შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქრისტეფორეს სამფლობელოში {14 თავი}


24-07-2019, 21:45
ავტორი Someone wandering
ნანახია 3 519

უნივერსიტეტიდან მარიტასთან ერთად გამოდიოდა,თან ხელში წვენი მოემარჯვებინა და დაქალს ესაუბრებოდა.
-შენ და რეზი ხომ მაგრად ხართ ერთმანეთთან,თუ შემოგიტიოთ ცელით ხელში?
-ხან მე ვაბრაზებ,ხანაც ისევ მე,მიძლებს რეზიც,ჩემს იქით ვერც გაიხედავს და-გაიკრიჭა
-ხო,გააგრძელე შენ ეგრე და დაინახავ როგორ კარგადაც აქვს შენს იქით გზა-შეუბღვირა-ხელი აკლია,ფეხი,საერთოდ ვიზუალი,თუ ხასიათი?
-ჩემი ბიჭია,არსად წავა-ჩაიღიმა-2 დღეა არ მინახავს,ვკვდები ქალი
-აგითამაშდა ჰორმონები ქალბატონო?-გადაიხარხარა თაისამ და რომ დაწყნარდა,წვენი მოსვა
-ჰორმონების ათამაშება რეზის რომ შევხვდები მერე უნდა,ეს მონაგონია. შენ ვის რას ეუბნები,ქრისტეფორესნაირ ბიჭთან გაქვს საქმე-ენა გამოუყო დაქალს-ჰორმონები ადგილზეა ხო?
-ჩემი ჰორმონები დიდი ხანია გაფრენილია-თავი ჩახარა
-სად არის გაფრენილი? რა,მოიცა...არა-პირი დააღო მარიტამ-არ თქვა,არ მითხრა რომ მის მერე სექსი კიდევ გქონდათ
-ჩემი სექსუალური ცხოვრება შენი საქმე არ არის-გადმოხედა გოგოს,თან მის სახეზე სიცილს ვერ იკავებდა
-ეს ქუთაისელი გოგო რამ გაგაგიჟა ? არადა მეგონა ქორწინებამდე არავისთან ექნება ფიზიკური კონტაქტი მეთქი-ისტერიული სიცილი აუტყდა
-ეგ შენ კი არა,მეც მასე მეგონა-მხრები აიჩეჩა-ზოგჯერ,რომ ვაანალიზებ ვფიქრობ შეცდომას ვუშვებ,მაგრამ შემდეგ ვხვდები,რომ ქრისტეფორეს იქით ვერავის გავხედავ და იცი რა? რატომ უნდა მიკონტროლოს ვინმემ მე ვისთან როდის,რა მექნება? მითუმეტეს,მიყვარს და მსიამოვნებს მასთან ყოფნა.
-შენ თუ ვინმეს შეიყვარებ,მთელი გულით. გეტყოდი,არ მინდა იმედგაცრუება იწვნიო-მეთქი,მაგრამ ეგ ისეთი ბიჭია,არ მგონია წრფელი გრძნობით არ გპასუხობდეს. რაღაცნაირია,გამბედავი. სერიოზულად რომ არ ფიქრობდეს შენზე,ამდენად არ შეტოპავდა.
-მასთან ყოფნის დროს არავის და არაფრის მეშინია,იცი? ეს მაძლიერებს,მისი იმედი ყველგან და ყოველთვის მაქვს.
-ღმერთმანი,რას წარმოვიდგენდი,შენ თუ ამ სიტყვებს მაგ აღვირახსნილ ტიპზე იტყოდი?
-ზოგჯერ ადამიანი რადიკალურად სხვა სახით წარმოგვიდგებიან და ჩვენც ვიწყებთ იმ ნაკლოვანებების შეყვარებასაც კი,რაც მას გააჩნია.
-ახლა ვიტირებ-ტუჩები დაბრიცა-რეზი მინდაა,მომიყვანეთ
-ბურთიც შენია და მოედანიც,დაუკავშირდი და შეხვდი-გაეცინა თაისას-ზოგჯერ რა ჯიუტი ხარ და მიუხვედრელი!
-შენსავით-თვალი ჩაუკრა თაისას-კარგი,მიუხვედრელი შენ უფრო ხარ-გაიცინა და გოგოსგან მუჯლუგუნიც მიიღო მხარზე-ჩემი ვარდის კოკორი-შემდეგ კი ჩახუტებით მოთაფლა გოგო.
*****
სახლში მისულს ნატალიასთან და ამირანთან მყოფი მშობლები დახვდა.
-დეე,მაა-პირზე ხელები აიფარა და ორივეს ჩაეხუტა
-დედას სიხარული,როგორ ხარ დე?
-კარგად ვარ,რატომ არ მითხარი თუ ჩამოდიოდით?
-ექიმთან ვიყავი შემოწმებაზე მა,მალე სახლშიც უნდა წავიდეთ და აღარ გითხარით.
-დღეს არავინ არსად გაადგამს ფეხს-წარმოთქვა ამირანმა
-არა, ამირან სხვა დროს იყოს გენაცვალე-მიუგო შორენამ
-ჩემი სტუმრები ჩემი სახლიდან ასე ვერ წავლენ,გთხოვთ ეს ერთი დღე დარჩით,დაისვენეთ,ძველი დრო გავიხსენთ-ღიმილით მიუგო კაცმა. დიდი თხოვნის შემდეგ ცოლ-ქმარი მაინც დაითანხმა ამირანმა და ნატალიამ.
-მა,ხომ ყვეალფერი კარგად გაქვს?
-ყოველ 6 თვეში ანალიზებს ხომ ვიღებ მა,არაფერია საშიში-თავზე აკოცა შვილს
-როგორ მომენატრეთ-ღიმილით მოეხვია დედას და მამას
-აუუ,ძალიან მშია-კარი ხმაურით გააღო ანასტასიამ და ხმამაღლა დაიძახა,შემდეგ კი ერთ ადგილას გაჩერდა და ნელი ნაბიჯებით დაიძრა სახლში შეკრებილებისკენ
-გამარჯობა და ბოდიშით-უხერხულად გაიღიმა
-ეს ჩემი შვილია,ანასტასია. მა,გაიცანი,ესენი თაისას დედ-მამა არიან,ქალბატონი შორენა და ბატონი შალვა-შვილს ღიმილით გადახედა
-ძალიან სასიამოვნოა-ხელი ჩამოართვა მათ
-ჩვენთვისაც საყვარელო-გაუღიმა შორენამ და ამირანმა
-კარგი,ახლა დროა ვისადილოთ-ტაში შემოკრა ნატალიამ და ნათიასთან ერთად სამზარეულოში ფუსფუსს შეუდგა,თან შორენას ელაპრაკებოდა.
-თაი,ქრისტეფორე სად არის ხომ არ იცი?
-არა ტასო,არ მინახავს.
-ალბათ ბიჭებთან არის წასული.
-ხო,მეც მასე ვფიქრობ-ჩაფიქრებული სახე მიიღო თაისამ-ტასო,ჩვენ სალაპრაკო გვაქვს.
-რასთან დაკავშირებით?
-რასთან არა,ვისთან დაკავშირებით-გაეღიმა-დაჩის ვგულისხმობ.
-დაჩის? ჩვენ დაჩის?-გაიკვირვა-რა ხდება?-შეეცადა მღელვარების დაფარვას
-შენ გგონია ვერაფერს გამჩნევთ თქვენ ორს? შეიძლება თქვენ ვერ ამჩნევთ,მაგრამ ერთმანეთს რომ ხედავთ თვალები გიბრწყინავთ-იღიმოდა გოგო
-გვიბრწყინავს?..არ თაი,ალბათ გეჩვენება,მითუმეტეს დაჩის ჩემი დანახვით თვალები არ გაუბრწყინდება-ტუჩები დაბრიცა
-რაც არ გახალისებს,ხო?-გაეცინა გოგოს-მე რას მიმალავ? 17 წლის გოგო პატარა არ არის,შეიძლება რაიმე სიმპათია გქონდეს ბიჭის მიმართ,ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და ამავდროულად ძალიან სასიამოვნო განცდა.
-ჯანდაბა,მისი თვალები...-სახე ხელებში მოიქცია-მაგიჟებს-დაღლილი სახით გადახედა გოგოს,როემლიც ეშმაკურად იღიმოდა
-თითქოს მის თვალებში იძირები,არა?
-ზუსტად! აი,სწორედ ეგრეა,რაღაცნაირი გრძნობა მეუფლება,შიშის და სიამოვნების ერთად.
-შიშის რატომ ტასო? ეს უფრო ღელვა იქნება,მითუმეტეს შენთვის პირველია...
-ჩემი წარსულის მეშინია,ამ წყეული წარსულის,რომელიც გონებას მიწამლავს.
-შენი წარსული არაფერს უნდა წარმოადგენდეს იმ ადამიანისთვის,რომელიც შენზე სერიოზულად ფიქრობს,თუ ასე არ არის,მაშინ წამსვლელი უნდა წავიდეს-თმაზე მიეფერა გოგოს-შენ ყველაზე ძლეირი გოგო ხარ,ვისაც ვიცნობ.-თავზე აკოცა ანასტასიას
-მეშინია თაისა,იმედგაცრუების.
-იმედგაცრუების ყველას ეშინია,ურთიერთობის დაწყების დროს.
-თუ, არც დაწყებულა?
-მაშინ მითუმეტეს,ყველაზე მეტად ეშინიათ,როდესაც არავინ ამშვიდებს და ასწავლის,რა უნდა იფიქროს სწორად.
-არ ვიცი,ეს რა გრძნობაა,უბრალოდ ლტოლვა მაქვს,მას რომ ვხედავ გული ასმაგად მიძგერს,სულელ ბავშვად მიმაჩნია თავი,ბანალურად ჟღერს,მაგრამ მართლა ასეა,დედას ვფიცავარ-ცრემლები წამოუვიდა
-ჰეი,რა გატირებს? არ გაბედო ტირილი,ამის საბაბი არ გაქვს. უბრალოდ,ისე მოიქეცი,როგორც თავად ჩათვლი საჭიროდ,რასაც გული გიკარნახებს. მაგრამ ძალიანაც არ გაჯიუტდე და არც ძალიან მიენდო ვინმეს,თავიდან. იყავი ის,ვინც გინდა რომ იყო,მაგრამ გონებაც არ გათიშო-ჩაიცინა
-რა კარგია რომ მყავხარ-ჩაეხუტა გოგოს
-მეც და ქრისტეფორეც გვერდით გყავართ,ორივე ერთად...
-როგორც ერთი მთლიიანობა. მაგიჟებთ თქვენ ორნი,ერთად.
-ჩემი საყვარელი გოგო-გაეღიმა თაისას
-ქრისტეფორე თავიდან სულ სხვანაირი წარმომედგინა,ვერასდროს ვიფიქრებდი,თუ ამდენად სიყვარული შეეძლო ამ თავხედ ბიჭს-ჩაიღიმა ანასტასიამ
-არც თავად წარმოედგინა ტასო,თურმე.
-მჯერა,რომ არ წარმოედგინა,თანაც როგორ.-სიცილი დაიწყო-შეყვარებული ქრისტეფორეც კი ვიხილე,ღმერთო ჩემო.

ქრისტეფორე სახლში ღამით დაბრუნდა,სამზარეულოში კი მოფუსფუსე სხეული დაინახა,ბნელოდა,თითქმის არაფერი ჩანდა,უბრალოდ სილუეტს აკვირდებოდა,ნელი,ფრთხილი და ჩუმი ნაბიჯებით მიიწევდა გოგოსკენ,თაისას ეს კაბა ძალიან უხდებოდა,თუმცა უფრო მაღალი ჩანდა,ვიდრე ადრე. სამიზნე ობიექტს როგორც კი მიუახლოვა,წელზე შემოხვია ხელები და ყურში ჩაჩურჩულა
-ჩემს პატარას არ ეძინება?-ის ის იყო უნდა ეკოცნა,მის ხელებში მოქცეული სხეული რომ აკივლდა და აფართხალდა
-ვინ ხარ?-შეჰყვირა ქალმა
-მე კი არა შენ ვინ ხარ. ღმერთო-ბიჭმაც დაიყვირა და თავზე ხელები შემოიწყო,მალე კი შუქი აანთო-თაისას კაბა რატომ გაცვიათ?-თან სირცხვილით იწვოდა
-თაისას დედა ვარ და მაგიტომ-თვალებს აცეცებდა ქალი,ამ დროს ყველამ იქ მოიყარა თავი
-რა ხდება,ხომ მშვიდობაა-წამოიძახა თაისამ შეშინებული სახით და დედამისს მიუახლოვდა.
-მშვიდოაბა დედი,მშვიდობა. უბრალოდ,ბიჭი რომ შემოვიდა სახლში შემეშინდა-არ გაამხილა სიმართლე ქალმა,ან როგორ უნდა ეთქვა მომხდარი?
-ასე რამ შეგაშინა შორენა-გვერდით ამოუდგა ქმარი და თავზე აკოცა ქალს
-ბოდიშით-უხერხულად გაეღიმა ქალს და თაისას გადახედა. დედას მზერას ვერ მიუხვდა თაისა.
-რა ბოდიში შორე,ჩემი შვილის ბრალია-თავი გააქნია ნატალიამ
-მართალია,ჩემი ბრალია,მაპატიეთ-თვალი გაუსწორა ქალს-ქრისტეფორე,ნატალიას შვილი.
-შორენა,თაისას დედა,როგორც უკვე იცით-ქალმაც გაუღიმა,შემდეგ კი შალვასთან ერთად ოთახში ავიდა,ყველა მეორე სართულზე ავიდა,ანასტასიას კი არც არაფერი გაუგია ,ისე ღრმად ეძინა. მხოლოდ ქრისტეფორე და თაისა დარჩა სამზარეულოში,ბიჭი სამზარეულოს მაგიდას ორივე ხელით დაეყრდნო და სიცილი დაიწყო
-რა გაცინებს ქრისტეფორე-გვერდით ამოუდგა თაისა
-გოგო,დედაშენი შენ მეგონე,ხელები შემოვხვიე და რომ უნდა მეკოცნა კივილი ატეხა,ღმერთო მეღადავები?-სიცილს ვერ იკავებდა
-რა თქვი?-ლოყებზე ხელები აიფარა თაისამ,იქვე ჩამოჯდა და თავზე ხელები შემოიწყო-არ მჯერა.
-ასე არასდროს შევრცხვენილვარ,ამის დედაც-შეიკურთხა და თავი გააქნია,თან სიცილს ვერ იკავებდა
-რამე უთხარი,რომ მიუახლოვდი?
-კარგი,ნუ გაქვს მასეთი სახე-ცოტა დასერიოზულდა
-მართლა,ანუ რამე უთხარი?-მომლოდინედ მიაჩერდა ბიჭს
-რატომ არ გძინავს,პატარავ მეთქი-სახე დამანჭა ბიჭმა
-როგორ ვერ გაარჩიე,რომ მე არ ვიყავი-სიმწრით ჩაიცინა
-შენსავით მაგარი ტანი ჰქონია დედაშენს-მხრები აიჩეჩა-რაა,ხო მართლა კარგი ტანი აქვს სადედამთილოს და რა ვქნა?-სიცილს ვერ იკავებდა
-ნუ ხარ ტუტუცი შენ-შეუბღვირა და ზურგს უკან ამოუდგა,თავი ზურგზე დაადო,ხელები კი მკერდზე შემოაწყო-გაუჩინარებულო,სად იყავი დღეს?
-ბიჭებთან ვიყავი პატარავ,ანუ მოგენატრე?-გოგოს შეხებისგან მალე ცუდად გახდებოდა,თვალები დახუჭული ჰქონდა და მალევე შემოტრიალდა მისკენ
-შენ არ მოგენატრე?-ტუჩზე ენა გადაისვა თაისამ
-ეგრე ნუ აკეთებ მეთქი-ბაგეზე დაეწაფა და ძლივს მოსწყდა მათ-ტკბილი...ჩემი. სიტყვას ბანზე ნუ მიგდებ,მითხარი რომ მოგენატრე.
-ეტყობა ვის ვინ მოენატრა,რომ დამაკვდი ტუჩებზე-ბიჭის სახეზე დაატარებდა თითებს,მიუახლოვდა და ტუჩთან ახლოს აკოცა.
-ყვავი,ყვავს ეუბნებოდა შე შავოო,ისეა ჩვენი საქმე-ჩაიღიმა და გოგოს თმაში ახლართა თიტები,ტუცები კი შუბლზე მიაწება
-რა ძალიან ცუდი ბიჭი ხარ იცი?-წარბები შეჭმუხნა
-ირონიულიც,დამპალიც...კიდევ?-ტუჩებს გოგოს სახეზე დააცოცებდა
-მანიპულატორი...და საერთოდ,რატომ არ დამირეკე დღეს? გამორთულირომ გქონდა ტელეფონი-ცდილობდა ცოტა კაცრად ეტქვა,მაგამ არ გამოუვიდა,ბიჭს ტუჩები,ხელები საღად აზროვნებას აკარგვინებდა
-მინდოდა უჩემობა კარგად გეგრძნო-ლოყაზე აკოცა და ხელები კისერზე შემოაწყო-ახლა უნდ დაიძინო.
-რა დამაძინებს,დედაჩემზე მომიწევს ფიქრი,უნდ ავუხსნა ჩვენს შესახებ,თან იმის შემდეგ რაც აქ დაატრიალე-წარბები აზიდა და ტუჩები სასაცილოდ მოკუმა
-შენ მაგაზე არ იდარდო,მოვაგვარებ ყველაფერს-თვალი ჩაუკრა
-არც კი გაბედო ქრისტეფორე რამის გაკეთება-თითი დაუქნია
-ჰმ,მასეთს მიცნობ პატარავ? მომენდე-ყელზე აკოცა
-ახლა ისე ნუ იზამ,რომ სამზარეულოდან ვერ გავაღწიო-მკერდზე მიაკრო ხელები და მოიშორა
-ცუდი გოგო ხარ,ძალიან-ტუჩები დაბრიცა
-შენ კიდევ,ძალიან ცუდი ბიჭი,რადგან ასე მაგიჟებ-ბიჭის მტევანი ხელში მოიქცია და გულზე მიიდო-ნახე,გული რა დღეში მაქვს-ჩაიცინა
-ჩვენი გულები ერთმანთთან თანხვედრაშია-ახლა გოგოს ხელი მიიდო თავის გულზე
-არ უნდა გავაფრინო,არა,არა.-თავს აქნევდა სიცილით თაისა
-ცოტა ძნელია,თან ასეთი ბიჭი რომ გყავს გვერდით არა?-თვალები დააწვრილა
-უკეთესიც შეიძლებოდა-ჩაფიქრებული სახე მიიღო თაისამ
-მაგალითად ის *ირი,დიტო?-ძლიერად მიიკრო სხეულზე,ხელი ზურგზე ჰქონდა მოკიდებული
-ნუ ამბობ ეგრე დიტოზე-შეუბღვირა
-მაშინ,ნუ მაქეზებ!-კბილებში გამოსცრა
-უხეში!-წარბები შეკრა
-მანიპულატორიო ჩემზე ამბობს-ირონია არ დააკლო ნათქვამს ქრისტეფორემ.
-ღმერთო მომეცი გამძლეობა,გავუძლო ამ უკანასკნელს-ღრმად ჩაისუნთქა და ბიჭთან ერთად ოთახისკენ მიმავალ გზას გაუდგა.
-ხვალამდე,ნერვების მომშლელო!
-ხვალამდე,ცუდო ბიჭო!
ოხ,ეს შეფარული ღიმილი.
ღამით ძლივ ჩაეძინა თაისას,დილით კი დედამისი მოიხელთა და დასალაპარაკებლად თავის ოთახში განმარტოვდა
-დედა,ქრისტეფორემ მითხრა გუშინ რა როგორ მოხდა.
-უკვე მოასწრო თქმა?-წარბები ზემოთ აზიდა
-დედა,მინდა გითხრა,რომ ჩვენ...ერთმანეთი გვიყვარს-დედის რეაქციას დაელოდა
-არ მინდა,რომ იმედგაცრუების წინაშე აღმოჩნდე თაისა.
-ვფიქრობ ეგ არ მელის,დედა. ერთმანეთთან ურთიერთობას ვსწავლობთ,ვეჩვევით,რაც მთავარია ჩემშია დედა,მუცელში სულ პეპლები დაფრინავენ,მასზე ფიქრის დროსაც კი-ღიმილი გაეპარა
-კარგად იცი,რომ არაფერს დაგიშლი,გენდობი და ვიცი ისეთს არაფერს გააკეთებ რაც გულს გვატკენს,მაგრამ მშობლის გული მაინც სხვაა. შვილისთვის ყოველთვის საუკეთესო გვინდა.
-დე,მე მიყვარს ქრისტეფორე,ხომ იცი სრულყოფილი არავინაა,მაგრამ მე მასში იმას ვხედავ,რაც სხვაში არასდროს დამინახავს.
-მიხარია დედა,ასეთ გაბრწყინებულს რომ გხედავ. შენს გამო მიღირს ცხოვრება-ჩაეხუტა ქალიშვილს-რა დიდი გოგო ხარ უკვე,დე,არადა ისევ პატარა მგონიხარ-ჩაეღიმა
-ჩემი სიხარული ხარ დე-ლოყაზე აკოცა ქალს. მალე მისაღებში გავიდნენ,ყველა სავარძელში მოთავსებულიყო. რომ ისადილეს,წასასვლელად მოემზადა ამირანი და შორენა,ყველამ დიდი სითბოთი გააცილა ცოლ-ქმარი ქუთაისისკენ,რომლებმაც უღრმესი მადლობა გადაუხადეს ნატალიასა და ამირანს, რომ მათ შვილს ასეთი სიყვარულით ეპყრობოდნენ.
-დროებით მა,მიყვარხარ-შვილს ჩაეხუტა და ტუჩები თავზე მიაკრო კაცმა
-მეც ძალიან მამიკო.
-დე,თავს გაუფრთხილდი-გაუღიმა თაისას შორენამ
-გავუფრთხილდები,მაგაზე არ იდარდო შენ-ახლა დედას ჩაეხუტა,შემდეგ კი შალვა მიუახლოვდა და მასზე გადახვეულ შვილს ყურში ჩაჩურჩულა:
-მეტიც არ მინდა ამ ვაჟბატონმა გაწყენინოს-სერიოზული ტონით უთხრა კაცმა
-შენ...-თვალები კაკლისოდენა გაუხდა გოგოს,შალვამ კი ლოყაზე ჩამოუსვა ხელი
-ჩემი თვალები ყველაფერს ხედავს შვილო,ამასთან ერთად ქრისტეფორე მესაუბრა. კარგი ბიჭია,მაგრამ ხომ იცი შენთვის საუკეთესო მინდა,მამის გული მაინც სხვაა-გაუღიმა ქალიშვილს.
-მააა-ცრემლები წამოუვიდა გოგოს და ძლიერად ჩაეხუტა მამას.
-მამას გოგო,ჩემი სიყვარული-კოცნით რომ გული იჯერა ქუთაისისკენ მიმავალ გზას გაუყვა ცოლ-ქმარი.
თაისა კი ავტომობილთან მდგარი ქრისტეფორესკენ დაიძრა
-მამაჩემს ჩვენზე რომ ესაუბრე რატომ არ მითხარი?
-არ არის საჭირო ყველაფერი იცოდე,ლამაზო-ცხვიზე თითი დაკრა
-როგორ არ არის საჭირო,ეს ყველაფერია?
-უკვე მღლი პატარავ-თავ უკან გადასწია-დამშვიდდი.
-რა ამოუცნობი ხარ-თავი ღიმილით გააქნია-მიყვარხარ-ბიჭის მკლავებში გაეხვია
-მეც.
-რა შენც?
-იცი კარგად,რაც.
-მაგის თქმა გიჭირს?
-ხვალ მე,შენ,ანასტასია,დაჩი,შოთა,დათო,გოგონები და ბიჭები წავალთ რაჭაში,ორდღიან ექსკურსიას მოვაწყობთ,ხო მართლა,მარიტასაც უთხარი წამოვიდეს.
-აუუ რა კარგიაა-ლოყაზე აკოცა ბიჭს და ყელში ჩაურგო სახე,მალე კი მფეთქავ არტერიაზეც მიაწება ტუჩები-ქრისტეფორე მითხარი,გთხოვ.
-რ გითხრა პატარავ?-თმაზე ეფერებოდა
-ნუ ხარ ასეთი ცუდი,კარგი რაა-სახე მოღუშა
-მიყვარხარ,სიგიჟემდე-შუბლზე მიაკრო ტუჩები-ჩემი მზის სხივი.
-მადლობა,რომ უბრალოდ არსებობ.
-მადლობა,რომ შენ ჩემთვის არსებობ. თაისა...
-ხო
-ჩვენ შვილი აუცილებლად ვეყოლება.
-ქრისტეფორე,გთხოვ-ყელში ბურთი გაეჩხრირა,ბიჭმა კი სახე მის ხელებში მოიქცია და ტუჩები შუბლზე მიაწება
-ჩვენ გვეყოლება,გპირდები.
განცდილი სევდა.
ღიმილი იმედისა.
ჟრუანტელი ერთმანეთის შეხებისა.
სიყვარული ერთმანეთისა.

პ.ს. აიი მეც აქ ვაარ. შემდეგ თავსაც დავდებ და დასრულდება ისტორია.
მიყვარხართ ჩემო საყვარელო მკითხველო.



№1 სტუმარი Mari

აუუ რაკაიი იყოო❤❤❤❤❤❤
შემდეგს როდის დადებ?? გთხოვ მალე დადე❤❤

 


№2  offline წევრი დარინა

აუ სამზარეულოს მომენტზე რამდენი ვიცინეეე ჩავკვდიი, ამათ გარეშე რა უნდა გავაკეთო რომ დასრულდება რა მეშველება ისეთი გიჟები და საყვარლები არიან აი სულ არ მქონდა პრეტენზია დაგვიანებებზე ვიცოდი, რომ აუცილებლად დადებდი და მეც უპრობლემოდ ველოდებოდიი.

 


№3  offline მოდერი Someone wandering

Mari
აუუ რაკაიი იყოო❤❤❤❤❤❤
შემდეგს როდის დადებ?? გთხოვ მალე დადე❤❤

მაქსიმალურად ვეცდები 3 დღეში დავდო.
ხვალ ქორწილში ვარ,ზეგ დაკავებული ვარ და ზეგ ვეცდები აუცილებლად.
მადლობა,რომ აქ ხარ.

დარინა
აუ სამზარეულოს მომენტზე რამდენი ვიცინეეე ჩავკვდიი, ამათ გარეშე რა უნდა გავაკეთო რომ დასრულდება რა მეშველება ისეთი გიჟები და საყვარლები არიან აი სულ არ მქონდა პრეტენზია დაგვიანებებზე ვიცოდი, რომ აუცილებლად დადებდი და მეც უპრობლემოდ ველოდებოდიი.

ვაიმეე დარინაა,საყვარეელოოოო.
ძალიაან დიდი მაადლობააა.
მეეც არ ვიცი ამათ გარეშე როგორ ვიქნებიიი.

 


№4  offline წევრი Sweet Home

Eh cudia ro amtavreb????

 


№5 სტუმარი Nattia

Maiko???gakvirvebuli damtove. Yochag dee

 


№6 სტუმარი ავტორი

Nattia
Maiko???gakvirvebuli damtove. Yochag dee

დედაააა flushed
ფლიიიზ დამტოვე. sweat_smile

 


№7 სტუმარი სტუმარი ანა

როდის დადებ?

 


№8  offline მოდერი Someone wandering

სელენე
მთელი ღამე გავათენე ამ სასწაულის კითხვაში <3 მოუთმენლად ველი ახალ თავს ????????

ძალიან ძაალიან დიდი მადლობა ჩემო კარგო.
დღეს დავდებ ბოლო თავს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent