შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ალბატროსი (სრულიად)


1-08-2019, 02:27
ავტორი Ketiurushadze
ნანახია 15 405

ალბატროსი!


პროლოგი


არ ვიცოდი რა იყო ბედნიერება, სანამ შენ არ შეგხვდებოდი, თუმცა არც ტკივილის მნიშვნელობა ვიცოდი სანამ არ დაგკარგავდი.



თავიდან ყველაფერი გაცილებით ადვილად და კარგად იყო.. ნორმალურ წყვილს ვგვავდით, თუმცა არ ვიყავით.. ჩემი არამდგრადი და უცნაური საუბრების წყალობით ხომ საერთოდ..
ხო, რას ვამბობდი..
თავიდან კარგი იყო, ბედნიერები ვიყავით, მაგრამ ყველაფერს კარგი დასასრული ვერ ექნება, ან რატომაც არა შეიძლაბა ჰქონდეს..
აქ ბედზეა საუბარი, ბედისწერის ყველაზე წვრილ და უძლურ ძაფებზე, რომლებიც შეიძლება ნებისმიერ წამს გაწყდეს, გეგმები დაინგრას და იმ ბედს ასცდე ადამიანი, რასაც თვეები, წლები ან საუკუნეები ელოდი..
მაგრამ ეს ხომ ბედია, ყოველთვის ის ხდება რაც საჭიროა, რაც არ უნდა მტკინვეული იყოს ეს ჩვენთვის, ამიტომაც ძლიერად უნდა დადგე, თავი ასწიო და ისე გაიარო, თითქოს გული არ გაქვს და არც კი იცი რა არის ის, რა მნიშვნელობას ატარებს და არ აქვს მნიშნელობა ეს ადამიანობას გაკარგინებს თუ გმატებს..
ჩვენი ამბავი, ოჰ, ეს ისტორია, როგორ შეიძლება დაწერო რაღაც ისტორია, სადაც არ არის სითბო, სიყვარული, ინტრიგა, ტკივილი, დრამა, სიძულვილი, ღალატი..
თითოეული ეს ემოცია ერთად შეჭიდული ანდაც ცალცალკე, თუმცა ერთ ამბავში მოთავსებული..
მე მძულდა თუმცა ამავდროულად სიცოცხლეზე მეტად მიყვარდა, მე მტკიოდა, თუმცა მაინც მიყვარდა, მე პატიება არასდროს შემეძლო, მაგრამ მას ვპატიობდი, ყოველშემთხვევაში ასე მეგონა..
მე ვგრძნობდი სითბოს და მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიყავი, მე ვიჭერდი მასთან ისეთ წამებს, რომელბსაც ვერასვისთან ვერ დავიჭერდი ისეთი ძლიერი ემოციებით , როგორც მასთან, გარკვეულ სიტუაციებში..


ჩემი გული ინახავს უბედნიერეს მოგონებებს, რომლებიც ახლა მტკენენ, მაგიჟებენ, მთელავენ, მაგრამ არ მტოვებენ..

დღეს მე ფიქრიც კი მტკივა მასზე, დღეს მე ბედნიერი ვარ რათა გავიგე, შევიცანი რას ნიშნავდა სიხარული, სიყვარული, მე უკვე ვიცი რას ნიშნავს, როცა საუკეთესო მოგონებებს ინახავ გულში, იხსენებ და გეღიმება, ბედნიერი ხარ, დიდი ყავისფერი თვალებით იყურები წინ ან ზემოთ შეჰყურებ ცას და ფიქრობ, იხსენებ, ყოველ ამ მომენტს, მერე აანალიზებ ,რომ ამ რეალობაში მისი ადგილი აღარ მოიძებნება და სახეზე მიმიკები გეცვლება, გეკაწრება, ღიმილი იშლება, ხვდები, რომ კარგად უნდა იყო, და იმასაც აცნობიერებ რომ ეს იმდენად ძნელია, შეუძლებლადაც კი გეჩვენება..


და როგორ დავრჩი მის გარეშე?

თითქმის არასდროს გამოვირჩეოდით ნორმალურად აწყობილი სიტყვების კომბინაციებით, უმეტესად ალბათ უცნაური დიალოგები გვქონდა, ეგეც ჩემი წყალობით, ყოველთვის მე ვიწყებდი საუბარს უცნაურად, არა მე არა, ჩემი ფანტაზია ჩემი უცებ აძაგძაგებული გული, რომელსაც ვერც კი ვთოკავდი და ამის შედეგი იყო დაუფიქრებლობა და ისეთი რაღაცების წამოძახება რაც სრულიად არ შეესაბამებოდა რეალობას, ძირითადად ვინც მისმენდა ხოლმე, როცა დაუფიქრებლად წამოვიყვირებდი რაღაცას ან დიალოგში შევაპარებდი ან თუნდაც მე დავიწყებდი არ ჰქონდა მნიშვნელობა ყოველთვის გამირბოდნენ, გარდა ამისა და ჩემი მეგობრებისა..
ჩვენ კი, ხანდახან ზედმეტად მოკლედ მოჭრილი სიტყვებითაც კი გავისტუმრებდით ერთმანეთს, თბილი ღიმილითა და პატარა უცნაური საუბრებიც საკმარისი იყო ბედნიერებისთვის…

განსამუხტი სიტუაციებიც არ გვაკლდა .. მასზე, რომ მოგიყვეთ ალბათ ასე შეიძლება დავიწყოთ..

და შეიძლება არეულ ურთიერთობას დასასრულსა და ტკივილსაც კი მოვუძებნო სადმე აქვე ადგილი..


მწვანე თვალები, ხანდახან , რომ ლურჯდებოდნენ, ალბათ სიყვარულით იყურებოდნენ ან უფრო გულჩათხრობილი 2 წლის ბავშვივით აი შოკოლადი, რომ უნდა და გამყიდველს ისეთი თვალებით, რომ უყურებს უარს , რომ ვერავინ ეტყვის.
თავიდან ალბათ მართლაც ასე იყო, ან რომ ამბობენ თვალები სული სარკეაო მაგისი ბრალია, დრო გავიდა და სრულიად შეიცვალე, მერყევი და ცივი გახდი, მიუკარებელი და ალბათ მოსაბეზრებელიც კი, სამწუხარო ის იყო, რომ არ მბეზრდებოდა შენი სიცივეც კი.

რა არის სიყვარული?

არ ვიცი ამაზე როგორი პასუხი უნდა გავცე, არ ვიცი როგორ უნდა ჩამოვაყალიბო ზოგადი ცნება როგორც "სიყვარული" , თუმცა ჩემთვის ეს შენ იყავი, მიყვარდი ისე რომ მთელი ჩემი სული, გული შენ მოგიძღვენი, მიყვარდი უანგაროდ , შენი ნაკლოვანებებიც მიყვარდა , ვერ დავუშვებდი , რომ წასულიყავი ჩემგან, ვერასდროს და ვცდილობდი სრულიად იდეალური ვყოფილიყავი შენთვის, თუმცა სრულიად პირიქით გამოვიდა.

მქონდა წამები, როდესაც ვოცნებობდი, რომ არასდროს გამეცანი, მძულდა საკუთარი თავი, რადგან შენ მიყვარდი. შენს გამო არაერთხელ მტკენია, გული მოგიკლავს ჩემთვის , სულში დანა დაგირტყამს შენი სიცივით, უყურადღებობით, დროგამოშვებით გამოჩენით, დარღვეული ციკლივით იყავი, ხან ერთ თვეში ერთხელ გამოჩნდებოდი, ხან ორ თვეში ერთხელ. მერე გჭირდებოდი იმიტომ, რომ გტკიოდა, რაღაც არ გასვენებდა, ეს სამყარო ზედმეტად ვიწროვდებოდა შენთვის და სულს გიხუთავდა, კლაუსტროფობია გეწყებოდა და დაპანიკებული არ იცოდი სად წასულიყავი, ვის ამოფარებოდი, ვინ დაგიცავდა და მე მიყენებდი , სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით მიყენებდი, იცოდი , რომ მიყვარდი, მიყვარდი სიცოცხლეზე მეტად, მიყვარდი ჩემს სუნთქვაზე მეტად, ცხოვრებაზე მეტად, ყველაზე და ყველაფერზე მეტად, წრფელი, ნამდვილი, არაორდინალური, ზედმეტად უცნაური, დაუწყნარებელი, დაუვიწყებელი გრძნობის თვალებით გიყურებდი ყოველთვის , ვიცოდი, რომ სამუდამოდ მეყვარებოდი, ეს შენც იცოდი და აი ეს იყო შენი კოზირი.
საბოლოო ჯამში ასეც შეიძლება ითქვას, თუმცა ყველაფერს აქვს თავისი დასაწყისიც და დასასრულიც..
მთავარია ეს რამდენად საოცარია წამის დასაჭერად.

და მაინც რატომ უნდა მყვარებოდა ის?

ბევრი მიზეზი იყო თუ რატომაც არ უნდა მყვარებოდა და ცოტა თუ რატომაც უნდა მყვარებოდა, თუმცა ჩემი გამჭრიახობის ამბავი, რომ ვიცი პრიორიტეტებს სწორად ვერასდროს ვერ ვალაგებდი, მითუმეტეს თუ ეს ყველაფერი მასთან დაკავშირებულ სიყვარულს ეხებოდა. ვაღიარებ არ ველოდი თუ ვინმე როდესმე მსგავსად მაინც შემიყვარდებოდა, თუმცა ამ ადამიანმა საბოლოოდ მიმახვედრა , რომ ყოველი ჩემი ქმედების თუ გადაწყვეტილების ბოლო მაინც ტკივილი უნდა ყოფილიყო.
მე მისი არ მესმოდა, ამას თავადააც მეუბნებოდა ,თუმცა მე სულ ვეწინააღმდეგებოდი , იმის მიუხედავად, რომ ჩემს სიტყვებს ეჭვის ტებმრი დაჰკრავდა.

არა, მართლა არ მესმოდა, როგორ შეიძლება გაუგო ადამიანს, რომელსაც ერთ წამს უყვარხარ და მეორე წამს მისთვის არავინ ხარ? ერთ წამს გულში გიკრავს , უდიდეს სითბოს გაგრძნობინებს, ყველაზე ბედნიერ ადამიანს გხდის მთელს მსოფლიოში და შემდეგ რა? საერთოდ არაფერი, ქრება , ისე თითქოს არ ყოფილა , ისე თითქოს არც არსებობდა, მერე სიგიჟე მოყვება, გიჟდები, გგონია, რომ ეს უბრალოდ ერთი კარგი სიზმარი იყო და მეტი არაფერი, გაშეშებას იწყებს შენი თვალის გუგები, ისინი დიდდებიან და პატარავდებიან, თვალს ნელნელა სიწითლე ეპარება, რაღაც სითხით ივსება და წვას იწყებს, ამას ვეღარ უმკლავდები იმიტომ რომ იჭედები , ვერ მოძრაობ, ფიქრობ მხოლოდ იმ მომენტებზე თუ რა იყო, როგორ, რანაირად, რა გრძნობით, ისიც კი გახსოვს რა დოზით იგრძნობოდა სითბო, როგორ გიცემდა გული, მას როგორ უცემდა, მისი თბილი შეხება, ტკბილი ტუჩები, ყოველივე ეს, აფსოლუტურად განსხვავებული მისი პიროვნებისგან, თუმცა საოცარი პიროვნება, საოცარი ხასიათებითა, ქმედებებითა და სითბოთი.
მე წამი დავიჭირე..
მაშინ, როცა ზუსტად ვიცოდი, რომ ხვალ ასე არ იქნებოდა, რომ ვიცოდი ყველაფერი შეიცვლებოდა, გაქრებოდა, ჰაერი ისე წამართმევდა თითქოს მოპარულს იბრუნებსო, არადა მართლა არ მომიპარავს, არც ერთი მომენტი, არ მიმითვისებია არც ერთი მისი სიტყვა, მართლა არ წამირთმევია ის საკუთარი თავისთვის, თავად მოდიოდა, მოდიოადა და მიდიოდა, ისე რომ გაუგებრობაში მტოვებდა და კიდევ დიდხანს აღარ ბრუნდებოდა.
არ მესმოდა , მისი საერთოდ არ მესმოდა, მაგრამ მიყვარდა, ხოდა ველოდებოდი, ველოდებოდი ყოველი წამი, წუთი, საათი, ყოველთვის ველოდებოდი, ის კიდე ან ჩანდა ან არა და მე ის ისევ ისე, წყნარად , გაშეშებული, ცრემლმორეული თვალებით ვიჯექი, ისევ გაცნობიერების პროცესში.
არ ვიცნობდი და არ მესმოდა, მასში ბევრ "მე"ს ჰქონდა სახლი დამკვირდებული, თითოეულს იმდენად ღრმად, რომ პიროვნებების არევა დაეწყო, თვითონაც არ იცნობდა საკუთარ თავს, არ მიცნობდა მე, არავის იცნობდა, მაგრამ აი ასე უბრალოდ გაიძახდა ვერავინ მიგებსო.
სერიოზული კითხვა მიჩნდება: ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს ვერ უგებს, რომელმაც არ იცის ვინ არის თავად სინამდვილეში რატომ აქვს იმის ამბიციები , რომ სხვამ უნდა გაუგოს ან გაიცნოს, იმის ამბიციაც კი არ უნდა ჰქონდეს, რომ ვინმემ ასეთი მიიღოს. ბოლომდე ვცადე მე ყოველთვის ვცდილობდი და საბოლოოდ მაინც თავად მრიყავდა თავისი ცხოვრებიდან. არც იმდენად შორს, არც იმდენად ახლოს, მანძილს რა მნიშნელობა აქვს მთავარი შედეგია, როცა აწყობდა ყოველთვის მიბრუნებდა.
მისი პიროვნების მრავალფეროვნება მაგიჟებდა , ვგიჟდებოდი, როცა ჩემს სიყვარულს უამრავი სახე ჰქონდა, დაიცადეთ...
ნუთუ...


ზაფხულის ერთი მშვენიერი ღამე იყო..

ზღვაზე უნდა წავსულიყავით, ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ მე უნდა გავპარულიყავი, ჭკუამ არ დამიშალა ..

ისეთი დიდი და ნათელი მთვარე იყო, თვალს ვერ ვწყვეტდი, მისი შუქი ზღვას ენარცხებოდა და შუაზე ჰყოფდა, საოცარი სანახაობა იყო, საოცნებო მომენტებით...

ქვიშაზე ვიჯექით, თავი მის მხარზე მედო და ღიმილშეპარებული , კმაყოფილი სახით შევყურებდი ზღვას..
- ლამაზია არა?
- კი..
- შენი თვალების ფერია, იმას თუ არ ჩავთვლით, რომ ხანდახან მწვანეც გამოგერევა ხოლმე..
თავი დამიქნია , ვიგრძენი, მაგრამ მაინც არ შემიხედავს მისთვის.. განვაგრძე..
- შენი მოცისფრო-მოლურჯუ თვალები უფრო მიყვარს..
- რატომ?
- ლურჯთვალება ბიჭუნა ხარ, ჩემი ლურჯთვალება..
ავხედე და ეშმაკურად ჩავიცინე..
ჩამაცივდა..
- და მაინც რატომ?
- იმიტომ, რომ ჩემი ხარ..
- და ლურჯი თვალები?
- მაგ დროს ხარ ჩემი, სრულიად ჩემი.. მიყვარს შენი ლურჯი თვალები, ზღვასთან ვაიგივებ, სუფთა , ლამაზ, მშვიდ, უტალღო ზღვასთან.. ვარსკვლავები მშვიდად გიყურებენ ზემოდან, ნახე, ერთი, ორი , სამი.. რამდენია?!..
- ბევრნი არიან.. და შემდეგ?
- მიშელს უყვარს შენი თვალები..
- ისევ მესამე პირი?
- ისევ მესამე..
ამოვიხვნეშე.. - ისე , შეიძლება ადამიანის ასე ძლიერ შეყვარება? მთვარეც, რომ უწოდო, ვარსკვლავებიც, გამთენიისას დილით ამოსული პირველი მზის სხივიც და მოსაღამოვების დროს პირველად ჩასული მზის სხივიც.. ცოტა ბანალურია..
- განაგრძე...
- ჩემი უსასრულო, უკიდეგანო, ჰორიზონტს გაშორებული კამკამა წყლით სავსე ზღვა ხარ..
ბედნიერებისგან ეს სიტყვები წამოვიყვირე, სულელივით, ხელები გავშალე და მაგრად ჩავეხუტე.. - ხანდახან, ტალღებით..
ჩურჩულით განვაგრძე.. - აღელვებული ცივი ტალღებით სავსე, ხან რის გამო ღელავენ, ხან რის.. მაგრამ მშვიდდებიან, დამშვიდების მომენტიც ისეთი ლამაზია, ისეთი ფერები დაჰკრავს როგორც შენი თვალის ფერს, ვერ გამიგია, ცისფერია, ლურჯია თუ მწვანე.. შენ ის ზღვა ხარ, სიმშვიდისას ცისფერ ფერს, რომ ინარჩუნებს, იმ ზღვას გავხარ , რომელმაც შეიძლება მისი სილამაზით მიგიზიდოს და ჩაგძიროს, განა ფიზიკურად, უბრალოდ მოგცეს უფლება ჩაიძირო ფიქრებში, ძალიან ღრმად, როგორც ეს შენს თვალებს შეუძლიათ, პატარა ბავშვის სიყვარულით აღსავსე თბილი, ცოტა ჩაფიქრებული და ცოტაც ნაღვლიანი თვალებით მოციმიცმე ბიჭუნა ხარ.
წარმოიდგინე ... სადმე კოსმოსში, რომ დავიკარგოთ მე და შენ..
- ეგ როგორ?
- აი ასე უბრალოდ..
- უბრალოდ დავიკარგოთ კოსმოსში ერთად? და იქ რა უნდა ვაკეთოთ?
- ვუსმინოთ..
- რას?
- სიჩუმეს ვუსმინოთ..
- ახლაც სიჩუმეა..
- არა არ არის, მესმის ზღვის შრიალი, იმის მიუხედავად, რომ მიყვარს მაინც ხმას გამოსცემს, ჩვენ კიდე სიჩუმეს ვეძებთ, მესმის მანქანების ხმა, მკაფიოდ არა მაგრამ მესმის, აქ ნიავიც არღვევს სიჩუმეს, ესეც მესმის.. ნახე..
(ფეხი გავაწრიალე) - ქვიშის ხმაც მესმის, ჩემი მოძრაობის ხმაც მესმის, შენი შრიალის ხმაც მესმის..
- კარგი, კარგი მოიცადე.. (გამაწყვეტინა)
- პარანოიკი ვარ არა?
- არა , ხოდა კოსმოსში რას ვაკეთებთ სიჩუმის მოსმენის გარდა?
- ერთმანეთს ვუყურებთ, მე შენ გიყურებ , პლანეტების , ვარსკვლავების, ციური სხეულების ფონზე, შენი თვალები ისევ ბრწყინავენ, ისევ სითბოს აფრქვევენ და იქ კოსმოსში , იმ სიცივეში მათბობენ..
- აქ ცუდად ხარ?
- ნუთუ, მიშელს არ შეუძლია ოცნება?
- შეუძლია კი, შეუძლია.. კიდევ რამეს მეტყვი?
- აღარ...
- გაწყენინე?
- არა, უბრალოდ ვუსმენ, ზღვას ვუსმენ, შენზე მესაუბრება..
- რას გესაუბრება?
- საიდუმლოა.. ალბათ გეტყვი, ოღონდ ახლა არა, სხვა დროს გეტყვი...
- კარგი..

ზაფხულის ღამის შემდეგ ძალიან ბედნიერი დავბრუნდი სახლში , ბედნიერი გოგონა უცნაური შეგრძნებებით, არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, რა გამეფუჭებინა, ვერ ვისვენებდი.. ახლა ზამთრის დღეები მინდოდა მასთან.. მეორე ღამით ძილისწინ უამრავი ფიქრი შევკრიბე ერთ დარბაზში და პროექტების მიხედვით განვიხილავდით ჩვენი დასვენების დღეებს ზამთარში, ასე ოცნება ოცნებაში ჩამეძინა და სიზმრად ერთი ლამაზი დაპროექტებული ისტორია მეწვია, რომელიც აუცილებლად უნდა ასრულებულიყო..

ზამთრის ერთი უბრალო დღე იყო..


ზამთარია, ცივი, სუსხიანი ქარი ქრის, მთაში, ყველაზე მაღლა, პატარა სრულიად კომფორტულ, მყუდრო და სითბოთი გაჟღენთილ სახლის ბუხარში ცეცხლი გიზგიზებს, თბილა, ჩემი ტიპურად ცივი ხელები გათბა, ბუხარში დანთებული, აალებული და აელვარებული ცეცხლი მთელს სახლს ათბობს, ხელები გამითბა.. ნუთუ, ჩემი გაყინული ხელები გამითბა, თუმცა რატომ? ხელები ყოველთვის ცივი მაქვს, ყოველთვის, ახლა რატომ თბება?
ახლა ყოველ მის შეხებაზე თბება, მას შემდეგ რაც ტანს შიგნით რაღაც დამივლის, გამახურებს და წამიერად დამწვავს, ხელებიც თბება, ცოტახნით მაგრამ თბება...

ხელი ხელზე დამადო, აზრები გამეფანტა, ვინ იყო ის ჩემთვის? მიყვარდა? ნუთუ ეს სიყვარულია? არ ვიცი, ალბათ ეს სიყვარულია ან უფრო მეტი.
ცხელა, ფანჯრის შეღება გადავწყვიტე , ოდნავ შევაღე თუ არა სუსხით სავსე, ძლიერმა ქარმა დაუბერა, ამაძაგძაგა, ოთახში შემოათოვა, ბარდნიდა, დიდი, მსხვილი ფიფქები ერთმანეთის მიყოლებით ეცემოდნენ, უკვე კარგა ხნის დაგროვებულ თოვლის ფენებს, ისინი იმატებდნენ, უსწრაფებდნენ ნაბიჯებს და გარეთ გასვლაც შეუძლებელი გახდა მალე... ფანჯრა უცებ უნდა დამეკეტა, მაგრამ იმდენად ძლიერი ქარი იყო, იმდენად ჩქარი ტემპით ყრიდა ის ფიფქებს ოთახში, ისეთი სიცივე იყო, რომ ძალა არ მეყო, ხელები გამეყინა, გამითეთრდა, გავლურჯდი, ამაძაგძაგა... დაინახა, მოვიდა და ფანჯრის დაკეტვაში დამეხმარა, უცებ გავშეშდი, იატაკზე დავიხედე , თოვლი გაწოლილიყო, ისვენებდა, ბევრიც დამდნარა და წყლად ქცეულა, მერე თმაზე ჩამოვისვი ხელი და თოვლი ჩამოვიფერთხე, სვიტერსაც შევეხე რამდენჯერმე, ამ დროს მიყურებდა, მე კი ძალიან ნელა ვმოძრაობდი, მიყურებდა, არა, ბოლოს თვალი ამარიდა ოდნავ ტუჩის მარცხენა მხარეს ღიმილი გაეპარა და ისევ ბუხარს მიუბრუნდა, ხელებზე დავიხედე, ისევ საშინლად თეთრი და გაყინული იყო, აღარ თბებოდა...
პატარა ხალიჩაზე მოვთავთავსდი ბუხრის წინ, უცებ ძალიან ხმამაღალმა ხმამ შემახტუნა შიშისგან, ხე მავთულებს დაეცა და უცებ დაბნელდა...
შუქი ჩაქვრა, ერთიანად ჩამობნელდა, მხოლოდ ელვარე ცეცხლი ანათებდა არე-მარეს. ნაკვერჩხალზე მიჩერებული ვცდილობდი ხელები გამეთბო, არ მციოდა, უბრალოდ ისევ ცივი ხელები მქონდა, სადაც იყო ნაკვერჩხალს შევეხებოდი, რომ გამეთბო მაგრამ ამაოდ, უცებ ჩემი ხელები მის ხელებში მოიქცია, დააორთქლა , სცადა გაეთბო, თავიდან არაფერი, მერე სითბო ვიგრძენი, გათბა, თბებოდა.. გამეღიმა...

* * * *

თენდებოდა, საათმა დაახლოებით 5ს მიუკაკუნა, თვალი ვერ მოვხუჭე, მას ტახტზე ჩასძინებოდა, ისევ ბუხართან ვიჯექი, , სრული სიწყნარე იყო, სრული მდუმარება, სუნთქვის ხმა მესმოდა, როგორ სუნთქავდა არც ისე ღრმად, ვგრძნობდი როგორ მძიმედ ვსუნთქავდი მე...


რძიანი ყავა გავიკეთე დიდ ჭიქაში, როგორც მჩვევია, სქელი , გრძელი წინდები ამოვიცვი შარვალს ზემოდან, პლედი მოვიხურე, ტახტს მივეყრდენი და ხალიჩაზე მოვთავსდი ბუხრის წინ ყავით ხელში...

გარეთ ყველაფერი დამშვიდდა, თოვამ შეუნელა, ქარი ჩადგა, თუმცა ისევ სიბნელე იყო, ნაკლებად სავარაუდო იყო ის ფაქტი, რომ შემდეგი რამდენიმე დღე აქ დენი ანეთებულიყო.. კარგიც იყო, არ ვიცი რატომ, მაგრამ ტელეფონებსაც აღარ ჰქონდა ჭერა, ფაქტობრივად მთელს სამყაროს ვიყავით მოწყვეტილები, დიდად დიალოგებით არც ჩვენ გამოვირჩეოდით, ხშირად ვაკვირდებოდი, საკმაოდ ხშირად, და ჩემი თავი მეუცნაურებოდა, ხანდახან ვხვდებოდი, რომ ზედმეტად სხვანაირად ვუყურებდი და მის ადგილზე, რომ წარმოვიდგენდი ხოლმე თავს დამიჯერეთ სასიამოვნო საერთოდ არ იყო, ნამდვილად არ არის სასიამოვნო ვინმემ ისე გიყუროს, როგორც ნადავლს, რომელსაც საცაა ეტაკებიან და დაისაკუთრებენ..
ხო, ზედმეტად უცნაური მოსასმენია, მაგრამ ხანდახან მართლა ეგრე ვუყურებდი და მერე საკუთარ თავზე ვიცინოდი ხოლმე.. ნადავლი, რომელიც ჩემი უნდა ყოფილიყო.. არა, მართლა უაზრობაა და ზედმეტად ეგოისტური, მაგრამ უბრალოდ მიყვარდა მისი ყურება, ვიმახსოვრებდი მის ყოველ ნაკვთს, რომ არასდროს დამვიწყდებოდა, იმ შემთხვევაში თუ ის ჩემგან შორს აღმოჩნდებოდა, ვიმახსოვრებდი მისი საუბრის მანერას, ყოველ წვრილმანს ვაკვირდებოდი და მოგონებებს ვაწერდი თან.. ყოველ მოქმედებას , თუნდაც როგორ გადაათვალიერებდა სახლს უკვე მეასედ უსაქმურობისა და მოწყენილობისგან, როგორ შეუნთებდა ხოლმე ბუხარს, ცეცხლი, რომ ჩაქრობის პირას იყო... როგორ გადიოდა გარეთ იმ სუსხიან ამინდში, ქარში და როგორ ჩეხდა შეშას, დიდი სურვილი მქონდა ამ დროს ცხელი ჩაი ან ყავა გამეტანა მისთვის გარეთ თან უკითხავად, ექსპრონტად, მაგრამ თოვლის გამო გარეთ გასვლას თითქმის ვერასდროს ვახერხებდი და მხოლოდ ფანჯრიდან თუ შემეძლო შეთავაზება და შემდეგ მიწოდება, ანდაც წავიწუწუნებდი ხოლმე, რომ საკმარისი იყო და აუცილებლად უნდა შემოსულიყო თორემ გაცივდებოდა, ხან ჭრიდა...


* * * *

ზოგჯერ, საღამოობით, ისევ ბუხრის წინ ხალიჩაზე, წითელი ღვინის დალევა გვიყვარდა, მე 2-3 ჭიქაში უკვე საკმაოდ გაბრუებული ვიყავი და როგორც ყოველთვის ყველაფერზე ვიწყებდი საუბარს, მინდოდა თუ არა რამისთქმა მისთვის, როდესმე, ყველაფერს ვყვებოდი, იმასაც კი რაც არ მინდოდა , რომ გაეგო ჩემი გრძნობების შესახებ , ენას უბრალოდ ვერ ვაჩერებდი, მაგ დროს საერთოდაც ჩემი ტვინი წყვეტს ფუნქციონირებას და რაც გულისგან წამოვა, რაც კი პირველი მომადგება პირზე ყველაფერს საკმაოდ მკაფიოდ და ხმამაღლა წამოვიყვირებდი ხოლმე, მეორე დღისით ყველაფრის გახსენებას, რომ ვიწყებდი საწოლზე ახალ წამომჯდარი ისევ დავვარდებოდი ხოლმე, საბანს თავზე წავიხურავდი და კივილს ვიწყებდი, ვწუწუნებდი, საკუთარ თავს ისტერიკებს ვუტარებდი, ძალიან ვბრაზობდი.. შემდეგ ,როცა ოთახიდან გასვლა მიწევდა, რაღაც დროს მერე , აი როცა კი ჩავთვლიდი, რომ მზად ვიყავი, თავჩახრილი გავბარბაცდებოდი ხოლმე და ისე ვიქცეოდი ვითომც არაფერი არ მახსოვდა..


* * * *


რატომ იყო ყველაფერი ასე უცნაურად? უცნაურად და კარგად, ზედმეტად კარგად... მშვიდი გარემო, მყუდრო და თბილი სახლი, როცა იცი გარეთ, როგორ ცივა და შენ სითბოდან გასცქერი იმ ულამაზეს სანახაობას რაც თვალწინგეშლება, როგორ ბრწყინავს თეთრი თოვლი სიბნელეშიც კი, როგორ ბარდნის...
სრულიად იდეალური გარემო, გვერდით გყავს შენთვის სასურველი ადამიანი, რომელთანაც თავს ისე გრძნობ, როგორც სხვასთან არავისთან, განსაკუთრებულად და სასიამოვნოდ ხარ მასთან, იმაზე მეტად იდეალურია ვიდრე ჩანს.. უზიარებ მას შენს ბედნიერ წუთებს, ერთად იზიარებთ ამ ლამაზ სანახაობას, ამ მყუდროებას, სითბოს, სიჩუმესაც კი.. თითოეული მნიშვნელოვანი წამი, როგორი დასამახსოვრებელია, როგორი მყუდროა, ბედნიერია, საუკეთესო გრძნობაა..



სიზმრიდან ძლივსღა გამოვედი, ავდექი პერანგი შემოვიხურე ჩემი ოთახის აივნიდან სახურავზე გავედი, ზედმეტად მოსახერხებელი ადგილი იყო, საუკეთესო მეგობრის წოდებაც კი შემიძლია, ბევრ მოგონებას იტევდა ის სახურავი, ყველაფერი იცოდა ჩემზე, ჩემი ფიქრები, მოქმედებები, სურვილები, ემოციები, ეს ყველაფერი ერთ ადგილას იყო თავმოყრილი.. გავედი თუარა წამოვწექი და ვარსკვლავებს დავუწყე ცქერა , მაშინ როცა ჩემს თავში უამრავი მომენტი ტრიალებდა, უამრავ რამეზე ვფიქრობდი და ჩემი ტვინი ამდენი ფიქრისგან დაბნეულიყო ადგილს ვეღარ პოულობდა ვერც დროს, ვერც იმის შესაძლებლობას ნახულობდა, როგორ გამკლავებოდა ამდენ რამეს, უბრალოდ ერთ დასკვნამდე მივედი, იყო მომენტი, როცა ჩემი გულის დიდ ნაწილს მასთან ერთად დაძინება და გაღვიძება მოუნდა, აი ასე დავიჭირე ამ სურვილის წამი და ვიცოდი, რომ ეს უნდა გამეკეთებინა.. გამბედაობა მეყო და ჩემი სურვილის შესახებ ვაცნობე, ტელეფონით ველაპარაკებოდი, გაეცინა ..
- რა თქმა უნდა, როცა გინდა ...
- ახლა მინდა..
- ზღვაზე წავიდეთ?
- არა მთაში, ჩემს დაბადების დღეს ბავშვები, რომ ვიყავით აი იმ სახლში..
- და შენები?
- უბრალოდ მოვდივარ..
შეხვედრის ადგილი დავნიშნეთ და მთისკენ გავეშურეთ, შუა ღამით , სადაცაა პირველი შესრულდებოდა, როცა დანიშნულების ადგილას მივედით..

ზედმეტი მართლა არაფერი მომხდარა, არც იყო საჭირო მომხდარიყო, ხანდახან მაკოცებდა ხოლმე და დამცინებდასავით ეს რამ მოგაფიქრაო, ვერ ვხსნიდი მას კი არა საკუთარ თავს ვერ ვუხსნიდი რამ მომიარა.. ვგიჟდებოდი, აშკარა იყო , რომ ვგიჟდებოდი, ნელნელა მეპარებოდა პატარა დოზით მაგრამ ხშირად ეს სიგიჟე... ადიალა გარეთ სახლის წინ დავაფინეთ , პლედები გავიტანეთ, იმის მიუხედავად, რომ შუა აგვისტო იყო ღამით მაინც დაგრილავდა ხოლმე, წამოვწექით და ვარსკვლავებს ვუყურებდით, ჩუმათ ვიყავით, მისი არ ვიცი , მაგრამ მე ყველაზე მეტად სიმშვიდე მაშინ ვიგრძენი, ტვინი დამშვიდდა, ან რაღაზე უნდა ეფიქრა, რაღატო უნდა ენერვიულა, ან ააფორიაქებულიყო, მისი მოუსვენრობის მიზეზი გვერდით მეწვა, ზემოთ უყურებდა ვარკვლავებს და ხანდახან ღიმილიც შეეპარებოდა ხოლმე, მაგრამ გული... ოხ ეს გული, ის ხომ არასდროს ისვენებს და ის ფაქტი, რომ ჩემთან ახლოს იყო მას უფრო მეტ სტიმულს აძლევდა , რომ ბაგაბუგი არ შეეწყვიტა, იმდენადაც ხმამაღლა ყვიროდა ეს საძაგელი, რომ ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ მას ესმოდა..
- ხანდახან ისე მჭირდები..
დუმილი მან დაარღვია..
- გჭირდები?
- ხო, ხანდახან ისე მჭირდები, რომ სული მეწვის, არა და მაგ დროს არ ხარ ჩემთან, ზუსტად იმ მომენტებში..
- და რატომ არ მირეკავ, რომ მოვიდე?
- არ ვიცი...
- მე რომ მჭირდები, ყოველთვის გეძახი
- ვიცი
- მერე?
- არ ვიცი მი არა..
- ახლა ხომ აქ ვართ, ერთად, ბედნიერები..
- შენ ბედნიერი ხარ?
- შენ არა?
- არ ვიცი..
- ეს ძალიან..
რამდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ დაამთავრა..
- მტკინვეულია
- საშინლად.. და გაჩერდი, არაფერი თქვა , კიდევ უფრო ნუღარ მატკენ, უბრალოდ ჩუმათ იყავი, სულ ცოტახანი, რომ დავივიწყო
- რა უნდა დაივიწყო?
- შენი სიტყვები..
- მაპატიე
- ჩშუუ!
დაახლოებით ნახევარი საათი ისე ვიყავით ხმა არ ამოგვიღია..
- ყველაფერი რიგზეა..
ამოვიხვნეშე და ძლივს წარმოვსთქვი..
- არ შევიდეთ?
- კი..
პირდაპირ საწოლზე დავეშვი, მოვიკუნტე და დაძინებას ვეცადე, წელზე შეხება ვიგრძენი, სასიამოვნოთ შევიშმუშნე და მის გადმოხვეულ ხელს ჩემი ხელი დავადე..
- დილით რა იქნება?
ჩემი სულელური კითხვები ჩავრთე
- გათენდება..
მისი ხანდახან სიტყვაძუნწი და სულელური პასუხებიც ჩაირთო..
- უი, არ ვიცოდი, სულ ღამე იქნებოდა მეგონა..
ხელი გავუშვი..
- კარგი , ხვალ რა იქნება და გავიღვიძებთ , უბრალოდ სახლებში დავბრუნდებით რა..
- ისევ აფუჭებ ყველაფერს..
- აბა რა გინდა , რომ გითხრა?
გადავბრუნდი, გავუღიმე სახეზე შევეხე და საუბარი დავიწყე
- მინდა დილა დაახლოებით ასეთი დამიხასიათო.. მაგალითად: დილით როცა გავიღვიძებთ, თბილად მომესალმო, მაკოცო, ყავა შემომთავაზო , თბილად გამიღიმო, წამოხტე უცებ, სხარტად, ყავა მომიდუღო და საწოლში მომართვა...
- ფილმებს ხშირად უყურებ ხო?
- დიახ!
- კარგი და კიდევ?
- შემდეგ საწოლში შემომიწვე..
- ჰოო, მერე დარწმუნებული ვარ ძილს განაგარძობ ისეთი ძილისგუდა ხარ..
- მერე ყავას დავლევ ჯეისონ!
- აჰ ხო მართალია...
- მერე მინდა მე რომ მიყვარს ისე შემომხედო..
- და როგორ გიყვარს?
- მაგას ვერ გეტყვი
- რატო?
- არ შემიძლია, ვერ ვხსნი თან ეს ბუნებრივი უნდა იყოს ხელოვნურად ვერ შექმნი..
- ოხ...


* * *


- დილამშვიდობისა
- დილამშვიდობის
თბილად გავუღიმე და ლოყაზე ვაკოცე, გამიღიმა და საპასუხო კოცნაც დამიბრუნა..
- ყავა?
- რა თქმა უნდა
წამოხტა სამზარეულოში გაირბინა და ორ წუთში ჩემს საწოლთაც ყავა მომიტანა.. გუშინდელი.. (გავიფიქრე)
ლოგინში შემომიწვა და უცნაურად მიყურებდა, მე ვიცი ხოლმე ეგრე მიშტერება როცა რაღაცა მინდა ვუთხრა და სიტყვები აქაიქ გამირბის... ბოლოს მკითხა:
- თავს როგორ გრძნობ?
- შენს გვერდით როცა ვიღვიძებ? ჰმმ... ბედნიერი ვარ რა თქმა უნდა, მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ადამიანი შენს გვერდით..

გაეღიმა და მისი თბილი თვალები ჩემსკენ გამოაპარა..
იმ წუთინდელი მისი მზერა იყო წინა ღამით, რომ ვოცნებობდი.. თავიდან და გულიდან ხო საერთოდ ვერ ამოვიშალე, ის ისეთი იყო, როგორიც ყოველთვის მინდოდა ყოფილიყო, ისე მიყურებდა აი ოცნებებში , რომ გავივლებდი ხოლმე, ნეტავ შემომხედოსთქო..
მისი მზერის დროს დავიჭირე წამი, წარმოდგენაც, რომ შეგეძლოთ ეს როგორი გამოხედვა იყო, თქვენც აუცილებლად იოცნებებდით, რომ ვინმეს ასე შემოეხედა, თუნდაც წამიერად.. ის ისეთი ნამდვილი იყო, რეალური და უბრალო.. თბილი, მოსიყვარულე.. თავში სულ ყველაფერი ამერია, სულელივით მეღიმებოდა..
- გუშინ , რომ მიხსნიდი ის გამოხედვაა?
- ჰა?
უცებ აზრზე ვერ მოვედი..
- ჰო აშკარად ეგ იყო..
- არაფერიც!
- კი კი როგორ არა..
- საზიზღარო..
ტელეფონი ჩავრთე, აშკარად არ იყო კარგი იდეა, მამაჩემის ზარი იმ წამსვე შემოვიდა..
იმ სახლიდან გასვლის შემდეგ სულ ჩუმათ ვიყავით, თუმცა მისი ნათქვამი სიტყვები იმ ღამით თავიდან არ ამომდიოდა , შიგნიდან მღრღნიდა იმის ცოდნა, რომ რაღაც კარგად არ იყო..

იმის მერე რაც შინა პატიმრობა მომისაჯეს ფიქრის საშუალება მომეცა...
თავზე უამრავჯერ დამათენდა და ყოველ გათენებას ცრემლებით ვხვდებოდი..
დეპრესიულია არა?
თითქოს ამის მიზეზი არ მქონდა...
თითქოს ყველაფერი კარგად იყო...
რეალურად კი როცა დეტალურად ვუკვირდებოდი ყველაფერს, ის ჩემს გვერდით ბედნიერი არ იყო, როცა დეტალებში გარკვევას ვცდილობდი, აი სანამ ფიქრებში ღრმად შევიდოდი და თავს დავკარგავდი იმას ვაანალიზებდი, რომ თავს ვიტყუებდი , მე სულაც არ ვიყავი მასთან ბედნიერი და სწორედ ეს მღრღნიდა შიგნიდან და არა ის ეჭვები რომ თითქოს მას არ უნდოდა ჩემთან, შეიძლება ჩემსავით იყო უბრალოდ მან ნაადრევად დაიწყო გაანალიზება იმ ფაქტის რომ "ჩვენ" რაღაც გვაკლდა, რაღაც დიდი და საოცარი...
ჩვენ სულაც აღარ ვიყავით ერთი მთლიანობა , სულაც აღარ ერქვა ამ ყველაფერს სიყვარული...
საკუთარ თავში ეჭვების შეტანით მაზოხისტურად ვწამდებოდი... ერთ დროს ის იყო ჩემთვის მზე , იყო მთვარე და ვარსკვლავები, ყველაფერი...
მე მისთვის არაფერი მითქვამს, მეშინოდა, იქნებ ვცდებოდი მაგრამ ყველაფერი მან დაასრულა, არა, კი არ დაასრულა თითქოს ჩემგან შეისვენა..
შინა პატიმრობამ 1 კვირა გასტანა, 1 კვირა მასთან სრულიან მქონდა გაწყვეტილი კონტაქტი, ალბათ ამ ამბავმა მასაც მისცა ფიქრის საშუალება, არც კი შეშინებია..


თავდაჯერებულობით აღსავსე ჯეისონი 10 დღის შემდეგ იცლის ჩემთვის და მხვდება..
უნდა ვილაპარაკოთო, რეალურად ჩვენი დიალოგი რომ აქ დავწერო სრული უაზრობა გამოვა იმიტომ რომ ასეთი არეული საუბარი არასდროს , არავისთან არ მქონია..
მოკლედ რომ გითხრათ, მოსალმებისა და მოკითხვის შემდეგ მეუბნება , რომ გაანალიზა იმ დღის ნათქვამი მისი სიტყვები თუ რატომაც არ იცოდა მისი "არ" ბედნიერების მიზეზი...
ეს იყო მიზეზი, რომელმაც თავზარი დამცა..
არადა ველოდი თუმცა მზად მაინც არ ვიყავი, იმის გასაგებად რომ არ ვუყვარვარ და თურმე არც არასდროს ვყვარებივარ , მე ვიყავი უბრალოდ მის ცხოვრებაში უკითხავად შეჭრილი ადამიანი რომელთანაც თავს დაცულად გრძნობდა..
გესმით ეს რამდენად უაზრობაა?
უბრალოდ მეღიმებოდა, მეღიმებოდა ტკივილისგან და მივხვდი რომ ის განათევი დღეები და ჩემი გაანალიზება რომ არ მიყვარდა სრული აფსურდი იყო..
წამიერად უიმისობა ვიგრძენი, ამჯერად მკაფიოდ , რეალურად და გასაგებად..
არასდროს ვყვარებივარ
არასდროს
არასდროს...
გულში ვიმეორებდი, სახეზე ღიმილს ტკივილი კაწრავდა ..
ცრემლები არა მი, არა..
ისევ ვიმეორებდი და თავს უკანასკნელ მომტირალ ადამიანს ვადარებდი, რომელიც ცდილობს იყოს ძლიერი თუმცა ამაოდ, რომელიც შიგნიდან ინგრევა მაგრამ გარეგნულად ჯერ კიდევ ერთი მოსიარულე ადამიანია, ადამიანი რომელსაც გრძნობებს ნელნელა უთელავდნენ , დაუნდობლად, სასტიკად..
სიჩუმეს თავი ვერ დავაღწიე, უბრალოდ თავი დავუქნიე , ერთი პატარა ტკივილით სავსე ღიმილი ვაჩუქე და გავეცალე, უკან აღარ მიმიხედავს..
მე უბრალოდ არ ვიყავი მზად, მე უბრალოდ მეშინოდა..



იმ დღიდან 10 დღე გავიდა...
ერთ საღამოდ კი..
წვიმდა, სასტიკი წვიმა დაატყდა თავს ჩვენ ქალაქს, ხალხი დასველების შიშით ისე გარბოდა ალბათ შეჯიბრი , რომ ყოფილიყო მაღალი კონკურენციაც იქნებოდა და ფსონების დადებაც გაჭირდებოდა...
მე კი ძალიან მშვიდად ვეძებდი თავშესაფარს , სადაც იქამდე გავჩერდებოდი სანამ ჩემი ერთი ან ორი ღერი სიგარეტი არ ჩაიწვებოდა..
მაღაზიის წინ პატარა გადაფარებულ ადგილს მივადექი ალბათ ორი კაცი თუ დავეტეოდით, არავინ დამხვდა და თავი შევაფარე, დრო ვიხელთე, ჯიბიდან სიგარეტი ამოვიღე, ყუთში ოთხი ღერიღა იყო დარჩენილი, გამიკვირდა, თვალი ახლო წარსულს გადავავლე ამდენი როდის მოვწიეთქო, მერე გამახსენდა , რომ ეს ერთი სიგარეტის ყუთი 1 თუ 2 თვის წინ ვიყიდე, ბოლო ღერი ჯეისთან ერთად მოვწიე და სულ რაღაც ოთხი ღერი შერჩა ყუთს, მას მერე ჩანთის ერთ პატარა ჯიბეს მივაჩეჩე და ამის მერე არც ამომიღია, არც კი გამხსენებია, მერე მივხვდი, რომ საკმარისად ძველი იყო და კარგა ხანი არ გავკარებივარ..
ფიქრს მოვეშვი, ჩემი სველი თმები ხელს მიშლიდა სიგარეტის მოკიდებაში ერთი ხელის მოსმით უკან გადავიყარე, კაპიუშონში მოვათავსე და სიგარეტს გავუკიდე..
ნაცნობი სახე დავინახე , ჯანდაბა ითენი, ჩუმათ ჩავილაპარაკე და კაპიუშონი წამოვიხურე, არ მქონდა მისალმების თავი და არც იმის შესაძლებლობა, რომ მეაფერისტა თითქოს არაფერი მიჭირს..
ითენი ერთ კონცერტზე გავიცანი , მღეროდა მე კიდე პირველ რიგებში მქონდა ბილეთი აღებული, ჯეის ძმაკაცის ნაცნობი აღმოჩნდა თუ რაღაც ეგეთი , მოკლედ სამეგობროში ამოჰყო თავი და იქ გავიცანი კიდეც..
- მიშელ?
ჯანდაბა...
- ითენ.. როგორ ხარ?
მისასალმებლად წავიწიე , მიმიხუტა, უხერხულადაც ვიგრძენი თავი..
- სველი ვარ მაპატიე..
- მეც სველი ვარ..
- არ ვიცოდი თუ ეწეოდი..
- არც მე.. (ჩუმათ ჩავილაპარაკე)
- რა?
- რა? ააჰ არა არაფერი, უბრალოდ ცუდად ვარ და ცოტა გულს ვაყოლებ..
- ვიცი გავიგე..
- რა გაიგე?
- ჯეისონთან კამათი, რომ მოგსვლია
- უკვე ლაპარაკობს? ვაუ სასწაულია..
- არა, ისიც ვერ იყო, სიგარეტს სიგარეტზე აყოლებდა..
კედელს მივეყრდენი, ნაპასი მოვქაჩე , და კვამლი ნელნელა გამოვუშვი, თან ვუყურებდი, გემო დამვიწყებია, ისიც დამვიწყებია, როგორ მახვევდა თავბრუს რა შეგრძნება იყო, ის განცდებიც დამავიწყდა, როგორ მამშვიდებდა, მაღიმებდა ეს დამპალი ნიკოტინი..
- გამიშვიო და მეც გავუშვი..
- მერე?
- მერე მოკვდა ითენ, გესმის? გული მომიკვდა, სული დამიმძიმდა, მაგრამ მოკვდა
- არ მომმკვდარა, შენც იცი..
მისი სევდიანი ცისფერი თვალებით შემომხედა, თითქოს ეწყინა, ჩემთვის ჯერ კიდევ რომ არსებობდა..
- მე იცი რა ვიცი? რომ არ არსებობს, ტყუილი იყო და ტყუილად დარჩება
- არაფერი ყოფილა ტყუილი
- და რა იყო სიმართლე?
- მე არ ვიცი თქვენი ურთიერთობა, მაგრამ მე ვიცი როგორ უყურებდი შენ მას თვალებში..
- მორჩა არა?
ითენს რატომ ვკითხე? დაიბნა არ იცოდა რა ეთქვა..
- ალბათ მორჩა.. მე ვხედავ შენს სევდას, , შენს სახეზე მოსიარულე წვიმის წვეთები შენი თვალებიდან სევდისგან წამოსულ ცრემლებს უერთდება და ნიკაპთან წყდება, აი ეს ვიცი მე ზუსტად..
- რომ მტკივა? არა არ მტკივა..
- არა არ გტკივა, განიცდი
- განვიცდი რას?
- იმედგაცრუებას..
- და ეგ ტკივილი არ არის?
- ჯერ არა..
- აბა რა არის?
- უარყოფა
- რას ვუარყოფ?
- უარყოფ , რომ ეს ურთიერთობა დასრულდა, პროტესტს გამოთქვამ, რომ მაშინ დაგტოვა, როცა ამას არ ელოდი არც მზად იყავი, აპროტესტებ იმიტომ რომ მან დაგასწრო..
- ანუ გგონია მე მინდოდა წასვლა?
- მგონია , რომ ეჭვები გრღღნიდა და საბოლოოდ , შენი ეჭვები ტყუილი არ ყოფილა, ამას განიცდი, სანამ გადადგამდი ნაბიჯს , რომ ამაზე გელაპარაკა, ან წასულიყავი, დაგასწრო.. მერე ეჭვები გადაიქცა იმედგაცურებად, სიბრაზედ, პროტესტად და მოედო მთელს სხეულს , გულსაც კი, ტვინშიც შეაღწია..
(როცა მესაუბრებოდა თვალებში არ მიყურებდა, ისიც კედელს იყო მიყრდნობილი და ცას გაჰყურებდა, ღიმილი ეპარებოდა, ისე საუბრობდა თითქოს ეს ყველაფერი გავლილი ჰქონოდა, მაგრამ მართალი იყო) - დარდის გასაქარვებლად , სიბრაზის გასაქრობად რა არ გააკეთე, კედელს ხელები ურტყი, სარკე ჩალეწე შენივე მუშტით, ყველაფერი დაამსხვრიე, სახლი არეული გექნება, ყველა ნივთი, რომელიც მასთან გაკავშირებს მიმოფანტული, ზოგი გატეხილი ან გაწყვეტილი, ფოტოები წაშლილი, დახეული ყველაფერს იზამდი, რომ მოგონებები გაგექრო, იმიტომ რომ ეს გეგონა დასასრული, მერე დაეჭვდებოდი, დაფიქრდებოდი და შენში რაღაც სულ პაწაწინა იმედის მარცვალი დაიბადებოდა (ხელით მაჩვენა რა ზომის მაინც იქნებოდა) - და ინანე, რომ ასე ერთ კამათზე ყველაფერი გაანადგურე, დალაგებას შეუდექი, მაგრამ მისი სიტყვები თავიდან არ ამოგდიოდა და ვერც ალაგებდი, ყველაფერი ხელს გიშლიდა, აღარ იცოდი რა გაგეკეთებინა, ალბათ მაშინ იპოვე ან იყიდე ეგ სიგარეტი და გარეთ გამოხვედი სასეირნოდ , რომ გეფიქრა, სავარაუდოდ ყველაფერზე ფიქრობდი მის გარდა, ამ პრობლემის გარდა, აკვირდებოდი ხალხს, რომ გაწვიმდა გესიამოვნა, იმიტომაც არ მიეკუთვნები იმ ხალხის კატეგორიას, რომელიც სირბილით ეძებდა თავშესაფარს, ამიტომაც არის ქუჩები ცარიელი და შენ ამიტომაც ხარ აქ, მარტოდ..
- შენ ისე კარგად გესმის.. კი მაგრამ როგორ? ან რატომ? რა ხდება საერთოდ?
ავნერვიულდი და ტონს ნელნელა ვუწევდი, ჩაეცინა
- ახლა გაღიზიანდი, მაგრამ გაფასებ რომ არ უარყავი...
- და შენ? შენ რატომ არ გარბოდი..
- ალბათ ფიქრი, მარტო შენ არ გჭირდება..
- და შეძელი?
- რა? ფიქრი?
- ხო ფიქრი..
- ვერა, მეც ხალხს ვუყურებდი, ვსწავლობდი, ვაკვირდებოდი, წვიმა კიდევ ზუსტ დროს წამოვიდა, ზუსტი ძალით, ელავს, ძალიან ლამაზია..
სიგარეტი ჩაიწვა, მეორეს ამოსაღებად მოვემზადე..
- არ გააკეთო ეს.. არ გინდა დამიჯერე..
- შენ რატომ უნდა დაგიჯერო?
- არ ვიცი, უბრალოდ მინდა რომ დამიჯერო, მოხარული ვიქნები..
- იმედი უნდა გაგიცრუო
- ყავა დავლიოთ, ვიცი გიყვარს, არ მოწიო და ყავაზე გამომყევი
დავფიქრდი, არ ვიცოდი გავყოლოდი თუ არა..
- რატომაც არა.. აქვე ერთი კარგი ადგილი ვიცი
- მაშ წავედით..
იმ ძლიერ წვიმას შევუერთდი, რომელიც ასე ძალიან მომწონდა, მსიამოვნებდა.. ხელი მომკიდა და გამარბენინა , გამიკვირდა, გამომხედა მანიშნა წამოდიო და გამიცინა, გამეღიმა და გავყევი, მოსაცმელი გაიხადა და თავზე გადამაფარა, უცებ მოვიხადე..
- კარგი რა ისედაც სველი ვარ, თანაც მომწონს წვიმა ჩაიცვი..
იმდენად ხმამაღლა წვიმდა გეგონებოდა, ცა ბღავისო, ტკივილს იზიარებსო ან თავად სტკივა თავისი პრობლემებიდან გამომდინარეო და მე მომწონდა, ისევ მაზოხიზმს ვაწვები..
- ძალიან კარგი..
ისევ გამიცინა , ამოტომატურად გამეღიმა, მერე მივხვდი ,რო რაღაცა კარგად არ მიდიოდა, ხელი გავუშვი და შუა ქუჩაში , შუა თქეშში გავჩერდი..
- მოიცა..
- რა მოხდა?
ახლოს მოიწია და ხელები მკლავებზე შემახო.. უსიამოვნოდ გავმოძრავდი , უცებ გამიშვა.. - მაპატიე..
- არა ბოდიშს ნუ მიხდი.. ვფიქრობ , ჯობს სახლში წავიდე..
- შეგაშინე არა?
- არა , მართლა არა, უბრალოდ თავს უხერხულად ვგრძნობ, თან იმ ამბავს ვერ ვხარშავ
- ვილაპარაკოთ, წამოდი და გული გადამიშალე, მართლა ნუხარ უხერხულად, მოეშვი..
- კარგი..

კაფეში მივედით..ჩემთვის კარამელიანი ლატე შეუკვეთა..
- საიდან იცი?
- რა საიდან ვიცი?
- ეგ რომ მიყვარს? მოიცა ჯეიმ არ გამოგაგზავნა იმედია..
- არა მეხუმრები? დამიჯერე ეგრეც არ განიცდის
- არ განიცდის?
- მაპატიე
- არა არა მომიყევი
- არაფერი, უბრალოდ არ განიცდის ისე როგორც შენ, გაღიმებაც შეუძლია გაცინებაც , ხუმრობაც და გართობაც
- ოჰ ისე როგორც მე? და რომელ კონტექსტში განიცდის?
- მი არ ღირს..
- აბა რა ღირს? განიცდისო მეუბნები და აბა განცდა? სად არი?
- არ არი..
- მეც მაგას ვამბობ არ არის.. ახლა იცი რაქენი? ის მარცვალიც გატეხე, ჩაკალი, გაანდგურე, მადლობელი ვარ, არ იფიქრო ირონიულად გეუბნები, მართლა მადლობელი ვარ და იცი რატო? იმიტორო ის იმედი ვერ გამიცრუვდება რომელიც ილუზიურად შევიქმენი, საბედნიეროდ რეალობაში გადმოვაბიჯე.. მაგრამ ხომ ვიცი მისი ერთი სიტყვაც და ეს რეალობაც გაქრება, ისევ იმ ილუზიას შევუართდები , შემდეგაც სიზმრებსა და ოცნებებში განვაგრძნობ ცხოვრებას, მერე ისევ მეტკინება და ეს მომენტი გამახსენდება თავში ხელს მოვირტყამ მაგრამ არაფერი შეიცვლება, ეს ისეთი პროცესია, ბრუნვადი..
- მიშელ, ოჰ არც კი... არ ვიცი რა გითხრა
- ოღონდ ეგ სიტყვები არ მითხრა, ბოლოს ეგრე დამემშვიდობა არ ვიცი რა გითხრაო და გაქრა.. ოღონდ ეგრე არ თქვა
- კი მაგრამ მე არსად ვქრები..
- არ თქვა..
- კარგი ჩუმად ვარ
- არა ნუ ხარ, ილაპარაკე, შენზე მესაუბრე
- არ ვიცი რა გაინტერესებს?
- რა ოცნება გაქვს?
- გავფრინდე მინდა..
- სად?
- არ ვიცი..
- აჰა ანუ შენით, რომ გაფრინდე? ფრთები უნდა გქონდეს?
- უნდა მქონდეს?
- შენთანაც უცნაურად გამომდის საუბარი, მგონი ეგ ჩემი ბრალია.. ნუთუ გიჟი ვარ
- კი ხარ
- მართლა?
- კი და იამაყე შენი სიგიჟით
- ეგ როგორ??
- აი მაგით აყვარებ თავს ადამიანებს
- ადამიანებს? რომელ ადამიანებს?
- ვისაც უყვარხარ
- და ვის ვუყვარვარ
- მაგალითად მე
- კიდევ?
- შენს მეგობრებს
- და ჯეისონი?
- მასზე გინდა საუბარი?
- არა.. და ანუ გიჟი ვარ? და რა არის ამაში კარგი?
- სწორედ ეგ გხდის განსხვავებულს
- ჩემი უცნაური საუბრებით ვარ უცნაური?
- ქმედებებზე რას იტყვი?
გამეცინა
- ქმედებებიც? ვაუ
- არ იცოდი?
- არ ვიცოდი
- გიჟს ეპარება ეჭვი , რომ გიჟია?
- კი
- ყოველთვის ეჭვებში ნუ ცხოვრობ, ან ერთია ან მეორე
- და როგორ გავიგო რომელია?
- იმპულსურად ყოველთვის შენ იქცევი და მე მეკითხები?
- შენ მე არ მიცნობ
- იმაზე კარგად გიცნობ ვიდრე გგონია
- საიდან?
- ხოდა რას ვამბობდი.. მინდა, რომ ფრთები მქონდეს და გავფრინდე..
- ეგ მე მოვიგონე , შენ უბრალოდ თვითმფრინავით გაფრენა გინდა ..
- ხო მაგრამ შენი იდეა უფრო მომეწონა.. და შენ გინდა ფრთები გქონდეს?
- მე უფრო კუდი მინდა..
- რა გინდა?
- ნოზობა მინდა (ძალიან გამეცინა)
- ოკეანეები, რომ გადაცურო?
- ხო , ზუსტად, მინდა , რომ შევისწავლო.. და მერე გავფრინდე..
- აი ფრენაც გდომებია
- კი, კოსმოსში.. მაგრამ ეს ისეთი თემაა სალაპარაკოდ არღირს
- რატომ? დამიჯერე შენი უცნაურობები ზედმეტად სასიამოვნო და კარგი მოსასმენია..
- არა უბრალოდ კოსმოსი, მოკლედ მტკივა
- გასაგებია.. კარგი და კიდევ?
- შენ რა გინდა კიდევ
- მეე... ჰმმმ ყავა , სად არიან ამდენხანს
და ზუსტად მაშინ მოიტანეს ყავა..
- კარგია, გავთბებით
- მი..
- გისმენ..
- გცივა?
- ცოტა..
- მოსაცმელი?
- სველია ითენ (გამეღიმა და ყავა მოვსვი)
- ხო მართალია..

სახლისკენ გავეშურე , ცა დამშიდებულიყო, თავისი რისხვა აგვარიდა და ცოტა მზეც გაიმეტა ჩვენთვის..
იქედან წამოსულს ისეთი შეგრძნება მქონდა რომ თითქოს რაღაც გავაკეთე რაც არ უნდა გამეკეთებინა, შიგნიდან მჭამდა ეს გრძნობა, სახეზე მიმყინვოდა ეს არაემოციურობა, სიკვდილის ფერი მედო , გუგებგაშეშებული და უძლური მივიწევდი, თითქოს სული ამომაცალეს მე კიდევ გავატანე და ამაში საკუთარ თავს ვადანაშაულებდი..

უცებ მესმის ხმა..

- ეშმაკს სულს ნუ მიყიდი პატარა ქალბატონო..
მეტროდან ამოვდიოდი, როდესაც ეს სიტყვები, ერთმა მოხრილმა ბაბუმ ჩუმად მითხრა გამიღიმა და მეტროს დიდი რკინის კარების გაღება სცადა, გამოუვიდა კიდეც..
სულს ნუ მიჰყიდი, სულს.. ეს სიტყვები კიდევ დიდხანს ბუდობდნენ ჩემს თავში, მთელი გზა ამას ვიმეორებდი..
სული, ხო სული, ნუ მიჰყიდიო, უკვე რო მივყიდე? ეშმაკზე უარესს, სულზე მეტიც.. პატარა ქალბატონო..
გონს მოდი პატარა ქალბატონო..
ჩაფიქრებული , ჩამოღუშული სახით მივუყვებოდი აღმართს, სახლამდე ძლივს მივაღწიე, ჩანთაში დავიწყე ქექვა გასაღების ამოსაღებად, ძლივს , რომ ვიპოვე საკეტს მოვარგე და აღმოჩნდა, რომ სულ ტყუილად, კარები ღია იყო, მიზეზი ამოუცნობი.. ინტერესით შევაღე, ჯერ ოდნავ, მერე კი ერთი მოძრაობით მთელი ძალით მივაწექი ..
- ფრთხილად..
- ჯეი? აქ რას აკეთებ?
- მოვედი, რომ ბოდიში მოგიხადო, უნდა მაპატიო..
- რა უნდა გაპატიო თუ მეტყვი დავფიქრდები..
- ჩემი უნამუსობა..
- ჰაჰ უნამუსო რა სასიამოვნო მოსასმენია..
- მი მესმის , მაგრამ..
- მაგრამ არაფერი.. კარგად იცი რომ ვერ გაპატიებ , თუმცა დაგიბრუნდები , იმიტორმ რომ იმაზე მეტად მიყვარხარ ვიდრე შესაძლებელია... პატარა ქალბატონო სულ ნუ მიჰყიდიო..
- პატარა ქალბატონო?
- ითენი ვნახე...
- ითენი რატომ ნახე?
- ყავა დავლიეთ და ცოტა ვისაუბრეთ
- იმედია ისე არა როგორც გჩვევია..
- როგორ მჩვევია?
- მე რომ მიყვარს..
- კი ეგრე გამომივიდა, სულელურად სულ შემთხვევით..
- შანსი არარი..
- გაფრინდებითქო ვუთხარი
- გაფრენაში ცუდი რაარი??
- შენი ფრთებითთქო ჯეისონ!
- სადმე წავიდეთ.. რეაქცია არ მაინტერესებს..
- რატო? გგონია გიჟად შემრაცხა და გაიქცა?
- მხოლოდ მე მიყვარს შენში ეგ, გაიგე? მხოლოდ მე.. სხვამ ვერ უნდა გაიგოს შენი სიგიჟის ამბავი.. გასაგებია?
- გაიგო.. გამიგო და მომიწონა..
- სადმე წავიდეთთქო
- არა რატო? აქ ვიყოთ, რას უწუნებ ჩემს ბინას , კი შემოპარულხარ..
- მიშელ...
- გისმენ
- მოთმინების ფიალა მევსება..
მივედი და ვაკოცე, ეს ტიპური მე ვიყავი, სიყვარულით გაგიჟებული პატარა ქალბატონი, რომელმაც ეშმაკს სული ისევ მიჰყიდა და ამით ბედნიერიც კი იყო..
ბარში ჩემი დიალოგი ითენთან წყალში ჩაიყარა და ეს ბრუნვადი პროცესი, დაიწყო..
რეალობიდან ილუზიებში, ილუზიებიდან რეალობაში და ასე უსასრულოდ, მხოლოდ ჯეისონის ერთი სიტყვაც..
- მიყვარხარ, მართლა.. (განაგრძნო მან, როდესაც ტუჩები მოვაშორე და თვალების გახელა ნელნელა დავიწყე)
- წარსულს ჩაბარდეს..
- როგორ შეგიძლია ასე ადვილად მაპატიო?
- არ გპატიობ.. შანსს გაძლევ, იმიტომ რომ მიყვარხარ
- როგორ შეიძლება გიყვარდე ?
- როგორ შეიძლება? როგორ შეიძლება? დავიღალე , არ ვიცი ასე უბრალოდ შესაძლებელი ყოფილა, რომ მყვარებოდი, ნუთუ პრობლემაა?
- არა, პატარა ქალბატონო (გამიღიმა)
- იცი დღეს ვიღაცამ მითხრა, რომ..
- მი, მერე მომიყევი გთხოვ ახლა არ გინდა, წამს ნუ აფუჭებ..
- დაიჭირე?
- კი
- მე რომ ვეღარ ვიჭერ ეს ბოლო ხანებია?
- ეს ბოლო ხანებია ჩემთან არ ყოფილხარ
- ნუთუ შენ ხარ ჩემი ყოველი ბედნიერი წამის მიზეზი
- აბა ითენი ხომ ვერ იქნება?
- რა შუაში იყო?
- ვიხუმრე, რა თქმა უნდა მე ვარ..
- მაგრამ ეგ არ არის კარგი
- რატომ?
- სად მივდივართ?
- თემას ნუ ცვლი
- სად მივდივართთქო..
....


მე და ჯეი სასეირნოდ გავედით, დაღამებული იყო , ქუჩას მივუყვებოდით, მას შემდეგ რაც შეამჩნია , რომ სიგარეტი აღარ ჰქონდა, მაღაზიისკენ გაეშურა, მე მივსეირნობდი და ბატიბუტს ვჭამდი.. ვფიქრობდი, მაგრამ ითენზე და ჩვენს საუბარზე ვფიქრობდი, საიდან იცოდა ამდენი რამ ჩემზე?
უკნიდან ვიღაც მომეპარა და თვალებზე ხელები ამაფარა.. რა თქმა უნდა ჯეი იყო, უბრალოდ ითენზზე ჩაფიქრებული ჩემთხვევით წამოვშორე..
- ითენ?
- ითენ? რატომ ითენი?
- ჯეი.. მაპატიე ..
- და მაინც რატომ ითენი?
- ვფიქრობდი, სანერვიულო არაფერია
- რა თქმა უნდა არაფერია, კი არ ვეჭვიანობ
- მართლა?
- ხო მართლა..
- სულ ცოტა?
- არა მი არა!
- კარგი, კარგი როგორც გინდა..
- და მაქვს საეჭვიანო მიზეზი?
- არა არ გაქვს
შევცბი.. რატო უნდა ჰქონოდა, წყობილებიდან გამოყვენა მინდოდა და მივიღე კიდეც..
- რაზე ფიქრობდი?
- არ ღირს მოსასმენად
- თქვი, ამჟამად რა უცნაურობა გაიჭედა შენს ფანტაზიებში..
- ჭიანჭველებს ვუყურებდი, წარმოიდგინე ჩვენც რომ ისეთი პაწაწუნები ვიყოთ.
(გამეცინა და ბატიბუტი გადამცდა, ხველება ამიტყდა, ჯეიმ ზურგზე რამდენჯერმე ხელი მკრა..
- მოიცა, მოიცა კარგად ვარ..
- ფრთხილად.. შენს თავს ნუ დასცინი, თუ საჭირო იქნება მაგას მე გავაკეთებ
- და არ არის საჭირო?
- როცა ასე საუბრობ? ჰმმმ. თავიდან იყო.. ახლა აღარ
- და რატომ ახლა აღარ?
- შემიყვარდა..
გაჩერდა მისკენ შემაბრუნა და თვალებში შემომხედა..
- შემიყვარდა მიშელ..
- რა შეგიყვარდა?
- შენი ფანტაზია, შენი გადმოცემის უნარი, შენი სიგიჟე, თუ როგორი გრძნობით საუბრობ ამ ყველაფერზე, მთელი სულით, ორგანულად ჰყვები, გეფიცცები ეს ძალიან კარგი სანახავია (გაეცინა)
- ახლა რაღა გაცინებს?
- ძალიან საყვარელი ხარ მაგ მომენტში, მინდა, რომ უბრალოდ შეგჭამო..
- ჰეი.. საყვარელს ნუ მეძახი!
- კარგი ჩუმად ვარ.. მერე?
- პაწაწინები, რომ ვიყოთ?
- ჰო
- მერე არაფერი, უბრალოდ ახლა ჩვენთვის არის ძალიან დიდი ეს სამყარო, მერე კოსმოსი, ჩემო კოსმოსის ბიჭუნავ, მათთვის კი წარმოიდგინე, ღმერთო ჩემო..
- როგორ მიყვარხარ, აი ეგეთი უცნაური და გიჟი ..
- რა? ვტყუი?
- არა არ ტყუი..
- საინტერესო იქნებოდა, ვიქნებოდი ერთი დღით მაინც ისეთი პაწაწინა
- და ფეხი რო დაგაბიჯონ? ბევრი ჭიანჭველა ისრისება ეგრე
- ჰეიი.. რა ბოროტი ხარ..
- რა? ვტყუი?
- ტუტუცო, ვიცი რომ არ ტყუი უბრალოდ როცა ვოცნებობ ერთი წუთით მაინც უნდა მაცადო , რომ წარმოვიდგინო...
- როგორ გაგსრისეს?
- ჯეისონ, მაღიზიანებ უკვე
- კარგი კარგი ვხუმრობ , არავის მივცემ შენი გასრესვის უფლებას , კოსმოსის ცისფერთვალა ბიჭუნა იზრუნებს შენზე ყოველთვის...
ჩამეღიმა..
- ყავა დავლიოთ?
- კი, აქ კარგი ადგილი ვიცი, მე და ითენი ვიყავით..
- სულ ითენი და ითენი , რაამბავია?
- კარგი, სხვაგან წავიდეთ..
- აქ დაჯექი აქ მოვიტან ყავას..
- კარგი..
ახალი იდეებით დაბრუნდა, ყავა მომაწოდა ღიმილით მომიბრუნდა და მითხრა..
- ერთი ლამაზი ადგილი ვიცი, ისიც ვიცი რომ ძალიან მოგეწონება..
- რა ადგილი?
გახარებული მივუბრუნდი , ჩემი მოუხერხებლობის წყალობით ცხელი ყავა ჩემს მაისურსაც დავაგემოვნებინე.. თავიდან შეშფოთდა და მერე უკვე სიცილი აუტყდა, როცა კივილი დავიწყე მეწვისთქო ჩამოფერთხვა დამიწყო მაგრამ ამაოდ, უბრალოდ საუბარი განვაგრძე..
- აბა რა ადგილი?
- გეწვის??
- ყურადღებას თუ გადამატანინებ უკეთესი იქნება (ღიმილით შევუბრუნდი, სიმწრის ღიმილით )
- ქალაქგარეთ ერთი მაღალი ადგილი ვიცი საიდანაც ულამაზესი ხედი იშლება, ხვალითვის , რომ წავიდეთ?
- მართლა? როგორ გამახარე ნეტა იცოდე, აუცილებლად წავიდეთ..

თბილად გამიღიმა და სახლში წასვლა შემომთავაზა , რომ პირველ რიგში მაისური გამომეცვალა და ცოტა დამესვენა , ვინაიდან წინა ღამე უმიზეზოდ გავათენე, ეს რა თქმა უნდა მისი აზრით თორემ ხომ იცით ღამით ვართ რეალურად ჩვენი თავი, ყველაფერი ღამით იღვიძებს, ყოველი გრძნობა , განსაკუთრებით კი ტკივილი, სამწუხაროა როცა აანალიზებ რომ არსებობს ბევრი მიზეზი რატომაც უნდა გტკიოდეს თუმცა ეგ ვისთვის როგორ რა თქმა უნდა, მერე ეჭვები, ცრემლები, უმიზეზო ცრემლები, რომელსაც არც ისე დიდი დატვირთვა აქვს, უბრალოდ თითქოს გულს იოხებ და ტკივილის დამარცხებას ცდილობ..

მეორე დილით გავეშურეთ, არც ისე გრძელი გზა იყო, დაახლოებით 40 წუთში იქ ვიყავით, თავიდან ცოტცოტას ვსაუბრობდით შემდეგ კი სიჩუმე ჩამოწვა..

- მე არ ვიცი შენ რისი გეშინია..
დიალოგი თავად დაიწყო , როცა მიხვდა, რომ საუბრის გარეშე ყოფნა ზედმეტად მოსაწყენი ხდებოდა ნელნელა..
- დახურული სივრცის..
- კიდევ?
- ბევრი რამ არის, მართლა
- მითხარი, მაინტერესებს
- დახვეული კიბეების, თოჯინების, ნუ თოჯინების თეატრის.. უუ ხო კიდე ყველლაზე მთავარი, კარგი აურის
- კარგი აურის? ჩვეულებრივ საშიში ცუდი და ბნელი აურაა არა?
- არა! მე მართლა ძალიან მეშინია კარგი აურის.. ვერ ვეწყობი
- კარგი რა..
- შენ რისი გეშინია?
- მე ცუდი აურა მაქვს?
- შენ აურა გააქვს?
- მიშელ რას მეკითხები, რა თქმა უნდა მაქვს
- ნწუ არ გაქვს, ვერ ვგრძნობ..
- მარტოობის მეშინია..
- მარტო არ იქნები..
- გადაწყვიტილებების მიღების მეშინია..
- მაგის მეც მეშინია..
- შენი დაკარგვის მეშინია
- მაშინ გამიფრთხილდი
- რატომ მეგონა რომ მეტყოდი არ დამკარგავ სულ შენთან ვიქნებიო?
- იმიტომ რომ მაგის მოსმენა გინდოდა
- და არ მეტყვი?
- არა
- რატომ?
- იმიტომ რომ დამკარგავ
- მაჯავრებ? რას ჰქვია დაგკარგავ
- თუ არ მომიფრთხილდები..
- აღარ თქვა ეგ, მირჩევნია მოვკვდე..
- ვინმემ თქვა, რომ უნდა მოკვდე?
- და ვინმემ თქვა, რომ არ გიფრთხილდები?
- ჯეი გააფრინე?
- მგონი კი..
- ცოტახანი ჩუმად იყავი რა..
- რატომ?
- სისულელეებს გაიძახი და მაღიზიანებ..
- ჰაჰ, უკვე გაღიზიანებ კიდეც..
- ოჰ ეგ როგორ მოხდა, ჯეისონი მაღიზიანებს, კი! მაღიზიანებ!
- ხოდა გაიქეცი იმ შენს ითენთან ხოარ გაღიზიანებს ეგ?
- საკმარისია! ითენი რა შუაშია?
- მიშელ გადადი მანქანიდან
- ჯეი ტყეში ვართ ფაქტობრივად, სად გადავიდე
- დილაა, არაუშავს გადადი მანქანიდან
- მიდიხარ?
- არა, მარტო მინდა ცოტახანი
- კარგი..
მანქანიდან გადავედი თუ არა მანქანა დაძრა და წავიდა..
- ჯეისონ! რას აკეთებ? აქ მანქანები არც კი დადიან, შორს ვარ! ჯეი!
მანქანიდან თავი გადმოყო და მომაძახა
- ძვირფასმა ითენმა მოგაკითხოს
- შენი დანახვაც არ მინდა
- არც დამინახავ, მშიდობით მია, დარჩი შენს უაზრო ფიქრებთან ერთად მარტო, ჩიტებთან გააბი შენი უაზრო და უცნაური დიალოგები, ოღონდ ძალიან გთხოვ იმდენი არ ქნა რომ თავი მოიკლან, ცოდოები არიან..
- ჯეი? რას ამბობ? შენ ხომ..
- მე ხომ? არა მე ხომ არა..
- რა დაგემართა?
მანქანასთან მივირბინე .. - გამიღე კარები
- არც კი იოცნებო
- რა დაგემართა?
- შიშებზე იყო ხო ლაპარაკი?
- კი
- შენი მეშინია, მეშინია რომ ამ შენმა უაზრო სიტყვებმა სუიციდისკენ არ მიბიძგოს..
გაეცინა, გადაიხარხარა, თვალზე ცრემლი მომადგა, ძლივს შევიკავე
- ოღონდ ეს ნიანგის ცრემლები არა
- არ ვტირი
- მაგრამ აპირებ
- არც იოცნებო
- აბა პატარავ გამიშვებ?
- იმას იქეთ..
- ცუდი გოგო გააღვიძე?
- მე არა..
- უიჰ , ალბათ მე
- დამეკარგე აქედან…

ექიმთან არის მისაყვანი, უეჭველად.. პიროვნების გაორება აქვს, ასე როგორ იეჭვიანა ითენზე, ვიცი მაინც შევურიგდები, რომ მობრუნდება, რა აზრი აქვს,თანაც უკვე მეორე შემთხვევა ასე უაზროდ რომ იქცევა, საცოდავი მეშელი , თავს რომ ასე ვიტანჯავ ამ ადამიანის გულისთის ნუთუ დავიმსახურე? მართლა საცოდავი ვარ..
მაგრამ რა კარგი იყო ადრე..
ქვის ლოდზე ჩამოვჯექი , წინ ულამაზესი ხედი იყო, მთელი ქალაქი ჩანდა..
მოგონებები შემომიძვრა გულში, ისინი ხომ მაინც სულ იქ არიან, უბრალოდ ამოტივტივდა, ჩემი და ჯეის უბედნიერესი მომენტები, სადაც არ იყო არც ინტრიგა არც ეჭვიანობა და უბრალოდ სიყვარული, სითბო და ბედნიერება სუფევდა..

ერთ დღეს პიკნიკზე წასვლა გადავწყვიტეთ მხოლოდ მე და მან, მოზრდილი ადიალა წავიღეთ, პატარა კალათით ხილი და სასუსნავები და გავეშურეთ ტყისაკენ, ადიალა ორ ხეს შორის გავშალეთ, ჩვენ ის დღე გვაძლევდა სითბოს , თავი მის მუხლებზე მედო და ვოცნებობდით მომავალზე, გეგმების დალაგება დავიწყეთ პრიორიტეტების მიხედვით, თურმე სათავეში ჩემი ცოლად მოყვანა უნდოდა და სხვა დანარჩენი მერე..
- სულ , რომ არაფერი გვქონდეს გამომყვებოდი?
- გამოგყვებოდი..
- სამუდამოდ ჩემთან იქნებოდი?
- რა თქმა უნდა, თუ სამუდამოდ გეყვარები
- სამუდამოდ მეყვარები, როგორ შეიძლება სამუდამოდ არ მიყვარდე, სიცოცხლის ბოლომდე.. არა, მერეც, იქაც, თუ კი ხელმეორედ დავიბადებით იმ ცხოვრებაშიც გიპოვი, რადაც არ უნდა დამიჯდეს გიპოვი და ისევ მეყვარები, არასდროს შევწყვეტ შენს სიყვარულს, იქაც ჩემს გვერდით იქნები , იქაც ჩემი იქნები და მეტი არავისი... დრო გადის, წამები, წუთები მიჰქრიან, წლებსაც აქვს დასასრული და საბოლოოდ საუკუნეებად იქცევიან, დრო იწურება სიცოცხლის, თუმცა სიყვარულის არა, სიყვარულის დრო ყოველთვის არის, მე შენ მიყვარხარ.. ზოგადად რომ განვიხილოთ თვით სიყვარული განსხვავებულს ვერაფერს იტყვის ნამდვილი შეყვარებული ადამიანი...
- პირველად ვისმენ შენს ასეთ სიტყვებს, იცი გული როგორ სწრაფად გიცემს..
- რატომ?
- რატომ გიცემს?
- შენი აზრით?
- შენივე სიტყვების გამო, საუკუნოდ მეყვარები, დასაწყისიდან დასასრულამდე, შენს სიყვარულს არ შევწყვეტ.. (წამოვიწიე, იდაყვს დავეყრდენი , თვალებში შევხედე და გავნაგრძე) - მე შემოგფიცავ..
- კი, როცა ცოლად მოგიყვან, საკუფრთხეველთან..
- არა, ახლა შემოგფიცავ, მთელს ჩემს სიცოცხლეს, ცხოვრებას განდობ და შემოგფიცავ, რომ სამუდამოდ მეყვარები, რაც არ უნდა მოხდეს, რაც არ უნდა წახვიდე და დამტოვო
- სისულელეებს ნუ ლაპარაკობ, არასდროს წავალ..
- დავუშვათ.. დამასრულებინე..
- გისმენ..
- რომც წახვიდე, რომც ჩემი არსებობდა დაივიწყო მაინც მეყვარები, წრფელი , უდიდესი გრძნობით, გულუპრყვილოდ და მთელი ჩემი გულით მეყვარები.. მხოლოდ იმას დამპირდი, რომ ამავე სიტყვებს არავის არასდროს არ ეტყვი, არასდროს არ გაუმეორებ და არავის დაელაპარაკები ისე როგორც მე მელაპარაკები..
- არსად ვაპირებ წასვლას..
- ეს უბრალოდ , აი ეს მომენტები ისეთი იდეალურია..
- დაიჭირე წამი..
- შენთან ყოველ წამს ვიჭერ და გულში ვინახავ, შენთან გატარებული არც ერთი წამი არ დამავიწყდება არასდროს და ზუსტად ეგ არის ჩემი სამუდამო სიყვარულის ერთ-ერთი უდიდესი მიზეზი..
- შენ ვერ მიხვდები რამდენს ნიშნავ ჩემთვის.. ვერ ხვდები დამიჯერე ვერც მიხვდები და იცი რატომ? რომ იცოდე არ დამიწყებდი ისეთ თემაზე საუბარს, როგორიც ჩემი შენგან წასვლაა...
- მე შენ სულს გიძღვნი, მთელს ჩემს სიცოცხლეს, ფიცს გჩუქნი, ფიქრებს შენკენ ვუშვებ მხოლოდ, ისინი შენია, ყოველი ჩემი დეტალი შენია, ჩემი ცხოვრების საუკეთესო ერთი დიდი მომენტი ხარ.. მე შენი მჯერა, მწამს, ხანდახან მგონია შორიდან გიყურებ, გაკვირდები ისე თითქოს ჩემთან არ ხარ ..
- რატომ? არ მესმის უბრალოდ, მეუბნები მჯერაო და მერე ამბობ რომ შორს ხარ.
- დამამთავრებინე, ყოველ ღამე მეღვიძება, მეღვიძება და ვხვდები, რომ თვალები რაღაც მარილიან სითხეს იმეტებს ჩემთვის
- ტირი?
- ხო ვტირი, უნებურად ვტირი, არ მინდა და მაინც.. ამას ვერ ვაკონტროლებ, მე ვერ ვაკონტროლებ ჩემს სიზმრებს, ჩემს ცრემლებს, საკუთარ თვალებს ვერ ვუბრძანებ, რომ არ სტკიოდნენ, კონტროლს ვკარგავ და გშორდები, ისეთი შეგრძნება მაქვს რომ არ არსებობ.. მერე ეჭვები მტანჯავს, სულში მიძვრებიან..
ალბათ არსებობ, თუმცა ეჭვები თავისას მაინც შვრებიან.. ხარ კი ჩემი ფანტაზიის ნაყოფი? თუ ხარ მაშინ მესმის ჩემი უზომო ბედნიერების მიზეზი, რადგან ასეთი გრძნობის ადგილი ამ რეალობაში არ მოიძებნება, ჩემს რეალობაში არა...
- ვარსებობ..
- შენ ახლა მესაუბრები, მეხები... ამ სიყვარულით მათბობ, მე შენ გგრძნობ, ვეხები შენს თითებს, შენს მაჯას, მკლავს, კისერს, სახეს, თვალებს, (ყოველ ჩამოთვლილ სიტყვებს ნელ-ნელა "ინსტრუქციის" მიხედვით მივყვები და ვეხები მას) - ვგრძნობ შენს ტუჩებს როცა გკოცნი, ვგრძნობ როგორი თბილები არიან ისინი, როცა საკოცნელად მოვიწევ და ვეწაფები მათ, დანაოჭებული ტუჩებიც კი თბებიან... და ამის მერე მეუბნები რომ არსებობ?
არა ჩემო ძვირფასო, შეუძლებელია შენ ახლა აქ იყო, მართლა.. ჩემს რეალობაში აქამდე ვერ გიპოვე, ახლა ჩემს ილუზიებში ცოცხლობ, ხოლო ეს ყველაფერი ჩემი დიდი სურვილის დამსახურებაა, ჩემი ფანტაზიის, წარმოდგენების... შენ არსებობ, მაგრამ ჩემთან არა , ახლა არა, ვიცი არც მერე.. თუმცა არსებობ უჩემოდ, ჩემი სიყვარულის გარეშე...
- მიშელ! რას ამბობ? გაგიჟდი?
- ყოველ ღამით მგონია რომ ილუზიური ხარ.. ორი ვარიანტია.. პირველი: ან არ არსებობ და გავგიჟდი, მეორე: ან დროებით არსებობ ჩემს ცხოვრებაში და დამტოვებ... ყოველი წამი დაჭერილი მაქვს და გულში ვინახავ ვერაფერი მაიძულებს, ვერავინ წამართმევს იმას რაც ჩემია , რაც გულში მაქვს, არასდროს დავივიწყებ გპირდები..
უცებ მიმიხუტა
- აბა მიპასუხე.. ახლა ვინ გეხება?
- შენ მეხები..
- ახლა ვინ გკოცნის..
და თბილად შეეხო ჩემს ტუჩებს..
- მე ახლა მკ..
დავიბენი
- ხო ხო ვინ?
- შენ მკოცნი.. (ძლივს ამოვღერღე)
- ვინ გეხუტება?
- ისევ შენ
- ვის უყურებ თვალებში?
- შენ გიყურებ
- როგორი თვალები მაქვს?
- ზღვასავით ცისფერი
- რა გრძნობით გიყურებენ ზღვასავით ცისფერი თვალები?
- დიდი სითბოთი და სიყვარულით და ეს წამწამები..
- წამწამები?
- ნუ ახამხამებ
- რატომ?
- არ ვიცი..
- კარგი, ახლა კარგად მომისმინე.. ხედავ? მე გეხები , მე გკოცნი, მე გეხუტები, მე შენ გიყურებ ჩემი მოლურჯო-მომწვანო თვალებით, თუ როგორც არის მათ კი შენ უზომოდ უყვარხარ, სიყვარული არ იზომება ეგ იცოდე, ეს იმდენად ძლიერი გრძნობაა, რომ შეუძლებელია გაზომო, რომ იციან მე უფრო მიყვარხარ არა მეო.. როგორ ზომავენ ამას? არასდროს მითხრა რომ ჩემზე მეტად გიყვარვარ იმიტომ რომ არ იცი , არ გესმის და ყნოსვითაც ვერ იგრძნობ.. მეც ვერ გეტყვი იგივეს, მაგრამ გეტყვი ,რომ ვგრძნობ შენს სიყვარულს, მინდა იცოდე, რომ ვარსებობ და ვიარსებებ, ხომ აგიხსენი რომ ამ სამყაროშიც და მერეცთქო.. მოდი ასე გავაკეთოთ.. გპირდები, მე შენ შემოგფიცავ ჩემს თავს, მე გჩუქნი ჩემს თავს, სანამ საკურთხეველთან პირობას მოგცემ ,რომ სამუდამოდ შენთან ვიქნები ჭირშიც და ლხინშიც , იქამდე გეუბნები გპირდები და გეფიცები, რომ მე შენთან ვიქნები ჭირში, ლხინში და გეტყვი, რომ ჩვენ ერთად გავუმკლავდებით ყველაფერს.. ვიკამათებთ, ვიჩხუბებთ, შენი ამბავი რომ ვიცი შეიძლება რაღაცა გამომიქანო თავში (გაეცინა) ან რამე დალეწო ჩემს წინ სიბრაზისგან, მაგრამ მაინც მეყვარები, ვაღიარებ მე შეიძლება წავიდე შენგან , დაგტოვო მაგრამ მაინც მეყვარები, მე არ წავალ უმიზეზოდ.. წავალ მხოლოდ მაშინ, როდესაც შენგან სიცივეს ვიგრძნობ, როცა შენი დიდი ,ყავისფერი , მობრჭყვიალე თვალები ისე არ შემომხედავენ, როგორც ახლა მიყურებენ დიდი სიყვარულით.. სანამ ეჭვი არ შემეპარება, რომ ვიღაცა მეორე გაჩნდა შენს ცხოვრებაში, დაგტოვებ მხოლო მაშინ ფიზიკურად, თორემ სული , ჩემი სუნთქვა , ფიცი ,ცხოვრება, სიცოცხლე ისევ შენს განკარგულებაში იქნება, ჩემი ბედნიერება შენს ხელთ იქნება, მე სულ შენი ვიქნები.. იცი რა არის ყველაზე დიდი ბოროტება? ადამიანს თავი შეაყვარო სიცოცხლეზე მეტად და მერე მისგან წახვიდე, მაგ შემთხვევაში კლავ, ანადგურებ გამოცდილი არ მაქვს, მაგრამ რომ წარმოვიდგენ, რომ შენ შეიძლება დამტოვო , რომ შეიძლება შენმა გულმა სხვას გაუღოს კარი და მე გამომაგდოს, უსახლკაროდ დამტოვოს ვიცი, რომ მოვკვდები, თავს არ მოვიკლავ ცოდვაა და არ მინდა მაგის გაკეთება, მაგრამ მე მკვდარი ვიქნები, როდესაც დავინახავ, რომ შენ სხვას ეკუთვნი, ადგილზე დავიცლები, დავიფერფლები , გარდავიცვლები, მაგიტომაც გეუბნები, რომ ფიზიკურად დაგტოვებ, მე ვეღარ ვიბრძოლებ იმიტომ რომ ჩემი ძალაც გულიც და გონებაც შენია .. ვეღარ ვიბრძოლებ რადგან ბრძოლისთვის ძალა აღარ მეყოფა, როდესაც სხვასთან დაგინახავ.. და გპირდები, რომ თუ კი შენი გული სხვას გაუღებს კარებს მე წავალ შენგან..
- არასდროს, გთხოვ..
- ხომ გითხარი..
- კი მითხარი..



***




მახსოვს ვერაფერი ვუთხარი იმიტომ რომ ეჭვი შემეპარა, მან ისეთი სიტყვები მითხრა , რომ საკუთარ თავში, აი საკუთარ სიყვარულში ეჭვი შემატანინა, მერე დავფიქრდი ნუთუ ასე ძლიერ ვუყვარვარ, ნუთუ მართლაც მოვკლავ , რომ დავტოვო? და შემიძლია კი ამის გაკეთება? შემიძლია, რომ დავტოვო? მას როგორ შეუძლია ნებისმიერი მიზეზით ჩემი მიტოვება? ან რატო არ უნდა იბრძოლოს? ღმერთო ჩემო , როგორ ვბოდიალებ, რას ნიშნავს, რატომ არ უნდა იბრძოლოს, მე რომ ის სხვასთან დავინახო..
არა.. არშემიძლია..
ამ სიტყვების გახსენების მერე , ითენი ამომიტივტივდა..
"წავალ მხოლოდ მაშინ, როდესაც შენგან სიცივეს ვიგრძნობ, როცა შენი დიდი ,ყავისფერი , მობრჭყვიალე თვალები ისე არ შემომხედავენ, როგორც ახლა მიყურებენ დიდი სიყვარულით.. სანამ ეჭვი არ შემეპარება, რომ ვიღაცა მეორე გაჩნდა შენს ცხოვრებაში"
დავტოვა , იმიტომ , რომ გაახსენდა და გაბრაზდა.. დამტოვა იმიტომ რომ ჰგონია გულის კარები სხვას გავუღე და ის გარეთ ისე გავუშვი რომ თვალი არ დამიხამხამებია.. რატომ ვთვლი თავს დამნაშავედ? არ მესმის.. მე ხომ ითენის მიმართ არაფერს ვგრძნობ.. საერთოდ არაფერს.. ეს მას უნდა გავაგებინო.. ისევ რომ წავიდეს? თუმცა მისი პირველი წასვლის მიზეზი რაღა იყო? დავიბენი, სერიოზული დაბნეულობა დამატყდა თავს, მე ისეთი არეული ვიყავი როგორც ის..
ახლა ახალი პრობლემა მაქვს, ქალაქიდან საოცრად შორს ვარ და ტელეფონი არ იჭერს, მანქანის ჭაჭანი არ არის, ყურსასმენებიც კი არმაქვს, მაგრამ სრული სიმშვიდეა..

სწორედ ამ სიმშვიდემ მომცა კიდევ ერთხელ დაფიქრების საშუალება და თავიდან ბოლომდე შეჯამების უფლება..

მოვიდა, თავი შემაყვარა და წავიდა, იმიტომ რომ არასდროს ვყვარებივარ და მისთვის ფარის მნიშვნელობა მქონდა, ისევ დაბრუნდა 10-12 დღის შემდეგ და ისევ ვუყვარდი, თურმე შემცდარა და ნანობდა , მერე თავი გავისულელე და დავუბრუნდი თან დამეთანხმებით უმარტივესად შესძლო ჩემი დაბრუნება, საქმეც იმაშია რომ ვერ ვაკონტროლებ მასთან საკუთარ თავს, ვნატრობ გადამიყვარდესთქო რომ ერთხელ და სამუდამოდ ეს ჩასუნთქული ჰაერი ამოვისუნთქო და ეს ადამიანიც გავაყოლო თან, ახლაც წავიდა..
ისევ დამტოვა ამჯერად საშინელი სიტყვებიც მომაბარა..
გული მიკვდება , აღარ მინდა ვუყურო ასეთს, ჩემი ჯეისონი მენატრება, ჩემი სიყვარული.. რამდენი "მე" ცხოვრობს მასში და რომელს ვუყვარვარ რეალურად? ან ვუყვარვარ კი საერთოდ?
ალბათ არსებობს ადამიანების ის კატეგორია, რომელიც გამიგებს..
ალბათ ძალიან ცოტანი ვართ..
ფეხით გავლა გადავწყვიტე, აღარ შემეძლო ამდენი უაზრო ფიქრი, უბრალოდ შევწყვიტე, გონება გავათავისუფლე..
ტელეფონმა სიგნალი დაიჭირა, იმ წამსვე ევას დავურეკე, მომაკითხე-მეთქი, რა თქმა უნ და დაუყონებლივ დამთანხმდა , 30 - 40 წუთში ჩემთან იყო..
30 - 40 წუთი სრულიად ჩუმათ ვიჯექი ლოდზე და ვფიქრობდი , სიმართლე გითხრათ არ ვიცი რაზე, ტვინი გადათიშლი მქონდა და ჯეიზე აღარ ვიცოდი რა მეფიქრა, თითქოს სრულიად მშვიდად ვიყავი, გულიც რიტმში მიცემდა, ყველაფერი რიგზე იყო, დანაკლისსასც აღარ განვიცდიდი, იმდენად აღარ მტკიოდა და ფიქრებში დაკარგული ერთ უბრალო ცივ გოგოდ ვთვლიდი თავს რომელსაც აღარაფერი ადარდებს და ტკივილის ვეღარც კი გრძნობდა იმდენად შეჩვეულიყო..
იმ დღიდან ისტერიულ სიცილს მივეჩვიე, ცრემლების მაგივრად ყოველ გულში ნემსის ჩხველაზე სიცილი მიტყდებოდა და ვეღარ ვჩერდებოდი..
გავგიჟდი..
არა...
მართლა გავიგიჟდი..
საკუთარ თავს დავუწყე ლაპარაკი , აღარ ვგვავდი მკვდარ მოსიარულე გოგოს, ახლა უფრო ფსიქოპატს მიმამსგავსებდა ადამმიანი, ქუჩაში მივსეირნობ , თითქოს ფიქრებში ჩაფლული და საკუთარ თავს გონებაში თუ არა ხმამაღლა ველაპარაკები და ყოველ გახსენებულ მტკინვეულ მომენტზე მეცინება, იმ მომენტებზეც მეცინება სადაც ბედნიერების წამები დავიჭირე თუმცა ისევ ისტერიულად ვინაიდან გაცნობიერებული მქონდა რომ ეს უდიდესი ტყუილი იყო ჩემს ცხოვრებაში..



იმ დღიდან 2 თვე გავიდა.. ამ 2 თვის მანძილზე სიგიჟის ქალღმერთს დავემსგავსე, მეგობრები გვერდიდან არ მშორდებოდნენ შიშისგან თავს რამე არ ავნოს სულ გააფრინაო , დარწმუნებული ვარ ასე ფიქრობდნენ..
თვალები მაინც სულის სარკეაო , ხო ამბობენ და....

2019 წლის 28 იანვარი თენდებოდა.. საათმა გამთენიის 4ს მიუკაკუნა და უცებ ტელეფონზე მომდის ესემესი ითენისგან..
- როგორ ხარ?
- არამიშავს შენ?
- ჯეი ვარ, გცალია რომ მნახო?
- როდის? (აღვნიშნოთ, რომ ჭკუა ვერ ვისწავლე)
- ახლა
-ახლა ვერა
- ვერანაირად?
-ახლა რატო გადაწყვიტე?
- ძალიან ცუდად ვარ
- ვერა, ნათესავთან ვარ, ვერ გამოვიპარები
- აი, მარტო შენ შეგიძლია ჩემი დახმარება, გამოგივლი თუ გინდა..
- რა გჭირს? ახლა ვერ ჩამოვალ ჯეი..
- ითენი ვარ, რო მიწერე ვერ გნახავო ტელეფონი დააგდო, შენი ნახვა უნდა..
(იცის ჩემზე როგორ უნდა იმოქმედოს)
- მთვრალია?
- არა , პროსტა დეპრესიაშია, ვერც მე ვერ გამიგია რასჭირს.
- არც სძინავთ, ვერ გამოვძვრები, ხვალ დილით ადრე ვნახავ, თუ შეძლებს (რა სულელი ვარ)
- რამდენხანში დაიძინებენ? ეს უგუნური რომ დავაწყნარო?
- შენ და ჯეი საიდან?
-გრძელი ამბავია..
- არ ვიცი რამდენხანში დაიძინებენ, თუმცა ვეცდები
- მოგაკითხავთ..

მისამართი მივწერე, დაახლოებით 20-30 წუთში მანქანის კარები გავაღე და დავჯექი..
ცუდად იყო?
კი, კი როგორ არა..
სასმელის სუნი ასდიოდა..
- შენ მთვრალი ხარ!
- არა არ ვარ
- კი ჯეი ხარ!
- არ ვართქო
- როგორც გინდა..
მეგობრები მანქანიდან გადაუშვა და მიმიხუტა..
- მომენატრე.. (ვუთხარი მე)
- მეც მომენატრე..
ცოტახანი ჩუმად ვიყავით..

იმ ღამეს ვიყავი ყველაზე ბედნიერი რადგან ის ჯეი დამიბრუნდა სულ ცოტახნით ვისაც რეალურად მე ვიცნობდი..

- გული სწრაფად გიცემს.. (სიჩუმე დაარღვია, მაშინ როცა ჩემს გულზე ედო თავი)
- ვიცი
- რატომ?
- შენი აზრით?
- ასე გული მაშინ უცემთ როცა უყვართ
- ხო, ეგრეა
- Carpe diem..
- რა?
- არ გახსოვს?
- რა?
თავს უაზროდ ვისულელებდი..
- დაიჭირე წამი..
- დავიჭირე, ვიჭერ..
ისევ სიჩუმე ჩამოვარდა..
- თქვი რამე
(1 2 წუთის მერე ისევ მან დაარღვია)
- ხომ შეგიძლია ჩუმათ იყო? მაცადე! ხმა აღარ ამოიღო წამს ვიჭერ რომ წუთებად ვაქციო!
- მაგას ვერ შეძლებ
- რატომ?
- იმიტომ , რომ არ ვიცი ვინ ვიქნები ხვალ
სახეზე მიმიკები შემეცვალა, ამას არ ველოდი..
განაგრძო
- არ მინდა გული გეტკინოს, წუთებად ნუ აქცევ..
თავი გულზე დავადე..
- გული ასე სწრაფად რატომ გიცემს?
- შენი აზრით?
- არ მინდა გიპასუხო ჩემი აზრი, ვიცი რომ აუცილებლად მეტკინება მერე ისევ..
აღარაფერი უთქვამს..
უბრალოდ მთელი 3 საათი მიხუტებული ვყავდი გულზე, ერთხელ მაკოცა კიდეც , სახეზე ვეფერებოდი და ნაკვთების დამახსოვრებას ვცდილობდი რომ არ დამვიწყდებოდა, ვინაიდან ვიცოდი ხვალ ჩემს გვერდით აღარ იქნებოდა, მაგრამ ისიც ვიცოდი რომ მის წასვლას ვეღარ გადავიტანდი და იქვე დავასრულე..
მანქანიდან გადმოვედით სახლამდე ცოტა გზა იყო გასავლელი , საუბარი მე დავიწყე..
- მიყვარხარ..
არაფერი უთქვამს
განვაგრძე..
- მიყვარხარ და სწორედ მაგიტომ გეუბნები რომ უნდა გაგიშვა, გაგიშვა და აღარ დაგაბრუნო , რადგან ყველაზე მეტი ტკივილი მოგაქვს ჩემთვის..
- არ ვიცი რა გითხრა..
- უბრალოდ წადი..
- მე ვგრძნობ..
შევაწყვეტინე
- ნუ ამბობ, შენ ვერ გრძნობ, ეგ არ არის გრძნობა !
სახლთან მივედით, გავჩერდი , რომ ჩავხუტებოდი.. ჩამეხუტა და..
- მიყვარხარ

მისი პირიდან წარმოთქმული ეს სიტყვები ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო, დავპანიკდი მაგრამ თავს ვუმეორებდი მი, ხვალ არა, ხვალ აღარ ეყვარებითქო..
თბილად გავუღიმე და დავემშვიდობბე ..

ღამით თვალი მარტო იმ მიზეზით ვერ მოვხუჭე რომ სულ მისი ნათქვამი "მიყვარხარ" მესმოდა ყურებში, თითქოს ისევ და ისევ მიმეორებდა, ეს უკვე მოკლე მეტრაჟიან ფილმს გავდა რომელიც გაიჭედა და მხოლოდ ერთ სიტყვას ახვევს..
მიყვარხარ
მიყვარხარ
მისი ტემბრი, მისი საუბრის მანერა, მისი სახე, მიმიკები....

კიდევ ერთხელ გადავდგი ნაბიჯი, დილით სამსახურში მივაკითხე, დიდისამბით ჯეისონი ვიკითხე თითით მიმანიშნეს თუ სად იყო .. ნელი ნაბიჯებით გავუყევი მისკენ მიმავალ გზას, 3 პატარა საფეხური ჩავირბინე და მხარზე ხელი დავადე, შემობრუნდა, ნუ ახლა აშკარა იყო არ მელოდებოდა..
- მი?
- შეიძლება ვისაუბროთ?
წინ გამიძღვა, პატარა მყუდრო ოთახში შევიდა, მანიშნა შევსულიყავი, მეც აუჩქარებლად ფეხაკრებით შევედი.

მას შემდეგ რაც დაჯდა , ზურგით დივნის საზურგეს მიეყრდნო, მხართეძოზე წამოგორდა და ჩუმი, მშვიდი, ღიმილშეპარებული სახით საუბარი დაიწყო...
- მი მისმინე, ამ ღამინდელს რაც შეეხება, მთვრალი ვიყავი, გონდაკარგული, ბოდიში მინდა მოგიხადო, დღეს არ შეგეხმიანე რადგან მახსოვდა გუშინდელი შენი დამშვიდობება და ვიფიქრე , რომ არ ღირდა, რეალურად გამიკვირდა როცა დაგინახე ახლა, მაგრამ თან გამიხარდა კიდეც ვინაიდან ახსნის საშულება მომეცა..
- რა ახსნის? ანუ თითოეული წამი ტყუილი იყო..
- ვწუხვარ..



- რეალურად არ წუხარ, არც მე, რადგან არაჩვეულებრივად ვიცოდი რომ არც ერთი წამი არ იყო რეალური და შენმა ნათქვამმა "მიყვარხარ" ყველაფერი დაამტკიცა, მოკლედ დამშვიდობებას ვაპირებდი, ოღონდ ამჯერად უფრო კარგად და გარკვევით, სრულიად ფხიზელზე..

ორივემ კარგად ვიცოდით , რომ მე ამ მიზნით მასთან არ მივედი თუმცა არც ერთმა არ შევიმჩნიეთ, საუკეთესო წამები გავატარე მასთან ერთად და მინდოდა მოგონებები შემომრჩენოდა, როცა ვფიქრდები მათ მაინც ვერაფერი წაშლის მაგრამ დავიწყებაც არ მიცდია, სურვილიც კი არ მქონდა, არც ამ წამების, არც წარსულის წამები და არც მომავლისას უბრალოდ არ ვიცოდი რამდენად იქნებოდა ჩემს მომავალში ჯეისონი..

- მი, ყველაფერი რიგზეა?
- კი ჯეი, უბრალოდ აღარ მინდა შენთან არანაირი ურთიერთობა და უკეთესი იქნება, დიდად დამავალებ თუ არ გამოჩნდები ჩემს ცხოვრებაში აღარასდროს...
- დარწმუნებული ხარ?
- აფსოლუტურად...
- მაშინ დაგემშვიდობები..
წამოვდექი, ხელი გავუწოდე და ვუპასუხე..
- კარგად ჯეისონ, სასიამოვნო იყო შენთან ურთიერთობა..

გამიღიმა , ხელი ჩამომართვა და ისევ წინ გამიძღვა, კარებამდე უნდოდა ჩემი მიცილება თუმცა ვუთხარი რომ საჭირო არ იყო..
სახეზე ირონიული ღიმილი არ მშორდებოდა, საკუთარ თავს დავცინოდი, რისი იმედი მქონდა?
ვაიმე მიშელ მიყვარხარ და შენზე ვგიჟდები ფრაზებს რატო ველოდი? ტვინი სულ დავკარგე? ოხ როგორ ვბრაზობ საკუთარ თავზე, ოხ როგორ ვღიზიანდები..
არადა ისე ვუყურებდი , ისე მეტკინა გული როცა ვემშვიდობებოდი, ჩემი დიდი ნაწილი მასთან დარჩა, თუმცა ის კი ვიცოდი რომ ეს საბოლოო დამშვიდობება იყო, უკანასკნელი და მიბრუნება ან ურთიერთობის განახლება არც ერთისთვის აღარ იყო მისაღები, ყოველშემთხვევაში საკუთარ თავში დარწმუნებული ამჟამად მაინც ვიყავი და ამ დარწმუნებაში ის ტკივილი მეხმარებოდა , რომელიც მან მომაყენა, მომაყენა თან როგორ, თან რა ძალით..

ჯეკპოტი დამეცა თავზე, გადალახვის პირას ვიყავი, ყოველშემთხვევაში ყოველ დილით გადახარშული მქონდა ეს სიტუაციები, რომ ეს მოხდა გაანალიზებული დალაგებული საკუთარ თავში დარწმუნებული გოგონას სახით ვევლინებოდი ყველას, ბედნიერებისგან რო თვალები უბრწყინავს მაგრამ რა აბედნიერებას კაცმა არ იცის, დაჟე არც მე ..
ისტერიული სიცილი მკლავს...
ხოლო ღამით...


- ევა, უნდა ვნახო.. ევა აუცილებლად უნდა ვნახო, ყველა მიზეზ გარეშე, მგონი ვგიჟდები, არა უკვე გავგიჟდი, შევიშალე, თეთრი ხალათი და ეგაა , საგიჟედან გამოვარდნილს ვგავარ, ოფლი ბლომად მასხამს, საწოლი სულ სველია ჩემი ცრემლებით, მოძრაობისგან საბანი იატაკზე აგდია ისე მეძინა.. ისე მეძინა სახლი შევარყიე, ევა გესმის? გთხოვ მითხარი , რომ მისმენ.. ევა ხომ არ გძინავს?
- მიშელ მესმის, რამე გესიზმრა?
- მესიზმრა
- რა გესიზმრა?
- მესიზმრა, რომ სულ მთლად დავკარგე და გავუშვი..
- გაუშვი?
- ხო, დავნებდი და გავუშვი, მესიზმრა, რომ ბოლოჯერ ვნახე , ამდენი ხნის მერე ვნახე და ისიც სულ ბოლოჯერ..
- მი.. ვწუხვარ , მაგრამ ეგ სიზმარი, სრული რეალობააა..
- როგორ თუ..
- მი, დაწყნარდდე უნდა
- ნუთუ მართლა გავუშვი, არ მჯერა..
- შენც იცი რომ სწორად მოიქეცი..
- გაბრაზებული ვიყავი..
- მაგრამ მართალი..
ცოტახანი ვერაფერი ვთქვი, მეც კი ვიცოდი, რომ მართალი ვიყავი, მაგრამ იმდენად არ მინდოდა აღიარება, რომ საკუთარ თავს გადავაბიჯე, თავი დავიმცირე..
და რა მნიშვნელობა ჰქონდა სხვისთვის მე როგორ ვიყავი მაშინ, იმ წამებში და რა მნიშნელობა ჰქონდა ჩემთვის იმ წამებს თუ კი საბოლოოდ მაინც წასული იყო, სულ წასული გესმით?
მეღიმებოდა, ვხვდებოდი , რომ პანიკურ სიცილს მალე მივუკაკუნებდი და ღიმილის დაოკებას ვცდილობდი, მაგრამ მიმიკები თავისასშვებოდნენ, ნერვებმა მისი საქმე არ დატოვეს , მუშაობა განაგრძეს მე კი ისევ ცუდად ვიყავი, ცუდად ვიყავი თუმცა არ მემჩნეოდა, ტირილი არ შემეძლო..
მაგრამ როდის შემეძლო? ცრემლები სულ დამშრალიყვნენ და თითქოს ამ ტკივილს სიცილით გამოვხატავდი, გიჯივით ვიცინოდი ჩემს ოთახში, ჩემი ცრემლებით სავსე საწოლზე წამომჯდარი..
ხვდებით? ძილში შევძელი ტირილი , რეალურად კი არ შემიძლია, ეს რაღაც ახალი არ უნდა იყოს..
საუკუნეა არ მიტირია, ღმერთო როგორ მომენატრა ეს შეგრძნება, დამავიწყდა როგორია ტირილით გულის მოოხება, სულ ერთი პაწაწინა ცრემლი ვერ მშველის ხოლმე, ხან ისე მეხმარება, როგორც არასდროს , მაგრამ ახლა ვიცინი.. ვზივარ და გიჟივით ვიცინი იმიტომ რომ სული ამომაცალეს, ამომაცალეს და არც კი დამიტოვეს, ხელებში არც კი ჩამიდეს, შანსი არ მომცეს , რომ მის ადგილზე დაბრუნებულიყო, ამომაცალეს და წაიღეს..
ამომაცალა და წაიღო ისე თითქოს მისი საკუთრება იყო , როცა ამ დროს რა წაღებაზეა საუბარი, არც კი უნდა დაენახა, არც კი უნდა შეხებოდა არამედ წაეღო ნელნელა ფიქრსაც ვკარგავ, გული მტკივა, რაღაცა საშინლად მჩხვლეტს შიგნიდან, ფიქრები მტკივა, მთელი სხეული მტკივა, შიგნიდან სულ არაეული ვარ , ისეთი ქაოსია, თან ისე არ წყდება ეს ქაოსი, უსირცხვილოდ წამში სამოცჯერ ირევა ყველაფერი ერთმანეთში.
უნამუსოდ ეს ერთმა ადამიანმა გააკეთა, თუმცა რა მისი ბრალია..
 მე შემიყვარდა, ჩემით ვაჩუქე ის გული , ის სული, ჩემითვე აღარ დავიტოვე გზა, მოვიჭერი ყოველი კუთხე და ახლა ჩემს გამო მტკივა .. მისი რა ბრალია ეს ის მომენტი იყო, რომ საწოლში ვერ გავჩერდებოდი..
გამთენიის 6კენ ავდექი ჩავიცვი პირველივე ტანისამოსი რაც ხელთ მომყვა და ქუჩაში სასეირნოდ გავედი, ყურსასმენები გავიკეთე, მუსიკებს ბოლომდე ავუწიე და გზას მშვიდად გავუყევი, ნაბიჯებს ვაკვირდებოდი..
ერთი მეორეს როგორ მისდევდა ,დროის ინტერვალი თითქმის ერთი იყო..
პირველი, მეორე, პირველი, მეორე და ასე..
ტრასა სველი იყო, ნათურები უკვე აღარ ენთო, საოკმაოდ გათენებულიყო ...
ქუჩაში არავინ ჩანდა, მხოლოდ ერთი ადამიანი , ხეს მიჰყუდებოდა და ტელეფონს ისე ჩასცქეროდა, სახეზე მეცნო , ვიცანი როგორ არა, უბრალოდ დაჯერება არ მინდოდა, და ისევ ყოყმანს დავუბრუნდი არ იქნებათქო , მაგრამ იყო..
სასაცილოა , ადამიანი რომლის გამო ცოტახნის წინ საწოლში ვკვდებოდი , რომლის გამოც ავდექი და სასეირნოდ გამოვედი გზად შემხვდა..
აი პარადოქსიაც..
- მიშელ..
- ოუ, ჯეი
- დამთხვევაა?
- უცნაური კითხვაა, მითუმეტეს როცა შენს მისვამ მე და ეგეთ კონტექსტში
- რატომ?
- ისე გამოდის თითქოს შეიძლება ჩაითვალოს რომ მე შენ გითვალთვალებ. ნუ ეგ არც კი დაუშა, კი დამთხვევაა
- ანუ.. არ მინდოდა..
- ვიცოდი, რომ მაგას იფიქრებდი არაუშავს, უბრალოდ ვერ დავიძინე..
- აჰა, მე ვვარჯიშობ
- ქალაქის ამ ნაწილში რა გინდა?
- აქ დავრბივარ ეს ბოლო პერიოდია, კარგი ხედი იშლება , იქეთ (თითით მიჩვენა) კარგი ადგილებია.. და შენ?
- მეე? აა ხო მე.. არაფერი აქვე ვცხოვრობ, აი იქ კარგი ადგილები , რომ არის..
- რომელ კორპუსში ხარ? არ ვიცოდი საცხოვრებელი თუ შეიცვალე
- ებიმ და მე ვიქირავეთ..  ახლახანს
- კარგია.. ანუ ცხოვრება განაგრძე, როგორც მივხვდი
- ჯეი, მომისმინე, ჩვენ დაახლოებით 1 კვირი წინ ვისაუბრეთ ამაზე, მე შენ გაგიშვი, გამოგიტყდები ძალიან მტკინვეული იყო და არის ამ წამამდეც კი მაგრამ მე შენ გაგიშვი და ამ ფაქტს ვეგუები, ჯერჯერობით გაანალიზების პროცესში ვარ მაგრამ ის ,რომ მე ცხოვრება ვერ განვაგრძო სრული აფსურდია.
- მაგ მხრივ არ მითქვამს, არასწორად გამომივიდა, მაპატიე
- არასწორად არა ზუსტად ისე გამოგივიდა, როგორც გინდოდა, უბრალოდ ასეთ რეაქციას არ ელოდი..
- მი , ჩვენ ერთად ვიყავით, არც ისე დიდიხანი მაგრამ ვიყავით.. და არ გამოგვივიდა ეგ უნდა გავიგოთ ორივემ, მე უკვე მივიღე, გავაანალიზე, შევეგუე და განვაგრძე ჩემი ცხოვრება შენს გარეშე და შენ ჯერ ეგ ამბავი არც კი მიგიღია, გაანალიზებაზე და გაგებაზე აღარაფერს ვამბობ და უჩემობაზე, ხომ საერთოდ.
- ჯეი, თავიდან დავიწყოთ, ვეცდები აგიხსნა, ამჟამად იქნებ მაინც გამიგო რავიცი.
- გისმენ..
- ჩვენ ერთად დიდი ხანი არ ვიყავით, მხოლოდ 6 თვე, შეიძლება 7 ზუსტად არვიცი, უფროსწორედ ბოლო ერთი თვე რა როგორ იყო ვერ გაიგებდა კაცი და არ ვიცი ჩაივთვალო თუ არა.
. ამ 6 თუ 7 თვის მანძლზე შენთან ერთად გადავიტანე ბევრი რამ , მე შენ შემიყვარდი ეგ ყველაზე მნიშნელოვანია და შენც შეგიყვარდი, ასე მეგონა ყოველშემთხვევაში, ასე ამბობდი და ასე მაგრძნობინებდი მაგრამ ფაქტი სახეზეა, ერთხელ იმდენად შემატანინე ჩემს სიყვარულში ეჭვი , რომ ვერც კი აღიგწერ, შენმა სიტყვებმა და თავბრუსდამხვევმა გამოხედვამ , ისე იმოქმედა ჩემზე რომ ამ გრძნობაში შემეპარა ეჭვი, რომელსაც მე ახლაც კი ვგრძნობ შენს მიმართ ამდენი რამის მერე, შენგან განსხვავებით და იცი რა არის საშინელება? თავი დამნაშავედ ვიგრძენი როცა დღეს ახლა აი ამ წამს დამნაშავე , ყველაზე დიდი მატყუარა წინ მიდგას და საზიზღარია ეს მომენტი გულის ამრევიც კი როცა ვაანალიზებ თუ ვინ მიყვარს ჯერ კიდევ..
შეურაცხყოფას გაყენებ ეგ აშკარაა მარა ჩემი მხრიდან აფსოლუტურად სამართლიანი, ასე რომ არ გაქვს უფლება შეწინააღდეგების, რომ რამე დააპირო მაინც.. მერე რომ განვაგრძოთ, ბევრი კარგი რამ მახსოვს, თითეული "დაჭერილი წამი" , თითოეული ბედნიერი მომენტი, აი რა უნდა მოხდეს, რომ ეგ ყველაფერი ჩემი მეხსიერებიდან წაიშალოს, ხანდახან ვფიქრობ რომ შენ კიარა ჩემი მოგონებები მიყვარს შენზე, მაგრამ რაღაც მაინც ხელს მიშლის.. კი იმაში გეთანხმები , რომ მიღებაც კი გამიჭირდა მაგრამ მივიღე, სხვათაშორის მაშინ, როცა გითხარი რომ გიშვებდი და აზრი აღარ ჰქოინდა თორემ შენ წარმოიდგინე და მე გელოდებოდი, დაგელოდებოდი.. ახლა კი ვაანალიზებ, გიყურებ და ვხვდები რომ ჩემი ცხოვრების უიღბლოდ დაჭერილი წამი ხარ, თვით უიღბლობა, რომლემაც ცრუ იღბალი მომიტანა რამდენჯერმე, ცრუ წამი, რომელიც იმ მომენტში რეალურად დავიჭირე..
აშკარად დამისხლტა ესეც რელაური კუთხით, რომ შევაფასოთ თორემ მოგონებები, ეს ისეთი რამ არის, ვერანაირი უიღბლობა, ან სიცრუე რომ ვეღარ შეეხება.. შენ კიდე ჩემი ერთი დიდი უიღბლოდ დაჭერილი წამის  მოგონებად იქეცი, სულ რაღაც ზუსტად 1 წამში მაშინ. სწორედ მაგ წამის მერე ვაანალიზებ თუ რამდენად არ ღირხარ..
ახლა მე აქ ამ დროზე შენს გამოვარ, ღამით გამეღვიძა და მეგონა რომ მესიზმრა შენი გაშვება და თავი ისე ვიგრძენი თითქოს ჩემი სული თან წაიყოლე, გრძნმობების დასაოკებლად დასამშიდებლად გამოვედი და კარგიც ვქენი იმიტომ , რომ შესაძლებლობა მომეცა ამ ყველაფრის თქმის.. მე შენს ცხოვრებაში საკმაოდ იღბლიანი წამი ვიყავი, რომელიც წამზე დიდხანს გაგრძელდებოდა, რომ არა შენ..
აასე რომ საბოლოოდ,, გაანალიზებაც სრულდება და მიღებაც იწყება, შენ იყავი ჩემს ცხოვრებაში ადამიანი "ჩემი ადამიანი" და აღარ ხარ.
ცრემლი ჩამოუვარდა, მისი დიდი თვალებით მიყურებდა და ცრემლი ჩამოუვარდა, სინანული სახეზე ეწერა, ეხატა ,, იმდენად ირეოდა ემოციებვით რომ ვერ გაუძლო და წავიდა.
უპასუხოდ დატოვებული კითხვები აღარ მაწუხებდა, აღარ მაწუხებდა არც ერთი რთულად გადატანილი წამი აღარც ის ღამე მაწუხებდა.. ტკივილიც ქრებოდა ან სასიამოვნოდ მტკიოდა.

სამწუხარო ის იყო , რომ ეს სასიამოვნო ტკივილი დიდხანს არ გაგრძელებულა, სახლში მისვლის შემდეგ ისევ თავიდან დაიწყო ყველაფერი, არადა ვაანალიზებდი თუ რამდენად აფსურდი იყო თითოეული ის ტკივილი რასაც მის გამო ვგრძნობდი, უბრალოდ ამის კონტროლი არ შემეძლო რამაც ძალიან დამღალა..
აღვნიშნავ ალბათ თქვენც..

თქვენი აზრით თვალებიდან ჩამოვარდნილი რამდენი წვეთი ცრემლის დათვლა შეიძლება, რომ გაიგო თუ რამდენად გტკივა? რაოდენობით განისაზღვრება? თუ სიდიდით?
უფრო ტკივილით, ჩემს ერთ პატარა ძლივს ჩამოვარდნილი წვეთში შეიძლება იმხელა ტკივილი იმალებოდეს შენი მრავალი, სათვალავ არეული, რომ ვერ უდრიდეს..
შექსპირმა ცხოვრება ნაგავიაო, ყველანი დავიხოცებით მაინცო და ბედმა ნამდვილად გაგვიღიმაო, ოჰ და როგორ ვეთანხმები.. მე ახლა საწოლზე წამომჯდარი ვარ და ვწერ ამას, ვიხსენებ მოგონებებს და ვცდილობ დავალაგო აზრები თუ რამდენად ბედნიერი ვიყავი ადრე და რამდენად უბედური ვარ ახლა, შენს გარეშე, მაგრამ ვიქნებოდი კი ბედნიერი შენთან ერთად ჩვენი ისტორია, რომ გაგრძელებულიყო? იმ დღეს როგორ შეიცვალა რაღაც ჩემში.. ეს დღე კი იყო...

ხოდა, შექსპირმა, რომ ეგ სიტყვები თქვა, ნეტავი და მას რა აწუხებდა , ახლა მე , რომ ვეთანხმები შენს მიერ დატოვებული ტკივილი და უბედურება მაწუხებს, მაგრამ უკვე იმდენად შევეგუე ამ ყველაფერს , რომ ჩვეულებრივ მოვლენად ვთვლი ტკივილს..
ჭრილობაზე მარილს , რომ მოგაყრიან და ტკივილისგან კვდები ეგეთი რეაქცია მქონდა ჩვენს ფოტოებს, რომ ვნახულობდი..
და მაინც რამდენად მოგონებას შეიძლება იტევდეს ერთი ფოტო, ან მცირედი დრო, წინადადება, სიტყვაც კი, მოქმედებაც, იმ დღეს ვიღაცამ მეტროში ისე ჩაიცინა, სულ შენ დამიდექი თვალწინ, მეგონა ისევ ის დრო იყო და მეც ჩემდაუნებურად ისევ გამეღიმა, თავიდან ბედნიერებისგან მერე უკვე დამცინავმა ღიმილმა ჩაანაცვლა, აშკარად ბიჭმა ვერ გათვალა ჩემი ღიმილის რეალური მისამართი და მეტროს ვაგონში , რომელიც ათასი არსებით იყო გაჭედილი, ჩემკენ დაიძრა. ყოველი ამ არსებათაგანის მოძრაობა ღორივით მყრალ სუნს მიტოვებმა ცხვირში, ოუ ისე ყარდა იქაურობა ბინძური სულებით, ყალბი ადამიანებით და მეორადი გრძნობებით, რომ პირდაპირ რწყევა მინდებოდა.. ჩემთვის ფიქრებში ვიყავი გართული, როდესაც ერთი "თავიდან" სავარაუდო ჭუჭყიანი ხელი მხარზე საგრძნობლად შემეხო, ყურსასმენები უცებ მოვიხსენი და თავი ოდნავ გავატრიალე, შემდეგ 180 გრადუსით გავუტრიალდი და მის მკერდს სივიწროვისდა გამო მივეკარი..
ტანში დამიარა იმდენად არასასიამოვნო იყო, ესეც ყარდა , ოღონდ იმდენად არა როგოც სხვები, ანუ შეიძლებოდა მისთვის "ადამიანის" წოდება..
- იმდენად არ ყარხარ, როგორც სხვები..
- მართალიხარ, (დაფიქრდა, საჩვენებელი თითი ნიკაპთან მიიტანა თვალებით მეტროს "ჭერს" შეხედა და მერე მომიბრუნდა..) საშინლად მძაფრი სუნამოს სუნი ტრიალებს, ღებინება მოგინდება ადამიანს, ნეტავი და ვისია, შენი ხომ არა? (აშკარად დამცინავად მომმართავდა, მომეწონა)
ჩემსკენ წამოიწია კისერთან თავი მოიტანა და დიდისამბით აისუნთქა ჩემი ტკბილი სუნამოს სუნი..
- მძაფრი არ არის ..
- მივხვდი, ვარდისაა.. ესეიგი შენ არ ყარხარ..
- საერთოდაც სუნამოზე არ მითქვამს..
- აბა?
მეტრომ საგრძნობლად დაატორმუზა, ბიჭის ხელებში ჩავვარდი (თითქმის) შეიძლება (კინაღამ)..
როგორც ამბობენ არ ითვლება..
ჩემი გაჩერება იყო..
სიტყვა ბანზე ავუგდე , კარები, როგორც კი გაიღო გარეთ გავვარდი, მანამდე ჩანთა მხარზე საგრძნობლად , მყარად გადავიკიდე და გზას გავუყევი, სახელი რა გქვიაო შემომძახა, ჩემგან თავის მიტრიალება და მარცხენა ტუჩის კუთხეში ოდნავ ღიმილ გაპარებული სახე მიიღო პასუხად, გაეღიმა, ლოყები ჩაეჩხვლიტა, თავი დახარა, მერე აწია, თვალი ჩამიკრა და კარებიც დაიკეტა, სანამ თვალს არ მოეფარა ღიმილი სახიდან არ გაჰქრობია..
ის ისეთი, ჰმმ..
ნორმალური იყო, არა..
არანორმალური იყო...
ნორმალურები მეზიზღებიან, ეს არ მეზიზღებოდა..
უბრალოდ არ ყარდა, მხოლოდ ლიმნის, ვაშლის, ლავანდისა და ვარდის სურნელი ერეოდა ერთმანეთში , ეს ნაზავი კი კისრიდან მკლავამდე, მკლავდიდან მკერდამდე, სახეზეც კი ასდიოდა, სუნამო იყო საოცარი, აღელვებული ნოტები ერთმანეთს ეთამაშებოდნენ და ყოველი ეს სურნელი თამაშსა და სიყვარულში ერთიანებოდნენ, მგონი ვანილიც დაჰკრავდა, როგორ მძაფრი, მაგრამ თან ისეთი ტკბილი და მოსიყვარულე, ყინულივით ცივი და სითბოს ვულკანი იყო, და მისი გამოხედვა ეს იყო..
ისევ, ლურჯი თვალები, მაგრამ სრულიად განსხვავებული, ეს უფრო სხვა იყო, პრინცპში ლურჯიც არა უფრო ცისფერი , თითქოს გამჭვირვალე, ენით აღუწერელი , თვალებში დავინახე ზღვა, მისი ტალღები და გრძნობები სუფთა, გამჭვირვალე, საუკეთესო სურნელებით გაჟღენთილი და ტანშიც დამიარა..
გაქრა, ყოველი ეს გრძნობა, რომელიც სულ ალბათ 1 წუთით დამეუფლა, როცა მის კისრამდე ცოტა მაკლდა და მის სურნელს ვგრძნობდი, და შემომიძვრა ისევ ძველი "მე" წამოვიდა შენზე ფიქრები და სახე ისევ მომეღუშა..
თუმცა ერთი კითხვა და ერთი სურვილი ვერ გააქრე ჩემში..
მაინტერესებდა ვნახავდი კი მეორედ მას?
და ჩემს ერთ ნაწილს სიკვდილამდე სურდა მისი კიდევ ერთხელ ნახვა..
იმედები ბოლოს კვდებაო, ვიღაცამ თქვა, მაგრამ..
ეს ის მომენტი არ იყო, როცა მის სიკვდილს ველოდი..
მაშინ არა..
იცით რატომ?
ჩემში რაღაც ნაწილმა სუნთქვა დაიწყო.. ჯერ მსუბუქად მერე კიდე..
მერე კიდევ..
ღრმად!


დილით თავზე სიხარულით გაგიჟებული ებიგეილი დამახტა და ამ მძინარე, მუღუშულ მიშელს (ანუ მე) სულ ხტუნვა-ხტუნვით აღვიძებდა, რომელსაც სხვათაშორის არც კი ეძინა, რადგან მეტროს ბიჭუნათი იყო შეპყრობილი..
- მი, მი !
- გეყოფა ები! თავი მისკდება ისედაც !
- შე დეპრესიულო ვირო! რომ ათენებ ღამეებს აბა რა გგონია?
- ვირო? ეგ რაღაც ახალია..
თავი ძლივს წამოვწიე ებიგეილს ვუჯიკე , წამოვჯექი და კედელს მივეყრდენი..
- მიშელ, ახლა მე ისეთი რაღაც უნდა გითხრა რაზეც უარს შენ მე არ მეტყვი გასაგებია?
- მითხრა თუ მკითხო?
- გითხრა, იმიტომ რომ პასუხი უკვე ვიცი! ნუ ვიცი რო უარყოფითი იქნება მაგრამ არ მადარდებს..
- გისმენ აბა... ( თვალები გადავატრიალე ხელები გადავუშალე და ველოდებოდი მის პასუხს, რომელიც ვიცოდი რომ არ მომეწონებოდა)
- მე და აარონმა გადავწყვიტეთ, რომ მოგვეწყო რელაქსაციის დღეები
- მერე?
- ტყეში, რომ პატარა სახლი გაქვს გახსოვს?
- კი სულ დამტვერილი, დასალაგებელი, ჩამონგრეული.. აუ არადა როგორ მინდა მისი შერემონტება..
- ზუსტად!
- ანუ რელაქსაცია იმაში მდგომარეობს, რომ სახლი უნდა გავარემონტოთ? კაი იდეაა
- სერიოზულად?
- კი, მართლა..
- კაარგიი.. (დაიბნა , უკან დაიხია თუმცა მერე ისევ მომიბრუნდა) - მხოლოდ ეს არ არის..
- ყურადღებით გისმენ..
- ამ გარემონტებასთან ერთად დავისვენებთ კიდეც
- ეგ ლოგიკურია, რემონტს ალბათ ორ დღეში მოვრჩებით, პრინციპში გააჩნია რამდენი წავალთ..
ათი დღით მაინც წავიდეთ დავისვენებთ , გავერთობით ..
ები საუკეთესო იდეაა, თან ამ ჩემი დეპრესიის გამო ნაკლებად თუ გხედავ, თვალებიც ისეთი შეშუპებული მაქ, თან მგონი ყველა მძულს და არ მომწონს ეგ ფაქტი..
- შენ სიცხე გაქვს? (შუბლზე ხელი მომადო და გაკვირვებული სახით შემომხედა)
- მართლა, გეყოფა (ხელი მოვაშორებინე) - საკმარისია, ჯეისონის გამო ტყუილად ტირილი, მოთქმა და იმის თქმა რომ მიყვარს, ყველაფერი წინ მაქვს ოცი წლისაც კი არ ვარ ჯერ..
- ღმერთო! (უცებ შეხტა, ხელები ზემოთ ასწია და ყვირილი დაიწყო) - როგორ მოოახერხე , რომ ეს გააღვიძე?! ღმერთო მადლობა !
- ღმერთი უბრალოდ დამეხმარა..
(მაცდურად გავხედე)
- ეს გამოხედვა არ მომწონს, თუ მომწონს? მოყევი ჰე მალე !
- გუშინ მეტროში ყველა არ ყარდა..
- ანუ ეს ნიშნავს , რომ ვიღაცამ მიიქცია შენი ყურადღება..ხო?
- ხო და მგონი ვერასდროს ვეღარ ვნახავ (მოვიღუშე)
უცებ ხელი მომიქნია და შუბლში მწარედ გამარტყა ამას შემდეგი სიტყვებიც მოაყოლა:
- პესიმისტო, (თითის ქნევით ჩემკენ წამოიწია) - ისევ ის მიშელი აღარ დამიბრუნდე თორე თავს მოგაძრობ (ბოლო ორი სიტყვა ისე დაიყვირა შეშინებული წამოვხტი)
- არ ვარ პესიმისტი (მშვიდად ვუპასუხე) - შემდეგი ათი დღე მაინც ვერ შევძლებ მის მოძებნას, მაგრამ არ ვაპირებ რომ დავნებდე.
- აი ეს უკვე ჩემი გოგოა ! (სიხარულისგან გიჟივით ჩამეხუტა)
- აბა? ვინები მივდივართ?
- რა თქმა უნდა მე, შენ , ევა, აარონი, აარონის ვიღაცა ძმაკაცი ოლივერი და ითენი..
- ითენი? რატომ ის?
- აარონის ძმაკაცია მიშელ, რა მოხდა?
- არაფერი უბრალოდ, თავიდან მე და ჯეის..
- არანაირი ჯეი (გამაწყვეტინა)
- ხო მართალი ხარ.. და ის ოლივერი?
- არც მე ვიცნობ, მაგრამ გავიცნობთ, ჰე მოემზადე , ცოტა მაკიაჟი წაისვი, საფლავიდან ახალ ამდგარ ზომბს გავხარ შენი შეშუპებული ჩაშავებული უპეებით..
- საოცარი კომპლიმენტები იყო, მადლობა, უკეთეს ვერ ინატრებს ადამიანი.
- ნორმალურად ჩაიცვი, ჩანჩურასავით აღარ!
- ხომ გითხარი! მე უკვე მღვიძავს, ჩემი მეტროს ბიჭუნას წყალობით..
- ვაუ, უკვე მეტროს ბიჭუნაც ყოფილა..
თავი დავუქნიე, კმაყოფილი ღიმილი ვაჩუქე და მოსამზადებლად გავეშურე..

საღამოსკენ გავედით, აარონმა მითხრა რომ ის ვიღაც ოლივერი და ითენი იქ დაგვხვდებოდა, ინტერესში ვიყავი თუ ვინ იყო ოლივერი, მაგრამ ინტერესი მალევე გამიქრა..
გზაზე ხან ყურსასმენებში მუსიკებს ვუსმენდი ხან მეგობრებთან ერთად ჩემი უსაშინლესი ვოკალით ვყროყინებდი და ხანაც ცეკვას გამოვურევდი ამ პატარა მანქანაში და ყველას ავიყოლიებდი აარონის ჩათვლით, რომელიც სხვათაშორის საჭესთან იჯდა , თუმცა ეს არავის ადარდებდა ების გარდა, ები და მისი პანიკიორ-ფეთიანობა ცალკე თემაა..
ყველას უკვირდა ჩემი, ასე ერთ ღამეში რა დაემართაო, კაკრას ეგ კითხვა აარონს გაუჩნდა და ების გადაუჩურჩულა , ებიმ კიდე თავისი გულუპრყვილო ხასიათებით რომელსაც წინ უაღრესად მაღალი ლეველის ემოციურობა ახლდა წამოიყვირა:
- მის მეტროს ბიჭუნა ჰყავს..
აარონმა ჩაახველა, აშკარად უხერხულად იგრძნო თავი როცა მიხვდა რომ მე მისი ინტერესი შევამჩნიე ების წყალობით, ბოლოს მოგვიანებით ებიმაც მიხვდა მისი სულელური საქციელი და ჩუმად 2 წლის ბავშვს დაემსგავსა თუ არა ბოდიშიც მოიხადა, ამაზე სიცილი ამიტყდა, ჩემმა სიცილმა სიტუაცია განმუხტა და აარონისა და ევას შეკითხვებით თავს დამატყდა..
- ვინ არის? დაიწყო ევამ..
- ერთი ბიჭია, მეტროში შემხდა, რატომღაც რაღაც მიზეზით ჩემი ყურადღება მიიპყრო და რაც უფრო მიახლოვდებოდა და საბოლოოდ კონტაქტში როგორც კი შემოვიდა სიმპატიები დაიმსახურა, ის უბრალოდ...
უბრალოდ არ ყარდა, როგორ სხვები..
- რითი მიიქცია ყურადღება? ევამ განაგრძო..
გავჩუმდი, ვერ ვიტყოდი რომ ჯეის ღიმილით..
ებიმ სიტუაციას ალღო აუღო და ჩაერთო..
- რა მნიშვნელობა აქვს რითი? მთავარია მიიქცია...
აარონმა გააგრძელა..
- რა ჰქვია?
- არ ვიცი, ძირითადად სუნამოებზე საუბრით შემოვიფფარგლეთ..
- რამდენხანს გასტანა თქვენმა საუბარმა? 2 წუთს მაინც?
აარონმა ირონიული ღიმილი მაჯახა და სარკიდან გამომხედა..
თვალები მოვჭუტე და გაღიზიანებბულმა ვუთხარი
- დაახლოებით 1 წუთი..
- 1 წუთი და სუნამოებზე საუბარიი.. კარგი რაა..
ევა ჩაერთო
- ეგეც წინსვლაა..
- ნამდვილად (ები დაეთანხმა)
მე მადლობა გადავუხადე გოგონებს მხარში დგომისთვის და თვალები მივლულე...
ცოტახანში მესმის ხმა..
- ევა არ მინდა გავაღვიძო , კარგა ხანია არ უძინია..
- ები ჩავედით უკვე შეაღვიძე და სახლში განაგრძოს ძილი..
- ევა კარგად იცი რომ სახლი დასალაგებელია..
ებიმ წუწუნი ატეხა.. ამ დრო ამოვილუღლუღე
-მღვიძავს უკვე..
- აჰა გააღვიძე ყოჩაღ ევა!
ევამ თავის გაქნევით უპასუხა
- უაზროდ მე არ ვწუწუნებდი..
ებიმ დაუღრინა და მომიბრუნდა, რაღაცებს მელაპარაკებოდა მაგრამ მას შემდეგ რაც უცხო სახე შევნიშნე და სავარაუდოდ ეს ოლივერი უნდა ყოილიყო ების ყურადღებას ვეღარ ვაქცევდი..
- მეტროს ბიჭუნა!
შემთხვევით წამოვიყვირე, ები შეხტა მომიბრუნდა..
- ის? ოლივერი?
- კი!
ოლივერი ჩემგან ზურგით იდგა..
- ალბათ არც კი ვემახსოვრები..
- ეგ ალბათ სუნამოს გოგოთი გიცნობს
- ები მოკეტე და ნუ ცქმუტავ
გამაღიზიანა, რანაირი სახელია სუნამოს გოგო, რა სისულელეა..
მანქანიდან გადავედი ცოტა სახისა და თმის დალაგება ვცადე მაგრამ ამაოდ, რას იპრანჭებითქო საკუთარ თავს გავუბრაზდი და თავაწეული ამაყი სახით მანქანიდან გადმოვედი..
ითენი ჩემსკენ წამოვიდა წინ დამიდგა და ჩემს მეტროს ბიჭუნას წინ დაეფარა..
- მიშელ, ის დღე მინდა აგიხსნა
- ითენ, არ არის საჭირო, წარსულში ქექვას უკვე მოვრჩი წინ მომავალი მაქვს, მე კიდევ კარგი მომავალი რომ მქონდეს აწმყოს უნდა მივხედო და თუ წარსულში დავიწყე ქექვა აწმყო უყურადღებოდ დამრჩება..
- ანუ ჩვენი ურთიერთობა?
- მეგობრები ვართ ძველებურად..
გადამეხვია ლოყაზე ნაზად მაკოცა და გახარებულმა მადლობა გადამიხადა..
უცებ აარონს დავუძახე, სანამ ოლივერი შემამჩნევდა რაღაც ინფორმაციები გავიგე მასზე..
- აარონ , ოლივერი მეტროს ბიჭუნაა
- ოლი? დაიცა.. ახლა სიცილით მოვკვდები!
- თუ არ გინდა შენს შეყვარებულ და ჩემს დაქალ ების ვუთხრა რომ ღამე ძმაკაცებში ლუდის დასალევად და მოსაწევად იპარები ჭკუას მოუხმე და დამეხმარე!
- ეგ არ გააკეთო! მომკლავს.. ოლივერი ახლახანს გავიცანი, ძმაკაციც კი არ არის ჩემი, უბრალოდ მეგობარია, რომელსაც შევთავაზე პიკნიკი, 19 წლის არის, სწავლობს ინჟინერიაზე, არ ჰყავს შეყვარებული , 2 პატარა ძმა და 1 უფროსი და ჰყავს და მეტი არც მე ვიცი..
- კარგი! ჭკვიანად თორე ები ლუდის ამბებს გაიგებს და ცი როგორ სძულს როცა რაღაცას უმალავ!
- ჩშუუუ! ახლა ჯობს გაგეცალო
- მართალია ! არა ,არა (მალევე გადავიფიქრე) - ოლივერი შენ უნდა გამაცნო
- კარგი..
- სულ შემთხვევით აქ მოიყვანე და გამაცანი, მე მაინც ჩანთები უნდა ამოვალაგო
- ოხხ...

....

- ოლივერ გაიცანი ეს მიშელია, მიშელ ეს ოლივერი..
უცებ შემოვტრიალდი, კი ნამდვილად ის იყო..
- ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს
ოლივერმა დაიწყო, გამიხარდა რომ მიცნო..
განაგრძო
- ვარდის სურნელი ასდიოდა..
- კარგი მე დაგტოვებთ (აარონი გაიცურცლა)
- კი ვარდი იყო..
- საინტერესო რამდენიმე წამიანი დიალოგი გვქონდა და შენ სახელიც არ გითქვამს..
- არ გელოდი აქ..
- საერთო არ მეგონა როდესმე თუ შეგხვდებოდი და ვწუხდი..
- წუხდი?
- კი, შენ არა?
რა უნდა მეპასუხა?
დავიბენი და ჩუმად ვუყურებდი თვალებში, მან განაგრძო..
- კი შენც..
- როგორი ამბიციური ხარ..
- შენ კი როგორი სუფთა..
ცხვირი კისერთან მომიტანა, დამაჟრიალა , აისუნთქა
- ისევ ვარდის სურნელი..
ამჟამად მე ავისუნთქე მისი სუნამოს სურნელი, მაშინ როცა ფეხის წვერებზე წამოვიწიე და მის კისერს მივუახლოვდი..
- ისევ ლავანდა..
- ყოჩაღ..
თავმომწონედ, კმაყოფილებით გავუღიმე..
ტუჩებისკენ წამოიწია, მანდ უკვე დავპანიკდი, თავი ავარიდე და სახლისკენ დავიძარი.

სახლის მილაგებ-მოლაგების შემდეგ დაღლილებმა, სწრაად გადავნაწილდით ოთახებში და მოწყვვეტით ჩაგვეძინა..
საწოლზე დავეცი რასაც ქვია და დაახლოებით 2 საათში ისევ აღვსდექი, საშინელმა წყურვილმა შეძლო ჩემი გაღვიძება, დიდი და ამავდროულად გრძელი საროჩკა მოვიცვი, რომელიც შარშან მამაჩემის გარდერობიდან გაქრა და ახლა ჩემს ხელთ არის აღმოჩენილი და კიბეებზე წყნარად ჩავირბინე რომ არავის გაღვიძებოდა, ღილებს გზად ვიკრავდი, მაშინ როცა წინ არ ვიყურებოდი და ღილების შეკვრში ვიყავი გართული რაღაც მოხდა და პირდაპირ წინ წავედი ცხვირით, აშკარად გამიტყდებოდა რომ არა ოლივერი რომელმაც დაცემისგან მიხსნა და მე იღბლიანი შიშველი ჩავუვარდი ხელებში.. დაიბნა და სწრაფად ხელი გამიშვა, დავეცი მაგრამ იმდენად მძიმედ არა როგორც მოველოდი, სიცილი ამიტყდა მერე ისიც ამყვა და წამოდგომაში დამეხმარა..
- მაპატიე, დავიბენი, ისე ჩემივარდი ხელებში..
- არაუშავს , შემდეგში გავითვალისწინებ რომ წინ ვიყურო..
ჯერ კიდევ ვიცინოდი..
- რატო არ გძინავს? დაღლილი არ ხარ?
- კი როგორ არა, უბრალოდ მწყურია..
მაცივრისკენ დაიძრა ცივი წყალი გამოიღო დიდ ჭიქაში დამისხა და მომაწოდა..
- მადლობა..
წყალი ისე სწრაფად დავლიე თითქოს მთელი კვირა წყურვილით ვკვდებოდი, ან იქნებ ეგრეც იყო? არაფერი მახსოვს ბოლო 1 კვირიდან..
- მი, ცივი არ იყო? როგორ მოახერხე?
- ძალიან მინდოდა
- მალადეეეც!!
აბლობისმენტები დავიმსახურე, თუმცა მალევე შევაწყვეტინა, ხელები მოვკიდე და..
- სძინავთ , გაეღვიძებათ..
- მართალია..
ჩემი ხელები მის ხელებში მოიქცია.. და განაგრძო
- საერთოდ არ ყარხარ..
- უცნაურია მაგრამ არც შენ..
- ძალიან სუფთა ხარ..
- შენზე იგივეს ვერ ვიტყვი მაგრამ არაგიშავს..
- მადლობა (ისევ გაეცინა, ჩემი ხელები დავიბრუნე და კიბისკენ დავიძარი)
- აარონმა ჯეიზე მომიყვა..
ვწუხვარ..
ამ ფრაზამ ყველაფერი გააფუჭა, სიბრაზე და გაღიზიანება გაერთიანდა და ერთიანი ბრძოლისთვის მოემზადნენ..
- აარონს არ ჰქონდა მაგისი უფლება!
ღრენა-ღრენით ამოვილუღლუღე !
- მიშელ?
შეშინებული სახით შემომხედა, თითქოს ეგონა რომ ახლა ვეცემოდი და შუაზე გავგლეჯდი, ვაი და როგორ მინდოდა , ოღონდ აარონის გაგლეჯა.. ყველაფერი გამიფუჭა გესმით? ყოველთვის ჯეისონი რატომ უნდა ჩამირთოს საქმეში? თუმცა ძმაკაცობა ეგაა სხვა ხომ არაფერი.. მოვკლავ, უეჭველი მოვკლავ..
- მიშელ დამშიდდი..
- არ გამეკარო...
- ახლა არა...
უკან დაიხია, სახლში დაბრუნება მომინდა, ოთახში ავირბინე ჩავალაგე და აარონის მანქანისკენ გავეშურე, გასაღების დამალვა არასდროს შეეძლო ნორმალურად, ოლივერი გამომყვა
- სად მიდიხარ?
- სახლში!
- მიშელ თენდება.. დილით წადი თუ რამე!
- აარონი მანქანას ვერ ნახავს და მეც მალე ჩავალ სახლში რა ჯობია ამ ყველაფერს?
- მართვის მოწმობა გაქვს?
- არა
- მერე?
- ვის ადარდებს?
- მე !
- ვინ ხარ შენ?
დადუმდა!
- ზუსტად მაგას ვამბობ ! არავინ არ ხარ ჩემი !
- მიშელ !
- ოლივერ?
- კარგად!
- თუ როდესმე ერთმანეთს შევხვდებით ჯეისონზე კრინტიც არ დაძრა. კარგად !
უცაბედად ჩემსკენ გამოექანა, აზრზე მოსვლა ვერ მოვასწარი ისე სწრაფად დაეწაფა ჩემს ტუჩებს..
- შენ მე მაკოცე.. (გაოგნებულმა და საოცრად დამშვიდებულმა ძლივსღა წარმოვსთქვი ეგ სიტყვები)
- შენ არ ჩერდებოდი !
- შენ მე მაკოცე !
- მე შენ გაკოცე !
- რატომ?
- მომწონხარ..
- ჩვენ მეორედ შევხვდით ერთმანეთს ! მე დღეს გავიგე რომ შენ ოლივერი გქვია!
- სამაგიეროდ მანამდე იცოდი რომ ძალიან არ ვყარდი
- ძალიან უცნაურია...
- ნუთუ..
გამიღიმა და განაგრძო
- საჭესთან მე დავჯდები, მართვის მოწმობა მაქვს. აარონს სამაგიერო გადავუხადოთ
- კარგი, თანახმა ვარ..

დავიძარით..

რეალურად მშვიდად ვმგზავრობდით სანამ..

ღმერთო ჩემო!
დამტვრეული, დამსხვრეული მანქანიდან გადმოძრომას ვცდილობდი, თუმცა ჩემი გაჭედილი ფეხი ამის საშუალებას არ მაძლევდა, თავბრუისე ძლიერად მეხვეოდა რომ ერთი ნივთი ორად ან სამად მეჩვენებოდა, თუმცა ისეთი შევიწროვებული და გაჭედილი ვიყავი, რომ ალბათ ნივეთებიც კი მეჩვენებოდა..
მანქანას თვალი ძლივს მოვავლე და ოლივერიც ვიპოვე, ხელი ოდნავ რაც შემეძლო ვკარი და ჩუმათ ვთხოვე გამოფხიზლებულიყო..
მას ეძინა, ეძინა ან მკვდარი იყო..
იმის იმედით ვიყავი რომ გონებადაკარგული ოლივერი წამი წამზე მოვიდოდა გონს და მანქანიდან გადასვლაში დამეხმარებოდა, თუმცა ამაოდ..
როგორც ფილმებშია ავტოავარიის მერე რო ბენზინი წვეთავს და რამდენიმე წამში ან წუთში მანქანა რომ ჰაერში იწევა აფეთქებისას აი კაკრას მაგის მოლოდინი მქონდა მას შემდეგ რაც მივხვდი რომ ოლივერ გონს მოსვლას არ აპირებდა..
10 დან უკან ვითვლიდი და ყოველთვის როცა 1 ვამბობ მანქანა უკვე ჰაერში იყო მეგონა და მე მცხუნვარე ცეცხლში გახვეული კივილს ვიწყებდი მაგრამ მთლად ეგრეც არ იყო საქმე..
1 თუ 2 წუთი გავიდა და არც ოლივერი არ იყო გონს და არც მანქანა იყო ჰაერში..
მერე უკვე იმის ფიქრი დავიწყე ხომ არ მოკვდათქო და პანიკამ ამიტანა, ვინმე მაინც მოსული..
ვინმე ..
ნეტავ ვისაც დავეჯახეთ ისინი როგორ იყვნენ?
ან ავარია რატომ მოხდა? ჩვენი ბრალი იყო თუ იმათი?
ამას რაღა მნიშვნელობა აქ თუმცა იმდენად აბნეული ვიყავი ყველაფერზე მეფიქრებოდა.. ცოტახანი თვალები მივხუჭე და რამდენიმე წამში მესმის ხმა..
- ვინმე ცოცხალია რომელიმე მანქანიდან?
ჩვენს მანქანაში ერთმა წვერებიანმა კაცმა შემოიხედა..
- გოგონა გონსაა..
ვიღაცას გასძახა და მომიბრუნდა
- მოძრაობა შეგიძლია პატარავ?
- არა, ფეხი მაქვს გაჭედილი
ძლივსძლიობით ამოვილუღლუღე
- შენი მეგობარი ცოცხალია?
- არ ვიცი , ვერ ვწვდები, ძალიან მეშინია..ის გაიყვანეთ გთხოვთ..
- ყველაფერი კარგად იქნება, ნუ ღელავ..
თბილად გამიღიმა , და ისევ სხვას გასძახა
- მანდ ვინმე ცოცხალია?
- გონზე არ არიან, ჯერ არ ვიცით
შემაძრწუნა ამ პასუხმა.. ნუთუ შეიძლება რომ მარტო მე გადავრჩე?
რა ეგოისტურია..
ასე არმინდა..
- საკაცე მოიყვანეთ და მომეხმარეთ ეს ბიჭი გამოვიყვანოთ
- აბა გოგო?
- გოგო გონს არის , მთხოვა ჯერ ბიჭს მიხედეთო
ოლივერი გარეთ ძლივს გადაიყვანეს და მერე მე მომიბრუნდნენ, ჩემი ფეხი დიდი პრობლემა გახდა, თუმცა მაინც გადაიჭრა ეს პრობლემა და მოვგვარდით..
დიდად დაზიანებები არ მქონდა, ოლივერის მდგომარეობა კი მძიმე იყო, როგორც ჩანს თავი დაერტყა ცუდად და ფიქრობდნენ რომ ტვინში სისხლი ჩაექცა, თუმცა ეს ვარაუდი იყო ამიტომაც ცოტა მშვიდად ვიყავი..
სასწრაფოს მანქანაზე ვიჯექი და გასინჯვის პროცესში იყვნენ ექთნები როცა მანქანიდან რომელიც დაგვეჯახა ნაცნობი სახის პიროვნება გადმოიყვანეს, უცებ წამოხტი, ექთანმა მთხოვა დაჯექიო, მე ხელით ვანიშნე რომ დაეცადა, რადგან ეგ იმ წამს შეუძლებელი იყო, ვცდილობდი სწრაფუ ნაბიჯებით გავქცეულიყავი და მენახა თუ ვინ იყო ის ვინც ასე ძალიან მეცნობოდა თუმცა ეხი ყველაფერს მირთულდებდა
მანქანიდან გადმოყვანილი ნაცნობ სახიანი ბიჭი ტრასაზე მოათავსეს რადგან სხვებს დახმარებოდნენ, როცა ძლივს მივცოცდი მასთან ჩემი შოკი მაშინ უნდა გენახათ..

თითქოს სუნთქავდა, მეგონა გაახელდა თვალს და მეტყოდა "მიშელ მიყვარხარ" , თუმცა რეალობა ჩემს ირგვლივ ტრიალებდა ...
რა იყო რეალობა?
ხო და..
თითქოს სუნთქავდა , მაგრამ ვერ გაიგებდი თუ გულზე არ დაადებდი თავს ყურთასემენას არ დაძაბავდი და კონცენტრაციას არ მოახდენდი მის პულსზე, რომელიც ასე ნელა სცემდა, ან საერთოდ სცემდა? იქნებ სურვილი იყო და მისმა გულმა , ფილტვებმა ნაადრევად დაიხსნეს თავი სამსახურიდან..
უბრალოდ თვალები მინდოდა გაეხილა და დამენახა მისი ზღვასავით ლურჯი , ცოტა მომწვანო თვალები, მინდოდა ცოტა ფერი მოსვლოდა და ლოყებს ისევ უწინდებული სიწითლე დატყობოდა, მისი სუნამოს პიტნის არომატი, ის მძაფრი სუნი ისევ თან სდევდა , თუმცა ეგეც ქრებოდა ნელნელა..
- ნუთუ მოკვდა?
- ვწუხვარ.. (მეუბნება სასწრაფოს მანქანიდან ჩამომხტარი ექთანი, რომელსაც ინფორმაცია 2 წამის წინ მიაწოდეს და რომლის სახე სევდას მოეცვა, გაფითრებული მაწვდის ახალ ამბავს და ჩემს რეაქციას ელოდება.. ) - ვწუხვარ (გამიმეორა)
მე გამეღიმა , აღარ ვიცოდი ახლა რა გამეკეთებინა ..
მანქანიდან ძლივს გადმოთრეული ჩემი პირველი სიყვარული შუა ტრასაზე იყო გათოშლი, მე კი მუხლებზე დამხობილი , მის გვერდით ვიცინოდიდა თან ვტიროდი, ეს ის მომენტი იყო სული რომ მტკიოდა..
ექთანი ალბათ ფიქრობდა , რომ ახლა წამოვხტებოდი და იმ შუშას, რომელიც მანქანისგან მოშორებით და ჩემთან უფრო ახლოს ეგდო ავიღებდი და ჯეიკს თან გავყვებოდი, როგორც "რომეო და ჯულიეტა"ში მოხდა .. როგორც რომეო გაჰყვა ჯულიეტას და თავი საუკუნო ჯოჯოხეთისთვის გაიწირა ან პირიქით ჯულიეტა რომეოს..
ეს ნამდვილი სიყვარული იყო თუ სისულელე? შექსპირი ღმერთია, ეს უკვე მგონი ვთქვი, ღმერთია ჩემთვის, თუმცა ახლა რა უნდა გამეკეთებინა არ ვიცოდი..
ექთანი კი ისევ ფიქრობდა, რომ შუშას ვწვდებოდი და იცით რატომ? ის ხედავდა როგორ ვუმზერდი გატეხილ, წვეტიან შუშას რამდენიმე წუთის განმავლობაში ცბიერი, დაღლილი, მკვდარი სახით და მე ვგრძნობდი როგორ მიყურებდა ის შიშის თვალებით..
ხელებით შუშას ვწვდი, საძილე არტერიას შევეხე და ზუსტად მაშინ ატყდა კივილი.. ოდნავ დავაწექი და ვიგრძენი ჩემი კისრიდან წამოსული ცოტაოდენი სისხლი ჩემს კეფაზე,მერე წამორჭოფდი, დავფიქრდი რატომ ვაკეთებდი ამ ყველაფერს უკვე გახრწნის პროცესში მყოფი გვამისთვის და ეს ფიქრიც სწორედ რომ ეგოიტური იყო.. მან გამინადგურა ცხოვრება , შუშას დავხედე , ზედ ჩემი სისხლის კვალი იყო დარჩენილი..
მერე რა მოხდა?
ექთანმა უცებ შუშა გამაგდებინა , ჩემი წამიერი გათიშვით ისარგებლა , წამიერი ჩაიქრებით , თუმცა სიცოცხლე მაინც არ მინდოდა ჩემი მეტროს ბიჭუნასთვისაც კი, რომელიც არც კი ვიცოდი გადარჩებოდა თუ არა..
არავის გამო არ მინდოდა, მხოლოდ ჯეის ვხედავდი გაწოლილს, ფერმკრთალს მიწაზე და იმის ფიქრი არ მაძლევდა საშუალებას რომ იქნებ ეს სიზმარია? იქნებ ახლა მე ჯერ კიდევ ტყის პაწაწინა უკვე ლამაზად მილაგებულ სახლში მძინავს და მესიზმრება კოშმარი, როგორ ყოველ ღამით?
ვიჩქმიტე..
მი გაიღვიძე
ჩუმად დავიწყე ჩურჩული ასე გავიძახოდი სანამმ ხმას ნელნელა არ ავუწიე და ბოლოს ყვირილი არ დავიწყე.. ხალხი ვერ მამშვიდებდა, პანიკურ-ისტერიული შეტევა მქონდა..
წარმოიდგინეთ..
ჩემი პირველი სიყვარული, რომელიც ჯერ კიდევ მიყვარდა მკვდარი იყო და რაღაც წვლილი მეც მქონდა ამაში შეტანილი, ჯეის ძმაკაცი რომელიც საჭესთან იჯდა ისიც მკვდარი იყო, უკან მჯდარი 1 გოგონაც მკვდარი იყო, ოლივერი თავის ტვინის ძლიერი დაზიანებით სასწრაფოდ იქნა საავადმყოფოში გადაყვანილი და ისიც კვდებოდა და მე ამ დროს ყვირილიც კი შემეძლო, მე ამ დროს ჩვეულებრივად , ნორმალურად ვსუნთქავდი და არაფერი მაწუხებდა.. მორალური ტკივილისთვის დავიბადე თუ რახდება? რატო დაზიანდა ყველა ჩემს გარდა ? რატო კვდება ყველა ჩემს გარდა?
ჩემი დამშვიდება არ იქნა, რა მექნა ვერ ვმშვიდდებოდი, როცა ვაანალიზებდი რომ ჯეისონი ჩემს გვერდით არ იყო.. უკვე სიკვდილის არნახული სურვილი მქონდა თუმცა შანსიც კი არ მქონდა.. ბოლოს სადღაც 4 5 საათის შემდეგ ბევრი დამამშვიდებლის ქვეშ მყოფმა ძლივს გავახილე თვალები და თავზე ები და ევა მედგა..
- ვწუხვარ..
ესენიც ამას მეუბნებიან..
- რას?
- ყველაფერი გავიგეთ..
- ჯეი როგორ არის? ცუდი სიზმარი ვნახე მასზე დაურეკეთ
ევა წყობილებიდან გამოვიდა და ყვირილით მიპასუხა!
- ყოველთვის! ყოველთვის როცა ჯეისთა დაკავშირებით რაღაც ცუდი ხდება სიზმარი რატომ გგონია? რით დაიმსახურა ამ ბიჭმა შენი ასეთი მიდგომა?! არა მიშელ! არ იყო სიზმარი! მკვდარია!
- ევა !
ებიმ დაუყვირა, მე ვერაფერი ვთქვი.. ბოლოდ ებიმ განაგრძო
- ოლივერი გადარჩა
ვერაფერი ვთქვი, უბრალოდ თვალები დავხუჭე და თვალზე მომდგარი ცრემლები ძლივსღა მოვთოკე..
ყველაფერი კარგად იქნება, ახლა გაიღვიძებ
ვუმეორებდი საკუთარ თავს ჩუმად გულში დაახლოებით 6 ჯერ თუ 7 ჯერ გავიმეორე და მერე უკვე გაანალიზება დავიწყე იმის რომ ეს ყველაფერი რეალობა იყო..

ამხელა ავარიის შემდეგ , 3 გვამის და ერთი მძიმედ დაშავებული ადამიანის შემდეგ მე სრულიად ჯანმრთელი საავადმყოფოდან იმ დღესვე გამწერეს, ფეხის დაჟეჟილობით..

დღეები გადიოდა თუმცა, არაფერი იცვლებოდა, შავი ფერი ჩემს ტანს არც კი შორდებოდა, შეშუპებულ თვალებს არაფერი შველოდა, უძილო ღამეები არ ილეოდა , ამჟამად მკვდარი ჯეის ვგლოვობდი, დასაფლავებაზეც კი ვიყავი, ახლოს ვერ მივედი, ვერ შევძელი, შორიდან ვუყურებდი დავკვდებოდი, ვკვდებოდი ...
დრო გადიოდა თუმცა ჩემს ცხოვრებაში ახალი და მითუმეტეს კარგი არაფერი ხდებოდა..
ოლივერი გვერდიდან არ მშორდებოდა და მთელი ძალებით ცდილობდა რომ ეს ამბავი გადამეტანა..
იცოდა რომ ძნელი იქნებოდა თუმცა ყველანაირად ცდილობდა..
როცა ებიმ დაწვრილებით მოუყვა ჩემი და ჯეისონის ისტორია მეგონა ჩამომშორდებოდა თუმცა ამან უფრო დაახლოევა ჩემთან რაც არ უნდა გასაკვირი იყოს..

მაშინ როცა ძლივს ოლივერთან ურთიერთობა ავაწყვე და გლოვის ოერიოდს მოვრჩი 3 წელი იყო გასული..
ჯეი და მასთან ერთად გატარებული მომენტები რა თქმა უნდა არ იშლებოდა ჩემი გულიდან, თუმცა ახალი მოგონებები ოლივერთან ერთად ემატებოდა და ემატებოდა...
მასთან არაფერი მტკიოდა ,..

ერთხელ ერთ წიგნში წავიკითხე, რომ ყველაზე ძლიერ ფრინველს ფრინველთა მოდგამს შორის ალბატროსს თვლიდნენ..
ალბატროსი არის ფრინველი რომელიც ყოველი დღის ახალ-ახალ პრობლემებს თავისი სიძლიერით უმკლავდება..
სხვა რინველებიდან განსხვავებით მისი ენერგია ბევრად მეტია და გაცილებით დიდხანს შეუძლია ჰაერში ყოფნა..
როცა თითოეულ ინფორმაციას ვიგებდი ამ ლამაზ ფრინველზე გაოცებული ვიყავი..
დღეს კი როცა ვიხსენებ თუ რამდენი რამ გადავლახე, როგორც ფიზიკური ასევე მორალური გზით მგონია , რომ ახალი ალბატროსი დაიბადა ჩემი სახით, რომელიც ჯერ კიდევ ცდილობს ფეხზე დგომას და არ ნებდება, დანებებას არც კი აპირებს..

იდეაში ყველაფერი კარგად მიდიოდა..

ერთ საღამოს კი...

- მი, ცოლად გამომყვები?
ეს ოლივერმა მკითხა და იცით რა ვუპასუხე?
როცა ჯეი ისევ შემომიძვრა თავში, გულში და იმ წამს მოსვენება არ მომცა, როცა გამახსენდა ჯეის მიმართ ჩემი ადრინდელი გრძნობები და მივხვდი რომ ახლაც შეყვარებული ვიყავი მკვდარ ბიჭზე..
რამდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ
....
- არა...

სიყვარული ძალაა, ჩემი სიყვარული კი ოლივერი არ იყო, მე კი მოღალატე არ ვარ !

დასასრული...

20/07/19



№1  offline წევრი Rania

Arvici raunda gitxraa. Es iyo grznobebis sruli feierverki. Miuxedavad imisa rom mishels ver vugeb. Armesmis misi. Jei ho ragac uazro xasiats amjgavnebs. Eseni arian gansxvavebuli adamianebi. Romlebic taviseburaf agiqvamen yvelafers. Tvitonac aricoda raundoda da mishelisgan ras moitxovda ver vxvdebi. Tumca arvici. Davibeni da zaliqn davizabe am istoriis kitxvisas. Tumca arasodes damavicydebaaa
--------------------
Q.qimucadze

 


№2 სტუმარი სტუმარი სალო

წიგნი არარის გამოცემული?

 


№3 სტუმარი სტუმარი ივი

სტუმარი სალო
წიგნი არარის გამოცემული?

ჯერ არა

 


№4 სტუმარი თეკლა მაღრაძე

ეს სიტყვები არ ვიცი ყბელაფერი ჩემზეა მაგრამ ახლა უკვე აზრი აღარ აქვს ყველაფერი დამთავრდა აღარ მაინტერესებს მაგის გამო ჩემი ფსიკიკა შეირყა ცალკე მეგობრებიც მიმატებდნენ თითქოს მარტო დავრჩი ამ სირთულის წინაშე და ძალიან გამიჭირდა ერთი წიგნია რაც ძალიან მინდა მაგრამ არც ვიცი თუ არსებობს თუ ნამდვილია ეს არის ფენიქსი და ალბატროსი ეს წიგნი ძალიან მინდა მთელ ცხოვრებას დავთმობდი ამ წიგნის გამო მინდა მწერალი ვიყო მაგრა მხატვარი ვარ მინდა ფანდურზე დაკვრა ვიცოდე მაგრამ მოცეკვავე და მომღერალი ვარ ეს ჩემი ერთადერთი სურვილებია

 


№5 სტუმარი სტუმარი ტატიანა

ეს ნაადრევი ფრინველიდან ფენიქსი და ალბატროსია??

 


№6 სტუმარი ცირა

ნაადრევი ფრინველის მსგავსია მაგრამ კაიარომ ნაადრევი ფრინველი სანემის საყვარელი ადამიანის დაკარგვით არ დასრულებულა ჩემიაზრით ისინიც იმსახურებდნენ ბედნიერებას ჯეი კი არუნდა მომკვდარიყო არამედ უნდა დაქორწინებულიყვნენ და დიდი ბედნიერი ოჯახი უნდა ჰქონოდათ????

 


№7 სტუმარი სტუმარი ლელა

წიგნი თუ არის ამ ფენიქსის ძალიან მინდა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent