შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ ჩემი ხარ (4)


28-07-2019, 20:12
ავტორი sanikidzi
ნანახია 1 848

სულ ასეთი ვიყავი. იმპულსური და ემოციური. ყოველთვის ემოციებს ვყვებოდი და ვერ ვაანალიზებდი ჩემს ქმედებებს. მაგრამ,სიმართლე რომ გითხრათ, არასდროს არაფერი მინანია. ახლაც უდიდეს ბედნიერებას ვგრძნობდი იმ ძუ*ნას თავისი რო მივაღებინე. სამაგიეროდ ბევრს აღარ ილაპარაკებს. და ზოგადადაც ყველამ უნდა იცოდეც ჩემი გაბრაზება რომ არ შეიძლება.
კაფედან გამოვვარდი და სადღაც წავედი. მნიშვნელობაც არქონდა, უბრალოდ უნდა დავმშვიდებულიყავი. არც იმაზე მიფიქრია რომ ვიღაცა უკან გამომყვებოდა. მაგრამ ეს რომ ლუკა იქნებოდა ეგ საერთოდ აზრადაც არ მომსვლია.
- შტერო! - სიცილეთ მომაძაღა და თავისკენ შემაბრუნდა
- აუუ გადი რაა! - უსიამოვნოდ დავიჭყანე. ლუკამ ხელი გამიშვა და სიცილი ატეხა. კაი ხანი იცინოდა. მერე სკამზე დაჯდა და ფეხი-ფეხზე გადაიდო
- არ დაჯდები!?- ირონიით შემომძახა. მეც მოწყვეტით დავეშვი სკამზე.
- რატო მყავხარ ასეთი გიჟი?
- შენ რო გყავდი მაშინ წყნარი ვიყავი
- არ იყავი - ისევ ჩაიცინა. - რა მოხდა?
- რა მნიშვნელობა აქვს!? აღარ განმეორდება მეორეთ - ამაყად წარმოვთქვი და ლუკას გავხედე. მიყურებდი ისევ ისეთი მზერით. ჩემზე გიჟდებოდა და ეს კარგად ვიცოდი. ეს მზერა ყველაფერს ამტკიცებდა. რაც არ უნდა ეთქვა ან გაეკეთებინა, ერთი ესეთი გამოხედვა და უბრალოდ ვდნებოდი. ლუკა რთული ხასიათების იყო..ყოველთვის, ყველასთან. მე კიდევ ალბათ, იმიტო შემიყვარდა, რომ ჩემთან სულ სხვანაირი იყო. მე ვუყვარდი და ამას მთელი არსებით მაჩვენებდა.
- რაიყო?
არაფერი მიპასხა. იჯდა და უბრალოდ ისევ ისე მიყურებდა. მერე ფეხზე წამოდგა.
- ხელო მომეცი- თავისი მტევანი გამომიწოდა. ამდენი ხანია არ შევხებივარ. ისე ნაზად მომკიდა და წამომწია, ტანში ჟრუანტელმა დამიარა. ჩემი მტევანი თავისაში აათამაშა. ნაზად მიმიზიდა და მისი მკერდის სიმაგრე ვიგრძენი. სულ ორი წამი დამჭირდა რომ მისი აჩქარებული გულის ცემაც გამეგო. სასწაული სუნი ასდიოდა. რამდენი ხანია არ მიგრძვნია ეს სუნი. ამ ყველაფრისგან ტანზე ჟრუანტელი არ მინელდებოდა. თმებში ხელი შემოცურა და კიდევ უფრო ძლიერად მიმიხუტა.
- იცი საერთოდ როგორ მომენატრე? - ყურში ისე ჩამჩურჩულა სულ დამბურძგლა.
ვერაფერი ვუთხარი. ყველაფერი თავიდან დაიწყო. თავიდან სულ ასე ხდება. ყოველთვის მრცხვენოდა მეთქვა რომ მიყვარდა, ან მენატრებოდა. და ახლაც ასე. უბრალოდ ვერაფერი ვუთხარი. არც იყო საჭირო, ისედაც ყველაფერი იცოდა.
- ნანამ მითხრა რომ ისევ გიყვარვარ და მარტო მაგიტო შეგირიგდები
- ოოო დაახვიე რაა! - ხელი ვკარი და თავი გავითავისუფლე.
- კაი რა იყო! ჩამეხუტე - სიცილით ისევ თავისკენ მიმიზიდა.
- მითხარი, გიყვარვარ? - ცოტახნის მერე ძლივს გასაგონად მკითხა. რათქმაუნდა არაფერი ვუპასუხე. ვერაფერი ვუპასიხე.
- ვიცი რომ ყველაფერი ჩემი ბრალია და მინდა გამოვასწორო. ამიტომ უნდა მითხრა გიყვარვარ თუ არაა? - ოდნავ უკან გაიწია და შემომხედა
- მიყვარხარ- ძლივს გასაგონად ვთქვი.
- მინდა რომ გამიძლო.. გეფიცები ისე მეყვარები სხვა ვერავინ შეგიყვარებს... ოღონდ მითხარი..გამიძლება? - ლუკა ასეთი სერიოზული არასდროს მინახავს. ყოველთვის, ყველაფერს აგდებულად ეკიდებოდა. ვიდექი და ვუყურებდი.
- გაგიძლებ- ვიცოდი რომ ვერ გავუძლებდი. ვიცოდი რომ ისევ დამთავრდებოდა ყველაფერი, მაგრამ ახლა მინდოდა რომ ჩამხუტებოდა და არსად გავეშვი.

- ესს რაააიყოო ეეეეე!? - ნიკამ თმაში ხელები შეიცურა, თან დებილივით იცინოდა
- ღმერთო რადავაშავე ასეთი არანორმალური დაქალი რომ მყავს? - ხელები გადავაჯვარედინე და მაღლა ავიხედე
- აუუ რა გამოტივე სანდრიკს შენხო აზრზე არ ხარ - სანდროს გაგონებაზე თავი ისევ დავხარე. გუშინდელი საღამოს მერე არსად გამოჩენილა. აივანზეც ვიყავი გასული მაგრამ არც იქ იყო.
- მერე მომიყევი რაა - სანდრო ნიკას აცდა და პირდაპირ ჩემსკენ წამოვიდა.
- ხვალ გცალია? ბილეთები ვიყიდე
- მცალია კი - მორცხვად ავათვალიერე და ჩავუღიმე.
- ძალიან კაი - იმანაც ჩამიღიმა და ხელები შარვლის ჯიბეში ჩაიწყო
- ნანა სახლში გაგაცილოთ? - მყუდროება ნიკამ დაგვირღვია დაჩაეჩხირა.
- არა იყოს ავალ მარტო - ნიკას გავხედე,მერე სანდროს - დროებით - ორივეს გამოვემშვიდობე და სახლში წამოვედი. ტელეფონი ამოვიღე რომ ჩემი არანორმალური დაქალი მომეკითხა. სად წავიდა საერთოდ არ ვიცოდი
- სად ხარ !? - ცოტა მკაცრად ვკითხე ყურმილი როცა აიღო
- შენთან გამოვალთ მე და ლუკა მალე
- შენ და ლუკა!? - წარბები დავქაჩე
- მოგიყვები რო ამოვალთ - მითხრა და ტელეფონი გამითიშა.


სახლაში ავედი. სადარბაზოში თვალი ნანას კარისკენ გამეპარა. გამახსენდა როგორ მომეჯახა იმ დღეს და ჩამეცინა. სახლში რომ შევედი, დედაჩემი და ელენე ისხდნენ და რაღაცაზე საუბრობდნენ.
- მოხვედი? - ზრდილობიანად ჩამიღიმა დედაჩემმა. ვერ ვიტანდი მის ამ აფერიატულ თავაზიანობას. ვერ ხედავს რო მოვედი?
- შენ აქ რა გინდა? - ცოტა თავხედურად მომივიდა
- დღეს აქ დავრჩები- ისე ვზრდილობიანად გამიღიმა - საჭმელი მოვამზადე, თუ გშია ჭამე.
- დედის როლი არ გიხდება თეო- მაცივარი გამოვაღე. ასეთი სავსე, რაც გადმოვედით, არ ყოფილა
- მოვირგებ, სად წავალ- ადგა და ფანჯარასთან მივიდა, გამოაღო და სიგარეტს მოუკოდა. ცერად გავხედე.
- სასაცილოა არა? დედაშენი ეწევა და შენ არა- ჩამიცინა. არაფერი ვუპასუხე. სასტუმრო ოთახში გავედი და ელენეს მივუჯექი
- რა ხდება? - ვიცოდი რო სიმართლეს მეტყოდა
- არვიცი სანდრო, მოვიდა და გამომიცხადა აქ დავრჩებიო - ჩურჩულით მიპასუხა - მერე სამზარეულო დაიკავა. - მხრები აიჩეჩა.
მე და დედაჩემს არასდროს გვქონდა ნორმალური ურთიერთობა. ასე ხდება ხოლმე, მდოდარ ოჯახებში. ის სულ სადღაც დადიოდა და ბავშვებს ყურადღებას არასდროს აქცევდა. ფული და სახელი მისთვის ყოველთვის ჩვენზე მნიშვნელოვანი იყო. მამაჩემი მხოლოდ ფორმალურად იწოდებოდა მამად. დედაჩემს ყოველთვის თავის ჭკუაზე უყვარდა ყველაფრის გაგეთება, ამიტომ ოჯახშიც ის იყო უფროსი. ამჯერად დილით დედაჩემმა გამაღვიძა.
- ადექი, ჩაიცვი უნდა წავიდეთ- ეს მითხრა და ოთახიდან გავიდა. პირველივე რაც ხელში მომხვდა ამოვიცვი და გავედი. დღეს ცხრაზე, მე და ნანა,კინოში მივდიოდოთ, ამიტომ სადღაც წასვლაზე ლაპარაკი ზედმეტი იყო.
- მე არსად არ წამოვალ - თამამად ვთქვი იმ იმედით რომ დღესაც გამივიდოდა
- დროზე ჩაიცვი, შენი კაპრიზები ნერვები არ მაქვს - მკაცრი ტონით გამომიცხადა დედაჩემმა.
- ვერ წამოვალ თქო!-შევუღრინე
- სანდრო!ახლავე ჩაიცვი ნუ მაბრაზე! გეყოფა რაც გაგივიდა.
ასეთი ტონით, დედაჩემი იშვიათად მელაპარაკებოდა. ვიცოდი აზრი არ ქონდა რამის თქმას, მაინც თავისას გაიტანდა. ამაში მე და დედაჩემი ვგავდით.
აუტანელი საღამოები. ფულიანი მამიკოები და დედიკოები ერთმანეთს რომ ეაფებრისტებიან. ვისაც უფრო მეტი ფული აქვს, უფრო ფართოდ უღიმიან. ფუფუნებას მიჩვეული, გათავხედებული შვილები, რომლებსაც ჩემსავით არ უყვარდათ ასეთი შეკრებები და უსიამოვნოთ გაადაატრიალებდნენ ხოლმე თვალებს. მთელი საღამო ვიჯექი იმ იმედით, რომ ცხრისთვის კინოში მისვლას მოვასწრებდი. ფეხ ნერვულად ვათამაშებდი და ყოველ წამს საათს ვუყურებდი.
- სანდრო შენ რას აპირებ? - თავაზიანად მკითხა ერთ-ერთმა ქალმა რომლის სახელიც უკვე დამავიწყდა.
- ბიზნესი- დედაჩემს გავხედე, რომელმაც რათქმაუნდა ჩემმაგივრად უპასუხა - ამისთბის ბევრს ვაკეთებ - ხელი-ხელზე დამადო და გაიღიმა.
ცხრას გადაცდა. ნერვიულობა აშკარად შემეტყო. ფეხი კიდევ უფრო ნერვულად ავათამაშე. დედაჩემმა შემამჩნია და მკაცრი გამომეტყველებით მანიშნა, დავმშვიდებულიყავი. როგორც იქნა სახლში წამოვედით. უკვე თორმეტი იყო. სადარბაზოში სწრაფად ავირბინე და მაშინვე ნანას კარებს ვეცი. ზარი ნერვულად დავაზარუნე. კარები ანიმ გამიღო
- ნანა სახლშია?- თავალები სასტუმროსკენ გავაპარე
- სანდრო, წადი კაი? - მშვიდი ტონით მითხრა და მაშინვე დაფეთებულმა გავხედე
- აუუ დაუძახე თუ სახლშია რაა, სალაპარაკო მაქ- მოუსვენრად ვიდექი და ტუჩები სულ დავიჭამე. ანი ცოტახანი მიყურებდა, მერე სახლში შევიდა და ცოტახანში მის მაგივრად ნანამ გამოაღო კარები. გაქვავებული მზერით მიყურებდა. აშკარად ეტყობოდა რომ ცდილობდა არ აფეთქებულიყო
- ნანა მომისმინე გეხვეწები! - ტუჩების ჭამას თავი დავანებე და ხელები მისკენ წავიღე
- გაწიე ხელი!- უხეშად შემომძახა.
- აუუ დავიპალარაკოთ რაა!
- მიდი, გისმენ
- არ ვიყავი სახლში, მართლა ვერ მოვახერხე მოსვლა!- ამაზე ნანამ ხმამაღლად ჩაიცინა
- კაი რაა! - ხელები გადააჯვარედინა - გაიღადავე გეყოფა. ჩაგეთვალა,სასაცილო იყო! საღოლ! ოღონდ ეხლა ნუ იგონებ სისულელებს და დამანებე თავი.
- აუუ ვაბშე არასწორედ ფიქრობ რაა - ისევ ავნერვიულდი - მომისმინე გეხვეწები!
- სანდრო წადი აქედან! - ტონს აუწია - იცი რამდენი ხანი გელოდებოდი!? ორი საათი, სანდრო! ორი საათი! ვიდექი იქ დებილივით და გელოდებოდი! - მიყვიროდა და გაავებულ თვალებს არ მაშორებდა - დაახვიე ეხლა აქედან და მეორედ აღარ დამენახო! - უკან დაიხია და კარები ძლიერად მოაჯახუნა.

ანიმ დამირეკა და სახლში მაშინვე ავედი. სასტუმრო ოთახში ანი იჯდა მარტო
- ნანა სადაა? - მივედი და ვაკოცე
- ოთახში ძინავს - რაღაც მოწყენილმა მიპასუხა
- რაიყო? მოხდა რამე? - წარბები შევკარი
- სანდროს ნანა მოსწონს ჰო იცი? - გამომხედა.
- ნანას არმოსწონს მერე? - სავარძელზე დავწექი და თავი მუხლებზე დავადე
- კი მოსწონს, მაგიტო უნდა დაელაპარაკო სამდროს- ხელი ნაზად შემიცურა თმებში და თვალები დავხუჭე
- მოხდა რამე?
- დაელაპარაკე რაა
- კაი პატარა- ხელი გამოვართვი და ნაზად ვაკოცე.
- საჭმელი არ გშია? - ანი ფეხწე წამოდგა
- აუუ კი დეე ! - ცალყბად ჩავუცინე და სამზარეულოში შევყევი - ნათია გაავებული დადის
- ძალიანაც კარგად დადის- შემობრუნდა და მაგიდას დაეყრდნო. ხელები ნაზად შემოვხვიე წელზე და ვაკოცე. მერე დაბლა ჩავაცურე ხელები და მაგიდაზე შემოვსვი.
- ცოტა დამძიმდი - კიდევ ვაკოცე
- ხელში აღარავის ავუყვანივარ და გასუქებას გზა მივეცი - სიცილით მითხრა
- არ ისეთი მძიმეხარ ჩემ ოთახამდე რომ ვერ მიგიყვანო - ისევ ჩავიცინე
- აბა ცადე - წარბი ამოწია და ცალყბად გამიცინა.

----
ოდნავ პატარა მომივიდა და ბოდოშს გიხდით. კიდევ შეიძლება შემდეგი თავების დადება დამაგვიანდეს, ყველანაირად ვეცდები არ გავწელო ❤️



№1  offline წევრი Lurjtmiani

Au dzan sayvarlebi arian ani da luka ai udayvarlesebi ❤️. Nana da sandro xo vafshe dzan kargebi jqnebian cota mewyina rom ar mousmina sandros ❤️ tumca ertianibashi kargia kargad wer ❤️ ❤️

 


№2  offline წევრი sanikidzi

Lurjtmiani
Au dzan sayvarlebi arian ani da luka ai udayvarlesebi ❤️. Nana da sandro xo vafshe dzan kargebi jqnebian cota mewyina rom ar mousmina sandros ❤️ tumca ertianibashi kargia kargad wer ❤️ ❤️

მადლობა დიდი ❤️

 


№3 სტუმარი სვით ჰოუმ

აუუ ძაან მაგარია. უ ეცად რო სანდრო და ნანუკა აეჭვიანო. მთლიანობაშიძან კაია. წარმაატბები იმედი მაქვს არ დააგვიანებ მლუთფენლად გელი????<3

 


№4  offline წევრი sanikidzi

სვით ჰოუმ
აუუ ძაან მაგარია. უ ეცად რო სანდრო და ნანუკა აეჭვიანო. მთლიანობაშიძან კაია. წარმაატბები იმედი მაქვს არ დააგვიანებ მლუთფენლად გელი????<3

მიხარია რომმოგეწონა ❤️

 


№5  offline წევრი Yagam

ანუ წყვილებს როცა ეხები უფრო მეტი ემოცია გვაჩვენე ასე უფრო რეალისტური და თემატური იქნება. სხვამხრივ კარგიხარ

 


№6  offline წევრი sanikidzi

Yagam
ანუ წყვილებს როცა ეხები უფრო მეტი ემოცია გვაჩვენე ასე უფრო რეალისტური და თემატური იქნება. სხვამხრივ კარგიხარ

შევეცდები

Yagam
ანუ წყვილებს როცა ეხები უფრო მეტი ემოცია გვაჩვენე ასე უფრო რეალისტური და თემატური იქნება. სხვამხრივ კარგიხარ

თუმცა არმინდა ზედმეტად ბანალური გამოვიდეს

 


№7 სტუმარი ლალა

აუუუ გთხოვ რა მალე დადე შენ მაინც არ დააგვიანო. ყველა აგვიანრბს გ5ხოვ ველი სულმოუთქმელად

 


№8 სტუმარი სტუმარი ნინო

აუუ გთხოვ მალე დადეე მაგარი იყო ძაან ❤❤

 


№9  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

როდის გვაღირსებ

 


№10  offline წევრი sanikidzi

მალე დაიდება, ბოდიშს გიხდით უბრალოდ ინტერნეტის გამო ვერ ვახერხებ დადებას

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent