შენ ჩემი ხარ (2)
დილით საშინელმა ხმაურმა გამაღვიძა, თვალები ძლივს გავახილე. შუბლზე რაღაც საშინლად მაწვებოდა , ისე რომ თავი ძლივს წამოვწიე.სანამ კარებამდე არ მივედი, ხმები ვერ გავარჩიე. წარბები შევკარი და ოთახიდან გავვარდი. ჩემი ძმა და ანა გიჟებივით უყვიროდნენ ერთმანეთს. თვალის დახამხამებაში მოვასწარი ჩაკუზვა რომ ამეცილებინა ანის ნასროლი ბალიში. დაფეთებულმა წამოვწიე თავი და დავინახე როგორ წაბარბაცდა ლუკა. - აუუ შენიიი!- ლუკა გონს მოვიდა და ბალიში მოამზადა სასროლად - მიდი მესროლე აბა! ვირო! - ანი გაცეცხლებული უყვიროდა. ხელები უკან ჰქონდა წაღებული და საჭიროების შემთხვევაში დარტყმისთვისაც მზად იყო. არანორმალურივით წამოვფრინდი და მაშინვე ანის და ლუკას შორის დვდექი. - სულ გარეკეთ!? მორჩით ახლავე! შენ საერთოდ აქ რა გინდა!? - დაქალს გავხედე, რომელიც გაავებულ თვალებს ლუკას არ აშორებდა. - შენ იდიოტ ძმას კითხე ! - ისევ გაავებული თვალებით იყურებოდა, ოღონდ ამჯერად მე მიყურებდა. ლუკას გავხედე რომელსაც ბალიში დაბლა დაეწია. - მეკიარა შენ ნუდაეთრევი ვიღაც-ვიღაცეებთან! - რააა!? შენნაირი მაინც არაა! - ჩემნაირს ვერც იპოვი გოგო! - ლუკამ ცალყბად ჩაიღიმა, მაგრამ ღიმილი მაშინვე მოშორდა სახეს,ანას პასუხი რომ გაიგონა - შენნაირ ავადმყოფებს ხო!? ლუკას გავხედე და უკვე საპასუხოდ ნასროლი ბალიში ვეღარ ავიცილე. ისე წავბარბაცდი ანის ჩემი დაჭერა მოუწია. უხეშად მომიშორა და ისევ ლუკას ეცა. - შენ ერთობი ვისთანაც გინდა და მე რომ შეყვარებული გავიჩინო არ შეიძლება ხო!? - აუუ გოგო რეებს ბოდავ ახლა ეე! ვაბშე აურიე ეხლა, ხვდები!? - მიდი აბა დამილაგე ერთი და ამიხსენი რაშია საქმე!? - ვაიმეეეე ! - ისევ წამოვფრინდი და ახლა ისეთივე უხეში ჟესტით ანა გამოვათრიე უკან - გაჩერდით ახლა ორივე! საქმეები თუ გაქვთ გასარჩევი, სხვაგან გაარჩიეთ! აქ მარტოები არ ხართ! - არაფერო გვაქ გასარჩევი,ვაბშე - ლუკა გაბრაზებული გავარდა მისაღებში, შემოსასვლელი კარები ძლიერად მოაჯახუნა და სახლიდან გავიდა. - აი ეხლა დაჯდები და ყველაფერს ამიხსნი! - გაბრაზებულმა გავხედე ანას. სადღაც თხუთმეტი წუთი ველოდებოდი როდის დამშვიდდებოდა და აზრებს დაალაგებდა. როგორც იქნა დაიწყო და ჯამში,ნახევარი საათის შემდეგ,ჩემთვის უკვე ყველაფერი გასაგები იყო. თერთმეტისთვის ჩემთვის მოუწერია რომ ამოსვლას აპორებდა, მაგ დროს უკვე მეძინა. რათქმაუნდა სახლში ლუკა დახვდა. ახლაც რომ ერთად ყოფილიყვნენ ალბათ ლუკას დანახვა უფრო გაუხარდებოდა, შეიძლება ახლაც ეგრეა მაგრამ უბრალოდ არ აღიარებს. მოკლედ, ჩემი ძმა თავის რეპერტუარშია. რომ არ წაკბინოს ისე არ შეუძლია. ანიც კაი გიჟია და ერთმანეთს აუბეს და შეყვნენ. - მთელი ღამე ერთმანეთს უბავდით? - გულიანად გადავიხარხარე - აუუ ნანაა! - მომიყევი გოგო,შერიგდით? - თითქმის. მერე კიდე რაღაც დებილობაზე წავიკამათეთ, როგორც ხდება ხოლმე რაა. ანა სამზარეულოში შევიდა. ვიცოდი რასაც იზავდა. მაცივართან მივიდა და შოკოლადის ნაყინი გამოიღო. მე არასდროს შემიმჩნევია მისი ეს ჩვევები, ლუკა მიყვებოდა ხოლმე. ერთხელ მახსოვს ძალიან ნასვამი მოვიდა სახლში. სავარძელში ჩამოჯდა. - იცი რა ლამაზია? -თავი უკან გადაწია გავხედე. კარგად ვიცოდი ვისზეც ლაპარაკობდა. ჩემ ძმას კარგად ვიცნობდი. არასდროს არავინ შეჰყვარებია,ისე როგორც ანა. მახსოვს უბანშიც კი რა ამბები იყო ამათ დაშორებზე რომ გაიგეს. მთელი სასტავი ამათ შერიგებაზე ვჩალიჩობდით. დანამდვილებით არავინ იცის რატომ დაშორდნენ, მაგრამ ის კი ყველამ ვიცით რომ დღემდე უყვართ ერთმანეთი. მაგიდაზე მიგდებულმა ტელეფონმა გაიბზუილა. ნომერს დავხედე. - ჰო დე? - ნანა! - ვერვიტანდი მის ამ მკაცრ ტონს - უნივერსიტეტიდან დამირეკეს, კარგად იცი რა საქმეზეც. საღამოთი ორივე სახლში დამხვდით. პასუხის გაცემის საშუალებაც არ მომცა ისე გამითიშა. მაშინვე ლუკას ნომერი ავკრიფე. რათქმაუნდა არ იღებდა. რისი იმედი მქონდა არვიცი. მგონი ეგრევე მხოლოდ ანის ნარეკს პასუხობდა.ის იდიოტი საღამომდე არ გამოჩენილა და დედაჩემის შემოტევის მოგერიება მარტოს მომიწია. - ფულს რისთვის ვიხდი!? - ანერვიულებული აქეთ-იქით დადიოდა - თუ სწავლა არ გინდოდა საერთოდ რისთბის ჩააბარე!? შენი დეგენერატი ძმა სადაა!? - არ ვიცი. ყურმილს არ იღებს. - ხელები გადავაჯვარედინე და სავარძელზე წამოვჯექი. - რათქმაუნდა, რატო აიღებს!? დედაჩემი ყოველთვის აბუქებდა ყველაფერს. მე ამ წელს ჩავაბარე საერთაშორისო ურთიერთობებზე. ვერ გეტყვით რომ სწავლა დიდად მიზიდავდა. სინამდვილეში მე და ლუკას უბრალოდ ცალკე გვინდოდა ცხოვრება. უნივერსიტეტი კი ამის ერთადერთი,რეალური გზა იყო. ერთსაათიანი ლექციის შემდეგ, როგორც იქნა , დედაჩემი წავიდა. სინამდვილეში ჩემზე და ლუკაზე უბრალოდ აფანატებს. ყველაფერს მხოლოდ ჩვენთვის ცდილობს. სინდისი ქენჯვნა კი მაწუხებს ხანდახან, მაგრამ ეს ჩემი ცხოვრებაა. მეკიდევ სწავლა არ მინდა. საღამოთი ისევ გარეთ ჩავედი. ლუკას სასტავში ახალი სახე შევნიშნე და შეუმჩნევლად ავათვალიერე. სკოლას ჩავუარე. გულში მინდოდა რომ ის იდიოტი იქ ყოფილიყო, დეპრესიაში და ჩემზე ეოცნება. მე და ანა სავაჭრო ცენტრთან შევხვდით და მეოცეში გადასვლა გადავწყვიტეთ. რამოდენიმე ნაცნობი უნდა გვენახა. სახლში მალევე ამოვბრუნდი. ლიფტში მეექვსე სართულის ღილაკს დავაწექი. ანი ცანცარის ხასიათზე იყო და იდიოტმა მეცხრე სართულის ღილაკს დააწვა, ამიტომ ცოტახანი კატაობა მოგვიწია. როგორც იქნა სასურველ სართულს მივაღწიეთ. კარებზე დავაზარუნე, თან გაქაფული ანის რაღაცას ვუყვებოდი. არც კი შემიხედავს და კარები რომ გაიღო პირდაპირ სახლში შევედი. უცბად ცხვირზე სუსტი დარტყმა ვიგრძენი და მაშინვე უკან დავიხიე. - შენ ვინღა ხარ!? - გაკვირვებული ვუყურებდი კარებში მდგარ ბიჭს, თან ცხვირს ვიზელდი. ცოტახანი დავაკვირდი და ვიცანი ვინც იყო. ის ახალი სახე, ლუკას სასტავში. - ნანა ხო? შემოდი გოგო ნუ გერიდება გაშტერებული მზერა ვესროლე - ვაიმეეე, აი ძაან დიდი მადლობა - ჩავუარე და ცერად გავხედე. დავინახე როგორ ჩაიღიმა გველურად. ჩემ რეაქციაზე ახარხარებული ანაც უკან გამომყვა. სასტუმრო ოთახში შევედი თუ არა მაშინვე ლუდის სუნმა ამიწვა ნესტოები. ლუკას საძმაკაცო და რამოდენიმე ნ*შა გოგო შეუკრებია. ნაცნობი სახეები შევათვალიერე, ჩამოვუარე და ყველა გადავკოცნე. - გოგოები სამზარეულოში არიან - სალომემ ლუდი მოსვა და ფეხზე წამოდგა - მერე სამზარეულოში თუ არიან შენ აქ რა გინდა? - ცინიკურად ჩაეკითხა ანა და სამზარეულოში შევიდა. სალომემ თვალები მოუჭუტა და ისიც გამოგვყვა. - ის ტიპი ვინაა? - სამზარეულოში მჯდარ მარიამს შევეკითხე - სანდრო? ახალია სასტავში. - საიდან მოვიდა? - აზრზე არ ვარ, აქ კი გადმოვიდა საცხოვრებლად და. - ნანა, კიშკა გააძრე რა რამე - ოთახში ნიკა შემოვიდა. ცალი ხელი მაიკის ქვეშ ქონდა შეყოფილი და მუცელს ეფერებოდა. - მიდი და გააძრა, დაგიხატო? - ცალი ტუჩი ავუწიე - აუ შენ რა ნაგლიხარ ეე - ფული გაჩითეთ და იყიდეთ - ჩაერია ანა - და გოგოები რას მიკეთებთ? - ნაგლური ტონით შეუბრუნა ნიკამ - გოგოები მოვამზადებთ - უპასუხა მარიმ, თან ფეხზე წამოდგა და წინსაფარი მოიხვია თხუთმეტ წუთში ბიჭებმა, სამზარეულოში, გადატენილი პარკები შემოიტანეს. - რაიყო კუში იცოდით? - ირონიით ჩაეკითხა ლუკას ანა - მარწყვებზე მეკეტება- ლუკამ პარკები მაგიდაზე დააწყო - ჩემზე მეტად? - თუ მაპატიებ, არა. სამზარეულოში ყველამ ყურები დაცქვიტა და ჩუმჩუმად ერთმანეთს აპარებდნენ თვალებს. - ვერ ეღირსები - გაღიზიანებულმა უპასუხა ანამ და ლუკას გამოეცალა გოგოებმა რაღაცეები გავაკეთედ და ყველა სასტუმრო ოთახში მოვკალათდით. - სიმართლე და მოქმედება ვითამაშოთ? - კაი მარი პატარა ბავშვი ხო აღარ ხარ? - უფფ ბოდიში აანჩ, დიდურად ვითამაშოთ ჩვენ კიდე - კაი, დავაი მე ვიწყებ - ნიკამ ლუდი მოსვა - სანდრიკს, სიმართლე თუ მოქმედება? - ნიკამ ლუდის ჭიქა მაგიდაზე დადო და ხელები ერთმანეთზე გაახახუნა - სიმართლე - რამდენი ლოვე გყავსა? - რავი, ვერ დავთვლი - ოჰჰ მაგდენი!? - გაკვირვებული ჩაერია მარი. სანდრომ არაფერი უპასიხა. დავინახე როგორ გამომხედა და მორცხვად დახარა თვალები. მერე ანას შევხედე და შევამჩნიე რო ეს სიმორცხვე არც მას გამოჰპარვია. შემომხედა და გამიღიმა, თან წარბები ამითამაშა. ბიჭები მალევე წავიდნენ. გოგოები დარჩნენ და სახლი რომ მივალაგეთ, სადღაც პირველისკენ მედა ლუკა ისევ მარტო დავრჩით. - რაო დედამ? - სავარძელზე ჩამოჯდა - იცოდი რო მოვიდოდა იდიოტო? - არა, ათასი გამოტოვებული ზარი რომ ვნახე მივხვდ - უნივერსიტეტიდან დაურეკეს - ნწ აუუ, ღადაობ! მერე? - საერთოდ გამოდით თუ არ გინდათო - ლუკამ ღრმად ჩაისუნთქა - ბოლოს რო მიდიოდა ან გამოხვალთ და ორივე სამსახურს იშოვით, ან ივლით წესიერად ფული თუ გინდათო. - ცხრამეტი წლის გოგოს გამუშავებს? არ სცხვენია? - ლუკამ ჩაიცინა - ოო გეყოფა ეხლა, ნუ ცანცარებ. - ისე ის სანდრო საიდან გადმოვიდა- ცოტახნის მერე შევაპარე ლუკას - რაიყო შეგიყვარდა!? - ოო შენ რა დებილი ხარრა - გაღიზიამებული წამოვდექი და ჩემს ოთახში შევედი. ღამე საშინელმა სიცხემ გამაღვიძა. აივანს გავხედე, რომელზეც ჩამოკიდებული ფარდა,ოდნავადაც არ ირხეოდა. ფეხზე წამოვდექი და აივანზე გავედი. გაოფლილ სხეულში ჟრუანტელმა დამიარა, როცა გრილმა ნიავმა დამიბერა. ღრმად ჩავისუნთქე - არ გაიგუდო გოგო - სიცილით მომაძახა ვიღაცამ და მაშინვე იქით გავიხედე საიდანაც ხმა მომესმა - აქ რა გინდა?! - თვალები გამიფართოვდა - ეხლა ჩემ სახლშიც რა მინდა? - ისევ სიცილით მიპასუხა - აქ ცხოვრობ? - კიდე უფრო გაოცებული მივაშტერდი - უკვე კი კიდევ რაღაც უნდა მეკითხა მაგრამ მისი ოთახიდან შემოსულმა ხმამ გამაწყვეტინა. - სანდრო, მიდი შემო - ქალის ლამაზი, წვრილი ხმის გაგონებაზე სანდრომ ოთახში შეიხედა. მერე კი ისევ მე გამომხედა, რომელიც ცალწარბაწეული ვიდექი და ცინიკურად შევყურებდი - ღამე მშვიდობისა ნანა - ცალყბად ჩამიღიმა და ოთახში შევიდა. საწოლზე წამოვწექი. ვერ ვიაზრებდი მომხდარს. - ამას უყურე ერთი, გოგოებიც დაყავს სახლში. ხელები მუცელზე დავიწყე - მაგიტოა რო ვერ ითვლის არ ვიცი რატომ,მაგრამ ამ ფაქტმა ცოტა გამაღიზიანა. მის სახეს და ღიმილს ვერ ვიშორებდი გონებიდან. - ვაიმე ნანა, გამაგიჟებ! თავი გავიქნიე, უაზრო ფიქრები რომ გამეფანტა და ძილის შებრუნებას შევეცადე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.