შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთებშია თავისუფლება (10) ომი


20-07-2019, 16:18
ავტორი truelove
ნანახია 3 101

მაშინ,როდესაც ახალგაზრდა წყვილი ბათუმში ნებივრობდა მთავარი ცოფებს ყრიდა და ყველაფერში ლილეს ადანაშაულებდა,გოგონა ჩუმად იდგა კედელთან ატუზული და შიშით კანკალებდა.
-შენი ბრალია! არაფერში არ გამომადექი! ბიჭმა,რომ დაგინახა ალბათ მაგის მერე მოკიდა იმ კახ*ას ხელი და გაიქცა.-სკამს წიხლი მიარტყა ფეხზე წამოფრინდა და ლილესთან მივიდა.
-მითხარი რა უთხარი?! უთხარი,რომ ძალით გაგაგზავნე ხო?-უყვიროდა.
-ცუდი არაფერი მითქვამს მამა-ტირილით უთხრა ლილემ-მე,რომ მივედი ისინი უკვე წასულები იყვნენ,მამამისმა მითხრა,რომ დილით წავიდნენ მე რა შუაშივა?-ტიროდა გოგონა.
-ლილე! ნუ მაიძულებ შენს მოკვლას,ვერაფერს გახდები ნერსეს ცოლად თუ არ გაყვები,ჯაბას შვილს გაგაყოლებ,თუ მასაც არ გაყვები სხვას მოვძებნი,შენი ბედი გათხოვებაა თანაც იმ ადამიანზე,რომელიც მე მინდა! მომინდომა აქ სწავლა,ახლავე აეთრიე შენს ოთახში და უკეთესი იქნება იფიქრო როგორ მოიპოვო ნერსეს სიყვარული.
ლილე სწრაფად აუყვა კიბეებს ოთახში შევარდა და კარებთან ჩაიკეცა..
-დედა რატომ დამტოვე ამ მონსტრთან? ასე რატომ გამწირე?-თავზე ხელს ისვავდა.-აღარ შემიძლია მისი ატანა..-მობილურს მივარდა და ბათუს დაურეკა.
-გისმენ ჩემო სიყვარულო-ბათუს ხმის გაგონებაზე ტანში თბილმა ტალღამ დაუარა და ცოტა დამშვიდდა,შეეცადა აკანკალებული და ნამტირალევი ხმა დაემალა.
-ბა..თუ როგორ ხარრ?
-მე კარგად,ხმაზე რა გჭირს?!-ლილე ბათუს რას გამოაპარებდა?
-არაფე..რი გავცივდი და..
-ლილე მორჩი ჩემს უშედეგო მოტყუებას და ახლავე მითხარი რამოხდა.-ბათუს ხმა დაეძაბა.
-არა..ფერი მართლა.-გოგონა არ ნებდებოდა.
-კარგი,მეთვითონ ჩამოვალ და გავარკვევ ეხლა.
-არა,არა გთხოვ-შეაჩერა ლილემ-მოგიყვები ოღონდ უნდა დამპირდე,რომ არაფერს არ მოიმოქმედებ და წყნარად შეხვდები ამ ფაქტს.
-გისმენ.
-მამაჩემი გაგიჟდა ბათუმის ამბავი,რომ გაიგო და დამემუქრა,რომ თუ ნერსე ცოლად არ მომიყვანდა ჯაბას შვილს გამაყოლებდა და საერთოდ ყველა ბიჭს ვინც ქალაქშია.-დაასრულა წინადადება ლილემ და ბათუს რეაქციას დაელოდა,ბათუ დუმდა შემდეგ კი მობილური გათიშა.

ღამე ნერსეს ყვირილმა გამაღვიძა.
-სად მიდიხარ?! ხოარ გააფრინე?! ახლავე გაჩერდი და დაიძინე!
ვიღაცას ეჩხუბებოდა,თხელი ხალათი მოვიცვი და კორიდორში გავედი,ბათუ და ნერსე რაღაცაზე გაგიჟებულები ჩხუბობდნენ.
-ხალხნო რა დაგემართათ მთელ სასტუმროს გაეღვიძება-მათ მივუახლოვდი და ბათუს სახე,რომ დავინახე მივხვდი,რომ საქმე ძალიან ცუდად იყო.-ბათუ რაგჭირს?! რახდება აღარ იტყვით?!
-მთავარი ლილეს ცოცხლად კლავს მანამ სანამ მე აქ ვისვენებ და ვერთობი,საერთოდ როგორ წამოვედი..იქ ერთი წუთითაც აღარ დავტოვებ,ახლავე ჩავალ და წამოვიყვან იმ ჯოჯოხეთიდან-ამბობდა ბათუ.
-ნახე რა! ისევ იგივეს იმეროებს-თავზე შემოირტყა ხელები ნერსემ.
-ბათუ დამშვიდდი,წამოდი და ოთახში გავარკვიოთ და დავგეგმოთ ყველაფერი-ხელი მოვკიდე და ოთახში შევიყვანე..ნერსემ კარი მიკეტა.
-შენ კარგად იცი,რომ შენსგამო სიკვდილსაც შევხვდებით მეც და ნერსეც,ისიც კარგად იცი,რომ სიყვარულისგამო ბრძოლა ყოველთვის ღირს,მაგრამ გააჩნია როგორ დაგეგმავ ამ ყველაფერს,კიბატონო ჩავიდეთ ახლა,შენ და ნერსე თქვენი ხმლებით მე ჩემი მშვილდისარით და თავს დავესხათ მთავრის სასახლეს,გავიტაცოთ მისი შვილი და ეს ყველაფერი მოვახერხოთ ხუთასკაციანი ამალის დამარცხების მერე. მოხდა შეუძლებელი და ეს შევძელით,წამოვიყვანოთ ლილე და...და სად მიგვყავს? ჩვენთან სახლში? სადაც მთავარი ათასამდე კაცს მაინც გამოგზავნის?! და ასეც,რომ არ მოიქცეს წესების მიხედვით სიკვდილით დაგსჯიან და ლილეს მამამისი ახალ ქმარს გამოუძებნის,ცოტა დაფიქრდი და დამშვიდდი გპირდები,რომ ლილეს დახსნაში დაგეხმარები,მაგრამ ყველაფერი დაგეგმილი უნდა გვქონდეს,სხვანაირად დავმარცხდებით.
ბათუ რამდენიმე წამი გაჩერდა შემდეგ წამოხტა და მაგიდა გადააყირავა,ნერსე კარადას მივარდა გამოაღო და ტანსაცმელების ჩემოდანში ჩატენვა დაიწყო.
-რას აკეთებ?-ნელა მივუახლოვდი.
-სახლში ვბრუნდებით,არვაპირებ ვუყურო როგორ ტანჯავს ნაბ**ვარი მთავარი ჩემს ძმას,ჩავალ და მთელ სასახლეს გადავუბუგავ!
ხელები თავზე შემოვილაგე,წინ დიდი უსიამოვნება გველოდა,ძალიან დიდი.
სულ რაღაც ნახევარ საათში უკვე ცენტრალურ გზაზე მივდიოდით.
ბათუს დამამშვიდებელი მივეცი და ჩაეძინა.
-ნერსე ახლა რაიქნება?
-ომი,მთავარი თავის ქალიშვილს ბათუს ნებით არ მიათხოვებს,ამიტომაც ძალით მოგვიწევს მისი მოტაცება,შენ დაცვასთან ერთად ახლო მდებარე სოფელში გაგგზავნი.
-ბატონო?! ძალიან გთხოვ მეც ნუ გამაგიჟებ ეხლა! არავითარ შემთხვევაში,არ წავალ! მეც ვიბრძოლებ.
-კი მაგჭკუაზე ვარ ზუსტად.
-ნერსე ნერვებს ნუ მომიშლი ძალიან გთხოვ!
-მოიშალე მერე,არ წამოხვალ.
-მაგასაც ვნახავთ!-ფანჯრიდან ვიყურებოდი და ცოფებს ვყრიდი.

ქალაქში,რომ ჩავედით უკვე დილა იყო,ნერსე და ბათუ მანქანიდან გადავიდნენ მეც ჩავედი და უკან გავყევი.
-ნასია მანქანაში იჯექი-შემომხედა ნერსემ.
-კი მაგჭკუაზე ვარ-გავაჯავრე და გვერდით დავუდექი.
-ღმერთო მოთმინება მომეცი..-ჩაილაპარაკა ნერსემ ხელი ჩამკიდა და ცალი ხელით ჭიშკარი შეაღო..აქ ადრეც ვყოფილვარ აქ შემომახვია ნერსემ ნაბადი.
შვიდი მმართველი თავის ტახტზე იჯდა,მთავარმა,რომ დაგვინახა ფეხზე წამოდგა.
-ოჰ,ჩვენი ქალაქის გვრიტები მოფრენილნან.-ცინიკურად თქვა და ჩვენს ჩაკიდებულ ხელებს შეხედა,ზემოთ კუთხეებში ორი კაცი მშვილდისრით იდგა და გვიმიზნებდა,ნერსემწინ გადამიდგა და თან ხელს პერიოდულად მიჭერდა.
-საყვარელი ქალის დაცვა გინდა,თუმცა ის პირდაპირ ჩემთან მოიყვანე.
-შენთან სხვა საქმეზე ვარ მთავარო!
-გისმენთ დიდი ყურადღებით.-ტახტზე დაჯდა და ფეხები გაშალა.
-შენი ქალიშვილის ხელი მინდა გთხოვო ჩემი ძმისთვის ბათუსთვის.
-რაა?-ფეხზე წამოვარდა და ბათუს შეხედა.-ჩემი ქალიშვილი ამ ქალაქის პრინცესაა შენ კი გინდა,რომ ცოლად მას შევრთო?-ანიშნა ბათუზე.
-მე თქვენს ქალიშვილს არაფერს მოვაკლებ და მას გავუფრთხილდები გპირდ...
-შეწყვიტეთ ეს ცირკი! როგორ ბედავთ აქ მოსვლას და მსგავსი რამის თქმას ჩემთვის?!-მშვილდოსნებმა მშვილდები დაჭიმეს,ვცდილობდი ნერსესთვის მენიშნებინა,ნერსე მიმიხვდა და ხელი მოჭერით სიმშვიდისკენ მომიწოდა.
-კარგი მთავარო,შენი ქალიშვილია და შენი გადასაწყვეტია.-თქვა ნერსემ და ჭიშკრისკენ შემოტრიალდა..ბათუ ფეხს არ იცვლიდა თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა.
ნერსემ ხელი მოკიდა და ისიც წამოიყვანა.
-ათანასია...-შემაჩერა მთავარმა,სამივემ გავხედეთ.-განანებ,რომ ამ ქვეყანაზე გაჩნდი.-ეს მუქარა საკმაოდ მოულოდნელი იყო ჩვენთვის,ნერსეს მთელი სხეული დაეჭიმა.
-სანამ მე ცოცხალივარ,ათანასიას თმის ღერიც არ ჩამოუვარდება,თუმცა სიკვდილის მერეც დავიცავ-შეუბღვირა ნერსემ და ჭიშკრიდან გამოვედით...მანქანაში ჩავჯექით,ცოტა ანერვიულებული ვიყავი მთავრის მუქარის გამო,თუმცა არ მეშინოდა.
-ნუ გეშინია,ვერაფერს დაგიშავებს-ხელზე მაკოცა და მანქანა დაქოქა.
-არ მეშინია..უბრალოდ ბათუზე ვნერვიულობ.
ბათუ თავისთვის იჯდა და სხვა სამყაროში იყო.
ნერსემ ეკლესიასთან გააჩერა,ჩვენც ჩავედით და ეკლესიაში შევედით,ზურა იქ იყო და ლოცულობდა ცოტახანი დაველოდეთ და როდესაც მორჩა ლოცვას მივუახლოვდით.
-მამა,მნიშვნელოვანი საქმე მაქვს.
-ასე სწრაფად რატომ ჩამოხვედით?
-წამოდი ყველაფერს აგიხსნით-ხელი დაარტა მხარზე.
-წამოდი ჩემო ვაჟკაცო.-გაუღიმა ამაყმა მამამ და ეკლესიის ეზოში გავედით.
ეკლესია მთებში იყო ჩამალული,მთებს ულამაზესი მდინარე ამშვენებდა..
-მამა აღარვიცი ბათუს რა მოვუხერხო..ძალიან ცუდადაა,მთავრის ქალიშვილი უყვარს..დღეს მის სასახლეში ვიყავით და ბათუსთვის ლილეს ხელი ვითხოვეთ,მაგრამ არ დაგვთანხმდა,მეტიც ათანასიას დაემუქრა.
ზურამ წარბები შეკრა და დაფიქრდა.
-ახლა სად არის ბათუ?
-მანქანაშია ცოცხალია,მაგრამ შინაგანად მკვდარია..მამა ის გოგო უნდა მოვიტაცოთ.
-ღმერთი არ გაგიწყრეთ და მეორეჯერ ეგ აღარ იფიქროთ!-მტკიცედ უთხრა ზურამ.
-მამა ბათუს ასეთ მდგომარეობაში ვერ დავტოვებ..ბათუმიდან პირდაპირ მიდიოდა ამის გასაკეთებლად,მაგრამ იმ პირობით შეჩერდა,რომ ჯართან ერთად დაიხსნიდა.
-შვილო..ეს სამოქალაქო ომი იქნება ამას თუ ხვდები? ჩემი არმია დაახლოებით იმდენივე რამდენიც მთავრის,მაგრამ ეს ხალხის დაპირისპირებას გამოიწვევს,ასე ვერ გავრისკავთ.
-მაშინ მარტო წავალ-ეზოში ბათუ გამოჩნდა.
-მოდი შვილო ჩემთან-ხელი გაუწოდა ზურამ.-ბათუც მივიდა,შეხედა და მუხლებზე დაეცა.
-გემუდარები ბიძია,მიყვარს ის გოგო,იმ ჯოჯოხეთიდან უნდა გამოვიყვანო და თუარ დამეხმარებით არაუშავს,მაგრამ მე უნდა წავიდე..არმიას არ გთხოვთ მხოლოდ დალოცვა მინდა თქვენგან-ხელზე აკოცა და ცრემლი ჩამოუგორდა.
ქალაქის მამა უყურებდა ცრემლები თვალებზე ადგა,მე ამ სცენის შემყურე ორ რამეში დავრწმუნდი..პირველი:ზურას ისევე უყვარდა ბათუ,როგორც ნერსე და მეორე:ამ ომში ბათუს აუცილებლად უნდა გავყოლოდი.
ნერსეც დაიხარა ბათუსთან და მხარზე დაარტყა ხელი.
-შენს გვერდით მიგულე პატარა ძმაო,მე მოგყვები თუ შენ მოკვდები მეც მოვკვდე თუარადა მთავრის სისხლით გავაფერადოთ მინდორველი.
-სისულელეებს ნუ ლაპარაკობთ,თქვენ ჩემი სულის ნაწილები ხართ,რაზეც თქვენ ლაპარაკობთ ეს თვითმკვლელობაა და არა ბრძოლა,ნერსე! შეკრიბე ჩვენი არმია..თქვენ ჩემი შთამომავლები ხართ,თქვენთვის მომინდია ჩემი ხალხის სიცოცხლე.
ბათუს სახე გაუნათდა.
-მადლობა მამა..-ორივე გადაეხვია გამზრდელ მამას.
ამ სიტუაციიდან გამომდინარე ცრემლები ვეღარ შევიკავე.
-რა გატირებს რატომ მოიწყინე მშვენიერო..-ახლა მე შემომხედა ზურამ.
ბიჭებმაც გამომხედეს..
-არაფერი უბრალოდ გულიამიჩუყდა.-გავიღიმე და ცრემლები მოვიწმინდე.
ზურა ადგა და მომეხვია..
-შენც ისევე მიყვარხარ როგორც ესენი,სულ ამხელა იყავი,რომ გნახე-თუთებით მანიშნა და თმაზე ხელი გადამისვა-ეჰ წესით ახლა შენი ნათლია უნდა ვიყო.
-კიდევ კარგი არხარ-ჩაიცინა ნერსემ და აყვა ბათუც.
-აბაა,თორემ ასეთი ლამაზი რძალი არ მეყოლებოდა.-გაიცინა ზურამაც-თქვენთვის ვილოცებ შვილებო,ფრთხილად იყავით,ღმერთი ძლიერია ის კი თქვენს გვერდში იდგება.
წამოსვლისას პირჯვარი გადაგვწერა და თავის სამლოცველოს დაუბრუნდა.
სახლში,რომ დავბრუნდით მარინეს თან გაუხარდა თან დაპანიკდა ასე სწრაფად რატომ ჩამოხვედითო..მარინეს ყველაფერი მოვუყევი,თუმცა ოდნავადაც არ დაეტყო შიში.
-ეჰ შვილო რაც დავიბადე იმის მერე იმდენ ომს შევესწარი აღარაფერი მიკვირს..არ შეგეშინდეს მე,შენ და მოახლეები ჩემს სოფელში წავალთ.
-არა ქალბატონო მარინე,მე არმეშინია და არც სხვაგან წასვლას ვაპირებ..
-აქ ვისთან უნდა იყო ყველა კაცი ომში იქნება.
-მეც ომში წავალ.
მარინემ სახეზე შემოირტყა ხელები.
-რას ამბობ შვილო,შენ არიცი იქ როგორი დაუნდობელი ბრძოლაა,ერთ წამში გამოგასალმებენ სიცოცხლეს.
-ბრძოლა კარგად ვიცი ქალბატონო მარინე.
-ნერსეს ეგ არ გააგონო,თორემ საერთოდ გაგიჟდება.
-იიცთ არ გეწყინოთ,მაგრამ სულაც არმეშინია თქვენი შვილის გაგიჟების-ორივეს გაგვეცინა და ყავა მოვსვით.
-ბიჭები სად არიან?-მკითხა მარინემ.
-ბიჭები კაბინეტში სტრატეგოსებს ელოდებიან.
-ვაიჰ ღმერთო შინ მშვიდობით დააბრუნე ყველა ვაჟკაცი.
-წავალ ვნახავ რას შვრებიან.
კიბეები ავირბინე კაბინეტის კარი ღია ქონდათ..ორივე მობილურებზე იყო ჩამოკიდებული ბათუ ლილეს ამშვიდებდა და თხოვდა სწრაფად მომზადებულიყო,ნერსე ჯარისკაცების უფროსს ელაპარაკებოდა საბრძოლო აღჭურვილობაზე,მაგიდაზე რუკა და სტრატეგია ედოთ.
როგორც იქნა დაასრულეა ნერსემ ლაპარაკი და შემომხედა.
-რამშეაწუხა ჩემი ცოლი?-გამიღიმა და ჩემთან მოვიდა.
-ჯერესერთი საცოლე და მეორე ომში მეც მოვდივარ და მინდა,რომ იცოდე.
-არ დაიწყო ისევ ნასია.-შებრუნდა და მაგიდას მიუჯდა.
-ნერსე აბა ბრძოლა რისთვის მასწავლე?-ახლა მე მივედი მასთან.
-თავდაცვისთვის და არა თავდასხმისთვის.
-ხო მაგრამ თუ შემიძლია თავდასხმა ეს რატომ არუნდა გავაკეთო?-უკვე ვყვიროდი.
-იმიტომ,რომ..
-ხო ნერსე რატომ? ხო ხედავ ვერ მპასუხობ ბათუ ამ დღეშია და მე მშვიდად ვიჯდე სადღაც სოფელში? ჩემი საერთოდ არ გესმის..-ნაწყენმა ჩავილაპარაკე და კორიდორში გავვარდი..
-ნასია!-გამომეკიდა ნერსეც და წინ დამიდგა.
-რაგინდა რა!
-არშემიძლია შენი იქ წაყვანა გთხოვ გამიგე..-ჩემი სახე ხელებში მოიქცია.
-რატომ?
-იმიტომ,რომ თუ იქ იქნები ბრძოლაზე კიარა შენს დაცვაზე ვიქნები კონცენტრირებული,რამე რომ დაგიშავდეს ჩემს თავს არასდროს ვაპატიებ,შენ ჩემთვის ძალიან ძვირფასი ხარ..ამიტომ ვერ წაგიყვან და არა იმიტომ,რომ შენს შესაძლებლობებში ეჭვი მეპარება.-ძალიან ძლიერად ჩამეხუტა,ხარბად ვსუნთქავდი მისი კანის სუნს,იქნებ ეს დღე უკანასკნელი იყო ჩვენს ისტორიაში? ომი ხომ თამაში არარის,ომში ან კლავ ან გკლავენ.
-სიკვდილი არ გაბედო გაიგე?!-ავხედე და ცრემლები უნებურად წამომივიდა.
მან ცერა თითებით მომწმინდა ცრემლები და გულში ისევ ძლიერად ჩამიკრა..
-იქამდე სანამ შენ მყავხარ,მე ვერ მოვკვდები.
მთელი დღე ნერსეს დავყვებოდი,ვუყურებდი როგორ ავარჯიშებდა ბათუს,როგორ განიხილავდა სტრატეგიას,როგორ იღიმოდა,ჩხუბობდა..ვცდილობდი მისი ყველა ნაკვთი და მიმიკა სამუდამოდ დამეტკეპნა ჩემს გონებაში,მისი მზერა ასე თამამად,რომ ჩაგხედავდა სულში..ეს ადამიანი იმდენად შემიყვარდა,რომ მის გარეშე სიცოცხლეც დამავიწყდა.

მოსაღამოვდა. ყველაფერს გავიღებდი ოღონს ეს დრო არ დამდგარიყო..შიში ნელნელა იპყრობდა ჩემს სხეულს,შიში,რომელიც ნერსეს წასვლას მოყვებოდა. არმია უკვე მზად იყო..ჭიშკართან შეგროვდნენ..ნერსე ეზოში იდგა და ჯერ კიდევ გასცემდა ბრძანებებს.
-ნერსე..-მივუახლოვდი და სევდიანად შევხედე.
-არგინდა ნასია,გთხოვ შენი ცრემლები აღარ დამანახო.
მასთან მივედი და ისე ჩავეხუტე,როგორც არასდროს არავის ჩავხუტებივარ ხელები მჭიდროდ შემომხვია და ჩახუტებისგან ხელში ამწია.
-ნერსე მე შენ-ლაპარაკი დავიწყე და მაშინვე დამსვა და მთელი ყურადღება ჩემსკენ მომართა.
-შენ მე რა?
-ომის მერე გეტყვი-გავიღიმე და ტუჩთან ახლოს ვაკოცე,მისმა წვემა ისევ დამჩხაპნა.
-კარგი იყოს ეგრე,სოფელში რო ჩახვალ მომწერე.
-კარგი..თქვენ რამდენხანში მოხვალთ?
-ღამის სამ საათზე დავიწყებთ თავდასხმას,ალბათ გამთენიისას.
-კარგი..ბათუ სად არის?
-იქ დგას-ხელით მანიშნა და მეც მისკენ წავედი.
-ბათუუ აბა ჭკვიანად იცოდე-თმა აცუჩეჩე და მოვეხვიე,ი-იცოდე თუ ვინმეს თავს მოაკვლევინებ ან დააჭრევინებ შენს ყველა ცხენს გავყიდი და კიდე შენს საყვარელ პერანგებს სათითაოდ დავჭრი.
-შევთანხმდით-მანაც შემომხვია ხელები.
ნერსე ცხენზე ახტა გასვლისას ერთხელ გადმომხედა და ღიმილით გავიდა ჭიშკრიდან,როგორც კი თვალს მოშორდნენ ჩავიკეცე და ტირილი დავიწყე..ნახევარი საათი მაინც ვიქნებოდი ასეთ მდგომარეობაში,შემდეგ ოთახში შევედი შარვალი ამოვიცვი და კაბინეტში შევვარდი.
როგორც იქნა რუკა მოვძებნე ავიღე და იარაღების საეყობში შევვარდი.
მშვილდი და ბევრი ისრები ავიღე ცხენს შემოვახტი და ბრძოლის ველისკენ გავეშურე.


მთავარს არმია ჭიშკართან ეყენა,ლილე აკანკალებული ტენიდა ჩემოდანში ნივთებს.
დედამისის სურათი აიღო..
-მაპატიე დედიკო..-ცრემლები წამოუვიდა-მაპატიე,რომ იმ დაწყევლილ დღეს ვერდაგიცავი და შენთან არვიყავი.
სურათი ფრთხილად ჩადო ჩემოდანში შეკრა და ბათუს ზარს დაელოდა.



№1  offline წევრი anako

ვაიმეეეე მთავარი მაღიზიანებს
მძულს ეგ დებილი,დეგრადირებული,უთავმოყვარეო,უნამუსო,შტერი,არაადამიანი,ეგ..ეგ..არარ დავამთავრებ ისე ვარ გაბრაზებული რომ არ მეკარებიან სახლში ახლოს joy joy
წარმატებები ცვენს ბიჭებს და გოგოს
იმედია ჩააძაღლებენ მთავარს
თორემ დამაწყდა ნერვები და სმწრი აშენებული ფსიქიკა
ძაან კაი თავი იყო
ლილე კი მაგარი გოგოა ასეთ მამას რომ უძლებს
მოკლედ იცი რომ ძაან მომწონს ეს ისტორია და წარმატებებიიი

 


№2  offline წევრი truelove

power
ვაიმეეეე მთავარი მაღიზიანებს
მძულს ეგ დებილი,დეგრადირებული,უთავმოყვარეო,უნამუსო,შტერი,არაადამიანი,ეგ..ეგ..არარ დავამთავრებ ისე ვარ გაბრაზებული რომ არ მეკარებიან სახლში ახლოს joy joy
წარმატებები ცვენს ბიჭებს და გოგოს
იმედია ჩააძაღლებენ მთავარს
თორემ დამაწყდა ნერვები და სმწრი აშენებული ფსიქიკა
ძაან კაი თავი იყო
ლილე კი მაგარი გოგოა ასეთ მამას რომ უძლებს
მოკლედ იცი რომ ძაან მომწონს ეს ისტორია და წარმატებებიიი



მადლობა ყოველთვის ასეთი გამხნევებისთვის და მოტივაციისთვის ❤️❤️❤️

 


№3 სტუმარი ნნზნზ

ღმერთოოოო ძალიან მაგარიაააა....
საოცრებაა...
იმედია ყველაფერი კარგად ჩაივლის.


არ მინდა ჩემ ნერსეს რამე მოუვიდეს :(
მალე დადე რა

 


№4 სტუმარი სტუმარი მარიკა

მალე დადეთ შემდეგიი????

 


№5 სტუმარი სტუმარი ლოლა

ვაიმეეე ვინამაც ახა ამ მოთხორბის 11 ნაწილი მალე არ დადოს ის იყოს კუ :D :D ნუ დაგვტანჯავვ რა... მალე დადეე გთხოვ, გ თ ხ ო ვ !!!!

 


№6  offline წევრი Maia G.

ამ ადგილას გაწყვეტა იქნებოდააა :D :D
ძალიან კარგი თავი იყო,ველი შემდეგს❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent