორ მანერვიულებ, სულ არ გიყვარვარ. - წარბშეკრული საუბრობდა.
-დარწმუნებული ხარ? - ნაწყვეტ-ნაწყვეტ მოესმა ბიჭის ჩახრინწული ხმა. ეგონა მოეჩვენა და უცებ წამოიწია, რომ დაენახა. ბიჭს თვალები ოდნავ გაეხილა და ცდილობდა კესოსკენ გაეხედა.
-დემნა. - სასოწარკვეთილი ხმა აღმოხდა.

-ჩვენი პაციენტის მდგომარეობა ძალიან კარგია. ძლიერი გყავს! - გაუღიმა ექიმმა კესოს, რამაც მისი ლოყების აწითლება გამოიწვია.

*

-თორნიკე, დემნა გამოფხიზლდა. - სიხარულით დაურეკა ალექსანდრამ თორნიკეს.
-ვიცი. - უჩვეულოდ უხეში მოეჩვენა თორნიკეს ხმა.
-მოხდა რამე?
-არაფერი.
-კარგი. - ზარი შეწყდა.
მთელი დღე თორნიკე არ გამოჩენილა. გაქრა, თითქოს მიწამ ჩაყლაპაო. არც შემდეგ დღეს ჩანდა. ხმას არავინ იღებდა. არავინ საუბრობდა მასზე.

-თორნიკე წავიდა. - მოესმა ერთხელ ბიჭების საუბარი. მუხლები მოეკვეთა. თვალთ დაუბნელდა და თითქოს სამყარომ წამით არსებობა შეწყვიტა.



ესეც მეექვსე თავი.
იმედია მოგეწონებათ.
ბოდიშს გიხდით დაგვიანებისთვის.



№1  offline წევრი TrustYourSoul

ვაიმეეე
სად გაწყვიტე :'( ❤️
დემნა და კესო ზე წყვილია.❤️
ერეკლე ზე სიყვარული.❤️
თორნიკე ზე ცუდი ბიჭი >_< საქონელი,ეგ.
სად წავიდა ერთი,ან გაფრთხილება არ იცის? ნუ რა ვიცი რა. რაღაც ისეთი რომ ხდება ეგ ქე ვიცი :// გავარკვევ მე მაგას :დდდ
შენც..თუ თქვენც? ორნი წერთ ხომ ამას? თან ნახევარი რეალობააო,მოკლედ შენ/თქვენ ზე ტკბილები ხართ❤️საინტერესოდ წერთ და ცოტა რეალობასანაც ვაკავშირებ ხოლმე,საერთოდ მიყვარს ისტორიები რომელიც ცოტათი მაინც ჰგავს რეალობას❤️განაგრძეთ ჩემი დაშაქვრა და დამიბრუნეთ თორნიკე >_< :დდდ უი,ერეკლე ქე მინდოდა ჩემთვის მაგრამ ლილეს უჟუჟუნებს ხო რაცხანაირად თვალეებს? :დდდდ❤️❤️

 


№2 სტუმარი Shorena kiladze

Xom vtkvi intrigaa tko axla es cabr,anda sadgac .erti amosuntkvit cavikitxe ra magari da sasiamovno casakitxia .miyvars miyvars zaaan .zalian gemrieli gogo xar shen .velodebi shemdegs

 


№3  offline წევრი modemodka

Dzalian kargia magram tornike sad gaushvii male dade raa

 


№4  offline წევრი mimimimo

წარსული კვდება...
ვაიმეეე
სად გაწყვიტე :'( ❤️
დემნა და კესო ზე წყვილია.❤️
ერეკლე ზე სიყვარული.❤️
თორნიკე ზე ცუდი ბიჭი >_< საქონელი,ეგ.
სად წავიდა ერთი,ან გაფრთხილება არ იცის? ნუ რა ვიცი რა. რაღაც ისეთი რომ ხდება ეგ ქე ვიცი :// გავარკვევ მე მაგას :დდდ
შენც..თუ თქვენც? ორნი წერთ ხომ ამას? თან ნახევარი რეალობააო,მოკლედ შენ/თქვენ ზე ტკბილები ხართ❤️საინტერესოდ წერთ და ცოტა რეალობასანაც ვაკავშირებ ხოლმე,საერთოდ მიყვარს ისტორიები რომელიც ცოტათი მაინც ჰგავს რეალობას❤️განაგრძეთ ჩემი დაშაქვრა და დამიბრუნეთ თორნიკე >_< :დდდ უი,ერეკლე ქე მინდოდა ჩემთვის მაგრამ ლილეს უჟუჟუნებს ხო რაცხანაირად თვალეებს? :დდდდ❤️❤️

ვაიმე, ძალიან დიდი მადლობა.
ძალიან გამახარე.
მე ვწერ და ჩემი მეგობარი მეხმარება რაღაც-რაღაცებში.
კი, ისტორიის გარკვეული ნაწილები სიმართლეს შეესაბამება.
ჰო, თორნიკე ცუდი ბიჭი გვყავს, მაგრამ ვნახოთ, როგორ გაძლებს სანდრას გარეშე...
დიდი მადლობა.
Shorena kiladze
Xom vtkvi intrigaa tko axla es cabr,anda sadgac .erti amosuntkvit cavikitxe ra magari da sasiamovno casakitxia .miyvars miyvars zaaan .zalian gemrieli gogo xar shen .velodebi shemdegs

ინტრიგაშიც არის რაღაც სასიამოვნო.
მიყვარხარ მე შენ!
ძალიან დიდი მადლობა.
modemodka
Dzalian kargia magram tornike sad gaushvii male dade raa

მალე გაირკვევა ყველაფერი.
შევეცდები მალე დავდო.
მიხარია, რომ მოგწონს.
დიდი მდლობა.

 


№5  offline წევრი mimimimo

meocnebe avadmyopi
ძალაინ ძალიან მაგრი თავი იყო რაღაც საოცრება,აი იმათმა კი ააწყვეს წყვი;ლი მაგრამ იმ შტერის წასვლა რა იყო აა,სად წაეთრა ისე რომ სიტყვა არავის უთხრა ტუტუცი smile smile

მიხარია, რომ მოგწონს.
დიდი მადლობა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent