შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

- მიყვარხართ ქალბატონო ლექტორო! ( ნაწილი 1 სრულად)


28-07-2019, 16:05
ნანახია 5 157

“უნდა დავსხდეთ მე და შენ, ჩემო თავო და ვაღიაროთ:
ჩვენ ერთმანეთის ატანა აღარ შეგვიძლია.
მე დაწოლა მინდა, შენ დგები, მე კაცი მიყვარდება - შენ მისგან გარბიხარ.
უნდა ვაღიაროთ წერაც აღარ გამოგვდის.
მე ვწერ, შენ შლი.
მე მომწონს, შენ გეცოდება.
უნდა ვაღიაროთ და დავშორდეთ მშვიდობიანად.

*
ვითომ ხომ მარტო არა ხარ,
უამრავი ადამიანია შენს გარშემო,
ოჯახი, მეგობრები, ნათესავები.
ვითომ რამე რომ გაგიჭირდეს ყველა მაშინვე შენთან გაჩნდება, მოგივლიან, დაგამშვიდებენ და ვითომ გაგიგებენ.
არა ! გაგებით ვერ გაგიგებენ.
ვერ მიგიღებენ ისეთს, როგორიც სინამდვილეში ხარ.
იძულებული ხარ ისეთად მოაჩვენო თავი ყველას, როგორიც მათ უნდათ რომ იყო.
ისინი ამით ბედნიერები არიან, მაგრამ შენ?
შენ არა !
ვერ გაგიგებენ იმას, რომ თავისუფალი გინდა იყო,
გინდა დამოუკიდებლად იცხოვრო,
ვერ გაგიგებენ თუ ტრადიციების მოყვარული არ იქნები.
ვერ მიგიღებენ თუ სუფთა სულის, სპეტაკი და კდემამოსილი არ იქნები.
ვერავინ მიგიღებს თუ ყველას არ გავხარ.
იძულებული ხარ ამ მარწუხებით იცხოვრო.
თუ გაქვს შანსი
თუ გაქვს სურვილი
და თუ გაბედავ
გაიქეცი !
გაიქეცი და აღარ დაბრუნდე.
უარყავი ყველა და ყველაფერი.
გაექეცი საზოგადოებას სადაც გავიწროვებენ.
გაიქეცი იქიდან სადაც თავისუფლად ვერ სუნთქავ.
სანამ დროა, გაიქეცი !
**
გავიქეცი.
გავექეცი ყველას.
გავექეცი ყველაფერს.
უკან მოვიტოვე ძველი ცხოვრება
და საკუთარი თავიც უწინდელი.
უკან მომიტოვა ოჯახმა.
ყველა შემომეცალა ქარის მოტანილი ფოთლებივით და ისე გამაშიშვლა, როგორც ხეები შემოდგომის ჟამს.
უზარმაზარ მდელოზე მდგარი ხე ვიყავი, რომელიც ნელ-ნელა ქრებოდა.
დავრჩი მარტოსული.
უფულო.
უყველაფრო.
უსულო.
უგულო.
უემოციო.
უგულო მას შემდეგ გავხდი საკუთარმა მამამ რომ მითხრა:
“ჩათვალე, რომ მამა აღარა გყავს.
შენნაირი შვილი რად მინდა,
ჩემი სახელი დაივიწყეო”
მაშინ მამაჩემის თვალებში ისეთი ზიზღი დავინახე, სისხლი, რომ გამიყინა.
სულში საოცარი ტკივილი ვიგრძენი, დედამ ჩამწყდარი ხმით რომ მითხრა “-წადიო”
და აღარც შემოუხედავს.
გაქვავებული ვიდექი სახლის კართან ჩემოდნებით ხელში და ცხვირწინ მოხურულ კარს ვუყურებდი.
იმ მომენტში ცხოვრება ცხვირწინ დამენგრა და ყველაფერი წამებში ჩამომეშალა.

*
როცა აცნობიერებ, რომ მარტო ხარ
არ გჯერა.
არ გინდა დაიჯერო,
მაგრამ მაშინ იჯერებ კონტაქტების სიას რომ ჩამოუყვები და 100 ადამიანიდან ვერცერთს დაურეკავ.
თუმცა მე გამიმართლა.
სასოწარკვეთილმა ძველ მეგობართან ვიპოვე თავშესაფარი.
თავშესაფარი ერთი ღამით.
ბევრს ვფიქრობდი რა უნდა გამეკეთებინნა, თუმცა სიკვდილის გარდა ვერაფერი მოვიფიქრე.
ვიცოდი, იმდენად სუსტი ვიყავი ამასაც ვერ შევძლებდი.
დავფიქრდი იმაზე, რომ ეს ჩემი არჩევანი იყო და იმდენი უნდა გამეკეთებინა, რომ სინანულის გრძნობა არ გამჩენოდა და ოჯახში ატირებული არ მივსულიყავი, პატიების იმედით.

**
ჩემი გაქცევა მასშტაბური არ ყოფილა.
მხოლოდ ის მოვახერხე ქალაქიდან გადავხვეწილიყავი სვანეთის ერთ-ერთ სოფელში და ინგლისური მესწავლებინა ბავშვებისთვის.
მხოლოდ ეს შევძელი, მაგრამ ამაყი ვიყავი რადგან დამოუკიდებელი ცხოვრება დავიწყე.
ძველი ცხოვრება მთლიანად გავაქრე.
მხოლოდ მოგონებები დამრჩა გონებაში.

**
სახლში დაბრუნებული ყოველთვის იმაზე ვფიქრობდი ნუთუ არ ვენატრებოდი მშობლებს?
არ ფიქრობდნენ სად ვიყავი?
იქნებ რამე მიჭირდა?
დედა ხო ყველაზე მიმტევებელია, მას მაინც არ უცდია მოვეძებნე?
თუ ქვეყანაზე დედაშვილობაც არ არსებობს მაშინ რისი მჯეროდეს?

ბავშვობაში, ყოველ დილით, როცა მეძინა მამა შემოდიოდა ჩემს ოთახში, საბანს მისწორებდა და შუბლზე მკოცნიდა.
ყოველ მის შემოსვლაზე მეღვიძებოდა, თუმცა თავს ვაჩვენებდი თითქოს მეძინა.
ასე გრძელდებოდა ყოველ დილით, მთელი ცხოვრება.
მიუხედავად იმისა, რომ უკვე დიდი ვიყავი მაინც ბავშვივით ველოდი ხოლმე როდის შემოვიდოდა და შუბლზე მაკოცებდა.
არცერთი ვსაუბრობდით ამაზე ხმამაღლა.
მე მახსოვდა ყოველი დღე და ველოდი ყოველთვის. ისიც იმედს არ მიცრუებდა და ყოველ დილით შემოდიოდა ჩემს ოთახში.
მან იცოდა, რომ მეძინა.
მე კი გათენებას ველოდი ხოლმე.
ჩემთვის არცერთი დილა არ არსებობს, მამის კოცნის გარეშე.
და თუ ვცხოვრობ, იმას არ ნიშნავს რომ ცოცხალი ვარ.

***
დამიბარეს და მითხრეს:
- თუ თანახმა იქნები გვინდა, რომ თბილისში გადაგიყვანოთ და კერძო უნივერსიტეტებში ინგლისურის ლექციები წაიკითხო
- მაგრამ აქ კარგად ვარ, ორი წელია უკვე აქ ვასწავლი, მიყვარს აქაურობა და ბავშვებსაც ვუყვარვარ, ასე ვერ მოვექცევი
- ბავშვებს ახალ პედაგოგს დაუნიშნავენ. უშუალო ბრძანებაა, რომ თქვენ უნდა წაიკითხოთ ლექციები, რეკომენდაცია გაგიწიეს, შენი აქ მუშაობით და შენი მეთოდებით ძალიან კმაყოფილები არიან. ბევრად მაღალი ხელფასი გექნება და ცივილიზაციას მოშორება აღარ დაგჭირდება.
- არ მაწუხებს ის ფაქტი, რომ ცივილიზაციას ჩამოშორებული ვარ.
- მოკლედ დაფიქრდი
- თბილისში საცხოვრებელი არ მაქვს, არც ვინმე მყავს რომ მასთან ვიყო. ასე უცბად ვერ გადავალ.
- სემესტრის დასრულებამდე თვე ნახევარი დარჩა. დაასრულე სემესტრი და ახალი წლიდან გადადი.
- კარგით.

***
ფაქტი, რომ ძველ ცხოვრებასთან შეხვედრა მომიწევდა მთრგუნავდა.
თუმცა გააზრებული მქონდა, რომ მთელი ცხოვრება ვერ გავიქცეოდი და ოდესმე დაბრუნება მომიწევდა.
ჩავთვალე, რომ ეს შანსი უნდა გამომეყენებინა და დავიწყე ზრუნვა მომავალი ცხოვრების კომფორტისთვის.
ვიცოდი დატვირთული ერთი თვე მელოდა წინ.
მომიწევდა ქალაქში სიარული.
მაკლერის დაქირავება.
ბინის მოწყობა და ათასი წვრილმანი რამ.
სიამაყის გრძნობას იწვევდა ჩემში ის ფაქტი, რომ ამდენი შევძელი.
მთრგუნავდა მაგრამ მაინც მადლობელი ვიყავი იმ გამოცდისთვის რაც გადავიტანე, რომ არა ის ერთი ნაბიჯი, ალბათ მარიონეტი ვიქნებოდი, რომელსაც მშობლები მართავენ.

***
სწრაფად და ემოციურად გაიარა თვე ნახევარმა.
ის დღე იყო თბილისში, რომ ვბრუნდებოდი, ახალ ცხოვრებას ვტოვებდი და ძველ ცხოვრებას ვუბრუნდებოდი განახლებული საკუთარი თავით.

———————————————————
დილა აბაშიძეზე.
ყავას ვსვამდი და ქვემოთ მოსიარულე ხალხს ვადევნებდი თვალს.
პირველი დღე იყო უნივერსიტეტში და რომ გითხრათ ვღელავდი თქო მოგატყუებთ, თანაც ძალიან.
უკვე დიდიხანია აღარაფერი მაღელვებს, ბოლოს ემოცია როდის გამოვხატე არც მახსოვს.

***
ლამაზად ჩაცმული,
მაღლებით,
წელის რხევით,
წელამდე, მოფრიალე, გაშლილი თმებით მივუყვებოდი საქართველის ეროვნული უნივერსიტეტის გზას და თვალს ვადევნებდი უნივერსიტეტის წინ შეგროვილ ახალგაზრდებს და ვაკვირდებოდი მათ კითხვისნიშნით სავსე მზერას “ ეს ვინ არისო?”
ლექტორს ნამდვილად არ ვგავდი.
ალბათ უფრო მაგისტრატურის სტუდენტი გეგონებოდით.
საქმეები მოვაგვარე და აუდიტორიაში შევედი.
ცარიელ აუდიტორიაში, ნელი ნაბიჯებით დავდიოდი მერხებს შორის და ველოდი სტუდენტებს.
ნელ-ნელა შეივსო აუდიტორია და კმაყოფილმა გავხედე სტუდენტების კმაყოფილ მზერას.
- გამარჯობა ! მე ვარ ნატალია გავაშელი, ახალი ინგლისურის ლექტორი. დღეს უბრალოდ გაცნობით დავიწყოთ, სწავლას შემდეგი ლექციიდანაც მოასწრებთ.
მოკლედ, ლექციები უმეტესად ჩატარდება ინგლისურად, დღეს გამონაკლისს დავუშვებ.
იმედია მსმენლის დონეზე იცით, ლაპარაკს თანდათან დავხვეწავთ.
ახლა მინდა, რომ თქვენ გაიცნოთ ერთმანეთი და თუ რამე კითხვები გაქვთ აქ ვარ . - მომღიმარ სტუდენტებს თბილად გავუღიმე და ჩემი ადგილი დავიკავე.
- ხო მართლა, ყველა პირველ კურსზე ხართ ?
- მე ვარ მეოთხეზე - სასიამოვნო ტემბრით მითხრა, სასიამოვნო გარეგნობის ბიჭმა და გაიცინა.
- მეოთხე კურსელს, პირველ დონეზე რა გინდა?
- ძმაკაცებმა გამიჩალიჩეს
- ეგ როგორ?
- საგნების არჩევა ვთხოვე ჩემ ძმაკაცს და პირველი დონე ამირჩია, ხოდა სხვა რა გზა მაქვს, მარა მამენტ მადლობელი ვარ.
- შენი სახელი?
- დანიელ შონია
- ვწუხვარ, რომ პირველი დონის გავლა გიწევს, იმედია ივლი და არ შეიტენი თორე პიზდეც ! უკაცრავად!
- აბაშიძეზე დაგინახეთ ერთხელ, მემგონი თქვენ იყავით, კი თქვენ იყავით.
- შეიძლება.
- მანდ რა გინდოდათ?
- ლექციასთან დაკავშირებული კითხვები თუ გაქვთ მკითხეთ.
ხო კიდევ, ლექციებს თუ არ გააცდენთ და რამეს ისწავლით ძალიან გამისწ..ხარდება.
- ჯიგარი ლექტორი ჩანხართ.
- ეგეთი სიტყვებით ვერ დამკერავთ, ქულებს ტყუილად არავის დაგიწერთ.
- შეიძლება ერთი წუთით გამოვიდე?
- მობრძანდი დანიელ
- მოკლედ ერთი იდეა მაქვს, საგურამოში ბაითი მაქვს და შეგვიძლია მოვიხოდოთ და ყველა წავიდეთ, გაცნობის პონტში. - სტუდენტების პასუხი უკვე ნათელი იყო, ყველას სახე გაებადრა და ყაყანი დაიწყეს.
- თქვენც უნდა წამოხვიდეთ ქალბატონი ლექტორო - მომიბრუნდა შონია და ჩემს პასუხს დაელოდა.
“ქალბატონო ლექტორო” უსიამოვნოდ მომხვდა ყურში, თავი 50 წლის ლექტორად აღვიქვი.
- წამოვალ.
- ღადაააოოობ მაგრად გაასწორებს.


***
ისეთი მშვიდობიანი დღე იყო, ვერც ვინატრებდი უკეთესს.
საღამოს გამოგზავნილმა რექვესთებმა მიმახვედრა, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა და სტუდენტებს მოვეწონე და თუ ფიქრობენ რო ესეთი ხოდებით ქულებს დავუწერ ცდებიან !

***
უკვე ახალ ცხოვრებას შეგუებული, ბედნიერი,
ნახევრად შიშველი,
აივანზე ვიდექი და ვეწეოდი, დილის ყავის თანხლებით.
- ქალბატონო ლექტორო? - მომესმა ხმამაღალი შეკითხვა, დაბნეულობით გაჯერებული ტემბრით.
- შონია?! - გაკვირვებულმა გავხედე ერთი აივნის გამოტოვებით, აივანზე მდგარ შონიას, რომელიც გაოცებული მიყურებდა.
- აქ ცხოვრობთ?
- დიახ, შეენც?
- ძმაკაცის ბაითია.
- ლექციაზე დაგაგვიანდება
- კარგად გამოიყურებით
- მადლ... - სიტყვა გამიწყდა, როცა მივხვდი რა ფორმით ვიდექი და რა კომპლიმენტიც იყო.
- ლექციები თუ გაქვთ, შემიძლია გაგიყვანოთ
- არ არის საჭირო, ნახვამდის. - ნახევარი სიგარეტი საფერფლეში ჩავწვი და ფრიალით შევედი სახლში. აივნის კარს მიყრდნობილი, ვიაზრებდი რა ფორმაში დამინახა შონიამ და სიცხისაგან წამოვწითლდი.
ყოველ დილით ზამთარშიც, რომ ნახევრად შიშველი გავდიოდი აივანზე, ეგ ფაქტი აღარ მაწუხებდა ამ მომენტამდე.
ახლა რა გამოდის? დილის რუტინა უნდა დავარღვიო? ეგეც შენი ლექტორობა.

***
შუა ლექციის დროს შონია შემომივარდა აუდიტორიაში
- ქალბატონო ლექტორო დაგესწრებით ლექციაზე
- შენ ლექციებს თუ დაესწრები აჯობებს
- გთხოვთ რა ! ჩუმად ვიქნები
- ლექციაზე არავის არ ვასწრებ, შეგიძლია გახვიდე
- დაგესწრებით რა
- შონია ! დატოვე აუდიტორია.


****
სიმთვრალისგან ანთებული და ამღერებული ბავშვები, მაგიდას შემოსხდომოდნენ და ბედნიერი თვალებით უყურებდნენ ერთმანეთს.
აივანზე ვიდექი, ვეწეოდი და მეც ბედნიერი ვუყურებდი მათ.
მინდოდა მათსავით დავმთვრალიყავი და სიგიჟეები გამეკეთებინა, თუმცა საკუთარ თავს ბოლომდე გახსნის უფლებას ვერ ვაძლევდი, ლექტორი ვიყავი და მეტი მომეთხოვებოდა. საერთოდაც უკვე ასეთი სიდინჯე, ხასიათად მექცა. წლებია მეგობრები არ მინახავს და არც კი დამილევია.
- რამდენი წლის ხართ ქალბატონო ლექტორო? - გვერდით მომიდგა და მთვრალი მზერა მესროლა შონიამ
- 24
- მე 22, მარა ასაკი რა შუაშია სიყვარულთან ხო? - გაიცინა და დაბნეულმა გამომხედა
- სიყვარული რა შუაშია?!
- რავი ტოო ! პროსტა ვთქვი რა
- კარგი
- ქმარი გყაავთ?
- შენი აზრით? - სიცილით ვკითხე და წინ თითები ავუფრიალე
- რა ლამაზიი თითები გაქვთ ეე - ხელი დამიჭირა და თითებზე ხელი ჩამომისვა - საერთოდ ძაან ლამაზი ხართ, რო იცოდეეთ ბავშვობაში სულ ვვოცნებობდი თქვენნაირ ცოლზე, იმენა ზუსტად ისეთი ხართ, ყველაფრით, როგორზეც ვვოცნებობდი.
- შონია ! შენ მთვრალი ხარ ხო?!
- სიმთვრალეში სიმართლეს, რომ ბაზრობენ არ იცით?! მამენტ მე ფხიზელიც გეტყოდით პროსტა მომენტი მჭირდებოდა. - სიცილს ვერ ვიკავებდი, მეცინებოდა მისი ლაპრაკის მანერაზე, გამოგიტყდებით და მთვრალი ძალიან საყვარელი იყო ! ყველაზე ძალიან იმაზე მეცინებოდა რომ მკერავდა და თან თქვენობით მესაუბრებოდა.
- არ გჯერათ ხოო რომ ჩემი ოცნების ქალი ხართ? გეფიცებით თქვენს მერეეეე გავარტყი ყველა გოგოს!

ჩუმად ვიდექით ორივე, მეღიმებოდა მის გახშირებულ სუნთქვაზე და აჩქარებულ პულსაციაზე , არც ახლა მოგატყუებთ და გეტყვით, რომ მაინცდამაინც არც ჩემი იყო მშვიდად.
- აუ იციიით რაააა ახლა რაღაც რო არ გავაკეთო, ძაან გამიტყდება მერე, ბოდიშით მაგრამ მომენტისთთვის დავიკიდებ რომ ჩემი ლექტორი ხართ და თქვენც დაიკიდეთ. - თმა ნაზად გადამიწია, ხელები ყელში შემიცურა და მის შეხებაზე ტანში ტალღებმა დამიარა, ოდნავ დაიხარა და მაკოცა.
ეს წამი ისეთივე უსასრულო იყო, როგორც უძილო ღამეები და როგორც ყველა სასიამოვნო მომენტი ამავდროულად.
უკან დაიწია და ჩემს პირდაპირ ცოტა მოშორებით დადგა, თავიდან ფეხებამდე მბურღავდა მზერით
- კიდევ იცით რააა? აი ასეც რომ დგახართ, ჩვეულებრივად, როცა არაფერს აკეთებთ და უბრალოდ დგახართ, მაინც ძალიან სექსუალური და ვნებიანი ხართ,
მიწვევთ და ჩემში რაღაც ისეთს აღვიძებთ, რაც არასდროს მიგრძვნია, ხვდებით? ერთხელაც, რომ დაგესწროთ ლექციაზე და ისევ ის კაბა გეცვათ რაც პირველ ლექციაზე იცოდეთ, რომ მე ვერც საკუთარ თავს და ვერც ჩემს ორგანიზმს ვეღარ გავაკონტროლებ!
- არმინდა ჩემს სტუდენტებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მოვახდინო, ამიტომ შეიძლება გავითვალისწინო.
- რა დინჯად მელაპარაკებით ! თქვენ სიმშვიდეს უფრო გადავყავარ ჭკუიდან და თავის შეკავება მიჭირს !
- კარგი, საკუთარ თავთან მარტო დაგტოვებ. - კმაყოფილი სახითა და ტანის რხევით დავბრუნდი ბავშვებთან.

***
დილის შვიდ საათზე საგურამო დავტოვეთ, ათის ნახევარზე ლექცია მქონდა, ბავშვებმაც წამოსვლა გადაწყვიტეს და კმაყოფილები ვბრუნდებოდით უკან.
დანიელმა მანქანა კორპუსთან გამიჩერა და სირბილით ავედი კიბეებზე, სირბილით გავიხადე ტანსაცმელი და სირბილით შევვარდი აბაზანაში, სირბილითვე გადავივლე წყალი და სირბილითვე გამოვედი პირსახოც შემოხვეული და სირბილითვე მომინდა აივნიდან გადახტომა, როცა დივანზე მოკალათებული შონია დავინახე
- დედაა !
- ტელეფონი დაგრჩათ ჩემს მანქანაში, კარები არავინ გამიღო, მერე შემოვედი, სიმღერის ხმა, რომ გავიგე მივხვდი აბაზანში იყავით და აქ გელოდებოდით.
- მადლობა, შეგიძლია წახვიდე.
- გაგიყვანთ უნივერსიტეტამდე
- მადლობა, არ მინდა.
- კარგით. - დივნიდან წამოდგა და მომიახლოვდა
- სიამოვნებით მოგხსნიდით მაგ პირსახოცს, თქვენი თანამდებობა რომ მაძლევდეს ამის უფლებას- ყურის ქვემოთ, ყელში, ცხელი ტუჩები მომაკრო და ისე მიკბინა, სიმწრით თუ სიამოვნებით გაურკვეველი ბგერები აღმომხდა
- ნახვამდის - მომაძახა და კარები გაიხურა, ვიდექი და სულელივით მეცინებოდა.
რატო ვაძლევდი ამდენის უფლებას? მეც ზუსტად იგივე გრძნობა მეუფლებოდა მისი დანახვისას, როგორიც თვითონ. უძლური ვიყავი მის წინაშე. მის შეხებაზე ვჭედავდი და მის დანახვაზე ყველა და ყველაფერი მავიწყდებოდა.
სირბილითვე მოვემზადე და უკვე სახლიდან გავდიოდი, როცა სარკიდან ჩემს ყელზე არსებულმა სილურჯემ ჩემი ყურადღება მიიქცია.
ერთი ტონალური დავახარჯე, რომ სილურჯე დამემალა, თმები მარჯვნივ გადმოვიყარე და სახლიდან გამოვვარდი.
“ ლექტორი ქალი ზასოსებით და სილურჯეებით, რომ ივლი იმას რა უნდა ელაპარაკო?!”- ვფიქრობდი და მეცინებოდა ყველაფერზე ერთად.
გაგიკვირდებათ და კარგად ვიყავი, ძალიან კარგად !
***
პირველად მქონდა განცდა იმისა, რომ ცხოვრება რაღაცისთვის ღირდა.
არვიცოდი კონკრეტულად რისთვის, მაგრამ ძალიან კმაყოფილი ვიყავი ჩემი გადაწყვეტილებით, რომელმაც თბილისში დამაბრუნა.
მომწონდა ჩემი სამსახური და მომწონდა ლექტორის სტატუსი.
ყველაფერი ძალიან კარგად იყო.
შონიას ჯგუფი ისე დამიახლოვდა, საკუთარი თავი მათი თანატოლი მეგონა. რომელ ლექტორს ნახავთ სტუდენტებთან ერთად რომ საქეიფოდ დადიოდეს და მათთან ერთად ეწეოდეს, სვამდეს. ამ
ბავშვებმა იმ პერიოდში დამაბრუნეს, როცა ეს ყველაფერი უნდა განმეცადა.
ყველაზე მეტად ის ფაქტი მახარებდა, რომ ლექციებს არავინ აცდენდა და სწავლითაც ყველა სწავლობდა.
ყველა შონიას გარდა.
საგურამოს შემდეგ, მე ისევე არ მინახავს, როგორც თქვენ !
- საჯაია კიდევ არ მოვა?
- არა
- რატომ იცით ვინმემ?
- საავადმყოფოში წევს
- რა დაემართა?
- შონიასთან იჩხუბა! - შონიას ხსენებაზე, ყელში ბურთი გამეჩხირა და სისხლმა ტვინში ამასხა.
- როგორ არის იცით?
- კარგად, დაბეჟილია ცოტა. სანახავად ვიყავი, ორ დღეში გამოწერენ.
- როდის იჩხუბეს?
- ორი დღის წინ.

ერთი სული მქონდა, ლექციები როდის დასრულდებოდა, შონია რომ გამელანძღა.
აუდიტორია, რომ დაცარიელდა, მაისურაძე მომიახლოვდა და დაბნეული წინ დამიდგა:
- რახდება ლიკა?
- , ნიკას მოწონხართ და შონიამ გაიგო, მაგიტომ ცემა.
მგონი უნდა დაელაპარაკოთ - მეგონა თავზე მდუღარე გადამასხეს
- შონიას ნომერი იცი?
- ბიჭებს ვკითხავ და მოგწერთ
- კარგი ლიკუნა, მადლობა, გელოდები.

თერთმეტი სრულდებოდა უნივერსიტეტიდან, რომ გამოვაღწიე.
შონიას ნომერი ავკრიფე და დავურეკე:
- შონია ! სად ხარ?
- ქალბატონო ლექტორო?
- სად ხარ?
- თქვენს მეზობლად. - ტელეფონი გავუთიშე და სირბილით წავედი მეტროსკენ. წამებს ვითვლიდი, როდის დავდგებოდი შონიას წინ და გავლანძღავდი. სიტყვებს ვალაგებდი გონებაში.
***
კარზე ბრახუნით ხელი მეტკინა, სახლიდან მუსიკების ხმა ისმოდა და გამწარებული ვურტყამდი კარს ხელებს.
როგორც იქნა კარები გაიღო და კარებში, წელზევით შიშველი, მომღიმარი შონია აისვეტა.
ყველა სიტყვა დამავიწყდა, რისი თქმაც მინდოდა. ისე იღიმოდა უნებურად მეც მეღიმებოდა.
- ქალბატონო ლექტორო?! - ისევ მან დაარღვია სიჩუმე, რომელსაც გაბმული მუსიკის ხმაც აღარ ერთვოდა.
- სალაპარაკო მაქვს - რაც შეიძლება მკაცრად ვუთხარი და თვალებში შევხედე.
- კარგით. - კარები მოხურა და კითხვისნიშნიანი მზერა მესროლა
- თუ შეიძლება ჩაიცვი და ისე
- რატო? გაგიჟებთ? - გამეცინა, მიუხედავად იმისა, რომ რამოდენიმე საათის წინ სიბრაზე მახრჩობდა
- საერთოდ არ მეცინება ! სალაპარაკო მაქვს.
- ხო, მაგრამ იცინით - მითხრა და ეშმაკურად გამიღიმა, მინდოდა მის თვალებში ათამაშებული ჭინკები გამექრო, ან საერთოდ ის ლამაზი თვალები დამეთხარა, ანდაც უბრალოდ ჩავხუტებოდი!
- დანიელ !
- პირველად მომმართეთ სახელით ქალბატონო ლექტორო
ნატალია - ისევ გამაცინა, ამჯერად ისე რომ თავს ვეღარ ვიკავებდი.
- მორჩი ! უნდა დაგელაპარაკო.
- კარგი, ჩავიცვამ და მოვალ, თუ გინდათ შემოდით და სახლში ვილაპარაკოთ, მარტო ვარ.
- არაააა ! სახლში არა. გელოდები.
წამებში გაჩნდა კარებთან, ისევ ჩვეული ღიმილით.
- საჯაია საავადმყოფოში რატო წევს შემთხვევით ხომ არ იცი?
- კი ვიცი
- რატომ?
- მე ვცემე
- და რატომ?
- იმიტო რო თქვენ მოწონხართ
- სწორია შენი აზრით ეგ?
- რა ეგ?
- რასაც აკეთებ !!
- და.. რას ვაკეთებ?
- სპეციალურად მაგიჟებ?
- არც მიფიქრია.
- დანიელ ! ის, რომ ნიკას მოვწონვარ არ გაძლევს უფლებას, რომ ცემო! ხვდები?
- ზედმეტ პრობლემებს გარიდებთ თავიდან. ახლა აღარ მოეწონებით !
- ყველას ვერ ცემ, ვისაც მოვეწონები, გესმის?
- ეგრე თქვენ ფიქრობთ.
- დანიელ, ნუ მაგიჟებ! რა უფლება გაქვს საერთოდ ვინმე ცემო, მითუმეტეს ჩემს გამო?!
- ძალიან ბევრი უფლება მაქვს.
- თავხედი ხარ !
- მაგას კონპლიმენტად მივიღებ.
- შენთან ლაპარაკს აზრი ააქვს?
- კი, რატო არა?
- მომისმინე ! ჩემთან მიმართებაში არანაირი უფლება არ გაქვს ! პრობლემები არ მჭირდება! თავხედობას შეეშვი და ლექციებს ნუ მიცდენ ! - გაბრაზებულმა მივაყარე და სახლისკენ წავედი.

საკუთარ თავზე გაბრაზებული, დივანზე ჩამოვჯექი და სიგარეტს მოვუკიდე.
ჯერ ხომ მყუდროება დამირღვია ! აივანზეც ვეღარ გავსულვარ! მერე საერთოდ გონება ამირია ! მერე საერთოდ დაიკარგა ! მერეეე იჩხუბა და ახლა ისე იქცევა ვითომც არაფერი ! ხომ ვამბობ არა?! უძლური ვარ ამ ბიჭთან !
საკუთარ თავთან ჭიდილში ვიყავი ტელეფონზე უცნობი ნომერი რომ დაეწერა:
- გისმეენთ
- ნატა შენ ხარ?
- დიახ, გისმენთ
- მაკუნა ვარ, როგორ ხარ?
- მაკუუუნაააა! როგორ გამააახარეე ! კარგად შენ როგორ ხარ?!
- მეც კარგად, ძაან მომენატრე! იცი რაზე გირეკავ? ახლა გავიგე, რომ თბილისში ჩამოსულხარ და ხვალ მაჭახელაში ვიკრიბებით კლასელები, მეუღლეებითა და შეყვარებულებითურთ და გვინდა ძაან რო წამოხვიდე, რამდენი ხანია არ გვინახიხარ ჰა?! და თუ ვინმე გყავს თან წამოიყვანე.
- აუ შენ არ იციიი როგორ გამახააარეეე პროოოსტააააა ! წამოვაალ აუცილებლად !
- ექვსზე ვსხდებით! გელოდებით !
- მოვალ აუვილებლად!
- კარგიი აბა დროებით.
- დროებით საყვარელო.
ისეთი ბედნიერი ვიყავი, საერთოდ დამავიწყდა შონია !

***
მთელი დღე დავფორიაქობდი და დავდიოდი.
თმები საგულდაგულოდ დავისწორე,
ლამაზი მაკიაჟი გავიკეთე, წითელი პომადა წავისვი, ახალი კაბა მოვირგე, კმაყოფილმა შევათვალიერე საკუთარი თავი და სახლიდან გავედი.
- ქალბატონო ლექტორო?!
- შონია ! ისევ შეენ ?!
- რა ლამაზად გამოიყურებით? მამენტ, თქვენ სულ მაგარ ვიდზე ხართ, მაგრამ ეს ნამეტანია!
- მეჩქარება. - ღიმილით ვუთხარი და კიბეებისკენ წავედი, უკან გამომყვა და ჩემი სუნამოს სუნს ხარბად სუნთქავდა.
- სად მიდიხართ?
- რესტორანში
- ბიჭებიც იქნებიან?
- კი
- მგონი უნდა წამოგყვეთ!
- შონია ! არ მცალია შენთან სასაუბროდ.
- მაშინ მე წაგიყვანთ.
- ტაქსი მელოდება.
- მაშინ უკან გამოგყვებით?!
- დანიელ!
- როდის დაბრუნდებით?
- არვიცი.
- ისეთი სუნი გაქვთ, მეორე კორპუსში რომ ვიყო, თქვენ სუნს იქიდანაც ვიგრძნობ.
- ღამემშვიდობის !

***
გაბადრული შევედი რესტორანში, გაბადრული სახეებით შემხვდნენ კლასელები, აწ გაზრდილები, ოოჯახებით, შეყვარებულებით.
არა, მხოლოდ მე არ მივსულვარ მარტო, რომოდენიმეც იყო ჩემსავით.
ისეთი ბედნიერი ვიყავი მათი ნახვით, ვერც კი გადმოგცემთ.
გავიხსენეთ ძველი ამბები,
ვიტირეთ,
დავლიეთ,
ბევრი ვიცეკვეთ.
—-
ცეკვისგან დაღლილი, სკამზე ჩამოვჯექი და ღვინო მოვსვი.
ტელეფონზე მესიჯი მოვიდა.
ვინ იყო?
შონია რა თქმა უნდა !
“ როდის მოხვალ? “
“არვიცი”
“ მალე მოდი, გელოდები და დავიღალე უკვე ! “
“ მე რატო მელოდები”
“ მინდა რო გიყურო “
“გიჟი ხარ “
“ გამომაშტერე და წახვედი ! გული არ გაქვს? “
“ არა “
“ საათი ?”
“ საათიც მაქვს და ტელეფონიც, მოვალ როცა მომინდება “
“ რომ მოხვალ მოგხედავ “

უკვე ისეთი მთვრალი ვიყავი, ფეხი მერეოდა, ნელ-ნელა დაშლა დავიწყეთ, ბოლო ჭიქაც დავლიეთ, ერთი კიდევ ვიტირეთ, ერთმანეთი მეათასედ გადავკოცნეთ და როგორც იქნა რესტორნიდან გამოვეტიეთ.
ვასოს დაჟინებული თხოვნით სახლამდე უნდა მივეყვანე .

***
ბინასთან გავაჩერეთ მანქანა, გადმოსვლისას ვასოც გადმოვიდა, სამჯერ ჩამეხუტა და დამემშვიდობა.
მაღლები გავიხადე და ფეხშიშველი ავბანცალდი კიბეებზე.
მესამეზე ავედი თუ არა ჩემი კარის წინ ატუზული შონია დავლანდე, უჩვეული გამომეტყველებით.
მის დანახვაზე პანიკური სიცილი ამიტყდა, ბანცალით ავედი ბოლო საფეხურზეც, მისი კარების წინ დავჯექი და ფეხსაცმელები გვერდით მოვიწყე
სიცილით ავხედე შონიას და თავი გავუქნიე
- რა იყო?
- ის ბიჭი ვინ იყო? - ამ სიტყვებზე უფრო მეტად გამეცინა.
- კლასელი, რა იყო?
- მერე?
- რა მერე?
- ყველა კლასელს ეგრე ეხუტები?
- ვაიმე დანიელ! - თავს ვეღარ ვაკონტროლებდი, - მოდი აქ, დამიჯექი გვერდით. - ვუთხარი სიცილით, უსიტყვოდ დამემორჩილა და გვერდით მომიჯდა.
- მომაწევინებ? - სიგარეტი მომაწოდა და მომიკიდა, ისევ არ იღიმოდა უჩვეულოდ.
- იცი რო ძაან საყვარელი ხარ?
- კი ვიცი
- იცი რაა? შენთან რომ მოვედი საჩხუბრად, ვერ გეჩხუბე, საერთოდაც, რო გხედავ ყველა და ყველაფერი მავიწყდება გაიგე?! და საერთოდაც ვინ ხარ ასე რომ შემოვარდი ჩემ ცხოვრებაში და ყველაფერი ამირიე? რა დამთხვევაა მეზობლებიც ვართ, ჩემი სტუდენტიც ხარ! გჯერა დამთხვევების? იცი რაა? შენი ღიმილი მაბნევს ხოლმე, რაღაცნაირი ხარ, ცუდი ხარ ! მაგრამ კარგიც ხარ ! მაგრამ უფრო ცუდი ხარ ვიდრე კარგი ! მაგრამ კარგიც ხარ! ცუდიც ხარ და კარგიც ხარ ! რანაირად?! იცი რას გეტყვი? ისე უნდა გაქრე ჩემი ცხოვრებიდან ვითომც არ ყოფილხარ. იცი რატო? მეშინია რო არ შემიყვარდე, თუ უკვე არ შემიყვარდი, ხო გესმის? მე ლექტორი შენ სტუდენტი, არ გამოვა ხვდები? სანამ შემიყვარდები უნდა გაქრე ! სიმართლე გითხრა არ მინდა, რომ გაქრე, საერთოდაც მინდა, რომ სულ შენ სახეს ვუყურო მაგარამ აუცილებლად უნდა გაქრე ჩემი ცხოვრებიდან დანიელ ! დანიელიიი ! სახელიც რომ იდეალური გაქვს ! მემგონი შენ იდეალურობისთვის ხარ შექმნილი, ჩვენ კიდე ერთმანეთისთვის ! მაგრამ მაინც უნდა გაქრე, ხო ხვდები?! უკვე გითხარი რომ საყვარელი ხარ? ძალიან საყვარელი?
- მე უკვე გითხარი რომ მიყვარხარ ?
- იცი რაა?! - კიდევ დიდხანს არ გავჩუნდებოდი, რომ არა ის ცუდი შეგრძნება რაც მთელ სხეულში დამეუფლა, პირდაპირ თავით შევაღე დანიელის სახლის კარი და პირზე ხელაფარებული გავვარდი პირველივე შემხვედრი კარისკენ და პირდაპირ მესამე სართულის აივნიდან გადავუშვი ჩანჩქერი. მაშინ ვიგრძენი როგორ მეცლებოდა ძალა და გავაანალიზე როგორი მთვრალი ვიყავი. შონიას სხეულს ვგრძნობდი ჩემს ზურგს უკან, მის ხელებს ჩემს თმაზე და წელზე და მისი ხმა ჩამესმოდა
- ჩემი საწყალი თმები ! კარგად ხარ? კარგად გახდები. არ შეგეშინდეს, შენთან ვარ.



***
თავი ისე მტკიოდა, თვალების გახელაც გამიჭირდა. თავთან ერთად მთელი სხეული და კუნთები მტკიოდა, გარდა ამისა განძრევასაც ვერ ვახერხებდი, რატომ?
შონია მთელი ძალით იყო ჩახუტებული ჩემზე და გატოკების საშუალებასაც არ მაძლევდა.
- დანიელ !
- დანიელ !
- დაანიიეეეელ!
- შონია ! - დავუყვირე მოთმინების უნარ დაკარგულმა
- რა იყო რაა
- მაწუხებ, გაიღვიძე
- მე ძალიან კომფორტულად ვარ
- უნდა ავდგე
- კიბატონო - სხეული მომაშორა და ეშმაკური ღიმილით მომაშტერდა. თავი ავწიე თუ არა მაშინვე საშინელი ტკივილი ვიგრძენი და საეოლზე დავბრუნდი:
- ან ვერ ავდგე.
- დავუბრუნდე ჩემ ადგილს?
- არა, მაწუხებ
- როგორც გინდა.
- რა დღეა ?
- კვირა
- კვირა? ღმერთო მადლობა, მთელი დღე დავიძინებ
- ხო დავიძინოთ
- უნდა წავიდე
- აქ ცუდად გძინავს?
- საქმეები მაქვს
- ახლა არ თქვი მთელი დღე დავიძინებო?!
- ხო მაგრამ. ჯერ შხაპი უნდა მივიღო
- თუ გინდა ერთად მივიღოთ შხაპი !
- იოცნებე.
- კარგი მაშინ ვიოცნებებ.
- მორჩა, უნდა ავდგე.
- დარჩი, მე ყველანაირი მომწონხარ.
- შენი აზრი არ მიკითხავს.
- ვიცი, რომ დარჩენა გინდა, მაგრამ ლექტორობა უფლებას არ გაძლევს - ყელში კოცნა დამიტოვა და ჩემზე მოკალათდა.
- შენი ძმაკაცი რომ მოვიდეს?
- არ მოვა
- რა იცი?
- ჩემი სახლია
- აბა ძმაკაცისო?
- ეგ იმიტო გითხარი რომ თავი დავიზღვიე ! რომ მეთქვა ჩემია თქო სხვაგან გადახვიდოდი.
- იდიოტი ხარ.
- გუშინ რომ სიყვარული ამიხსენი გახსოვს?
- რა ვქენიი? - დავიყვირე და საწოლიდან წამოვხტი
- არ გახსოვს?
- ხუმრობაა?
- არანაირად.
- სულ რომ გონზე არ ვიყო მაგას არასდროს გავაკეთებ
- ჯერ იქიდან დავიწყოთ, რომ გონზე არ იყავი და მერე კიდე უკვე გააკეთე
- ვერ დამაჯერებ
- მთავარია მე დავიჯერე
- რაო რა გითხარი?
- რაო და მიყვარხარო, ერთადერთი ხარო, შენს გარეშე სუნთქვა არ შემიძლიაო და სხვა გოგოსთან ერთად რომ დაგინახო დედა მოგი*ყნავთ ორივესო !
- ხო გეუბნები არა?! ჩამოყალიბებული იდიოტი ხარ - სიცილით ვუთხარი და ბალიში ვესროლე
- დაბრუნდი შენს ადგილას! შენთან ლაპარაკი არ დამისრულებია ჯერ ! - ხელით საწოლზე მიმითითა და მეც უსიტყვოდ დავუბრუნდი ჩემ ადგილს. დანიელისკენ გადავბრუნდი და ჩვენ შორის არსებული მანძილი კიდევ უფრო შევამცირე.
- მოდი თავიდან გავიაროთ, ვინ იყო ის ბიჭი რომ მოგაცილა?
- კლასელი !
- აუცილებელია კლასელს შვიდჯერ ჩაეხუტო?
- ვის ჩავეხუტე?
- ვინც მოგაცილა
- არ მახსოვს, მარა კლასელი იყო ნუ!
- ხოდა ამის მერე იცოდე, რომ ვერ ავიტან ჩემს გარდა სხვას თუ შეეხები.
- უკაცრავად?
- ახლა შემდეგი, როცა მიდიხარ უნდა ვიცოდე როდის დაბრუნდები და “როცა მინდა მაშინ მოვალო” აღარ გავიგო!
- დანიელ შეყვარებულები კი არვართ !
- მალე ვიქნებით !
- კიი როგორ არა.


***
ნაბახუსევითა და თავის ტკივილით გაბრუებული მთელი დღე სახლში ვყავი და ათას სისულელეს ვუყურებდი, თუმცა საღამოს ცარიელმა სიგარეტის კოლოფმა მიმახვედრა, რომ მაღაზიაში უნდა ჩავსულიყავი.
სიგარეტს, ორი ბოთლი თაბეჭდილი ღვინოც მოვაყოლე, რაღაც რომანტიკა ჩავრთე და ისე შემითრია ვერც მივხვდი, როგორ გამოიცალა ერთი ბოთლი და ერთს მეორე მიჰყვა.
ისედაც ატკივებული თავი კარის ზარმა უარესად ამატკია
- ღიაააააააააააა - ძლივს ამოვილუღლუღე და დივანზე მივწექი - ღიააააააააააააა !
- ტელეფონი სად გააქვთ?!- დანიელის ხმა ვიცანი, რომელიც მიახლოვდებოდა ვგრძნობდი. თვალების გახელის ძალა არ მქონდა.
- არვიცი
- რა გჭირთ? დალიეთ?
- აჰა
- იცით ? მგონი ბრაძიაგა ხართ
- მეძინება. შეგიძლია წახვიდე
- ასეთ მდგომარეობაში ვერ დაგტოვებთ.
- მთვრალი არ ყოფილხარ?
- მე მე ვარ. თქვენ კიდე გამოუცდელიხართ ცუდად გახდებთ და ვინმემ შუბლი ხომ უნდა დაგიჭიროთ?!
- ხო კაი.
- ოთახში წაგიყვანთ - დაბლა დაიხარა, ხელში ამიყვანა და ოთახისკენ წამიყვანა, ყელზე მქონდა შემოხვეული ხელები და მთელი ძალით მის სხეულს ვეკვროდი.
საწოლზე დამაწვინა, ნელ-ნელა შემომეცალა ტანსაცმელი სხეულიდან, თუმცა მოქმდების თავი არ მქონდა, თვალებსაც ვერ ვახელდი.
მერე საბანი გადამაფარა, მივხვდი, რომ თვითონაც გაიხადა და გვერდით მომიწვა. მისკენ მივიწიე:
- ერთმანეთის ვინ ვართ? - თვალდახუჭულმა ვკითხე და შევეცადე გამეღიმა.
- ლექტორი და სტუდენტი რომლებსაც ერთმანეთი ევასებათ, სექსი არ აქვთ, მაგრამ მალე ეგეც ექნებათ. - მის ნათქვამზე გამეცინა და შევეცადე თვალები ოდნავ გამეხილა - იცი რო საყვარელი ხარ?
- ქალბატონო ლექტორო ხშირად უნდა დალიოთ ხოლმე ! - ტუჩებზე მოწყვეტით მაკოცა, უკნიდან მომეხუტა და ხელები შიშველ წელზე შემომხვია.
- არ მეყო ! - ვუთხარი გაბრაზებული ხმით და დაველოდე კიდევ ერთ კოცნას. - ჩაიცინა და ყელში მომაკრო ცხელი ტუჩები, რამოდენიმე ცხელი, ვნებიანი კოცნა დამიტოვა ყელში და თავი ჩემს კისერში ჩარგო.


***
ყველაზე, ყველაზე თბილი და ტკბილი დილა იყო ჩემს ცხოვრებაში, არასოდეს ყოფილა გაღვიძება ასეთი სასიამოვნო.
ჯერ კიდევ ძილბურანში მყოფი, შონიას ტუჩებს ვგრძნობდი მთელ სახეზე, ნაზად მკოცნიდა და კოცნებს შორის ბუტბუტებდა
- ქალბატონო ლექტორი გაიღვიძეთ, დაგაგვიანდებათო. - როგორც იქნა თვალები გავახილე და სიამოვნებისგან სასწაულად ამოვიკრუტინე
- დილამშვიდობის შონია !
- დილამშვიდობის ქალბატონო ლექტორო.
- აღარასდროს ვიქნები ადრე გაღვიძების წინააღმდეგი, თუ ყოველ დილით ასე გამაღვიძებ - სიცილით ვუთხარი და კოცნა დავუტოვე.
- მაცდური წინადადებაა ! ვიფიქრებ !
- პასუხს შენს თვალებში ვხედავ !
- იტოკში ! გავალ მოვემზადები და წავიდეთ, მეც ლექციები მაქვს, ეასვლა მეზარება მარა თქვენ პონტში წამოვალ. - საწოლიდან წამოდგა და შარვალი ამოიცვა
- ერთად?
- და რა მოხდა ?
- არ გამოვა ჩვენი ერთად მისვლა, ნუ გავიწყდება რაღაცეები !
- კარგით ! უნივერსიტეტის ქვემოთ დაგტოვებთ და არ არის საჭირო ყოველ წინადადებაში იმის შეხსენება, რომ ჩემი ლექტორი ხართ. თუ შეიძლება მაისური მომაწოდეთ. - მაისური ავიღე და საწოლიდან მეც წამოვდექი, წინ ავესვეტე და მაისური ხელში მივაჩეჩე:
- ამდენ სუნამოს ნუ ისხამ ! - ვუთხარი და აბაზანისკრნ წავედი.
- ჩემს წინ ასე ნუ დადიხართ ! - კბილებში გამოცრა, წელზე ხელი შემომხვია, ყელში მაკოცა და ჩამიქროლა.


**
დიდი მონდომებით ვარჩევდი რა ჩამეცვა, რახან დანიელთან ერთად უნდა მემგზავრა, ცოტა გამომწვევად ჩაცმა იყო საჭირო, მაგრამ არც იმდენად ლექტორს, რომ არ შეეფერება.
რაც შეიძლება მოკლე და ელეგენატური.
- წავედით? - დანიელი შემოვიდა სახლში და ჩემს დანახვაზე ნელი ნაბიჯებით წამოვიდა ჩემსკენ.
ცოტა არ იყის მისი მზერა მაშფოთებდა, ინსტიქტურად უკან ვიხევდი, დანიელი მიახლოვდებოდა, გული იმდენად მიცემდა ხმაც კი მესმოდა, უკან-უკან მივდიოდი სანამ კედელს არ მივეჯახე.
ჩვენ შორის არსებულ მანძილზე, ბოლო ნაბიჯიც გადმოდგა და ისე მომიახლოვდა, მისი სუნთქვა სახეზე მეფრქვეოდა. ერთი ხელი წელზე შემიცურა, მეორე ხელით,
ყურზე თმა გადამიწია და წელიდან ფეხამდე ჩაასრიალა თითები, კაბის ბოლოს ხელი გაუსვა და მიჩურჩულა:
- თქვენ გგონიათ ასე წამოსვლის უფლებას მოგცემთ?
- ჯერ იქიდან დავიწყოთ, რომ უფლება არ გაქვს რამე ამიკრძალო ! და მერე რა არ მოგწონს?! (კი შეურაცხადი გავხდი იმ მომენტში, მაგრამ ამ კაბის ჩაცმის მიზანიც ეს იყო ! ზედმიწევნით მქონდა ეს საუბრაი წარმოდგენილი, როცა დანიელი ასეთ ფორმაში მნახავდა )
- უკვე მეორედ ვიმეორებ, რომ ბევრი რამის უფლება მაქვს ! რა არ მომწონს? არავის აქვს უფლება ჩემს გარდა სხვანაირი თვალით შემოგხედოთ ასეთ კაბაში !
- არავინ გეკითხება ! დამაგვიანდება თუ ჩემთან ერთად წამოსვლა გადაიფიქრე, მარტო წავალ
- ასეთ ფორმაში მითუმეტეს მარტო ვერ წახვალთ ! შეხვალთ და გამოიცვლით !
- არ ვაპირებ გამოცვლას !
- გამოიცვლით !
- არავის ბრძანებას არ ვემორჩილები ! მითუმეტეს სტუდენტისას !
- რომ გთხოვოთ, მაინც არა? - ისე საყვარლად გამიღიმა როგორც იცის ხოლმე და თმებზე თამაში დამიწყო.
- ეგრე შეიძლება - 18 წლის გოგოსავით გავინაზე.
- მაშინ გელოდებით. - მშვიდი ტონით მითხრა და საჯდომზე ხელი მომარტყა.

**
ყველაფერი თავდაყირა დავაყენე და როგორც იქნა გამოვიცვალე. ვბრაზობდი განა დანიელზე, ვბრაზობდი ჩემ თავზე, რომ ასე უსიტყვოდ ვემორჩილებოდი !
უკვე ვეღარაფერს ვფიქრობდი იმის გარდა, რომ ჯადო გამიკეთა ! ან რაღაც მაჭამა? არა ! თვითონ დანიელი იყო მომაჯადოვებელი !
- იმედია ახლა მაინც წავალთ ! - გაბრაზებულმა ვუთხარი და კარებისკენ გავქანდი.
- ახლა უფრო მშვენიერი ბრძანდებით, ქალბატონო ლექტორო!


*
დანიელის გვერდით, წინა სავარძელზე მოვსკუპდი და ღვედი გავიკეთე. “wish you were here-ის” ფონზე გავიარეთ აბაშიძის ქუჩა. თავისი თითები ჩემსაში გადახლართა და ხელზე მაკოცა, ბედნიერმა გამომხედა და გაიღიმა, ისე, რომ სითბო ჩამეღვარა გულში და ლამის კარაქივით დავადნე საკუთარი თავი.
- ლექციებს რომელზე ამთავრებთ ქალბატონო ლექტორო? - სასიამოვნო სიჩუმე, საკუთარი სასიამოვნო ხმით დაარღვია.
- კიდევ დიდხანს აპირებ თქვენობით მელაპარაკო?!
- რააა, არ მოგწონთ?
- კი, სასიამოვნოდ ჟღერდა თავიდან, მაგრამ ახლა, ჩემი აზრით ზედმეტია თქვენობით საუბარი იმ ადამიანთან, რომელთანაც გძინავს ბოლოსდაბოლოს ! სხვა თუ არაფერი !
- გაააასწორააააა ! ხარაშო ! ნატალია !
- ხოო, რაზე გავჩერდით?
- ლექციებს როდის ამთავრებ თქო?
- შვიდზე
- ჰოდა წამოგიყვან.
- კარგი.
- ასე მარტივად დამთანხმდი?
- კი, ასე მარტივად.

***
- პრეზენტაციებს ვიბარებ შემდეგ ლექციაზე ! თუ რომელიმე არ გააკეთებს არავის დაგიწერთ ქულას ! მაბარებთ, უკლებლივ ყველა ! უკლებლივ ყველა ! გასაგებია?! - ლექტორის შესაფერისი სიმკაცრით ვიკითხე და სკამზე მოკალათებულ დანიელს გავხედე. როცა ვლაპარაკობ, ისეთი გამომეტყველებით მიყურებს, თავში აზრები მერევა და სიტყვებს ძლივს ვალაგებ.
- გასაგებია, ქალბატონო ლექტორო! - მისმა პასუხმაც არ დააყოვნა.
- თუ გასაგებია, მაშინ დაიშალეთ.

დაცლილ აუდიტორიაში მხოლოდ მე და დანიელი ვიყავით. ჩემ მაგიდას მივუჯექი და ქულების შეტანა დავიწყე, მაგიდაზე ჩამომიჯდა:
- იცი რა საყვარელი ხარ საქმიანი და დაღლილი ?
- ცოტახანი დამაცადე კაი?
- კარგი.

***
- გისმენთ?
- გამარჯობა, ქალბატონ ნატალიას ვესაუბრები?
- დიახ, მე ვარ
- თამაზ თევზაძე გახლავართ “აი ჯი ეი ჩის” დირექტორი, თქვენთან შემოთავაზება მაქვს და შეხვედრა მინდა, რომ დავილაპარაკოთ
- დიახ
- მოკლედ, ხვალ, 10 საათზე თუ თავისუფალი ხართ ჩემს ცენტრში მობრძანდით, მისამართს მოგწერთ.
- კარგით, ღამემშვიდობის
- ღამემშვიდობის.

***
- ვინ იყო? - უჩვეულოდ მშვიდი გამომეტყველებით მკითხა დანიელმა
- თამაზ თევზაძე, შეხვედრა დამინიშნა.
- რასთან დაკავშირებით?
- მაგას ხვალ გავიგებ, წავედით.


***
უნივერსიტეტს ცოტა, რომ გავცდით დანიელმა, მანქანა გააჩერა და ღვედი მოიხსნა:
- რატო გავჩერდით?
- არ შემიძლია გვერდით მყავდე მთელი დღე და ვერაფერს ვაკეთებდე! სახლამდე ვერ გავძლებ. - ჩემსკენ გადმოიხარა და ვნებიანად კოცნა დამიწყო. ეს იყო კოცნა, კოცნათა შორის, ყველაზე ვნებიანი, ცხელი, მძაფრი, დაჟინებული. ბოლოს ხარბად შეისუნთქა ჩემი სუნი და კმაყოფილი მოთავსდა თავის ადგილას. მანქანა წამებში მოსწყდა ადგილს და დანიელმა ჩემ თითებთან თამაში დაიწყო.

***
საერთოდაც, რაღაცნაირი ღამე იყო, ამაღელვებელი და ემოციებით დატვირთული.
მანქანა კორპუსთან გააჩერა და გადმოსვლამდე ხელით დამიჭირა:
- შენი აზრით, ადამიანებს სიყვარულის ეშინიათ?
- ეშინიათ, თანაც ისე, რომ აჟრიალებთ. შიშზე აგებული ან შიშთან შეფარდებული სიყვარული მკვდარია. სიკვდილი, შორიდან ზოგს ეტყობა, ზოგს არა.
- თუ გეტყვი, რომ შენთან ერთად არაფრის მეშინია? თუ გეტყვი, რომ შენით საკუთარი თავი ვიპოვე? თუ გეტყვი, რომ ყოველ წუთს შენზე ვფიქრობ? რომ მინდა სულ ჩემს გვერდით იყო? და თუ გეტყვი, რომ ცხოვრებაში პირველად შემიყვარდა ? შემიყვარდა მთელი გრძნობით და მთელი არსებით? და თუ გეტყვი, რომ ერთადერთი რისიც ახლა მეშინია შენი დაკარგვაა? ჩვენთვის რამე შეიცვლება?
- იციი რომ ხანდახან სიტყვებზე მეტს საქციელები ამბობენ? მე ეგ ყველაფერი აქამდეც ვიცოდი. უბრალოდ ამ სიტყვების მოსმენის მეშინოდა, ასე პირისპირ და ასე ნათლად, მეშინოდა ამ ყველაფერზე პასუხის გაცემის. მეშინოდა ამ ყველაფერზე ხმამაღლა საუბრის და მეშინოდა იმის რომ ადრე თუ გვიან საკუთარ თავს უნდა გამოვტყდომოდი იმაში, რომ მიყვარხარ. მეშინია იმის, რომ თუ დაგკარგავ ვერ გადავიტან. ერთადერთი ადამიანი ხარ ვინც მოვიდა, მიპოვა და მანამ არ მომეშვა სანამ თავი არ შემაყვარა. იცი რაა? როცა პირველად დაგინახე მაშინვე მივხვდი, რომ უნდა შემყვარებოდი.
- გამოვ....ვდები.
- მეშინია კიდევ ერთი პასუხისმგებლობის აღების და მეშინია შეცდომების. არ ვიცი რა მოხდება მომავალში მაგრამ ახლა ზუსტად ვიცი, რომ შენთან ყოფნა მინდა, მიუხედავად იმისა სწორია თუ არა.
- ანუ ერთად ვართ?
- მგონი კი
- სულ ვიცოდი რო ასე მოხდებოდა.
- მეც


***
თამაზ თევზაძესთან წარმატებული გასაუბრების მერე ბედნიერი ვტოვებდი “აი ჯი ეი ჩის” შენობას. როცა ქალბატონის ხმა მომესმა, რომელიც ჩემგან მოშორებით დერეფანში იდგა:
-ნატალია?! შენ ნატა არა ხარ გავაშელი? - ჩემსკენ ჩქარი ნაბიჯებით წამოვიდა
- დიახ, მე ვარ. - მომიახლოვდა და გადამკოცნა, მერე წინ დამიდგა და გაოცებული მიყურებდა
- როგორ შეცვლილხარ!
- ვერ გიხსენებთ
- შენ ხო ნანას გოგო ხარ? - “ნანას” ხსენებაზე უსიამოვნო შეგრძნება დამეუფლა და თითქოს სახელიც მეუცხოვა.
- დიახ
- მე ლია ვარ, შენ არ გემახსოვრები, შორიდან გიცნობ, მე და დედაშენი კლასელები ვიყავით, ახლაც ხშირად ვხვდებით ხოლმე ერთმანეთს. აქ მუშაობ?
- კი
- დიდიხანია?
- არა, გასაუბრებაზე ვიყავი, ახლა ვიწყებ მუშაობას
- უი ძალიან კარგია. ჩემი შვილი დადის აქ. ისე უმუშევარი ხარ?
- არა.
- სად მუშაობ?
- ინგლისურის ლექტორი ვარ.
- ყოჩაღ, ყოჩაღ
- კარგით, უნდა წავიდე მეჩქარება. ნახვამდის.
- კარგად, გამიხარდა შენი ნახვა. - ნაძალადევად გავუღიმე და შენობა დავტოვე.

მანქანაში ჩავხტი და მომღიმარ და მონატრებულ დანიელს ვაკოცე:
- აბა რაო?
- ხვალიდან ვიწყებ მიშაობას
- დაიცა და უნივერსიტეტი?
- იქაც ვიქნები და აქაც?
- რანაირად მოახერხებ?
- ყოველ დღე ლექციები ხო არ მაქვს? აქ სამი დღე ვიქნები, უნივერსიტეტში ოთხი.
- და მე?
- რა შენ?
- ჩემთვის დრო აღარ გექნება და სულ დაკავებული უნდა იყო?
- რატო არა? საღამოს ხო სახლში ვიქნები.
- ყოველთვის დაღლილი იქნები და ჩემი თავი აღარ გექნება.
- შენი თავი ყოველთვის მექნება -გავუღიმე და ვაკოცე.
- რო დაიკიდო ეს სამსახური არ გინდა?
- არ გამოვა, მჭირდება.
- დაიკიდე რა, ერთი არ გყოფნის?
- არა.
- ჩემთან გადმოდი საცხოვრებლად, ცოლად გამომყევი, მე ხო ვმუშაობ თან და ეგარი რა.
- შენ ჯერ უნივერსიტეტი დაამთავრე, მერე მაგისტრატურაც გაიარე და მაგაზე მერე ვილაპარაკოთ.
- ღადაობ ტო? მაგდენი ხანი ცოლად არ გამომყვები?
- არ !


——
- შემოდი ლია, ყავა დავლიოთ
- ვაიმე ყავა კი არა დაჯექი რა მოგიყვე
- მშვიდობაა?
- იცი დღეს ვინ ვნახე შემთხვევით?
- ვინ?
- შენი გოგო
- რა?
- ხოო ელენეს სკოლაში შემხვდა, რო დაინახო გაგიჟდები
- ჩამოვიდა?
- კი, მუშაობას ვიწყებ აქო, ლექტორი ყოფილა, ისეთი ლამაზია რო დაინახო გაგიჭდები, ძლივს ვიცანი.
- მართლა,
- ხო, რა გოგოა ნეტა გაჩვენა
- ბესოს რო კაცი ყავს დაქირავებული, იმას არ უთქვამს თუ ჩამოვიდა. სვანეთში სკოლაში ასწავლიდა.
- ჩამოვიდა ! ვნახე, მივედი და ვკითხე შენ ნანას გოგო არ ხარ მეთქი? კიო მითხრა. მგონი შეყვარბეულიც ყავს, მანქანით ელოდებოდა ვიღაც ბიჭი. ნეტა გაჩვენა რა შვილი გყავს.
- ნეტა მართლა მაჩვენა.
- ხოდა დაურეკე და ნახე, არამგონია უარი გითხრას.


***
მძინარე დანიელის ყურებაში დრო ისე გამეპარა ვერც გავიგე, ცხელი კოცნა დავუტუვე ტუჩებზე, თვალები ნელა გაახილა და ჩემს ზევით მოექცა, ვნებიანად მკოცნიდა.
მისი ვნებიანი კოცნა და ღიმილები კოცნებს შორის გამაგიჟებელი იყო.
- მომწონს ესეთი “დილები” - სიცილით ვუთხარი და ტუჩზე წავკბინე
- ხოდა ბევრი გვექნება ესეთი “დილები”

***
წარმატებული პირველი დღის შემდეგ, საკუთარი თავით კმაყოფილი მივაბიჯებდი დერეფანში
ისევ
უკვე
ნაცნობი სილუეტი რომ დავინახე
მომიახლოვდა:
- გამარჯობა ნატალია - მომესალმა და გადმკოცნა
- გამარჯობა
- ერთი წუთი - მითხრა და ტელეფონი ყურზე მიიდო, მერე გამომიწოდა, გაურკვევლობაში მყოფი გამომეტყველებით შევხედე და უპასუხეო მითხრა, ინტიქტურად ყურზე მივიდე და ნაცნობი ხმის გაგონებისას, ძარღვებში სისხლი გამეყინა
- ნატა შენ ხარ? - მესმოდა სადღაციდან ნაცნობი ხმა და გაყინული ვიდექი ერთ ადგილას, ენა დამება და აზრებს ვერ ვალაგებდი, გონება გამეფანტა და თითქოს ლაპრაკის ძალა არ მქონდა
- ნატა გესმის?
- კი
- როგორ ხარ დე? - ისე მეუცხოვა სიტყვა “დე”, დავიბენი
- კარგად
- შეგიძლია შემხვდე?
- რატო?
- დალაპარაკება მინდა
- და რაზე?
- ყველაფერზე, ძალიან გთხოვ, ერთი საათი არ გაქვს ჩემთვის?
- კარგი
- სახლში მოდი
- რომელ სახლში? სახლი ერთი მაქვს და იქ არავინ მელოდება
- შენ ძველ სახლში. ძალიან გთხოვ
- კარგი.


***
ტაქსში ჩავჯექი და ატენზე წავედი:
- ხო დანიელ
- სად ხარ ?
- საქმეზე მივდივარ, რა იყო?
- საქმეზე? ლუკასთან რო ავდივართ დაგავიწყდა?
- არა, მოვრჩები და მერე ამოვალ
- რა საქმეზე მიდიხარ?
- რაღაც საბუთები უნდა გავაკეთო, მალე მოვრჩები და ლუკასთან მოვალ, მისამართი მომწერე
- მოგაკითხავ
- არ მინდა მოვალ თვითონ, ადი შენ.
- კაი, მიყვარხარ
- მეც.


*
ტაქსიდან გადმოვედი და ნაცნობი, მონატრებული ადგილი შევათვალიერე, ისევ ისეთია ყველაფერი, ყველა მოგონება მძაფრად ამომიტივტივდა გონებაში, ყველა წამი და წუთი გამახსენდა აქ გატარებული.
სახლის წინ ვიდექი და ხელი მიკანკალებდა, ვფიქრობდი დამერეკა თუ არა ზარი, მერე რა იქნებოდა?
ზარი დავრეკე და გაღებულ კარში მონატრებული სილუეტი შევნიშნე:
- ნატაალია დეე ! - ხმამაღლა დაიძახა ნაცნობმა მაგრამ გაუცხოვებულმა, ახალგაზრდა, კოხტა ქალმა და გამოწვდილი ხელებით ჩემსკენ წამოვიდა. მეხუტებოდა და მის ცრემლებს ხან ყელში ვგრძნობდი,
ხან მხარზე, გაუნძრევლად ვიდექი და ვერ ვხვდებიდი რა უნდა გამეკეთებინა, ჩავხუტებოდი? მეც მეტირა? თუ თავიდან მომეშორებინა? ისიც კი ვინანე აქ რომ მოვედი, მაგრამ გვიანი იყო, რახან მოვედი, ვეღარ წავიდოდი.
გაოცებული მიყურებდა და სახეზე ბედნიერების ღიმილი დასთამაშებდა:
- დე ! რა ლამაზი ხარ - მიმეორებდა და მკოცნიდა.
ისევ გაუნძრევლად და ჩუმად ვიდექი:
“შემოდი სახლშიო” თბილი ხმით მითხრა და წინ გამიძღვა.
სახლიც ისეთივე იყო, როგორიც დავტოვე, ისევ ვანილის სუნი იდგა და ისევ ისეთი სიმყუდროვე იყო როგორც აქამდე. ახლა მხოლოდ ჩემი ოთახის კარს ეკეთა გარედან გასაღები და მხოლოდ ის იყო ჩაკეტილი.
ცოტა მაკლდა და ტირილისგან გავსკდებოდი, ახლა ვიგრძენი ისეთი მონატრება როგორიც არასდროს.
მხოლოდ ახლა გამიმძაფრდა მონატრება ძველი ცხოვრების: ყოველ დილით სამზარეულოდან გამოსული სიმღერის ხმა რომ მაღვიძებდა, მთელი ოჯახი ერთად რომ ვსაუზმობდით და სახლიდან გასვილის წინ დედა რომ მეუბნებოდა “წარმატებულ დღეს გისურვებო”
თურმე ძალიან მაკლდა ეს ყველაფერი და ძალიან მენატრებოდა.
- დაჯექიი დეე - სავარძელზე ჩამოვჯექი უხმოდ და იქაურობა ისევ მოვათვალიერე, მინდოდა ყველა დეტალი დამემახსოვრებინა.
- მომიყევი როგორ ხარ, ისეთი ლამაზი ხარ მინდა რომ სულ გიყურო. - მეუბნებოდა და თან ლოყაზე ჩამოგირებულ ცრემლებს ხელის გულებით იწმენდდა.
- კარგად - ხმა ჩაწყვეტილმა ვუპასუხე და ახლა მისი თვალიერება დავიწყე. ისევ ისეთი იყო, ლამაზი, ბედნიერი, აციმციმებული მწვანე თვალებით და ჩვეული თბილი ღიმილით.
- ნეტა იცოდე როგორ მენატრებოდი და როგორ ვვოცნებობდი ამ დღეზე.
- მერე? აქამდე სად იყავი?
- ვიცი დე რო გაბრაზებულიხარ, ვიცი და საკუთარ თავს არც ვამართლებ.
- მესმის რომ ტრადიციებს ვერ გადაახტებოდით, მესმის მაამასი და მესმის ბექასი მაგრამ შენ? შენ ხო დედა ხარ, ასე მარტივად როგორ შეძელი გაგეშვი? ასე უბრალოდ! კარები მიმიხურეთ და ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდით, მაგრამ მე? იქნებ რამე მიჭირდა? ასე მარტივად გამიშვი?!
- შენ არ იცი რა გადავიტანეთ შენს გარეშე ! ეს ყველაფერი მარტივი არ იყო!
- და მე? იცით მე რა გადავიტანე?! შენ მარტო არ იყავი, მამა გყავდა, შვილი გყავდა, დედა გყავდა და უამრავი ადამიანი რომელიც განუგეშებდა ! მე? მე არავინ მყავდა, ამხელა ქვეყანაზე მარტო ვიყავი !შენ იმის ნახევარიც არ გამოგივლია რაც მე ! შენ ვერც კი წარმოიდგენ როგორია მარტო დარჩენა, როცა არ იცი რა უნდა გააკეთო ! შენ ვერასდროს ვერ გაიგებ ! - ვქვითინებდი, ვქვითინებდი და თავს ვერ ვაკონტროლებდი, ამდენი წლების დაგროვილმა ტკივილმა ერთიანად ამოხეთქა ჩემში და ვერ ვჩერდებოდი - შენ იცი რამხელა ტკივილია როცა არავინ გყავს?! არ იცი ! რადგან არ გამოგიცდია და ვერც გამოცდი ! გიფიქრია საერთოდ ჩემზე?! ისე გამწირეთ და გამიშვით თვალიც არ დაახამხამეთ ! და რის გამო?! ტრადიციების გამო! იმის გამო რომ ჩემზე ცუდს იტყოდნენ?! ამის გამო შვილი დაკარგეთ!
სიყვარულის გამო ! იმის გამო რომ არ გავთხოვდი ! იმის გამო რომ შეყვარებულთან ურთიერთობა მქონდა?!
- ვიცი ყველაფერი ვიცი ! ვიცი ! მართალი ხარ ! მაგრამ შენ არ მოგისმენია ღამით საკუთარი ქმარის ტირილი, რომელსაც ვერ ამშვიდებ, არ იცი რა უნდა უთხრა ! უბრალოდ უსმენ და ელოდები როდის დაასრულებს !
ჩვენც გვტკიოდა და ჩვენც განვიცდიდით ყველანი !
- თქვენ ერთმანეთი გყავდათ !
- ვიცი და გვაპატიე ! გვაპატიე რო ასე გაგიმეტეთ. ყველას მაგივრად მე მაპატიე და დაბრუნდი იქნსადაც შენი ადგილია!
- აქმადე რატო არ გაგიჩნდათ სურვილი რომ მეპატიებინა? რატომ მაინცდამაინც ახლა?! იმიტო რო ფეხზე ვდგავრ? იმიტო რო ცხოვრება ავიწყე? ყველაფერს ჩემით მივაღწიე და დაინახეთ რომ ცუდი არ ვარ?! არა ! ვერასდროს გაპატიებთ იმას რაც გააკეთეთ ! ჯერ საკუთარ თავებს აპატიეთ რაც ჩაიდინეთ და მერე იფიქრეთ იმაზე რომ მე გაპატიოთ ! - ქვითინით გამოვვარდი სახლიდან და ტაქსი გავაჩერე. იმდენად ცუდად ვიყავი, ვერ ვაზროვნებდი, ჩემ სახეზე წვიმდა, სულშიც წვიმდა და ალბათ არასოდეს გადაიღებდა. მონატრება ყელში მიჭერდა, ვიხრჩობოდი, მინდოდა ძველი ცხოვრების დაბრუნება, ყველაფეის დავიწყება მაგრამ ვერა, არ შემეძლო. იმდენად ძლიერი არ ვიყავი რომ ყველაფერი დამევიწყებინა.
- დახმარება ხომ არ გინდათ? - ყრუდ მომესმა მძღოლის ხმა რომელიც გაკვირვებული მიყურებდა, უარის ნიშნად თავი გავუქნიე და სახე ხელებში ჩავრგე, ყელში რაღაც მახრჩობდა და მინდოდა ხმაამაღლა მეღრიალა.
*
კარებში შესულმა მაშინვე ამოვხეთქე და ხმამაღლა ტირილი დავიწყე, ვქვითინებდი ისე როგორც არასდროს, ბუნდოვნად მახსოვს მტვრევის ხმა
ღრიალი
მტვრევის ხმა
ისევ ღრიალი
და ისევ მტვრევის ხმა.
ყველაფერს ვამტვრევდი და დაგროვილ ტკივილს ვაყოლებდი.
ემოცეიებისგან დაცლილი ისევ ვერ ვჩერდებოდი.
ტირილისგან ხმა წრთმეული
ისევ ვტიროდი და არც მახსოვს უკვე მერამდენედ ვსროდი კედელს ლარნაკებს.


**
- რა ჯანდაბააა? - დანიელის ხმა მომესმა, რომელიც კარებში გაოცებული იდგა და დამტვრეულ ნივთებს უყურებდა.
- ნატა !? რა ხდება? - ჩემ წინ ჩაიმუხლა და თმებზე მომეფერა
- ცუდად ვარ -
- ამოვისლუკუნე და მთელი ძალით, მთელი გრძობით და მთელი არსებით ჩავეხუტე?
- დაწყნარდი და მომიყევი რა მოხდა!
- ცუდად ვარ, ძალიან ცუდად ვარ.
- კარგი, მოდი ახლა დაიძინე, დაწყნარდები და დამშვიდებული მომიყვები რა მოხდა კაი?
- არ მინდა.
- ყავას გაგიკეთებ გინდა? ან წყალს მოგიტან?
- არაფერი არ მინდა.
- კარგი მაშინ დაიძინებ. - ხელში ამიყვანა და ოთახისკენ წავიდა.
საწოლზე ფრთხილად დამაწვინა და პლედი დამაფარა.
- არ წახვიდე კაი?
- არ წავალ, მეც შენთან ერთად დავიძინებ - გვერდით მომიწვა და ჩამეხუტა, თმაზე თამაში დამიწყო, ცალი ხელი ჩემს თითებში ახლართა და თავზე მაკოცა.


*
საშინელმა თავის ტკივილმა გამაღვიძა,
თვალებზე თითქოს ლოდები მადევსო,
ძლივს გავახილე და ბუნდოვნად დავინახე ოთახში შემოსული სხივი,
შემდეგ დანიელის მძიმე სხეული,
ადგომა დავაპირე,
დანიელს გაეღვიძა და უკან დამაბრუნდა,
თავისი მძიმე ხელები მომხვია და მოკალათდა:
- სად მიდიხარ?
- მოვწესრიგდე უნდა
- დაიკიდე, დაისვენე ცოტახანს
- წარმომიდგენია რასვგავარ და თვალები როგორი დასიებული მაქვს
- თვალებ დასიებულიც ყველაზე კარგი ხარ
- არ მიყვარს როცა ესე ვარ
- სალაპარაკო რომ გვაქვს ხო იცი?
- კი, მაგრამ ახლა არა. საღამოს როცა სახლში მოვალ.
- ასეთ მდგომარეობაში სამსახურში წასვლას აპირებ?
- კი, ახლა ვერ გავაცდენ, ერთი დღეა დავიწყე.
- მშურს შენი პასუხისმგებლობა. მაშინ ყავას გაგიკეთებ და დავლიოთ კაი?
- იყავი, მე გავაკეთებ და აივნზე დავლიოთ. თუგინდა რამეს მოგიმზადებ და ჭამე
- არმინდა, ყავას დავლევ.
- კარგი.


*
ყველაფერს მავიწყებდა ერთი შონიასთან გატარებული დილა.
აივანზე ვიდექით და ყავას ვსვამდით
- ყველაფერი შემიძლია დავთმო ასეთი “დილებისთვის” - ღიმილით მითხრა და ყელში ცხელი ტუჩები მომაკრო
- მეც. ყველაფერი ცუდი მავიწყდება.
- მემგონი ჩემზე დამოკიდებული ხდები
- დიდიხანია შენზე დამოკიდებული ვარ
- მაშინ მომწონს რომ ჩემზე დამოკიდებული ხარ.
- იცი რო ძალიან მიყვარხარ?
- შენ იცი რომ ყველაზე ლამაზი ხარ?
- ვიცი. და ის თუ იცი რომ ყველაზე სიმპატიური არსება ხარ კაცთა მოდგმაში?!
- კაი, მეტს ვეღარ ვიფიქრებ. - გაეცინა და ხელები წელზე შემომხვია - არასდროს ვიყავი რომანტიული და ესეთი რაღაცეებიც არასდროს მითქვამს, მამენტ სულ ნაშები მყავდა და ვისთვის უნდა მეთქვა.
- გასწავლი.
- შენ?
- მე რა?
- გყვარებია ვინმე?
- მაგაზე საღამოს კაი?
- ანუ კი ხო? კაი ტო იყოს საღამოს
- კაი გავემზადები და წავედი
- მიდი და გაგიყვან


**
- რას აპირებ დღეს? - ვკითხე დანიელს და მანქანის კარები ნახევრად გავაღე
- ისევ შენთან წავალ და დავიძინებ.
- ლექციები არ გაქვს?
- დღეს დავიკიდებ
- კაი წავედი მაშინ - ვაკოცე და მანქანიდან გადავედი.
- რო მორჩები დამირეკე, მოგაკითხავ.


**
ლექციას ვკითხულობდი დანიელის შეტყობინება რომ მივიღე,
თავისი ფოტო, ჩემ ბალიშთან ჩახუტებული
“შენი სუნი აქვს”

^
შუა ლექციაზე გაშტერებული ვიყავი და 18 წლის გოგოსავით ვიღიმოდი ყურებამდე.
- მისის ნატალია have u a boyfriend? - ერთ-ერთი ბავშვის ხმამ გამომარკვია ბედნიერების ბურუსიდან
- yes i have a boyfriend

უცნაურად გაიჟღერა ჩემს ყურებში კითხვამ, მაგრამ სასიამოვნო მოსასმენიც იყო მავდროულად, ხო, მე შეყვარებული მყავდა დანიელ შონია და ის ყველაზე კარგი რამ იყო ჩემს ცხოვრებაში.
ყველა და ყველაფერი ერთად იყო.
მაოცებდა მისი ყოველი თვისება. საოცრება იყო.
დიახ !
ნამდვილი საოცრება !
რომელიც ჩემს ცხოვრებაში შემოიჭრა !
ამრიაა !
თავგზა ამიბნია და თავი შემაყვარა !
შემაყვარა მთელი არსებით და მთელი
გრძნობით !
ჩემთვის ყველაფერი იყო
ცაც,
მიწაც,
ვარსკვლავებიც,
მზეც,
მთვარეც,
და საერთოდ მთელი სამყარო !
ხო ის იყო დანიელ შონია !
და ის იყო ჩემი დანიელი !
ჩემი შეყვარებული დანიელ შონია !




გამარჯობათ, მომენატრეთ, ველოდები შეფასებას.
წინასწარ ბოდიში გრამატიკული შეცდომებისთვის და ა.შ ხარვეზებისთვის.
იმედი მაქვს მოგეწონებათ.
სახელზე ძალიან ბევრს ვფიქრობდი და ბოლოსს მაინც მარტივი და გასაგები სახელი ავარჩიე.
იმედია ძალიან ბანალური არ არის.
დამიწერეთ შეფასებები, გავითვალისწინებ.
და ხო გაგრძელება იქნება.



№1 სტუმარი სტუმარი Yagam

ცოტა არიყოს ბანალური სიუჟეტი აქვს, სიმართლე რიმ გითხრა აიი სათაურიდანვე რომ ეტყობა, თუმცა მეგონა რომ რამე შეუთავსებელ კატასტროფას წავიკითხავდი, მაგრამ იმედი გამიცრუვდა დაგეტყვი რომ არ გაქვს წერის ცუდი მანერა, პირიქით შევატყე რო შეგიძლია, მაგრამ აშკარად დასახვეწიხარ... თუმცა ამას ეშველება. ამ შენიშვნებს წყენად ნუ მიიღებ (ძირითადად წყინთ ხოლმე და თუარ გეწყინება და რჩევად მიიღებ შენთვის უკეთესი) რაც შეეხება გრამატიკას, არის შეცდომები, მაგრამ არაკატასტროფა. დიდი იმედი მაქვს შემდეგში უფრო დახვეწილ ნაშრომს ვიხილავ... წარმატებები.

 


№2  offline წევრი Stranger things

რაც მთავარია ძალიან ლამაზი წერის სტილი გაქვთ blush მე პირადად ძალიანაც მომეწონა და აუცილებლად ველი გაგრძელებას, იცოდეთ არდადეგები არ გაიგრძელოთ sweat_smile heart_eyes

 


№3 სტუმარი სტუმარი ანნა

ისტორია ძალიან მომწონს.
ერთადერთი, რაც თვალში ცუდად მხვდებოდა იყო "რო". იმედია, შემდეგ თავში აღარ იქნება.

 


№4 სტუმარი ელეე

სიყვარულიკობაა აი ტკბილიც და ემოციურიც გრამატიკულ შეცდომებს რაც შეეხება მაგას შენც გამოასწორებ♡☆

 


№5  offline წევრი albioni

Rodis dadeb shemdegs? Ubralod idealuria❤

 


ელეე
სიყვარულიკობაა აი ტკბილიც და ემოციურიც გრამატიკულ შეცდომებს რაც შეეხება მაგას შენც გამოასწორებ♡☆


მადლობა უდიდესიი

სტუმარი Yagam
ცოტა არიყოს ბანალური სიუჟეტი აქვს, სიმართლე რიმ გითხრა აიი სათაურიდანვე რომ ეტყობა, თუმცა მეგონა რომ რამე შეუთავსებელ კატასტროფას წავიკითხავდი, მაგრამ იმედი გამიცრუვდა დაგეტყვი რომ არ გაქვს წერის ცუდი მანერა, პირიქით შევატყე რო შეგიძლია, მაგრამ აშკარად დასახვეწიხარ... თუმცა ამას ეშველება. ამ შენიშვნებს წყენად ნუ მიიღებ (ძირითადად წყინთ ხოლმე და თუარ გეწყინება და რჩევად მიიღებ შენთვის უკეთესი) რაც შეეხება გრამატიკას, არის შეცდომები, მაგრამ არაკატასტროფა. დიდი იმედი მაქვს შემდეგში უფრო დახვეწილ ნაშრომს ვიხილავ... წარმატებები.

მიხარია ცოტა თუ მოგწონს, შევეცდები და იმედია გამომივა

 


№7  offline წევრი Rania

Zalian kargad cer. Imedia ardaagvianebb. Iseti chamtrevi siujeti aqvs arc mimiqcevia yuradgeba shecdomebistviss. Male dade raaaa
--------------------
Q.qimucadze

 


№8 სტუმარი სტუმარი ბარბარა

მანიფიკ ! ფრ.შესანიშნავია გასაოცარია. მეტი ვერაფერი სიტყვა ვერ უხდება. მოუთმენლად ველი, მალე დადე და ნუ გაწელავ 2-3 დღეს ფლიზზზუს <3

 


უდიდესზე უდიდესიიი მადლობაა

 


№10 სტუმარი იაკოოო

ველი გაგრძელებას მოუთმენლად

 


№11 სტუმარი Anna

გააგრძელე, რა!

 


ულამზესი და უსაყვარლესი ისტორია

 


№13  offline წევრი Ανάξιος

რაღაცნაირად კარგი წასაკითხია <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent