შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემდეგ...(დასასრული)


23-07-2019, 05:00
ავტორი Stranger things
ნანახია 2 536

საღამოს ვახშმისთვის ვემზადებოდით, მე საჭმელს ვაკეთებდი დემნა პროდუქტებს ჭრიდა, უცებ რომ წამოუარა რაღაცამ, ხელი მომხვია, ჭრას თავი ანება და კალთაში ჩამისვა.
-დაიწვება...-სიცილით ვცადე ადგომა მაგრამ ვინ დაგანება, გაზი ერთი ხელის მოსმით ჩააქრო და იმდენი მკოცნა სულ დამიწითლა კისერი და ლოყები.
-ვაიმე...კარგი ნუ მკოცნი, საჭმელი.-ვიცინოდი და მაინც ადგომას ვცდილობდი იმის მიუხედავად რომ ახლა აქ ჯდომაზე მეტად არაფერი მინდოდა.-რა მართლა ახალდაქორწინებულებით ვიქცევით.-მეცინებოდა.
-თუ შენი კოცნა მინდა და ერთ ნაბიჯში ხარ სტერეოტიპი რა შუაშია?-ახლა ტუჩებზე მაკოცა მოწყვეტით და ფეხზე წამომაგდო.-წადი მოშორდი, აღარ დამენახო... ხუთი წუთით.-დააყოლა სიცილით.
-შენ, ნამეტანი მშვენიერ ხასიათზე ხარ...-გამეღიმა.
-შენც ძალიან ლაღად ხარ, ბოლოსდაბოლოს ესე გჯერა თურმე სტერეოტიპების დედამთილმა ნახელავი რომ უნდა შეგიფასოს არ გენერვიულება მაინც?-ისე სერიოზულად მეუბნებოდა დავიზაფრებოდი, რომ არა ღიმილი ტუჩის კუთხეებში რომ უხტოდა... მხოლოდ მაშინღა მივხვდი კიროვას დედად რომ თვლიდა.
-პირველად კი არ მიფასებს ნახელავს დედამთილი.-ვუთხარი სრული სერიოზულობით , ისე გამომივიდა თითქოს სხვა დედამთილიც მყოლოდა, წარბაწევით რომ შემომხედა მაშინღა დავაყოლე.-კიროვას იმდენჯერ უნახავს ჩემი გაკერილი ჭრილობა.
-იმედია ჭრილობებს უკეთესად კერავ.-დასერიოზულებული სახით ჩახედა წვნიანს.
-საჭმელს დაანებე მშვენიერია.-მივხდი რომ სულ ტყუილად მიშლიდა ნერვებს.- დიდი ხანია იცნობ კიროვას?
-უნივერსიტეტში დამიანე რომ გავიცანი და დავმეგობრდით ჯერ კიდევ პირველ კურსზე ვიყავი.- დაიწყო რამდენიმე წუთის შემდეგ.- დამიანე ხომ მიყვარდა მაგრამ აი დინა დეიდა რომ გამაცნო მერე ვეღარ ვხვდებოდი შვილთან უფრო კარგი ურთიერთობა მქონდა თუ დედასთან, ყოველთვის მეორე შვილად მთვლიდა, არასდროს მქონია დედობრივი სითბო გამოცდილი მაგრამ ის სიცარიელე რაც ყოველთვის იყო ჩემ სულში, მასთან ყოფნისას ქრება.-გამიღიმა.- ვიცი რომ ცოტა უცნაური იქნება მისი მიღება როგორც ოჯახის წევრი მაგრამ ვიცი ერთმანეთს გაუგებთ.-მის თავლებში იმხელა სითბო იყო, წამით ადგილს მივეყინე ერთიანად გამთბარმა ჩამოვუსვი სახეზე ხელი და მისი გრილი კანის შეხებისგან გამაკანკალა, დემნა ჩემთვის ჯერ კიდევ გამოქანდაკებულ-სახიანი სრულყოფილება იყო, რომლის თითოეულ შეხებაზე სუნთქვა მეკვროდა.
-კარი.-ხელი დამიჭირა, მოლურჯო ვენაზე მაკოცა კანის შიგნიდან რომ ფეთქავდა და ფეხზე წამოდგა.
მისაღებში გასულ კარში ლილე რომ დამხვდა საოცრად გამიხარდა, იმის მიუხედავად რომ სულ ორჯერ მყავდა ნანახი და ნორმალურად ვერც კი ვიცნობდი მივხვდი რომ მომნატრებოდა, მისკენ გავიწიე და ხელები მოვხვიე.
-გამარჯობა.-ჩემი ჟესტი ესიამოვნა და თვითონაც მომეხვია.-ადრე მოვედი, ვიფიქრე დაგეხმარებოდით.
-ძალიან კარგი მაგიდაა გასაწყობი.-დავასაქმე მაშინვე და სიცილით გავედით სამზარეულოსკენ.-ბაჩი სადაა?
-ქვევითაა, სანამ ამოვიდოდი მარიამთან შევიარეთ, ცოტა ხანში ამოვლენ.
-მარიამთან?-გამიკვირდა ჩემი დაქალის ხსენება.
-ჰო, დავმეგობრდით.-ოდნავ აწითლდა, ვგიჟდებოდი ამ გოგოს სიმორცხვეზე ისეთი საყვარელი იყო.-დაახლოებით ერთი კვირის წინ დემნას კომპანიაში დავიწყე მუშაობა და მარიამს ვიცინებდი მხოლოდ, ისე დამეხმარა ყველაფერში...-სამზარეულოში შემოსულ დემნას გახედა.
-მოევედიით!-კარში მარიამი და დაჩი შემოვიდნენ ბავშვი მაშინვე ჩემისკენ გამოიქცა „თეკლა ექიმოს“ ძახილით და მაგრად მომეხვია . მეც მონატრებულს ტკბილად დავუკოცნე ლოყები და წამითაც აღარ მოვიშორე გვერდიდან.
მალევე მოვიდნენ კიროვა და დამიანეც, მარიამი ყველაფრის მიუხედავად შემზადებული დავახვედრე, მალად ისე ვერ გავწირე რომ არ მეთქვა მაინც, მართალია თვითონ არ მოერიდა ჩემ გაწირვას და იმ წამს მოყუდებული წყალი ისე გადასცდა ნამდვილად დავფიქრდი იმაზე რომ სჯობდა საერთოდ გამეშვა აქედან. ხომ ვიცოდი არაა რომ არ აღიარებდა მაგრამ ისე მოსწონდა გიჟდებოდა, ერთადერთ ხელის შემშლელი ფაქტორი კი დამიანეს მექალთანეობა იყო.
კიროვამ მაშინვე გამაფრთხილა რომ დინა დეიდა დამეძახა, სახლში იმდენად განსხვავებული იყო მეგონა იმ დღეს გავიცანი, ჩვენი დაქორწინების ამბავი ისე გაუხარდა ატირდა კიდეც, ლილემაც ვეღარ მოითმინა და თვალცრემლიანი გადაგვეხვია. იმ საღამოს ვიგრძენი რამხელა სიამოვნებაა საყვარელი ადამიანებისთვის შენი ბედნიერების გაზიარება, მათთვის ვისაც ისე უხარიათ როგორც საკუთარი ბედნიერება გაუხარდებოდათ. ისიც გადაწყვეტილი გვქონდა რომ სოფელში შემდეგ კვირას წავიდოდით და სათითაოდ ჩემ ორივე ოჯახს, დემნა ჩემს ხელს ოფიციალურად სთხოვდა...და მაინც, საოცრად მაინტერესებდა ნათლია და მამა როგორ მიიღებდნენ.
უკვე გვიანი იყო ბაჩის მეორე სართულზე ერთ-ერთი საძინებელში ეძინა, ჩვენ ჯერ კიდევ ვლაპარაკობდით და ჩაის ვსამდით. საოცარ სიმშვიდეს ვგრძნობდი ყველა ბედნიერი სახით იყურებოდა, თუ მარიამს არ ჩავთვლიდით რომელიც ასე მხოლოდ მის გვერდით როგორც მივხვდი სპეციალურად მიმჯდარ დამიანეს უბღვერდა.
-მესმის რომ გიყვარვართ მაგრამ სულ ტყუილად ჩამომისხედით.-გვითხრა სიცილით კიროვამ.- წადით გაერთეთ ძლივს მოიცალეთ ყველამ ერთნაირად.
-დედაჩემი მართალია.-გაეცინა დამიანეს, საოცრად გავდა დედამისს კიროვას დახვეწილ ნაკვთებს იმეორებდა მაგრამ თავისი მამაკაცური მომხიბვლელობა კიდევ უფრო სიმპათიურ იერსახეს აძლევდა.-აღარც კი მახსოვს ბოლოს ასე როდის ვისხედით და ყველას ერთნაირად გვეცალა.
-გოგას დავურეკავ და ჩემთან კლუბში წავიდეთ.-თქვა დემნამ.
-ძალიანაც კარგი, მე კიდევ ბავშვს ჩავიბარებ და ჩემთვის წყნარად დავისვენებ.- გვითხრა კიროვამ.
-არაა საჭირო, მე მაინც არ დავდივარ ხოლმე...-მაშინვე მიუბრუნდა ლილე მაგრამ კიროვას სახე რომ დაინახა შეწინააღმდეგება სულ გადაიფიქრა, გამეცინა, ნაცნობი სახე იყო.
- მოვემზადებით და ხუთ წუთში აქ ვართ.-თქვა მარიამმა და ფეხზე წამოდგა.- წამო ლილ.-ხელი ჩაკიდა გოგოს და უკან გაიყოლა.
უკან გაყოლას ვაპირებდი, დემნამ ხელი რომ წამომავლო და საძინებელში ჩემთან ერთად შევიდა, გამეცინა.
-მაკიაჟის გაკეთება არ ვიცი ნორმალურად.- მარიამთან გაქცევა ვცადე.
-მე გაგიკეთებ.-მხრები აიჩეჩა.-წახვალ?-ჩაიცინა მაგრამ მაინც მკითა.
-არაა, რასაც ვიცი იმას გავიკეთებ.
ღიმილით ვუყურებდი აბაზანიდან საძინებელში როგორ მოძრაობდა, კაბა რომ გავიხადე და ვაპირებდი მეთქვა აქეთ არ გამოსულიყო ზუსტად იმ დროს ჩამიარა, მშვიდად მაკოცა მხარზე გავლისას და ისევ აბაზანაში გაუჩინარდა, თავი გავაქნიე, მე უბრალოდ ვგიჟდებოდი ამ კაცზე.
კლუბში მისულებს მაკომ რომ გვახარა ორსულად ვართო, სულ გადაგვავიწყა ჩვენი ამბავი, აი დიჯეიმ რომ გამოაცხადა მივულოცოთ ჩვენი კლუბის მეპატრონე ქორწინდებაო და იმ წამს დაბრუნებულმა მარიამმა რომ გამიცინა „ღირსი ხარ, როგორც დამიანე მომიბრძანე ისე გადაიტანე ეხლა კივლებიო“ სახით, მერე შევხედე მაკოს, ჯერ გაკვირვებული სახით იჯდა...ეჰ მთელი სიცოცხლე ვერ ამოვალ ამისი ყბიდან შენი დაქორწინების ამბავი დიჯეისგან გავიგეო...ასე ვფიქრობდი მაგრამ უცებ მაკოს სახეზე ცრემლები რომ დაიღვენთა მანდ მე კიდევ უფრო მეტად დავიბენი...ეჰ ჰორმონები. მომიჯდა და მეფერა შენ რაღა გათხოვებდა მე კარგი არ მქონდა ტვინი მაგრამ შეენოც?
მაკო გოგასთან რომ გადავიდა შენ რას მოგყავდი ცოლად დედა და მამა რომ მენატრება ეხლა რაღა გავაკეთოო?.. აი მანდ მივხვდი რომ ცოტა ხნით გარიდება ჯობდა, დემნას რამდენიმე წუთით საქმეზე გასვლა მოუწია კაბინეტში მე კიდევ ბარს მივუჯექი, ვუყურებდი როგორ მივიდა სხვა ბიჭთან მოცეკვავე მარიამთან დამიანე გამწარებული სახით... უცნობი რომ წამში ააორთქლა, გოგოს ხელი მოკიდა და კლუბიდან გავიდნენ, ესეც რომ დამყოლად გაჰყვა ჩარევა გადავიფიქრე და ღიმილით მოვსვი უალკოჰოლო კოქტეილი.
-ლამაზი ბეჭედია.-მომესმა უცნობი ქალის საოცრად მშვიდი და ხავერდოვანი ხმა.
ხმის პატრონისკენ გახედილს, მეტყველების უნარი დამეკარგა იმდენად კამაზი ქალი მედგა წინ, დაახლოებით 40-45 წლის იქნებოდა, წითელი თქმა და საოცარი თვალები ჰქონდა...ისეთი ღრმა თითქოს კაცობრიობის ცოდვებს მხოლოდ ისინი იტევსო.
-ნიშნობისაა.-ჩემს ბეჭედს დავხედე.-მადლობა.
მომინდა მასთან საუბარი გამეგრძელებინა.
-მეპატრონის საცოლე?-დიჯეისკენ მანიშნა.
-ჰო.-თავი ჩავხარე და წოდებაზე გამეღიმა.-თეკლა.-ხელი გავუწოდე.
-ძალიან სასიამოვნოა.-გამიღიმა და ხელი ჩამომართვა.
კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა დემნა რომ მოგვიახლოვდა და მითხრა რომ მივდიოდით.
-ნახვამდის.-ქალს დავემშვიდობე.
-ნახვამდის თეკლა, გილოცავთ.-დემნას გაუღიმა, ამოისუნთქა და გაგვიღიმა.-ყოველთვის ტვინს დაუჯერეთ, ის სწორ კავშირს იპოვის გულსა და გონებას შორის.
დაგვლოცა... მივხვდი რომ მთელი გულით გვითხრა...მან ასე დაგვლოცა.
-იცნობ?-მკითხა დემნამ.
-ამ წამს გავიცანი.-თავი გავაქნიე.-რა კარგი ქალი იყო არაა? თან რა ლამაზი თვალები ჰქონდა.
-ძალიან.-დამეთანხმა და ჩემთან ერთად გავიდა კლუბიდან, დანარჩენები უკვე მანქანებთან იყვნენ დავემშვიდობეთ და მხლოდ მაშინღა გავშორდით კლუბის ტერიტორიას.
გზაში მარიამს დავურეკე, როგორც მითხრა დამიანე და თვითონ უკვე დინა დეიდასთან ერთად იყვენენ სახლში, თან დააყოლა რომ დანარჩენს მერე მეტყოდა და მეც აღარ ჩავძიებივარ, იმის მიუხედავად რომ ხმაზე შევატყვე საოცრად ბედნიერი იყო.
სახლში მისულებმა მარიამი გავაცილეთ, მე და ლილე კი დინა დეიდასთან ერთად მაშინვე ბაჩის ოთახისკენ წავედით, ბიჭებს როგორც დამიანემ თქვა საქმე ჰქონდათ და დემნას კაბინეტში შევიდნენ.
პატარა მაიმუნი კარის ხმაზე გამოფხიზლდა და წყალი მოითხოვა, ჩემს დანახვაზე კი ხელები გამოიწვდინა რომ ჩავხუტებოდი. დიდ ხანს ვეფერე პატარას, ლილემ წყლის მოტანა რომ დაიგვიანა ბავშვი კიროვას დავუტოვე და ოთახიდან გავედი.
-არ მოეშვება ის ნაბ**ვარი, დღეს თუ არა ხვალ კიდევ უფრო მეტს გაამწარებს, ნუ მთხოვ!-დემნას ხმა იყო, საშინლად გაბრაზებული ტონს ვეღარ აკონტროლებდა.
ტირილის ხმა გვიგე შემეშინდა და იქით წავედი საიდანაც ისმოდა, კაბინეტში ისხდნენ ლილე დემნას ეხუტებოდა და მოთქმით ტიროდა, შეშინებული მივუახლოვდი ვერაფრით ვხვდებოდი ასე უცებ რა მოხდა.
-გეხვეწები დემნა, არ გვინდა...დიდი ხნის წინ იყო ....საშიშია.-ტიროდა და მაგრად ეკვროდა ბავშვობის მეგობარს.
- ლილე, ხომ იცი არა...ეს მხოლოდ შენზე აღარაა, ის...ჯანდაბა, ახლა თუ არა ეს ყველაფერი კიდევ გაგრძელდება.- საშინლად ოყო გაბრაზებული მაგრამ თან ვხვდებოდი როგორ ცდილობდა წყობიდან არ გამოსულიყო.
-დემნა...-დავიწყე და ერთიანად აწითლებულ ლილეს ხელი მოვკიდე.-დამშვიდდი.-ახლა მე მომეხუტა.
-თეკლა, შენ მაინც უთხარი... გეხვეწები.-არ ჩერდებოდა გოგო.
-კარგი, ყველაფერი კარგად იქნება.-ვერ ვხვდებოდი რატომ ვაწყნარებდი მაგრამ ვხვდებოდი რომ ნელ-ნელა მეც მეპარებოდა ხმაში ნერვიული ნოტები.
-ხო მართალია, შენ დაგიჯერებს.-უცებ შემომხედა ,გამშორდა, აქამდე ჩუმად მდგარ დამიანეს ხელი ჩაავლო და კაბინეტის კარი ხმაურით გაიხურა.
ვერაფრით ვხვდებოდი რა შეიძლება მომხდარიყო.
-დემნა.-ბიჭს შევხედე რომელსაც თვალები ჩაწითლებული ჰქონდა...აქამდე ვერ შევამჩნიე.
-არ ინერვიულო.-მაშინვე მომხვია ხელები.- ყველაფერს მე თვითონ აგიხსნი.
-საერთოდ რა ხდება?-თავი მხარზე ჩამოვადე, ასე მასთან ჩახუტებული იმხელა სიმშვიდეს ვგრძნობდი წამის წინ მომხდარიც კი ნელ-ნელა იცრიცებოდა.
-მოდი.- გამშორდა, დივანში ჩაჯდა მე კი კალთაში ჩამისვა და ახლა ასე მიმიხუტა.- ბევრი დრო არ გვაქვს...არ გამაწყვეტინო, ვეცდები ყველაფერი მოგიყვე.
-კარგად იქნები?-მაშინვე ეს კითხვა დამებადა და შეშინებულმა ავწიე თავი.
-არ ინერვიულო.-ჩემი სახე ხელებში მოიქცია, ჯერ ტუჩებზე მაკოცა ნაზად შემდეგ შუბლზე, გამიღიმა მაგრამ მივხვდი რამხელა ფასად დაუჯდა ეს გაღიმება.
-დემნა...
-ჩუ პატარავ, ვეღარ მოვასწრებთ.-დაიჩურჩულა და რამდენიმე წამის შემდეგ დაიწყო.- რამდენიმე წლის წინ ცუდ ხალხში გავერიე, იმის იმედით, რომ ყველა საბუთს ვიპოვიდი საიმისოდ რომ თითოეული მათგანი ციხეში ამომპალიყო მთელი ცხოვრება... კონტრაბანდის გარდა იქ ისეთ საშინელ რაღაცეებს წავაწყდით, უბრალოდ ვერც კი წარმოიდგენ. ნელ-ნელა ნდობა მოვიპოვე და მნიშვნელოვანი მასალაც ვიპოვე. ინფორმაციას ნელ-ნელა ვაწვდიდი ალექსს... წლებია ამ საქმეზე ვმუშაობთ, დღეს კიდევ ყველაფერი დასრულდება.-ღრმად ამოისუნთქა.
-ლილე?-დავიბენი, თუ ყველაფერს ასრულებდნენ მაშინ ლილე რაღატომ ნერვიულობდა.
-საქმე რომ დაიხუროს იქ პოლიციასთან ერთად მომიწევს მისვლა და მათი ფაქტზე დაჭერა.- თავი ჩახარა და დაღლილი თვალებით ამომხედა.- დიდი ხანია ვგეგმავდით მაგრამ მხოლოდ დღესაა ამის შანსი, სხვა დროსთვის კიდევ რამდენიმე თქვე მოგვიწევს ლოდინი.-დემნას სახეზე ერთიანად გადაიარეს ტკივილმა და მწუხარებამ.- მაპატიე, ვიცი მაინამდეც უნდა მეთქვა მაგრამ არ მეგონა ასე სწრაფად თუ მოხდებოდა.
რამდენიმე წუთით გაჩუმდა, ასე ვისხედით ჯერ კიდევ ჩახუტებულები და მე ვეღარაფერზე ვფიქრობდი, ოთახის სიჩუმე ზარის ხმამ დაარღვია, დემნას ტელეფონი იყო. უცებ წამოიწია, ასადგომად ფრთხილად მიბიძგა და მაგიდიდან ტელეფონი აიღო.
-სად იყავი?-ხმა ისეთი შეცვლილი ჰქონდა წამის წინანდელ დემნას არაფრით ჰგავდა, ძარღვები დასჭიმვოდა, სიბრაზისგან გახშირებულად სუნთქავდა, ზურგით იდგა და ფანჯარაში იყურებოდა.-დღეს...როგორც გინდა ისე მოაგვარე, ბოლო დღეა გაიგე?!- მხოლოდ ახლაღა ვაცნობიერებდი თუ რას გულისხმობდნენ როცა დემნას სიმკაცრეზე ამბობდნენ ხოლმე, მთლიანდ სახეცვლილი არც კი მიყურებდა.-მე ვთქვი.-ავისმომასწავებელი გაუხდა ტონი, ტელეფონი სწრაფად გათიშა.
ჩემკენ შემობრუნდა ტელეფონი ისევ მაგიდაზე მიაგდო და მომიახლოვდა, სახე გაფითრებული ჰქონდა. და მაინც, საოცარ სიმშვიდეს ინარჩუნებდა.
-შენ კარგად იქნები?- ამ წამს ამის გარდა ვეღარაფერზე ვფიქრობდი, ის კი რომ აქამდე არ მითხრა მეათასე ადგილას იყო ახლა ჩემთვის.
-გპირდები, სულ რამდენიმე საათი.-შუბლზე მაკოცა და ზევიდან დამაცქერდა.- რომ დავბრუნდები გპირდები ყველაფერს მოგიყვები, ვიცი ახლა არ უნდა იგებდე მაგრამ გპირდები როგორც კი ეს ყველაფერი დასრულდება მაშინვე შენთან წამოვალ.
თავლებში ვუყურებდი და ვხვდებოდი რომ როგორც ლილემ მითხრა ისე ვერ მოვიქცეოდი, უბრალოდ არ მქონდა უფლება არ გამეშვა, ვიცოდი ახლა შემეძლო დამეკავებინა მაგრამ ასე წლებს ჩავუყრიდი წყალში, ის კიდევ ყოველთვის ჩემთან იდგა ყოველთვის, როცა მე მიჭირდა და მტკიოდა, მე მას აქ ვერ დავაკავებდი. ახლა ამ წამს ჩვენი გაცნობიდან დღემდე თითოეული კადრი ჩემს გონებაში მეორდებოდა და მეორდებოდა. ვიდექი, ვერ ვინძრეოდი ვუყურებდი გამოქანდაკებული სახის ნაკვთებს და მის თვალებში ვიძირებოდი.
-მიყვარხარ.-დაიჩურჩულა და თვალებდახუჭულმა შუბლზე შუბლი მომადო.- არ დაივიწყო.
მხოლოდ მაშინ გავიაზრე რომ მე იგივე არასდროს მითქვამს.
-დემნა მე...-სიტყვა ენაზე მედგა, ტუჩებზე მომთხოვნად რომ დამწვდა, ისე მკოცნიდა თითქოს ჩემს თავს აცლიდნენ, ჩემი სახე ხელებში მოიქცია და ყბაზე მომიჭირა.
-მაგ სიტყვისთვის დავბრუნდები.- ამოიოხრა და გამშორდა.
თავლები არ გამიხელია ისე გავიდა დემნა ოთახიდან, ისეთი შეგრძნება მქონდა რომ ჩემი უდიდესი ნაწილი მიდიოდა, ახლა ისე მინდოდა თვალები მხოლოდ მაშინ გამეხილა ისევ რომ დამიდგებოდა წინ, ერთიანად გამომეცალა ჰაერი, იმის მიუხედავად რომ თავს ვარწმუნებდი ყველაფერი კარგად იქნებოდა, ვხვდებოდი დემნა იმ შანსაც უშვებდა რომ ვეღარ დაბრუნდებოდა. წამში გავიაზრე ეს ყველაფერი, თვალები გავახილე და სასწრაფოდ მისაღებისკენ გავვარდი, კართან მისულს სახლში მდგომი უცხო კაცები რომ გადამეღობნენ შემეშინდა და ვცადე უკან დავწეულიყავი.
-დაწყნარდით ქალბატონო თეკლა, ბატონი დემნას დავალებით ვართ სანამ არ დაბრუნდება აქ მოგვიწევს დგომა.
წავიდა... მხოლოდ ეს სიტყვა ტრიალებდა თავში, როგორც ჩანს ლილე და კიროვა სახლებში წაიყვანეს, სრულიად მარტო შევედი ჩვენს საძინებელში და გამოფიტული მივესვენე საწოლს, ამაზე საშინელი შეგრძნება არ ყოფილა, მხოლოდ ახლა მესმოდა იმ ადამიანების ტკივილის რასაც იქ, გარეთ, საოპერაციოს მოსაცდელში განიცდიდნენ. ამის მიუხედავად ვერაფრით ვუშვებდი რომ შესაძლოა დემნა არ დაბრუნებულიყო.
ყოველ წამს ჰაერი ჩემს გარშემო ნელ-ნელა იკლებდა, ფილტვები მეხუთებოდა, ვერ ვდგებოდი და უბრალოდ მხრებზე ხელმოხვეული შევყურებდი ფანჯარას.
ზუსტად არ ვიცი რამდენი დრო გავიდა, იმის მიუხედავად რომ თითოეული წამი საშინლად მტკენდა, დროის ათვალ მაინც დავკარგე, ის უცხო კაცები რომ შემოვიდნენ და ჩემი კარადა გააღეს. გაუაზრებლად წამოვწიე თავი.
-უნდა წავიდეთ.-მითხრა ერთ-ერთმა და კარში ჩადგა.
მეორე ჩანთაში ყრიდა ჩემს ტანსაცმელს. ვერასდროს ვიტანდი ჩემს ნივთებს უცხოები რომ ეხებოდნენ მაგრამ ახლა გაურკვევლობაში მყოფს ისიც კი რომ ვერ გამეგო სად მივდიოდით, ნივთებზე ფიქრის თავი არ მქონდა.
-სად?-ამოსუნთქვას ამოვაყოლე კითხვა და ძლივძლივობით შევივსე ფილტვები.-დემნა...
-გზაში აგიხსნით გვეჩქარება.
დაუფიქრებლად გავყევი უკან, შავ მანქანაში უკანა სავარძელზე მოვთავსდი, დაპირების მიუხედავად გზაში ხმა არ ამოუღიათ.
-დემნას რამე სჭირს?-ვიკითხე დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ.
-ჩვენ უბრალოდ მიგვყავხართ, ლაპარაკის უფლება არ გვაქვს.-მითხრა ერთ-ერთმა.
იმის მიუხედავად რომ არც ერთს ვიცნობდი ,ვიცოდი და დარწმუნებული ვიყავი რომ უსაფრთხოდ ვიყავი. ამის მიუხედავად ვერაფრით ვიშორებდი დარდს, დარწმუნებული ვიყავი დემნა კარგად იყო, რამე რომ მოსვლოდა ვიგრძნობდი...ასე არ ვიქნებოდი მაგრამ ეს უეცარი წასვლა ერთიანად მზაფრავდა.
მანქანა რომ გაჩერდა და ერთ-ერთმა კარი გამიღო, წამით ვერ მივხვდი სად ვიყავით მხოლოდ დედაჩემის გაფითრებული სახე რომ შევამჩნიე მაშინ გავიაზრე...სახლში მომიყვანეს. დავიძაბე და სწრაფად გადავხტი მანქანიდან, დედა ჩემკენ მთელი სისწრაფით წამოვიდა და ატირდა.
-დედაა...-ვერაფრით ვხვდებოდი რა ხდებოდა.-მამა სადაა?-ვიფიქრე რომ რამე დაემართა, აქამდე დედაჩემის ტირილი არ მენახა.
-დემნა.-სრულიად სხვა რამ თქვა და მოსმენილისგან ადგილზე გავიყინე.-თეკლა, დემნა...-ამოიტირა.
ისეთი შეგრძნება მქონდა რომ აქ ყველამ იცოდა რაღაც ჩემს გარდა.
-რა დემნა დედა?! გამაგებინე!-ხელები გავუშვი და ახლა მხრებში ჩავაფრინდი მთელი ძალით.-აქაა?- დაბნეული ვეღარ ვაანალიზებდი რას ვფიქრობდი ან ვაკეთებდი.
-არ იცი?-ქალმა ამოიტირა.- ტელევიზორს მაინც არ უყურებ?
ერთიანად მომიცვა ჟრუანტელმა, თითქოს დედაჩემის ტკივილი გადმომედო სხეულზე, სახის ნაკვთები მომემჩვარა, სანამ გავიაზრე რას ვაკეთებდი სახლში შევვარდი და ტელევიზორი ჩავრთე, ბუნდოვნად ვაანალიზებდი რომ შეიძლებოდა იქ რამე მეპოვა, შეიძლება რამე ეთქვათ თავდასხმაზე.
აკანკალებული თითით შევეხე გადახვევის ღილაკს, დედაჩემი შემოვიდა და გაფითრებული დაეცა დივანზე, მხოლოდ მაშინ გავაჩერე სწრაფი კადრები ალექსის ფოტო რომ გავარჩიე, მას კიდევ უამრავი ადამიანის ფოტო მოჰყვებოდა, ჟურნალისტი ომახიანი, ინტერესისმომგვრელი ხმით ყვებოდა რაღაცას, სმენის უკიდურესად დაძაბვა დამჭირდა სიტყვა მაინც რომ გამერჩია.
-...გარდაცვლი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი. შეგახსენებთ რომ დღეს ღამით სასტიკ შეტაკებას კრიმინალური დაჯგუფების რამდენიმე წევრი და პოლიციის ორი თანამშრომელი შეეწირა, გარდაცვლილებს შორისაა ქართველი ბიზნესმენი დემნა ტაბიძე, მისი იქ ყოფნის მიზეზი ჯერ -ჯერობით გაურკვეველია...
ახლა უკვე სმენას ვაიძულებდი სიტყვები დაეხშო. წამით მხოლოდ ის გავიაზრე რომ არ ვიცოდი როგორ უნდა მესუნთქა, ვეღარ ვიგებდი ჩავისუნთქე თუ ამოვისუნთქე, ყვირილი გამეჩხირა ხორხში და იმის გამო რომ ფილტვებში ჰაერი აღარ მქონდა ხმას ვერ ვიღებდი...დემნა...
დემნა მკვდარია...
დემნა მკვდარია...
მოკლეს...
გაისმა ჩემს გონებაში, ვერც კი გავიაზრე ისე ჩავიკეცე, იატაკის სიცივე ეკლებად მოედო სხეულს, დედაჩემის კივილი ბუნდოვნად გავიგე, ამოვიხავლე... მგონი დემნას ვეძახდი, ვერ გავიაზრე რა გავაკეთე, მწველმა ტკივილმა ნელ-ნელა გაიდგა ფესვები, ხელისგულს დავხედე, ფრჩხილის ნაკვალევი რომ დარჩენოდა და დაჩხვლეტილი ნაიარევებიდან სისხლი წვეთებად ჟონავდა, მკერდს ქვემოთ ეულად დარჩენილ ნივთს თითქოს ცეცხლი წაეკიდა, მწეველად მოედო მთელ სხეულს, ამოვიხრიალე და მხოლო მაშინღა გავიაზრე რომ ჰაერმა ფილტვები შემივსო, ხერხემალში სიცივე ჩამეღვარა და ცხელ იფოლად მომედო ზურგზე.
მკვდარია?
მკვდარია?!
ერთიდაიგივე სიტყვა მეორდებოდა, მაგრამ ვერაფრით ვიჯერებდი, მისი რბილი კანი, მფეთქავი არტერია, ჯერ კიდევ ვგრძნობდი თითებზე მისი კანის სითბოს.
მკვდარია!
იკივლა ხმამ გონებაში, დედაჩემის შეხებას ვგრძნობდი მაგრამ ისე თითქოს შორიდან ვუყურებდი გარშემო ყველაფერმა ფერი დაკარგა, გავშრი, გაიცრიცა სამყარო და სადღაც შორს წასულმა დემნას ღიმილსღა მოვკარი თვალი...მკვდარია-გავიფიქრე უკანასკნელად.
*****
თვალები ცისფრად განათებულ თეთრი კედლების გარემოცვაში გავახილე, რაღაც გულისგამაწვრილებელად წიოდა ჩემს გვერდით, ჯერ კიდევ ბურუსში მყოფი ვიაზრებდი სიტუაციას... საავადმყოფოში ვიყავი, სუნზე ვცნობდი. სმენამ ნელ-ნელა აღიქვა მშვიდი, აუღელვებელი სიტყვები, ტრადიციული, რეპორტიორის უემოციო ხმა.
-...დაშავებულებს ამ დრომდე მკურნალობენ, დაჯგუფების წევრები წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან მოთავსებულები, პოლიცია ინფორმაციას არ აკეთებს მაგრამ როგორც ჩვენ გვატყობინებენ მათ უმრავლესობას სამუდამო პატიმრობა ემუქრება. რეპორტაჟს კი სენსაციური ინფორმაციით ვასრულებთ, გარდაცვლილი ბიზნესმენი დემნა ტაბატაძე ადგილზე იმყოფებოდა როგორც დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთი თანალიდერი, იგი შეტაკებას ემსხვერპლა...
-ტელევიზორი!-გავიგე დედაჩემის შეკივლება.-თეკლა...
ვიღაც ტელევიზორის პულტს დასწვდა, მე კი უკვე დედაჩემის სიტყვებს და ფერებასაც კი ვეღარ აღვიქვამდი.
ვიღაც კარში გავიდა.
დემნა მკვდარია
რაღაც ჩემ გონებაში აკივლდა, მთელს სხეულს მოედო, მისი ნახვა მომინდა, საშინლად მომინდა მისი კანი მეგრძნო, გონებაში შავი წერტილები მიმოიფანტნენ და თვალებს მოედნენ...ის დამნაშავე არ ყოფილა!
უცებ ერთიანად გამიცივდა დაბუჟებული სხეული, ვეღარასდროს შემომხედავდა... სახეზე ცხელი სითხე დამეღვენთა და ისეთი შეგრძნება გამიჩნდა თითქოს გავარვარებული ლავა მეხებოდა კანზე, შემეზიზღა ცხოვრება დემნას გარეშე... სამყარო მის გარეშე ჯერ კიდევ არსებობდა და მე ამ უსირცხვილო ფაქტისთვის კივილი მომინდა.
-დამამშვიდებელი გაუკეთეთ!-ბუნდოვნად მესმოდა უცხო ხმების შეძახილები.
ჩემმა გონებამ ინსტიქტურად აღიქვა რომ არ მინდოდა, მთელი სხეული ვცადე წამოდგომა მაგრამ ხელში წვეტიანი საგნით ჩხვლეტამ სხეული დამიმძიმა სითხე ხელიდან თავში გავრცელდა და ისე ჩავიძირე სიბნელეში მხოლოდ ჩემი უღონო ხროტინიღა დარჩა.
თვალები უცხო მანქანაში გავახილე, მძღოლის გვერდით სავარძელზე ვიჯექი, ჯერ კიდევ საავადმყოფოს ხალათში ვიყავი გახვეული, ნაჭერი მტკივნეულად მეჭდობოდა შიშველ სხეულზე, მძღოლისკენ გავიხედე ერთიანად დაზაფრულმა.
-დამიანე.- ნაცნობი სახის დანახვისას ცრემლები ჩამომიგორდა ლოყაზე.-აქ რა გინდა?- არ ვიცი საიდან ვიპოვე ხმა, ყელი ისე მეწვოდა თითქოს ყოველი სიტყვა მიყოლებით მკაწრავდა.- დამიანე, ის...
იმის მიუხედავად რომ გონება განუწყვეტლივ იმეორებდა ამ სიტყვას ხმამაღლა ვერ წარმოვთქვი.
-უსაფრთხო ადგილას მიმყავხარ.
მოკლედ მიპასუხა, მხოლო წამით დავაკვირდი და იმ წამში მთლიანად მოიცვა ჩემი სხეული გაუცხოებამ, დამიანე თითქოს რამდენიმე საათში შეცვლილიყო, ყოველთვის მომღიმარს ტუჩები მოეკუმა და დაძარღვული ჩაფრენოდა საჭეს.
ხმა ვეღარ ამოვიღე, ვინატრე მანქანის სავარძელს შევზრდოდი და ინსტიქტურად აღარ მესუნთქა... ნეტავ დამვიწყებოდა როგორ უნდა სუნთქვა.
-ასე სწრაფად?- საავადმყოფოს ხალათს დახედა და წარბები უკმაყოფილოდ შეიჭმუხნა.
დაახლოებით, კიდევ ნახევარი საათიანი სიარულის შემდეგ სადღაც ტყეში ავუხვიეთ. გზა ნელ-ნელა გამრუდდა და ბუნება ერთიანად აკივლდა, რაც უფრო მეტად შევდიოდით ტყეში მით უფრო მეტად ვგრძნობდი რომ სწორ ადგილას ვიყავით, გარემო იმდენად გამოხატავდა ჩემს შინაგან მდგომარეობას თავი სახლში მეგონა. ჩაბურული ტყე ოხრავდა, კლანჭებს ხვევდა შავ მანქანას და მასში მსხდომთ, წამით გავიფიქრე ნეტავ აი ახლა ამ წამს აქ ამ ტყეში გადავიდე და დემნას დაველოდო აქვე ხესთან დარწმუნებული ვარ არ დამტოვებს-მეთქი. თავლები ამეწვა მასზე ფიქრით სული კიდევ უფრო დამიმძიმდა, დამიანემ სწრაფად გადაუხვია მარჯვნივ, გზაც ნელ-ნელა გაიწმინდა. რამდენიმე წამში მანქანა გააჩერა და წამში გადავიდა.
მეც უკან გავყევი, მხოლოდ ერთხელ შევავლე უზარმაზარ სახლს თვალი. რამდენიმე წამში მისაღებში ვიდექი და მშვიდად შევყურებდი ვიღაც ქალთან მოსაუბრე დამიანეს.
-წადი დროზე მოწესრიგდი და ისე გამოდი.-წარბაწეულმა შემომხედა.-ისედაც მთელი დღეა შენზე გმინავს და ასე რომ დაგინახოს სულ გადაირევა.
ერთიანად გაკვირვებული დამტოვა, საშუალო ასაკის ქალმა კი მეორე სართულისკენ მიბიძგა. სხეული ძლივს მივათრიე აბაზანამდე. იქიდან გამოსულს ხელები მიკანკალებდა, ვიცოდი სიცივე არაფერ შუაში იყო საკმარისზე მეტად მცხელოდა. აკანკალებული დავწვდი დიდ მაისურსა და სპორტულ შარვალს. სიბნელეში გავშალე, სურნელმა თვალები დამიბინდა, უკნიდან თბილი სხეული რომ ამომიდგა და მზის თბილმა სურნელებამ ტვინამდე მიაღწია, სულ გავუთიშე.
-ჯანდაბა უკვე მოჩვენებებიც...-ამოვიგმინე და ცრემლები წამომივიდა, სილუეტმა ხელი რომ მომხვია მუცელზე.
გეფიცებით ცხადად ვიგრძენი თითოეული ნაკვთი, კისერში ცხელი სუნთქვა რომ მომაფრქვია მეგონა მეც მოვკვდი.
-დემნა...-ამოვიტირე და შევბრუნდი.
იქ იდგა...მთელი მისი არსებით, ცოცხალი, ნამდვილი. ჩემზე ძლიერად ჩაფრენილი ხელები რომ არა ალბათ წავიქცეოდი ,ფეხები მომემჩვარა და მხოლოდ მის კისერში თავის ჩადებაღა მოვასწარი. მიკოცნიდა ყელს, ლავიწებს, უცებ ჩემ ხელებში ჩაბღუჯულ მაისურს დასწვდა და გადამაცვა, პირსახოცი მხოლოდ მაშინღა მომხსნა.
-შარვალიც...
ემოციების მოწოლისგან ამოვიკვნესე, მწარე ქვითი ამოვაყოლე და ძლიერად მოვხვიე ხელები კისერზე, თითქოს ისევ იქ საავადმყოფოს გასახდელში ვყოფილიყავით თვითონ რომ ხდიდა და მაცვამდა. იმ წამს თითოეული ძაფის აღდგენა ვიგრძენი სამყაროსთან , მისი თითოეული ნაწილი კვლავ ახლიდან შევიგრძენი.
შარვალს ხელი უშვა და ძლიერად მომხვია წელზე.
-მიყვარხარ.-ამოვთქვი და ჩუმი ოხვრა ამოვაყოლე, ახლაღა მივხვდი რა მტანჯავდა, ყელის ტკივილი განელდა და მთლი სულის ტკივილიც მას მიჰყვა.
-მაპატიე...მაპატიე ჩემო პატარავ.-ჩემი სახე ხელებში მოიქცია.
მხრებზე ჩავუცურე ხელები, მეგონა რომ შეიძლებოდა გამქრალიყო. უშნოდ მომედო ხელებში უხეში მატერია.
-ეს?-არ მესიამოვნა მის მკლავზე შემოხვეული უხეში სხეული.
-დამჭრეს...კარგად ვარ.-ერთი ხელის მოსმით გადააძრო საწოლს პლედი, იქით მიბიძგა , თვითონაც მომიწვა და ძლიერად მომხვია ხელები.
იმ წამს იმის გარდა რომ კარგად იყო სხვა აღარაფერი მაინტერესებდა, შოკისგან ჯერ კიდევ მაკანკალებდა მაგრამ ერთი ვიცოდი... აქ იყო.
ერთიანად დამშვიდებულსაც კი არ მომკარებია ძილი, რამდენიმე საათი უბრალოდ მისი შეხებით ვტკბებოდი, ისიც მონოტორულად მისვამდა ხელებს ზურგსა და კისერზე, მივხვდი რომ არც თვითონ ეძინებოდა.
-რამდენიმე წლის წინ.-დაიწყო და მივხვდი რომ ამბის ბოლომდე მოყოლას აპირებდა, როგორც დამპირდა.- ლილე საზღვარგარეთ გავუშვი დასასვენებლად, მაშინ ასეთი არ იყო... უფრო თამამი და გახსნილი ყველას ადვილად იცნობდა და უმეგობრდებოდა, აღარ მახსოვს მე რატომ არ წავყევი, დაქალებთან ერთად წავიდა... იქიდან დაბრუნებული სულ შეცვლილი იყო, დასვენების დროსაც ისე ხშირად აღარ მირეკავდა როგორც სჩვეოდა , ვერ გამეგო რა მოუვიდა, სახლში გამოიკეტა, სამსახურსაც კი დაანება თავი, აღარც უნივერსიტეტში დადიოდა, მეც კი აღარ მეკონტაქტებოდა, ვეკითხებოდი, მასაც მის მეგობრებსაც მაგრამ არავინ იცოდა რა დაემართა თვითონ კიდე სულ უარყოფდა რომ საერთოდ რამე სჭირდა... დასუსტებულს გული რომ წაუვიდა აი მაშინ უკვე სერიოზულად დავაყენე საკითხი ფსიქოლოგზე, ისე გამწარდა, მიკივლა შენ რა იცი რა გადავიტანეო...იმ სიტყვებს ჩავებღაუჭე და ბოლოს მაინც ვათქმევინე...ჩემი ლაღი, სიცოცხლით სავსე გოგო იმხელა დარდს იტევდა...ექიმი რომ შემოვიდა და ახარა ორი თვის ორსული ხართო, ლილეს გული წაუვიდა...გავგიჟდი გეფიცები...ის...-დემნას სიმწრისაგან ხმა უკანკალებდა და ძლივსღა სუნთქავდა, მე უბრალოდ ვცდილობდი თავი შემეკავებინა და არ მეტირა, ვერც კი წარმოვიდგენდი ლილემ რა გადაიტანა.-ის ვიღაც ნაბ**ვარმა გააუპატიურა... გესმის? თავისი ბინძური ხელებით შეეხო ჩემ ანგელოზს...ბავშვის მოშორებაზე არც კი უფიქრია... იმის მიუხედავად რომ იმ არაკაცის შვილი იყო, ამან თითქოს გონს მოიყვანა, საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა დაიწყო და მეც აღარაფერი მჭირდებოდა. ახლა მე შემიპყრო დაუძლეველმა სურვილმა დამესაჯა ის ვინც ასე გამიმწარა ჩემი ერთადერთი და... ყველაფერი ასე დაიწყო, როგროც აღმოჩნდა ეს ვიღაც საზიზღარ საქმეებში იყო გარეული, რაც მეტად ვქექავდი მით უფრო მეტად იყო დამალული ყველაფერი, ნელ-ნელა მის დაჯგუფებას დავუახლოვდი, ყოველ მის შეხედვაზე გული მერეოდა მაგრამ ვიცოდი რაც მეტად მოვითმენდი მეტად დავსჯიდი... გუშინ, გუშინ ძლივს გამომგლიჯეს, ამდენი წლის ნაგროვი მთლად ამოვანთხიე, შემდეგ ორივე მხრიდან სროლა ატყდა, მე დავიჭერი...ალექსი კი.-აქ ხმა კიდევ ერთხელ გაებზარა.- ალექსი აღარაა.-სუნთქვაშეკრულმა მოვხვიე ხელები, მინდოდა წამეღო რასაც ის ახლა ასე მძლავრად განიცდიდა, ბურთი გამეჩხირა ხორხში და ხმაც კი ვერ ამოვიღე.- ეგონათ მეც მომკლეს, მაგრამ იმ ხოცვა-ჟლეტაში გათიშული გამომათრია დამიანემ, საბუთები გააყალბა და ექსპერტიზაში ყველაფერი შეცვალა...ეს ყველაფერი ამით ვერ დამთავრდებოდა, ჯერ კიდევ დროა მანამ სანამ ბოლომდე გავანადგურებთ. ამ დაჯგუფების საქმე ჯერ მარტო დასაწყისი იყო... გაუჩინარება მჭირდებოდა, ვერაფრით შევპირდები რომ ეს ახლა აქ დამთავრდება მაგრამ ასეთი სიმძლავრით აღარასდროს განმეორდება... ბოლოს დამიანემ ამ სახლში მომიყვანა, ექიმი ცოტა ხნის წინ წავიდა.
ხმას ვეღარ ვიღებდი ან რა უნდა მეთქვა, ერთიანად დაზაფრული გაოგნებული ვიწექი და ამდენად გადაღლილს ძილი ნელ-ნელა მართმევდა თავს.
მეორე დღეს მსუბუქმა შრიალმა გამომაღვიძა, დემნა ზურგით იჯდა და სახვევს უჭერდა ხელს.
-ჭრილობა?-სწრაფად წამოვიწიე, გვერდით მივუჯექი და თითებზე ოდნავ შევეხე.
-არაფერია.-ხელი მოიშორა, ეცადა ნორმალური სახე მიეღო მაგრამ სახვევზე ნელ-ნელა გაიზარდა წითელი ლაქა.
-დაწექი.-ვუბრძანე სუნთქვა გამიხშირდა, ქვევით ჩავედი და გუშინ გაცნობილი ქალი ვიპოვე, სწრაფად გამომიტანა რაც მჭირდებოდა და გაკვირვებული ისევ სამზარეულოში შებრუნდა.
-აღარ გაბედო და შენს თავს აღარაფერი ავნო.-გაბრაზებულმა გავუხსენი სისხლიანი სახვევი.- აღარაფერი დამიმალო, თორემ იცოდე მეორედ ვეღარ გადავიტან...-ხმა გამიტყდა და სახეშეცვლილმა გადავუხვიე ჭრილობა თავიდან.
ნაგავი პარკებში მოვათავსე და უკვე გასვლას ვაპირებდი ხელზე რომ მომკიდა და თავისკენ დამქაჩა.
-მიყვარხარ ჩემო პატარა თხა.-ბეჭდიან თითზე მაკოცა, მხოლოდ ახლაღა გამახსენდა ჩემს კისერზე მობმული ძაფი, სწრაფად ამოვაძვრინე, თეთრი ოქროს რგოლს ძაფი მოვხსენი და დემნას თითზე წამოვაცვი. მის ხელზე სულ სხვანაირად ბზინავდა გამეღიმა და ბეჭედს სწრაფად გადავუსვი ჩემი ბეჭდიანი თითი.
****
სამზარეულოში ვისხედით და ვსაუზმობდით, გაბრაზებული დამიანე რომ შემოვიდა და სკამზე უცერემონიოდ დაჯდა.
-რა ხდება?-დემნამ წვენი დადგა და სერიოზული სახით შეაცქერდა მეგობარს.
-ლილე გზაშია.-დაიწყო , მაგრამ არა მგონია ეს ყოფილიყო მისი გაბრაზების მიზეზი.-როგორც შევთანხმდით ჩვენ ოთხის გარდა არავინ იცის რომ ცოცხალი ხარ, თეკლა შენს მშობლებს წერილი დავუტოვე რომ მარტო ყოფნა გენდომებოდა, დედაშენმა რამდენჯერმე მოგწერა, შენზე ნერვიულობდა მაგრამ ბოლოს დაგიბარა არ გადაიკარგოო.
-სხვა?-დემნაც ხვდებოდა რომ დამიანე სხვა რამეზე ბრაზობდა.
-დედაშენმა სახალხოდ ილაპარაკა, რომელიღაც საინფორმაციო გადაცემაში, გაირკვა რომ დამნაშავე არ ხარ მაგრამ ეგეც ამოგიქექეს.-დემნას ძარღვები დაეჭიმა და ყბები ერთმანეთს ძლიერად დააჭირა.- შენი სხეული მოითხოვა, როგორც ახსნა უნდა რომ საოჯახო სასაფლაოზე დაგკრძალონ.
-ფუ ეგ...სულ ფულის გამორჩენაზე როგორ უნდა ფიქრობდეს.-დემნა ფეხზე წამოდგა.- რა ჯანდაბა უნდა გავაკეთოთ?!
-ალექსი გავუგზავნოთ.-უცებ გაღვივდა ჩემს თავში აზრი.-კარგიც კია, მეგობრები დაკრძალვას აუცილებლად მოითხოვდნენ, ასე კიევ შეგვიძლია დედაშენს შთავაგონოთ რომ არავინ შემოუშვას და დახურული დაკრძალვა მოაწყოს, ისედაც ხომ ალექსი ეგონა შენი თავი, ვისაც დაპატიჟებს კიდევ არა მგონია მიხვდნენ რომ სხვაა, მეც ვეცადე შენი ფოტოები მენახა მაგრამ ინტერნეტშიც კი არაფერია.
-არც საინფორმაციოში ყოფილა შენი სახე, ყველაფერი გავანადგურე.- დამეთანხმა დამიანე აშკარად დაინტერესებული ჩანდა.- კარგია დემნა...მართლა წერტილი დაესმება ყველაფერს. მითუმეტეს ალექსს არავინ მოიკითხავს.
გამახსენდა რომ ისიც დემნასთან ერთად გაიზარდა და როგორც ვიცოდი არავინ ჰყავდა.
-კარგი...გაუგზავნეთ.
დამიანე ოთახიდან გავიდა, მე იქვე მდგარ დემნას მივუახლოვდი, დაძარღვულ ხელებზე თითები მოვდე და თვალებში ავაცქერდი.
-ყველაფერი მოვაგვაროთ და მალე დავბრუნდეთ საქართველოში, კარგი?
-შენ არც კი იცი როგორ მიყვარხარ.-დაიხარა და ხელები ძლიერად მომხვია.- გერმანიაში მოგვიწევს წასვლა, შეგვიძლია შენი საბუთებიც იქ გადაიტანთო.-დამნაშავის სახით დაძაბულმა შემომხედა.
-ყოველთვეს ვოცნებობდი გერმანიაში სწავლაზე.-მხრები ავიჩეჩე და იმის ნიშნად რომ მესმოდა კიდევ უფრო მეტად მივეკარი.- მეგონა რომ მოკვდი...და მივხვდი, შენ გარეშე არაფერი აღარ იქნება, გერმანიაში კი არა აფრიკაში რომ მივდიოდეთ არც კი დავფიქრდებოდი, მაგრამ ეს ხომ გერმანიაა! მართლა ძალიან მინდოდა იქ სწავლა.-სიცილით დავაყოლე და გახალისებულმა დემნაც კი ავიყოლიე.
*****
დაკრძალვის დღე იყო, მე კიდევ ვაპირებდი სახლში გამეარა და დედაჩემიც წამეყვანა. ასე მარტო რომ მივსულიყავი გაცილებით რთული იქნებოდა, დემნა სახედამანჭული მიყურებდა როგორ ვემზადებოდი, ვერ იტანდა იმ აზრს რომ დღეს იმ ქალს უნდა შევხვედროდი, ფეხზე წამოდგა, მომიახლოვდა და მხარზე მაკოცა. საკეში ჩვენი ფიგურები ჩანდა, დემნამ ხელი აწია და მუცელზე მომხვია, მე თავი გადავხარე და ზურგით მდგარს უკეთესად ავეკარი.
-ჩემს დაკრძალვაზე მე თვითონ გაცილებ.- ჩაეცინა.-ალექსს საფლავი სჭირდება, მერე რაა რომ არავინ მოიკითხავს, სჭირდება.-უცებ ეცვალა სახე, ნაკვთები მოიკრუნჩხა.
-ჩამოვალთ თუ არა მაგას მივხედოთ.-მისკენ შევბრუნდი, ნაზად წავეტანე ბაგეებზე და კიბეზე დავეშვი.- ხვალ შევხვდებით.-მივაძახე და კართან მდგომ ლილეს მოვეხვიე.
-ჩემს მერე გახვალ?-ვკითხე.
-ხო, არ ინერვიულო იქ იქნება.-დამპირდა და დამემშვიდობა.
ეზოში გასულმა კიდევ ერთხელ მოვავლე სახლს თვალი და დამიანეს მანქანისკენ წავედი.
-იცი როგორც უნდა მოიქცე.-გადასვლისას გამიღიმა.- ვიცი რომ შეძლებ.
სახლში მისულს ყველა დაწითლებული, ნამტირალევი სახით დამხვდა, სულ ყველა ჩამოსულიყო. მეხუტებოდნენ და მისამძიმრებდნენ, დედაჩემი ვერც კი მიყურებდა, კარგად ხედავდნენ რომ დაწყნარებული ვიყავი, მამამ ისიც კი მითხრა კარგია რომ რამდენიმე დღით წახვედიო, მაშინვე ავუხსენი ოჯახს რომ საქართველოში დარჩენა აღარ მინდოდა და ამერიკაში ვაპირებდი გადაფრენას რამდენიმე წლით, ისიც ავუხსენი რომ ვერ შევპირდებოდი, ხშირად დამერეკა, ხმა აღარავის ამოუღია, ერთი მამამ მითხრა ფულს მოგცემო, უარი ვუთხარი. ძალიან გაბრაზებულები იყვნენ დემნას დედა დაკრძალვაზე დასწრების უფლებას რომ არ აძლევდათ მაგრამ თან ვხვდებოდი როგორ ცდილობდნენ მე არ გამეგო, ალბათ ჩემი კიდევ უფრო ანერვიულება არ უნდოდათ, ძალიან მინდოდა მეთქვა რომ ის ცოცხალი იყო მაგრამ ასე ვეღარაფერი გამოვიდოდა, მხოლოდ იმით ვიმშვიდებდი თავს რომ ამ საქმეზეც ვმუშაობდით. ბოლოს დედამ მაინც მითხრა ამ ცისფერი ნაგვის ყუთით კი არა კაბით უნდა წამოხვიდეო, მაინც არ ჩავიცვი... თვალცრემლიანი დავემშვიდობე ყველას, ვიცოდი რომ ისიც კი ტყუილი იყო რომ იშვიათად მაინც დავურეკავდი, დემნას და ჩემს შესახებ არავის უნდა სცოდნოდა, სულ ბოლოს მაკოს მუცელს მივეფერე და თვალებით გამოვემშვიდობე ბავშვობის სახლს... მალე დავბრუნდებით-თქო თავს პირობა მივეცი და მანქანაში ჩავჯექი...არაფერს ვნანობდი.
-დიდი ხნით არ ვრებით.-გამოვაცხადე გზაშივე.
-კი მაგრამ...-შეწინააღმდეგება დააპირა დედამ.
-არ გვინდა დედა რაა.-ამოვიოხრე და თავი მოკეცილ მუხლებში ჩავრგე, ვხვდებოდი რამდენად ეუცნაურებოდათ ჩემი სიმშვიდე.
ყველაფრით ელვის სისწრაფით განვითარდა, დემნას ბავშვობის სახლთან მისულებს ჟურნალისტები არ დაგვხვედრიან, ესეც დამიანეს ამბები იყო, დემნას დედას კიდევ ჩააწვეთა რომ თუ ნაცნობებს ჩამოაშორებდა და დაკრძალვაზე მხოლოდ რამდენიმე უახლოეს ადამიანს დაპატიჟებდა ასე უფრო მეტი შანსი ჰქონდა დემნას ქონება მთლიანად მიეთვისებინა, ამ ქალზე უკვე გული მერეოდა.
ოთახში იმდენად ცივი სიტუაცია იყო გამაჟრჟოლა, ცენტრში მდგარ ხის ყუთს გავხედე და სუნთქვა შემეკრა...ახლა იქ....ჩემს თავს ამაზე ფიქრი ავუკრძალე, ყველაფერი წარსულს ჩაბარდა, ღრმად ამოვისუნთქე და სკამზე ჩამოვჯექი. დედაჩემი ახლოს არც კი მოსულა არ შეეძლო შეეხედა და პირდაპირ სამზარეულოსკენ წავიდა, ამ მხრივ ყველაფერი მშვიდად იყო თუ არ შეხედავდა ვერც იცნობდა.
-გადააფარეთ, ვერ ვუყურებ.-ამოვთქვი წართმეული ხმით, ალბათ მართლაც შემზარავი სახე მქონდა, ვიღაც ქალი რომ წამოხტა და ჩემი თხოვნა შეასრულა.
ესეც ასე...ახლა ჩემი საქმე ნამდვილად შესრულებული იყო, ნაცნობიც რომ მოსულიყო მაინც არაფერი აირეოდა.
-შენ დემნას საცოლე იყავი არაა?-გვერდით ქალი მომიჯდა.-მე დემნას დედა ვარ.-ჩამომჭკნარ სახეზე დავაკვირდი.-მე დედამისი ვარ.
მის სიტყვებზე საოცარი სიბრაზე მომაწვა, ისე მშვიდად გაომიყურებოდა ცუდად ვიყავი, აქამდეც ვიცოდი რომ დემნა არ უყვარდა მაგრამ ასე? ის ხომ საკუთარი შვილი იყო...ხმა არ გავეცი.
-მაინტერესებს წილს თუ მოითხოვ.
ღრმად ჩავისუნთქე, მასთან ჩხუბიც კი უმდაბლესად მაქცევდა ამიტომაც მთელი სიძულვილით წარმოვთქვი.
-მიხარია რომ დემნა შენთან არ გაიზარდა.-არც შენობით ფორმას მოვრიდებივარ.
აწითლებული წამოვდექი და კიბეზე ჩამოვჯექი, ახლა მხოლოდ ერთი საქმეღა მქონდა გასაკეთებელი.
***********************************
დიმიტრი(ჟურნალისტი)
************************************
დამუნჯებული შევყურებ გოგოს, მხოლოდ ახლაღა ვხვდები ისეთ რაღაცეებს რაც აქამდე თვალთახედვიდან გამომრჩა.
-წავიდეთ?-მიღიმის თეკლა და ჩემი ხმის ჩამწერს ხელში ათამაშებს.
-სად?-უცებ ვერ ვიგებ ახლა სად უნდა მიდიოდეს.
-დემნასთან.-ეღიმება.-წამოდი.
სწრაფად გადის სახლიდან და კიბეებს მიუყვება.
-თეკლა, რაღაც არ გითხარი...-ვიწყებ, ვიცი რომ ახლა თუ არ ვეტყვი მაშინ ამას ვეღარ გავაკეთებ.-ჟურნალისტი არ ვარ, მწერალი ვარ.
მინდა რომ ვთხოვო უფლება მომცეს ამ ყველაფერზე წიგნი დავწერო.
-ვიცი.-ეცინება.
-იცი?-გაკვირვებული შევყურებ.
სადარბაზოდან გასული წითელ მანქანას უახლოვდება და ხელით მანიშნებს უკანა სავარძლებისკენ, თვითონ კი მძღოლს უჯდება გვერდით.
-ლილეს იცნობ უკვე.- მესმის თეკლას სიცილნარევი ხმა...აქ ლილეა?
მძღოლისკენ ვიხედები და ქერას დანახვაზე ვშეშდები...ის გოგოა ვისთან ერთადაც დაკრძალვაზე ვიყავი.
-მეც არ გითხარი რაღაც.-ჩემკენ ბრუნდება.- წიგნი უნდა დაგვიწერო.
ვერ ვხვდები რა ხდება, ამის მიუხედავად მთელი სიმშვიდით შევყურებ გოგოს რომ ამიხსნას.
-ჩემი მეგობრებისთვის, შეუძლებელია ახლა ჩვენ ვუთხრათ რომ დემნა ცოცხალია. მაგრამ შენ შეგიძლია, რამენაირად ისე ვიზამთ რომ ყველამ წაიკითხოს. ნამდვილ ამბავს კი მხოლოდ ისინი ამოიცნობენ ვინც ჩვენი ამბავი დაწვრილებით იცის.-მხრები აიჩეჩა.-და ჩვენც მხოლოდ მათ გვინდა რომ გაიგონ სიმართლე.
დამუნჯებული ვზივარ და უაზროდ მეღიმება... ვიპოვე.
-ლილესთან შენი შეხვედრა გუშინ სპეციალურად იყო მოწყობილი.-თეკლა ქერასკენ იყურება.- წესით მას უნდა მოეყოლა ჩვენი ამბავი მაგრამ შენ ჩემთან მოხვედი, იქიდან უბრალოდ გაკვირდებოდით.-ჩაიცინა.- სხვათაშორის ლილ, საშინელი მსახიობი ხარ.-აქამდე ჩუმად მჯდარ ქერასაც ეცინება.
მანქანა ვერტმფრენის დასაჯდომ მოედანთან ჩერდება.
თეკლა პირველი გადადის და ჩვენკენ მომავალ სხეულს ხელებს ხვევს...დემნა. მხოლოდ ახლაღა ვხვდები სინამდვილეში როგორ აღწერდა თეკლა, ბიჭი სერიოზულად გვიყურებს, მართლაც გამოქანდაკებულს ჰგავს, მისკენ წასულ ქერას ხელს ხვევს და მაგრად იხუტებს.
-მომენატრებით.-ხმა ებზარება ლილეს.
-ჩვენც პატარავ.-ისმის დემნას ხმა.
მე ადგილზე გახევებული ვდგავარ, მგონია რომ ახლა უცებ რომელიღაც წიგნში აღმოვჩნდი.
-დემნა.-ხელს მიწვდის.
-დიმიტრი.- ჯერ კიდევ გაოცებული ვიწევი მისკენ.
-შემპირდი რომ ზუსტად დაწერ.-თეკლა მეუბნება და ჩემს ხმის ჩამწერს ჯერ კიდევ ხელებში ატრიალებს.-შპარგალკას გიტოვებ.- ლილესკენ მანიშნებს სიცილით.-მხოლოდ ის გამოტოვე სად მივდივართ.
-გპირდები.-მთელი სერიოზულობით ვეუბნები და თბილად ვეხვევი.-თავს გაუფრთხილდი.
-მარიამს მიმიხედე.-ახლა უცნობი ბიჭისკენ ტრიალდება თეკლა რომელიც როგორც ვხვდები დამიანე უნდა იყოს.
-მორჯულებულს დაგახვედრებ.-ეცინება ბიჭსაც და გოგოს ეხვევა.- შენ ამას მიმიხედე.
დემნასკენ ანიშნებს.
მიდიან...
******
2 წლის შემდეგ...
თბილისი დემეტრე გამყრელიძისა და ლილე სიხარულიძის ქორწილს აღნიშნავდა. ქორწილში უამრავ სტუმარს მოეყარა თავი, ყველა ბედნიერი იყო, ან ვინ არ იქნებოდა ულამაზესი პატარძალის შემყურე რომელმაც საბოლოოდ მაინც იპოვა საკუთარი ბედნიერება, და თან სად? დაკრძალვაზე... თეკლასა და დემნას წასვლის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. მაკო ქორწილში ულამაზესი, ქერა, პატრა გოგონათი დადიოდა, ყველა გარს ეხვეოდა და პატარაც ბედნიერად განაბულიყო დედიკოს მკლავებში. პატარა ბაჩი, უფრო სწორად უკვე გაზრდილი ახლა სხვა ბავშვებს ასწავლიდა როგორ უნდა ეჭამათ კიტრი ტარხუნის ლიმონათთან ერთად...აბა როგორ?!. თეკლას სკოლა ჰქონდა გამოვლილი.
აი ლილესა და დემეტრეს ისტორია კი მათი ცალკე თემა იყო, ბიჭმა წიგნის პრეზენტაციაზე სთხოვა ხელი და რა თქმა უნდა, მხოლოდ ამ ფაქტის გამოც კი მათი წიგნი ყველა მეგობარს ჰქონდა წაკითხული, ახლა უკვე იცოდნენ...და მაინც აკლდათ რაღაც, ამას მთელი ორი წლის განმავლობაში გრძნობდნენ.
ხელის მოწერის ცერემონიალი იწყებოდა დიმიტრიმ ფეხებთან უცხო არსება რომ იგრძნო... წამით გაკვირვებისგან თავლები გაუფართოვდა და ინსტიქტურად დაიხარა ნაცნობი ნივთისკენ, რომელიც მას შემდეგ არ ენახა რაც თეკლასთან ერთად გაუჩინარდა ვერტმფრენში.
საოცრად დამამახსოვრებელი გამოვიდა ქორწილი, აბა ვის დაავიწყდებოდა პატარა თხის კისერზე გამობმული ხმის ჩამწერი..?
სადაც მხოლოდ რამდენიმე სიტყვა იყო ჩაწერილი.-„უჩვენოდ თაფლობისთვეზე წასვლა არც კი გაბედოთ.“



№1  offline წევრი Rania

საოცრად მაგარი დასასრული გამოგივიდაა. ყოჩაგგგ. ამ ისტორიას კიდევ ბევრჯერ დავუბრუნდები
--------------------
Q.qimucadze

 


№2  offline წევრი Stranger things

Rania
საოცრად მაგარი დასასრული გამოგივიდაა. ყოჩაგგგ. ამ ისტორიას კიდევ ბევრჯერ დავუბრუნდები

ისე გამახარეთ, ძალიან დიდი მადლობა heart_eyes

 


№3 სტუმარი kati

Shesanishnavi iyo.siamovnebit gadavikitxav tavidan bolomde da meore nawilic mouxdeboda...

 


№4 სტუმარი ნოე

ძალიან კარგი ისტორიაა,რომელიც ხალისიანად და საინტერესოდ გადმოგვეცით,ფრთხილი,დაკვირვებული და გონიერი გოგო ხართ....უამრავი წარმატება და ბევრი საინტერესო წიგნი....????????????????

 


№5  offline წევრი Stranger things

kati
Shesanishnavi iyo.siamovnebit gadavikitxav tavidan bolomde da meore nawilic mouxdeboda...

ძალიან დიდი მადლობა heart_eyes ალბათ მეორე ნაწილი მოუხდებოდა მაგრამ ვფიქრობ ეს ხიბლი როგორც დასრულდა აღარ ექნება blush

 


№6  offline წევრი ბატცი

კარგი იყო ვისიამოვნე

 


№7  offline წევრი Stranger things

ბატცი
კარგი იყო ვისიამოვნე

მადლობა heart_eyes

ნოე
ძალიან კარგი ისტორიაა,რომელიც ხალისიანად და საინტერესოდ გადმოგვეცით,ფრთხილი,დაკვირვებული და გონიერი გოგო ხართ....უამრავი წარმატება და ბევრი საინტერესო წიგნი....????????????????

ძალიან დიდი მადლობა heart_eyes

 


№8 სტუმარი სტუმარი მარიამი

სიტყვები ზედმეტია ასეთი საოცრების აღსაწერად, ბრავოოოheart_eyes

 


№9  offline წევრი Stranger things

სტუმარი მარიამი
სიტყვები ზედმეტია ასეთი საოცრების აღსაწერად, ბრავოოოheart_eyes

მადლობაა blush

 


№10  offline წევრი Stranger things

ჟოზე
აუ რა კარგი იყო ❤❤ სხვებისგან განსხვავებული, როგორ მომეწონა ❤❤

მადლობა, მიხარია რომ მოგეწონათ ❤❤

 


№11 სტუმარი სტუმარი მარინა

სიტყვები არ მყოფნის ,დიდებულია,გაიხარეთ.ძალიან, ძალიან მომეწონა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent