შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნოსტალგია


31-07-2019, 03:43
ავტორი Frigga
ნანახია 9 650

ბევრი ისეთი ისტორია დავაგროვე, რომელიც ვერ დავასრულე და მკითხველს გული დავწყვიტე, ამიტომ გადავწყვიტე დავბრუნდე და წერა ისევ დავიწყო, იმედია მოგეწონებათ.
ფანჯრებზე სქელი ფარდები ჩამოეფარებინა, ღამის ფარანი ბუნდოვნად ანათებდა ოთახს, თამბაქოს კვამლი ნისლივით დაცოცავდა ოთახში და უფრო დაბურულს, ბუნსოვანს ხდიდა გამოსახულებას.
ჯეიმსმა კარი ხმაურიანად შეაღო, სახეზე ხელ აფარებულ ჯონათანს გაკვირვებით შეხედა და კარის დასახურად მიბრუნდა, 
- შენ ხარ? თითქოს იმედგაცრუებული იყო მასთან შეხვედრით.
- ხო, რა იყო ცუდ დროს, ხომ არ კოვედი?
სავარძელზე მსუბუქად დაეშვა რატი.
- არა.. დღეს რა დღეა? კალთაში ჩადებული წიგნი დახურა და გვერდით მაგიდაზე გადადო.
- ოთხშაბათი.
რბილად უპასუხა .
- რიცხვი და თვეც მითხარი.
- ოთხშაბათია, თექვსმეტი ივნისი.
გაკვირვებით მიუგო ალექსმა და იქვე ტუმბოზე მდგარ ვაზას, რომელიც საინტერესოდ მოეხატა ჯონათანს, ხელი დაუსვა.
- თექვსმეტი ივნისი?
გაკვირვებით ამოილუღლუღა.
- რა იყო, რამე მოხდა?
ხმა შეეცვალა რატის, წამიერად ხასიათი წაუხდა, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ ტყუილად ნერვიულობდა, რადგან მისი ხმის ცვლილებაზე ჯეიმსმა გულიანად გაიცინა.
- არაფერი, უბრალიდ ორი თვეა გარეთ არ გავსულვარ.
არაფერი იაეთი, მისთვის ეს ჩვეული მოვლენა იყო.
ჯონათანი ცოტა უცნაური ადამიანი გახლდათ, ქალაქში მას გიჟსაც ეძახდნენ, უცნაური იყო და ამას ვერ ეგუებოდა საზოგადოება ნუ არც ისე უცნაური, მაგრამ საქართველოსთვის და მითუმეტეს ისეთი ქალაქისთვის როგორიცაა თბილისი, ალბათ გიკვირთ, რადგან თბიკისი ზედმეტად დიდია იმისთვის, რომ ერთ ადამიანს (ყველა) გიჟს უწოდებდეს, ყველაში მხოლოდ ისინი მოიაზრებოდა, ვინც იცნობდა მის ნამუშევრებ,ცოტა ზედმეტად გამორჩეული იყო.
ჯონათანი ხელოვანი იყო, მის ნახატებს ბევრი ვერ იგებდა, კონკრეტულად არაფერს ხატავდა, ამიტომ ყველას არ შეეძლო მისი ნახატების ამოცნობა, ზამთარ-ზაფხულ დიდი ბათინკებით, გერებით თითქოს დასვრილი,ფართე ჯინსით და შავი მაისურებით დადუოდა, Marlboro-ს ეწეოდა, ხალხში იშვიათად გამოდიოდა და თუ გამოდიოდა მხოლოდ იმ ადგილებში სადაც კომფორტი და სიწყნარე იყო, მოკლედ, რომ გითხრათ ცოტა მოსაწყენიც ჩანდა, არ უყვარდა ხალხმრავალი ადგილები, არც ბევრი მეგობარი ჰყავდა, მაგრამ არ იყო უტაქტო და უხეში, კითხვაზე რატომ არ ჰყავდა ბევრი მეგობარი ერთი პასუხი ჰქონდა, "ყველას მეგობარი, არავის მეგობარი არარის" საინტერესო მოსაუბრე გახლდათ, მაგრამ იშვიათად მოლაპარაკე, მხოლოდ საჩაიეში თუ მოჰკრავდით თვალს, დიდი ჭიქით ხელში, რომელშიც თურქული ცხელი ყავა ესხა, ყველგან თავის კვალს ტოვებდა, მაგრამ უკაბ არასდროს მიუხედავს, ფხრიწიანი, უცხო ხმა ჰქინდა, ყველასგან გამოარჩებდით, თუმცა თვითონ არც ისე გამირჩეული არ იყო სტილით, მის დანახვაზე უბრალოების და კომპორტის გრ
ძნობა ერთად გაიღვიძებდა თქვენში.
ახლა კი იჯდა სავარძელში და ანთებული ბუხრუს წინ მდგარ ნახატს თვალებ დავიწროებული ხან აქედან და ხან იქიდან შეხედავდა ხოლმე.
- ორი თვე? ცინიკურად გაეცინა რატის..
- ხო ორი თვე. ფეხზე წამოდგა, ჭუჭყიანი ფუნჯები მაგიდიდან წამოალაგა და კედელზე მიკიდული ჩანთისკენ წაიღო.
- დალევ რამეს? წამიერად ხასიათზე მოვიდა ჯონათანი.
- კი დავლევ. დინჯად დაეთანხმა რატი და სავარძელში უფრო კომფორტულად მოთავსდა.
- ვისკი, ლუდი თუ წითელი ღვინო!?
მაცდურად შეხედა რატის და ეშმაკურად გაიღიმა, რატისთვის სულ ერთი იყო, მას უბრალოდ დალევა უნდოდა, აი ჯონმა კი სასმელის უბრალოდ დალევა არ იცოდა. სიტუაციას რაც უხდებოდა იმას სვამდა და თანაც ზომიერად.
ღვინის დახვეწილი ჭიქები გამოიღო ბარიდან და ბოთლის გახსნის შემდეგ ნახევრად აავსო.
- მიირთვი, ეს კარგად გამოგათრობს.
თვალი ჩაუკრა და მაგიდაზე ორი ჭიქა ბრთხილად დაალაგა, შენ რას შვები შენს საქმეს ხო აგრძელებ?
დაუბრუნდა სავარძელს და მაგიდიდან ჭიქა აიღო.
- ხო, ვცდილობ, როგორც შემიძლია, ბოლოს და ბოლოს ოთხმოცდაათიანი წლებივით აღარ მიჭირს, საშინელი პერიოდი იყო, გახსოვს? მე და ალექსი მაშინ ნინის ვზრდიდით.
- რათქმაუნდა, ეს ყველა ოთხმოცდაათიანელისთვის ცნობილია, ისიც მახსოვს ნინი რა პატარა იყო, საწყალი.
წამიერად ორივე დადუმდა.
- გახსოვს? გურიკა, რომ მოკლეს? ამაზე დიდი ტრაგედია არ მინახავს იმის შემდეგ, სულ მილიმეტრებში ამცდა ტყვია, თვალები დავხუჭე და რომ გავახილე მეგონა, რომ უკვე აქ აღარ ვიყავი.
ხმა აუკანკალდა რატის.
- მახსოვს, მისი გვამი ერთად გავიტანეთ ნანგრევებიდან, მამამისი ძლივს , შიშისგან, მწუხარებისგან, ჯერ ვერ იჯერებდა, ახალად გაციებულ შვილის გვამს ეხებოდა, არასდროს დამავიწყდება მისი სახე.
ერთი შეაკანკალა რატის და ღვინო ნელა მოსვა.
- არა რა.. გახსოვს რადიოში, რომ ვიჭერდით, Beatles- ს და Rolling Stone- სს? 
გადაიხარხარა რატიმ, რომელიც უკვე მეორე ჭიქას სვადა.
- კი მახსოვს, ბოლოსკენ ქართული რეპიც წამოვიდა..ექს-სენი და თიკო.
ამაზე ორივეს სიცილი წასკდათ, ერთხანს იცინოდნენ. 
უკვე მოსაღამოვებულიყო, ისე მალე გაეპარათ დრო, რომ ვერცერთმა მოასწრო საუბრით გული ეჯერა.
- მისმინე, უკვე გვიანია, უნდა წავიდე, ამ კვირაში შეიძლება ისევ პატარა კონცერტი დავგეგმო.
- ძალიან კარგი, წარმატებებს გისურვებ..
ხელიდან მაგიდაზე დადო ჭიქა და სტუმარს კარისკენ გაყვა.
ამ შეხვედრის მერე კარგახანს აღარ ეცალათ ერთმანეთისთვის, ჯეიმსიც თავის სტუდიაში მუშაობდა, უნდოდა რაღაც ახალი შეექმნა, ნინის უვლიდა, ნართალია უკვე დიდი გოგო იყო, მაგრამ მაინც, არც რატი იყო მაინც და მაინც ერთფეროვანი, მუსიკას წერდა, მაგრამ ერთი პერიოდი თავი დაანება, ეს ოთხმოცდაათიანებში მოხდა, მაშინ, როცა როკს არავინ უსმენდა, ნუ სიმართლე, რომ ვთქვათ არც ახლა უსმენს ბევრი, მაგრამ მაშინ საერთოდ ვერავინ უგებდა, რადგან მას ვერც ქეიფზე ჩართავდნენ და ვერც რაიმის ფონად გამოიყენებდნენ, მისთვის უნდა მოესმინათ, უბრალოდ მოესმინათ და გაეგოთ, მათ კი ამისთვის არ ეცალათ, ღრეობით და ქეიფით უფრო მეტ სიამოვნებას იღებდნენ.
მოკლედ, ამ პაუზის შემდეგ ჯეიმსი ახალი ნაბიჯისთვის ემზადებოდა, მაგრამ თან შიში იპყრობდა იმის, რომ შეიძლებოდა არ მოსწონებოდათ, მაგრამ მაინც არ ნებდებოდა.
რატის და ჯონათანის შეხვედრიდან ერთი თვის თავზე, ჯონათანმა გადაწყვიტა ენახა და სტუდიაში გაუარა.
კარი შეაღო და იქვე დივანზე მისვენებულ დაღლილ მეგობარს მიესალმა.
- როგორ ხარ ჯეიი? უკაცრავად, რატი?
ფაქტი დააიგნორა და ზრდილობის გამო ჰკითხა.
- რა მიჭირს. ისე ჯეის მარტო შენ მეძახი, ძველი მოგონებებია ძალიან მიყვარს შენთან შეხვედრა სწორედ ამის და სხვა მიზეზების გამო.
გახარებული წამოდგა რატი და მეგობარს გადაეხვია.
- მიხარია, თუასეა ასე თუ მოგმართე აღარ შევასწორებ ხოლმე, ისიც მიხარია, რომ გამოჩნდი.
ხელით დივნისკენ ანიშნა, ჯონათანმა დიდი მწვანე პალტო გაიხადა და საკიდზე მიჰკიდა, მერე მეგობარს გვერდით მიუჯდა და სტუდია მოათვალიერა.
- ბოლოს, რომ ვიყავი იმასთან შედარებით კარგი სიტუაციაა..
გაეღიმა ჯონს და ჩამწერ ოთახს გადახედა.
- რა ქენი? ინტერესით მიაპყრო მზერა რატის.
- ვქენი რა... ასე არ გეტყვი, უნდა მოხვიდე და მოისმინო. თვალი ჩაუკრა მაცდურად ჯეიმ.
- მაგას არაფრის დიდებით ა
რ გამოვტოვებ.
გაეღიმა ჯონს და მხარზე ხელი დაარტყა.
- ვიცი , ძმა, ვიცი.. იცი!? ძალიან მაკლდი, მაგრამ ამდენი მუშაობის შემდეგ ისე ვითლები ლამის აქვე მძინავს ხოლმე.
თავის მართკება დაიწყო ჯეიმ და უხერხულად წრიალებდა დივანზე.
- არაუშავს, განა ვინმე ჩემზე უკეთ გაგიგებს რას გრძნობ!?
გაეღიმა და მუქი კედელი შეათვალიერა.
- მყუდრო ადგილია.
- ნამდვილად. რადგან ასეთი გრძნობითი საუბარი დავიწყეთ, მინდა ლილეზე გკითხო, ისევ გაბრაზებულები ხართ?
მორიდებულად ამოილუღლუღა ჯეიმ და საზურგეს მიეყუდა.
ჯონს მომენტალურად ფერი წაუვიდა და ხმაში სევდაც შეეპარა.
- ნაჩხუბრები აღარ... ის მოკლეს.
თავი დახარა და წამიერად გაშეშდა, თითქოს დრო გააჩერა, შოკირებული ჯეი კი კითხვებს ვეღარ იტევდა.
- სად? როგორ? რატომ? რანაირად?
მიაყარა და შეუმჩნევლად მოიწმინდა ჩამოგორებული ცრემლი.
- ჩვეულებრივი ავტო ავარია, დაეჯახნენ.
აგტძელებდა თავდახრილი საუბარს და ხმაც ნელ-ნელა ეკარგებოდა, ჯეი ხვდებოდა, რომ უჭირდა საუბარი, მაგრამ ისიც ვეღარ იკავებდა თავს.
- რამდენი ხანია?
- სამთვე ნახევარია.
მოწყვეტით უთხრა ჯონმა და ნახევრად ხმა ჩაწყევილი თითებს იტეხდა.
- ამ ამბის მერე შევედი სახელოსნოში და იქიდან არც გამოვსულვარ, სანამ შენ არ მოხვედი და არ მითხარი, რომ ამდენი დრო გავიდა. კარგი, მოვრჩეთ მასზე საუბარს. 
თავი აწია ჯონმა, თვალები აწყლიანებოდა, მაგრამ არ იმჩნევდა, რაც ჯეის არ გამოუვიდა, უკვე აშკარად ღაპა-ღუპით მოსდიოდა ცრემლები, მაგრამ როგორც კი თავაწეული ჯონი დაინახა, მაშინვე მოიწმინდა ცრემლები და ნაძალადევი ღიმილით ჰკითხა.
- რასდალევ? მაგრამ რას გეკითხები, აქ ყავის მეტი არაფერი მაქვს.
ორივეს გაეღიმათ, ღიმილში ყველაფერი ჩანდაჩანდა, იმაზე მეტიც, ვიდრე სიტყვებში ჩანს ხოლმე.
- მოგვიტანენ. იქვე კედელზე კნოპკას მიადო თითი ჯეიმ და ისევ ჯონს მიუბრუნდა.
- მისმინე, მართალია მითხარი, რომ სხვა რამეზე გვესაუბრა, მაგტამ შეგიძლია გული დაიცალო.
- მითხარი გადაგიარა?
ჯონს მართლა უნდოდა ემოციისგან დაცლა, ამიტომ აღარ შეუკავებია თავი.
- არა, იმიტომ, რომ რაღაც, რომ ჩაივლის, რაღაც მძიმე, დამოკიდებულება და გრძნობაც ასე თუ ისე გიქრება, შეგიძლია გაიხსენო, ეს იმას ნიშნავს, რომ ტკივილი მოინელე, მაგრამ მე არც მინდწ გახსენება, ვერიდები მასზე ფიქრს, რადგან ვიცი, რომ შევიშლები ესე, სწორედ ამიტომ მგონია, რომ ვერ კოვინელე, ვერ დავივიწყე და ვერც ვერასდროს დავიბიწყებ, მაგრამ გთხოვ არ დანელაპარაკო მასზე.
საუბარი შეწყვიტა თუ არა, რამდენიმე წამში უკვე კარგ ხასიათზე იყო, მისი ხასიათის ასეთი ცვლილებით გაკვირვებული ჯეი უკვე მოტანილ ყავას მაგიდაზე დებდა.
- კარგი, თუ ასეა მიირთვი.
სახლში დაბრუნებისას ფიქრმაბშეიპყრო ჯონათანი, რაც მეტს ფიქრობდა, მით მეტად უნდოდა სიმაღლიდან გადმომხტარიყო და დაესრულებინა, თუმცა ასეე ზედმეტად ბანალურო იქნებოდა მისი სიკვდილი, ამიტომ აგრძელებდა ცხოვრებას, ოთხმოცდაათიანებმა მას საკმარისად დიდი ჭრილობა დაუტივა იმისთვის, რომ ხელოვნებაში წარმატებას მიეღწია.
ამ წლებში ის ძალიან პოპულალური კაცი გახლდათ, მართალია ჯერ კიდევ თორმეტის, მაგრამ აქ ყველა ბავშვს აიძულებდნენ კაცები რქმეოდათ, მოგეხსენებათ მაშინ ბანდები მრავლად იყო და ჯონიც ერთ-ერთი ბანდის საკმაოდ არაბუნებრივად გიჟი წევრი გახლდათ, მაგრამ შუშას ამოფარებულ ბავშვს უფრო ჰგავდა შინაგანად, ვიდრე ბოროტმოქმედს, აქ ყველა ასე იყო, მამები ვდილობდნენ, რომ რაც შეუძლება მალე დაეჭირათ მის "ვაჟკაცებს" იარაღი ხელში და გასუკიყვნენ გარეთ, რათა ეგრედ წოდებულ "საზოგადოებაში" ადგილი დაემკვიდრებინათ, ოღონდ არა ისე, როგორც განათლებულებს, არამედ, როგორც კარგ და "პატიოსან" ბიჭებს, მოკლედ ყველაფერი აქედან იწყება, მისი ასეთი ჩაკეტილობის მიზეზიც სწორედ ეს წლებია, რომელზეც ლაპარაკს სასტიკად ადიდებს თავს, მაგრამ მის ნახატებში იკითხება ყველაფერი, ხელოვნებაში ჰპოვა სიმშვიდე, თავშესაფარი და ნუგეში. - ფიქრებში გართული სახლის კართან იდგა და კარგახანს გათიშული მიშტერებოდა სახელურს, უყურებდა, მაგრამ მას კი არა, სხვა რამეს, იმდენად ღრმას და ამოუცნობს, რომ ვერ წაიკითხავდით, ეს არც სიყვარული იყო და არც ბოროტება, ეს დაბნეულობა იყო, იცოდა, რონ აქაც გასმოყვნენ ის მტრები, რომლებმაც ეგრედ წოდებულ ოთხმოცდაათიანებში ძმაკაცი გვერდით ჩაუცხრილეს, ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს უკან დაყვებოდნენ, მაგრამ არავის ეუბნებოდა.
სახლის კარი შეაღო.
ფანჯარა გააღო და გაიგო სროლის ხმა, რომელიც არ გაკვირვებია, ძველი ჩვევაა, ისე ეჩვევი, რომ აღარ გიკვირსო, მაგრამ საკმაოდ ახლოდან იყო ხმა, ქუჩაში კივილი ატყდა, თითქოს ოთხმოცდაათიანები თვალწინ დაუდგა რატის, თუმცა ამჯერად ამჯობინა უბრალოდ დაეძინა, ფანჯარას მოშორდა, ფარდა გაასწორა და ნელი ნაბიჯით საწოლს მიუახლოვდა, დაღლილი სხეული უბრალოდ საწოლზე მიაგდო და როცა იქვე ტუმბოზე ნინის ალექსის და მისი ფოტო დაინახა მოუნდა ნინი მოეკითხა, დღეს მხოლოდ ერთხელ ჰქონდა დარეკილი, ისიც სკოლაში იყო და ხუთი წუთით ელაპარაკა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent