შემდეგ...(6)
ზარი შეწყდა და მაშინვე მარიამის ხმა გაისმა, ისე მიაყარა სიტყვები დემნამ ხმის ამოღებაც ვერ მოასწრო. -ვერც კი წარმოიდგენ რა გაგირკვიე, არაა ლილე დემნას ცოლი, სულ ტყუილად ეჭვიანობდი. ...ჯანდაბა, მარიამ. _______________________ ადგილს ელვის სისწრაფით მოვწყდი და დემნასკენ გავიქეცი, დივანზე იჯდა გაკვირვებული, წამში კი ისეთი ღიმილი გამოესახა სახეზე მივხვდი რომ ჩემი საქმე კარგად ვერ უნდა ყოფილიყო,მის ხელში მოქცეულ ტელეფონს დავწვდი და უკვე წართმევას ვაპირებდი მაგრად რომ მოუჭირა ხელი, შორს გაწია მე კი თავისუფალი ხელი მომხვია და პირდაპირ თავის კალთაში ჩამისვა. -მარიამ..!-გავძახე დაქალს. დემნამ ისე ახლოს მომიტანა სახე ლამის ტუჩებზე მეხებოდა, ხმა ვეღარ ამოვიღე კიდევ უფრო მოიწია და რბილი ბაგეები სულ ოდნავ შეახო ჩემსას, მეგონა რომ მაკოცებდა მაგრამ სულ სხვა რაღაც გააკეთა. -შშშ...-დამჩურჩულა პირადპირ ჩემ ტუჩებთან და მივხვდი როგორ გაეღიმა. -ჰო გოგო მე ვარ, რა გაყვირებს ესე გაგიხარდა?!კი ვიცი რომ მოგწონს მაგრამ ესეთი რეაქციაც არ იყო საჭირო მარიამ... მარიამ!-ჩემ თავში რაღაც გაჰყვიროდა მაგრამ სიტყვასაც ვერ ვიღებდი ისეთი გაბრუებული ვიყავი “ჯანდაბა თეკლა შენ თავს“ დემნამ ჩაიხითხითა და კისერზე მომაკრა ტუჩები, გაიღიმა და ტელეფონი ახლოს მოიტანა, ცალი ხელით ისევ მე მეფერებოდა. -ეხლა შეგიძლია უპასუხო.-მიჩურჩულა და მხარზე დამაყრდნო თავი, ისე რომ წამითაც არ მაშორებდა თვალს. -ეხლა არ მცალია, გადმოგირეკავ.-ძლივს ამოვიღე ხმა, შემეშინდა კიდევ რამე არ ეთქვა და სწრაფადვე გავუთიშე. ცოტა დავწყნარდი...და, ხელის წვა ვიგრძენი, დავიხედე და თითზე წყლულები დავინახე...ჯანდაბა...რომ მოვდიოდი ტაფას შევეხე და მხოლოდ ახლა ვიგრძენი საშინელი ტკივილი. -ეს როდის მოასწარი?-წარბები შეკრა და ჩემი ხელი ისე მოიქცა თავისაში რომ დამწვარს არ ეხებოდა. -ტაფას შევეხე.-ვუთხარი მე და აწყლიანებული თვალებით შევხედე. შუბლშეკრული წამოდგა და მეც თან გამიყოლა, სამზარეულოში წელზე მომავლო ხელი, თვალის დახამხამებაში მაღალ დახლზე აღმოვჩნდი, ონკანი მოუშვა და ხელი მის ქვეშ დამაჭერინა...ნელ-ნელა ტკივილმა გაიარა. -უკეთ ვარ.-წამლების ყუთიდან მალამო ამოვიღე და მივაწოდე. უხმოდ გადამიხვია თითი, შემდეგ ისევ წელზე შემიცურა ხელები, ჩამეხუტა ასე ხელში აყვანილი მიმიყვანა დივნამდე, თავის გვერდით დამსვა, ისევ ისე დაჯდა როგორც მანამდე ვისხედით და შეწუხებული სახით გადმომხედა. -ისევ გტკივა? -ნწ-თავი გავაქნიე და ქვემოდან ავხედე.-ნელ-ნელა გადაივლის, სერიალი არ გავაგრძელოთ?- გავუღიმე და იმის ნიშნად რომ აღარ მტკიოდა დამწვარი ხელით დავწვდი პულტს. -გავაგრძელოთ. სწრაფად ჩართო, მე პოპკორნი მოვიტანე, მოშორებით ვაპირებდი დაჯდომას ხელი რომ მომავლო, კალთაში ჩამისვა და თავი მხარზე ჩამომადო, მომღიმარ სახეზე მივუხვდი რაზეც აპირებდა ლაპარაკს. -არ მიეჭვიანია. დემნამ ისე საოცრად გამიცინა...ჯანდაბა, ღრმად ამოვიოხრე. -თუ აღარ აპირებდი...-ჩემ სისულელეზე ღრმად ჩავისუნთქე და ერთიანად ავწითლდი. -ლილე ბავშვობის მეგობარია.-ამიხსნა, ისე რომ თავი ჩემი მხრიდან არ მოუშორებია. -დემნა...-ამოვიოხრე მე. -ჩუ...ისე გამიხარდა.-გამიღიმა და კისერზე მაკოცა.-სულ ტყუილად მორცხვობ ისედაც ვხვდებოდი.-ისევ ჩემს კისერში ჩაიცინა. -ეჰ,როგორ მოგწონს ჩემი წამება.-დავუბღვირე და მისი კალთიდან წამოდგომა ვცადე. -ძალიან, ძალიან ლამაზი ხარ.-მითხრა და გამიღიმა.-განსაკუთრებით როცა წითლდები. -შენ კიდევ საეჭვოდ ბევრს იღიმი.-შევუბღვირე მე.-და გირჩევ ეხლავე დაიწყო ახალი ასისტენტის ძებნა. -იდეალური ასისტენტი მყავს.-მისმინე...-სერიოზული სახით გამომხედა.-მარიამია არაა ის დაქალი, იმ სახლში რომ გამოგიშვა? -მარიამია.-თავი დავუქნიე მე. რამდენიმე წამი გაუნძრევლად ვიჯექი, დემნა კი თმაზე მეფერებოდა. -ახლა ასე დამეძინება.-ამოვიოხრე და ერთიანად მოვდუნდი.-გრძელი დღე იყო. -შეგიძლია დაიძინო.-ხელები უკეთ მომხვია. -ასე არ მინდა.-ვთქვი და ნახევრად მძინარემ შევუბღვირე. -ასე ვისხდეთ.-არც დემნამ დამაკლო. -მიბრძანებ...-ამოვიოხრე და მხარზე დავადე თავი. -ხო.-ძალიან ძლიერად მომეხვია. უკვე აღარ მქონდა იმის ძალა რომ კიდევ შევწინააღმდეგებოდი...თან ასე მის სურნელში გახვეული ისე საოცრად ვგრძნობდი თავს. -ხვალ ხომ წამიყვან სახლში...-ამოვილაპარაკე მძინარემ. -ხვალ კი. მეორე დილით უცხო საძინებელში გამეღვიძა, მეჯვარის კაბის ნაცვლად ვიღაცის პიჟამა მეცვა, შუბლი შევკარი და ოთახიდან გავედი, როგორც ჩანს მეორე სართულზე ვიყავი, კიბეს დავუყევი და საიდანაც ხმა მესმოდა პირდაპირ იქით წავედი. დემნა მაგიდასთან იჯდა და საუზმობდა ,ჩემ დანახვაზე თვალები გაუბრწყინდა და ბედნიერად გამიღიმა. -დილამშვიდობის...როგორ გეძინა? -კარგად მადლობა.-მაგიდას მივუახლოვდი, ხელი რომ მომხვია და ისევ კალთაში ჩამისვა. -დემნა...გაგიჟდი?!-წამოვიკივლე და ადგომა ვცადე, გაიცინა და ლოყაზე მაკოცა, შემდეგ ხელი გამიშვა და ისე მიუბრუნდა თეფშს ვითომ არაფერიო. ფეხზე წამოვხტი და გაბრაზებული სახით დავაჩერდი. -საერთოდ ნუ მკოცნი.-ვუთხარი და დავუბღვირე.-შეყვარებული ხარ, მეგობარი, თუ ძმა?! ჭამა შეწყვიტა, სერიოზული სახით მოატრიალა თავი და რამდენიმე წამით მომაჩერდა “ვაიმე...თეკლა“, ჩაისუნთქა, ფეხზე წამოდგა, წელზე ხელი მომხვია, ერთი ხელის მოსმით მიხურა სამზარეულოს კარი და მეც ზედ ამაკრა. -ანუ რას მეუბნები...-ზემოდან დამაჩერდა.-ასე არ მაკოცოო? კისერზე მომაკრა ტუჩები, კოცნით აუყვა და ყურთან შეჩერდა. -მიპასუხე.-მეჩურჩულებოდა და კოცნას არ წყვეტდა. პასუხი კი არა განძრევაც აღარ შემეძლო. -თეკლა...-ამომხედა და სახეზე დამაჩერდა.-არც ასე... ნიკაპზე მაკოცა, თავი ოდნავ წამოსწია და ცხვირით ცხვირზე შემეხო, ისე ახლოს იყო მისი ტუჩები ჩემ ტუჩებთან...უკვე ჰაერი აღარ მყოფნიდა და ვგრძნობდი როგორ ვწითლდებოდი, კიდევ უფრო ახლოს მოვიდა და პირდაპირ ზედ ჩამჩურჩულა. -როგორც იტყვი. წამში მომშორდა და დამტოვა ერთიანად გაბრუებული, ძლივს მოვშორდი კარს და ისევ მეორე სართულისკენ წავედი. საწოლზე ჩამოვჯექი და ღრმად ამოვიოხრე, მთელი კისრის მიდამო მეწვოდა, ადგილები სადაც დემნა მკოცნიდა, ჟრუანტელი მივლიდა და სახლში სიგრილის მიუხედავად საშინლად მცხელოდა. წამოვდექი და ჩემი კაბის ძებნა დავიწყე, ვერ ვიპოვე, უკვე ქვევით დაბრუნებას ვაპირებდი ხმა რომ გავიგე, ოთახიდან გავედი და ფრთხილად შევხსენი გვერდით კარი. ლილე იდგა ბაჩის საწოლთან, ორივე რაღაცაზე იცინოდა. -თეკლა ექიმო.-გაბრწყინებული წამოხტა ბაჩი და ხელები მომხვია. -დილამშვიდობის.-ხელში ავიტაცე და ლოყაზე ვაკოცე. -კარგად გეძინა?-ლილე მომიახლოვდა და მორიდებულად გამიღიმა.-გუშინ იმ კაბაში შემეცოდე და ჩემი პიჟამა ჩაგაცვი. -კი, ძალიან დიდი მადლობა.-გავუღიმე მე. -შენ ქვემოთ ჩადი და ჩვენც ჩამოვალთ, დემნა სამზარეულოშია.-მითხრა და ბაჩი გამომართვა.- საუზმეს ამზადებდა. -ვიცი...ვიყავი უკვე.-დემნას ხსენებაზე სიწითლე რომ დამეფარა ყურზე ნერვიულად მოვისვი ხელი.-ჩემ კაბას ვეძებდი. -იქით ოთახში დევს.-გამიღიმა და მოპირდაპირე ოთახზე მანიშნა. სწრაფად ჩავიცვი და ქვევით ჩავედი, ბაჩის ხმა გამოდიოდა სამზარეულოდან და მეც იქით წავედი. -მე უნდა წავიდე.-ვუთხარი მათ და იქვე დადებულ ჩანთას დავწვდი. -არ ისაუზმებ?-ფეხზე წამოდგა ლილე. -ისაუზმებს.-თქვა დემნამ და თავის გვერდით მანიშნა სკამზე. -სჯობს წავიდე... ვიცოდი, თუ კიდევ დავრჩებოდი ალბათ ვეღარ შევეწინააღმდეგებოდი და სწრაფად გამოვედი სახლიდან, უკან ნაბიჯების ხმა გავიგე და მივხვდი რომ მომყვებოდა. -არ მშია.-ვთქვი და იმ წამს გვერდში ამომდგარს ავხედე. -კარგი.-მითხრა მშვიდად. გაბრაზებული იყო...ჰო კიდევ ეს უნდა იყოს გაბრაზებული...მე რომ მაბრაზებს ეგ არაფერი? -მე გაგიყვან.-მითხრა და მანქანის კარი გამიღო, ხმა არ ამომიღია ისე ჩავჯექი ვიცოდი რომ ბოლოს მაინც იქ აღმოვჩნდებოდი. სახლამდე უხმოდ მიმიყვანა . -მალამო კიდევ ერთხელ წაისვი.-მითხრა და დამწვარ ხელზე მიმანიშნა... საერთოდ აღარ მახსოვდა. “კარგი,მადლობა“-თქო მივაძახე და ისე გადავედი აღარაფერი მითქვამს. სახლში მისულმა შხაპი მივიღე, გამოვიცვალე და დამჯდარი ტელეფონი შევაერთე. მაკოსგან იყო გამოტოვებული ზარები. საათს გავხედე, ნახევარ საათში იყო ფრენა, გადაწყვიტეს თაფლობისთვე ინდოეთში გაეტარებინათ, ბოლომდე ვერ მივხვდი რატომ არჩიეს პარიზს ან რომს მუმბაი მაგრამ ამ ორ გიჟს რას გავუგებდით. -თეკლა.-მაკომ პირველივე ზარზე მიპასუხა.-გუშინ ისეთი არეულობა იყო ნორმალურად ვერც კი დაგემშვიდობე. -ვიცი ისე გავიქეცით ვეღარ მოვახერხე, რა ხდება უკვე აეროპორტში ხართ თუ გაცდენ? -არაა, ჩვენ რეისს ველოდებით მაინც ისე ვზივარ მელაპარაკე ცოტა, ესე ადრე რამ გაგაღვიძა, გუშინ არ დაიღალე? -რა ვიცი ესე გამეღვიძა, გუშინ დემნასთან დავრჩი, ლილე გვიან მოვიდა ალბათ, მე კიდევ მეძინებოდა და თან ბაჩის მარტოს ხომ ვერ დავტოვებდით. -ისე მაინტერესებდა ბაჩის და ლილეს იცნობდი თუ ქორწილში გაიცანი? -ვიცნობდი, საავადმყოფოში გავიცანი. -აჰაა გასაგებია, რა კარგი გოგოა არაა..?-უცებ ზედმეტად ხალისიანი გაუხდა ხმა.-ვერც კი წარმოიდგენ რა კარგი ტორტი იყო,აი ის კონდიტერი გახსოვს...?მე რომ ვერაფრით შევუკვეთე ქორწილის ტორტი...თურმე ის ყოფილა ლილეს ნაცნობი, ისეთი ლამაზი და გემრიელი ტორტი იყო, ვერც კი წარმოიდგენ...მოიცა სურათები უნდა გამოგიგზავნო, პირველსაც კი გადააჭარბა, ვერ წარმოვიდგენდი ყველაფერი ასე კარგად თუ გამოვიდოდა. კიდევ ცოტა ვილაპარაკეთ, შემდეგ მაკოს ჩასხდომა დაიწყო და მეც მივხვდი რომ მომშივდა, ანანოს ოთახში შევიხედე, ქორწილში მთელი ჩემი ოჯახი იყო, მაგრამ დიდიად ვერც ერთი ვნახე, მე მეჯვარეობის გამო სულ პატარძალთან მიწევდა ყოფნა,ისინი კიდევ მთელი საღამო სტუმრებს იღებდნენ და ელაპარაკებოდნენ ,მოკლედ ყველა ჩვენ-ჩვენ სტიქიაში ვიყავით, ანანომ რამდენიმე საათით შემოირბინა და მერე ისევ გაიქცა, ეს გოგო სამსახურის გამო სულ გადარბენაზე იყო, ახლაც წასული დამხვდა. ვისაუზმე და მარიამს დავურეკე, გუშინდელ ინციდენტზე ხმაც არ ამომიღია, შემეცოდა აბა ამან რა იცოდა რომ დემნა უპასუხებდა, მაგრამ სამაგიერო იმით გადავუხადე რომ დაჟინებული თხოვნის მიუხედავად იმის გარდა რომ დემნას ახარა თეკლას მოსწონხარო, არც სხვა დანარჩენი მომიყოლია. რამდენიმე დღეში სამსახურშიც გავედი, დემნა აღარც მინახავს მაგრამ დღის განმავლობაში იმდენჯერ მახსენდებოდა, ისღა მაკლდა რომ არ დამსიზმრებია, როგორც მარიამმა მითხრა არც სოციალური ქსელებით სარგებლობდა და საერთოდაც ვერ იტანდა მედიასთან ურთიერთობას , იმის მიუხედავად რომ ცნობილი კამპანიის დირექტორი იყო, არ უყვარდა საკუთარი თავის გარეკლამება, სამაგიეროდ ცნობილი პარტნიორის ფოტოები ვნახე, დამიანე მართლაც ძალიან სიმპატიური იყო და ახლა უკეთესად ვხვდებოდი მარიამის მოკერილი სახეების მნიშვნელობას მის ხსენებაზე...და მაინც ეს ბიჭი რაღაცით მეცნობოდა. საავადმყოფო ისევ ისეთი დამღლელი იყო მაგრამ, კიროვა ახლა უფრო ხშირად მაძლევდა უფლებას ოპერაციებზე დავსწრებოდი, რამდენჯერმე ჭრილობაც გამაკერინა, იმის მიუხედავად რომ ისევ ისეთ ცივ დამოკიდებულებას ინარჩუნებდა და პატარა დაუდევრობაზეც კი სასტიკად მსაყვედურობდა, დავასკვენი რომ ჩვენი ურთიერთობა მაინც წინ მიდიდოდა. უკვე ორი კვირა იყო გასული ქორწილიდან და იქიდანაც რაც დემნა არ მენახა, ჩემ თავსაც კი ნახევრად ვუტყდებოდი რომ ახლა უფრო მეტად მენატრებოდა ვიდრე ქორწილამდე, მაგრამ ეგეც იშვიათად, საქმე არ მიშვებდა და მეც გარკვეულწილად ბედნიერი ვიყავი რომ ისევ თავიდან-ბოლომდე სწავლაში ვიყავი გადაშვებული. პაციენტის ანალიზები მოვკრიფე და კიროვას კაბინეტისკენ გავეშურე, ცოტაც და ჩემი მორიგეობა დამთავრდებოდა, წინა დღეს მაკო და გოგა ჩამოვიდნენ და დღეს ვაპირებდით გასვლას, ვხვდებოდი რომ დიდი ალბათობით დემნაც იქ იქნებოდა და მოსალოდნელი შეხვედრის წარმოდგენაზე ჟრუანტელი მივლიდა, მაგრამ ვცდილობდი ყველანაირად ვკონცენტრირებულიყავი საქმეზე. სწრაფად შევხსენი კიროვას კაბინეტის კარი და ანალიზებს აუღელვებლად მოვაშორე თვალი, ნანახისგან ადგილზე გავიყინე, იმ წამს სუნთქვაც კი დამავიწყდა იმდენად მოულოდნელი იყო ჩემ წინ გადაშლილი სცენა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.