შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აკვანი (სრულად)


27-07-2019, 10:53
ავტორი Yagam
ნანახია 2 042

იმედი მაქვს მოგეწონებათ, ადრე დაწერილია და არც გადამიხედავს, მიხარია რომ მოგწონთ და კითხულობთ, თქვენი თითოეული კომენტარი მიხარია და სტიმულს მმატებს.
------------------------

შტორმი იყო... ზღვის ტალღები ერთმანეთს მთელი ძალით ეხეთქებოდნენ, ამას დართული ხის ტოტების მტვრევის ხმა იმდენად საზარლად ჟღერდა... ზომიერი სარტყელისთვის დამახასიათებელი ამინდის გამწვავება, ქარი ისეთი ძალით და ტემპით ქროდა უკვე ფშტვენის ხმას გამოცემდა. ამ დროს ახალგაზრდა ცოლქმარი თავიანთ თბილ და მყუდრო ბინაში ბუხრის წინ ისხდნენ და ერთმანეთის დახმარებით ითბობდნენ ხელფეხს.
- ეს შენც გაიგე?- წამოიწია უცბად ქალი.
- რა საყვარელო?- გაკვირვებულმა შეათვალიერა შეშინებული ცოლი და თავი ისევ მხარზე დაადებინა.
- მაიკლ, ნუ მეხუმრები, ბავშვის ტირილის ხმა შენც ხომ გაიგე?- აღელვება შეეტყო დენის.
- არა პატარავ გეჩვენება, ტოტების მტვრევის ხმაა და აგერია ეტყობა.
- არა მაიკლ, ბავშვის ხმას და ტოტების ხმას გავარჩევდი- წამოიწია ისევ დენი და ქმარს თვალებში ჩააცქერდა.
- დენი ამ ამინდში, თან ასე გვიან ბავშვს გარეთ ვინ დატოვებდა?
- მიდი შეამოწმე, გთხოვ.- მაიკლი უსიტყვოდ წამოდგა და კარისკენ დაიძრა, როდესაც ძლიერმა გრუხუნმა დენი დააფრთხო.
- არ გახვიდე... მაიკლ, მოდი ჩემთან... მოდი-შეშუნებული თვალებით უყურებდა ქმარს და სწრაფად სუნთქავდა, სწრაფად მიირბინა მაიკლმა და შეშინებული ცოლი გულში ჩაიკრა, თან გაეცინა.
- დენი ხომ ხედავ აქ არავინ არარის, რისი გეშინია? ჩემთან რისი გეშინია?
- შენთან არაფრის, უბრალოდ...
- მოდი ოთახში ავიდეთ და დავიძინოთ კარგი? თუ სხვა რამ შემოგთავაზო, რომელიც მერწმუნე უფრო დაგამშვიდებს?- მზერა ეშმაკური და ვნებიანი გაუხდა მაიკლს.
- მაიკლ რა ცუდი ბიჭი ხარ. როგორ უცებ მამუნჯებ ხოლმე.- გაეცინა დენისაც და ქმარს კისერზე შემოხვია ხელები.
- კარგი მაშინ ვიზრუნოთ შენს აკვნესებაზე.- გაეცინა მაიკლსაც და ოთახისკენ დაიძრა ხელში ატატებულ დენისთან ერთად.
მეორე დღეს უკვე დამშვიდებული ზღვის სანაპიროზე ნებივრად სეირნობდნენ დენი და მაიკლი, როდესაც მაიკლმა ნაპირზე გამორიყული კერამიკის ლამაზი ჟღალთმიანი თოჯინა შეთვალიერა, მაიკლის გასაკვირად თოჯინა ახალთახალი იყო და არაფერი ჰქონდა დაზიანებული, თან იმდენად მომხიბვლრლად გსმოიყურებოდა წამში მოიგო დენის გული, რომელსაც სახლში თოჯინების კოლექციას აგროვებდა.

თოჯინა სახლში წაიღეს გააშრეს და დენის თავის თოჯინებს კიდევ ერთი ლამაზი კერამიკის ნაკეთობის თოჯინა შემატა.
ძალიან კმაყოფილიც იყო.
იმ საღამოს მეგობრებს ელოდებოდნენ.

ერთი შეხერვუთ ყველაფერი კარგად იყო...
მათმა მოსვლამ ძალიან გაახარათ, ბევრი იცინეს თავიანთ გადსხდენილ კურიოზებს იხსენებდნენ და ძალიან ბედნიერები იყვნენ.
- დენი მოსამსაზურე ქალი აიყვანე?- გაკვირვებით იკითხა ბელამ.
- არა?- გარშემო მიმოიხედა გამკვირვებულმა დენიმ და არანაკკებ გაკვირვებულ ქმარს გადახედა.
- ხო, აბა იქ ვინ დგას? ან ის ჩვილი ვისია? - აჰყვა ბელას დომენიკიც და სამზარეულოსკენ მიუთითა.
- ვინ ქალი? რა ჩვილი? რა მოწიეთ?- სიცილით გაიხედა მაიკლმა და ჯარებთან მდგარი შავთმიანი ქალი დანახვისას გაშეშდა ქალს გრძელი თეთრი კაბა ეცვა და ხელში ჩვილი ეჭირა... თან აქეთ იქით აქანავებდა.
ცოლქმარმა ეს ყოველივე თოჯინას დააბრალეს... მაიკლა თოჯინა დალეწა და სანაგვეში გადააგდო...



№1 სტუმარი სტუმარი ელიზაბეტი

რაღაცნაირად მიფუჩეჩებული დასასრულია. რავი ემოციებიც აკლია და ანუ რაღაც მომენტებს ძალიან მოკლედ აღწერ. ანუ ცოტა უფრო ვრცელი რომ ყოფილიყო უკეთესი იქნებოდა. ნუ შინაარსი კაი აქ, მაგრამ ჰორორი დამაკლდა პირადად მე:დდ წინა ნაწერიდან გამომდინარე, ვასკვნი რომ კარგად წერ.. მარა ეს იყო რაღაცნაირი..ხოდა მოკლედ წარმატებები, განაგრძე წერა.

 


№2  offline წევრი Yagam

მეც ზუსტად ეგრე ვფიქრიბ(( ისე დავდე არც გადამიხედავს, მადლობარომ წაიკითხე

 


№3 სტუმარი სტუმარი მაკო

რაღაც დაუმთავრებელის შთაბეჭდილება დამრჩა. არა და ამ სიუჟეტის განვრცობით რა კარგი ისტორია გამოვიდოდა

 


№4  offline წევრი anako

არა შენ გიყვარს ასეთი ისტორიები აშკარად joy joy
კიდევ კაი ღამე არ ვკითხულობ თორე მერე ნახე შენ
მოკლედ მომწონს და ახალ ისტორიას ველოდებიი

 


№5  offline წევრი sanikidzi

ერთი ისტორია წავიკითხე, უბრალოდ დამაინტერესა რას წერდი. ჰოდა გეტყვი რომ ძილი საშინლად მაქვს დარღვეული და ასეთი ისტორიებისგან თავი შორს უნდადავიჭირო :დდდ მაგრამ მთელი ჩემი სიმამაცე მოვიკრიბე და ყველაფერი წავიკითხე. ერთი ის მომწონს რომ ყველა ისტორიას კაი დასასრული აქვს. ნუ წერას რაც შეეხება, სტილი მომწონს და დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი რამე შენ ისტორიას სხვა ჟანრში ❤️

 


№6  offline წევრი Yagam

ვფიქრობ სხვა ჟანრსაც, თუმცა რამდენად დავწერ არ ვიცი, როგორი გამომივა არც ეგ ვიცი... თუმცა ვნახოთ არაფერია გამორიცხუკუ. მადლობა რომ კითხულობთ და მიხარია, რომ მოგწონთ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent