შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რა ფერის არის შენი თვალები[4]


31-07-2019, 23:03
ავტორი მმარიამმი
ნანახია 1 392

მთელი ერთი თვე ძალიან,ძალიან ნელა გავიდა.ერთი ცხელზე ცხელი თვე,მისი თვალების გარეშე.უბრალოდ მის თვალებსაც რომ ვერ ვხედავდი გული საგულედან ამოხტომას ლამობდა.დანახვის დროსაც ხომ ყირამალას აწყობდა მაგრამ ახლა უარესად ვიყავი.არა არ ვაპირებ ვაგრძნობინო რომ მიყვარ,მეტი არ მაქვს საქმე ჩემგან გაიგოს რომ მიყვარს,პლუს ამას ისიც არ ვიცი რას გრძნობს.შევიშლები.თუ უკვე არ შევშლილვარ.ესეც საკითხავია.სასკოლოდ ტასაცმელიც შევიძინეთ,დავიმხეთ მე და ნინიმ მოლი.შავი ჯინსის კაბა და თეთრი ძალიან ლამაზი პერანგი შევიძინე,შავ-თეთრი ფეხსაცმელიც მოვირგე.მოკლედ გამოვეწყვე,თმები კვლავ გაშლილი მქონდა,ტუჩებზე უფერო ტუჩსაცხი წავისვი(ატმის არომატით),შავი ზურგჩანთა ავიღე,რომელსაც ძლიან ლამაზი გვირილები ამშვენებდა.ნინის ოთახში შევვარდი.
-ვუმე ცემი ლამაზი.-პირი დავაფშინე,საოცრად ლამაზი დაქალი მყავს რაა.
-გოგო რა საოცრება ხარ.-ახლა თვითომგაოცდა.არა დრეს მართლა ლამაზი ვიყავი.ნუ ცოტა წავინარცისე.სკოლაში მე ნიკამ წამიყვანა,ნინი გიომ.არა რამ გაგვყო,მაგრამ მაინც.
სკოლის დიდ ეზოში ფეხი შევაბიჯეთ.ეს ამხელა ეზო გადაწედილი იყო,იქით პატარები,აქეთ დიიები.კლასელებსაც მოვკარით თვალი,მონატრებული ბავშვები გულში ჩავიკარი.პირველმა დღემ განვლილ ზაფხულზე საუბარში ჩაიარა.კლასსმა ტრადიცია არც წელს დავარღვიეთ და პირდაპირ გასართობად გავეშურეთ.აქამდე სულ სოლიდურ რესტორნებში დავდიოდით,მაგრამ წელს აიჩემეს დიდები ვართ და კლუბს წავიდეთ რა მოხდებაო.ძალიან არ მინდოდა იქ წასვლა მაგრამ საყვარელ კლასელებს ვერ „გავუტეხე“და მეც წავედი.ცხოვრებაში არ დამილევია და არც ახლა არ ვუღალატე ჩვეულებას.არა რა საშინლად მძულს აქაურობა,რა ჯანდაბამ წამომიყვანა აქ.ისევ გარეთ გასვლით ვუშველე თავს.ისევ ვიღაცის სხეულს წავაწყდი,კვლავ ის სურნელი შევიგრენი.დეჟავუ მქონდა.
-ისევ.-გავიღიმე.ისევ ისე მრავალ ადგილას დამეჩხვლიტა სახე.ზუსტად ვიცი მთელი სახე მიცინოდა.
-ჰოო.-მანაც გამიღიმა.-ნინის დაუძახე და წავიდეთ თორე შემ.. ჩემმა ძმამ.
ისეთი სახე ჰქონდა სიცილი ამტყდა.
-არ ისე სირცხვილი არაა ბავშვობის მეგობრის და-ძმას რომ არ ვიცნობდით?მაინც და მაინც ქორწილზე,თამადის წყალობით უნდა გამეცანით ხო?-თემა მოხერხებულად გადავიტანე და პასუხს დაველოდე.
-შენ და ნინი არ გვიცნობდით თორე ბიჭებთან მშვენივრად ვართ მეც და დეაც.სულ სახლში რომ იყავით შენ და შენი ნინიკო გამოკეტილები მაგის ბრალია.
ამასობაში ნინიც გამოვიდა.ალექსანდრემ სახლში დაგვტოვა და მალევე გაუდგა თავის გზას.საკმარისია წამით მაინც მოვკრა თვალი რომ ბედნიერებით ავივსო.რას მმართეებს?
**********************
ახალიწელი,თოვლი,საჩუქრები,ტკბილეული,წინასაახალწლო რეკლამები,ფილმები ბავშვობიდან დღემდე სიხარულით რომ მავსებს ამხელა გოგოს ნორმალური ვარ?საშინლად გადატვირთული გრაფიკი,უამრავი მასწავლებელი,სამეცაინოებისგან ატკივებული თავი.კიდევ კარგი ჩავამთავეთ პირველი სემესტრი და რმდენიმე დღიანი დასვენებაც გვეღირსა.მე და ნიკა ახალ წელს ჩვეულებისამებრ მშობლებთან და ნიტასთან ერთად ვხვდენით.ნინი და გიოც რათქმაუნდა მშობლებთან.სახლი სასწაულად მოვრთეთ.არა გიჟები კი ვართ მაგრამ ოთხ გიჟს სასწაულების გაკეთებაც შეუძლია.რათქმაუნდა დღეს ღამე 12-ის შემდეგ რესტორანში მიდიან და მეც „მიმათრევენ“.ვეღარ გაიაზრეს რომ მძულს ხალმხრავლობა.ნერვებს მიშლის თავის გახეთქვამდე ხმამაღალი მუსიკა.საჩუქრები საკმაოდ დიდი ხნის წინ შევარჩიე.მშობლიურ სახლლშიც გადავინაცვლე,დედასაც მივეხმარე და ნიტაც „შემომეჭამა“.12 საათი სრულდებოდა სუფრის გაწყობა რომ დავიწყეთ.ნიტა ნიკას კალთაში იჯდა და კრუხმა თქვა,თქვას ეთამაშებოდა.ვამაყობ რომ ასეთი მხიარული და „გიჟური“ ოჯახი მაქვს.ახალი წელიც მოვიდა,საჩუქრებიც მივიღეთ და გავეშურეთ დანიშნულების ადგილისკენ.
-შენ არ უნდა მომცე საჩუქარი?-ქვედა ტუჩი გადმოვაგდე და ნიკას გავხედე.
-არაა.-წარბი აწია და სასაცილოდ დმეჭყანა.
-დამპალოო.
-ვაიმეე რა შტერი ხარ გოგოოო.-გაიცინა,მაქანის კარი გააღო და პარკი აიღო.-აჰა.
გავიკრიჭე,პარკი გამოვართვი და გავხსენი.
-არარსებოობს.-დავიკივლე და კისერზე ჩამოვეკიდე.-აი სად იშოვეე?ყველა წიგნის მაღაზია და ბიბლიოთეკა თავდაყირა დავაყენე და ვერსად ვნახე.-კვლავ აფორიაქებული ვისროდიი სიტყვებს და ვიღიმოდი.
-გენაცვალე ყველა ჩემნაირი ნიჭიერი კი არაა ის რომ იპოვოს რაც უნდა.-თავმომწონედ გაიღიმა და მანქანაში ჩაჯდა.5 წუთში რესტორანში ვიყავით.რათქმაუნდა ისიც აქ იყო.ერთადერთი დღე იყო როცა ჩემს ირგვლივ ყველა გვარიანად სვამდა.იმდენად კარგ ხასიათზე ვიყავი ალკოჰოლისადმი სიძულვილი სადღაც ჯანდაბაში მოვისროლე და წითელი ღვინო გავსინჯე.სხვათაშორის ძალიან მომეოწნა.სასაცილოა 18 წლის გოგომ ცხოვრებაში პირველად რომ დავლიე ხო?აფსოლიტირად ყველაფერზეე მეცინებოდა,მაგრამ ბოლოს სული შემეხუთა და გარეთ გასვლა გადავწყვიტე.დავინახე როგორ წამოდგა ალექსანდრე და გამომყვა.მხოლოდ ის იყო შედარებით ფხიზელი.
-ჩემი ძიძა.-გავიცინე და ალექსანდრეს გავხედე.
-ძაან ამიტლიკინდი შენ.-თვითონაც გაიცინა და მომიახლოვდა.

*************
საკმაოდ დიდ ხანს ისხდნენ ჩუმად.სიჩუმე ალექსანდრეს ხმამ დაარღვია.
-ჯერა რომ ახალ წელს სასწაულები ხდება?
-მჯერა.
-იქნები ჩემი სასწაული?
ყველა მისი ქცევა აბნევდა მარიამს,და ახლა სრულიად გაიფანტა,ვერაფერი გაიაზრა.
-რატომ მიყვარხარ?-ალექსანდრე კვლავ აგრძელებდა საუბარს.
-რაა?რეებს კითხულობ?რას ქვია გიყვარვარ?ან მე რატომ მეკიტხები?-ერთიანად მიაყარა და პასუხს დაელოდა.
-ხო,მიყვარხარ,უსაზღვროდ და უსასრულოდ.
-მეხუმრები.-გოგო ვერა და ვერ იჯერებდა ალექსის სიტყვებს,პლუს ალკოჰოლით იყო გაბრუებული,აზროვნება უჭირდა.
-რას გეხუმრები გოგო კარგად ხარ?ისე ნუ იქცევი თითქოს არაფერს არ გრძნობდე.შენი მწვანეები გამხელენ მარუს.
-რაო მიყვარხარო?-მარიამმა გადაიკისკისა.
-კი ბატონო.
-გჯერა ჩემი თვალების.
-როგორ შეიძლება არ მჯეროდეს მარიამ?
-რავიცი.-მხრები აიწურა და ისევ გაიღიმა.
-რატომ არ მიპასუხე?
-ჰა?-მარიამი ძლივს გამოერკვა ფიქრებიდან.
-იქნები ჩემი საოცრება?
-ეგ როგორ?
-როგორ დაა ცოლად გამომყევი.
-ვერ ხარ ხო?მთვრალი ვარ კი არ დავდებილებულვარ შენ რომ გამოგყვე.-ისევ ისე გადაიკისკიდა და წამოდგა.-ბეჭედი გაქვს?-სრული სერიოზულობით იკითხა და ალექსანდრეს გახედა.
-არა მაგრამ ვიშოვი.
-კაი.-გაიღიმა და ისევ ჩამოჯდა.
ალექსანდრემ ტელეფონში რაღაც ნომერი აკრიბა და საუბარი დაიწყო.
-დეაა,ბეჭედი უნდა გამომიტანო.....-ჰო მოვალ...-კი...-კარგი გოგო ხარ.-გაიცინა,მარიამს ხელი დაავლო,მანქანაში ჩაჯდა და თავისი სახლისკენ გაეშურა.
*************
რაღაც ზღაპრული სიზმარი ვნახე.როგორც ყოველთვის გამოფიტულმა გავიღიძე,ძლივს წამოვდექი,ხელ-პირი დავიბანე და პიჟამოთი ჩავფრატუნდი.
-კიდევ ერთხელ გილოცავ ჩემო ლამაზო.-ნიკა მომიახლოვდა და ლოყაზე მაკოცა.საშინად მშიოდა ამიტომ პირდაპირ სამზარეულოსკენ გავეშურე.
-დე წყალი მომე რა.
ნანამ წყლიანი ჭიქა გამომიწოდა,მეც ხელი დავახვედრე.
-მარიააამ.
-რა იყო დედა?-შიშისაგან დავიკივლე,ჭიქა მაგიდაზე დავდე და ნანას მივუახლოვდი.
-რა ბეჭედი გიკეთია?-აზრზე ვერ მოვედი,ხელზე დავიხედე და ის ბეჭედი შევამჩნიე ვითომ სიზმარში რომ ვნახე.წამსი მოვეგე გონს და გავიღიმე.ამბავი ყველანაიირად მისაღები გავხადე,შევალამაზე და ისე მოვყები.გაბრწყინებულები მიყურებდნენ.კი თქვეს ჯერ ცოტა ადრეაო მაგრაამ ისე მოსწონდათ ბტონი ალექსანდრე რაღას იტყოდნენ.ნიკას კომენტარები იყო საოცრება.ძლივს ვიკავებდი სიცილს.ამ ალიაქოთსაც მოვრჩით.წყალი გადავივლე,გამოვიცვალე და ტელეფონს დავსტაცე ხელი.
-ალოო.-ალექსანდრეს ხმა გავიგონე და გავიღიმე.
-გუშინ რა მოხდა?-თავი გავისულელე და სერიოზული ტონით დავიწყე საუბარი.
-აუ ახლა არ თქვა დამავიწყაო.
-რომ მახსოვდეს შენ გკითხავდი?ისე შენ რა გახსოვს?
-ჯერ ეს ერთი ვერ ისულელებ თავს,მეორეც-ყველაფერი მახსოვს,შენგან განსხვავებით სრულიად ფხიზელი ვიყავი.
-სასწაული პირდაპიირ.-შევიცხადე და ლოყაზე ხელი შემოვირტყი.
-რა ქენი ახლა შენ?რა ხმა იყო?-გაიცინა და პასუხს დაელოდა.
-შემოვირტყი.-გადავიკისკისე და საწოლზე ჩამოვჯექი.
-შენ ისეთი მწარე ხელი გაქ დაიწითლებ ლოყებს და მერე ვეღარ გაკოცებ.
-აქამე ხო სულ ლოყაზე მკოცნიდი რაა.-ისე გავიბუსე თითითქოს მხედავდა.მაგრამ რაღა თითქოს თავზე მედგა.-არანორმალუროოოო.-დავიკივლე და ბალიში გავუქანე.
-აუუ დამჟეჟაა.-არც მან დააკლო და მეორე ბალიში მესროლა.
-ბოთე.
-გოგო რას მეტლიკინები?
-მინდა და გეტლიკინები.
-გაგაჩუმებ.
მომიახლოვდა და უკვე მესამედ მაკოცა.ისევ მიკბინა.დავიკივლე და ძლივს მოვშორდი.
-აუ მეტკინაა.
-კაი მართლაა?-გაიოცა და კიდე ერთხელ მაკოცა,ამჯერა უფრო ნაზად.
-გუშინ ხო არ მატყუებდი?
-კარგი რა მარიამ,ასეთი იდიოტი გგონივარ რომ მოგატყუო?
-რატო მოხვედი?-ისევ მე დავსვი შეკითხვა და ჩამოვჯექი.
-რატომ და ახლა ოფიციალურად უნდა გთხოვო ხელი.
-ჰა?
-ჰო.-გამიღიმა და ჩამიკრა.-ვგიჟდები ამ თმის სუნზე.
გამეღიმა.
-ანუ შენ უნდა გამოგყვე?პატარა რო ვარ ჯეერ?და სწავლაა?
-ჩემი პატარაა.-კიდევ უფრო ჩამიკრა.-მარუს სწავლას გააგრძელებ,რათქმაუნდა,მე გატარებ საერთოდ,მერე და მე რამე დაგაძალე?
-ნწ.მაგრამ მე არ მინდა ქორწილი,არ მიყვარს ზამთარში ქორწილები.
-აბა რა ვქნათ?
-რა და უბრალოდ ხელი მოვაწეროთ.
-აუ მე რო დიდი ქორწილი მიდაა.ასეთი ლამაზი ცლი მომყავს და არ უნდა გაგიცნოს ხალხმაა?
-ჰოოო?-გავიღიმე და ლოყაზე ვაკოცე.
-ჰოო.
ბოლოს მშობლებთან ერთად დიდი ქორწილის გადახდა გადავწყვიტეთ.1 თვეში ვიქორწინეთ.დიდი,ძალიან ლამაზი კაბა მეცვა,თმები ძალიან სადად მქონდა,ხოლო თავზე თვლებით შემკობილი დიადემა მედგა.ჩემს ზე’სიმპატიურ მეუღლეს თვალს ვერ ვწყვეტდი,ვხედავდი მის კვამლისფერ-მწვანე თვალებს და ღიმილით გაპობილ ღვინისფერ ტუჩებს.ხელი ჩავკიდე და მივხვდი რომ აღარასოდეს გავუშვებდი.საუცხოო ქორწილი იყო.პირველი ცეკვა,მისი სითბო,გახარებული ხალხი და ახუნტრუცებული მეჯვარეები.ჩემი ხელისმომკიდე რათქმაუნდა ნინი გახლდათ,ალექსანდრესი კი მიშო,ჩემი გიჟი.თაიგულის სროლის დრო რომ დადგა გაბადრულლი დავდექი,რამდენჯერმე მოვიტყუე,საბოლოოდ კი მტელი ძალით გავაქანე თაიგული,გავიხედე და ბატონი ნიკა დავინახე ჩემი თაიგულითურთ,რომელიც გვერდზე მდგომ გაბუსულ ნინის გაუწოდა.აი ამ გავაფრინეე.
-რა ხდება აქ?-თვალები დავქაჩე და მოჩვენებითი გაბრაზება გამოვხატე.ალექსანდრე თვალებით მთხოვდა გაჩერებას.
-რაიყო დაიკო გადაგეკეტაა?
-აუ დამპლეებოო,რატო დამიმაეეთ.-ახლა გავიცინე და ნიკას წამოვარტყი.
-ვინ იძახდა თუ ცოლს მოიყვან დამივიწყეეო?
-მეე,მაგრამ მაგას იმიტო ვამბობდი რომ მარტო ჩემი აღარ იქნებოდი და ნინის კი გავუყოფ შენს თავს.-გავიცინე და ალექსანდრეს მივეკარი.ძალიან ძალიან ბევრი ფოტო გადამიღეს,თავი ნამდვილ ფოტოსესიააზე მეგონა.ნახევარზე მეტი ალექსანდრემ გადამიღო და „დამემუქრა“ ამიერიდან ჩემს ხელში ხარ,ფოტოაპარატს ხელიდან ვერ გამაგდებინებო.მანქანაში ვსხდებოდით ფოტოაპარატი რომ დააძრო და მითითებები მომცა.
-აუ ალექსანდრეეე.
-რაა?-უმწეო სახე მიიღო და მანქანის კარი გამომიღო.
-სულ ასე უნდა მიღო ფოტოები?
-კი.
-უკაცრავათ?-წარბები ავწიე და ღვედი შევიკარი.აარაფერი არ უპასუხია ისე დაძრა მანქანა,ჩემი ხელი ტავისაში მოიქცია და გამიღიმა.
მანქანიდან ხელში აყვანილმა გადამიყვანა,სახლისხარი გააღო და ოთახისკენ გაეშურა.კააბის შესაკვრელს წაეპოტინა.არც კი ვიცი რატომ მაგრაამ 18 წლის ასაკში გავთხოვდი და ახლა ვდგავარ საყვარელი მამაკაცის წინ და ვაძლევ ნებას რომ გამაშიშვლოს.მე მისი ვხდები,სულით ხორცამდე ალექსანდრეს მარიამი ვარ,ალექსაანდრესი.
*****************
დილას ალექსანდრეს შიშველ სხეულზე ტკიპასავით მიკრულს გამეღვიძა.შევანჯღრიე და გავაღვიძე.
-მმმმმმმმ..-ამოიზმუვლა და თვალი გაახილაა.-ჩემი ლამაზი.-თბილად თქვა და ლოყაზე მაკოცა.გამეღიმა.
-აუ არ დგებიი?
-რა იყო?
-არაფერი.
ნელა წამოვდექი და სააბაზანოსკენ გავეშურე,წყალი გადავივლე,ხალათი მოვიცვი და სარკეშ ჩავიხედე.აი ამ წამს დაერხა პატივცემულ მეუღლეს.
-ალეექსანრეეეეე-ბოლო ხმაზე მოვრთე კივილი.შეშინებუი შემოვარდა სააბაზანოში.
-რა გჭირს?-ანერვიულებულმა მკითხა და მომიახლოვდა.
-რას ვგავარ?რას მიგავს ბიჭო ტუჩებიიი?-ბუზღუნი დავიწყე და ისევ სარკისკენ შევბრუნდი.ბოლო ხმაზე დაიწყო სიცილი.
-აუ ვერ ხარ რაა.შენ რო დამპორწყნე კაი იყო.
-ღირსი იყავი.-ენა გადმოვუყავი და განვაგრძე.-გადი უნდა ჩავიცავა.
-მაგდეეებ?მე მაგდეებ?-საჩვენებეი თითი გულზე მიიდო და სასაცილოდ დამანჭა სახე.
-სხვას ვის ხედავ?
-აუ მარი.
-რაა?-გავიკვირვე და ჩავიცინე.
ძლივს გავაგდე,გამოვიცვალე,საყვარელი ქმარი ვასაუზმე და უნივერსიტეტში გავამგზავრე.ვინაიდან მეორე სემესტრი დაიწყო მხოლოდ მასწავლებლებთან დავდიოდი,ძალიან იშვიათად მივდიოდი სკოლაში.ალესადრეს როგორც აღმოჩნდა 2 დამსახური ჰქონა.ერთი სადღაც კომპანიაში პარალელურად ფოტოგრაფობასაც ითავსებდა.მასწავლებლებთან ხან ალექსადრეს დავყავდი ხან ბიჭებს.დაქანცული დავბრუნდისახლში,ნინის დავურეკე და ჩემთან მოსვლა ვთხოვე.
-ვაიმე საშინლად ვარ,აღარ შემიძლია,ძალიან ვიღები,ერთი სული მაქვს როდის მოვა ზაფხული.-წუწუნი დავიწყე.
-ასე ძან მოგენეტრა გამოცდები?
-უი არ თქვაა.
წყლის დასალევად წამოვდექი,ისევ შემომიტია ჩვეულმა თავბრუსხვევამ რომელიც ბოლო 2 კვირის მანძილზე დამჩემდა.რა თქმა უნდა ყურადრება არ მიმიქცევია,დაღლილობას ვაბრალებდი.ბოლო 2 თვის მაძილზე იმდენად გადავიტვირთე არც იყო საკვირველი ჩემი მდგომარეობა.მაცივრის კარებთან ვიყავი მისული როცა ყვეაფერი დატრიალდა და ჩემი გონებაც წაიყოლა.ერთადერთი რაც გავიგონე ნინის კივილი იყო.ჩემს ოთახში გამეღვიძა.
-ნინი.
-მარ გაიღვიძე,ადექი ეს გამომართვი და ტუალეტში შედი.-ტესტი გამომიწოდა და სიტყვები მომაყარა.
-რად მინდა გოგო ეს?
-რას ქვია რად გინდა.ადექი.
მის ნებას დავემორჩილე.რამდენიმე წუთში კი ჩემმა სიხარულის კივილმა მოიცვა მთელი სახლი.ოთახში შევვარდი და ნინის შევახტი.
-დედა ვხდები ნინი,დედაა.-გავიცინე და ცრემკლები მოვიწმინდა.
-ჩემი პატარა დედა ხდება.-თვითონაც გაიცინა და კიდევ უფრო მომეკრა.მთელი დღე გახარებული დავდიოდი,ვფიქრობდი იმაზე თუ როგორ უნდა მეხარებინა ეს ამბავი ალექსანდრესთვის.ბევრჯერ მინახავს როგორ ევლებოდა თავს ნიტას,ვხედავდი როგორ უყვარდა ბავშვები და ვიცოდი როგორ გაახარებდა ეს ამბავი.საკმაოდ გვიან გავაცილე ნინი და დაღლილი საწოლში ჩავესვენე ალექსანდრესაც არ დავლოდებივარ ისე ჩავიძირე სიზმრებში.მთელი ამ ხნის მანძილზე ისე ვცხოვრობდით,როგორც ჩვეულებრივი ახალგაზრდა ცოლ-ქმარი,ამას ალექსანდრეს ახირებაც ერთვოდა,დღეში მილიარდ სურათს მირებდა,თავისუფალ დროს ქალაქგარეთაც გავდიოდით იქაც საკმაოდ დიდი ხანი ვჩერდებოდით.ბოლოს და ბოლოს დამიტანხმა და მისი პირადი ფოტომოდელი გავხდი.არც კი ვიცი რას მიკეთებდა,მიტანხმებდა იმაზე რასაც არადსოდეს,არასოდეს არ გავაკეთებდი.დაახლოებით 2 საათი იქნებოდა რომ გამეღვიძა,ოთახი მოვათვალიერე და ალექსანდრე ვერსად ვერ შევნიშნე,მის საძებნელად წამოვდექი.სამზარეულოდან ხმა შემომესმა,გავიგონე როგორ ყვიროდა.
-შენ ბიჭო შ*გ ხო არ გაქ?არ უნდა გაიგოს.არა,არ მომიყვანია ცოლად მაგის გამო.
კიდევ ბევრი რამ გავიგონე და მხოლოდ ერთი დასკვნა გამოვიტანე,მან ცოლად მომიყვანა იმისთვის რომ დავეთახმებიე და ვყოფილიყავი მისი პირადი მოდელი,მისი საკუთრება.ტელეფონი ნერვებმოშლილმა გათიშა და აგინებას მოჰყვა.აშკარად არ მელოდა.
-რა,რა გააკეთე?ნორმალური ხარ შენ?მიხმარე ხო?ყოჩაღ.-საკმაოდ ხმადაბლა ვლაპარაკობდი,ცინიკურად ვიცინოდი და ტაშს ვუკრავდი.-რატომ მე?რატომ?18 წლის გოგოსთვის რომ არ გაგემწარებინა სიცოცხლე არ შეიძლებოდა ხომ?სხვა ვერ იპოვე?ვერა?ყოჩაღ.იცი შენ რისი ღირსი ხარ?საერთოდ უნდა მიგატოვო.ეს ბავშვი რომ არა წამითაც არ დავფქირდებოდი ისე დაგტოვებდი,ან საერთოდ გინდა კი შვილი?იცოდე თუ არ გინდა არ მოვიშორებ,გაგაშორდები და წავალ.-აქამდე ჩუმად მყოფმა ალექსანდრემ მზერა ჩემს მუცეზე გადაანაცვლა და ძლივს ამოიღო ხმა.
-ვიინ ბავშვი?
-ვინ და შენი და ჩემი შვილი.რა გეგონა გამაგებინე,ცოლი ვარ შენნი და ველოდები შენგან ბავშვს,ვერ გაიგე?თუ არ გინდა მითხარი და წავალ.
-რას ქვია გოგო არ მინდა.არსადაც არ წახვალ.
-ნუ მბრძანებლობ შენი ჭირი მე რაა.გაფრთხილებ,თუ არ გინდა რომ ყველაფერი დაწვრილებით მოვუყვე შენს საყვარელ ძმაკაცებს მოიქეცი ისე როგორც მე მინდა.პირველ რიგში მინდა ყველაფერი დაწვრილებით მომიყვე.
-მარიამ დაწყნარდი რა,არაფერი არ არის ისე როგორც შენ გგონია,ვიცი,ვიცი რომ მივქარე.ჰო,სანამ შენ გაგიცნობდი მანამ შემომთავაზეს რომ მეპოვნა გოგო რომელიც იქნებოდა ჩვენი მოდელი,და ეს გოგო რათქმაუნდა ძალიან განსხვავებული გარეგნობის უნდა ყოფილიყო.ჰო და მეც გიპო,ან შენ მიპოვე,მაგრამ იცოდე რომ წამითაც არ მიფიქრია რომ გამოგიყენებდი,ასეც რომ ყოფილიყავი ცოლად რატომ მოგიყვანდი?უბრალოდ დაგითანხმე,მინდოდა მხოლოდ ჩემთვის ჩაგეცვა ლამაზად და მხოლოდ ჩემს ფოტოპარატს აღებეჭდა შენი სილამაზე.
-უნდა დაგიჯერო?არაფერი აღარ მჯერა ალექსანდრე უკვე,არაფერი.-ამდენი ხნის ნაგროვები ცრემლები ერთიანად წამსკდა,ვტიროდი,მის თვალწინ პატარა ბავშვივით ვქვითინებდი.ამ წამს ყველაზე საცოდავი ვიყავი,ყვლაზე უმწეო და იმედგაცრუებული და რატომ,ვის გამო?ოთახისკენ გავემართე,კარები ჩავკეტე და ჩავიკეცე,ვტტიროდი,ვქვითებდიალექსანდრეს ხმას ყურადღებას არ ვაქცევდი.მუცელს მოვეფერე,ტირილნარევი ხმით საუბარი დავიწყე.
-რაო დე?რაატო მიყვარს ეს იდიოტი მამაშენი?რა ვქნა დეე?დავიძინოთ თორე დაიღლები.-ვთქვი და სწრაფად წამოვდექი,უწინდებურად დამეხვა თავბრუ და ძირს მოვადინე ზღერთანი,ალექსანდრემ კარები შემოგლიჯა,მუხლებზე დადგა და სახეზე მოფერაბეა დამიწყო,უსიტყვოდ ამიყვანა ხელში,საწოლზე დამსვაა,წყალი დამალევინა ა გვერდით მომიწვა.
-რას აკეთებ?გადიიი.
-ჩუ,მე მოგიყევი ყველაფერი და თუ არ გჯერა ჩემი პრობლემა არ არის,არ დავუშვებ შენ ან ბავშვს რაიმე დაგემართოთ,დაწექი და დაიძინე.
რა მექნა,ისევ უნდა მეტირა?ძალაგამოცლილს მალევე ჩამეძინა.გაღვიძებულს ალექსანდრე წასული დამხხვდა,მეც რადგან შაბათი იყო გოგონებს დავურეკე და ნინისთან შევიკრიბეთ.
-მოიცა ანუ ფეხმძიმედ ხარ?რას აპირე დარჩები?კი მაგრამ ალექსანდრეე.-ვერა და ვერ იჯერებდა გვანცა ჩემს მონაყოლლს.-გჯერა მისი?
ჰმ...ამაზე პასუხი რომ არ ვიცოდი მაგაში იყო საქმე.



№1 სტუმარი ლალა

ძალიან ბევრი შეცდომებია და არაკომფორტულია რო კითხულობ. კიდე ისე მიაყარე ყველაფერი ვერც მივხვდი ჯობდა უფროკარგად აღგეწერა მათი გრძნობები. უცბად მიაყარე ყველაფერი და ცოტა რაღაცნაირი იყო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent