შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძმები (თავი 12)


24-07-2019, 13:55
ავტორი naattii
ნანახია 1 953

შუაღამის მიუხედავად მაინც მოძრაობდა ქუჩებში ხალხი, ძირითადად ახალგაზრდა ბიჭები, ან ნასვამი მამაკაცები. გაბრიელს აშკარად აწუხებდა ჭრილობები, ერთიდან სისხლიც კი ჟონავდა და სასწრაფოდ საჭიროებდა სახვევის გამოცვლას, თუმცა რა გასაკვირი იყო, ახლა ამის გარდა თითქმის ყველაფერზე ფიქრობდა. მთელი გულით უნდოდა ამ ქალის გულიდან და გონებიდან ამოღება, ის კი თითქოს სპეციალურად პირიქით სახლში უსახლდებოდა. და რა მოხდებოდა ისიც რომ..... არა, საპირისპირო გრძნობებზე აღარ იფიქრებდა, ის კურიერია, თვითონ კი გამომიებელი, ეს ის ურთიერთობაა რომელზეც საერთოდ ურთიერთობის თქმაც არ შეიძლება.
თავის მხრივ ლილუც ჩუმად აკვირდებოდა ბიჭს, სულელი უნდა ყოფილიყო ეს აშკარა მიზიდულობა რომ ვერ ეგრძნო, მაგრამ.... მაგრამ და ჯანდაბა, თავადაც არ იცოდა რა უნდოდა, ჯერ მის სურვილებზე ვერ იფიქრებდა, მანამდე აუცილებლად პრობლემების მოგვარება იყო საჭირო. ერთადერთი მშვიდად მჯდომი და მუდმივ კარგ ხასიათზე მყოფი მანქანაში იოანე იყო, გამწარებული რომ აწვალებდა რადიო არხებს.
-იოანე ხელებს მოგამტვრევ_დახუჭული თვალები არც გაუხელია ისე დაიღრინა გაბრიელმა.
-თქვენ იყავით კარგად და ფეხებიც მიაყოლე თუ გინდა_გაეცინა ბიჭს და უკვე მისულ ძველებურ კორპუსთან დააყენა მანქანა. -კეთილი იყოს შენი ფეხი დედიკო_წარბები აუთამაშა უკან მჯდომ გოგოს და ძმას დაეხმარა გადასვლაში.
-ხშირად უვარდებოდათ ხელიდან ბავშვობაში?_გაბრიელს გადახედა ლილუმ.
-თუ მდგომარეობას გავითვალისწინებთ დღეში ცხრაჯერ ალბათ.
-იიიი, იუმორიც როგორი ერთნაირად დასახვეწი გაქვთ._ძალით გაიღიმა და უფროს ძმას გვერდით ამოუდგა -შენ ჯობია ძალები ენის ტლიკინში კიარა სახლში ასვლისთვის დახარჯო.
-რომელ სართულია?_გასაღები ჩამოართვა ბიჭს ლილუმ.
წყნარად აუყვნენ მესამე სართულის კიბეებს და მალევე აღმოჩნდნენ სახლშიც.


მალევე დაშალა წვეულება სანდრომ, რა დროს ქალები და მოსაწევი იყო საუკეთესო მეგობარი ყავდა სტუმრად. უკვე მერამდენე წელი იყო მისი ადგილსამყოფელი მხოლოდ გიორგიმ იცოდა და საიდუმლოდ უნახავდა. ხვდებოდა რაღაც სერიოზული მომხდარიყო, სხვაგვარად გიორგი ასეთ დროს დასარჩენად არ მოვიდოდა, ნარკოტიკით იმდენად ქონდა გონება დაბინდული ამაზე ფიქრიც ეზარებოდა და უბრალოდ ელოდებოდა თავად ბიჭი როდის დაიწყებდა საუბარს. გიორგი კი სახურავზე მოშხაპუნე წვიმის წვეთებს უსმენდა თვალ დახუჭული და სრულიად გამიჯვნოდა გარესამყაროს. რამდენი ხანი იყო ასეთ სიწყნარეში აღარ ყოფილა და მეგობარიც უაზრო ლაყბობით არ უშლიდა სიმყუდროვეს.
-აბა რა ხდება ქალაქში?_მაინც ვეღარ მოითმინა სანდრომ და ახალ ღერთან ერთად შეკითხვაც დაუსვა სტუმარს.
-მაგარი *ლეობაა შენ ძმობას ვფიცავარ._თავი გადააქნია ბიჭმა.
-ხოიცი თუ რამე დაგეხმარები_სავარძელში შესწორდა ნემსიწვერიძე.
-ძაღლები დამადგნენ ბიჭო.
-ძაღლებიი? ამდენი ხანი არაფერი უყნოსიათ მაგ ჩე*ისებს და ახლა რა მოელანდათ?
-ბიჭო შენი დის ვითომ ძმაკუშა გახსოვს?
-რომელი ბაჩო?
-ჰო აი ეგ, მაგარი მიქარა მაგ უბედურმა და გაასაღეს.
-რა ქნა ასეთი?
-ბახალაზე მუშაობდა თურმე და მაყუთისთვის რაღაცეებს ეუბნებოდა რა, ხოდა ნაგაზის ამბავი ხოიცი, ლამის დაგლიჯა სანამ ყველაფერი არ ათქმევინა და გვამი იპოვეს რა. ვიღაც ტყუპები არიან, მაგათზე ახლოს ჯერ არავინ გასულა, ერთი უნდა მოგვეკლა და მაინც გამოძვრა.
-ლილუ როგორაა_ქვემოდან ამოხედა სანდრომ.
-ლილუ?_ნერწყვი მწარედ გადაეყლაპა გიორგის, -რას იზამს, მაგანაც მაგარი მიქარა, გვიღალატა და ახლა იმ ტყუპებთან მოძრაობს, ეჭვი მაქ სამივეს ერთად შუკვეთავს ნაგაზი.
-ისე კარგადაა?
-რავი კი რა უჭირს_თვალი აარიდა მაღლაფერიძემ და ფანჯარაში იყურებოდა ისე მოუკიდა თვითონაც სიგარეტს.
-დიდი ხანია აღარ მინახავს, აქამდე შორიდან მაინც ვაკვირდებოდი და ჩუმად მაინც ვახერხებდი დახმარებას, რაცარუნდა იყოს ამ ჭაობში ჩემ გამოა და მეც კაი *ლესავით იქვე დავტოვე.
-ვერაფერს ვერ გააკეთებდი და მიტო.
-გავაკეთებდი, მაყუთი იმდენი ავწაპნე იმ ნაბიჭვრებს ლილუს სადმე გაგზავნაც შემეძლო, მაგრამ იდიოტი თავქარიანი ვიყავი და მე*იდა, ახლა კი ვზივარ და *ვერების ფხანით ვარ დაკავებული_ამოიხვნეშა სანდრომ და მოწოლილი დარდი სიგარეტის კვამლს გამოაყოლა.
ისევ სიჩუმე ჩამოვარდა სახლში, ისევ აგრძელებდნენ წვიმის წვეთები სახურავზე ცეკვას და ისევ მთელი ძალით ეჯახებოდა ორივე ძმაკაცს ჩადენილი თუ ვერ ნათქვამი ცოდვები. არავინ იცოდა რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში თუ ყველაფერი გაირკვეოდა, მართალია გიორგი სანდროს ერთადერთი და უახლოესი მეგობარი იყო, მაგრამ ლილუ ბიოლოგიური და, რომელსაც მისივე სისულელისთვის ტანჯავდნენ. თვალები დახუჭა გიორგიმ და ინატრა მისი საიდუმლო ბიჭს ვერასოდეს გაეგო.


თავსხმა წვიმა იყო ქუთაისშიც, ბინაში შესულებმა მაშინვე იგრძნეს ტანე მოკრული, წვიმის წვეთებით გაჟღენთილი ტანსაცმელი, რომელიც შემაწუხებლად შემოტმასნოდათ. გაბრიელს უკვე სერიოზულად უჭირდა თვალების გახელილ მდგომარეობაში დატოვება და მთელი ძალით ცდილობდა ოთახამდე გაეძლო.
-დივანზე დავწვები და ლილუ ჩემ ოთახში იყოს_ენა ძლივს მოაბრუნა ერთი წინადადების სათქმელად.
-კი აბა რა და ბარემ ერთ მაგარ ვენოკს შეგიკვეთავ ხვალისთვის, ან ჩემთვის გავაკეთებ თამარმა რომ გაიგოს_თვალები გადაატრიალა იოანემ და ძმა კუთვნილ ლოგინში გაამწესა.
მაშინვე გამოუცვალეს ტანსაცმელი და ჭრილობების დანახვაზე ლამის თვალები გადმოუცვივდა ლილუს.
-ბინტი და სპირტი მომე რა სახვევებს გამოვუცვლი რამე შეეჭრება_ძლივს ამოთქვა გოგომ და ძველი საფენები მოაცილა გაბრიელის სხეულს. სიამოვნებდა მის ტანზე თითებით სრიალი, არც კი გამოტყდებოდა, მაგრამ მოფერება უფრო იგრძლობოდა მის ქმედებებში ვიდრე სახვევების შეცვლის სურვილი. ფორმაში ყოფნა ეტყობოდა ბიჭს, მკვრივი ხორბლისფერი კანი სასიამოვნოდ ედებოდა კანზე და ლამის კრუტუნი დაეწყო. ვერაფრით აიძულებდა თავს გაჩერებულიყო და თავადაც გამოეცვალა სველი ზედა.
-ჩემი ძმის ტანზე ხელების ფათურს რომ მორჩები, გამო ყავა გაგიკეთე_ეშმაკურად ჩაიხითხითა იოანემ კარებში და დამფრხალი გოგოს შეხტომაზე სასაცილოდ აუთამაშა წარბები.
-მე უბრალოდ ....
-ჰო ვიცი, ეს ის არ არის რაც მგონია_სიცილს და ლილუს შერცხვენას განაგრძობდა ბიჭიც -მისი რომელიმე პერანგი ჩაიცვი სანამ შენ ტანსაცმელს მოვიტანთ და გამო სამზარეულოში ვარ.
ღრმად ამოისუნთქა სტუმარმა და ორივე ხელით გამოაღო სასიამოვნო სუნით გაჟღენთილი კარადა.

დივანზე საბოლოოდ იოანე გამწესდა, ჯელტმენურად დაუთმო სტუმარს საკუთარი საწოლი, მაგრამ სინამდვილეში გასასვლელ კარებთან უფრო არ უნდოდა ქალის დატოვება, ჯერ ამდენადაც არ ენდობოდა, ხვალ საკმაოდ მნიშვნელოვანი ჩვენება უნდა ჩამოერთმიათ მისთვის და ერჩივნა თვალწინ ყოლოდა. აფიქრებდა მისი ძმის დამოკიდებულება, აქამდე გაბრიელს არავის მიმართ გამოუხატავს ოდნავი ყურადღებაც კი და ამჯერად საქმე კურიერს ეხებოდა, იოლი არ იქნებოდა ეს ყველაფერი, თუმცა ლილუს თვალებშიც ხედავდა საჭირო პასუხს და შედარებით იმედიანად იყო ბედნიერი დასასრულის მოლოდინში.
ფრთხილი ნაბიჯების ხმამ გამოაფხიზლა დილით იოანე, მაშინვე გაიხედა დივნის უკან და ჯერ კიდევ გაბრიელის პერანგში გამოწყობილ ლილუს მოკრა თვალი სამზარეულოსკენ მიმავალს.
-დედიკო, მამიკო ჯერ არ ამდგარა, ამიტომ დიდად ნუ იტრიალებ საუზმით რომ მოაწონო თავი.
-რა მოხდება ღმერთმა ერთი-ორი დღით რომ გადაგაშენოს_ენა გამოუყო გოგომ.
-ჰმ, გადამაშენოს თორემ შენ არ მიპირებ გვარის გამრავლებას_ღიმილით ჩიბურდღუნა ბიჭმაც და ძილი განაგრძო.
ყავით ხელში იდგა ლილუ სამზარეულოს ფანჯარასთან და სულ ამაოდ ცდილობდა არეული ფიქრების დალაგებას. ყავა ისე გაუცივდა ვერც შეამჩნია,სამაგიეროდ მთელი გონება იმ დღის გეგმებს დაეკავებინა. ჩვენებას მისცემდა და შემდეგ? ნაგაზს ვერ დაიჭერდნენ, ის კი თავს სამუდამო ტანჯვისთვის გაიმეტებდა, ბიჭებთანაც ვერ იცხოვრებდა სამუდამოდ, გაბრიელთან ასე ახლოს ყოფნაც აღემატებოდა მის ძალებს. ახლა მისი მომავალი იმდენად ბუნდოვანი იყო ჭიქის მიხლა მოუნდა კედლისთვის.
-ყველაფერი კარგად იქნება_წყნარი, თბილი ხმა მოესმა უკნიდან და ვერც გაიაზრა როგორ უკვე გაბრიელის იმედით სავსე თვალებს რომ შეჰყურებდა და წყნარდებოდა.
--------------------------------
მოუთმენლად ველი თქვენს შეფასებებს <3



№1  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

ერთიამოსუნთქვითწავიკითხე, ნელ ნელა იხსნება კარტები, აიი სანდროს საქციელის გამართლება არშემიძლია, გიორგი ხო საერთოდ არ ვიტყვი რა არის. იოანე ფორმაშია როგორც ყოველთვის, გელი მოუთმენლად <3

 


№2 სტუმარი სტუმარი gvantsa

ვაიმე იოანე რა კაი ტიპია : ))

 


№3 სტუმარი სტუმარი ანა

კარგია,ოღონდ ეცადე ცოტა უფრო დიდი თავი დადო,

 


№4  offline მოდერი naattii

ablabudaa
ერთიამოსუნთქვითწავიკითხე, ნელ ნელა იხსნება კარტები, აიი სანდროს საქციელის გამართლება არშემიძლია, გიორგი ხო საერთოდ არ ვიტყვი რა არის. იოანე ფორმაშია როგორც ყოველთვის, გელი მოუთმენლად <3

მადლობა დიდი ❤️

სტუმარი gvantsa
ვაიმე იოანე რა კაი ტიპია : ))

მეც ეგრე მგონია :D

სტუმარი ანა
კარგია,ოღონდ ეცადე ცოტა უფრო დიდი თავი დადო,

უკვე მერამდენედ ვწერ არ ვიცი მაგრამ კიდევ გავიმეორებ, სამწუხაროდ ყოველდღე და ათ გვერდიანი თავების წერისთვის არც დრო მაქვს და არც მუზა მოდის ასე თავისთავად ჰაერზე. სამწუხაროდ მეტნაირად წერას ვერ ვახერხებ :(

 


ახლა დავიწყე კითხვა და ერთი სული მაქვს ახალი თავი როდის დაიდება, გელი იცოდეეე ^_^

 


№6  offline მოდერი naattii

სიყვარული გულს გვტკენს
ახლა დავიწყე კითხვა და ერთი სული მაქვს ახალი თავი როდის დაიდება, გელი იცოდეეე ^_^

დიდი მადლობა ❤️

 


საინტერესოა რას იზამს სანდრო სიმართლეს რომ გაიგებს თავის დაზე, ან გიორგი რას იზამს. ორი იდიოტი და კიდევ უფრო მეტიც.
ჩემი იოანე ფორმაშია ❤ საინტერესოა რას იზამ უკვე ქერა ალქაჯი გამოძიება რომ დასრულდება ან რას უმზადებ ამ ორ გვრიტუნიას❤
გელი, გელი მოგელი❤❤❤

 


№8 სტუმარი სტუმარი მარიამი

კარგია ველოდები შემდეგს

 


№9  offline მოდერი naattii

მაპატიეთ ვიცი შესვენება ძალიან გამიგრძელდა, ძალიან დიდი ბოდიში ასე რომ გალოდინებთ, უბრალოდ ახალ სახლში გადავედი, ხვალ ბავშვის დაბ დღე მაქვს ზეგ ჩემი და ისეთ გაწამაწიაში ვარ ფიზიკურად ვერ ვეკარები კომპს :D კიდევ ერთხელ ძალიან დიიიდი ბოდიში და აუცილებლად დიდი თავით ავანაზღაურებ ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent