შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემთვის გაჩენილი-ნაწილი II (სრულად)


23-07-2019, 18:35
ავტორი tasusuna
ნანახია 9 249

სიყვარული და ცხოვრებაც,თავის მხრივ,ეტაპებად იყოფაა..
თუ კარგად დავაკვირდებით,მთელი ჩვენი ხანგძლივი არსებობა კიბეზე სიარულს გავს.
ფეხმორთხმით,ხანდახან ენერგიულად,ხანდახან ადგილის დიდი ხნის ტკეპნის შემდეგ გადავდივართ შემდეგ საფეხურზე.
ცხოვრების ფერხულში ჩაბმულს,ათასი პრობლემებით გარშემორტყმულს ცვლილებების გაანალიზება ხანდახან გვიჭირს ან,ძალიან რთულად აღვიქვამთ მას.
გასვიანთან ამ რიტმში ჩაბმა,ალბათ,ყველაზე ადვილი და,შეგუებადი იყო..
ჩვენი თითოეული ახალი საფეხური კარგად გააზრებული და,გეგმიური იყო.
ისეთი პერფექციონისტისთვის,როგორიც უჩაა,სხვანარად წარმოუდგენელია.
მას შემდეგ,რაც ლოგიკურმა დასასრულმა,ახალი საწყისი შვა,თითქმის წელი იყო გასული.
დედასთან ძალიან ახლოს,რამოდენიმე ბინის გამოტოვებით ვცხოვრობდით.
ბუდე,რომელიც ერთად ავაშენეთ,უმყუდროვესი,უთბილესი და ყველაზე კომფორტული ზონა იყო,სადაც კი მთელი ჩემი ცხოვრება მქონდა გატარებული.
მისით დაწყებული თითოეული დილა-იდეალურთად ყველაზე ახლოს იყო და იმ ბედნიერებას მანიჭებდა,აი,თაროებზე შემოწყობილ წიგნებში ხატოვნად რომ იყო გადმოცემული.
არარსებობდა არცერთი მცირე დაბრკოლება და პრობლემა,რომელსაც ურთიერთშეთანხმებით არ დავაღწიეთ თავი.
ამ მცირე პერიოდში,სანამ ჩვენ რამდენიმე საფეხური ავიარეთ,
ნანუკამ მოახერხა და ლაშას ძალიან დიდ სისულელეზე ეკამათა.
ახლა დედაჩემთანაა მეორე კვირაა და პატარა მართა-მარიამს თავს ევლებიან.
მარიშკა ყველაზე სტაბილურადაა.
გიოსთან ყველაფერი კარგადაა-არც ჩქარობენ და არც ერთ ადგილს ტკეპნიან.
მისი ბალანსი მიყვარდა და ვაფასებდი.
ნანუკა კი,ორივესთვის ძალიან დიდ კითხვის ნიშანს ბადებდა და მაინც ვერ ვხვდებოდით,როდემდე უნდა გაგრძელებულიყო მისი სიგიჟე.
ჩემი ცხოვრების ეს ფურცელიც ისევ დედასთან,სამზარეულოში იწყება.
ყავის,სიგარეტის,ბავშვის ფაფისა და ნანუკას ცრემლების თანხლებით.
ბუმერანგები და წრეზე ბრუნვა ხომ იცით?
ჰოდა,ასეა!
ჭუმბურიძე ისევ ძალიან დიდ პრესში ექცევა..
___
-მენატრება,ასე მგონია,ვერ ვსუნთქავ მისი ბოტოტა თითებით რომარ მეხუტებაა.-ქალბატონი ზის და სლუკუნებს.
მართიკოს სძინავს და ვცდილობთ ჩუმად ვიყოთ.
სიგარეტის მოწევა ბოლო ორ კვირაში დაიწყო ისევ და, ღერი ღერზე ეწეოდა.
მე არც აქამდე გადამიგდია,ეს ალბათ ერთადერთი თემა იყო,რაზეც მე და უჩა ვერ ვთანხმდებოდით.
მარიშკა ისევ ჯანსაღ სიკვდილს აწვება.
დედა პატარასთანაა და განმარტოების საშუალებას გვაძლევს.
მე პარალელურად უჩას ვწერდი,
საღამოს ვახშამს ვუთანხმებდი და,ცოტა გაფანტულად რომ ვიყავი,ამას ნანუკაც ამჩნევს.
ან რა უნდა მერჩია?!
ან რა უნდოდა?!-მისი ხუშტურებით ლაშას ძააან აკეტინებდა და რა უკვირდა?!
იცოდა მეც და მარიშკაც ერთ ტალღაზე რომ ვიყავით და ალბათ ცოტა გული ამაზეც სწყდებოდა.
-ჩემი ბრალი არაა თუ ეჭვიანი ვარ.-ისევ აგრძელებს,თვალები ჩაწითლებულიაქ და ალბათ ლაშა გააფრენს,ასე რომ დაინახავს,არადა, ზუსტად ახლა მომწერრა,ამოვდივარო.
-საერთოდ არააქ იმას მნიშვნელობა,საბაბი მომცა თუარა!-მისი სიჯიუტე და ალოგიკურობა საზღვარს სცდებოდა..
მაგრამ რა?!
ნანუკა იყო და ვსო!-ყველაფერი ეპატიებოდა და გასდიოდა.
ლაშა უკვე სამზარეულოს ღზურბლთან იყო და ცოლის ზურგს უკან მის ფრთიან ფრაზებს მოთმინებით ისმენდა.
ბოლოს,რომ აღარ დაასრულა ნანუკამ დემაგოგია და უკონტროლო გახდა მისი ცრემლებიც და ქცევებიც,
ჩვენ სულ ფეხისწვერებზე გამოვედით და ლაშას შევატოვეთ ქალბატონი.
მართა-მარიამთან ვიყავით მე,დედა და მარიშკა და ზავს ველოდით.
სადღაც 15 წუთში ოთახში შერიგებული წყვილი შემოდის და იმწამს გაღვიძებულ შვილს გულში იკრავენ.
შვებით ამოვისუნთქეთ.
ორ კვირიანი ღამის თევები დასრულდა-ვაშა!
გასვიანს მოკლედ ვწერ
"შერიგდნენ"-თქო და საღამომდე დედასთან ვრჩები.
___
-ბავშვისთვის საჩუქარი ამარჩევინე რა და მერე წადი სამსახურში.-მაგიდასთან ვსხედვართ,მსუბუქად ვსაუზმობთ.
ცხრა წუთების შემოსული იყო.
ორ დღეში მართიკოს ვნათლავდით მე და მარიშკა და დღემდე არ მქონდა ნაყიდი ჯვარი.
უჩას ისეთი სახეაქ,ვხვდები უარის თქმას აპირებს და გული მწყდება.
თვეებია მის საქმიანობას ჩვენს ქალაქში აფუძვნებს და ისეთ გადარბენებზეა,ძალიან მცირე დრო გვრჩება ერთმანეთისთვის.
საღამოს უსაშველოდ გადაღლილი მოდის და ისე მეკვრის ხოლმე,სუნქვა მიჭირს.
იღლება და ვიცი,მხოლოდ იმისთვის იხარჯება,რომ წასვლა აღარ მოუწიოს და აქ,ჩემთან იყოს.
მიუხედავად ამისა,გულში,ძალიან ღრმად,ეგოისტურად მწყდება ხოლმე გული და ეს არც ეპარება გასვიანს..
ახლაც,ყავის სმას ახანგძლივებს და მზერას მარიდებს.
სიგარეტს ვუკიდებ გულნატკენი და ვცდილობ,ძალიან არ შემეტყოს იმედგაცრუება..
-ტას,ხომ იცი არა?!-თვალებში სევდა და ბოდიშებიაქ.
საკუთარ თავზე მეშლება ნერვები,
არ მინდა დღე გავუფუჭო,მაგრამ,საკუთარ თავს მაინც ვერ გადავდივარ.
აღარაფერს ვამბობ,
ყავას უხმოდ ვამთავრებთ და გასვლამდე მის კოცნას მიტოვებს.
ალბათ,საათი მაინც გადის,სანამ სამზარეულოს სკამზე,ფეხებაკეცილი ვზივარ და ღერს ღერზე ვეწევი.
თავში უამრავი ფიქრი მიტრიალებს და მათ შორის კარგი არცერთია.
ამ ბოლო დროს ძალიან არეულივარ და ხშირად ემოციებსვერ ვაკონტროლებ.
ეს ჩვენს ურთიერთობაზეც ისახება და ეს გულს ძალიან მტკენს.
რეალურად,
გრძნობები ათასმაგად გამიმძაფრდა მის მიმართ.
ახლაც,საათის უნახავი მყავდა და,მთელი ორგანიზმი მტეხდა მონატრებისგან.
ეს ავადმყოფური მიზიდულობა მის მიმართ მაშინ ჰო და,ახლა უფრო მეტად მაჯაჭვებდა მას.
ისევ ვირეოდი და საკუთარ თავში ვიკარგებოდი.
ამას არ დავუშვებდი!
სიგარეტის კოლოფს,გასაღებს და მის მოსაცმელს ვიღებ და კისრისტეხით ჩავრბივარ კიბეებზე.
მანქანაში,რომელიც აგერ უკვე მეორე წელია ჩემს მფლობელობაშიაცისევ გასვიანის გრილი სუნამოს არომატი ტრიალებს.
რა გავაკეთო?!-ეს სუნამო დღესაც თავბრუს მახვევს.
მის სამსახურთან 20 წუთში მივდივარ,
ისეთი განცდა მაქ,თითქოს ცეცხლი მეკიდება.
ავტოსადგომზე მანქანას დაუდევრად ვაყენებ და ისეთი სიჩქარით ავრბივარ კიბეებზე,გული ხელში მიკავია.
სამდივნოში ნათია ყავით ხელში მეგებება,
მოკლედ ვესალმები, ვაფრთხილებ,რომ სანამ არ გამოვალ, მასთან არავინ არ შემოვიდესს და შესვენებაზე ვუშვებ ერთი საათით.
კაბინეტის კარს რომ ვაღებ,
გასვიანს ჯერ გაბრაზებული სახეაქ,თუმცა,როგორც კი მხედვას, მზერა უთბება და ეღიმება.
ზურგსუკან კარებს საკეტით ვკეტავ და ხის მასიურ ზედაპირს ვეყრდნობი.
არაფერს არ მეუბნება,ცოტა გაკვირვებულიცაა და თვალებში კითხვის ნიშნებიაქ.
მსიამოვნებს,რომ გავაოცე.
მეღიმება,
მთელ ტანში ჟრუანტელი მივლის და ტემპერატურა მიწევს.
პერანგს,რომელიც ბოლომდე მაქვს შეკრული,მკერდამდე ვხსნი და მისკენ ვიხედები.
გასვიანს თვალებში ვარსკვლავები ენთება და სავარძელზე კომფორტულად თავსდება.
მკერდიდან წელამდე ვიხსნი და მთლიან სიშიშვლემდე მხოლოდ ერთი ღილი მიკლია.
ვგრძნობ,როგორ მივლის მთელ ტანში მისი შეხების სურვილი და ჩვენ შორის მანძილს ჩქარი ნაბიჯით ვფარავ.
სავარძელზემჯდომს კალთაში ვუჯდები და როგორც იქნა მის ტუჩებს ვეხები.
ისეთი გახელებით მკოცნის,ვერ ვწყდები.
პერანგს მომენტალურად მხდის და მკერდზე კოცნებს მიტოვებს.
გავგიჟდე ლამის,ასეთი ალერსიანი არასდროს ყოფილა.
მის სავარძელში,მის კალთაში მთლიანად მეუფლება და მთიშავს.
სუნთქვა გახშირებულიმაქ,მის კისერს ვერ ვწყდები,
ხარბად ვისუნთქავ საყვარელ არომატს.
მოშიშვლებულ უკანალზე ხელებს მაწყობს და მიჭერს,
ცეცხლში ვეხვევი.
კვნესას ტუჩებთან ვაჩერებ და მის ბაგეებს ვაცხრები.
ეს ტუჩები,
ეს სახე,
ეს გამორჩეული და გამოკვეთილი ნაკვთები მთელ სამყაროდ მიღირდა.
მაგიჟებდა,
მაფრენინებდა,
არიყო ადამიანი მისი უღმერთო სიყვარულით,თვალებიდან რომ ეღვრებოდა.
დიდხანს ვირეგულირებდი მის კალთაში სუნთქვას,
გასვიანი ეშმაკურად მიცქერდა და სახეზე სიმშვიდე ეხატა.
მიის თვალები საფიცრად მქონდა,
განსაკუთრებით მაშინ,მე რომ მიცქერდნენ მისი ღრმა მზერით.
-არასდროს მომცე საშუალება ავირიო..-კისერში ვაკოცე და მკლავები მოვხვიე.
-ერთი საათი დამელოდე და წავიდეთ საჩუქარზე.-თვალს ძველებურად მიკრავს და მისი სხეულიდან ჩამომხსნა.
ისეთი ძალაგამოცლილი ვარ,სავარძელში ვჯვდები და ალბათ ნახევარი საათი გაუნძრევლად ვზივარ.
გასვიანი საქაღალდეებშია ჩაფლული და დროდადრო გამომხედავს ხოლმე,თვალს მიკრავს,მიღიმის და საქმეს აგრძელებს.
ჩემ თავს დიდ,გრძელ კედლის სარკეში ვუყურებ და ვაკვირდები.
ანარეკლიდან მომღიმარი,მშვიდი,ლოყებშეფაკლული გოგონა მიცქერს,სიგარეტით ხელში.
თვალები უბრწყინავს და ბედნიერებას ასხივებს.
მეთვითონ მიკვირს ჩემი ცვალობადობები..
სულ რაღაც საათის წინ ჩემში ქარიშხალი ტრიალებდა,
ეხლა კი,
მშვიდ,კამკამა,ლივლივა ზღვას დაესადგურებინა ადგილი.
___
ოფიციალურად,ნანუკამ გაგვანადგურა!
პეტიცია შედგენილია და ხელს აწერს ოთხი ნათლია,ნათლიების პარტნიორებით.
აფსოლუტურად ბოლო წვეთი ენერგიაც გამოგვწურა და დღის ბოლოს მხოლოდ ის იდგა ფეხზე.
საიდან ჰქონდა ამდენის თავი?!
მართა-მარიამი სულ ხელში ჰყავდა,პარალელურად ფოტოებს იღებდა,თან ლაშას ეჩხუბებოდა.
თან ჩვენ მითითებებს გვაძლევდა და კანიდან ძვრებოდა,ყველას უნდა დაგამახსოვრდეთ ეს დღეო.
გადარეული იყო..
არის და იქნება მთელი ცხოვრება..
მაინც სულ ყველამ
ვიცოდით, ნანუკა რომარა,ჩვენ არ ვიქნებოდით,ან ,თუ ვიქნებოდით-ძააან ნეიტრალურები.
ორი იყო სახლის გზას რომ ვადექით.
გასვიანი ისეთი იყო,თვალს ვერ ვწყვეტდი.
მანქანას ცალი ხელით მართავდა,მეორეთი ჩემს თითებს ეფერებოდა,როგორც ყოველთვის.
მაგიჟებდა იმაზე ფიქრი,რომ ძველებურ ჩვევებს არ ივიწყებდა დაისევისე მაფრენინებდა.
სახლამდე აღარაფერი გვიკლდა,მოულოდნელად ცუდად რომ ვიგრძენი თავი.
მომენტალურად ისე დამეხვა თავბრუ,მთლიან სიბნელეში ჩავიძირე.
მალევე მოვეგე გონს,
თავზე გაფითრებული გასვიანი მედგა და თვალებიდან შიში ეღვრებოდა.
-ტას.-ღვედი შემიხსნა და სახეზე მომეფერა.-შევაშინე,რა დაგემართა?!
-ალბათ გადავიღალე,უკვე კარგად ვარ უჩა..-სუსტად ვუღიმი და ხელის გულზე ვკოცნი.
ვერიტანს,თუმცა,ახლა არ მიპროტესტებს,ალბათ,მართლაც ცუდად ვიყავი გარეგნულად.
-მივიდეთ რა საავადმყოფოში?!-ხმაში თხოვნაცაა და,მოთხოვნაც.
ახლა დასვენების გარდა აღარაფერი მინდოდა,
დიდხანს მეკამათა,თუმცა,მაინც დავიყოლიე და მალე,მის მკლავებში თბილად ჩამეძინა.
___
ერთი კვირის თავს,დედასთან ვიყავით მე მარიშკა და ნანუკა მართუკათი.
მართა ისე მაგიჟებდა მისი ბაჯბაჯა სიარულით და ნაწყვეტ-ნაწყვეტი ლაპარაკით,დედამისს მთლიანად ჩამოვართვი და მთელი დღე კალთიდან არ მოვიშორე.
მარიშკა გვყავდა ცოტა შეფიქრიანებული.
მთელი დღე ვერ გამოვტეხეთ ვერავინ,ცალკე დედას აწუხებდა მისი ამღვრეული თვალები..
მერე,ლიაკოს სამსახურიდან დაურეკეს დაუგეგმავად და წასვლა მოუწია.
ისევ სამზარეულოში ვიყავით,
მართუშკას ჩემს საძინებელში ეძინა და თამამად ვეწეოდით.
დიდხანს უთმინა ნანუკამ მარიშკას სიჩუმე,ბოლოს ვეღარ გაძლო და სანამ გიოსთან დამირეკავს,ამოღერღე რა ხდებაო.
ისეთი რამე გვითხრა,სანამ აზრზე მოვიდოდით სამი ღერი მოვწიეთ ზედიზედ.
ნანუკას მიტკლის ფერი ედო და ვგრძნობდი,მეც არ ვიყავი კარგად.
მარის პირველად ვხედავდი არეულს,თვალებიდან ცრემლები უკონტროლოდ მოსდიოდა,ვერც ვაწყნარებდით,ჩვენ უარესი გვჭორდა.
მარიშკა ორსულად იყო!
გავიჭედე-სიხარულსა და თანაგრძნობაში.
ნანუკას რომ გავხედე,სახეზე წითლდებოდა და თვალები სიბრაზისგან ენთებოდა.
-გონებაშიც არ გაივლო ბავშვის მოშორება,თორემ მართუშკას გეფიცები,მთელი ცხოვრება ვერცერთს ვერ გვნახავ!-შეუვალი ხმა აქვს.
მარის სახე მომენტალურად ეყინება და გაოცებული აჰყურებს ფეხზე მდგომს.
-არც გამიფიქრებია ნანუკა,გაგიჟდი?!
მოვეშვი.
რაცარუნდა ყოფილიყო,მარიშკას ამაში მხარს ვერ დავუჭერდი.
ეს ჩემ პრინციპებს ეწინაადეგებოდა,მითუმეტეს,გიო არიყო ის ბიჭი,რომლისთვისაც სიყვარულის ნაყოფი არასასურველი იქნებოდა.
რომ გადავხარშე და გავიაზრე,რომ კიდევ ერთი პატარა შემოგვემატებოდა,ცრემლები ვეღარ შევიკავე.
ნანუკა უკვე მარიშკასთან იყო ჩამუხლული და ჯერ არარსებულ მუცელს ეფერებოდა.
მეღიმებოდა..
სრულფასოვან ბედნიერებას ვგრძნობდი,
მის სუსტ,ფარფატა მტევანს მოვეჭიდე და მხარდაჭერა მთლიანად ვაგრძნობინე.
გვიანობამდე შევრჩით დედასთან,
ცხრა იქნებოდა,გოგოები სახლებში რომ მივიყვანე და სახლში დავბრუნდი.
გასვიანი ერთი საათის მოსული იყო.
კარები რომ შევაღე,სამზარეულოდან ისეთი ბუღი გამოდიოდა,ძლივს მოვსულიერდი ხველებით.
მთელი მისაღები,სამზარეულო და სამყოფელი კვამლის სუნით ყარდა.
სანამ უჩას მივაგენი,ათასმა ფიქრებმა გამომაცალეს ძალა.
სამზარეულოში,გაზქურასთან მდგომი, უვნებელი გასვიანი რომ დავინახე წინსაფრითა და დანახშირებული ტაფით,ლამის ცუდად გავხდი სიცილით.
ისე საწყლად მიყურებდა,ვერ მოვითმინე და ცხელი ტუჩები დავუკოცნე.
რომ მოვწყდი, შუა ღამემდე სახლის განიავებას მოვუნდი.
უჩა ტილოთი ხელში დარბოდა ოთახებშორის და ბუზღუნებდა.
როგორც იქნა,დამწვრის სუნი გავიყვანეთ სახლიდან.
ოთახი ჟანგბადით რომ გაივსო,აბაზანაში შევედი და ჯაკუზის გავსებას დაველოდე.
ლავანდის სურნელით რომ გაივსო მთელი აბაზანა,მთლიანად მოვეშვი.
დღევანდელმა ემოციებმა ძალიან გამომფიტა,აბაზანა კი დადებითად მოქმედებდა.
10 წუთიც არიქნებოდა გასული,ლავანდის არომატთან ერთად ის სურნელიც რომ ვიგრძენი,ყველაფერს რომ მერჩივნა.
თვალებს გამიზნულად არ ვახელდი,მისი შეგრძნება მსურდა და არა ხილვა.
მალევე,მის ძლიერ მკერდს ვეყრდნობოდი და სრულ ჰარმონიას ვუბრუნდებოდი.
გასვიანი ნაზად დაატარებდა ტანზე მის თითებს და უსაშველოდ მანთებდა.
-ვგიჟდები,ჩემი სურვილით რომ იწვი..-ხმა ისეთი ბოხიაქ,მთელ ტანში მცრის,ელვა მივლის და ფეხებს მაგრად ვატყუპებ.
მისი ჩუმი ჩაცინება მთლიანად მრევს.
როფორ შეუძლია მინიმალური შეხებით ჭკუიდან გადამიყვანოს?!
მკერდს ხელებს ძლიერად უჭერს და ისე ვკვნესი,მთელ აბაზანაში ექოდ ისმის.
-გასვიანი,ჭკუიდან მწევ!-ხმა ვნებისგან მთლიანად შემცვლოდა,მომენტალურად შევტრიალდი მისკენ და მკერდზედა ვეყრდენი.
მოღიმარ ბაგეებს მოწყურებულივით დავეკონე და დიდხანს,სანამ მისმა ერექციამ ჭკუიდან არ გადამიყვანა,არც მოვწყდი.
ისე გავითიშე,ინსტიქტურად ამოვედი აბაზანიდან და ოთახამდე როგორ მივედი,არ ვიცი.
რაციონალური აზროვნების უნარი რომ დამიბრუნდა,საწოლზე,მთლიანად სველი ვიწექი და გულაჩქარებული გასვიანის მკერდზე მედო თავი.
____
-გიოსთვის ჯერ კიდევ არ მითქვამს.-ეხოდან გამოვდიოდით,მარიშკას გიოზე ვკითხე,სადაათქო.
მისი ამბებიდან თვეც არიყო გასული,დღეს პირველად დავინახეთ ჩვენი პაწაწინა და გამიკვირდა,მისი იქ არ ყოფნა.
ნანუკა ისე აიფოფრა ამის გაგონებაზე,ლამის გადავეფარე მარიშკას.
მეც გამიკვირდა და თან არ მესიამოვნა,
ხომ გითხარით,გიო არიყო ის ადამიანი,რაღაცებზე უკან რომ დაეხია.
ჩვენიანი იყო ..
მე მომერიდა,სამაგიეროდ ნანუკამ ჩაუტარა ლექციები.
მარიშკას ვატყობდი,საერთოდ არუსმენდა,არ ვიცი რატომ,მაგრამ,აშკარად მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი რომ ჯერ არეთქვა გიოსთვის.
ძალიან დამძიმებული დავბრუნდი სახლში,
მთელი დღე მარიშკას მიზეზზე ვფიქრობდი და გული ვერ დავიმშვიდე.
სახლში რომ მივედი,უჩა ჯერკიდევ არიყო მოსული.
გამაფრთხილა,შემაგვიანდებაო და ამან უფრო დამთრგუნა.
გული ვერაფერს გადავაყოლე,მართუშკამაც კი ვერ მიშველა,ნანუკას რომ დავურეკე.
11 სრულდებოდა,გასვიანი რომ შემოვიდა სახლში.
გადაღლილი იყო,სახეზე ვატყობდი.
მსუბუქად ვივახშმეთ,სახეზე ისევ რაღაც ეხატა,რომ ვერ ვკითხულობდი,მაგრამ,ძალიან მეცნობოდა..
ჩაის დასრულებამდე მაცადა,მერე,ვანიშნე,ეთქვა..
მის სახეს,მიმიკას,თვალებს-ვერავინ ვერ მასწავლიდა..
რაღაც აწუხებდა და თქმას აჭიანურებდა.
-გერმანიაში გვიწევს ტას წასვლა.საბაჟოზე კონტეინერებს პრობლემა შეექმნათდა ჩემ ჩაუსვლელად არ გვარდება...-ისეთი სახეაქ,ვხვდები,დიდად არც მას ეპიტნავება წასვლა.
გერმანიაში ჩვენი შეუღლების შემდეგ,ერთი თვით ვიყავით ჩასული უჩას დედ-მამასთან და მას შემდეგ ,იქ აღარვყოფილვართ.
-უჩა,მე ვერ წამოვალ..მამა ჩამოდის ერთ კვირაში..-ვცდილობ სიმტკიცე შევინარჩუნო,მესმის რომ საქმე სერიოზულადაა,მაგრამ,მამა მთელი წლის უნახავი მყავდა,რომ წავსულიყავი,თუნდაც ძალიან გვეჩქარა,ვერ ჩამოვუსწრებდით აქ..
გულმა მტკივნეულად გამკრა.
-ჩემი წაუსვლელობა არ გამოვა..-თითქოს თავს იმართლებდა,მის თვალებში მხოლოდ სევდას ვკითხულობდი,ბოდიშთან ერთად.
-არაუშავს,მთავარია იქ გერმანელ გოგოებს არ გახედ-გამოხედო და მალე დამიბრუნდე.-დაძაბულობას მინიმალურად ვმუხტავ და სევდიანად ვუღიმი.
თუმცა,გულში მტკივნეულ ფიქრებს გასვიანი ადვილად კითხულობს და ხელებში მოქცეულ ჩემს თითებს ეფერება.
მისი ეს ჟესტი უფრო მრთგუნავს..
ჩვენი შეუღლებიდან პირველად მიწევდა მის გარეშე დარჩენა და ეს ვიცი,ძალიან გამიჭირდება..
იმაზე მეტად,ვიდრე მანამდე..
-ყველანაირად ვეცდები,მალევე დავბრუნდე..თუ მანამდე არ მოიცალე და ჩამოდი.-იმედიანად მიყურებს და თვალებით მიღიმის.
უთქმელად ვეხუტები.
მის ძლიერ,საყვარელ,სანატრელ მკლავებში თბილად ვეხვევი და დიდხანს არ ვშორდები.
___
-უსაშველოდ მენატრება.-დედასთან ვართ მე,მარიშკა და ნანუკა.
მართიკო დედას ჰყავს პარკში.
ხვალ მამა ჩამოდიოდა.
ზუსტად ერთი კვირის წასული იყო უჩა.
სული ისე მეხუთებოდა ხანდახან,ვფითრდებოდი და გონებას ვკარგავდი.
მე მის მონატრებას ვაბრალებდი ჩემს ცუდად ყოფნებს,ნანუკა მიჯინებდა,სანამ ლიასთვის მითქვამს წამოდი ექიმთანო.
ექიმისთვის რა ამეხსნა? ჩემი გულის ნაწილი წაიღო კილომეტრების მოშორებით გასვიანმა და ვეღარ ვსუნთქავთქო?!
ახლაც წინ მეჯდა,წარბებშეყრილი დრამების ქალღმერთი და მის ექიმთან მწერდა.
მაინც არ გავყვებოდი,მარიშკას რაღაცებზე რომარ დავეფიქრებინე და არეთქვა,მეც მასე ვიყავი სანამ გავიგებდი,რომ ბავშვს ველოდებიო.
გავფითრდი.
საერთოდ გამოვეთიშე მომენტალურად და დიდი ხანი დამჭირდა აზრზე მოსასვლელად.
ბოლო პერიოდში იმდენ რამეზე ვფიქრობდი,პლუს მარიშკას ამბები,ყველაფერი გადამავიწყდა და ისიც ვერ გავიხსენე,გადამიცდა თუ არა.
რაღაცები ერთმანეთს დავაკავშირეთ,ჩემი არევები და მერყეობები,ხასიათის ცვლილებები და ზედმეტი ემოციურობა.
ერთ საათში ექოსკოპიის ამობეჭდილი პატარა,შავთეთრი ფოტო მეჭირა ხელში და ამღვრეული მზერით ვაკვირდებოდი ემბრიონს.
ნანუკა გაგიჟდა ლამის,
იმდენს მეხუტებოდა,მკლავებიმატკინა.
მე ლაპარაკის თავიცარ მქონდა.
მხოლოდ იმაზე მეფიქრებოდა,ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში გასვიანი ჩემგან ძალიან შორს რომ იყო.
გავბრაზდი.
არვიცი,ჰორმონების ბრალი იყო თუ მისი უაზრო მონატრების,მაგრამ,იმ დღეს გასვიანს საერთოდ არ დაველაპარაკე.
მისი უამრავი შეტყობინება უწყვეტად მომდიოდა,მაგრამ,ჯიუტად არ ვპასუხობდი.
გავიგონე,დედას რომ ელაპარაკებოდა,
ლიაკო გაკვირვებული მიყურებდა,მხოლოდ ის უთხრა კარგადააო,ალბათ რამეზე გაგიბრაზდაო და,გაუთიშა.
დიდხანს მეჯდა დედა წინ და მოთმინებით ელოდა განმარტებებს.
დივანზე,პლედში გახვეული მჭიდროდ ვიკრავდი გულში პატარა ფოტოს და,ბოლოს,მასაც ვანახე.
ბავშვობის შემდეგ პირველად ვიხილე ატირებული ლიაკო.
ფრთხილად მეფერებოდა და ოდნავ დანაოჭებულ მკლავებს ძლიერად მხვევდა.
მისი სითბო მალამოსავით მომედო მთელ სხეულზე.
გავთბი.
გავლღვი.
სიბრაზე ისე შემომეძარცვა,ვერც მივხვდი.
მხოლოდ ახლა გავიაზრე,დედას გულწრფელი ემოციების ფონზე,თუ რა ხდებოდა ჩემს თავს.
ჩვენ ბავშვი გვეყოლებოდა.
მე და უჩას.
ჩემში,პატარა-ბრინჯის მარცვლის ხელა სიყვარულის ნაყოფი იზრდებოდა..
___
-ვერ ხართ!აი,მართიკოს გეფიცებით,აფრენთ!-ნანუკა ცოფებს ყრის და წინდაუკან გაუჩერებლად დადის.
მამას ჩამოსვლამ გული გადამიფერადა.
სევდა ოდნავ გამეცრიცა და მისი მონატრებით გული ვიჯერე.
ლამის გაგიჟდა,ბაბუს ჩამოსვლას გაუმარჯოსთქო-წყლით სავსე ჭიქით რომდავლოცე ახლად მოსული.
პირთან მიტანილი ჭიქა ხელიდან გაუვარდა და იმდენი მეფერა,რაც მთელი ცხოვრება ერთად შეკრებილი.
მისი წასვლის თანავე,ერთდროულად შემოგვეხვია მე და დედას ძალიან დიდი კაეშანი.
მისი სიძლიერე მთელი ცხოვრების მაგალითად მაქვს,თუმცა,ჩამქრალ თვალებს ვერ ფარავდა.
გასვიანის წასვლიდან მეოთხე კვირა იწყებოდა და ,
მხოლოდ ის მაკავებდა,რომ ჩემი ზედმეტი ნერვიულობა არ შეიძლებოდა.
იმ დაჩემებულ მოსაცმელს ტანიდან არ ვიშორებდი და,
მის სუნამოს ყოველ დილით,მსუბუქად ვისხამდი..
ნაცნობ სურველსვრომ ვგრძნობდი,მონატრება ოდნავ მინელდებოდა..
თითქოს ისევ,ხელმეორედ განვიცდიდი ყველა იმ ეტაპს,აქამდე გავლილი და გატკეპნილი რომ მქონდა.
ვცდილობდი,გამეძლო და მცდელობები უსაშველოდ მღლიდა.
ახლაც,ამჯერად ჩემთან,ორი ორსული დივანზე ვისხედით და ნანუკას ისტერიკებს მობეზრებით ვისმენდით.
-უჩას რანაირად არ ეუბნები?! ან,გიო რანაირად ვერ ხვდება რომ არ გასუქებულხარ და ფეხმძიმედ ხარ?!-თავზე გვადგა დოინჯშემორტყმული და ნოტაციებს გვიკითხავდა.
მარიშკასი არ ვიცი,მაგრამ,მე მერჩივნა მაშინ მეთქვა,ჩემს გვერდით რომ იქნებოდა..
ახლა რომ გამემხილა,საქმეს მიატოვებდა და,მერე ისევ წასვლა მოუწევდა.
ნანუკას ეს ვერ გავაგებინე,
ვერც დედა მიგებდა,
საერთოდ,ვინც მიცნობდა,ყველა მკიცხავდა.
მაგრამ,მე ვიცოდი..
ზუსტად ვიცოდი,რომ სწორად ვიქცეოდი.
მარიშკა კი,არ ვიცი..
ერთადერთი შემთხვევა იყო,როცა მისი აფსოლუტურად არ მესმოდა..
იმდღეს დიდხანს გვეჩიჩინა ნანუკა,ბოლო სიტყვებით შეგვამკო,
სულ მართა გვაფიცა,მაგრამ,მაინც არ გავტყდით.
სანამ წავიდოდა,მაინც ჩაგვეხუტა,ორივეს სათითაოდ მოგვეფერა და დაგვტოვა.
ღამის თორმეტი იყო,
მარიშკა რჩებოდა.
მუცელი ისე ჰქონდა უკვე წამოზრდილი,სულ მისი მოფერება მინდოდა.
შუაღამეს ტორტის უზარმაზარ ნაჭერს ჭამდა და მეც ისე მომინდა,ლამის გული წამივიდა.
შუა განცხრომაში,გასვიანმა დამირეკა და ცოტა ხნით ვესაუბრე.
ოთახში რომ დავბრუნდი,მარიშკას ჩამქრალი თვალები ცუდად მენიშნა..
მივხვდი,ხურჯინს თავს ხსნიდა და,
გასამხნევებლად,გავუღიმე.
-გიოს ცოლ-შვილი ჰყავს,ტას...-გული გამიჩერდა..
სუნთქვა შემეკრა,უღონოდ დავეშვი დივანზე და თვალები საშინლად ამემღვრა,მარიშკას ბუნდოვნად ვხედავდი..
ასე მეგონა,ჩამოიქცა ყველაფერი..
უსაშველოდ მეტკინა მისი ტკივილი..
-რანაირად მარ,ამდენი ხანი,მისი დედა,ოჯახი.-უშინაარსოდ,დაუწყობლად ძლივს ამოვიძახე.
-სტამბულში ცხოვრობენ,ულამაზესი გოგო ჰყავს.მთლიანად გიოს ჰგავს.-ისეთი ტკივილით ლაპარაკობდა,გული მომიკვდა.
-არიცის მისმა ოჯახმა,თურქეთის გუნდში რომ თამაშობდა,იმდროის ამბებია.
მაგის მერე გავიცანი მე,საქართველოში რომ დაბრუნდა..
-ძლივს ლაპარაკობდა.
უკონტროლოდ ეღვრებოდა თვალებიდან ცრემლები.
როგორ გამეძლიერებინა ვერ ვიაზრებდი,სრული შოკი მივიღე.
ვკანკალებდი,ერთდოულად უამრავ ემოციას განვიცდიდი.
რომ ვერაფერი მოვიფიქრე,ძლიერად ჩავიკარი გულში და დაგროვილი ემოციები გამოვუშვი.
წარმოუდგენელ ტკივილს ატარებდა მისი პატარა გული და უსაშველოდ მინდოდა ოდნავ მაინც შემემსუბუქებინა მისთვის ეს.
ასეთი სასოწარკვეთილი არასდროს მენახა მისი ლურჯი თვალები.
ვერც რჩევა,ვერც რამე ვერ ვუთხარი.
ისე გადავათენეთ ის ღამე,წამითაც ვერ მოვხუჭეთ თვალი..
ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი მისი ტკივილის მიმართ და,გამოსავალი მაინც ვერ მოვძებნე..
მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი,რომ მარიშკას ამბავი გიოს აუცილებლად უნდა გაეგო..
___
ამ ამბიდან ერთი კვირის თავს,რომ
მეგონა,ოდნავ გადავლახეთ ერთი ტკივილი,
იმ ძალიან დიდ განსაცდელს შევენარცხე მთელი არსებით,
ცხოვრების აი იმ საფეხურებზე,ზევით რომ ვახსენე,რომ გხვდება და,გინდა არ გინდა,უნდაგადალახო.
საერთოდ,ყველა თეორია,აი იმ დღესდაიმსხვა ჩემთვის და თუ კი რამე რწმენა გამაჩნდა,იმ საფეხურზე ჩაიმარხა,ძალიან ღრმად..
იმედი რომ გამოგეცლება ადამიანს,მანდ მთავრდება..
საერთოდ თუ კი რამე გიშენებია,უფერულდება თუ ცხოვრების გაგრძელების მიზეზი არგაქვს.
ძალიან მწარედ რომ წამოკრავ ფეხს,ბევრი ფრთიანი ფრაზის მიუხედავად,ხანდახან საერთოდ ვეღარც დგები.
ვეღარც ან-აღარც.
ყველაფერი რომ გამოგეცლება ფეხქვეშ-მერე საერთოდ აღარაფერს აქვს აზრი.
როცა სამყაროში ამომავალ წერტილს სხივებიუქრება,
მანდ ყველაფერი მთავრდება..
___
-უჩა მოდის,დედა,უჩა მოდის!-ისე შევკივლე,ქალს ხელიდან ფინჯანი გაუვარდა შიშისგან.
-ნუ დახტუნავ,მოისვენე!-დედა ბავშვივით მტუქსავს თუმცა,თვითონაც იზიარეს ჩემს სიხარულს.
ისეთ ეიფორიაში ვარ,თუ დავდივარ არ ვიცი.
მიწას საერთოდ არ ვეხები,დავფრინავ.
გული ამოვარდნას მაქვს,ერთი სული მაქ როდის დავინახავ მის სახეს,როდის მომეფერება თითებზე,როდის მაკოცებს,როდის მივეყრდნობი მის ძლიერ მკერდს, როდის შევიგრძნობ მის არომატს მასზე.
საერთოდ ყველანაირი მოთმინებისბუნარი მეცლება,
სამი საათით ადრრე მივდივარ აეროპორტში და წამდაუწუმ დავყურებ საათს.
ხალხის ნაკადში,როგორც იქნა,მას რომ ვამჩნევ,ძალა მერთმევა.
ისეთი ტირილი მივარდება,გარშემო ყველა მიყურებს.
უჩას გაგიჟებული სახეაქ ატირებულს რომ მიყურებს ამდენ ხალხში.
ისე სწრაფად მიახლოვდება და ისე ერთბაშად მეკვრის,სუნთქვა მავიწყდება.
მთელი არსებით მეხუტება.
ლამისაა შევიშალო,ისეთ სიყვარულს მინაწილებს.
-რაგატირებს პატარავ,არიტირო ტას!-ისეთი ხმით მეჩურჩულება,გული უფრო მიჩვილდება.
რანაირად ავუხსნა ახლა გასვიანს ჰორმონების ბრალიათქო.
მისთვის სათქმელი ახალი ამბები ენის წვერზეა და ერთი სულიმაქ როდის ვეტყვი.
ისე უკაშკაშებს თვალები,ვერ ვითმენ და თვალებზე,ფეხისწვერებზე აწეული,ვკოცნი.
ჩემზე ეცინება და კიდევ ერთხელ მიკრავს.
თითებს ეგრევე აგნებს და ავტომობილამდე ხელს არ მიშვებს,მეფერება.
ჭკუიდან მწევს მისი სითბო..
საჭეს არ ვუთმობ,ისეთი დაღლილია,მეცოდება და მე ვჯდები.
სახლამდე სულ 10 წუთის გზა გვქონდა დარჩენილი,
იქ ისეთები ელოდა,ეკლებზე ვიჯექი,ძალიან დიდი სიჩქარით ვმართავდი რომ მალე მივსულიყავით.
ნანუკამ სულ მართიკო მაფიცა სანამ ჩვენი ბინა არ მოაწყო და დიდ ბანერებზე არ დაამზადებინა უამრავი პოსტერები,გასვიანს მამობას რომ
ულოცავდა.
ამ სიჩქარეში,უპატიებელი შეცდომა დავუშვი.
ღვედს ისედაც არასდროს ვიკრავდი,იმ დღეს მითუმეტეს..
უჩა ჩათვლემილი იყო,ამიტომ ვბედავდი ზღვარგადასულ სიჩქარეს.
ბინასთან ვუხვევდი,
გვერდიდან ვიღაც რომ დამეჯახა მთელი ინერციით.
ბოლო,აი იმ უკაანასკნელ წამებს,ბავშვის შავთეთრ გამოსახულებას ვხედავდი.
მერე კი,გავითიშე..
____
-ვერ გადაიტანს ლიაკო,შენც ხომ იცი..-ნანუკას არაადამიანური ხმა მაფხიზლებს.
პალატაში მარიშკაცაა,თავი ჩახრილიაქ და უხმოდ ტირის.
გული უსაშველოდ მეწურება.
მთელი სხეული მტკივა,ყველაფერი მიფეთქავს.
გული ყელში მიცემს,სუნთქვა უღმერთოდ მიჭირს.
გააზრებაც არ მინდა რა ხდება,
ტვინზი ქარბორბალასავით ტრიალებს იმაზე ფიქრი,რომ ჩემი ნაწილი დავკარგე.
უაზრო ტკივილისგან ისე ვითიშები,დედას წაშლილ სახეს მაინც ვამჩნევ..
ბურუსში მტოფიც კი ვგრძნობ,რომ რაღაც გადაუტანელი ტრაგედია დამატყდა თავს და,მე ჯერ ეს არ ვიცი..
___
-გთხოვ,არ დამტოვო..
გთხოვ,არ დამტოვო..
გთხოვ,არ დამტოვო..
გთხოვ,არ დამტოვო..-ნაცნობი,საყვარელი,სანატრელი ხმა ჩამესმის.
გონების რაღაც ნაწილში იმასაც ვიაზრებ,რომ გასვიანი ჩემთან იყო და წამით ისეთ სიხარულს განვიცდი,მომენტალურად ვფხიზლდები.
მას რომ შევხედე და თვალებიდან უძირო ტკივილი ეღვრებოდა,წამში მივხვდი,რაიყო ის გადაუტანელი..
გავქრი..
სული მომიკვდა.
გავნადგურდი.
მთლიანად ყველაფერი ჩაქრა ირგვლივ.
გავიყინე.
ისე ამაკანკალა,ყველა კიდური უსაშველოდ ამტკივდა.
სასოწარკვეთილებისგან სული შემეხუთა.
სუნთქვა ვეღარ შევძელი,
გული უღმერთო ტკივილისგან ძალიან ბევრ დარტყმას ტოვებდა.
გასვიანი შეშლილი სახით დამყურებდა და ორჯერ მეტად განიცდიდა..
თვალებიდან ყველაზე სპეტაკი,ყველაზე წრფელი,ტკივილით გაჟღენთილი ცრემლები მოსდიოდა და გაუჩერებლად მთხოვდა, არ დამეტოვებინა.
ვერ გავუძელი,საერთოდ ყველანაირი ძალა გამქრალი მქონდა,ისე გავტყდი,ისეუსამართლოდ შევატოვე ჩემი უსიცოცხლო სხეული მას,წამითაც არ დავფიქრებულვარ,რომ ვჭირდებოდი.
სადღაც,
დედამიწიდან ძალიან შორს,
უკუნით უიმედობაში უსაშველოდ ჩავიკარგე.
____
-ტას,გთხოვ,მითხარი რა ვქნა...-უსიცოცხლო თვალები მოებყრო გასვიანს და უშედეგოდ მიმეორებდა ერთსადაიმავეს.
ურეაქციო ჩემი თავიი მეზიზღებოდა,მაგრამ,მთელ სულში გაშლილ ტკივილს ვერ ვაბიჯებდი.
ავარიიდან მეხუთეე თვე იწურებოდა.
ამდროის მანძილზე,მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში ვდგებოდი.
სიარულის ძალა საერთოდ არ მქონდა.
განადგურებული ვიყავი.
საკუთარ თავს საერთოდ ვერ ვგრძნობდი.
რომ ვსუნთქავდი,ასე მეგონა,ვცოდავდი.
თვითგვემისგან მინდოდა მოვმკვდარიყავი და დამესრულებინა ეს ტანჯვა.
სულ პატარა,სამყაროს ახალ წევრს მე მოვუსწრაფე ჯერარდაწყებული სიცოცხლე და ეს ფაქტი მთლიან სულს ნაწილებად მიჭამდა.
საერთოდ ვერავინ მიგებდა.
მათმა შეგონებებმა ისე დამღალა,აღარავის აღარ ვუსმენდი.
რანაირად გამეგრძელებინა ყველაფერი?!
რანაირად დამევიწყებინა?!
არ ვიყავი სულელი,პასუხისმგებლობას რომ გავქცეოდი და თვალები დამეხუჭა.
რეალობა მთელი სიმწარით მეხეთქებოდა სახეზე,სადაც დიდი ასოებით ეწერა ჩემი დანაშაული.
ვერავინ ვერ დამარწმუნებდა,რომ ბედის ბრალი იყო..
ერთადერთი დამნაშავე მე ვიყავი,
არშემდგარი დედა,
შვილმოკლული დედა-რომელმაც იმდენიც ვერ მოახერხა,რომ მამისთვის სიხარული გაენაწილებინა.
___
-ეგოისტი ხარ!-ნანუკა მთელი ამდროის მანძილზე,პირველად მოვიდა მართუკასთან ერთად.
პატარა,ფუმფულა ხელები რომ მომკიდა მართამ,ლამის მოვკვდი.
ისე ჩავიკარი გულში,დიდხანს ვერ მოვწყდი.
მის ბავშვურ,ტკვილ,სამყაროში საუკეთესო სუნს მთელი ძალით ვისუნთქავდი და,უკვე მეასედ ვკვდებოდი,ჩემი შვილის რომარიყო..
პატარა ტიტინა მისი გამტყდარი ენით რაღაცებს მესაუბრებოდა.
ნანუკა ოთახის კუთხეში იდგა და ისე ტიროდა,ჩვენ რომ არ დაგვენახა.
დიდხანს იყვნენ,გასვლამდე შემომხედა მარტო ნანუკამ.
თვალებში ისეთი იმედგაცრუება ეხაა,გული წამით შემიტოკდა..
-ყველაზე ძლიერი მეგონე,ჩემზე ძლიერიც და,ყველაზე მეტად შენ გაფასებდი..
თუ რამე დამემართებოდა,მართიკოს დაუფიქრებლად მოგაბარებდი და
ამაზე ჯავრიც არ მექნებოდა.
თუ რამე არსებობდა დედამიწაზე,აი იმ ყველაზე ღირებულზე მაღლა იდექი ხოლმე..
ახლაკი.-თვალი ამარიდა,მართიკო გულზე მიიკრა და ცრემლები ხელის გულებით მოიწმინდა.-ერთ უსიცოცხლო,უმიზნო,უიმედო ჩვეულებრივ გოგოს ვხედავ.
რომელმაც მის ეგოისტურ ტკივილს აფსოლუტურად ყველაფერი შეაწირა.
მე მაპატიე,თუ არასწორად ვიქცევი,ყველამ მაპატიოს,მაგრამ,მე შენს ასეთ ყურებას აღარ ვაპირებ..
და,გავიდა..
ტკივილისგან ორად მოვიკეცე..
უჩა რომ მაკავებდა,ამას ვგრძნობდი,ისე მაკანკალებდა..
მის ჩამქრალ თვალებს მზერა საერთოდ ვეღარ გავუსწორე..
ის დღე,უნანუკოდ,როგორ გათენდა,არ ვიცი..
___
მეშვიდე თვე დადგა.
ყველა დღეს გონებაში წითლად ვხაზავდი.
მთელი თვეების განმავლობაში გასვიანი რადიკალურად შეიცვალა.
სისუსტისგან მისი გამოკვეთილი ნაკვთები თვალშისაცემი გახდა.
თვალებში მისი ძველებური ვარსკვლავები სადღაც იყო ჩაკარგული და საერთოდ აღარ ანათებდა.
საკუთარი თავი მეზიზღებოდა მისი ცვლილებების გამო.
ყველაფერს ესეც რომ ემატებოდა,ვეღარ ვუძლებდი.
ყველა ძალა შემოვაცალე უჩას და ვხვდებოდი,ნელნელა როგორ მემგვანებოდა.
როგორ ამოუღამდა თვალები და იმედის სხივები როგორ ჩაუქრა.
მის დასუსტებულ სულს ისე ვნანობდი,გული მეწურებოდა.
თუ ისიც დანებდებოდა,მოვკვდებოდი.
თუიცის ვერ გაუძლებდა,თავს მოვიკლავდი.
მას რომ დაეყარა ფარხმალი,წამითაც არ ვიცოცხლებდი.
გასვიანიც რომ
დამეკარგა,რაღა აზრი ჰქონდა საერთოდ რამეს?!
ისედაც განადგურებულს,თავზარი დამეცა,რომგავიაზრე,ყველაფრის თავში მე ვიყავი..
გასვიანი ჩემ ტკივილს ვერიტანდა და ჩემთან ერთად ეხვეოდა ძალიან დიდ ბურუსში.
თუ აქამდეიბრძოდა,
თუ აქამდე თავზევით ძალას იკრეფდა და მე მაძლევდა,
ახლა სრულიად ამოტრიალდა.
სასოწარკვეთილების ძალიან დიდი კაეშანი მჭიდროდ შემომეხვია მისთვის და უფსკრულში ვითრევდი.
ჩემი თვითგვემის ბოლო წვეთი განადგურებული ლიაკოს ხილვა იყო.
მთელი შვიდი თვის მანძილზე პირველად ვხედავდი დედას ასე გამოცლილს..
თვალებში საერთოდ არაფერი არეხატა.
თვალებში ძალიან ღრმად მიყურებდა და მთელ დაბინდულ გონებას თითქოსიწოვდა.
-გტკივა და,მთელი ცხოვრება გეტკინება..-ხმაში გაუსაძლისი სიცივე ჰქონდა,მოზომილად,ნაწყვეტ-ნატყვეტ ამოჰქონდა მთელი ნაგროვები სიტყვები.
-არიარსებებს დღე,რომარ გაგახსენდეს და არ გეტკინოს..
ყოველთვის თავს დაიდანაშაულებ და ეს არასდროს განელდება..
მაგრამ!
უნდა ისწავლო ამასთან ერთად ცხოვრება..
უნდა ადგე და,ბოლობოლო შეწყვიტო ესუსასრულო თვითგვემა..
ყველა მოკალი ირგვლივ!
უჩა ადამიანს აღარ გავს,შენზე საერთოდ არ მაქვს საუბარი..
ეგოისტობას ნუ შეწირავ ყველაფერს.
არავის დაუმსახურებია შენს ირგვლივ რომ მიატოვო ასეუკანმოუხედავად.
ვიზე ნაკლებად ეტკინა უჩას?!
ვიზე ნაკლებად მოვკვდი მე?!
თავი ერთადერთი ნუ გგონია ანასტასია!
ეგოისტობას ნუ შეაჭმევ საღ აზროვნებას!
ჩვენც გვეტკინა!
არანაკლებ შწნზე,მეტად თუ არა!
მე?!-მე თუ გინდა არაფრად ჩამთვალო..
მაგრამ უჩას სჭირდები.
თქვენ უერთმანეთოდ ვერ არსებობთ.
გითხარი,ასეთი სიყვარული არ შეიძლებათქო,
თუ შეძელი,იქონიეიმდენი პასუხისმგებლობა,რომ ეს არ დაკარგო..
მე ეგოისტი შვილი არ გამიჩენია და მითუმეტეს,ასეთად არ გამიზრდიხარ.
-ისე გავიდა,აღარ შემოუხედავს.
მთელი გული ამოვაყოლე მის სიტყვებს..
დიდხანს ვიცლებოდი ნაგროვები ნეგატივისგან.
თუ იმ კიბეებზე ასასვლელად ბიძგი მჭირდებოდა,
ეს დედამ გააკეთა...
ჭეშმარიტება ზუატად იმაშია,რომ რაღაც დაბრკოლებებს,სულ რომ ღმერთამდე ძლიერი იყო,მცირედი დახმარების გარეშე ვერ გადალახავ,მაშინ,როცა უიმედობისგან კვდები.
სარკეში რომ ჩავიხედე,საკუთარ ანარეკლსაც კი ავაროდე მზერა.
გაფითრებულ სახეს სიცოცზლის ნიშნად ორი ჩამქრალი თვალებიღა ჰქონდა.
უჩას მოსაცმელი ისე გამდიდებოდა,
მხრებიდან მიცურდებოდა.
ოთახიდან რომ გავედი,
სიცარიელეში მოვხდი.
ყველა წერტილი მოვიარე,მარტო ვიყავი..
უჩას ხელწერა ვიცანი ფურცელზე,მაცივარზე რომ ჰქონდა მიკრული.
წაკითხულმა დამზაფრა.
ისეთი სისწრაფით შემოვბრუნდი და ოთახისკენ გავიქეცი,თავბრუ დამეხვა და წამიერად თვალები ამემღვრა.
მარიშკა მშობიარობდა.
თავზარი დამეცა რომ გავიაზრე.
სახლიდან ისე გავედი,კარებიც არ დამიკეტავს.
სადარბაზოსთან უცვლელად მდგარი ჩემი ავტომობილი მთელი სისწრაფით დავძარი და საავადმყოფოსკენ წავედი.
გული ამოვარდნას მქონდა.
შესასვლელთან ყველა ის ხალხი რომ დავინახე,გულში რომ მყავდნენ,სისუსტე ვიგრძენი.
გასვიანი მისი მზერით მიყურებდა,სახეზე შესამჩნევად გადაჰკროდა სითბო და მელოდებოდა რომ გადავსულიყავი.
ნანუკას ნერვიულობისგან ფერი აღარ ჰქონდა სახეზე..
ბიჭებთან გიოც იდგა,წინდაუკან დადიოდა ნერვულად.
ჩემი ამბებიდან ერთი კვირაც არიქნებოდა გასული,მარიშკამ ყველაფერი რომ უთხრა გიოს და,ზუსტად ისე დალაგდა ყველაფერი,როგორც გიოს შეეფერებოდა.
დედას მართუკა ეჭირა ხელში და მარიკოს დედას ამხნევებდა.
ის სიტუაციაიყო,მე წესით რომუნდა გამევლო..
მარიშკას მერე,ჩემთანაც უნდა მოსულიყვნენ უამრავი ბუშტებით და მოლოცვებით.
გული საშინლად ამეწვა,
გასვიანმა მარტივად დაიჭირა ჩემი ფიქრები.
მანქანას მოუახლოვდა და კარები გამოაღო.
ღვედი შემიხსნა და ჩემი თითები მისაში მოაქცია..
გამაჟრჟოლა..
ძველებურად ეფერებოდა თითებს და მის ღრმა,ბევრისმთქმელ მზერას არ მაცილებდა..
-გთხოვ..-მხოლოდ ერთი სიტყვა მითხრა.
მისი თვალები კი კიდევ უამრავს მეუბნებოდნენ.
მასზე დაყრდნობილი მივუახლოვდი შეკრებილებს.
ნანუკამ ისე ჩამიკრა გულში,ძვლები ამტკივდა.
ჩემი მისვლიდან 10 წუთში მოგვახსენეს,პატარა ბიჭი დაიბადაო.
ლამის გავგიჟდი.
გიოს ცრემლები არასდროს დამავიწყდება.
უჩას რომ გადავხედე,ის,პატარა გულისტკივილი მაინც ამოვიკითხე მის მზერაში,თუმცა,სიხარულმა მაინც მოგვიცვა..
პირველი მე ვნახე მარიშკა..
გიომაც კი დამითმო..
არ ველოდი,ყველამ მე რომ შემომხედა,აღარც დავფიქრებულვარ.
პალატაში გაფითრებული მარიშკა იწვა და გულზე საათების დაბადებული ცუცქნა ესვა.
გამაკანკალა.
თვალები საშინლად ამეწვა.
მარიშკამ რომ დამინახა,მისი მშვიდი,თბილი,გამგები მზერა მომაბყრო.
პატარა ისე ჰგავდა მას,გავოცდი.
ფრთხილად მომაწოდა ტუჩებცმაცუნა ბიჭი,გულზე რომ მივიკარი მთლიანად გავთბი.
საოცარმა გრძნობამ დამიარა.
გავიბადრე.
-რა ლამაზია..-ჩუმად ვუთხარი,მარიშკა ბედნიერებისგან ასხივებდა.
-არ მინდა მარტო გაიზარდოს,მართუშკას და ჩემს ცუცქნასკიდევ სჭირდებათ მეგობარი..-გვერდულად გამომხედა და გამიღიმა.
მალე დავტოვე დედა-შვილი..
გარეთ რომ გამოვედი,გასვიანს დავუწყე თვალებით ძებნა.
მანქანასთან მიყრდნობილი რომ დავინახე,ის დღე გამახსენდა,სამი თვის შემდეგ რომ ჩამოვიდა გაუფრთხილებლად და ,ქვევით რომ მელოდა მთელი დილა სანამ გავიგებდი.
მას შემდეგ რა მცირე დრო გავიდა და რამდენი ემოცია დაიტია ამ წელმა.
რამდენი იმედგაცრუება,უსშველო ტკივილი,თვითგვემა,სიყვარული,აღმაფრენა,აღფრთოვანება,ვნება.
ყველაფერმა ისე დამამჩნია კვალი მეც და მასაც,რომ ვგრძნობდი,შინაგანადაც და გარეგნულადაც დიდი გარდასახვა მოვახდინეთ.
იმ კიბის,კიდევ ერთ საფეხურს,ზუსტად ახლა,ამ წამებში მხოლოდ მზერით გადავდიოდით მე და უჩა.
გასვიანს ნებისმიერ დროს შეეძლო,ფრთამოტეხილი დავეტოვებინე და თვითონ განეგრძო სვლა,
თუმცა,
არცერთი წამით არ მომშორებია გვერდიდან.
მანამ,სანამ აახალ,პატარა,თუმცა ძლიერ ფრთას გამოვისხამდი,
მისი ხელი შემაშველა და დიდხანს მატარა,წვალევ-წვალებით,ტანჯვით საფეხურებზე.
თუ სამყაროში რამე ამაზე ძვირფასი იყო,
ამაზე ამაღლებული,
ისიც უჩა გასვიანს დაუკავშირდებოდა.
არარსებობდა არცერთი ძალა,მასზე უარს რომ მათქმევინებდა.
ვუყურებდი მას,
ღონემიცემულს,
მოღიმარს,
თვალებში მოციცმიცე ვარსკვლავებით და ვგრძნობდი,
როგორ იბადებოდა ჩემში ახალი მე.
იმ ორი წლის მანძილზე,რაც მის გვერდით გავატარე მხარდამხარ, ეს ყველაზე გადამწყვეტი მეტამორფოზა იყო.
ენერგიითისე დავიმუხტე,მთელ სხეულში საოცარი ძალა ვიგრძენი.
გული ლამის ამომივარდეს,ისე სწრაფად მიცემს.
ვენებში მოსრიალე თითოეულ სისხლის უჯრედს ვგრძნობდი და,
მთელი გონებით ვისრუტავდი მისგან წამოსულ სიყვარულის,მონატრების იმპულსებს.
გასვიანმა ხელები რომ გაშალა და თვალებით მიხმო,ისე მძლავრად ჩავეხუტე,დიდხანს ვერ მომიცილა.
მის გრილ,სამყაროში ყველაზე საყვარელ არომატს ხარბად ვისუნთქავდი.
-ტას,მგონი,სიყვარულსაც ვაჯობეთ,არა?!
____
-გამაფრენიებს ეს ბავშვი,მთლიანად მამამისს როგორ დაემგვანა.
კედლებზე დადის,ყველაფერს აფუჭებს,ის კინეტიკური ქვიშა ხომ კატასტროფა,გუშინწინ სალათაში შემყვა კინაღამ ცუდად გავხსი.
გავგიჟდები,აი თავს ჩამოვიკიდებ სადღაც,მაგრამ,აი,ისე საოცრად დაბარტყუნობს და ისე უხარია რამეს რომ აფუჭებს,ვერ ვსაყვედურობ და ვზივართ მერე ერთად,ის იცინის მე სიმწრისგან ცრემლები მცვივა !-ტრადიციულად,დედასთან ვართ მე,ნანუკა,მარიშკა,მართუკა,ლიაკო და სანდრი.
ჩვენი ოქროს ბიჭუნა ისეთი ლამაზი იყო,ერთმანეთს ვწყვიტავდით ვისუნდა დაგვეჭირა.
მერე,ორივე ბავშვი დედამ ჩამოგვართვა და სუფთა ჰაერზე გაიყვანა,სანდრი ეტლით,მართუშკა ხელჩაკიდებული.
აგვისტოს პირველი რიცხვებიიყო და ისეთი სიცხეა,სუნთქვა გვიჭირდა.
ნანუკა ისევ აგრძელებდა გაუთავებელ წუწუნს და მე და მარიშკა მობეზრებით ვუსმენდით.
იმ მომენტში,არცერთი აღარ ვეწეოდით,
უფრო სწორად,
მარიშკა ხომ იცით,ჯანსაღი სხეულში ჯანსაღი სულიო..
მე ბოლო ორი თვეა გადავაგდე და,ნანუკა, მე რა მიზეზითაც გადავაგდე იმის გამო არეწეოდა ჩემთან.
მთლიან სხეულში ისეთ ჰარმონიას ვგრძნობდი,თავისუფლად ვსუნთქავდი.
ნელნელა,ნაბიჯ-ნაბიჯ ვისწავლე,როგორ მეცხოვრა ტკივილთან ერთად და როგორ მიმეღო მისგან ბედნიერება.
გასვიანი უჩა მთელ ჩემ შინაგან სამყაროს მზესავით ანათებდა.
მაბედნიერებდა და ყოველთვის მარწმუნებდა,რომ ჩემთვის იყო გაჩენილი.
იმისთვის,რომ მყვარებოდა-ვყვარებოდი.
იმისთვის,რომ რაღაცები გადაგველახა და მერე საკუთარი თავებით გვეამაყა,რომ შევძელით ერთმანეთი ყველაზე ცუდ განსაცდელშიც გვყვარებოდა.
-აქ ვართ,გასვიანის გოგო!-თავზე ნანუკა მადგება და ფიქრებიდან გამოვყავარ.
მეღიმება,მაინც რა იქნებოდა მათ გარეშე ცხოვრება?!
-მოდი,რაჭაში წავიდეთ რა! ბავშვებისთვისაც კარგია და ჩემ მდგიმარეობაში ზღვაც არ შეიძლება..
-უცებ მებადება იდეა და სულ პატარაზე წამოზრდილ მუცელს ვეფერები.
ნანუკას ისე ებადრება სახე,უკვე ვიცი გონებით სახლშია და ბარგს ალაგებს.
მარიშკა მშვიდად მიღიმის და თავის დაკვრით მეთანხმება.
გასვიანი ისედაც ბოლო კვირაა მეხვეწებოდა,სადმე წავიდეთო.
ლაშა იქაა,სადაც მისი ოჯახი.
გიო?!-გიო ჩვენი ადამიანი იყო,ხომ გითხარით-მარიშკასთვის გაჩენილი.
____
გაგიხარდათ?
რომ მთხოვეთ გაგვიგრძელეო,აი,დავაბრუნე გასვიანი და ტასო.
ისეთი გამომივიდა,როგორსაც ელოდით?
არა,მითხარით რომ თქვენც გიჟდებით უჩაზე თორე გავგიჟდები :დდ
იმედია,ისიამოვნებთ და რა თქმა უნდა,შეფასება-კრიტიკას ველი..
მადლობა ყველას.
უზომოდ მიხარიხართ ❤️❤️
თქვენი:ანასტასია
(უჩა ფოტოში რომ ბიჭია,აი ზუსტად ესეთი წარმომიდგენია მე და,არ თქვათ რომ არ მოგწონთ!)



№1  offline წევრი ნანა73

იქედან დავიწყებ- "უჩა ფოტოში რომ ბიჭია, ისეთი წარმომიდგენიაო", რომ წერ. დავბრუნდი, ვუყურე, ვუყურე და დავიჭირე უჩას სიყვარულის უსაზღვრო გამოხატულება თვალებში... მეორე ნაწილი თითქოს ლოგიკური განმარტება იყო მცნებისა - სრულყოფილი ბედნიერება არ არსებობს, ბედის გამოცდების გარეშე... relieved მაგრამ სიყვარული ხომ უზენაესი გრძნობაა? ხოდა ყველაფერი ისე დალაგდა როგორც შეეფერებოდა ამ გრძნობას. ყოჩაღ! კარგი იყო. შენ უფრო კარგი ხარ! ❤️❤️❤️

 


№2  offline ახალბედა მწერალი tasusuna

ნანა73
იქედან დავიწყებ- "უჩა ფოტოში რომ ბიჭია, ისეთი წარმომიდგენიაო", რომ წერ. დავბრუნდი, ვუყურე, ვუყურე და დავიჭირე უჩას სიყვარულის უსაზღვრო გამოხატულება თვალებში... მეორე ნაწილი თითქოს ლოგიკური განმარტება იყო მცნებისა - სრულყოფილი ბედნიერება არ არსებობს, ბედის გამოცდების გარეშე... relieved მაგრამ სიყვარული ხომ უზენაესი გრძნობაა? ხოდა ყველაფერი ისე დალაგდა როგორც შეეფერებოდა ამ გრძნობას. ყოჩაღ! კარგი იყო. შენ უფრო კარგი ხარ! ❤️❤️❤️

მადლობაა ❤️❤️❤️
მიხარია,რომ მოგწონთ ❤️❤️❤️
გამახარეთ❤️❤️❤️❤️

 


№3 სტუმარი kati

Kidev mindoda gagrzeleba.uceb shemomekitxa da gavtbi.zalian cxovrebiseulia.

 


№4  offline ახალბედა მწერალი tasusuna

kati
Kidev mindoda gagrzeleba.uceb shemomekitxa da gavtbi.zalian cxovrebiseulia.

❤️❤️❤️ მადლობა ❤️❤️❤️

 


№5 სტუმარი ელეე

მე ბოდიში, მაგრამ უჩა და ასეთი ვერ წარმომიდგენია, ალბათ უფრო სხვანაირია ჩემთვის გასვიანი innocent უფრო დიდი მინდოდა არ იყო საკმარისი ჩემთვის იმდენად მიყვარს ეს წყვილი♡ heart_eyes kissing_heart საოცარი ხარ ტას მიყვარს მე შენი ისტორიები kissing_heart

 


№6  offline ახალბედა მწერალი tasusuna

ელეე
მე ბოდიში, მაგრამ უჩა და ასეთი ვერ წარმომიდგენია, ალბათ უფრო სხვანაირია ჩემთვის გასვიანი innocent უფრო დიდი მინდოდა არ იყო საკმარისი ჩემთვის იმდენად მიყვარს ეს წყვილი♡ heart_eyes kissing_heart საოცარი ხარ ტას მიყვარს მე შენი ისტორიები kissing_heart

ელე,უდიდესი მადლობა ❤️❤️❤️
მიხარია,რომ მოგწონს..
უჩა მაინც აი ძალიან მამაკაცური პერსონაჟია და,ამ სახესუხდება... მგონი ❤️❤️❤️

 


№7  offline წევრი Tskrialashvili Mariami

ასე დღემ როგორ უღიმღამოდ ჩაიარა თქო ვფიქრობდი,
მაგრამ ^_^
საიტზე შემოვედი და რას ხედავს ჩემი თვალები
ტასუნაო,
ჩემთვის გაჩენილის მეორე ნაწილიო
და მივხვდი რომ უცებ ჩამოკრა ბედნიერების ზარმა ^_^ <3
გამეხარდა და თან როგორ
უჩა და ტასო - ოოოო როგორ ძალიან მომწონს მე მათი სიყვარული <3
წინა ნაწილშიც ხო მაგრამ ამ ნაწილში რაღაც სხვა დავინახე :*

თითოეული შენი პერსონაჟების ერთმანეთისადმი სიყვარული განსაკუთრებულია :*
ყველა განსხვავებული,
მაგრამ საბოლოოდ ორი ერთმანეთზე სიგიჟემდე, გაფრენამდე შეყვარებული ადამიანი რჩება,
რომლების გახსენებისას სულ სხვაგვარი სითბო ჩნდება გულში <3
რამდენ სითბოს, სიყვარულის, სევდის მატარებელია ეს ისტორიები ჩემთვის იცი? უ(ძალიან)(ზომოდ)(დიდესად)(კიდეგანოდ) დიდი
და მაინც ბოლომდე მაინც ვერ ვიტევ მათადმი ამხელა გრძნობებს <3
პ.ს უჩაზე მეც ვგიჟდები ^_^
პ.ს.ს თითოეულ პერსონაჟზე ხო მეფანატება ^_^
პ.ს.ს.ს და აი მათ შემქმნელზე ხო საერთოდ .....
ა ნ ა ს ტ ა ს ი ა
9 ასო და 999999999999999999 - გახარებააა

ძალიან ძალიან დიდი მადლობა შენ!

 


№8  offline ახალბედა მწერალი tasusuna

Tskrialashvili Mariami
ასე დღემ როგორ უღიმღამოდ ჩაიარა თქო ვფიქრობდი,
მაგრამ ^_^
საიტზე შემოვედი და რას ხედავს ჩემი თვალები
ტასუნაო,
ჩემთვის გაჩენილის მეორე ნაწილიო
და მივხვდი რომ უცებ ჩამოკრა ბედნიერების ზარმა ^_^ <3
გამეხარდა და თან როგორ
უჩა და ტასო - ოოოო როგორ ძალიან მომწონს მე მათი სიყვარული <3
წინა ნაწილშიც ხო მაგრამ ამ ნაწილში რაღაც სხვა დავინახე :*

თითოეული შენი პერსონაჟების ერთმანეთისადმი სიყვარული განსაკუთრებულია :*
ყველა განსხვავებული,
მაგრამ საბოლოოდ ორი ერთმანეთზე სიგიჟემდე, გაფრენამდე შეყვარებული ადამიანი რჩება,
რომლების გახსენებისას სულ სხვაგვარი სითბო ჩნდება გულში <3
რამდენ სითბოს, სიყვარულის, სევდის მატარებელია ეს ისტორიები ჩემთვის იცი? უ(ძალიან)(ზომოდ)(დიდესად)(კიდეგანოდ) დიდი
და მაინც ბოლომდე მაინც ვერ ვიტევ მათადმი ამხელა გრძნობებს <3
პ.ს უჩაზე მეც ვგიჟდები ^_^
პ.ს.ს თითოეულ პერსონაჟზე ხო მეფანატება ^_^
პ.ს.ს.ს და აი მათ შემქმნელზე ხო საერთოდ .....
ა ნ ა ს ტ ა ს ი ა
9 ასო და 999999999999999999 - გახარებააა

ძალიან ძალიან დიდი მადლობა შენ!

აუუუ,ძააან გული ამიჩუყდა და ცრემლები ვღვარე ????????????????რა მჭირს არ ვიციიი????????????
აი შენ რო ვერგიყურებ ხოლმე ასე მგონია რაღაცა ძაან დებილობა დავწერე და რო გამოჩნდებიხოლმე აი თვალებიდან ცისკრის ვარსკვლავებს ვყრიიი
აუუუუუ კიდე ვიცრემლებიიი :დდდ
მარიამ,მართლა,გულწრფელად,მადლობებად ვიღვრები და ვიშანთები ❤️❤️❤️❤️
შენ რომ
ხარ,აი ყველა ასოს აქვს აზრი რასაც ვწერ!!!
მადლობააა!!!

 


№9  offline წევრი mariam m.k

მართლაც რომ, ძალზედ საინტერესო და სიყვარულით გაჯერებული ისტორიაა. ყველგან რომ იგრძნობა ისეთი სიყვარულით. ნებისმიერ ასოში, თუ სიტყვაში, რომ გამოიხატება. :) ერთი სიტყვით:) ვისიამოვნე.

 


№10  offline ახალბედა მწერალი tasusuna

mariam m.k
მართლაც რომ, ძალზედ საინტერესო და სიყვარულით გაჯერებული ისტორიაა. ყველგან რომ იგრძნობა ისეთი სიყვარულით. ნებისმიერ ასოში, თუ სიტყვაში, რომ გამოიხატება. :) ერთი სიტყვით:) ვისიამოვნე.

მიხარია უსაზღვროდ ❤️❤️❤️❤️ დიდი მადლობა,მარიამ ❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent