შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რა ფერის არის შენი თვალები[2,3]


25-07-2019, 00:51
ავტორი მმარიამმი
ნანახია 1 821

თავი 2
„ზღაპრული ცხოვრება იწყება ზღაპრული ფიქრებით.“
--------------------------------------
ისევ ის და მასზე ფიქრები,რამდენჯერაც მის თვალებს წააწყდება მასზე ფიქრობს,ისეთივე უცნაური თვალები აქვს როგორიც თვითონ არის.მთელი ქორწილის განმავლობაში საითაც არ უნდა გაეხედა ყველგან ალექსანდრე იდგა,ყველგან მის თვალებს ხედავდა და მასზე ფიქრობდა.ფიქრობდა იმაზე თუ რას ნიშნავდა მისი ჟესტი ან თუნდაც ბოლოს დასმული კითხვა.ან რა იყო ამაში მისახვედრი,მაგრამ არ სურდა ყველაფერი ისე ყოფილიყო,როგორც ფიქრობდა.არ უნდოდა რომ ვიღაცას მოსწონებოდა მაინც,სიყვარულზე ხომ საერთოდ საუბარიც არ არის.ეშინოდა სიყვარულის.განა არ არის საშიში?

სახლში ძლივს მილასლასდა,როგორც კი კარი გააღო ფეხსაცმელი გაიხადა და შორეულ კუთხეში მოისროლა,მერე კი ძებნა დაუწყო.ძლივს გადაივლო წყალი,პიჟამა ჩაიცვა და საწოლში შეწვა.ფიქრები სადღაც გაფანტა და მშვიდ ძილს მიეცა.მისი თვალები დაესიზმრა.დილას როგორც ყოველთვის ადრიანად გაიღვიძა.ყოველ დილას გაფანტული აზრებით იღვიძებდა,ვერც კი ხვდებოდა როგორ ხასიათზე იყო.გაახსენდა რომ რაღაც დაესიზმრა,რაღაც ისეთი რაც იმ წამს ესიამოვნა,გონება დაძაბა და აღიდგინა თავისი სიზმარი.საკუთარ თავზე ბრაზი მოერია,მალევე გაუფუჭდა ხასიათი,კიდევ კარგი ოთახში პატარა ჭინკა და ნიკა შემოვარდა.დილაადრიან დაიპყრეს მარიამის ტერიტორია.შეუძლებელი იყო მათი დანახვისას ბედნიერება არ ეგრძნო.საოცარ ხასიათზე დადგა,ტვინის შორეულ კუთხეში გადამალა ალექსანდრეც და მისი თვალებიც.
-რაო შენ თავი არ გისკდება ნუკუნა?-გაღიმა და ძმას კითხვა დაუსვა.
-გოგო საიდან მოთხარე ეს სახელები?-გაბრაზებული მზერა სრტყორცნა მარიამს და განაგრძო.-რატო უნდა მისკდებოდეს დალევით მე არ დამილევია და.-ძალიან ცოტას სვამდა და იშვიათად,აი ამ დროს მარიამისაგან ძალიან შორს დგებოდა,საერთოდ ვერ უახლოვდებოდა.საშინლად ძულდა მარიამს ალკოჰოლი და მისი სუნი,ცუდად ხდებოდა თუ ნასვამი ადამიანი ოდნავ მაინც მოუახლოვდებოდა.
-ბოჭო რად გინდა დალევა,იმხელა ხმაზე იყო მუსიკები ახლაც თავში მირტყამს.
-უი რა უჟმური ხარ,იქნებოდა სიმღერები ქორწილი იყო ქელეხი კი არა.
-კაი ერთი,უნდა დამაყრუოონ?
-ვაი მე მარიამ.-გაბრაზებული სახით გახედა ნიკამ და ანიშნა დაწყნარდიო.
-ჩუმად ვარ.-გაიცინა და წუწუნს მორჩა.-აუ სადმე წავიდეთ რა,დამღალა სულ სახლში ყოფნამ.
-მოდი მდინარეზე წავიდეთ.
-სად მიკუნკულეებთ?-ოთახში ნინს ხმა გაისმა.
-აუ დამარბიეს რა,პიჟამოში ვარ ხალხო დავიწვი სირცხვილით.-გადაიკისკისა ხასიათზე მოსულმა მარიამმა და ხელით დაიბერა.
-ვისი გრცხვენია გოგო?ტრუსით რო დატანტალებდი ჩემ თვალწინ დაავიწყდა?-ახლლა გაცინებულმა ნიკამ გამოაჯავრა.
-ეს ხო არ გაგაცინებს რა.ჰე ახლა გადავწყვიტოთ სად და როდის წავიდეთ.
-სად და მდინარეზე,მე,შენ,თქვენც ქალბატონო ნინი-ნინის გახედა და გააგრძელა-კიდევ გიო.
-ჰოდა ძალიან კარგი.აუ სიმინდს ხო შეწვავ?-ლეკვის თვალებით გახედა მარიამმა ძმას და გაიღიმა.
-ვაიმე ჩემი პატარა ბავშვი.-ნიკამ გაუცინა და ლოყაზე უჩქმიტა.
-მეტკინა ველუროოოო.
.......................
მდინარეზე ადრიანად წავიდნენ,მანამ სანამ დაცხებოდა,სრული შემადგენლობით გაეშურნენ.ბიჭები მისვლისთანავე წყალში ჩახტნენ,გოგონებმა ჩრდილში გადასაფარებელი დააფინეს,საზამთრო,ნესვი,წვენი და მოხარშული სიმინდი დააწყვეს და თვითონაც შეუერთდნენ ბიჭებს.გრილი,კამკამა წყალი იყო.
-აუუ ამოდით და შეწვით რა სიმიდი,გექეწები.-დაიწუწუნა წყლიდან ამოსულმა მარიამმა.
-თუ გვექეწები ამოვალთ.
მდინარიდან პირველი ნიკა ამოვიდა,მას გიორგი მიყვა.სადღაც წავიდდნენ ცეცხლის დასანთებათ ფიჩხებს მოვძებნითო.მარიამმაც დრო იხელთა და გუშინდელი ამბავი ნინის უამბო.
-საოცრებაა ეს ბიჭი.-მტკიცედ თქვა ნინიმ და დაფიქრებული სახე მიიღო.-გოგო შენ დაგადუმა წარმოგიდგენია?-მარიამის გაკვირვებული სახის დანახვისას გადაიკისკისა.
-არა რა შენ დედაშენმა ჩემი ნერვების მოსაშლელად გაგაჩინა.-დაიწუწუნა მარიამმა.-მაგისთვის მოგიყევი ეს ყველაფერი?
-ჰო კარგი,რას იბუტები?
-რა უნდოდა?რა ფოტომოდელობაო,ჰო არ უქრის?-ჩაფიქრებული სახით გახედა დაქალს.
-შენ მოეწონე და უქრის აბა არ უქრის?
-ვაიმე ნინი გამასწარი.-მარიამი წამოენთო დაქალს და იქვე დადებული საზაფხულო ჩუსტი ესროლა.
-გადარეულო.-გადაიკისკისა ნინიმ და განაგრძო.-სად ჯანდაბაში გაქრნენ რა.
-მოვლენ კაცო სად წავლენ.აუ ნინი დამეხმარე რა.მიშველე რაღაცა რა ჯანდაბა უნდოდა მითხრა იქნებ?რა სილამაზე დაინახა ჩემში?
-გოგო ნორმალური ხარ?სარკე არ გაქვს შენ სახლში,თუ სილამაზის აღქმა არ დაგაყოლა ღმერთმა?ჯერ რა ტანი გაქ,მერე რა თვალები ან თმა?და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ,შესაძლოა არ იყო მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქალი,მაგრამ მის სამყაროში იყო ულამაზესი.-მტკიცედ წარმოთქვა ნინიმ და მარიამს მიაპყრო მზერა.
-რა მის სამყაროში გოგო გაგიჟდი?
-მოსწონხარ.-გადაჭრით თქვა და თეფშზე საზამთროს მოზრდილი ნაჭერი დაიდო.
მარიამს წყალი გადასცდა და ხველა აუტყდა.ძლივს მოსულიერდა.
-რა თქვი?რამ გადაგრია გოგო?
-ტყუილს გეუბნები?ან რატომ ძერწავ ამ ამბისგან ტრაგიზმს?დიდი ამბავი ადამინს თუ მოეწონე.ასეთი რომ ხარ მაგიტომ არ გყავს დღემდე შეყვარებული.ისე იქცევი კაცის შვილი ვერ გეკარება,შენ არ იცი თორემ იმდენს მოწონხარ...
-მაგალითად ვის?
-თემოს.
-ვინაა გოგო თემო?
-შენ საკუთარი კლასელებიც დაგავიწყდა მგონი მარიამ.
-ვაიმეე თემოო.-თავში ხელი შემოირტყა და წარბები შეკრა.
-კი ბატონო.ახლა ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს,მაგრამ ერთს გეტყვი სერიოზული ურთიერთობების შიში ნაგავში უნდა მოისროლო.“სიყვარული ყველაზე ლამაზი შიშია“ მარიამ.-საყვარელი ფრაზა წარმოთქვა ნინიმ და გაიღიმა.კიდევ დიდხანს ისაუბრებდნენნ რომ არა ნიკა და გიორგი.
-სად დაიკარგეთ?-მომთხოვნი თვალებით გახედა მარიამმა ძმას და მეგობარს და კვლავ წარბები შეკრა.
-ალექსანდრე შეგვხვდა და ლაპარაკს შევყევით.
-ვინ ალექსანდრე?დიტოს ძმა?-გაიოცა ნინიმ და კითხვა დასვა.
-ჰო რა იყო?აქ რჩება ცოტა ხნით რას შეიცხადე?-გიორგი ჩაეკითხა დას.
-ოჰ არაფერი ისეთი დაუბრუნდით ახლა საქმეს.
^^^^^^^^^^^^^^^^^^^^
ერთ საათში სახლებს დაუბრუნდნენ.საღამოსაც შეიკრიბნენ,ამჯერად ნინს და გიორგის სახლში. ეს ოთხი ადამიანი იყო ერთი პატარა ოჯახი.თბილისშიც ერთ დიდ სახლში ცხოვრობდნენ ნიკა და გიორგი,მომავალ წელს გოგონებიც მათთან გადასვლას აპირებდნენ.აი ახლა იწყებოდა ყველაზე დატვირთული წელი.
საკმაოდ გვიან დაბრუნდენ მარიამი და ნიკა სახლში ისევ ტკბილად დაეძინა.კვლავ მისი თვალები დაესიზრა.ჭკუადან გადაჰყავდა ამ სიზმრებს.რატომ,რატომ შეიპყრო ასე მისმა თვალებმა?
გაბრაზებული დააბიჯებდა სამზარეულოში და ყავას იმზადებდა.ოთახში ნანა შემოვიდა და საუბარი დაიწყო.
-მარიამ დედი ხვალისთვის არ ემზადები?
-აუ არ მინდა.
-რა არ გინდა შვილო დაადების დღის აღნიშვნა როგორ არ გინდა?ეგ კი არა ფოტოგრაფსაც დავურეკე,ქუთაისში რესტორანიც დაჯავშნული მაქვს და ხალხიც დაპატიჟებულია.ცომ იცი არ გაჩერდება მამაშენი თუ არ აღნიშნა შენი დაბადების დღე.ფული დაგიტოვა მამაშენმა,ნიკა წაგიყვანს მაღაზიაში და იყიდე კაბა.
-დედა გადაგიწყვეტიათ უკვე და რაღას მეკითხებოდი?წავალ აბა სხვა რა ვქნა?-ყავის ჭიქას მოკიდა ხელი და გაბრაზებული მეორე სართულზე ავიდა,გამოიცვალა,ნინის დაურეკა მაღაზიაში წაყოლა თხოვა და ძმას ეზოში დაელოდა.მალევე მოიარეს მოლი,ბევრი არ ურჩევია,შავი კაბა იყიდა თეთრი კოპლებით,გაშლილი შუა წვივზე.თეთრი,კლასიკური ოდნევ ქუსლიანი ფეხსაცმელი შეიძინა,ნინისაც აარჩევია სამოსი და სახლში დაბრუნყოველთვის უყვარდა.ეს დღე,მაგრამ ვერ იტანდა დიდ სუფერბს.რამდენიმე საათიც და სრულწლოვანად იქცეოდა.ადრიანად დაწვა,გადაქანცულს მალევე ჩაეძინა.ოთახს მხოლოდ მთვარის შუქი ანათებდა.გაიგონა როგორ დავარდა ძირს რაღაც,მალევე გამოფხიზლდა,შუქი აანთო და თვალი გიორგის მოკრა,ხელშ პატარა ტორტი ეჭირა,გვერდით ნინი და ნიკა ედგა.ტრადიციისამებრ პირველებმა მიულოცეს მარიამს დაბადების დღე.
18 ივლისიც დადგა.მარიამის ოქროს დაბადების დღე.საღამოს ყველანი ერთად წავიდნენ რესტორანში.დიდი ეზო ჰქონდა.საორება იყო,ყველგან სიმწვანე,ყვავილები,შადრევანი და სხვა ბევრი რამ.
-აბაა ფოტოგრაფი სად არის?-მოთმინება გამოლეულმა ნინიმ იკითხა და მარიამს გახედა.
-აქ ვარ.-ისევ ის გულიშიჩამწვდომი ბარიტონი გაისმა.
-ისევ შენ?-გაკივირვებულმა და ამავე დღოს გაბრაზებულმა მარიამმა ასვა კითხვა.
-გილოცავ ლამაზო.-ალექსანდრე მარიამს მიუახლოვდა და გადაკოცნა.-მოემზადეთ გიღებთ.-რამდენიმე წუთში ისევ მისი ხმა გაისმა.გოგონებისც სურათის გადასაღებლად მომზადნენ.
-ნიკააა,გიო,მოდით დროზეე.-ნინიმ ბიჭებს დაუძახა და მათ დაელოდა.
-ვაა ალექს.-გაოცებულმა ნიკამ ალექსანდრეს ხელი ჩამოართვა,მოიკითხა და რამდენიმე წუთის შემდეგ გიორგისთან ერთად მიუდგა გვერდით გოგონებს.ბევრი სურათი გადაიღეს.ბიჭები მალევე გაეეცალნენ გოგონებს.
-მარუს ახლა მარტო შენ გადაიღე,წავედი მე.-ნინიმ გაიღიმა და მარიამს თვალი ჩაუკრა.
-მარიამ გამიღმე.-საქმეში ჩართულმა ალექსანდრემ განკარგულება გასცა.
-არ გაგიღიმებ.
-კარგი ერთი,რატომ?-გაიღიმა ალექსანდრემ და გამომწვევი მზერა ესროლა მარიამს.
-იმიტომ.
-რატო ვერ მიტან?
-ვინ გითხრა რომ ვერ გიტან?უბრალოდ არ მსიმოვნებს ასე რომ იქცევი.რას ნიშნავდა შენი ჟესტი,ან თუნდაც ის კითხვა,ვერ ვიგებ რა გინდა.-წყნარად უთხრა მარიამმა და პასუხს დაელოდა.
-არაფერი.თვითონაც იცი ჩემი ჰობის შესახე,საკმაოდ დიდი ხანია ფოტოებს ვიღებ,ბევრნაირი სილამაზე მინახავს და არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი რომ შენ საოცარი სილამაზით ხარ დაჯილდოვებული,გასაოცარი სხეული გაქვს,ძალიან ლამაზი ხარ მარიამ და ეს სილამაზე არ უნდა დაიკარგოს.
-კარგი ერთი.მე ავირჩიე ჩემი პროფესია და არ ვაპირებ რომ რაიმე შევცვალო,მე გავხდები ფსიქოლოგი და არავინ სხვა.-გადაჭრით თქვა და წამოდგა.საოცრად ესიამოვნა ალექსანდრეს ნათქვამი თითოეული სიტყვა,მაგრამ როგორც ყოველთვის არაფერი არ შეიმჩნია,კვლავ უემოციო სახით იდგა.
ალექსანდრეც წამოდგა.ჯიბიდან ყუთი ამოიღო და მარიამს გაუწოდა.
-დაბადების დღეს გილოცავ ლამაზო.-ეს უთხრა დაიხარა ყელზე ისევ სველი კოცნა დაუტოვა და ადგილს მოსწყდა.


თავი 3
„ნამდვილად ბედნიერი ხარ,როდესაც გრძნობ რომ შეგიძლია მისწვდე ვარსკვლავეს ისე,რომ ფეხის წყვერებზეც კი არ დადგე.“
.....................
საოცარ ბედნიერებას ანიჭებდა მარიამ ალექსანდრეს სიტყვები,მაგრამ ყოვილი მისი გამოჩენისას გაურკვევლობაში ვარდებოდა.ისევ ისე გააშეშა თავისი კოცნით,როგორც პირველად.ძლივს გაიაზრა რომ შუა ეზოში გახევებული იდგა.ხელში მოქცეულ ყუთს შეხედა,თავი მოხადა,ვერცხლის ყელსაბამმა თავმომწონედ გაიბრწყინა.მარიამმა გაიღიმა,რაც არ უნდა გასაკვირი იყოს საჩუქარი ამოიღო და მოღერებულ ყელზე მოირგო,ზუსტად ისეთი ნაზი იყო როგორიც მარიამი,ისეთივე უბრალო და ამავდროულად განსაკუთრებული.რესტორანში შევიდა და ნინის გვერდით დაიკავა ადგილი.
-მარუს მოიწიე.-წამში გაიბადრა ნინი,ხელი მარიამის ყელზე ჩამოკიდებულ ანგელოზს მოჰკიდა და ყურეადღებით დააკვირდა.-ვაიმეე რა ლამაზიაააა.-აღტაცებულმა წამოიკივლა და განაგრძო.-ვინ გაჩუქა?
-მან.
-ვინ მან?ალექსანდრემ?
-აჰა.-მარიამმა გაიღიმა და ანგელოზს დახედა.
-აღარ ხუმრობს ეს ბიჭი ხომ იცი შეენ.
საღამომ მშვენივრად ჩაიარა.დაქანცულები გვიან დაბრუნდნენ სახლში.ისევ წამში დაეძინა.რამდენიმე კვირა ძალიან ჩვეულებრივად გავიდა.დღე დღეს მიყვებოდა.აი ასე მოვიდა სექტემბბერიც.დადგა თბიილისში დაბრუნების დროც.ისევ იგივე განმეორდა რაც ყოველ წელს,ძლივს-ძლივობით ჩალაგებული ბარგი,ლილის ცრემლები,მარიამის სხეულს დაბატონებული სევდა და თბილისისკენ მიმავალი გრძელი გზა.
^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^
-მამა გამომართვი რა ეს.-მარიამმა კახას თავისი ჩემოდანი მიაჩეჩა და მონატრებულ სახლში შეაბიჯა.თავისი ოთახისკენ გაეშურა კიბეები სწრაფად აირბინა და თავის რბილ საწოლზე მოწყვეტით დაეცა.არა ხომ ძალიან დაწყდა გული სოფლიდან რომ წამოვიდა მაგრამ რა ქნას ამ სახლსაც ვერ ელევა.სულ სხვაა სახლი სადაც ადამიანი იბადება და იზრდება,რთულია მას მოშორდე,წარმოუდგენელიც კია ზოგოერთი ადამიანისთვისთვის.მონატრებულ საწოლზეე წაუძინა.დიდი ისარი 4 საათს უახლოვდებოდა თვალი რომ გაახილა.წყალი გადაივლო,გამოიცვალა,ტანსაცმელი გარდერობში დაალაგა და სამზარეულოში ჩავიდა,იქიდან ყვაით ხელში გამოვიდა,მონატრებული ეზოსკენ გაეშურა,ჰამაკში ჩაჯდა.მალევე მმოესმა ტელეფონის ხმა.
-რაო ნიკუშა მოგენატრე?
-უიჰ არ თქვა.-გაიცინა და განაგრძო.-მოკლედ ნინის გიო დაურეკავს,მე შენ გირეკავ დღეს სასტავი კლუბში ვიკრიბებით,მოგაკითხავ მზად დამხვდი,არ დამიწყო წიკვინი.მიშო ჩამოვიდა,გვანცაც იქნება,ნინი,დიტო მე,შენ და გიო.
-აუუ მიშო,ვაიმეე როგორ მომენატრა ეგ დამპალი.-გადაიკისკისა და წუწუნზე გადავიდა.-აუუუ რა ჩავიცვაა.
-შენ რომ იცი ისე არ წამოხვიდე იცოდე,არ გვინდა კოჭებამდე კაბები.-დას უკბინა და სიცილით განაგრძო საუბარი.-აგარცევიო?
-მოხვალ უკვე?
-მოვიდე?
-ებიჭო მოდი თუ მოდიხარ.
-მოვალ,ხო მოვალ.
კაბა აარჩიეს,წითელი,გაშლილი,მუხლს ოდნავ აცდენილი,გრილი ნაჭრის,რაც მთავარია ძალიან კომფორტული და ლამაზი.მალევე მოემზადა მარიამი,ნიაკო ჩაკოცნდა და ძმის მანქანაში ჩახტა.
-წინასწარ გაფრთხილებ ჩქარა არ იარო თორემ მოგკლავ.-მკაცრად უთხრა და ღვედი შეიკრა.
-კაი ჯანდაბას,შენს ხელში არ მოვკვდები.-გაიცინა და მანქანა დაძრა.
5 წუთში კლუბში შეაბიჯეს.საშინლად ძულდა მარიამს აქაურობა,ვერ იდანდა ალკოჰოლისა და სიგარეტის სუნს,ყველაფერზე მეტად ძულდა,მაგრამ აიტანდა.როგორც კი მიშოს მოჰკრა თვალი მაშინვე მისკენ გაემართა,კისერზე შეახტა და თმები აუჩეჩა.
-სად დამეკარგე ველუროო?-დაიწიკვინა და მოშორდა.
-მე?მე სულ შენ გულში ვზივარ ჩემო ლამაზო.-გაუცინდა და ლოყა გაუწელა.
-ოჰ მომილბო სათუთი გული.-გადაიკისგისა და გიოსკენ გაემართა.-ვუმე ჩემი სიმპატიური ბიჭი.
ნინიც იქვე იდგა.დიტო და გავანცა რათქმაუნდა ერთად მოვიდნენ.მშვენივრად გაერთნენ.
-აუ ნინი გარეთ გამომყევი რა დავიხჩვი აქ.-მარიაამმა დაქალს გადაუჩურჩულა და წვენი მოსვა.
-გადი შენ,მე საპპირფარეშოში შევალ და გამოვალ მერე.
-კარგი.-ფეხზე წამოდგა და კარისაკენ დაიძრა,თავი დახარა და შუბლი მოისრისა.იგრძნო როგორ შეასკდა ვიღაცის სხეულს,მალევე შეიგრძნო უცნობის სურნელი,სიამოვნებისგან პატარა ბავშვივით გაიტრუნა ძლიარ მკლავებში.რომ არა ჭკვიანი მარიამი კიდევ დიდხანს დარჩებოდა ასე.უცნობს ჩამოშორდა.
-უკაცრავათ.-მორიდებულად თქვა და კარის ზღურბლზე გადადგა ფეხი.
-არაუშავს ლამაზო.
-ალექსანდრე.-უკან მიბრუნდა და ალექსანდრეს თვალებზე შეაჩერა მზერა.ისიც შემობრუნდა და კარისკენ დაიძრა.
-წამოდი გავიდეთ რა.
ეზოში მდგარ სკამზე ჩამოსხდნენ,სიჩუმე ალექსის ხმამ დაარღვია.
-ადექი.
-ბატონო?
ალექსანდრემ მარიამის კითხვას ყურადღება არ მიაქცია და ფეხზე წამოდგა.ამასობაში ნინიც გამოვიდა.
-ვაა სანდროო,როგორ ხაარ?
-კარგად ნინუც შენ?-თბილად კითხა და გაუღიმა.
-მეც მშვენივრად,მარუს არ შემოხვალ?
-არაა,შენი დაქალი ცოტა ხნით უნდა მოვიტაცო.
-შენი იყოს ბატონო.-ალექსანდრეს გაუღიმა,მარიმის გაბრაზებული მზერა დააიგნორა და კლუბში შევიდა.
-რა გინდა ალექსანდრე?რას გადამეკიდე ან ყველგან შენ რატომ ხარ?შემეშვი რა.
-ვერ შეგეშვები მარიამ,ვერა.-მტკიცედ უთხრა და თავზე ხელი გადაისვა.
-რას ქვია ვერ შემეშვები,ნორმალური ხარ შენ?-ნელ-ნელა ბრაზდებოდა ქალბატონი მარიამი.
-ცოტა ხანს რომ გაჩუმდე არ გინდა?-გაღიმებულმა ალექსანდრემ დასვა კითხვა და მარიამს მიუახლოვდა.
-გაიწიე.-მკაცრად უთხრა და ცხვირი აიბზუა
-არ ჩუმდები ხომ?
-არა.
-კარგი,მე გაგაჩუმებ.-ამის მეტი არაფერი უთქვამს.კიდევ უფრო მიუახლოვდა მარიამს დატუჩებზე დაეწაფა.აი ისე როგორც მოწყურებული ადამიანი წყალს.ქალბატონი რათქმაუნდა არ აყვა ამ კოცნაში,ხელების ქნევა დაიწყო,გამეტებით ურტყამდა მკერდზე ის კი არ ჩერდებოდა,მარიამისგან წამოსული წინააღმდეგობა რომ იგრძნო ქვედა ტუჩზე უკბინა,ჩაიღიმა და ჩამოშორდა.
მარიამი წამითაც არ დაფიქრებულა ისე გაარტყა სილა,საკმაოდ დიდი ხმა ჰქონა.მთლიანად გაუწითლდა ლოყა ალექსანდრეს,მაგრამ მაინც იღიმოდა.
-ველურო.რა უფლებით მკოცნი ვერ გავიგე?როდის მერე დაგრთე ნება ასე მომექცე?ჯერ იყო და ყელზე მკოცნიდი,ნელ-ნელა ტუჩებისკენ მიიწევდი ხო?არ შენგან ამას ნამდვილად არ ველოი.როგორ,როგორ გამიედე,რა უფლებით?
-არ მაქვს უფლება ჩემს გოგოს ვაკოცო?-სრული სიმშვიდით უპასუხა ალექსანდრებ.
-როდის მერე გავხდი შენი გოგო?
-სულ ჩემი იყავი.
-ბატონო?-თვალებიდან დაპერწკლებს ყრიდა,ტუჩის ტკივილიც აწუხებდა მაგრამ წამითაც არ გაჩერებულა.არ იმჩნევდა როგორ ესიამოვნა მისი ბაგეების შეხება,მისი მხურვალე სუნთქვა რომელიც კანზე ეხებოდა.ისევ ისე გაცხარებროული ყვიდა.-შენ სულ გაგიჟდი ხო?არა ,ეც რას გეკითხები,გიჯი ხარ,გიჟი.შემეშვი.მეორე აღარ გაბედო და აღარ მაკოცო თორემ შეიძლება შემომაკვდე.
-შენს ხელში სიკვდილზე უარს არ ვიტყვი მარიამ-ეს თქვა და ისევ აკოცა,კიდევ ერთხელ უკბინა,ამჯერად ზედა ტუჩზე,“დააბალანსა“ და გაიწია.კიდევ ერთხელ,უკვე მეორე ლოყაზე.
-რამდენჯერაც მაკოცებ იმდენჯერ დაგარტყამ.ვფიქრო არ მაქვს ტკბილი ხელი და რატომ გსიამოვნებს სახეაწითლებულს სიარული ვერ გავიგე.
-შენ გგონია კიდევ ბევრჯერ დაგარტყმევინებ?-ამჯერად ირონიულად გაუღიმა.-არაფერიც.კარგად გეტყობა როგპრ გსიამოვნებს ჩემი კოცნა ლამაზო.
-თავხედო.არ გაბედო და ლამაზი აღარ დამიძახო.ველურო.იდიოტო.გამოშტერებული.საძაგელო.დემონოოო.-ბოლოხმაზე გაკიოდა სალანძღავ სიტყვებს.ბოლოს თვითონ გაეცალა ალექსანდრეს და კლუბში სახეწაშლილი შევარდა.
ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა ნინის,წამითაც ვერ მოხუჭაა თვალი,წამითაც კი.
დილას ადრიანად წამოხტა ფეხზე,შხაპი მიიღო,საუზმე მოამზადა,სიმღერები ჩართო და ოჯახის წევრების გაღვიძებას დაელოდა.კისკისით ჩამოირბინა ნიტამ კიბეები,მის სიცის ნანას ყვირილი ერთვოდა.
-დეე გაივიძე უკვე?-ნანამ თბილად გაუღიმა შვილს და კითხვა დაუსვა.
-უჰ დიდი ხანია.
-დე მისმინე,ხვალ სოფელში უნდა წახვიდეთ,ჩემთან სახლი უნდა დაალაგოთ,ნიტა მინდა წავიყვანო და ხომ იცი იქ დაულაგებელ სახლში ვერ გავაჩერებ მე კიდევ ვერ ჩავალ,ჰოდა წადით რა,ნიკა წაგიყვანს.
-აუ მაშინ კატოს და გიორგისაც წავიყოლებ რაა,მიშოს და პატივცემულ ცოლ-ქმარსაც ვეტყვი,წაგვეხმმარებიან ცოტას.-მალევე მოვიდა ხასიათზე,მიუხედავად იმისა რომ იცოდა რაც ელოდა წინ.
-როგორც გინდა.
-ჰოდა ვურეკავ.-ტელეფონი მოიმარჯვა და ნიკას დაურეკა.
.............................
(მარიამი)
-აუუ გოგო საათი არ გაქ?-როგორც ყოველთვის ბუზღუით აიღო ტელეფონი.
-ოოჰ,ახალგაზრდა ბიჭი ხარ ნიკა,ახალგაზრდა.19 წლის ბიჭი ხარ,მთელი ცხოვრება ძილში უნდა გალიო?-გადავიკისკისე და გავაგრძელე.-ნანამ სოფელში უნდა წახვიდეთო,გიორგისაც უთხარი რა მანდ გყავს,მიშოს და ნინის მე ვეტყვი,დიტოს შსენ დაურეკე და გვანცა წამოიყვანოს უთხარი,ბევრი თუ არ ვიქენით შენც იცი მე ვერ ავალაგებ მარტო.გამოსაცვლელის წამოღება არ დაგავიწყდეს.-მივაყარე და პასუხს დაველოდე.
-გოგო ზეგ მიშოს დაბადების დღეა და ერთ დრეში რას მოვასწრებთ?
-ბევრნი ვართ,ამიტომ მოვასწრებთ.
ხალხი შევკრიბეთ და დილის 8-ზე გავემართეთ სოფლისკენ.კიდევ ერთი სოფელი გვაქვს,სამეგრელოში.ძალიან დიდი 3 სართულიანი სახლი თავისი დიდი ეზოთი და მარნით.3 მანქანით მივდიოდიტ პირველს ნიკა ატარებდა,მათან მე გიო და ნინი ვისხედით,ცალკე მოდიოდა დიტო,გვანცაასთან ერთად,მიშო ვიღაც ძმაკაცთან ერთად მოდიოდა.იქ ჩასულებს საშინელი სიტოაცია დაგვხვდა.გავერანებული ეზო,მთელს მინდორზე მოფანტული მსხლები,მუხლამდე ბალახი,სახლის ტველა კუთხეში ობობას ქსელი,საშინელი მტვერი,დასვრილი ფარდები და ჭუჭყში გახვეული ავეჯი.ნიკა,გიო და დიტო ეზოს მივაყენეთ.მიშოს და მის ძმაკაცი დაახლოებით 1 საათზე ადგილზე იქნებიან და ცოტას ხელს წაგვიკრავენ.გოგონებმა სართულები გავინაწილეთ.გვანცა პირველე გავუშვით,ნინიმ მე მეორე სართულს მივხედავო,მე კი შემრჩა ყველაზე რთულად დასალაგებელი მესამე სართული.ტანსაცმელი გამოვიცვალე,ხელებზე სამედიცინო ხელტათმანი მოვირგე,თმა შევიკარი და თავზე თავსაფარი დავიფარე,პირბადე გავიკეთე და საქმეს შევუდექი.ჯერ ყუთებს მივუჩინე ადგილი,მე ჭერი ჩამოვწმინდა.ხელში ცოცხი მოვიმარჯვე და თახებს დავყევი.თითოეული ოთახი ოთხ-ოთხჯერ გამოვხვეტე.
-გიოოო.-გიორგის სახელი ბოლო ხმაზე დავიყვირე და პასუხს დაველოდე.
-რა იყო მარუს?
-აუ გეხვეწები ორი სათლი წყალი ამომიტანე რა.
-კარიგი ახლავე.
მელევე მოვიდა გიო სათლებით ხელში.
-შენ რომ არ მყავდე რაა.-გავიცინე და ჩასახუტებლად გავიწიე.-შენც დასვრილი ხარ და მეც არაუშავს თუ ჩაგეხუტე.-შესავალი გავიკეთე და მაგრად ჩავეკარი.გიო გავისტუმრე და ჩემს „ტერიტორიას „ დაღონებულმა მოვავლე თვალი 2 საათიანი წვალების შემდეგაც რომ ბევრი არაფერი დასტყობოდა.წყალი ავაქაფე და იატაკის მოწმენდა დავიწყე.ორჯერ ქაფიანი წყლით დავყევი,ერთხელაც სუფთა წყლით მოვწმინდე.ცოტათი თვალში გამოვახედე აქაურობა.ამჯერად მტვერის გადაწმენდა დავიწყე.დაღლილობისგან კანკალი დამეწოყო.რამდენიმე წუთით ჩამოვჯექი და კვლავ საქმეს შევუბრუნდი.შუადღის 4 საათი სრულდებოდა ნინიმ რომ ამომძახა.
-მარიამ ჩამოდი და ჭამე რამე თორემ არ ვიცი რას გიზამ მთელი დღეა ლუკმა არ გიჭამია,გზაში მაინ ვერ შეჭამე?-კატეგორიული ხმით მითხრა.გზაში სპეციალურად არ შევჭამე მერე ცუდად ვხდები.ხელი ყუთებს დავავლე და პირველი სართულისკენ გავემართე.ხელში იმდენი ყუთი მეჭირა ვეღარაფერს ვეღაარ ვხედავდი.სასიამოვნო სურნელი ვიგრძენი,წამით შევჩერდი,ხელებში ძალა დამეკარგა,რამდენიმე ყუთი თავის გზას გავუყენე.მზერა ალექსანდრეს თვაებს გავუსწორე.ვერ ვხვდებოდი ამას აქ რა უნდოდა.ყველგან,ყველა ქალაქში,ყველა ქუჩაზე,ყველა სოფელში ეს რატომ უნდა იყოს?რატომ.აუუ მიშოოოოო.უეჭვეი მაგის ძმაკაცია.
-გამარჯობა.-მომისალმა და თბილად გამიღიმა,შეიძლება სისულელეა მაგრამ რატომღაც მგონია რომ ამ ღიმილით მხოლოდ მე მიღიმის,თითქოს ჩემთვის,მხოლოდ ჩემთვისაა განკუთვნილი მისი ღიმილი.
-გამარჯობა.-ძლივს წარმოვთქვი სიტყვა და ყუთებისკენ წავედი.
-წადი შენ ჭამე,მე მივხედავ ამას.-თბილად მითხრა
-არა,რა საჭიროა,ისედაც არ მშია.-დაბნეულად ვუპასუხე და ზა განვაგძე.
-გოგო როგორ არ გშია,ნინიმ დღეს არაფერი უჭამიაო,თავს იკლავ?-ხმა გაუმკაცრდაა და მზერაც შეეცვალა.
-მერე შენ რა?
-მარიამ!-ისეთი მზერით შემომხედა დავთანმხდი,ქვედა ტუჩი გადმოვაგდე და გაბუტული ბავშვივით ვუთხარი.
-კარგი მივდივარ.
-კარგი გოგო ხარ.-კვლავ გამიღიმა და ყუთები აიღო.
პირველ სართულზე ჩავედი.გვანცას დამდვილად კარგად უმუშავია.
-გვაანც რა მაგარად დაგისუფთავებია გოგო.-გავუღიმე და თვალი ჩავუკარი.
-უჰ ჯერ სად ვართ.-გვანცამ ამოიხვნეშა.
-გოგო ჭამეთქოოო.-დამიკივლა ნინიმ და გატენილი თეფში დამიდო.ბიჭებიც მიირთმევდნენ.მეც ნელ-ნელა დავიწყე ჭამა.ისინი მალევე მორჩნენ,მე კი ისევ სავსე თეფშს დავყურებდი ამასთან ალექსანდრეს მწველ მზერას ვგრძნობდი.გვანცამ წყლის მოსატანად წავალო,ნინი თავის სართულს დაუბრუნდა,მხოლოდ მე და ის დავრჩით.ჩემს სავსე თეფს უყურებდა.
-გოგო ჩემი გაგიჟება გინდა?რატო არ ჭამ?-ისეთი მკაცრი ტონი ჰქონდა დავიბენი.მხრები ავიწურე.ფეხზე წამოდგა,პატარა სკამი ჩემს გვერდით დადგა,თეფში ხელში აიღო,და თავისი ხელით მაჭამა პირველი ლუკმა.
-რა ჯანდაბას აკეთებ,ბავშვი ხომ არ ვარ.-ბრაზნარევი ტონით ვუთხარი და წარბშეკრულმა გავხედე.მიუხედავად იმისა რომ საშინლად მსიამოვნებდა მისი ეს ქცევა.
-კი ბატონო,პირადად ჩემი ბავშვი ხარ.-ძალიან,ძლიან თბილად მითხრა და პირში მომდევნო ლუკმა ჩამტენა რომ გავეჩუმებინე,მაგრამ თვალები მაინც დავუქაჩე.ბოლოს და ბოლოს გამოვიდა ძიძის როლიდან და უსიტყვოდ დუბრუნდა საქმეს.მეც გავეშურე ჩემი სართულისკენ.მტვერსაც მივხედე და ბიწბს ჩავძახხე.
-მიშოოოოო.
-ჰოო.
-გცალიაა?
-აუ არაა,რა იყო მარუს.
-აუ ვინმეს უთხარი წყალი ამომიტანოს რაა.
-კაიი.
სანამ წყალს ამომიტანდნენ ნაწერი სუფთა წყალში გავრეცხე და ფანჯრის რაფაზე აბძვერი,ცამოჯექი და წმენდვას შევუდექი.კიბეებზე ამომავალ ალექსანდრეს მოვკარი თვალი,ხელში წყლიანი სათლი ეჭირა და კარში შემოდიოდა.
-მარიამ დღეს თავს იკლავ ხო შენ?რა გინდა გოგო მანდ არ გეშინია?
-აუ ალექსანდრე ჩემს ძიძად ვინ დაგნიშა გაფიცებ მითხარი?
-ჯიუტო.-გაბრაზებულმა თქვა,სათლი იატაკზე დადო და გავიდა.
ფანჯრიდან ვხედავდი როგორ შრომობდნენ ჩვენი ბიშჭები.9 საათი იყო ყველაფერს რომ მოვრჩით,ტანსაცმელი უკვე გამოცვილი მქონდა,მაგრამ გამახსენდა რომ ჭირჭეი იყო დასარეცხი,მათ მივადექი,გარეთ ჩამოვჯექი და რეცხვა დავიწყე,წვიმამაც მომისწორ და კარგა გვარიანადაც დავსველდი.
ყველაზე გვიან სახლიდან მე გავედი,ჩანთა და პარკი ავიღე და ჩემი ძმის მანქანაში შევიხედე.გიო,მიშო,ნიკა და ნინი ერთად ისხდნენ.
-ე მე სად მიშვებთ?-გაოცებულმა თვალები დავქაჩე და მიშოს გავხედე.
-აუუ დამტოვე რა აქ ძმობას გაფიცებ ალექსანდრეს ჩაუჯექი შენ.
-ძმობას მაფიცებს.რომელი შენი ძმა მე ვარ?-ტუჩები გავბუსხე.
-აბა ვინ ხაარ?
-აუუუჰ წავედი მე.
ალექსანდრეს შავი „რაშისკენ“ გავემართე და წინ დავჯექი.ღვედი შევიკარი.ისიც გვერდით მომიჯდა,მანქანა დაძრა და მუსიკებიც ჩართო.საკმაოდ კარგი გემოვნება აქვ რას ვერჩი.საშილად დაღლილი და მოწყენილი ვიყავი,საკუთარ თავზე ვბრაზობდი ალექსანდრეს ასე რომ ვემორჩილებოდი.ვგრძნობდი ჩემთვის რაღაც იცვლებოდა,მეც ვიცვლებოდი.მასზე ფიქრები დამჩემდა,მასზე,მის ქცევებზე.ყველაფერი იდელური მეჩვენებოდა.ვითომ ვბრაზობდი,მაგრამ ეს ბრაზიც ყალბი იყო,ყველაზე და ყველაფერზე ყალბი.ვგრძნობდი ის ხდებოდა რაც არ უნდა მომხდარიყო.ვხვდებოდი რომ საშინლად მომწონდა.ვის ვატყუებ?კი არ მომწონდა,მიყვარდა,მისი სუნთქვა,თვალები,თლილი თითები,მანერები,“მკვლელი“ სურნელი და საოცარი მზრუნველობა.თხემით ტერფამდე მიყვარდა ალექსანდრე ამირეჯიბი,ადამიანი რომელზეც ვბრაზობდი ყველაფრის გამო,იმის გამო რომ დამიმორჩილა,შემაყვარა თავისი ამოუცნბი თვალები,მომპრა პირველი კოცნა და სიყვარულის შიში გამომძფრა.მეშინია მისი.არ მინდა მიყვარდეს.არ მინდა.
წვიმამ მთლიანად გამწუწა,მაგრამ ფანჯარა მაინც ჩამოწეული მქონდა,ჰაირი მინდოდა.მოკეცილი ვიჯექი.მანქანა გაჩერდა.ალექსანდრე გადავიდა,უკანა კარები გააღო და თავის შავ ზურგ ჩანთას დასწვდა.იქიდან მაისური და ჟაკეტი ამოიღო,გამომიწოდა და მიბრძანა ჩამეცვა.
-არ მინდა.
-გინდა.
-არ მინდა მეთქიი.-ისევ არ ვტყდებოდი.
-მე ჩაგაცვა?-ირონიულად გამიღიმა და ცალიწარბი აწია.
თვალები ავატრიალე და ტანსაცმელი გამოვართვი.
-გაიხედე.-ამის თქმა და მისი შეტრიალება ერთი იყო.მაისური გავიხადე და მისი გადავიცვი,ჯაკეტიც მოვიცვი და დავუძახე.
-მზად ვარ.
მალევე მობრუნდა და თავის ადგილი დაიკავა.საოცარი სუნი ჰქონდა მის ჟაკეტს,მიყვარდა დიდი ზომის მოსაცმელები,რამდენძერაც შემცივდებოდა ხან ნიკას ჟაკეტს ვიცვამდი ხან გიორგისას.მაგრამ ეს განსაკუთრებული იყო,საოცარი არომატით გაჟღენთი.
გზას ყურადრებით ვაკვირდებოდი,თვალი მოვკარი როგორ გაჩერდა ნიკას მანქანა.
-გააჩერე.-ძლივს წარმოვთქვი.მანქანა გაჩერდა.გიჟივით გადავვვარდი.დავინახე მიშოს ფეხებზე გადაწოლილი ჩემი დაქალი.მივვარდი,სახეზე წყალი მივასხი,ხელფეხი დავუმასაჟე,ძლივს მოვასულიერეთ,ყოველთვის ასე ემართებასაშინელი გადაღლისა და მგზავრობისას ამას წნევისა და ჰაერის ცვლაც იწვევს.სრულიად გამოცლილი ვიყავი მანქანაში რომ დავბრუნდი.ძალაგამოცლილი უემოციად ვიყავი მისვენებული სკამზე.ვგრძნობდი როგორ მიხურდა და მექავებოდა მთელი სხეული საშინელი ალერგიის გადამკიდე,ბოლო 1 წელია ალერგია მტანჯავს,ურტიკარია,ღმერთმა იცის საიდანა წარმოშობილი.უამრავი წამლისა და დიეტის წყალობით ცოტათი მოვმჯობინდი მაგრამ ნერვიულობა საშინლად ვნებს ამ დაავადებას,ამასთანავე გადაღლა,მტვერი,კვების უკონტროლოდ დატოვება,სწორედ ეს დამემართა დღესაც.
-ნელა,ნელა ატარე,გთხოვ.-ნაწყვეტ-ნაწუვეტ ვამბობდი და ვცდილობდი ყელშ გაჩხერილი გაჩხერილი ბურთის გადაგდება ვცადე,მაგრამ ტყუილად.ხელებიც და ტუჩები დამიბუჟდა,სუნთქვა გამიჭირდა და ხველა ამიტყდა.
-მარიამ,მარიამ რა გჭირს?-ანერვიულებულმა მკითხა და მანქანა გააჩერა.
-ჩანთა.....ჩანთა მომაწოდე.-ხელი უკანა სავარძელზე გადაწია და ჩემი მწვანე ზურგჩანტა მომაწოდა.-წამალი დევს მანდ,ამომიღე რა,პატარა ამპულაა.
ჩანთიდან წამალი ამოიღო და მომააწოდა.თავი ძლივს მოვატეხე და დავლიე.
-რა გჭირს მარიამ?-კვალვ ანერვეიულებული ხმა დაუბრუნდა.
-ალერგიამ შემომიტია.-ძლივს გავიღიმე.-წავიდეთ რა გადამივლის ცოტა ხანში.
-საავადმყოფიში წავიდეთ.-მტკიცედ თქვა და საწეს ჩააფრინდა.
-აარაა,ხო არ გაგიჟდი?მემართება ხოლმე ასე,არ წამიყვანო რა გთქოვ.
-დარმუნებული ხარ რომ გამოკეთთდები?-დაეჭვებით მკითხა და თბილად გამომხედა.
-ასი პროცენტით-შეძლებისდაგვარად გავიღიმე.
-ხელი მომეცი.
-რა?
-ხელი.-თავისი მარჯვენა გამომიწია,ჩემი ხელი თავისაში მოიქცია და მომეფერა.აღარ შევწინააღმდეგებივარ.
გაღიმებულს ჩამეძინა.ასე ტკბილად პირველად მეძინა,პირველად,მაგრამ არა უკანასკნელად.

***********
ახალგაღვიძებულმა საშინელი ტკივილი ვიგრძენი,ყველა კუნთი დაჭიმული მქონდა.ძლივს-ძლივობით წამოვდექი,წყალი გადავივლე,ლურჯი ნაჭრის შორტი და თეთრი თხელი მაისური ჩავიცვი,ყავა გავიმზადე და ისევ რბილ საწოლზე წამომწექი.წიგნის კითხვა დავიწყე.ტელეფონისთვისაც არ მომიკიდებია ხელი.ნანა და ნიტა ადრიანად წაიყვანა კახამ სოფელში.კითხვაში ვიყავი გართული ტელეფონის ხმა რომ გავიგე,ხელში ავიღე და უცხო ნომერს დავხედე.
-გისმენთ.-დაბნეულად ვუპასუხე და დაველოდე.
-მარიამ როგორ ხარ?
-ვინ ბრძანდებით?-რატომღაც ხმა მეუცხოვა.
-მე ვარ მარიამ,ალექსანდრე.
-ააჰ,გმადლობ კარგად,შენ როგორ ხარ?-ძალიან გამაკვირვა ამ საქციელით.
-მეც მშვენივრად.ისევ გაწუხებს ალერგია,თუ გადაგიარა?-მზრუნველად მკითხა,მივხვდი რომ იღიმოდა.
-კი,კი გადამიარა.-მეც გავიღიმე.
-გცალია დღეს,სადმე რომ შეგხვდე?
-კი,როგორ არა,მაგრამ ყველაფერი მტკივა,არსად წასვლის თავი არ მაქვს.-ცოტა ხნით გავჩუმდი,მერე კი სრული სისულელე წამოვაყრაანტალე.-ისე სახლში მარტო ვარ და მოდი.
-მე?
-ჰო.
-კარგი მოვალ.
ძლივს წამოვდექი,წიგნი გადავდე და სახელდახელოდ შოკოლადის კექსი გამოვაცხვე.არც კი ვიცი რატომ ვაკეთებდი ამას,მაგრამ სტუმარი ღვთისაა და ხომ უნდა ვცე პატივი?ჩემს სულელურ ფიქრებზე ხმამაღალი სიცილი ამიტყდა,ძლივს გავიგონე კაკუნის ხმა.კარებთან ძლივს მივედი,გავაღე და მზერა მის თვალებზე შევაჩერე.
-შემოდი.-სახლში შევიპატიჟე და გავუღიმე,სამზარეულოსკენ გავუძეხი.-ჩამოჯექი.ყავას ხომ დალევ,თუ ჩაი გირჩევნია?
-ჩაის ვერ ვიტან.-სახე სასაილოდ დამანჭა.-ყავა იყოს.
-კარგიი.შაქარი?
-უშაქროოდ.
ყავა გავამზადე და მაგიდზე დავდე.კექსიც დავჭერი და წინ დავუდე,თეფშთან ერთად.ცოტა ხანს გასუსული იჯდა,მერე თვითონ დაარღვია სიჩუმე.
-აუუ გუშინ როგორ შემაშინე ტო.-მის ნატქვამზე გამეღიმა.
-აი მე ნინიმ შემაშინაა.აუ გთხოვ თუ გცალია წამიყვანე რა,მაგრამ ჯერ იცოდე ეს გამისინჯე თორე არ გაგიშვებ,მარტო შენ კი არ შეგიძლია დააძალო ადამიანებს ჭამა.-გაეღიმა.
-გოგო მე კი არ დაგაძალე ჩემ ხელით გაჭამე.ოცნებობს ხალხი ამაზე და ეს მეძახეს დამაძალეო.-თვითონაც დაიწყო სიცილი.-მისმინე 1 საათში სამსახურში უნდა ვიყო,ახლა უცებ გაემზადე და წავიეთ მაშინ კაი?
-მუშაობ?-ძალიან გამიკვირდა მდიდარი მამიკოს შვილი თან რომ სწავლობდა და თან მუშაობდა.
-რა გაგიკვირდა,20-ის ვარ უკვე.-გაეღიმა და ნამცხვარი გასინჯა.-მმმმ..რა გემრიელია.
გამეღიმა მადლობთ მეთქი ვუთხარი,ოთახში ავედი,გამოვიცვალე,ჩანთა ავირე და ალექსანდრესთან ერთად ნინისკენ გავეშურე.
-მადლობაა.-მანქანიდან მივაძახე სანდროს და ჭიშკარი შევაღე.
-ნათიი როგორ ხარ?-ნინის დედას ჩავეხუტე.მოკითხვები დავსრულეთ და პირდაპირ ნინის ოთახში შევვარდი.
-ნინუციიკ.როგორ დამაფეთე ქალო გუშინ.გადამრიე პირდაპიირ.-ზემოდან დავეცი და მაგრად ცავიხუტე..
-კარგი ახლა,არ იცი ჩემი ამბავი.-გადაიკისკისა და განაგრძო.-გოგო შენ რაქენი გუშინ?
-რა უნდა მექნა?-ვერ მივხვდი რას გულისხმობდა.
-ალექსანდრესთან.
-მაგის გამო მოგივლით ტქვენ,რას შემატოვეთ გოგო იმასთან?ნორმალურები ხართქვენ?ან დიტიო სად გაქრა.ვიამე დიტოს დაბადებისდღე სულ დამავიწყდა.აუ რა ჩავიცვა,რა ვაჩუქო აუუჰ.-ქოთქოთს მოვყევი.
-გოგო ბიჭებს დავურეკოთ და რომელიმე გაგვიყვანს საჩუქრის საყიდლად.მომიყევი ამბები.
-გოგო რა მოგიყვე.გუშინ კინაღამ მოვკვდი გზაში...-ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი,გუშინდელიც და სულ ცხელ-ცხელიც.
-ჩემი პირადი ბავშვი ხარო?-ბოლო ხმაზე გადაიკისკისა და მეც ამიყოლია.
-ჰოო.ძაან გაუვიდა მაგას რაა.
-რას გრძნობ?-სრული სერიოზულობით მკითხა.-გიყვარს?
-რა დროს სიყვარულია გოგო 2 თვეც აარაა რაც ვიცნოს,ისიც კი დღეს გავიგე რამდენი წლის იყო.
-მაგას რა მნიშვნელობა აქვს?როგორც კი მასზე საუბარს იწყებ სახე გიბრწყინდება.გიყვაარს.
-შენ საიდან ამხელა გამოცდილება?-კვლავ გავიცინე.
-ოჰ მაირმ,თემას ნუ უხვევ.მიპასუხე.-მკაცრად გამომხედა და მეც დავნებდი.
-მიყვარს.-ჩუმედ ვთქვი და გავიღიმე.
-ჰოდა ასე.-დაიკივლა და ხმამაღლა გაიცინა.
-აი ძალიან მაგარი აზრი მაქ.აულ მენატრება ეს ჩემი მუტრული ძმა და გიჟი ძმაკაცი,ჰოდა მაგათი სახლი ჩვენს სკოლასთანაც ახლოსაა და არ ჯობია უკვე გადავბარგდეთ?
-ვაიმეე ყოჩააღ.
მოკლედ ამასაც მოვაგრვარებთ.
ნუ რათქმაუნდა სასტავი რესტორნის დამხობას აპირებდა.არც ის დამვიწყებია რომ ალექსანდრე აუცილებლად იქნებოდა.ვინაიდან ბატონი მიშო საათების კოლექცია აქვს გადავწყვიტე კიდევ ერთი საათი მეყიდა მისთვის.ტანსაცმლის არჩევა არ გამჭირვებია.ღია ფერის ჯინსი,თეთრი მაისური,ამავე ფერის მაღლები და შავი პიჯაკი ჩავიცვი.წასაყვანად გიომ მომაკითხა,ნუ მე შანსი ხელიდან არ გავუშვი და კარგადაც გამოვლანძღე გუშინდელი მაიმუნობისთვის.ჩემი ფეხის შებიჯება და მიშოსკენ გაქანება ერთი იყო.
-ჩემი მიშუნა,დედაა როგორ მიყვაარს ეს გორილაა,გილოცავ სიცოცხლეევ,არაა ძაან კი ვარ გაბრაზებული შენზე მაგრამ მაიც მრავალს დაესწარი.-ჩამოვშორდი გავუცინე და საჩუქარი მივაწოდე.
-ჩემი ხუნხულაა.-გამიღიმა და ლოყა გამიწელა.
-გახსენი ბიჭოოო.-მოთმინება გამოლეულმა დავიკივლე და მივაშტერდი.
-აუ რა ჯიგარი ხარ ტო.რა ლამაზია მარუუს.
თვალები კეკლუცურად ავახამხამე და გავიცინე.
დაბალ დივანზე ჩამოვჯექი და წვენი მოვწრუპე.დავინახე როგორ შემოვიდა ჩემი ჩარმიანი.ვაიმეე რა ჩემიი მაკკლიია მე.
-გილოცავ,დიდი ბიჭი გაიზარდეე.-გაიცინა,ხელი ჩამოართვა და საჩუქარი გაუწოდა.
-არა რა ორი ერთნაირი.გაიცინა მიშომ და ყუთიდან დახვეწილი საათი ამოიღო.
აი გავშრი რასაც ქვია.გემოვნებაც რომ კვდომა აქვს რაა.ხომ ვთქვიდაიმხობენ რესტორანსთქო.დიტო გვანცას „ათამაშებდა ხელში“ ისე ტრიალებდა ეს გოგო ქმრის ხელებში ბუმბული მიმიქარავს.ჩემმა ძმამ ნინიკო გაიტყუა.ნუ ახლა გიოს და მიშოს ნაშები არ დაელევათ.მე კი დავრცი ეული და მარტოსული.
-ედე.-ალექსმა ხელი გამომიწწოდა და საცეკვაოდ გამიწვია.არც მე დამიწყია თავპატიჟი,ფეხზე წამოვდექი და მკლავებში ჩავუვარდი.ჩემი თითები თავისაში გახლართა,მეორე ხელი კი წელზე შემომადო.ვგრძონბი რომ გულისცემაც კი ერთნაირი გაგვიხდა.
-ძალიან ამაზი ხარ.-მოგუდილი ხმით ჩამჩურჩულა ყურში.
-ჩემს სილამაზეზე საუბარი ყოვეთვის ფოტომოდელობაზე დათანხმებამდე მიდის და ამიტომ არ გვინდა რა,ისედაც ვიცი რა კარგიც ვარ-გავიცინე და ისე ვუთხარი.
თვითონაც ჩაეღიმა.
-ნარცისო.
-შენც კაი ნარცისი ხარ და ნუ დამცინი ერთი.-ვითომ გავუბრაზდი.
ცეკვასსაც მოვრჩით.როგორც მივხვდი ალექსანდრე ჩვენი სასტავის კიდევ ერთ წევრად იქცა,მიშოს ბავშვობის მეგობარი ხომ იყო და ამას ჩვენს ბიჭებს ისე შეეწყო რომ მართლა ძმებივით იყვნენ.
-გვანცუუშ გოგო შენ საერთოდ აღარ დადიხარ ჩვენთან,ასე უნგა გოგო ჩვენნაირი დაქალების მიტოვება?ისეთი ამბები მაქვს შე ქალო მოსაყოლი გაქვავდე შეიძლება.-ჯერ გაბრაზებულმა გავხედე,მერე კი გავიცინე.
-ვაიმე დაყაჭე გოგო.-თვალები დაჭყიტა და განაგრძო.-შე ქალო ტელეფონი,სოც.ქსელი,არაფერი არ იცი შენ?ან შენ ქალბატონო.-ახლა ნინის მიუბრუნდა.-გოგო ამხელა ექიმ ქალს დრო რომ არ მაქვს არ იცით ხო?ყოჩაღ რა.
-არ გამოგდის გოგო გაბრაზება.აკვნიდან გიცნობ და შენ მამატყუებ?-გაიცინა ნინიმ და მხარზე ხელი დაკრაჩვენც ავყევით.ძლივს ამოისუნთქა გვანცამ და ხმა ამოიღო.
-აუ მომიყევი რაა.-თვალები გაუფართოვდა.
-ახლა ვერ მოგიყვები,შენს ქმარს თუ მოწყდები და ჩემთან დარჩებით შენც და ნინიკუნაც მოგიყვებით ყოლისფერს.-ბოლო სიტყვა დავამახინჯე და გავიღიმე.
-გო
ო მაგას გამოაცლი ხელიდან გვანცას თავს,ღმერთმა იცის რა გეგმები აქვს ამღამ.-ჩვეულებრივი ჭიხვინით შეგვაზანზარა ნინიმ.
-ვუი ჩემი შვლის ნუკრული თვალებით რომ გავხედავ ნახავ რასაც იზამს.-ვთქვი და დიტოსკენ წავედი.
-გულიკ.-მივმართე დაჩავეხუტე.ბავშვობიდან მიცნობს და ზუსტად იცის როდის როდის მივმართავ ასე.ნუ მართლა დიდი ოჯახი მაქვს და ნამდვილად ვამაყობ ამით,ნამდვილადდ.მიშო,დიტო,ნიკა,გიორგი,ნინი და გვანცამიყვარ უსაოცრესად.
-ახლა რღაცა სასწაულს მთოვს ნახეთ რაა.-გაიცინა და წხვირზე უჩქმიტა.
-შენ ცოლს ხო მათხოვებ?რა იყო ბიჭო საკუთარ დაქალს 2 კვირაა წესიერად არ დავაპარაკებივარ.-ისე ავხედე ჩემზე 2 თავით მაღალს სიცილი აუტყდა,ნუ არც იმ ოთხმა დააკლო.
-ასე ადვილად არ გათხოვე.
-ნუ ხარ ბოროტი.-მოვიბუსე.-რა ვქნა აბა მეე?
-რა და 2 კვირა შოკოლადი არ ჭამო.-ირომოდა,იქიდან იმათიფხაკუნი მესმოდა.
-მკლავს.-აღონებით ვთქვიდა თავი ჩავხარე.
-გეხუმრე შტეროო.მარა რომ გათქოვდები მეც წაგართმევ ქმარს და გამოგითრობ.
-აბა გაბედე.-თითი დავუქნიე და კოპები შევყარე.-არ გადამრიო ახლაა.-ისე გადავირიე თითქოს უკვე გათხოვილი ვიყავი და ქმარს „ვანათხოვრებდი“.
მაგიდისკენ წავედი და გვანცას გავეკრიჭე.
-კიოო.
-ჯადოქარი ხარ რა.
-აბა აბაა.აუ ნია სულ დამავიწყდაა.-ისევ ბიჭებისკენ წავედი და ნიკას ავეტუზე.
-ძამუშ.
-ახლა მე მომადგა.-გაიცინა და კალთაში ჩამისვა.
-ბიჭოო სირცხვილია შეყვარებული ეგონები ვინმეს.
-გოგო დიდი რამე ჩემი და კალთაში თუ ცაგისვი.რა გინდოდა.
-რადააა...-ისევ გამომიკეთდა ხასიათი.-დედა და მამა უნდა დაკერო,თქვენთან მინდა მე,დავიღალე რაა სულ გამოყუჟული ვარ სახლში,არა ნიაკო კ მყავს მაგრამ ისინიც სოფელში არიან წასულები.თან კიდე სულ მენატრებით შენ და გიო,იქით ნინისაც უნდა გადმოსვლა,ისედაც ხო ვაპირებდით იქითა წელს,პლუს ამას სკოლასთან ახლოსაა,ფეხითაც კი გავალ.
-გოგო რას მეხვეწები ვერ ხარ შენ,ვეტყვი აბა რას ვიზამ,ვერ ხარ რა.-გაივინა და ლოყაზე გემრიელად მაკოცა.
-ჩემი გემრიელუუკა.
-გოგო მე არ მკითხავ ხო?ჩემი სახლი არაა ის?-ახლა გიომ შეყარა კოპები,კი არ იცის რო მე ვერ გამაცუცურაკებს.ნიკას კალთიდან ავდექი და მას მივუცუცქდი.
-ჩემი ბუზღუნა,ჩემი ძმად ნაფიცი გორილა.
-აფერისტოო.
-მე და აფერისტობა ბიწოო?გაგებუტეე.
-ვაიმეე ეს ვინ არიიის.-მიმუხუტა და თმა ამიბურძგა.
-ანუ კი ხო?
-ვაიმე კითქოო.
-აუ დავურეკეთ უკვე გინდაა?
-აუ კი ნიკაა.
-თვალები გამინათდა.
-ხოდა მე დედაჩემს დავურეკავ და გადმოდით ხვალ.-ახლა გიომ გააკეთა განაცხადი,ნინისკენ წავიდა,გავიგე როგორ დაიიკივლა რა კარგი მყავხარ სიციცხლეო.
აი ასეთიი კარგი ბიჭები გვყავს,ეგრევე დაითანხმეს.იმ ღამეს გვანცასაც მოვუყევი ყველაფერი,პირდაფჩენილმა დაიძინა,შემეშინდა ბუზები არ შეუფრინდეს ,მომკლავს ამის დეგრადიული ქმარი.ბარგიც ჩავალაგეთ და გადავბარგდით.არა ბიწები კი არიან მაგრამ ძმებმა რა პრობლემა უნდა შეგვიქმნან.საჭმლის კეთება და ლაგება რომ არცერთს არ გვიჭირს და გვეზარება ეგ ყველამ კარგად იცის.ნუ თან ჩემი ძმის ახლადგამომცხვარ ძმაკაცსაც უფრო ხშირად ვნახავ.არა ნერვებს კი მიშლის მაგრამ რა ვქნა?ჩავბარგდით,დავლაგდით,საჭმელიც გავაკეთეთ და დაველოდეთ იმათ მობრძანბას.ჯერ გიო მოვიდა სამსახურიდან.ორივე ხელში პარკები ეჭირა.
-ჩემი ქერა პრინციი.-თმა ავუჩეჩე და გავიკრიწე.ლა მომიტანაოო?
გაიცინა და ერთი პარკი მე გამომიწოდა,მეორე ნინის.
-აუ ცემი სოკოლადები.-დავიჩლიფინე და სავსე პარკიდან შოკოლადები გადმოვყარე.ნინის ზეფირები მოუტანა,გიჯდება ეს გადარეული ზეფირზე,თავის ზეფირს ეძახის გიო,ნიკა კიდევ მე მეძახის რძიან შოკოლადს.ისიც დტვირთული დაგვადგა.
-აუ მშია სასტაავ.-კარებში გიჟი მიშო შემოვარდა.
-აუ ეს სეკვიკლავს ხელში.სახლი არ გაქ ბიჭო შენ?-მოჩვენებითი ბუზღუნი დავიწყე და სამზარეულოსკენ გავემართე.
-დამპალო,ვეღარ გაიგე შე ბოთე ეს სენი ტყული გაბრაზებებები რომ არ მდის გულთან.
-გეხუმრე ბიჭო,შენი შავი თვალების დანახვას მირჩევნია მე რამე.-მივეაფერისტე და სუფრა გავაწყვე.ნინიმ თეფშები დააწყო,მე საჭმელები დავდე.ერთად ვივხშმეთ,თითებს იკვნეტდნენ რასაც ქვია.აი მაგრად მაკლდა აექსანდრე და მაგის ჩამთრევი თვალები,საოცრად.



№1 სტუმარი სტუმარი Sweet Home

ერთ რაღაცას გეტყვი მარა არ გეწყინოს... ანუ წავიკითხე რო სოფელში იყო მარიამი და ნინი და სოფელსიროგლრ იშოპინგეს. ნუ არ ვიცი შეილება რამე გამომეპარაა. ხოდა კიდე რავი მოხარული ვიქნებოდი ნინი და მარიამის ძმა ერთად თუ იქნებოდნენ. ეცადე რო ცოტა დახვეწო მოთხრობა და ერყი და იგივე ფრაზები არ გამოიყენო. წარმატებებს გისურვებ კარგია! პ.ს არ გეწყინოს <3

 


№2  offline წევრი მმარიამმი

სტუმარი Sweet Home
ერთ რაღაცას გეტყვი მარა არ გეწყინოს... ანუ წავიკითხე რო სოფელში იყო მარიამი და ნინი და სოფელსიროგლრ იშოპინგეს. ნუ არ ვიცი შეილება რამე გამომეპარაა. ხოდა კიდე რავი მოხარული ვიქნებოდი ნინი და მარიამის ძმა ერთად თუ იქნებოდნენ. ეცადე რო ცოტა დახვეწო მოთხრობა და ერყი და იგივე ფრაზები არ გამოიყენო. წარმატებებს გისურვებ კარგია! პ.ს არ გეწყინოს <3

აჰ, არ მწყინს რა თქმა უნდა. ანუ სოფელი რომ საკმაოდ ახლოსა ქუთისთან ეგ წინა თავში ვახსენე და ამიტომაც აღარ დამიკონკრეტებია. სხვათა შორის ნიკას და ნინის მეც მშვენიერ წყვილად აღვიქვამ და ვიფიქრებ მაგაზე.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent