შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძმები (თავი 14)


1-08-2019, 14:13
ავტორი naattii
ნანახია 1 796

გზა დიდ ხანს გაგრძელდა, გაბრიელი ფანჯარას თვალს არ აცილებდა და თთოეულ მოსახვევს იმახსოვრებდა, იოანე ლილუსთან საუბარში იყო გართული, თუმცა დაკვირვებული თვალი მასაც შეამჩნევდა ფანჯარაში ხშირ ყურებას. აღარ ფიქრობდა გაბრიელი სად მიდიოდა, რა ადგილიც არ უნდა ყოფილიყო საბოლოო დანიშნულება ახალი ამბავი გაირკვეოდა და ინფორმაციას მიიღებდა, ეჭვი თავიდან ყველაზე ქონდა, თუმცა ახლა მის სიაში მხოლოდ ერთი სახელი დარჩენილიყო და ეჭვიც არ ეპარებოდა მის სიმართლეში.
-ხოო, უბრალო კაცთან ნამდვილად არ გვაქვს პაემანიი_სტვენით ახედა უკვე ადგილზე მისულმა იოანემ სასახლისხელა სახლს.
-გეგონა ისეთი უბრალო იქნებოდა ორ ოთახიან სახლში იცხოვრებდა?_ჩაეცინა გაბრიელს.
-ნუ ასეთ გიგანტსაც არ ველოდი_მხრები აიჩეჩა ბიჭმა და ლილუს გადმოსვლაში დაეხმარა.
სახლის მთავარი კარები ღია დახვდათ, შიგნიდან მაღალ ხმაზე ჩართული მუსიკა ისმოდა, უამრავი ადამიანი შეყრილიყო სასტუმრო ოთახში და ღიმილით დნებოდნენ ერთმანეთის დანახვაზე.
-გამოცვლა მაინც მომესწრო_ვითომ დანანებით დახედა იოანემ ჯინსის შარვალსა და პერანგს.
-ხო სულ საცეკვაოდ მოგვიწვიეს_ხალხს გადახედა გაბრიელმა და მათკენ წამოსულ დაცვის ერთ-ერთ წევრს ახედა.
-წამობრძანდით_დერეფნისკენ მიუთითეს და ისინიც მორჩილად გაყვნენ უკან. ახლა უკვე დარწმუნდნენ, რომ შეხვედრის ინიციატორს ნამდვილად მხოლოდ დალაპარაკება სურდა და ასეთი გარემოც მათ ამაში დასარწმუნებლად შეარჩია.
სამივე კაბინეტის მაგვარ ოთახში შეიყვანეს, ძველებურ მაგიდასთან ტყავის დიდი სავარძელი მოეთავსებინათ, მის წინ კი ორი დიდი თანამედროვე პატარა დივნები, მარჯვენა მთლიანი კედელი წიგნების კარადისთვის დაეთმოთ, მარცხნივ დიდი სურათის ქვეშ სასმელების პატარა მაგიდა მოჩანდ, მაგიდის უკანა მხარეც წიგნებით იყო დაფარული, მეოთხე კედელი კი ორი დიდი ფანჯრით იწონებდა თავს, რომელიც საოცრად უხდებოდა ინტერიერს. ხედი ეზოსი მოსჩანდა, რაც კიდევ ერთი პლიუსი იყო, ასეთი სილამაზე თუ არსებობდა ამ ქვეყნად ვერც ერთი წარმოიდგენდა, მთელი ეზო ფერადი ყვავილებით დაეფარათ, ლამის ისეთი ფერიც კი მიეღოთ ცისარტყელაში რომ არ არსებობდა, იოანემ ვერ მოითმინა და ფანჯრის გამოღებასთან ერთად ისეთი სასიამოვნო სუნი შემოვიდა მაშინვე აივსეს ფილტვები. გამწვანებული ტყის ფონზე იმდენად სასიამოვნოდ ჩანდა ეს სცენა სტუმრები ავტომატურად დააყენა დადებით განწყობაზე.
-გამარჯობათ, მაპატიეთ, რომ გალოდინეთ, ამდენ სტუმარზე თავის დაღწევა ცოტა ძნელია_რატომღაც მასპინძელზე მათი მოლოდინები არ გამართლდა და ცივი, გამყინავი ხმის ნაცვლად, ახალგაზრდა საკმაოდ თბილი ბარიტონი გაისმა. კართან 30ს არ მიტანებული ყმაწვილი იდგა, საკმაოდ სიმპატიური, კლასიკურ კოსტიუმში გამოწყობილს შესაფერისი ფეხსაცმელი მთელი ნათებით უბრწყინავდა, არც სახე იშურებდა გულთბილ ღიმილს და თითებით მთელი მონდომებით იწვალებდა არათითზე წამოცმულ ბეჭედს.
-აქ მოპატიჟება უფრო ზრდილობიანადაც შეიძლებოდა_მაშინვე ნაბიჯი გადადგა გაბრიელმა.
-მაპატიეთ თუ დაცვას ზედმეტი მოუვიდა, უბრალოდ გავაფრთხილე ყველაფერი იმდენად სწრაფად მომხდარიყო, რომ თქვენს მოთვალთვალეებს ვერაფერი გაეგოთ_შავი თვალები მოავლო მასპინძელმა სამივეს.
-ანუ ის ხალხი, თავიდან რომ გამოყოლა სცადეს თქვენი არ არის?_ჩაეკითხა მაინც გადასამოწმებლად იოანე.
-დაკვირვებული ყოფილხართ, რა თქმა უნდა არა, მე აქ თქვენთან საუბარი მინდოდა და არა ბრძოლის გამართვა_მაგიდასთან დაიკავა ადგილი ბიჭმა და მათაც დივნებზე მიუთითა, უდარდელად მიუჯდა ლილუ გაბრიელის დივნის სახელურს და ბიჭის უხერხულობა არაფრად ჩააგდო.
-თუ სწორად მახსოვს გაცნობით უნდა დავიწყოთ_ერთი სული ქონდა გაბრიელს ბიჭის სახელი და გვარი გაეგო.
-მოდი ამჯერად ასე დავტოვოთ, არამგონია აქედან გასუილებს ჩემი ვინაობის დადგენა გაგიჭირდეთ, ან ვერ მიხვდეთ ვინც ვარ, მთავარი თქვენი აქ მოსვლის მიზეზია, მინდა გულახდილად ვისაუბროთ_წინ გადმოიწია ბიჭი და ორივე ტყუპს თვალებში ჩახედა.
-გისმენთ ბახალა_თავი ღიმილით დაუკრა გაბრიელმა და საპასუხოდაც ღიმილი მიიღო.
-მე არც რამეს ვადასტურებ და არც უარვყოფ, ყველას მსგავსად სახელი და გვარი მეც მაქვს, შეიძლება ზედმეტსახელიც, წარსულიც, თუმცა ამჯერად ჩემს მომავალზე მინდა ფიქრი და საუბარი, ნაგაზთან ჩემი დაპირისპირება წლებს მოიცავს, ახლა კი მინდა პირადად თქვენ იცოდეთ, რომ რადგან ძლიერი თანამოზრე გამომიჩნდა მე საქმიდან გავდივარ.
-ძლიერი თანამოაზრე? კიდევ ვინმე ახალი ნარკომოვაჭრე?_მობეზრებული გაუხდა სახე იოანეს.
-არა, თქვენ გგულისხმობთ, ჩემს წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, ისიც კი არავინ იცის ვინ ვარ და რას ვაკეთებ, დღეიდან ჩემთვის ყველაფერი თავიდან იწყება, თქვენ კი საშუალება გაქვთ ისეთი კარიერა და სახელი მოიპოვოთ, რომელზეც ვერც იოცნებებდით, აი ის ყველაფერი რაც მე ნაგაზის წინააღმდეგ მოვიპოვე_ამ სიტყვებით ბიჭმა უჯრიდან მოზრდილი საქაღალდე ამოიღო და მაგიდაზე ხმაურიანად დაახეთქა, ტყუპების გაკვირვებული მზერა არ შეიმჩნია და ლილუს პირდაპირ თვალებში ჩახედა -მართალია წამლის ბიზნესთან არანაირი კავშირი არ მაქვს, მაგრამ შენს ძმას გადაეცი ჩემთან მიმართებაში მაინც ფრთხილად იყოს, სადმე ფეხი არ დაუცდეს თუ დაბრუნებას გადაწყვეტს.
-იცი სადაც არის?_ხმა დაეძაბა გოგოს.
-რა თქმა უნდა, არც არასდროს დამიკარგავს, თუმცა არაფერში მჭირდებოდა და შევეშვი_ხელი აიქნია ბიჭმა და ფეხზე წამოდგა.
-ამ გადაწყვეტილებამდე რამ მიგიყვანა? თითქმის 30 წელია შენი მშობლების შურისძიება გინდა და ახლა უცებ თავს ანებებ?_მაინც ვერ მოითმინა გაბრიელმა.
-შური უკვე ვიძიე_ბოროტად გაეღიმა ბახალას -მაგასაც მალე გაიგებთ, დანარჩენი კი აღარ მაინტერესებს, დღეს ჩემი ნიშნობაა, თქვენ წარმოიდგინეთ და ქალი ვიპოვე, რომელიც ამქვეყნად ყველაფერს მირჩევნია და არ მინდა რომელიმე ჩვენგანმა ჩვენი ოჯახის ბედი გაიზიაროს, მინდა ჩემი შვილი პირადად აღვზარდო და მისი ზრდასრულობის თითოეული წამის მოწმე ვიყო, რაოდენ ბანალურადაც არ ჟღერდეს ხოცვა-ჟლეტას ოჯახი მირჩევნია და საქართველოდან მივდივარ, ნაგაზი ამიერიდან თქვენთვის დამითმია_წინ გააჩოჩა საქაღალდე და სტუმრებს ანიშნა შეხვედრა დასრულებულიაო.
-და რა? გინდა ყველაფერი ხახვივით შეგრჩეს რაც გაგიკეთებია?_იოანეს ხმა მისწვდა კარისკენ წასულ ლილუს.
-რომ იცოდეთ როგორი ცხოვრებაც გამოვიარე არ შემეკითხებოდი, ალბათ ღმერთმა იცოდა რასაც გავაკეთებდი და წინასწარ მომიზღო ყველაფრისთვის, არ იდარდოთ, უკვე საკმაოდ დავისაჯე, ახლა კი უბრალოდ მშვიდად ცხოვრება მინდა._დადაბლებული ხმით დააბოლოვა მასპინძელმა და ისევე გაქრა კარში როგორც გმოჩნდა.
-ნაბი*ვარი, იცის რომ ვერაფერს დავუშავებთ და დიდ გულზეა_გაბრაზებული ჩანდა იოანე.
-მე მომეწონა, რაღაც საოცარი სითბო მოდიოდა_მხრები აიჩეჩა ლილუმ. გაბრიელი კი ფიქრებში ჩაფლული საქაღალდით ხელში ჩუმად მოყვებოდა უკან მოკამათე წყვილს.

ისევე დააბრუნეს ქალაქში, როგორც წაიყვანეს, მართალია გზა და მისამართი ორივე ტყუპმა ზეპირად იცოდა, მაგრამ დარწმუნებული იყვნენ უკან დაბრუნებულები ვერავისაც ვეღარ იპოვიდნენ, ამიტომ ახლა პრიორიტეტული წამოღებული საქაღალდე იყო. უკვე ბინას უახლოვდებოდნენ გაბრიელის ტელეფონი რომ აციმციმდა.
-დედაა_ამოიხვნეშა ბიჭმა და ძმას გადახედა.
-აუ წადი რა დაელაპარაკე, თორემ ხომ იცი კიდე დაგვადგება_ლილუსკენ მიანიშნა ბიჭმა და საპასუხო თავის დაქნევაზე მხოლოდ გოგოს გაუძღვა ბინისკენ.
-იოანე, ფრთხილად იყავი, სავარაუდოდ ნაგაზმა უკვე იცის საქაღალდის შესახებ_ჩამოწეული ფანჯრიდან გააფრთხილა ძმა და მის თავის დაქნევაზე ისევ დაძრა მანქანა დედის მიმართულებით. ამოიხვნეშა და სახეზე ხელის ჩამოსმით მთელი ძალით ეცადა გამოფხიზლებას, წინ საკმაოდ დაძაბული და სერიოზული საუბარი ელოდა, რომლის ხასიათზე ნამდვილად არ იყო. ეს კი საქმეს აშკარად აფუჭებდა.


-ანუ დაბრუნება ასე სერიოზულად გადაწყვიტე?_სუნთქვა შეკრული უყურებდა კარებიდან გიორგი უკვე ჩალაგებულ ჩემოდანზე დაყრდნობილ სანდროს.
-როდის იყო ტყუილა ლაპარაკი მიყვარდა_ჩემოდნის დაკეტვას მორჩა ბიჭი და იქვე ჩამოჯდა.
-მეგონა იცოდი შენ დაბრუნებას რაც მოყვებოდა_მხრები აიჩეჩა მაღლაფერიძემ.
-ამ ქვეყნად მხოლოდ ჩემი და დამრჩა, გგონია ვერ ვხვდები რაც გავუკეთე? დრო მოვიდა ის ამაგი რაც მისგან მახსოვს უკან დავუბრუნო.
-ახლა გახდი სამაგალითო ძმა?_ხელი სიცილით წაიღო უკან გიორგიმ.
-სწორია, უკვე ყველაფერი დავიგვიანე, მაგრამ არც იმდენად სულელი ვარ შენ რომ გგონია_იარაღის ამოღბა დაასწრო სანდრომ და მაშინვე ხელების აწევა უბრძანა.
-რას აკეთებ?_გაკვირვებული სახე მიიღო გიორგიმ დამიზნებული პისტოლეტის დანახვაზე.
-ყოველთვის ვამჩნევდი შენ მზერას ნაბი*ვარო როგორც უყურებდი ლილუს, მაგრამ მეკიდა რადგან მეგონა მასაც მოწონდი, ახლა ისეთი რაღაც მიქარე, რომ აქ გადმოიხვეწე და გირჩევნია მე, ერთადერთი ბავშვობის მეგობარი მომკლა მაგ უკან დამალული იარაღით ვიდრე ჩემი უკან დაბრუნება დაუშვა. ახლავე ამოღერღე ჩემ დას რა გაუკეთე_ზიზღი გაუკრთა სანდროს თვალებში და მეტი დამაჯერებლობისთვის იარაღის დამცავი გადაწია.
არც ის და არც დედის ბინის კარებზე მოკაკუნე გაბრიელი არ უშვებდა იმ აზრს, რომ სწორედ იმ წუთებში, მათი ოჯახის წევრები იმაზე დიდ საფრთხეში იყვნენ, როგორიც საერთოდ ვერც კი წარმოედგინათ და სწორედ ახლა ჭირდებოდათ მათი დახმარება.
----------------------
როგორ მიხარია თქვენი შეფასებები, ოღონდ შეფასებები და არა პატარაას თქმა :დ ალბათ პატარად გეჩვენებათ, მაგრამ თითქმის ყოველდღე 6 ვორდის გვერდის წერა არც ისე მარტივია დამიჯერეთ.... <3



ბოლო მომენტმა დამძაბა, იმედია რაიმე ცუდს არ გვიმზადებ და კიდევ ვინმე არ დაშავვდება.ბოლო მომენტიდა კიდევ ჩანს, რომ იო და ლილუ საფრთხეშია, ჩემ იოს ხომ არაფერი დაუშავდება? :( გიორგი ნამდვილად ღირსია სანდროს ხელიდან რომ მოკვდეს.
ერთი შეხედვით რა ბუნჩულა ვინმე ჩანს ეს ბახალა. აუ ნამდვილი სახელი და გვარი რა აქვს ამ ბახალას?
ისეთ მომენტზე გაწყვიტე სასწრაფოთ ახალი თავი უნდა დადო თორე თუ დააგვიანე გამსკდება გული და შენი ბრალი იქნება :)

 


№2  offline წევრი Rania

Au baxalas roca axsenebn sul galaktioni maxsendebaa. Qarma yvavis baxala. Tyeebs gadaaxala. Es isee. Simpatiit ganvecyve am mamakacos mimart. Au axla amehsala mervebiii. Aravin mokvdes raaaaaaaa. Ra daicdis momdevnomdee
--------------------
Q.qimucadze

 


№3  offline მოდერი naattii

რუსკიმარუსია
ბოლო მომენტმა დამძაბა, იმედია რაიმე ცუდს არ გვიმზადებ და კიდევ ვინმე არ დაშავვდება.ბოლო მომენტიდა კიდევ ჩანს, რომ იო და ლილუ საფრთხეშია, ჩემ იოს ხომ არაფერი დაუშავდება? :( გიორგი ნამდვილად ღირსია სანდროს ხელიდან რომ მოკვდეს.
ერთი შეხედვით რა ბუნჩულა ვინმე ჩანს ეს ბახალა. აუ ნამდვილი სახელი და გვარი რა აქვს ამ ბახალას?
ისეთ მომენტზე გაწყვიტე სასწრაფოთ ახალი თავი უნდა დადო თორე თუ დააგვიანე გამსკდება გული და შენი ბრალი იქნება :)

ხომ იცი ცუდი დასასრული და ატირებები ჩემი სტილი არაა ????

Rania
Au baxalas roca axsenebn sul galaktioni maxsendebaa. Qarma yvavis baxala. Tyeebs gadaaxala. Es isee. Simpatiit ganvecyve am mamakacos mimart. Au axla amehsala mervebiii. Aravin mokvdes raaaaaaaa. Ra daicdis momdevnomdee

ხვალ ვეცდები მოვასწრო და ზეგ ყოველმიზეზ გარეშე იქნება :))

 


№4 სტუმარი სალიკო

შემდეგი როდის დაიდება?

 


№5 სტუმარი სტუმარი gvantsa

გელი,გელიი მოგელიიიი : ))

 


№6  offline მოდერი naattii

გამარჯობათ მეგობრებო, ვერ მოვახერხე შემოსვლა, ჩემმა ბიჭმა დაასწრო მოვლენებს და დროზე ცოტა ადრე დაიბადა ამიტომ ვეღარ მოვახერხე შემოსვლა. როგორც კი შევძლებ დაახლოებით ერთ ორ დღეში ახალი თავიც იქნება. ❤️❤️❤️

 


№7 სტუმარი სალიკო

ღმერთმა ჯანმრთელი და ბედნიერი გიმყოფოთ

 


№8 სტუმარი სტუმარი ანა

მეორე ტყუპისცალს სიყვარული არ ჭირდება?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent