შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სტამბოლელი გოგონა I თავი


25-07-2019, 23:16
ავტორი sakosblog
ნანახია 1 098

თურქეთის ერთ ცნობილ და დიდ ქალაქში რა თქმა უნდა უზარმზარ სტამბულში, ერთ პატარა ქუჩაზე,არცისე პატარა სახლში ცხოვრობდა, ერთი თურქი გოგონა 13 წლის სალი. ოჯახში, ოთხი სული ცხოვრობდა.
სალი,მისი უმცროსი -წლის და მელექი მუჰამედი და ნაზლი. მშობლებისგან დიდი ყურადღება ეთმობოდა მის უმცროს დას მელექს,რადგან პატარა იყო ყველა მას უხარებდა გულს და თავს ევლებოდნენ.ეს სალის დიდად არ სიამოვნებდა მაგრამ ისიც კარგად იცოდა და შეგნებული ჰქონდა ,რომ მელექი პატარა იყო და განსაკუთრებულად დედის ყურადღება ესაჭიროებოდა. სალის რაც შეეხება, ის დამოუკიდებელი გოგონა იყო,ყველაფერს დამოუკიდებლად აკეთება.დედას სულ სალი ეხმარებოდა,საოჯახო საქმეებსაც აკეთებდა,კვირაობით გასაყიდი საქონელზეც სალი ზრუნავდა.ბაზარზე ხელნაკეთი ნაჭრისგან ნაქსოვი თოჯინები,თმისამაგრები , მოქარგული ცხვირსახოცები და თავისი ნაქსოვი ჩანთები გაჰქონდა... სალი ბევრს წვალობდა და შრომობდა. ღამეებს ათენებდა,რომ კვირისთვის ყველა შეკვეთა მზად ჰქონოდა. ოჯახს უჭირდა,მუჰამედი დურგლად მუშაობდა მეზობელ კაფეში აკეთებდა გაფუჭებულ მაგიდებს,სკამებს და სხვა ნივთებს დღეში სულ რაღაც 10ლირა ჰქონდა.ასე თუ ისე ეს ჰყოფნიდა ოჯახის სარჩენად მამას სალიც ეხმარებოდა ყოველ კვირა სალის 10-15ლირა ჰქონდა თავისი ნიჭის და ხელმარჯვეობის წყალობით.ნაზლის რაც შეეხება, სალის დედას მუშაობას ვერ ახერხებდა პატარა მელექის გამო,მთელ დროს მის მოვლაში ატარებდა ზოგჯერ თუ გავიდოდა ბაზარზე ა გაყიდდა ნაქსოვ ქუდებსა თუ კაშნებს,ისიც უნდა ვთქვათ,რომ ნაზლიც ეხმარებოდა სალის მუშაობაში...გადანახულ ფულს ძაფებისა და სხვა ხელსაწყოების საყიდლად აძლევდა.როცა მელექს დააძინებდა,ქუდებისა და კაშნების ქსოვას იწყებდა...ზოგჯერ ნაზლის სალის მაგივრადაც გაჰქონდა ბაზარზე ხელნაკეთი ნივთები დედა შვილი კი ფულს იყოფდნენ.ნაზლი განიცდიდა და ნერვიულობდა სალიზე,რომ ასეთი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო.არ უნდოდა მის ქალიშვილს ამდენი ეწვალა და ეშრომა,მისი ყურებით იტანჯებოდა თუმცა სალი ჯიუტი გოგონა გახლდათ და ბევრი პრობლემისა თუ წინააღმეგობის მიუხედავად მაინც ყიდიდა ნივთებს.
მუჰამედიც განიცდიდა ამ ამბავს,ღამღამობით ჩუმათი ტიროდა
-ასეთ ცხოვრებას რა ვუთხარი,ამხელა კაცს არ შემიძლია ოჯახი ვარჩინო,ჩემ პატარა 13-წლის გოგოს ვამუშავებ,ვაწვალებ...ჩემ კაცობას რა ვუთხარი
ერთ საღამოს სალი შეესწრო მამამისის ტირილს , ის თავს იდანაშაულებდა ამ ყველაფერში.
-მამა,მისმინე მე შენ ძალიან მიყვარხარ გთხოვ არ იდარდო. სხვანაირად არ გამოვა,თან მე მომწონს ეს საქმე.ბედნიერი ვარ როდესაც ვქსოვ და ვქარგავ ეს უკვე ჩემთვის ჩვეულებრივ მოვლენად გადაიქცა ასე,რომ გთხოვ ამაზე არ იდარდო.საუკეთესო მამა ხარ მსოფლიოში,შენ მე გადამარჩინე ყველაფერი ჩემი ბრალია ახლა თქვენთან ,რომ ვარ შენ გვერდით რომ ვზივარ მხოლოდ შენი და დედას დამსახურებაა...შენ მსხვერპლი გაიღე ჩემ გამო,ამას არასდროს დაგივიწყებ.დაიმახსოვრე,რომ უზომოდ დიდ პატივს გცემ და ძალიან
-ჩემო პატარა,დაიმახსოვრე,რომ ყოველთვის შენ გვვერდით ვიქნები.მე,შენით ვცოცხლობ და ვარსებობ შენ ჩემი პირველი სიხარული ხარ.ჩემი პირველი ანგელოზი,ჩემი პირველი სასწაული.ჩემი პირველი საოცრება,პირველი სიამაყე,პირველი ამოსუნთქვა და პირველი გული.
სალისა და მუჰამედს განსაკუთრებული მამა შვილური ურთიერთობა ჰქონდათ .ერთმანეთი უზომოდ უყვარდათ ერთმანეთის კარგადაც ესმოდათ. მამას უზიარებდა ყველა ფიქრს,ბედნერებას ,ნაღველს დარდსა თუ ტკივილს.გოგონა იმასაც აღიარებდა,რომ მამა განსაკუთრებულად უყვარდა და მას ნაზლიც კი ვერ შეცვლიდა
ის, ბევრს მუშაობდა. დღედაღამე ქარგავდა,ქსოვდა ერთ დღეს ერთ საინტერესო ინფორმაციას წააწყდა.მის მეზობელ ქვეყანაში საქართველოში იმართებოდა უცხო ქვეყნის ხელნაკეთი ნივთების გამოფენა სადაც ყველა უცხოელს შეეძლებოდა ამ გამოფენაში მონაწილეობის მიღება.იქ გაყიდდა თავის ნივთებს და ბევრ ფულსაც იშოვიდა,იქაურ ხალხს თუ ტურისტებს „თურქული“ ჭრელა ჭრულა,დახვეწილი აბადოკები თუ თავსაბურავები გააოცებდათ.სალიმ ამ ქვეყნის შესახებ ინფორმაციები მოიძია,ისიც გაიგო გუგლის მეშვეობით ფოტოებიც ნახა რომ ეს ქვეყანა არცისე შორსაა და თავისი სილამაზით გამოირჩევა.მან თავის მეგობარ სელინს უთხრა ამის შესახებ,სელინი სალის ყოველთვის მხარში ედგა და ყველაფერში მხარს უჭერდა.
-სალი,კარგი შანსია იმისთვის,რომ სხვა,უცხო ქვეყანაში იქაურ ხალს წარუდგინო ჩვენი ტრადიციის ნაწილი და ამით მოხიბლო.ამასთან აქ შენი ნიჭიც ნათელი გახდება...თან აქვეა ეს ხომ ჩვენი მეზობელი ქვეყანაა.
-სელინ,მეც ასე ვფიქრობ მაგრამ მარტო ვერ შევძლებ ამ ყველაფერს.ჯერ პატარა ვარ ამისთვის,მარტო ვერ წავალ ფულიც არ მაქვს.
-სალი,იცი რა მოვიფიქრე? შენ ყულაბაში ხო აგროვებ ფულს? განაგრძე ფულის მოგროვება გამოფენამდე ჯერ კიდევ დიდი დროა სულ რაღაც 3-კვირა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent