შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთებშია თავისუფლება! (11) მე შენ მიყვარხარ


21-07-2019, 22:00
ავტორი truelove
ნანახია 3 307

ბათუ
მთავრის სასახლეს სამასკაციანი არმიით მივადექით.
-ლილე!-ვიყვირე ბოლოხმაზე.
ჭიშკარი ჩაკეტილი იყო-ლილე შენთან მოვედი ჩემო სიყვარულო! გპირდები,რომ აქედან დღესვე წავიყვან-ვღრიალებდი და ჭიშკარს ვამტვრევდით.
როგორც იქნა შევამტვრიეთ,ეზოში მრავალრიცხოვანი არმია იდგა.
-ბიჭებო! შეტევაზე!-დავიყვირე და მათკენ წავედით,თუმცა უცბად ლილე გადამიდგა წინ ცხენი ისე გავაჩერე,რომ ორ ფეხზე დადგა.
-ლილე რას აკეთებ!-შეშინებული ჩამოვხტი ცხენიდან.
-ბათუ არგინდა,ამ არმიას შეხედე.
-მებრძოლებს თვალი გადავავლე,მუზარადებში იყვნენ.
-ბიჭებო გთხოვთ მოიხსენით მუზარადები-თქვა ლილემ.
მებრძოლები პრინცესას დაემორჩილნენ და მუზარადები მოიხსნეს.
სულ რაღაც თორმეტი-ცამეტი წლის ბიჭები იყვნენ,თვალებში შიში ჩასდგომოდათ.
-ხედავ ბათუ? მამაჩემი იმდენად სასტიკია,რომ თქვენს გამოცდილ არმიასთან შესაბრძოლებლად ბავშვები გამოიყვანა,ბავშვები,რომლებიც ჯერ კიდევ ხის ხმლებით ვარჯიშობდნენ.
მებრძოლებმა თავი დახარეს,თუმცა მათი ლიდერი წინ გამოვიდა.
-პრინცესა მართალი ხის ხმლებით ვვარჯიშობთ,მაგრამ ამ კაცს თქვენს თავს არგავატანთ,მისგან დაგიცავთ გპირდებით.
-დამიცავთ? ვისგან ბათუსგან? მე ბათუსგან დაცვა არმჭირდება,ერთადერთი ვისგანაც უნდა დამიცვათ ეს მამაჩემია.
-აქ რახდება?!-სასახლიდან შუახნის მებრძოლი გამოვიდა.-რას დაყუდებულხართ დაიცავით თქვენი პრონცესა,მტერი კარზე მოგდგომიათ თქვენ კიდევ შეშინებულები დგახართ.-ჩემსკენ გამოიქცა,თუმცა ლილე გადამიდგა წინ.
-ლადო არგინდა გთხოვ.-შეაჩერა ლილემ.
-ლილე შვილო სასახლეში შედი ამ კაცს უფლებას არმივცემრამე დაგიშავოს.
-ლადო ბიძია,თქვენ მე დაბადებიდან მიცნობთ,იცით როგორ გავიზარდე,ჩემს ძმასაც იცნობდით,ხომ იცით,რომ მას ეს არმოეწონებოდა. რატომ არავის გასჩენია კითხვა მამაჩემმა რატომ გაგზავნა თავისი ერთადერთი ვაჟი კაცთან,რომელიც იცოდა,რომ მოკლავდა? გგონიათ ჯიშკარიანებს და კოკა არაბულის ოჯახს მართლაც შურისძიების მიზეზით ებრძვის? არა,ასე არარის..მამაჩემი ჯიშკარიანებს თუ მოსპობს ეკლესიაც მის დაქვემდებარებაში გადავა და შემდეგ მთელი მოსახლეობა მას დაემორჩილება,ხოლო კოკა არაბულის ოჯახს მხოლოდ ფულის გამო ებრძვის მისი სიხარბე იმდენად დიდია,რომ კოკას უდნაშაულო ქალიშვილზე ათანასია არაბულზე უნდა შურისძიება. აი ეს არის თქვენი მთავარი! ეს არის თქვენი მბრძანებელი! ახლა კი შეგიძლიათ აქვე მომკლათ ან იმ კაცთან ერთად გამიშვათ ვისაც ვუყვარვარ და ჩემი კარგად ყოფნა უნდა.
ლადო საგონებელში ჩავარდა,ხელი ხმლისკენ წაიღო ლილეს ხელში ვწვდი და ჩემს უკან დავიყენე..ხმალი ამოიღო და მიწაში ჩაარჭომებრძოლებმაც დაყარეს ხმლები.
-წადით,შვილებო..მე თქვენი უბედურება რას მარგებს? ლილე ჩემო პატარა გოგონა შენ საუკეთესოს იმსახურებ.
ლილემ მასთან მიირბინა და გადაეხვია.
-მადლობა ლადო ბიძია,მაგრამ მამას რას ეტყვით?
-მიდი წადი შენ მაგაზე არ ინერვიულო.
ლილემ გაუღიმა და ჩემსკენ წამოვიდა.
-ლილე!-ისევ შეაჩერა კაცმა,ლილემაც გახედა.
-ბედნიერებას გისურვებ,უფალი გფარავდეს.
-მადლობა,თქვენც ასევე. ლილე ცხენზე დავსვი მეც ავხტი და ჯიშკარიანების სასახლისკენ გავეშურე.

ანასტასია

სიბნელეში ჩუმად მივაბიჯებდი მინდორზე და აქეთ-იქით ვიყურებოდი,რუკას ლამპიონის შუქზე ვკითხულობდი..დავიკარგე,დავიკარგე არამარტო ამ ქალაქში,არამედ ფიქრებშიც რახდებოდა ახლა ბრძოლის ველზე? როგორ იყვნენ ბათუ და ნერსე? ლილე რამდგომარეობაში იყო?
ლამპიონს მოვშორდი და ცხენზე ავხტი მარჯვნივ წავედი,წინ ბნელი ტყე იყო,თუმცა პატარა,წესით ამ ტყის შემდეგ შემაღლებულ გორაზე უნდა მივსულიყავი,რომელიც პირდაპირ საბრძოლო ველს დასცქეროდა.
სიცივე იყო,თუმცა ვერ ვგრძნობდი ჩემი გონება და ფიქრები მთლიანად ნერსეზე მქონდა მიმართული.

ნერსე
ოთხას კაციანი ამალით დავუყევი ფერდობს,ბრძოლის ველამდე ორი კილომეტრი მაინც იქნებოდა,ჩემმა ბიჭებმა მითხრეს,რომ მთავარიც დაიძრა თავის სასახლიდან.
ბათუ სამასკაციანი არმიით გავუშვი ლილეს დასახსნელად,ეს ომი ადრე თუ გვიან მაინც მოხდებოდა,ჩემი ყველაზემნიშვნელოვანი სამიზნე კი “მთავარი” იყო,რომელიც შვიდეულთან ერთად იყო გამაგრებული.
ნასიაზე ძალიან ვღელავდი..იმედი მაქვს,რომ კარგად არის,თანაც წერილიც მივიღე,რომ უკვე მივიდა სოფელში. ბრძოლის ველზე გავჩერდით და მოწინააღმდეგეთა არმიას დაველოდეთ,ირგვლივ სიჩუმე გამეფბდა,თუმცა სიჩუმე რამდენიმე წუთში ცხენების ხმამ დაარღვია.
-ბიჭებო! მზად ყოფნა!-ვიყვირე და არმია სიმეტრიულად განლაგდა.
როგორც იქნა გამოჩნდა მთავრის არმია..რიცხობრივად მეტი იყვნენ.
ჩვენი ტრადიციების თანახმად ჯარის ლიდერები შუაში ხვდებიან ერთმანეთს შემდეგ კი იწყება ომი.
მთავარიც გამოჩნდა..უკან არმია და შვიდეული მოყვებოდა..ცხენიდან ჩამოვხტი და ცენტრისკენ მარტო წავედი..მთავარიც იგივე მოძრაობით მომიახლოვდა.
-ოჰო,არმეგონა ჯიშკარიანებს ასეთი ცოტა მეომარი თუ გყავდათ.
-რაოდენობა ხარისხზე არ მეტყველებს-მოკლედ მოვუჭერი.
-იცი? გადავწყვიტე ათანასია აღარ მოვკლა,ჯერ შენ მოგკლავ შემდეგ კი შენს საცოლეს სახლში კახპ**დ დავისვავ.-ჩაიცინა და უკან მიბრუნდა.
სისხლი გამეყინა და მთელი ძალით დავარტყი სახეში მუშტი..ისე,რომ ძირს დავარდა.
მისი არმია თავდასხმაზე გადმოსვლას აპირებდა,მაგრამ მთავარმა შეაჩერა.
-ომში დამრცხდევი ჯიშკარიანო.
-მაგასაც ვნახავთ.
ცხენზე ავხტით.
ხმალი მოვიმარჯვე ცხენს მათრახი გადავკარი და წინ გავაქროლე ჩვენი და მთავრის არმია ერთმანეთს დაეტაკა,არმახსოვს რამდენი კაცი მოვკალი,ვცდილობდი მათი სახეები არ დამემახსოვრებინა,მთავარი არმიის უკან იდგა და არმიას ფარად იყენებდა.
ბრძოლა დაუნდობელი იყო,არმიები ნელნელა მცირდებოდა,როგორც იქნა მათი არმია ცენტრისგან შორს გამოვიყვანეთ..ერთ-ერთ მებრძოლს გავხედე,თავი დავუქნიე,რადგან მთავარს პატარა სიურპრიზი მოვუწყვე.

ბათუ
მარინე დეიდას სოფელთან გავჩერდი,ლილე ცხენიდან ჩამოვსვი და კარზე დავაკაკუნე,კარი მარინემ გამიღო.
-ბათუ ჩემისაყვარელო მითხარი რო დასრულდა ეს კოშმარი.
-მაპატიეთ მარინე დეიდა ჯერ არვიცი,თუმცა პირველი ბრძოლა მოვიგეთ-გავიღიმე და გვერძე გავიწიე.
-ლილე ჩემოსაყვარელო-მარინე გადაეხვია.
-კაპასი არაბული ცოფებს ყრის ხომ?-კარიდან სახლი მოვათვალიერე.
-ბათუ შვილო..ათანასია აქ არარის.
-რას ქვია არარის? აბა სად არის?! ნერსეს მიწერა,რომ აქ იყო.
-წასვლას,რომ ვაპირებდით მის ოთახში შევიხედე და იქ არდამხვდა მხოლოდ წერილი იდო სადაც პატიენას მთხოვდა თავისი საქციელის გამო.
-რასლაპარაკობთ ამრინე დეიდა-თავზე შემოვირტყი ხელები.-და ცხენისკენ გავიქეცი.
-ბათუ-შემაჩერა ლილემ.
-გისმენ ლილე სწრაფად ოღონდ კაცმა არიცის სად დაბოდიალობს და რა შარს გადაეყრება.
-მე შენ მიყვარხარ.-გაუღიმა ლილემ და ტუჩებზე ფრთხილად აკოცა.
-მეც მიყვარხარ ჩემო პრინცესა.
-ანსტასიას,რომ იპოვი მომწერე ვნერვიულობ.
-აუცილებლად.
ცზენზე ავხტი და ბრძოლის ველისკენ წავედი,სხვაგან სად იქნებოდა თუარა იქ სადაც ნერსეს არენდომებოდა,რომ ყოფილიყო..ერთმანეთზე ჯიუტები,კაპასი!

ანასტასია
ძვლივს ავიარე ტყე,ცხენს გზის გაკვლევა სიბნელეში გაუჭირდა,თუმცა გორაზე გავედი ეს კარგი იყო..ცხენიდან ჩამოვხტი და იქვე ხეზე მივაბი. ხმლების ხმა აქ მესმოდა..ფრთხილად მივუახლოვდი გორის კიდეს,გამიმართლა,რომ იქ დიდი ქვა იყო,მის უკან დავიმალე და სიტუაციას გადავხედე ჩემი თვალები ნერსეს ეძებდა
და იპოვა კიდეც,მთლიანად სისხლში იყო ამოგუნგლული ბოლოს ვიღაცას რაღაც ანიშნა,და რამდენიმე წუთში ჩვენი არმია მტრის არმიას უკნიდან დაესხა თავს,ალყაში გვყავდა მოქცეულები..როგორც ჩანს საჭირო დროს მოვედი..ისარი ამოვიღე მოვზიდე და ნერსეს მოწინააღმდეგეს დავუმიზნე,ნერსე ოთხკაცს ებრძოდა ერთად..გამეღიმა.
-ჩემი მაიმუნი-ჩავიცინე და ისარი გავისროლე. მტერი ნერსეს ფეხებში ჩაუვარდა შემდეგ მეორეს მოვარტყი..დანარჩენი ორი თბითომ მოიშორა და ჩემს მიერ დაჭრილ ბიჭებს დახედა,ისრები,რომ შენიშნა აქეთ-იქით დაიწყო ყურება. ახლა ზუსტად ვიცი რასაც ფიქრობდა.
ისევ მოვზიდე ისარი და მტრებს სათითაოდ ვჭრიდი,გულში და თავში შეგნებულად არ ვესროდი,არმინდოდა ვიღაც მომეკლა უბრალოდ მათი შეჩერება მსურდა. იქვე შევნიშნე მთავარი შვიდეულთან ერთად. მოშორებით იდგა და გარშემო ათამდე საუკეთესო მებრძოლი ყავდა,მშვილდი ისევ დავჭიმე და მათი მიმართულებით ვისროლე.
-უი,უკვე ცხრა.-უპირატესობით ვსარგებლობდი,რადგან ზემოდან დავყუეებდი ყველაფერს და აქედან ისე შემეძლო მათი მოკვლა,რომ ბრძოლაც არმიწევდა..ამჯერად უპირატესობა ჩვენსკენ იყო. ისევ დავჭიმე ისარი და მთავარს პირდაპირ თავში დავუმიზნე.
-თუ ამ სიბოროტეს მოვაშორებ დედამიწას,იმედმიაქვს ღმერთი შემინდობს.-ჩავისუნთქე და უკვე ხელს ვუშვებდი ვიღაცამ,რომ უკნიდან დამიჭირა.
-იდაყვი პირდაპირ ცხვირში ავარტყი და თავი გავიმთავისუფლე.
შვეხედე და ბათუ იყო.
-რა ჯანდაბას აკეთებ სულ გადაირიე?!-პირველად დამიყვირა ბათუმ.
-კიდე მე რას ვაკეთებ? კინაღამ ისარი გაგიყარე მუცელში!
-ახლავე წავალთ სოფელში!
-ბათუ რაგინდოდა? მთავარს ახლა თავი გახვრეტილი უნდა ქოდეს!
-მთავარს მე მოვკლავ,მე უფრო ბევრი მიზეზი მაქვს.
-ხოდა მოკალი მე აქედან დაგაზღვევ.
-ნერსემ,რომ გაიგოს,რომ აქ ხარ მართლა არვიცი რას გიზავს.
-იცის უკვე-შეხედე,თითით ვანიშნე ისრით დაჭრილ კაცზე ის ნერსეს ებრძოდა და მის ფეხებთან დავარდა ისარი დაინახა და ძებნა დამიწყო თვალებით ასე,რომ მიხვდა.
-სამასი კაცი მყავს მეც ჩავალ ბრძოლის ველზე და დავეხმარები ბიჭებს,შენკიდევ აქედან ბრძოლის დასრულებამდე წახვალ სოფელში და თავს ისე მოაჩვენებ ყველას თითქოს ეს პერიოდი სულ იქ იჯექი..ნერსე ომის მერე პირდაპირ შენთან მოვა ხო იცი.
-ვიცი,ვიცი.-ამოვიხვნეშე და მორიგ მტერს დავადგი თვალი.
-ბათუ..
-ხო.
-მიხარია,რომ ცოცხალი ხარ-გავუღიმე და ისარს ხელი გავუშვი.
მალე ბათუც გამოჩნდა თავისი არმიით ბრძოლის ველზე,ბათუმ ნერსესკენ გაიკაფა გზა და მის მხარდამხარ იბრძოდა მეც ვეხმარებოდი ორივე მათგანს.
დარწმუნებულიყავი,რომ ნერსე მომკლავდა,მაგრამ წასვლას მაინც არ ვაპირებდი.
-ქალბატონო ათანასია-უკნიდან ხმა შემომესმა მივტრიალდი და ჩვენი დაცვის ბიჭი დავინახე.
-იცი ალეკო ცოტა დაკავებული ვარ ახლა,მერე ვილაპარაკოთ.-ისევ ჩემს საქმიანობს დავუბრუნდი.
-ბატონმა ნერსემ გამომგზავნა იცის,რომ აქ ხართ და თქვენი მოძებნა დამაბარა.
-რაო ჩემმა საყვარელმა საქმრომ? ხელი მოკიდე და სახლში წაიყვანეო?!-არც შემიხედავს ისევ ვაგრძელებდი სროლას.
-დიახ,გთხოვთ მანქანაში ჩაჯექით.
-შენს ბატონს გადაეცი,რომ ჩემი წაყვანა ასეთი მარტივი არარის.
-მაპატიეთ,მაგრამ უნდა წაგიყვანოთ.-ჩემსკენ დაიძრა.
-ალეკო ნერსეს არუთქვამს,რომ თავდაცვა მასწავლა?
-დიახ,მაგრამ..
-არმინდა რამე დაგიშავო გთხოვ წადი.
ალეკო თავდასხმაზე გადმოვიდა ჩემი გათიშვა უნდოდა..პირველი მოძრაობით ავიცილე მისი სხეული ჩემი სისწრაფის და მოხერხებულობის წყალობით კი დიდ ქვაზე ავხტი და წელზე შემოვახტი,ალბათ ამ მომენტში იმდენად სასაცილო იყო ეს სცენა...პატარა გოგო მთასავით კაცს წელზე შემოხტომოდა და ეკონწიალებოდა.
ვცდილობდი ის ადგილი მომეძებნა საიდანაც ადამიანებს თიშავენ და ამის გამოს რამდენჯერმე ჩავარტყი კისრის და ყელის მიდამოში.
როგორც იქნა გაითიშა და მეც ძირს დავენარცხე.
-მაპატიე ალეკო,ხვალ ამ საქციელს გამოვისყიდი გპირდები.
სროლა განვაგრძე და ჩემდა საუბედუროდ მთავარმა შემნიშნა..თავის საუკეთესო ცხრა მებრძოლს რაღაც გადაუჩურჩულა და ოთხი მათგანი ჩემსკენ დაიძრა..ჯანდაბა..აქ,რომ ამოვიდნენ მეც მომკლავენ და ალეკოსაც..ისარი დავუმიზნე ერთ-ერთ მათგანს და ვესროლე,თუმცა ხმლით მოიგერია..სწრაფად ფარავდნენ მანძილს..ალეკოს დავხედე,საქორწინო ბეჭედი ეკეთა..არა ასე ვერ გავწირავდი ადამიანს რაღაც უნდა მომეფიქრებინა,მოვიფიქრე კიდეც,თუმცა ნამდვილი სიგიჟე იყო..მიდი ანასტასია ერთხელ ცხოვრობ,გაბედე ჩემს თავს შევუძახე ქვის უკნიდან გამოვედი და სწრაფად დავეშვი ბრძოლის ველისკენ..ოთხივე მე გამომყვა.
რათქმაუნდა ეს იყო ჩემი მიზანი,ალეკო ახლა უსაფრხოდ იყო,აი ჩემზე კი რა მოგახსენოთ.

ნერსე
გაშმაგებული ბრძოლა მიდიოდა ისარი,რომ შევნიშნე ლამის ჭკუიდან გადავედი,ეს ნასიას ისრები იყო..სწრაფად მიმოვიხედე და ვერ გავარკვიე სად იყო,ჯიუტი თხა,ხო ვუთხარი დარჩი მეთქი.
ისრები არ ჩერდებოდა ბოლოს ალეკო გავგზავნე,მაგრამ არ დაბრუნებულა,იმედიმაქვს,რომ ყველაფერი რიგზეა.
რამდენიმე წუთის შემდეგ შევნიშნე,რომ მთავრის დაცვას ოთხი კაცი აკლდა..დავინახე,როგორ მიდიოდნენ გორისკენ მივხვდი,რომ მთავარმა ისინი იქ გამიზნულად გაგზავნა.
ღმერთს შევევედრე,რომ იქ ნასია არ ყოფილიყო,თუმცა სულ მალე დავინახე როგორ ჩამორბოდა ბრძოლის ველისკენ.
ჯანდაბა ნასია რა ჩაიდინე!
ნასიამაც შემნიშნა და პირდაპირ ჩემსკენ აიღო გეზი,უკან ოთხივე დაცვა მოსდევდა..მისკენ გავიქეცი,მიწიდან შუბი ამოვიღე და დაცვისკენ ვისროლე.

ანასტასია
სწრაფად მივრბოდი ნერსესკენ,შუბმა ყურთან ჩამიწუილა და პირდაპირ თავში მოხვდა,ბათუმშინატკენი ფეხი მეორეჯერ გადამუბრუნდა და ძირს დავეცი,ეგრევე ვაპირებდი ადგომას,მაგრამ ვინ მაცალა ავიხედე და ჩემხელა ხმალი მოიქნია მებრძოლმა ჩემს მოსაკლავად თვალები დავხუჭე და ტკივილს დაველოდე,თუმცა ჩემი თვალების გახელის მიზეზი ყურისწამღები ხმლების ხმა იყო..თვალი გავახილე და მებრძოლის ხმალი ნერსეს ხმალს ჰქონდა შეჩერებული.
ნერსემ ერთი ხელი მოძრაობით მოიქნია ხმალი და მებრძოლს გულში გაუყარა,მკლავში მწვდა ფეხზე წამომაყენა და უკან დამიყენა.
ისარი ამოვიღე და ერთერთ მათაგნს ვესროლე,როგორც იქნა ჩემმა ისარმა მის აბჯარში შეაღწია და ძირს დაეცა,ნერსემაც მოიგერა ორივე მათგანი და ხმალი ბალახებს შეაწმინდა..შემდეგ კი მე მომიტრიალდა.
-კარგად ხარ?-ჩემი სახე ხელებში მოიქცია შუბლზე მაკოცა და ჩამეხუტა.
-აქ რას აკეთებ ნასია გამაგებინე ხო გითხარი სოფელში წადი მეთქი რატო არასდროს არმიჯერებ რატომ? რომ ვერ მომესწრო? მითხარი რამე რო დაგმართნოდა? ამაზე რატომ არფიქრობ?
-ხო მოასწარი? დამშვიდდი რა მე კარგად ვარ,დაჟე ალეკოც კი გავთიშე.
-რაა?
-ხო იქ არის-ქვისკენ გავიშვირე ხელი მაგიტომ გამოვიქეცი,რომ გზა ამებნია ამათთვის.
-აღარც კივიცი როგორ გეჩხუბო.
-ხოდა არმეჩხუბო-ლოყაზე ვაკოცე და ისარი მოვზიდე.
-ჩემს უკან იდექი და გვერდიდან არმომცილდე.
-არის უფროსო-გავიცინე და უკან გავყევი.
გარშემო წრესავით შემომერტყნენ ჩვენი მებრძოლები,წრეში ვიდექი და იქიდან ვისროდი ისრებს..გამარჯვება აშკარად ჩვენს მხარეს იყო.

ომი დასრულდა,ცოცხალი არავინ დაგვიტოვებია,ბათუ შვიდეულისკენ წავიდა,თუმცა იქ აღარავინ აღარ იდგა.
-გაიქცა ის ნაბ**არი-ცოფებს ყრიდა ბათუ.
-ბათუ ვინც გადარჩა მარინეს სოფელთან წაიყვანე..მეც ცოტახანში შემოგიერთდები-უთხრა ნერსემ.
-კარგი-ბათუ ცხენს შემოახტა და არმია ბრძოლის ველიდან წაიყვანა.
ნერსემ ხმალი ქარქაშში ჩაიდო და ჩემსკენ წამოვიდა..მშვილდი და ისრები ძირს დავყარე და მისკენ გავიქეცი..წელზე შემოვახტი და ჩავეხუტე..
-გახსოვს,რომ გითხარი ომის მერე რაღაცას გეტყვი თქო?
-კი მახსოვს,თუმცა მე დაგასწრებ..
-ხოო? აბა მითხარი-ხელში აყვანილი ვყავდი და ზემოდან ვუყურებდი.
-მე შენ მიყვარხარ ნასია..
-ვაა მეგონა შენთვის უბრალოდ ღირსების საკითხი ვიყავი.
-უყურე ეხლა ამას.
-კარგი ხო,მე ძალიან მიყვარხარ-გავიცინე..
ნერსეს ტუჩები ფრთხილად შეეხო ჩემსას..ყველა არეული ფიქრები,გრძნობები,დაბნეულობა თითქოს დალაგდა და ახლა თავს უბედნიერესად ვგრძნობდი..ძვლივს მოვწყდით ერთმანეთს..და ორივეს გაგვეღიმა.
-ახლა იცი,რომ ჩემთვის მხოლოდ ღირსება არხარ,შენ ჩემი სიყვარული ხარ.
გამეღიმა და ისევ მოვეხვია.
-როგორი რომანტიულია.
ცხენით მოგვიახლოვდა მთავარი ორ კაცთან ერთად,ერთ-ერთ მათგანს მშვილდისარი ეჭირა.
ნერსემ ხმალი ამოიღო.
-დამშვიდდი ჯიშკარიანო ყველაფერი ცუდი ჯერ წინ გაქვს.
-მორჩი ლაყბობას და აქედან დამეკარგე.-ტონი გაუმკაცრდა ნერსეს.
ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა მშვილდოსანმა ისარს ხელი გაუშვა და ისარი ჩემსკენ წამოვიდა,ნერსემ ვერ მოასწრო ისრის მოგერიება,ისარი არ მომხვდა,თუმცა მკლავზე პატარაზე გამკაწრა.
სისხლის წამომივიდა,ნერსე ჩემსკენ მოტრიალდა და ჭრილობას შეხედა.
-არაფერია კარგად ვარ,უბრალო ნაკაწრია-დავამშვიდე ნერსე და სისხლი მაისურით მოვიწმინდე.
-ეს გაფრთხილებად ჩათვალე ჯიშკარიანო! ყველაფერი ცუდი ისევ წინ გაქვთ.
ნერსე მთავრისკენ გაიქცა,თუმცა მთავარმა ცხენს მათრახი გადაჰკრა და იქაურობას მოშორდა.
ნერსე ჩემთან მოვიდა ნაჭერი ამოიღო ჯიბიდან და მკლავი შემიხვია.
-მაპატიე..
-კარგი რა,არაფერია მართლა-ხელი ლოყაზე ჩამოვუსვი და მოწყვეტით ვაკოცე.
-წამოდი წავიდეთ-ცხენზე დამსვა და თვითონაც ამოხტა.
სასახლეში ღამე მივედით..მარინე და ლილე უკვე იქ დაგვხვდნენ.
-შვილებო როგორ მიხარია,რომ კარგად ხართ-ჩაგვეხუტა მარინე.
მისაღებში შევედით ლილე და ბათუ ჩახუტებულები იჯდნენ დივანზე.
-გვრიტებოო.-დაუძახა ნერსემ.
ბათუ ადგა და ორივეს მოგვეხვია.
-ანასტასია გაიცანი ლილე,ლილე ანასტასია-ერთმანეთი გაგვაცნო ნერსემ.
-ბევრი კარგი რამ მსმენია შენზე ლილე.-გავუღიმე.
-მეც,მადლობა,რომ ჩვენს გამო თავი საფრთხეში ჩაიგდე.
-აბა რისვისვართ მეგობრები?
ლილე გადამეხვია.
ომისგან დაღლილები ვიჯექით და ერთმანეთს ველაპარაკებოდით კარგად გავიცანი ლილე,ძალიან საყვარელი და ნაზი გოგო აღმოჩნდა.
-წყალი მინდა,მოგიტანოთ ვინმეს?-გავხედე ყველას.
-აუ კი რაა-მითხრა ბათუმ.
სამზარეულოში გავედი წყალი დავასხი და ორი ჭიქით შევედი მისაღებში..უცბად თავბრუ დამეხვა,ცივმა ოფლმა დამასხა და ადგილიდან მოვწყდი,მხოლოდ ნერსეს ყვირილი გავიგონე.

პ.ს ესეც 11 თავი იმედიმაქვს მოგეწონებათ ბევრი ვიწვალე,რომ გამემრავალფეროვნებინა სიტუაცია,ველოდები თქვენს შეფასებებს და რეაქციებს.



№1 სტუმარი სტუმარი ლოლა

აუუუუ ვგიჟდები შენზეე, რა გოგო ხარრ, არ დაიგვიანო 12 თავიიი

 


№2 სტუმარი სტუმარი ანი

აი ძალიან კარგი იყო... მიყვარზ რა ეს ბრძოლოს სცენები და ეს გიჟური რითმი ძალიან მოუხდა ისტორიას..
დარუნებული ვარ მოწამლულუ ისარი იყო...
ის მთავარი მომაკვლევინა ნეტა რა
მალე დადე შემდეგი ველი მოუთმენლად

 


№3 სტუმარი ნათია41

მომეწონა ისტორია. თუმცა არ დაგიმალავ და გეტყვი რამოდენიმე ბარბარიზმს იყენებ ხშირად და ყურს ცუდად ხვდება(დაჟე) დამამახსოვრდა ყველაზე უხეშად. არ გინდა არ უხდება რაღაც აუფერულებს ისტორიას.

 


№4  offline წევრი anako

რა საკალელები არიაააან
როგორ მიყვარს მე ესენიიი,და კიდე ბათუ და ლილეც
ხომ გითხარი გააფრტხობინე სული მთავარსთქო?
როგორ მიშლის ნერვეეებს
ისე ნასიას რა დაემართა?
ანისი არ იყოს მეც მოწამლული ისარი მგონია
ხოდა არ მალოდინო ეხლა და გამრკვიე სიტუაციაში უცებ
მალე დადეე

 


№5 სტუმარი სტუმარი მარიამი

როდის დადებ შემდეგ თავს? :/

 


№6 სტუმარი teo

მალე დადე რა შემდეგი თავი ვგიჟდები ისეთი მაგაღი წასაკითხია...

 


№7 სტუმარი სტუმარი მარიამი

აღარ დადებ შემდებ თავს ? ://

 


№8  offline წევრი truelove

სტუმარი მარიამი
აღარ დადებ შემდებ თავს ? ://


ხვალ დაიდება

 


№9 სტუმარი teo

რამდენი დღეა ველოდები :( :(

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent