შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეშლილი მერი "პირველი თავი"


27-07-2019, 19:55
ავტორი Natiiaa33
ნანახია 1 493

_ფრთხილად მიაბიჯებ მწვანეში ჩაფლულ ბილიკზე და ღრმად სუნთქავ, ყურს უგდებ როგორ სწრაფად გიცემს გული და მომენტალურად ნაბიჯებს ანელებ, რომ უფრო კარგად შეიგრძნო შენი გულისცემის რიტმი..აზრების დალაგებას ცდილობ, სახეზე ოდნავი ღიმილი გეპარება და ლოყის კუთხეში ფოსო უფრო გამოკვეთილად ჩნდება. თვალებს ზემოთ-ქვემოთ ატრიალებ, თავს ოდნავ მარცხნივ ხრი და გარემოს უკეთ შესასწავლად, დავიწროებული თვალებით გასცქერი. შენთვის კომფორტულ ადგილს ირჩევ ხის ძირში და კომფორტულად მოკალათებული კიდევ უკეთ ცდილობ შეისწავლო შენს ირგვლივ გარემო. ი მოფრთხიალე ჩიტებს უდარდელად უღიმი და ანთებული თვალებით შესცქერი..ეგ თვალები რაღაც განსხვავებულად ანათებს ყოველთვის, რაღაც ზებუნებრივად და არა ამქვეყნიური ნათება აქვს..ყველაფერი მწვანეშია ჩაფლული, ფერთა ტონალობა ყველაზე ღია მწვანედან ყველაზე მუქ მწვანემდე აღწევს, სიო ნაზად უბერავს და შენს წითელ თმას თავისკენ იტაცებს თითქოს მოფერებას ცდილობსო ისე საყვარლად არხევს აქეთ-იქეთ...ბუნებას ხომ თავის სურნელი აქვს, მაგრამ ამ ბუნებაში შენ ყველაზე უცხო, ამოუცნობი ყვავილის სურნელი გაქვს რომელიც სიოს მიაქვს და ირგვლივ ფანტავს..ხეს ეყრდნობი, დღიურს შლი და წერას იწყებ. შიგადაშიგ გვერდულად იყურები, თვალებს ხუჭავ და იღიმი. რა საინტერესოა ნეტავ რას წერ? ოდესმე შევძლებ წავიკითხო შენი ფიქრები? იცი როგორ მაინტერესებს მაგ უცნაურ თავში რა გიტრიალებს? შეშლილი ხარ მერი..შეშლილი.. ნეტავ თუ შევძლებ ოდესმე შენთან მოსვლას , საუბარს, შეხებას..მერამდენე დღეა ნეტავ თუ იცი რაც ასე ვათენებ და ვაღამებ..შორიდან ვტკბები შენი ყურებით და თანაც დღითი დღე ნელ-ნელა ვიცლები, ვნადგურდები და ერთიანად ვიფიტები...შენი დაკვირვება და შესწავლა უკვე ჩვევაში გადამივიდა, წუთში 60-ჯერ გეცვლება ხასიათი და იმის გამოცნობაც კი შემიძლია ბოლოს რა ნაბიჯს გადადგავ..დრო გადის, შენ კიდევ დღითი დღე გიჟი და გადარეული ხდები...
პირველად რომ შეგამჩნიე მოედანზე ხუთ ბიჭს ერთი გოგო ეთამაშებოდი ფეხბურთს და მაინც ყველას მაგრად უმკლავდებოდი. შენი სიცილი მთელს სტადიონს მოსდებოდა და ახლაც კი ჩამესმის ის ხმა.

თვალწინ გამიელვა იმ სცენამ და კადრები ლამაზი ფილმის სიუჟეტივით გამომესახა გონებაში..ისევ ვხედავ ჩემს წინ მორბენალ, მოცეკვავე მერის რომელსაც არც მაშინ შევუმჩნევივარ ..შენ ვერასოდეს მამჩნევ, ვერასდროს მხედავ მე კი ყოველთვის შენს ირგვლივ ვტრიალებ..ოდესმე გაიგებ, ზუსტად ვიცი გაიგებ, წაიკითხავ და იგრძნობ, იმას იგრძნობ რასაც ახლა მე ვგრძნობ, მე განვიცდი და იცოდე გეტკინება, მწარედ გეტკინება რადგამ მე უკვე აღარ ვიქნები..



-გამარჯობა მკითხველო, მე მერი დუმბაძე ვარ, 18 წლის და იმედი მაქვს რამდენიმე თვეში იმასაც ამაყად განვაცხადებ, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი გახლავართ. ბათუმში დავიბადე, ნახევარი სიცოცხლე ბათუმში მაქვს გატარებული ნახევარი კი იმერეთში, ზესტაფონში..დედა იმერელი ქალია.ქალბატონი ლილი შემიძლია ვთქვა, რომ მსოფლიოში საუკეთესო დედაა, ბატონი ვახო კი მსოფლიოში საუკეთესო მამა..რათქმაუნდა ყველას საკუთარი მშობელი უყვარს მაგრამ ნამდვილად არ ვაჭარბებ..მამას დედ-მამა ადრეულ ასაკში დაეღუპა და ჩემს დაბადებას ვერც მოესწრენ, აი დედის დედ-მამა კი სუფთა სისხლის იმერლები არიან...სასწაული საუბარი, სითბო, სიკეთე..რომ იტყვიან გულს ამოიღებენ და მოგცემენ..მოგვიანებით უკეთ გაგაცნობთ ჩემს ბებოს და ბაბუს...დამერწმუნეთ თქვენც ძალიან შეგიყვარდებათ ისინი...
დედ-მამის ნებიერა ქალიშვილი ახალ გამოწვევებს თამამად იღებს, მშობლებს განვუცხადე რომ ცხოვრების ახალ ეტაპზე მარტო უნდა დავიწყო გზის გაკვალვა..ბათუმიდან თბილისში გადმოვედი სწავლის გასაგრძელებლად და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის სამზადისს შევუდექი...რათქმაუნდა მშობლები ყველანაირად გვერდში მიდგანან და საერთოდაც არ მოსწონთ ჩემი სრულიად უცხო ქალაქში მარტო ცხოვრება მაგრამ ცხოვრებასთან საბრძოლველად დამოუკიდებლად ფეხზე დგომა რომ უნდა ვისწავლო ამას აცნობიერებენ და უფრო მეტ მოტივაციას მაძლევენ..
წერა 15 წლიდან დავიწყე. წერა ჩემი ცხოვრებაა, ჩემშია, ჩემია და ალბათ ეს ისაა რასაც ვერასდროს ვერ დავანებებ თავს..არვიცი როგორ გამომდის, გრამატიკულად სწორად ვწერ თუ არა ან თუნდაც სინტაქსურად და მორფოლოგიურად ყველა წინადადება სწორად მაქვს თუ არა დაწერილი მაგრამ, რომარ დავწერო ალბათ მოვკვდები, ყველა ის ემოცია რაც ჩემშია, რასაც ვერ გამოვხატავ, რასაც ვერ ვამბობ და ჩემში ვიგროვებ ფურცელზე ჩემი პერსონაჟების ენით გადმომაქვს და ეს შვებას მგვრის, მამსუბუქებს და თავისუფლად სუნთქვის საშუალებას მაძლევს ...მოკლედ რომ ვთქვა წერა ეს ჩემი შინაგანი სამყაროს გაშიშვლებაა ფურცელზე..
ეროვნული გამოცდების ჩაბარების შემდეგ გადავწყვიტე მუშაობა დამეწყო და ფეხი მომეკიდებია დიდ ქალაქში..დავიწყე ვაკანსიების ძებნა და ყველა ვაკანსიას გულმოდგინედ ვსწავლობდი..ერთი ჩემთვის მისაღები ვაკანსიაც შემხვდა..ერთ-ერთი სწრაფი კვების ობიექტების ქსელს რომელსაც ჩემთვის ძალიან უცნაური სახელი ჯფბ (ჯეი-ეფ-ბი) ერქვა ესაჭირებოდა კადრი..მეც გავაგზავნე სივი მაგრამ არანაირი იმედი არ მქონდა იმის, რომ ვინმე დამიკავშირდებოდა..ჩემდა საბედნიეროდ მეორე დღესვე დამირეკეს..საკმაოდ კარგი ხმის პატრონმა მამაკაცმა გასაუბრებაზე დამიბარა..საუბრის დასრულების შემდეგ ნერვიულად სიარული დავიწყე ოთახში წინ და უკან..სასწრაფოდ ტასაცმლის კარადას მივვარდი და შერჩევა დავიწყე..არჩევა არ გამჭირვებია, ზარას სადა შავი კაბა და უნოს ფასდაკლებაზე ნაყიდი ქუსლიანი ფეხსაცმელი ავარჩიე..მეორე დღეს მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე, თმა ბუნებრივად დავიხვიე და წავედი..რთულია როცა პირვლად გიწევს მსგავს სიტუაციაში ყოფნა, არიცი როგორ მოიქცე, როგორ ისაუბრო და ნერვიულად აკვირდები ყველაფერს.. როგორც იქნა ტაქსის დახმარებით მივაგენი ადგილმდებარებას და ქუსლების კაკუნით შევაჭერი შენობაში.. ლამაზი სახის სანდომიანი ახალგაზრდა გოგონა შემეგება და მენეჯერის ოთახისკენ გზა მიჩვენა.. მთხოვა დავლოდებოდი და ოთახიდან გავიდა...მეც მდივანზე ჩამოვჯექი და ხელების მტვრევით და ნერვიულად აქეთ-იქეთ თავის ტრიალით დავიწყე ცდა..სადღაც 5-10 წუთში კარი გაიღო და საკმაოდ სიმპატიური მამაკაცი შემოვიდა..გამიღიმა და ხელი გამომიწოდა
-დანიელ ასათიანი
-მერი დუმბაძე _ნაძალადევად გავუღიმე და ჩემი კუთვნილი ადგილი დავიკავე..
-სასიამოვნოა მერი.. რატომ გადაწყვიტეთ აქ მუშაობის დაწყება? რამ განაპირობა ეგ სურვილი
_იმას ხომარ ვეტყვი სამსახური მჭირდება უბრალოდ და სულაც არ გამაჩნია დიდი სურვილი აქ მუშაობის-თქო გავიფიქრე გონებაში, გავუღიმე და ჩემი წინა დღის ნარეპეტიციები სიტყვებით საუბარი დავიწყე
-იცით ძალიან მომწონს ეს ადგილი, იდეალური გარემო, შესანიშნავი პირობები, კარგი საკვები და სხვა მიზეზი არცაა მგონი საჭირო აქ მუშაობის სურვილისათვის...როგორც კი ვაკანსია ვნახე სივი იმ წუთასვე დაუფიქრებლად შევავსე... _ეხ მერი ეს ტყუილები როდიდან დაიწყე ნეტა, ან რა იცი როგორი საკვები აქვთ აქ. გავიფიქრე ისევ და ღიმილი განვაგრძე..
-ძალიან სასიამოვნოა ასეთი კომპლიმენტების მოსმენა ჩემთვის..გამოცდილება თუ გაქვთ?
-არა სამწუხაროდ
-ეგ არარის პრობლემა, ორკვირიანი სტაჟირების პერიოდის შემდეგ შეგეძლებათ თავისუფლად მუშაობა..
-გასაგებია
-მოკლედ როდიდან დაიწყებთ სტაჟირებას?
-ანუ ამიყვანეთ?
-კი რათქმაუნდა
-მაშინ ხვალიდან, შეიძლება?
-კი როგორ არა...დაგირეკავ საღამოს და მოსვლის დროს შეგატყობინებ
-კარგით ნახვამდის
-კარგად

_გამოსვლისთანავე ღრმად ამოვისუნთქე და ბედნიერი ღიმილით განვაგრძე გზა სახლისკენ..ხვალ დიდი დღე მელოდა წინ..მუშაობის პირველი დღე და ნერვიულობის საშინელი წუთები თანდათან მიახლოვდებოდა...




იმედია შესავალმა დაგაინტერესათ...ვფიქრობ საინტერესო ისტორია უნდა გამოვიდეს...



№1  offline წევრი Rania

Namdvilad sainteresoa shesavaliaa. Gagrzelebas male tu miayoleb azrs ufro kargad davichert. Carmatebebii
--------------------
Q.qimucadze

 


№2 სტუმარი სტუმარი ნათია

saintereso dasawyisia da velodebi movlenebis ganvitarebas <3 warmatebebi

 


№3 სტუმარი სტუმარი nancho

დამაინტერესა და მოგყვები.აბა შენ იცი.ცუდად ნამდვილას არ წერ,შეცდომებიც არ გაქვს ბევრი.წარმატებებს გისურვებ.წერე რა ჯობია მაგას,

 


№4  offline მოდერი Natiiaa33

Rania
Namdvilad sainteresoa shesavaliaa. Gagrzelebas male tu miayoleb azrs ufro kargad davichert. Carmatebebii

მადლობაა❤❤

სტუმარი ნათია
saintereso dasawyisia da velodebi movlenebis ganvitarebas <3 warmatebebi

მადლობა❤

სტუმარი nancho
დამაინტერესა და მოგყვები.აბა შენ იცი.ცუდად ნამდვილას არ წერ,შეცდომებიც არ გაქვს ბევრი.წარმატებებს გისურვებ.წერე რა ჯობია მაგას,

ვცდილობ თანდათან დავხვეწო :)) მადლობა ❤

 


№5  offline წევრი anako

საკმაოდ საინტერესო იყოო ძაან დამაინტერესა და მომეწონა ახალს ველოდები და წარმატებებს გისურვებ heart_eyes heart_eyes

 


№6  offline მოდერი Natiiaa33

power
საკმაოდ საინტერესო იყოო ძაან დამაინტერესა და მომეწონა ახალს ველოდები და წარმატებებს გისურვებ heart_eyes heart_eyes

გაიხარე დიდი მადლობა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent