შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წამიერი სიყვარულის დასასრული?!(თავი 1)


24-07-2019, 20:11
ავტორი margosal
ნანახია 1 999

-გთხოვ მითხარი,რომ ეს ყველაფერი სიმართლე არაა.მითხარი რომ ჩემთვის არ გიღალატია და ისევ ისე გიყვარვარ როგორც ადრე.სანდრო შემომხედე და მითხარი,მითხარიიი,ტირილით ვეუბნებოდი ბიჭს,რომელიც სიჩქარეს ნელ-ნელა უმატებდა.
-ფოტოს არ დავუჯერე და შენთან მოვედი,ვიცოდი რომ არ მიღალატებდი,ვიცოდი რომ მატყუებდნენ და ჩვენი დაშორება უნდოდათ,მაგრამ იქ საპირისპირო დამხვდა.მითხარი რამე გთხოვ,ვუკივლე ბიჭს და ხელები სავარძელს დავარტყი,ღვედი შევიხსენი,ფანჯარას ჩავუწიე და ცივი ჰაერი შევისუნთქე.ცრემლებს ჩემი სახე სულ დაესველებინა.ის ხმას კიდევ არ იღებდა,მხოლოდ სიჩქარეს უმატებდა მე კი ტირილს.
-გაჩერდი. მიღრიალა და ერთი ხელით სახეზე მომიჭირა-ნუ ტირიხარ გაჩუმდი,უბრალოდ გაჩუმდი,მისი თვალბი უჩვეულოდ ცისფერი იყო,გუგები ჩაწითლებული ქონდა,ვხვდებოდი რომ საქმე ისე არ იყო,მაგრამ ფაქტები სხვა რამეზე მეტყველებდნენ.უცბად თეთრმა შუქმა თვალი მომჭრა და ხელი სახეზე ავიფარე,ძლიერი დარტყმა ვიგრძენი,თითქოს დრო შენელდა,ვიგრძენი მანქანა ჰაერში როგორ დატრიალდა ამის შემდეგ კი ყველაფერი შავმა წყვდიდმა შთანთქა.

-ექიმო,პაციენტი გონს მოდის.პირველი იმ ყველაფრის შემდეგ ეს გავიგე.თვალები ნელა,მძიმედ გავახილე და პალატის ერთ წერტილს მივაჩერდი.
-ანი,ჩემი გესმის? ზრდილობიანად მეკითხბა ექიმი,პარალელურად თვალებში რაღაცას მანათებს.
-თუ საუბარი გიჭირს უბრალოდ თვალები დაახამხამე.მეც მისი მითითება შევასრულე.
-ძალიან კარგი,მშვენიერია,მარიამ მის ოჯახის წევრებს შეატყობინე რომ გონს მოვიდა.ვგრძნობდი ,რომ ნელ-ნელა ძალა მიბრუნდებოდა ხელებშიც,ფეხებშიც გაგიკვირდებათ და ლაპარაკიც შემეძლო უკვე,იმის მიუხედავად რომ სულ რაღაც ათი წუთია რაც გონს მოვედი.
-სანდრო როგორ არის? წართმეული ხმით ვკითხე ხანში შესულ მამაკაცს.
-ბატონი სანდრო კარგადაა,ავარიიდან ერთი კვირის თავზე მოხდა მისი გაწერა სახლში.
-მე?რამდენი ხანია რაც უგონოდ ვარ?შევნიშნე რომ ექიმი შეიშმუშნა
-ექვსი თვე,დანანებით ჩაილაპარაკა და ბლანკის შევსება განგრძო.არ მჯეროდა ამდენი ხანი რომ ვიყავი უგონოდ ,როგორც ისინი ამბობენ, კომაში.ჯერ კიდევ გუშინდელიგით მახსოვს ის ავარია,ის მომენტი როგორ ჩამოვწიე ფანჯარა და როგორ ხარბად შევისუნთქე ცივი ჰაერი.ანუ გამოდის რომ ივნისია.ხშირად მიოცნებია ნეტა ახლა დავიძინო და რომ გათენდება სხვა ნებისმიერი დღე იყოს თქო.ზოგჯერ ჩვენი ოცნებები მწარე რეალობად გადაიქცევა ხოლმე.სანდრო,მისი ქამელეონისფერი თვალებით,ალბათ აღარც ვახსოვარ,უკვე იმ გოგოსთან ერთადაა და ბედნიერად ატარებს დროს.დედა ყოველთვის მეუბნებოდა,რომ ცხოვრებაში ათას სირთულეს წავაწყდებოდი,უამრავი ადამიანი გულს მატკენდა და მას ათას ნაწილად დამიმსხვრევდა,ხშირად მექნებოდა მომენტები როდესაც დავეცემოდი,მაგრამ ჩემს თავში ძალა უნდა მეპოვა და წამომვდგარიყავი.ასე ერთ-ერთი ძლიერი პიროვნებად ვიქცეოდი.ხოდა ახლა ზუსტად ამ რჩევის გათვალისწინების დროა,ცხოვრებამ პირველად გამარტყა სახეში სილა,მიმახვედრა,რომ ადამიანები დაუნდობლები არიან და მათი ნდობა არ შეიძლება.მე ხომ ის მთელი ჩემი გულით,სულით მიყვარდა,მეგონა მასაც ასევე ძლიერ ვუყვარდი,მაგრამ ალნათ მისთვის დროდადრო აღარ ვიყავი საინტერესო და საბოლოოდ მასთან წავიდა ვისთანაც თავს კარგად გრძნობდა.რამდენადაც რთული არ უნდა ყოფილიყო ამის გააზრება მაინც მივედი ამ დასკვნამდე,რომ თუ მე ის მართლა მიყვარდა უნდა გამეშვა და მისთვის ბედნიერების საშვალება მიმეცა.არ ვიცი მე რამდენად მალე მოვახერხებდი მის დავიწყებას,მაგრამ ახლა უზომოდ მადლობელი ვიყავი იმ ადამიანის ვინც სიცოცხლე შემინარჩუნა და კიდევ ერთი შანსი მომცა,რომ ჩვეულებრივი გოგოსავით მეცხოვრა.ამ ფიქრებში ვიყავი გართული,როდესაც ოთახის კარი რასაც ქვია შემოგლიჯეს.
-ანი,ბედნიერი მომვარდა ჩემი უფროსი ძმა ლუკა,მას კი კუდში ჩვენი უმცროსი დაიკო მაშო და მშობლები მოყვნენ.მათ დანახვაზე გულში სითბო ჩამეღვარა,სახეზე ეტყობოდა დედას რამხელა ტკივილიც გადაეტანა.გავუღიმე და ჯერ კიდევ დასუსტებული ხელები დედის კისერს შემოვხვიე.როგორც ყოველთვის ტკბილი სუნი ასდიოდა.მოკლედ,რომ გითხრათ მთელი ოჯახი მომესიყვარულა და თავზე გადამყვნენ.მეორე დღეს გოგონებიც მესტუმრნენ,შემდეგ კურსელები,ახლაღა მივხვდი თურმე რამდენ ადამიანს ვყვარებივარ.
ორი კვირის შემდეგ უკვე ჩემს თბილ სახლში ვიყავი.არ მოგატყუებთ და ბოლოწუთამდე მეგონა,რომ სანდრო მოვიდოდა და მომინახულებდა.ოთახში ყველაფერი ისე იყო როგორც ექვსი თვის წინ,კედლებზე უამრავი ფოტოები,მათ შორის ჩემი და სანდროსიც,ერთ-ერთი ჩამოვხსენი და გულში ჩავიკარი,თვალები დავხუჭე და გავიხსენე ჩვენი პირველი შეხვედრა სამხატვრო მაღაზიაში.
საღებავების ხარისხს ვამოწმებდი,როდესაც ვიღაც დამეჯახა და ახალ ნაყიდ თეთრ პერანგზე გადამასხა.
-უკაცრავად,სიცილით მომიგო მან და ხელი ჯიბისკენ წაიღო.
-სასაცილოს რას ხედავ?შენი გულისთვის ჩემს მაისურზე ახლა დიდი წითელი ლაქაა და შენ კიდევ ბოდიში რომ მომიხადო ამის ნაცვლად დამცინი?ტყიდან გამოქცეული ხარ თუ მოქცევია წესები არ გასწავლეს ბიჭუნი.საკმაოდ გაბრაზებულმა მივუგე შემდეგ კი ხელები გადავაჯვარედინე.
-ოოოოუუ,რა ბრაზიანი ხარ,მომწონს შენნაირი აგრესიული გოგონები,შემიძლია დანაშაული გამოვისყიდო და ასე ლამაზად ჩაცმული ქალბატონი კაფეში დავპატიჟო,განაგრძობდა სიცილს.
-ჰაჰა რა სასაცილოა შენი სარკაზმი შენთვის შეინახე.აშკარად რაღაცის თქმას აპირებდა,მაგრამ კონსულტანტი მოგვიახლოვდა.
-ანი რამე პრობლემაა?
-სახელიც რა ლამაზი გქონია
-უკვე იმაზე ვიწყებ ფიქრს ძალით ხო არ გადამასხი საღებავი.
-შესაძლებელია,ღიმილით მომიგო და იქაურობას გაეცალა.
-ყველა მანიაკი მე რო არ შემხვდეს ხო არ შეიძლება რა,დანანებით გავაქნიე თავი და სალაროსთან მივედი ფულის გადასახდელად.
ფიქრებიდან კარებზე კაკუნმა გამომაფხიზლა,ფოტო თავის ადგილას დავაბრუნე შემდეგ კი გავძახე შემოდი მეთქი.
-რას აკეთებ დაიკო?ბედნიერი სახით შემოვიდა მაშო
-არაფერს ვისვენებ,შენ რას შვები უკვე აბიტურიენტი გოგო მყავხარ.
-ხო,იმედია კარგი პროკურორი დადგება ჩემგან
-აბა რა ჩემო ლამაზო.
-ანი შენ და სანდრო დაშორდით?
-ამას რატომ მეკითხები?
-საავადმყოფოში მას შემდეგ რაც გაწერეს შენთან არასდროს მოსულა,მესმის შეიძლება აღარ უყვარდე,მაგრამ ერთხელ მაინც ხომ უნდა მოსულიყო?
-მისმინე ჩემო ჭიამაია,ცხოვრებაში დგება ისეთი მომენტები,როდესაც გვიწევს საყვარელ ადამიანებზე უარი ვთქვათ,არვიცი სანდრომ რატომ არ მინახულა,მაგრამ დარწმუნებულივარ,ჩემს ამბავს დისტანციურად თუნდაც ერთხელ მაინც იკითხავდა.
-რატომ დაშორდით?
-როგორი ცნობისმოყვარე გამხდარხარ მაშო შენ,სიცილით მივუგე გოგონას.
-რას ვიზავთ ვიზრდები.

მეორე დღეს გოგონებთან ერთად ერთ-ერთ რესტორანში ვიჯექი და განვიხილავდით თუ სად შეიძლებოდა წავსულიყავით ამ ზაფხულს.მათი მადლიერი ვიყავი რადგან სანდროზე არაფერს მეკითხებოდნენ იცოდნენ,როდესაც მზად ვიქნებოდი მეთვითონ მოვუყვებოდი ყველაფერს.
-სვანეთი კარგია,თან ანისაც მოუხდება ბრაზით ამბობს მარიამი
-კარგი რა მარიამ ზღვის ჰაერი უფრო მოუხდება არც ლიზა ჩამორჩება,მათ კინკლაობაზე ყოველთვის მეცინებოდა,რაღაც საყვარლად ჩხუბობდნენ ხოლმე.
-ლიზუუ შენი ძმაც ხო წამოვა თან დიდი ხანია ერთად არსად ვყოფილვართ.
-კი წამოვა მარიამ,თან შენც დაიღლებოდი მხოლოდ მისი ინსტაგრამის ფოტოების სქროლით.
-მოიცა რა?დემეტრე როდის აქეთ მოგწონს?გაკვირვებულმა ვიკითხე
-ხო მეც სულ რაღაც ორი თვეა რაც გამოვტეხესავით,ბოლომდე არ აღიარებს
-კარგი რა მაგაში სასირცხვილო რა არის? სიცილით მივუგე აჭარცლებულ მარიამს
-დემეტრეს ხო იცნობთ სასაცილოდ არ ეყოფა ეგ ამბავი,არ გეწყინოს ლიზუ,დანანებით ჩაილაპარაკა ჩემმა საყვარელმა ყავისფერთვალება დაქალმა.
-არ მწყინს ჩემი ძმაა და კარგად ვიცნობ.
გვერდითა მაგიდისკენ რომ გავიხედე,გულში რაღაც ჩამწყდა.სანდროს დანახვისას გამახსენდა ყველაფერი რაც მასთან მაკავშირებდა,ყველა ჩხუბი,ჩახუტება,კოცნა,სიცილი....ღვინის ჭიქა ეჭირა და ბედნიერი სახით ამბობდა რაღაცას.ერთი წამით ჩვენი მზერა გადაიკვეთა,მისი თვალები ისევ უჩვეულოდ ცისფერი იყო.ამ ერთ წამში თითქოს მთელი ჩემი ცხოვრების იმ პერიოდმა ჩამიარა რაც მასთან მაკავშირებდა.
-ჰაერზე გავალ და მალე მოვალ,ვუთხარი გოგონებს და ისე წამოვდექი მათ პასუხს არც კი დავლოდებივარ.
არც კი უდარდია,როგორ შეუძლია ასე ლაღად იყოს?ან რატომ არა?მისი ბრალი ხომ არაა რომ აღარ ვუყვარვარ.თვალებიდან წამოსულ ცრემლებს ვერ ვაკავებდი.იმისმიუხედავად რომ ივნისი იყო საღამოს მაინც გრილოდა.ნაბიჯების ხმა გავიგე,არ შევტრიალებულვარ,მაგრამ მივხვდი რომ ის იყო,მის სუნამოს სუნი ვიგრძენი.
-აქ რა გინდა? დაბოხებული ხმით იკითხა და გვერძე ამომიდგა.მისკენ არ გამიხედავს.
-რა ვქნა?ყველაფრის მიუხედავად მინდა დავიჯერო ,რომ ჩემზე უარი არ გითქვამს...ჩემზე უარი თქვი სანდრო?გთხოვ ასე ნუ მატკენ გულს.როგორ მინდოდა ამ ყველაფრის თქმა მაგრამ არ შემეძლო.ძალა მოვიკრიბე და ოდნავ აკანკალებული ხმით ვუთხარი
-ცოტახნით მარტო დარჩენა მინდოდა.
-მინდა დავრწმუნე,რომ ამ ღამით პრობლემას არ შექმნი.
-დარწმუნებული ნუ იქნები,თავს ძლივს ვიკავებ,რომ არ ვიყვირო,ასე მგონია ამით ჩემი გული სევდისგან დაიცლება.როგორ მინდა გკითხო რატომ მიმატოვე,როგორ მოახერხე ამხელა სიყვარულის დავიწყება,მაგრამ არ შემიძლია.ფიქრებიდან გამოვფხიზლდი და ისევ სხვა რამ ვუპასუხე
-შეგიძლია დარწმუნებული იყო
-მიხარია რომ კარგად ხარ
-გიხარია?შენ გგონია კარგად ვარ?შინაგანად ვკვდები,შენ კი ჩემს გადასარჩენად არაფერს აკეთებ,ზურგი შემაქციე,ჩემი თავმოყვარეობა შელახე და ახლა ასე უბრალოდ შეგიძლია მომიგდო ორიოდე სიტყვა?ჩემი ფიქრებით უკან გამოვბრუნდი წამით შევჩერდი და ფიქრი გავაგრძელე,არ წახვიდეთქო მითხარი,ჩამჭიდე ხელი და ყველა სირთულე ერთად გადავლახოთ,მზად ვარ გაპატიო მზად ვარ,ოღონდ ნუ მიმატოვებ,ვიცი რომ ისევ გიყვარვარ ჩემზე უარს ნუ იტყვი სანდრო.შენ ხარ ის ერთადერთი ნათელი წერტილი რომელიც ჩემს ცხოვრებაში ციმციმებს.თვალები დავხუჭე ღრმად ამოვისუნთქე და გზა განვაგრძე.რთულია როდესაც ერთს ფიქრობ და მეორეს ამბობ,მაგრამ მეორეა,როდესაც შენი თავმოყვარეობა გკარნახობს თუ როგორ უნდა მოიქცე გარკვეულ სიტუაციებში და რატომ.ნაბიჯს ავუჩქარე რომ სწრაფად მივსულიყავი გოგონებთან.
-აქედან წავიდეთ,ვთხოვე ორივეს და მათაც არ დააყოვნეს,უმალ წამოხტნენ ფეხზე,ანგარიში მოითხოვეს შემდეგ კი ჩემი სახლის გზას დავადექით.
-სანდრო ნახე?
-კი,მოკლედ მოვიჭერი ლიზას და ფანჯარას თავი მივადე
-ხომ იცი შეგიძლია ყველაფეერი მოგვიყვე
-ცუდად ვარ მარიამ,ვიცი უთავმოყვარეო ადამიანივით ვფიქრობ,მაგრამ მიყვარს,ხოიცი რა სისულელეებსაც ჩაგადენინებს არა ეს გრძნობა?!დღემდე ვერ ვხვდები,რატომ მიმატოვა ან მიღალატა.შეიძლება თავი ასე ცუდად აღარ ვიგრძნო თუ სიმართლეს გავიგებ,მაგრამ ის არაფრის თამას არ აპირებს.ერთხელაც არ დაინტერესებულა ჩემი ამბით და ერთხელაც კი არ მოსულა საავადმყოფოში ექვსი თვის მანძილზე.ნუთუ ასე მალე შეიძლება დაიკიდო საყვარელი ადამიანი?ერთხელ შემიყვარდა და ათასჯერ მოვკვდი.ბოლო სიტყვები დანანებით წარმოვთქვი და ცრემლები შევიმშრალე.მივხვდი გოგონებიც დავანაღვლიანე.
-ცხოვრება ესეთია ანი,ზოგჯერ იმაზე ტკბილია ვიდრე წარმოგვინდგენია ზოგჯერ კი იმაზე მწარე ვიდრე ამას მოველოდით.დრო ყველაფერს ვერ დაალაგებს,უბრალოდ ამას შენ შეეჩვევი.ნაღვლიანად გამიღიმა ლიზამ
-იცით რა გოგონებო?ახლა ცხელი ყავა და მანჩოს ბრაუნი ამ დეპრესიიდან სამივეს გამოგვიყვანს,როგორც ყოველთვის სიტუაციის განეიტრალება სცადა მარიამმა.სახლში მხოლოდ მამა და ლუკა დაგხვდნენ.
-გამარჯობა გიორგი ბიძია,ერთხმად მიესალმნენ გოგონები.
-ლიზა,მარიამ როგორ ხართ?მათი დანახვა მართლა აგაუხარდა მამას.ისინი ჩვენს ოჯახში მუდადმ სასურველი სტუმრები იყვნენ.
-არამიშავს
-ძველებურად
-ძალიან კარგი,გამიხარდა თქვენი ნახვა.ანი მა შენ ხო კარგად ხარ?
-კი,ნაღვლიანად გავუღიმე მამას
-მოდი მე დაგტოვებთ,წავიმუშავებ
-ვაიმე გოგოებოო,ქალის ხმით გამოგვძახა ლუკამ ოთახიდან,შემოდით ვიჭორაოთ.მის ხუმრობაზე მხოლოდ ლიზას გაეცინა,მე და მარიამმა კი ერთმანეთს მობეზრებულად გადავხედეთ.
-ლუკიი როგორ მომენატრე,მივიდა და შეყვარებულს ჩაეხუტა,გეგონება წელიწადი და ხუთი თვეა ერთმანეთი არ უნახავთ რა.
-კარგი ავალთ ჩვენ ჩემს ოთახში და მერე იქნებ ამოგვხედო მობეზრებულად ვუთხარი ლიზას,რომელიც აღარ მისმენდა.
-ღმერთო ჩემო,თვალები კიდევ ერთხელ გადაატრიალა მარიამმა.
ოთახში,რომ ავედით მარიამს გაეცინა,გამიკვირდა მაგრამ არ შევიმჩნიე.
-ანი გახსოვს ეს ფოტო?
-რომელი?
-აი ის მე შენ დემეტრე და სანდრო,რომ ვართ
-კი მახსოვს,მეც სიცილით მივუგე და ისევ წარსულის მოგონებბებში გადავვარდი.
-უფფ კარგით რა ლიზა,მარიამ,სირცხვილია დემეტრეს ძმაკაცებთან ერთად რა გვინდა?
-კარგი რა ანი,ხო იცი სიმპატიური მეგობრები ყავს შემომჩივლა ლიზამ.
-არ არსებობს,მე მანდ შემომსვლელი არ ვარ ნახეთ დემტრეს გვერდით ვინ ზის,ეს ის ბიჭია სამხატვრო მაღაზიიდან
-ვინ სანდრო კანდელაკი?
-მერავიცი,უბრალოდ ვიცანი.
-ვაიმეე არ არსებობს ბედია გოგო მიდი მიდი შედი
-ძამიკო მოვედით,ბედნიერი სახით მივარდა ლიზა დემეტრეს.
-ასწორებს,მარიამ,ანი როგორ ხართ?
-არაგვიშავს,ორივემ ერთდროულად ვუპასუხეთ
-ჩემი აგრესიული გოგოც მოსულაა,ღიმილით მომიგო სანდრომ და ხელები გაშალა.
-შენ თუ გგონია,რომ ორი წლის ბავშვივით გამოვიქცევი ძალიან ცდები.შემდეგ გარშემო მივიხედ-მოვიხედე და მივხვდი,რომ მხოლოდ მის გვერძე იყო ადგილი-ახლა მხოლოდ იმიტომ მოვდივარ მანდეთ,რომ სხვაგან ადგილი არაა.
-ხო აბა რა ,სიცილით მომიგო ბიჭმა.
-მარიამ მიიწიე და ერთ კარგ სამეგობრო ფოტოს გადაგიღებთ,გამოაცხადა ლიზამ.
-ერთი,ორი,სამი ვიღებ....მშვენიერი ფოტოა რა გინდათ.
-ანიი,გამოფხიზლდი,სახის წინ ხელი ამიფრიალა მარიამმა და ფიქრებიდან გამომარკვია.ყველა ეს მოგონება ჭრილობას მიახლებდა.
-ტკბილი დრო იყო,დანანებით ჩავილაპარაკე და სავარძელში ჩავესვენე.



№1 სტუმარი სტუმარი Tamta

????????საინტერესოაა. მომეწონა ძალიან

 


№2  offline წევრი Hela

საინტერესოა და კარგად წერ ❤️ ველოდები შემდეგ თავს ❤️

 


№3  offline წევრი Mia_smith

წარმატებები ძალიან მომეწონა იმედია თავებს არ დააგვიანებ და ცოტა მოცულობასაც გაზრდი❤️❤️

 


№4 სტუმარი mariami

ჩემი აზრით სანდროს ასეთი ქცევა რაღაცით უნდა იყოს გამოწვეული confused გთხოვ არ დააგვიანო და თავებიც არ შეამცირო heart_eyes ისე ძალიან კარგად წერ წარმატებები heart_eyes

 


№5 სტუმარი ქრყსბსუს

კარგია, მაგრამ რასაც ფიქრობს ის გამოყავი ძაან არეულადაააა თუ არ ჩაუკვირდი ვერ მიხვდებიი)))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent